გამოდის 1998 წლიდან
2015-11-12
თა­ნად­გო­მის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლე­ბი — 18+

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

სა­ხელ­მ­წი­ფო ზრუნ­ვის სის­ტე­მი­დან გა­სუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის მო­მა­ვა­ლი, სრულ­წ­ლო­ვა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბუნ­დო­ვა­ნია. ყო­ველ­წ­ლი­უ­რად 100-მდე მზრუნ­ვე­ლო­ბას მოკ­ლე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­და 18 წლის ხდე­ბა. მათ­გან ბევრს არ უმარ­თ­ლებს, ზო­გი იღ­ბ­ლი­ა­ნია და მათ შემ­დ­გომ ცხოვ­რე­ბა­ზე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ზრუ­ნა­ვენ. სა­ხელ­მ­წი­ფო კი, ჯერ­ჯე­რო­ბით, არა­ფერს სთა­ვა­ზობთ და ისი­ნი ყო­ველ­გ­ვა­რი თა­ნად­გო­მის გა­რე­შე, მარ­ტო რჩე­ბი­ან პრობ­ლე­მის წი­ნა­შე — სად წა­ვიდ­ნენ, რა გა­ა­კე­თონ, რო­გორ  იცხოვ­რონ, რო­გორ გა­და­ირ­ჩი­ნონ თა­ვი18 წლის შემ­დეგ, სამ­წუ­ხა­როდ, ნა­წი­ლი არას­წორ გზას ირ­ჩევს. სრულ­წ­ლო­ვა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­ხელ­მ­წი­ფო ზრუნ­ვის სის­ტე­მი­დან გა­სუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის მო­მა­ვა­ლი, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში,  მარ­თ­ლაც რომ ბუნ­დო­ვა­ნია, ამას  თვი­თონ ახალ­გაზ­რ­დე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ:  „რთუ­ლია გა­დარ­ჩე და შე­ი­ნარ­ჩუ­ნო ის და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც მა­ნამ­დე გქონ­და, სა­ხელ­მ­წი­ფო ზრუნ­ვის სის­ტე­მა­ში ყოფ­ნის დროს. 18 წლის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნ­დე­ბი პი­რის­პირ იმ რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე, რო­მე­ლიც გას­ვ­ლის დღი­დან გაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებს, რომ არა­ვის სჭირ­დე­ბი, არა­ვინ და­გეხ­მა­რე­ბა, ამი­ტომ მო­გი­წევს ბრძო­ლა გა­დარ­ჩე­ნის­თ­ვის.“ — ეს სიტყ­ვე­ბი ერთ-ერთ ახალ­გაზ­რ­დას ეკუთ­ვ­ნის, ვი­საც უშუ­ა­ლოდ შე­ე­ხო ეს პრობ­ლე­მა.
საცხოვ­რე­ბე­ლი, გა­ნათ­ლე­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა, და­საქ­მე­ბა, სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია — ამ პრობ­ლე­მებს მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი სრულ­წ­ლო­ვა­ნე­ბის შემ­დეგ მარ­ტო­ნი ხვდე­ბი­ან. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მა­თი ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხელ­შემ­წყო­ბი პროგ­რა­მე­ბი ძა­ლი­ან ცო­ტაა. ამ სა­კითხებ­ზე მო­მუ­შა­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის აზ­რით,  სა­ხელ­მ­წი­ფომ, ზრუნ­ვის ქვეშ მყო­ფი ბავ­შ­ვე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის მომ­ზა­დე­ბი­სა და შემ­დ­გო­მი მხარ­და­ჭე­რის­თ­ვის, ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი უნ­და გა­დად­გას — მათ მო­მა­ვალ­ზე ვი­ღა­ცამ ხომ უნ­და იზ­რუ­ნოს.
