გამოდის 1998 წლიდან
2015-11-12
2016 წელს გა­მოც­დე­ბი ნა­წი­ლობ­რივ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მა­ტით ჩა­ტარ­დე­ბა

შე­ფა­სე­ბის და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა, მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა სა­გან­გე­ბო ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თ­ვის 2016 წელს გა­მოც­დე­ბის ნა­წი­ლობ­რივ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მა­ტით ჩა­ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.
„დღეს იმ სი­ახ­ლე­ებ­ზე მინ­და გე­სა­უბ­როთ, რაც 2016 წლის ზაფხუ­ლის გა­მოც­დე­ბის­თ­ვის გვაქვს და­გეგ­მი­ლი. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლეა და გვინ­და, რაც შე­იძ­ლე­ბა დრო­უ­ლად გა­მო­ვაცხა­დოთ, რომ ჩვე­ნი აპ­ლი­კან­ტე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი შეხ­ვ­დ­ნენ ახალ ფორ­მატს, რო­მელ­საც 2016 წელს შევ­თა­ვა­ზებთ. აპ­ლი­კან­ტებ­ში ვგუ­ლის­ხ­მობ არა მხო­ლოდ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ზაფხუ­ლის სა­გა­მოც­დო პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ არა მხო­ლოდ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, არა­მედ მა­გის­ტ­რო­ბის მსურ­ვე­ლე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც საგ­რან­ტო კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ და, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, პე­და­გო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც საგ­ნობ­რივ გა­მოც­დებს აბა­რე­ბენ.
ჩვენ ვა­პი­რებთ გა­მოც­დე­ბის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მით შე­მო­ღე­ბას, თუმ­ცა, ეს პირ­ვე­ლი ეტა­პია. იმი­სათ­ვის, რომ აპ­ლი­კან­ტე­ბის­თ­ვის ეს მტკივ­ნე­უ­ლი არ იყოს, არ იგუ­ლის­ხ­მე­ბა მთლი­ა­ნად ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მით გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. სა­უ­ბა­რია ნა­ხევ­რად ელექ­ტ­რო­ნულ ფორ­მატ­ზე, მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ტეს­ტურ და­ვა­ლე­ბებს აპ­ლი­კან­ტე­ბი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მით მი­ი­ღე­ბენ და არა ბეჭ­დუ­რით. მათ მუ­შა­ო­ბა მო­უ­წევთ პა­სუ­ხე­ბის ფურ­ც­ლებ­ზე. და­ნარ­ჩე­ნი არა­ფე­რი იც­ვ­ლე­ბა, ყვე­ლა აპ­ლი­კანტს ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა შა­ვი სა­მუ­შა­ოს­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ ფურ­ც­ლებ­ზეც იმუ­შა­ოს. კი­დევ ერ­თხელ ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, მხო­ლოდ და მხო­ლოდ ტეს­ტურ და­ვა­ლე­ბებს მი­ი­ღე­ბენ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მით, და­ვა­ლე­ბას წა­ი­კითხა­ვენ ეკ­რან­ზე და პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მით, 2016 წელს, მათ არ მო­უ­წევთ.
მთლი­ა­ნად ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მით გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და­ი­გეგ­მე­ბა მა­შინ, რო­დე­საც დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბით, რომ ჩვენს აპ­ლი­კან­ტებს, იქ­ნე­ბი­ან ეს პე­და­გო­გე­ბი თუ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა რა ექ­ნე­ბათ, რომ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მით გას­ცენ პა­სუ­ხი და­ვა­ლე­ბებს. ალ­ბათ და­მე­თან­ხ­მე­ბით, რომ თუნ­დაც თხზუ­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ფი­ზი­კა­ზე და მა­თე­მა­ტი­კა­ზე რომ არ ვი­სა­უბ­როთ, სულ სხვაა, რო­ცა წერ და სულ სხვაა, რო­ცა ბეჭ­დავ. ამის­თ­ვის ყვე­ლა ერ­თად უნ­და მო­ვემ­ზა­დოთ. პირ­ვე­ლი ეტა­პი, ჩე­მი აზ­რით, სრუ­ლი­ად უმ­ტ­კივ­ნე­უ­ლო შევ­თა­ვა­ზეთ, თუმ­ცა ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან დი­დი ნა­ბი­ჯი წინ.