სწო­რედ ამ თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ ფრონ­ტ­ლა­ინ კლუბ­ში  მო­ეწყო მო­რი­გი დის­კუ­სია, რო­მე­ლიც „ფრონ­ტ­ლა­ინ ჯორ­ჯია“ კლუ­ბი­სა და ჟურ­ნალ „ლი­ბე­რა­ლის“ ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის — „დის­კუ­სი­ე­ბი ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის თე­მა­ზე“ — ფარ­გ­ლებ­ში, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის (ჲნჳCჶფ) მხარ­და­ჭე­რით, ტარ­დე­ბა.
სა­უ­ბა­რი საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ჭირ­ბო­რო­ტო თე­მა­ზე და­იძ­რა. დღემ­დე ამ ახალ­გაზ­რ­დე­ბის ბე­დით, მარ­თ­ლაც, არა­ვინ ინ­ტე­რეს­დე­ბა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ისი­ნი სა­ხელ­მ­წი­ფო მზრუნ­ვე­ლო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან და სრულ­წ­ლო­ვა­ნე­ბის შემ­დეგ ხში­რად შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით, აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­უმ­ზა­დებ­ლე­ბი იწყე­ბენ ცხოვ­რე­ბას. ად­რე, რო­ცა ბავ­შ­ვ­თა სახ­ლე­ბი არ­სე­ბობ­და, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ახალ­გაზ­რ­დებს სრულ­წ­ლო­ვა­ნე­ბის შემ­დეგ, რო­მელ­თაც წა­სას­ვ­ლე­ლი არ­სად ჰქონ­დათ, ისევ ბავ­შ­ვ­თა სახ­ლი მფარ­ვე­ლობ­და, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­კედ­ლე­ბუ­ლი ცხოვ­რობ­დ­ნენ უჩინ­რად, მათ მო­მა­ვალ­ზე ხომ ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია.
რა მდგო­მა­რე­ო­ბაა დღეს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და სად მი­დი­ან სა­ხელ­მ­წი­ფო ზრუნ­ვის სის­ტე­მი­დან ის სრულ­წ­ლო­ვა­ნი ახალ­გაზ­რ­დე­ბი, ვი­საც წა­სას­ვ­ლე­ლი არ­სად აქვთ, რა პროგ­რა­მე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა არ­სე­ბობს მათ­თ­ვის — ამ სა­კითხებ­ზე დის­კუ­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ: ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ნუ­ცა ოდი­შა­რია,  ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს მზრუნ­ვე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი მა­რი წე­რე­თე­ლი და „სა­ქარ­თ­ვე­ლო SჴS ბავ­შ­ვ­თა სო­ფე­ლი“ და „სა­ქარ­თ­ვე­ლოს კო­ა­ლი­ცია ბავ­შ­ვე­ბი­სა და ახალ­გაზ­რ­დე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბი­სათ­ვის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მა­რი­ნა შა­ღაშ­ვი­ლი. დის­კუ­სი­ას გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჯა­ბა ნაჭყე­ბია უძღ­ვე­ბო­და.
ორ­გა­ნი­ზა­ცია „სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბავ­შ­ვე­ბის“ ახალ­გაზ­რ­დუ­ლი საბ­ჭოს წევ­რი მი­რან­და ზგირ­ვა­ჩი „ფრონ­ტ­ლა­ინ ჯორ­ჯი­ა­ში“ გა­მარ­თულ  დის­კუ­სი­ა­ზე ერთ-ერთ მომ­ხ­სე­ნებ­ლად წარ­დ­გა. ის ფონდ „ნა­ტახ­ტა­რის“ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი იყო და სა­კუ­თარ თავს გა­დახ­დე­ნი­ლი უამ­ბო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, თუ რო­გორ შეძ­ლო წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა სხვე­ბის თა­ნად­გო­მი­თა და დახ­მა­რე­ბით: „სამ­წუ­ხა­როდ, გარ­კ­ვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­მო, გვი­ან მო­მი­წია სკო­ლა­ში მის­ვ­ლა, უკ­ვე 8 წლის ვი­ყა­ვი. დი­დი პე­რი­ო­დი დამ­ჭირ­და იმის­თ­ვის, რომ კარ­გად სწავ­ლა და­მეწყო. დიდ ბავ­შ­ვ­თა სახ­ლ­ში რო­ცა ვცხოვ­რობ­დი, სწავ­ლა გა­მი­ჭირ­და, ჩე­მით ვერ ვძლევ­დი პროგ­რა­მას და მჭირ­დე­ბო­და და­მა­ტე­ბით პე­და­გო­გის დახ­მა­რე­ბა. მაგ­რამ, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, ჩემ­თ­ვის ვინ­მეს პე­და­გო­გი და­ე­ქი­რა­ვე­ბი­ნა. ამი­ტომ და­ვიწყე ჩემ თავ­ზე მუ­შა­ო­ბა, ვცდი­ლობ­დი სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის მე­ტი მო­მეთხო­ვა, რო­ცა დახ­მა­რე­ბა მჭირ­დე­ბო­და, მათ ვთხოვ­დი დახ­მა­რე­ბას და იმა­ზე ვი­ყა­ვი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი წა­მო­მე­ღო სკო­ლი­დან. ამან, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და შევ­ძე­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლად სწავ­ლა. მცი­რე სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლ­ში ცხოვ­რე­ბი­სას კი იყო შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა ვი­ღაც ინი­ცი­ა­ტი­ვას გა­მო­ი­ჩენ­და, მო­დი­ო­და მო­ხა­ლი­სედ და გვა­მე­ცა­დი­ნებ­და. მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ეს ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბიც წყდე­ბო­და და ისევ ვრჩე­ბო­დით მარ­ტო ან უბ­რა­ლოდ იყო საგ­ნე­ბი, რომ­ლის პე­და­გო­გე­ბიც არ იჩენ­დ­ნენ მსგავს ინი­ცი­ა­ტი­ვებს. ამი­ტო­მაც და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­წევ­და მე­ცა­დი­ნე­ო­ბა. მე­რე გა­მოჩ­ნ­და ერთ-ერ­თი კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი, ის კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში ცხოვ­რობს და აქვს ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც სწო­რედ სა­ხელ­მ­წი­ფო ზრუნ­ვის ქვეშ მყოფ ბავ­შ­ვებ­ზე ზრუ­ნავს. მან სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო თან­ხა იმის­თ­ვის, რომ ჩემ­ნა­ი­რი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის მას­წავ­ლებ­ლე­ბი ექი­რა­ვე­ბი­ნა, მო­ემ­ზა­დე­ბი­ნა ისი­ნი სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის­თ­ვის. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მე ამ პროგ­რა­მა­ში მოვ­ხ­ვ­დი და ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში — მე-11 და მე-12 კლა­სებ­ში ვემ­ზა­დე­ბო­დი პე­და­გო­გებ­თან. შარ­შან და­ვამ­თავ­რე სკო­ლა, წელს „სა­ქარ­თ­ვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ სტუ­დენ­ტი გავ­ხ­დი და ფონდ Ele Lembra-ს დახ­მა­რე­ბით, სწავ­ლას ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლებ. მე წი­ლად მხვდა მაქ­სი­მა­ლუ­რი ხელ­შეწყო­ბა კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მხრი­დან, რომ გან­ვ­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყა­ვი და მი­მე­ღო გა­ნათ­ლე­ბა.“
მი­რან­და ზგირ­ვა­ჩის წარ­მა­ტე­ბის ის­ტო­რია ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­ეხ­მა­როს სა­ხელ­მ­წი­ფო თუ არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი სა­ხელ­მ­წი­ფო ზრუნ­ვის სის­ტე­მა­ში მყოფ ახალ­გაზ­რ­დებს.
ჯერ­ჯე­რო­ბით, ასე­თი ახალ­გაზ­რ­დე­ბის წარ­მა­ტე­ბა და მო­მავ­ლის ხელ­შეწყო­ბა მხო­ლოდ კერ­ძო ინი­ცი­ა­ტი­ვებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან კი მსგავ­სი სერ­ვი­სე­ბი არ არ­სე­ბობს, მხო­ლოდ ლო­კა­ლუ­რი ჩა­რე­ვე­ბი პრობ­ლე­მას, ბუ­ნებ­რი­ვია, ვერ მო­აგ­ვა­რებს.  ყო­ველ­გ­ვა­რი ზრუნ­ვის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის სა­ჭი­როა ისე­თი კომ­პ­ლექ­სუ­რი სის­ტე­მის შექ­მ­ნა, რო­მე­ლიც ხელს შე­უწყობს მათ მომ­ზა­დე­ბას და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის. „ბავ­შ­ვ­თა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის კო­ა­ლი­ცი­ის“ ფარ­გ­ლებ­ში, ამ თე­მა­ზე მუ­შა­ო­ბა და­იწყო და სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ლი­ტი­კის დო­ნე­ზე შე­მუ­შავ­და კონ­ცეფ­ცია. გა­ნი­საზ­ვ­რა ის სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც შე­იძ­ლე­ბა და­ე­კის­როთ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა შრო­მის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს­თან ერ­თად, რად­გან, მხო­ლოდ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო არ უნ­და იყოს ერ­თა­დერ­თი სა­ხელ­მ­წი­ფო ორ­გა­ნო, რო­მელ­საც ამ ახალ­გაზ­რ­დებ­ზე ზრუნ­ვა ევა­ლე­ბა. „ასე­თი­ვე მზრუნ­ველ უწყე­ბად გა­ნი­საზღ­ვ­რა სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, რად­გან სწო­რედ ამ სა­მი­ნის­ტ­როს მიზ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფი უნ­და იყოს სა­ხელ­მ­წი­ფოს მზრუნ­ვე­ლო­ბი­დან გა­სუ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი — გა­ნაცხა­და მა­რი­ნა შა­ღაშ­ვილ­მა, — კონ­ცეფ­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში, ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მუ­შა­ო­ბა. პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი — სა­ხელ­მ­წი­ფო ზრუნ­ვის ქვეშ ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში, 14-დან 18-წლამ­დე ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის, სე­რი­ო­ზუ­ლი პროგ­რა­მის მომ­ზა­დე­ბას გუ­ლის­ხ­მობს, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვებს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის მო­ამ­ზა­დებს, გა­ნუ­ვი­თა­რებს უნარ-ჩვე­ვებს, რომ შეძ­ლონ და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბა. მე­ო­რე ნა­წი­ლი კი — 18 წლის ზე­მოთ ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის მხარ­და­ჭე­რას გუ­ლის­ხ­მობს. ჩე­მი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ვიტყ­ვი, რომ 18 წე­ლი სწო­რედ ის ასა­კია, რო­ცა ახალ­გაზ­რ­დებს სე­რი­ო­ზუ­ლი მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბათ იმის­თ­ვის, რომ მი­ი­ღონ პრო­ფე­სი­უ­ლი ან უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა ან და­საქ­მ­დ­ნენ და წარ­მა­ტე­ბუ­ლად წა­რი­მარ­თოს მა­თი ცხოვ­რე­ბა, რო­გორც ეს მი­რან­დას შემ­თხ­ვე­ვა­ში მოხ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ „სა­ქარ­თ­ვე­ლო SჴS ბავ­შ­ვ­თა სო­ფელ­ში“ მცი­რე სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლებ­ში ცხოვ­რო­ბენ, მა­ინც ვერ ვიტყ­ვი, რომ მათ­გან ბევ­რი შეძ­ლებს და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბას — 100-დან შე­იძ­ლე­ბა 2 პრო­ცენ­ტი აღ­მოჩ­ნ­დეს ისე­თი, ვინც სა­კუ­თარ თავ­ზე იზ­რუ­ნებს.
კო­ა­ლი­ცი­ამ წა­რად­გი­ნა მომ­ზა­დე­ბუ­ლი კონ­ცეფ­ცია ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და სა­ა­გენ­ტოს­თან. მი­ვე­სალ­მე­ბი, რომ ამ ფაქ­ტ­ზე, სა­ხელ­მ­წი­ფომ მხო­ლოდ ფიქ­რი კი არ და­იწყო, არა­მედ რე­ა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. შე­საძ­ლოა ეს არ იყოს უშუ­ა­ლოდ  სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ წარ­მო­ე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა, მაგ­რამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, ვინც ამა­ზე იმუ­შა­ვე­ბენ, სტან­დარ­ტის ფარ­გ­ლებ­ში მო­ექ­ცე­ვი­ან.“
კონ­ცეფ­ცი­ის მი­ხედ­ვით, გა­ნი­საზღ­ვ­რა ის მი­ნი­მა­ლუ­რი სა­ვალ­დე­ბუ­ლო მოთხოვ­ნე­ბი, რაც მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­წო­დე­ბის პრო­ცეს­ში უნ­და და­აკ­მა­ყო­ფი­ლონ სა­ხელ­მ­წი­ფო თუ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა. პირ­ვე­ლი საცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლია, რო­მე­ლიც სჭირ­დე­ბათ ახალ­გაზ­რ­დებს და მე­ო­რე — და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი და ცხოვ­რე­ბი­სე­ბუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, გა­ნათ­ლე­ბა­ში ხელ­შეწყო­ბა. ამ მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის გარ­და, აუცი­ლე­ბე­ლია მათ­თ­ვის შედ­გეს ბი­უ­ჯე­ტი, რომ­ლის თან­ხე­ბი და­ი­ხარ­ჯე­ბა კვე­ბა­ზე, კო­მუ­ნა­ლურ გა­და­სა­ხა­დებ­სა თუ სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე. თუ­კი ასე­თი მხარ­და­ჭე­რა სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ლი­ტი­კის დო­ნე­ზე არ გან­ხორ­ცი­ელ­და, ის ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლებ­ზეც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ზრუ­ნავს სა­ხელ­მ­წი­ფო, სრულ­წ­ლოვ­ნე­ბის შემ­დეგ, ყო­ველ­გ­ვა­რი მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე დარ­ჩე­ბი­ან.
ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა, ნუ­ცა ოდი­შა­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ ვიდ­რე სა­ხელ­მ­წი­ფო და­იწყებ­და ამ სა­კითხებ­ზე მუ­შა­ო­ბას, რამ­დე­ნი­მე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ და ბიზ­ნეს კომ­პა­ნი­ამ ეს სერ­ვი­სე­ბი თა­ვი­დან­ვე გა­ნა­ვი­თა­რა, მაგ­რამ აუცი­ლე­ბე­ლია სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან მხარ­და­ჭე­რა: „ბო­ლო მო­ნა­ცე­მე­ბით, არ გვყავს ბევ­რი ისე­თი ახალ­გაზ­რ­და, რო­მელ­საც წა­სას­ვ­ლე­ლი არ­სად აქვს. სხვა სა­კითხია, სურთ თუ არა მათ, სა­ხელ­მ­წი­ფო ზრუნ­ვის სის­ტე­მი­დან გას­ვ­ლის შემ­დეგ, ბი­ო­ლო­გი­ურ ოჯა­ხებ­ში დაბ­რუ­ნე­ბა. რად­გან ეს თე­მა კო­ა­ლი­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში წა­მო­იჭ­რა, ჩვენ გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი მო­ვაწყ­ვეთ კონ­ცეფ­ცი­ის გან­სა­ხილ­ვე­ლად. შეხ­ვედ­რებ­ზე დავ­რ­წ­მუნ­დით, რომ ჩარ­ჩო­ებ­ში უნ­და მო­ვაქ­ცი­ოთ ეს ყვე­ლა­ფე­რი და შევ­თან­ხ­მ­დით სტან­დარ­ტის მომ­ზა­დე­ბა­ზე. სა­მი შეხ­ვედ­რა მო­ეწყო სხვა­დას­ხ­ვა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებ­თან, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლი იყო ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, იუნი­სე­ფი და მე­რია. იმე­დი გვაქვს, მა­ლე გვექ­ნე­ბა ზო­გა­დი სტან­დარ­ტი, რა­თა შევ­თან­ხ­მ­დეთ ზუსტ მე­ქა­ნიზ­მებ­ზე, მა­გა­ლი­თად, ბავ­შ­ვებს ფუ­ლი მივ­ცეთ თუ საკ­ვე­ბი, ამა­ზე შიგ­ნი­თაც ვერ ვთან­ხ­მ­დე­ბით. ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია, სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, შიგ­ნით გა­დაწყ­დეს, რო­გო­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა იქ­ნე­ბა მი­სა­ღე­ბი. რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვით მინ­და შე­ვე­ხო ასე­ვე გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხს — მზურ­ნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბულ ბავ­შ­ვებს აქვთ სო­ცი­ა­ლუ­რი გრან­ტი და თუ­კი მი­რან­დას მსგავ­სად, ისურ­ვე­ბენ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას, შე­უძ­ლი­ათ ისარ­გებ­ლონ და­ფი­ნან­სე­ბით. ერთ-ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მელ­ზეც ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მი­ნის­ტ­რო მუ­შა­ობს, სა­თე­მო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბაა, სა­დაც სა­ხელ­მ­წი­ფო ზრუნ­ვი­დან გა­მო­სულ ბავ­შ­ვებს ან შშმ პი­რებს შე­უძ­ლი­ათ  გა­აგ­რ­ძე­ლონ ცხოვ­რე­ბა. თუმ­ცა, ამ­ჟა­მად, არც იქ არის სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა, ასე­თი სერ­ვი­სი სულ ერ­თი-ორია თბი­ლის­ში. დი­დი სურ­ვი­ლი გვაქვს, რომ ეს სერ­ვი­სე­ბიც გან­ვა­ვი­თა­როთ. ვფიქ­რობ, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.“
„რე­ა­ლუ­რად იქ­მ­ნე­ბა მო­დე­ლი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც სა­ხელ­მ­წი­ფომ, გარ­კ­ვე­ულ პე­რი­ოდ­ში, ბავ­შ­ვ­თა კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ზრუნ­ვის რე­ფორ­მა უნ­და და­ას­რუ­ლოს და დარ­ჩე­ნი­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბი შშმ ბავ­შ­ვე­ბის ოჯა­ხუ­რი ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბად გარ­დაქ­მ­ნას, — აღ­ნიშ­ნა ჯა­ბა ნაჭყე­ბი­ამ, — სა­ქარ­თ­ვე­ლომ რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა გა­უ­კე­თა გა­ე­როს შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პირ­თა კონ­ვენ­ცი­ას, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს რო­გორც ბავ­შ­ვე­ბის, ასე­ვე ზრდას­რუ­ლი შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბის ხელ­შეწყო­ბას, რაც ასე­ვე უნ­და იყოს და­ცუ­ლი და ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი ამ სერ­ვი­სე­ბის და­ნერ­გ­ვი­სას. მო­დე­ლის შექ­მ­ნი­სას სერ­ვი­სე­ბი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი უნ­და იყოს თემ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე და არა სეგ­რე­გა­ცი­ა­ზე ან იზო­ლი­რე­ბა­ზე“.
სტან­დარ­ტის შექ­მ­ნა თა­ვის­თა­ვად გა­ა­ჩენს გარ­კ­ვე­ულ რე­გუ­ლა­ცი­ებს, რო­მე­ლიც მზურ­ნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბულ ბავ­შ­ვებ­ზე სრულ­წ­ლო­ვა­ნე­ბის შემ­დე­გაც იზ­რუ­ნებს. რო­გორც ირ­კ­ვე­ვა, არც თუ ბევ­რია ისე­თი ახალ­გაზ­რ­და, რო­მე­ლიც სა­ხელ­მ­წი­ფო ზრუნ­ვი­დან გა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ, ყო­ველ­გ­ვა­რი მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე, მარ­ტო იწყებს ცხოვ­რე­ბას. მა­რი წე­რეთ­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2014 წელს, მცი­რე სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლი­დან სულ 34 ახალ­გაზ­რ­და გა­ვი­და, აქე­დან 12 ბი­ო­ლო­გი­ურ ოჯახ­ში დაბ­რუნ­და, 8 სრულ­წ­ლო­ვა­ნი გა­და­ვი­და ახალ­გაზ­რ­დულ სახ­ლ­ში, ესე­ნი არი­ან SOS  ბავ­შ­ვ­თა სოფ­ლის ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ სერ­ვისს იღე­ბენ, 5-ს და­ეხ­მა­რა ფონ­დი „ნა­ტახ­ტა­რი“. „რე­ა­ლუ­რად, ამ მო­ნა­ცე­მე­ბით, არც ერ­თი ახალ­გაზ­რ­და არ გა­სუ­ლა მცი­რე სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლი­დან ისე, რომ არ ვი­ცო­დეთ სად წა­ვი­და და სა­მო­მავ­ლოდ რა გეგ­მე­ბი აქვს. თუმ­ცა, სა­ხელ­მ­წი­ფო ზრუნ­ვა­ში გა­ცი­ლე­ბით მე­ტი ბავ­შ­ვია. მინ­დო­ბი­თი აღ­ზ­რ­დი­დან,  2014 წელს, სულ 60 ბავ­შ­ვი გა­ვი­და, აქე­დან 44 ბი­ო­ლო­გი­ურ ოჯახს და­უბ­რუნ­და, 5 ახალ­გაზ­რ­და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით და­ბი­ნავ­და — მათ ბი­ნა უქი­რა­ვეს, რამ­დე­ნი­მე სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში წა­ვი­და. ასე­თია დღე­ვან­დე­ლი სტა­ტის­ტი­კა.
მინ­და ყუ­რადღე­ბა ერთ სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბა­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლო — მცი­რე სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლებ­ში მცხოვ­რებ ბავ­შ­ვებს, სრულ­წ­ლო­ვა­ნე­ბის შემ­დეგ, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ისევ სა­ო­ჯა­ხო ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის უფ­ლე­ბა ჰქონ­დათ. ამ უფ­ლე­ბას მათ კა­ნონ­ში არ­სე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რი აძ­ლევ­და. წელს ცვლი­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­დის კა­ნონ­ში და ასე­თი ჩა­ნა­წე­რი გა­კეთ­და — მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­და­ში მყოფ ბავ­შ­ვებს, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, აღარ მო­უ­წევთ სერ­ვი­სე­ბის ცვლა.
შეხ­ვედ­რე­ბის დროს შევ­თან­ხ­მ­დით იმა­ზე, რომ ეს უნ­და იყოს სის­ტე­მა, სა­დაც არა მხო­ლოდ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი, არა­მედ სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­მი­ნის­ტ­როც. ჯერ­ჯე­რო­ბით, სტან­დარ­ტ­ზე ვმუ­შა­ობთ, მა­თი მხრი­დან, საწყის ეტაპ­ზე, მზა­ო­ბაა. ამ­დე­ნად, იმე­დია, ყვე­ლა ერ­თად, მი­ვაღ­წევთ იმ იდე­ა­ლურ ვა­რი­ანტს, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბა მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბულ ბავ­შ­ვებს, სრულ­წ­ლო­ვა­ნე­ბის შემ­დე­გაც მი­ი­ღონ თა­ნად­გო­მა და მხარ­და­ჭე­რა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის და­საწყე­ბად“.
დის­კუ­სია მარ­თ­ლაც გარ­კ­ვე­ულ იმედს იძ­ლე­ვა, რომ მზრუ­ნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი, სრულ­წ­ლო­ვა­ნე­ბის შემ­დე­გაც, გარ­კ­ვე­ულ ეტა­პამ­დე, მი­ი­ღე­ბენ მხარ­და­ჭე­რას და თა­ნად­გო­მას, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლად შეძ­ლონ ცხოვ­რე­ბა და არ დარ­ჩ­ნენ ისევ მი­უ­სა­ფარ­ნი. ეს მარ­თ­ლაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თე­მაა, რად­გან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჯერ კი­დევ არ არის ფორ­მი­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რომ 18 წლის ახალ­გაზ­რ­და და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რობ­დეს. ჩვენ­თან ხომ 25 წლის ახალ­გაზ­რ­და­საც ბავშვს ეძა­ხი­ან, მით უფ­რო, გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლა­დაა იმ ახალ­გაზ­რ­დე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მ­წი­ფო ზრუნ­ვის სის­ტე­მა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან და სრულ­წ­ლო­ვა­ნე­ბი სწო­რედ იქ ხდე­ბი­ან. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის და­საწყე­ბად, ისინი აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­უმ­ზა­დებ­ლე­ბი არი­ან,  მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღეს ქვე­ყა­ნა­ში გვაქვს მინ­დო­ბი­თი აღ­ზ­რ­და, ასე­ვე, მცი­რე სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ოჯა­ხურ გა­რე­მოს სთა­ვა­ზო­ბენ მათ, რაც ყვე­ლა ტი­პის მომ­სა­ხუ­რე­ბას გუ­ლის­ხ­მობს — ჯან­დაც­ვით დაწყე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.18 წლის შემ­დეგ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ბუნ­დო­ვა­ნია იმ ახალ­გაზ­რ­დე­ბის ცხოვ­რე­ბა და მო­მა­ვა­ლი, ვი­საც ბი­ო­ლო­გი­უ­რი ოჯა­ხი არ აქვს ან, უბ­რა­ლოდ, უსახ­ლ­კა­როა. ყვე­ლა ზე­მო­ჩა­მოთ­ვ­ლილ სერ­ვისს, სტან­დარ­ტით, გარ­კ­ვე­უ­ლი ფუნ­ქ­ცია ეკის­რე­ბა, რომ 14-დან 18 წლამ­დე მო­ზარ­დე­ბი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის მო­ამ­ზა­დონ, მაგ­რამ მა­ინც ვერ გავ­დი­ვართ სა­სურ­ველ შე­დეგ­ზე — სრულ­წ­ლო­ვა­ნე­ბის შემ­დეგ მათ­თ­ვის კი­დევ უფ­რო რთუ­ლი პე­რი­ო­დი იწყე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ გვჭირ­დე­ბა სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რ­დებს დღე­ვან­დე­ლი შრო­მის ბაზ­რის­თ­ვის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნე­ბად აქ­ცევს და და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბის გა­რან­ტია იქ­ნე­ბა.
თა­ნად­გო­მით და მხარ­და­ჭე­რით,18 წლის შემ­დეგ, ამ ახალ­გაზ­რ­დე­ბის ცხოვ­რე­ბა რომ შე­იძ­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბით გაგ­რ­ძელ­დეს, ამის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თად, თუნ­დაც მი­რან­დას ცხოვ­რე­ბის ის­ტო­რი­აც საკ­მა­რი­სია.

25-28(942)N