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა პრინ­ცი­პუ­ლად მი­ღე­ბუ­ლია (2016 წელს ეს სი­ახ­ლე შევ­თა­ვა­ზოთ ჩვენს აპ­ლი­კან­ტებს), ეს წე­ლი­წა­დი, ბუ­ნებ­რი­ვია, წლის ბო­ლომ­დეც და შემ­დეგ უკ­ვე გა­მოც­დე­ბამ­დე, და­ეთ­მო­ბა არა­ერთ აპ­რო­ბა­ცი­ას. პირ­ვე­ლი აპ­რო­ბა­ცია დე­კემ­ბერ­ში გვაქვს და­გეგ­მი­ლი. ავირ­ჩევთ ერთ-ერთ სა­გა­მოც­დო ქა­ლაქს ან სა­გა­მოც­დო ცენტრს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს იქ­ნე­ბა თე­ლა­ვის სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რი. გვინ­და, მო­ვა­ხერ­ხოთ სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სის სრუ­ლი იმი­ტა­ცია. ეს აპ­რო­ბა­ცია, ძი­რი­თა­დად, გვაჩ­ვე­ნებს ტექ­ნი­კუ­რად რა არის და­სახ­ვე­წი. ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რი უნ­და იყოს სა­თა­ნა­დოდ აღ­ჭურ­ვი­ლი და მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­ფორ­ტუ­ლი ჩვე­ნი აპ­ლი­კან­ტე­ბის­თ­ვის. ასე რომ, დე­კემ­ბერ­ში პირ­ვე­ლი აპ­რო­ბა­ცია გვაქვს, თე­ბერ­ვალ­ში  კი გა­ცი­ლე­ბით ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი აპ­რო­ბა­ცია და პი­ლო­ტი­რე­ბა გვაქვს და­გეგ­მი­ლი.
პირ­ვე­ლი აპ­რო­ბა­ცია არ გუ­ლის­ხ­მობს ში­ნა­არ­სობ­რი­ვი მხა­რის აპ­რო­ბა­ცი­ას. ეს არის, ვი­მე­ო­რებ, ტექ­ნი­კუ­რი ნა­წი­ლის შე­მოწ­მე­ბა, მუ­შა­ობს თუ არა ყვე­ლა­ფე­რი სა­თა­ნა­დოდ. ბუ­ნებ­რი­ვია, აპ­რო­ბა­ცი­ის შემ­დეგ კი­დევ გვექ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი კონ­კ­რე­ტულ დე­ტა­ლებ­ზე, გა­მო­იკ­ვე­თე­ბა, რა უნ­და და­იხ­ვე­წოს, შე­იც­ვა­ლოს. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს უკ­ვე დე­კემ­ბ­რის მე­ო­რე ნა­ხევ­რის­თ­ვის და­ი­გეგ­მე­ბა“.
მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კითხ­ვებ­საც უპა­სუ­ხა.
— ვინ მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას დე­კემ­ბერ­ში და­გეგ­მილ აპ­რო­ბა­ცი­ა­ში?
—  ამ­ჯე­რად გვინ­და მო­ვიწ­ვი­ოთ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, ძი­რი­თა­დად, მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლე­ბი. შეგ­ნე­ბუ­ლად შე­ვარ­ჩი­ეთ ცენ­ტ­რი არა თბი­ლის­ში, არა­მედ რე­გი­ონ­ში და, რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, სა­ვა­რა­უ­დოდ, იქ­ნე­ბა თე­ლა­ვი ან ოზურ­გე­თი. შე­ვარ­ჩი­ეთ ისე­თი სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რი, რო­მე­ლიც არ არის დი­დი. იმი­ტომ რომ, აპ­რო­ბა­ცი­ის­თ­ვის სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია 20-დან 30 სექ­ტო­რამ­დე შე­ვავ­სოთ, მაგ­რამ სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რი ნამ­დ­ვი­ლად ისე იქ­ნე­ბა მოწყო­ბი­ლი, რო­გორც გა­მოც­დის დროს.
რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ნე­ბის­მი­ერ აპ­ლი­კანტს ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ბუკ­ლე­ტის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მა­ტი იხი­ლოს ნო­ემ­ბ­რის ბო­ლოს­თ­ვის, ჩვენს ვებ­გ­ვერ­დ­ზე — www.naec.ge გან­თავ­ს­დე­ბა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ტეს­ტუ­რი ბუკ­ლე­ტე­ბის ნი­მუ­შე­ბი. პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში, ჩვენ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ წა­მო­იწყო ახა­ლი პრო­ექ­ტი, რომ­ლის აპ­რო­ბა­ცი­აც ახ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს — „აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი პრო­ექ­ტი“. თუმ­ცა, ვვა­რა­უ­დობ, რომ შემ­დეგ ეტაპ­ზე უკ­ვე ნე­ბის­მი­ერ აპ­ლი­კანტს — მა­გის­ტ­რო­ბის მსურ­ვე­ლე­ბს, პე­და­გო­გე­ბს — ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შე­ა­ფა­სოს თა­ვი­სი თა­ვი, ცოდ­ნა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ვინც ამ პრო­ექ­ტ­ში ჩა­ერ­თ­ვე­ბა, მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა, მთლი­ა­ნად გა­ი­ა­როს პრო­ცე­სი, დაწყე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის იმი­ტა­ცი­ით ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მა­ტით და დას­რუ­ლე­ბუ­ლი გას­წო­რე­ბის პრო­ცე­დუ­რით და შე­დე­გე­ბის მი­ღე­ბით.
— რამ გა­ნა­პი­რო­ბა ელექ­ტ­რო­ნულ ფორ­მატ­ზე გა­დას­ვ­ლის აუცი­ლებ­ლო­ბა?
 —  21-ე სა­უ­კუ­ნე­ში კითხ­ვა — რა­ტომ არის აუცი­ლე­ბე­ლი ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, თუნ­დაც სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში თუ შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა­ში, მარ­ტი­ვად სა­პა­სუ­ხოა — ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტუ­რია, მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს გვაძ­ლევს, გან­სა­კუთ­რე­ბით შე­ფა­სე­ბის კუთხით, გა­ცი­ლე­ბით მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. თუ არ და­ვიწყეთ იქით­კენ სვლა, რომ სა­ბო­ლო­ოდ მთლი­ა­ნად ელექ­ტ­რო­ნულ ფორ­მატ­ზე გა­და­ვი­დეთ, ბუ­ნებ­რი­ვია, ამას ერთ ან ორ წე­ლი­წად­ში ვერ მო­ვა­ხერ­ხებთ. სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ თუნ­დაც ნა­ხევ­რად ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მა­ტი რა­ტომ უნ­და იყოს უფ­რო მი­სა­ღე­ბი ჩვენ­თ­ვი­საც და, პირ­ველ რიგ­ში,  აპ­ლი­კან­ტე­ბის­თ­ვის. ეს ფორ­მა­ტი გვაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, თვი­თონ ტეს­ტუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი იყოს უფ­რო მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი. მა­გა­ლი­თად, ბეჭ­დუ­რი სა­ხით ბუკ­ლე­ტე­ბის მი­წო­დე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, გარ­კ­ვე­ულ შეზღუდ­ვებს ით­ვა­ლის­წი­ნებს — არ შე­იძ­ლე­ბა ტეს­ტუ­რი ბუკ­ლე­ტი იყოს, მა­გა­ლი­თად, 100-გვერ­დი­ა­ნი. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩვენ იძუ­ლე­ბუ­ლი ვართ, ერთ გვერ­დ­ზე მო­ვა­თავ­სოთ არა ერ­თი და­ვა­ლე­ბა, არა­მედ რამ­დე­ნი­მე და მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყე­ნოთ ცა­რი­ე­ლი ად­გი­ლე­ბი, რომ ტეს­ტის ბუკ­ლე­ტი არ იყოს წიგ­ნი­ვით აკინ­ძუ­ლი. ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მა­ტის შემ­თხ­ვე­ვა­ში,  არ ხარ გვერ­დე­ბით შეზღუ­დუ­ლი და ერთ გვერ­დ­ზე შე­იძ­ლე­ბა ეკ­რან­ზე გა­ნა­თავ­სო მხო­ლოდ ერ­თი და­ვა­ლე­ბა.
მე­ო­რე, ბუ­ნებ­რი­ვია, ბეჭ­დუ­რი სა­ხის ბუკ­ლეტ­ში ჩვენ გვაქვს ფე­რა­დი გვერ­დე­ბი, მა­გა­ლი­თად, ბი­ო­ლო­გი­ის ან ხე­ლოვ­ნე­ბის ტეს­ტ­ში. იმი­ტომ რომ, და­ვა­ლე­ბა კარ­გად აღიქ­ვას აპ­ლი­კან­ტ­მა, აუცი­ლე­ბე­ლია, მი­ა­წო­დო ფე­რა­დი ნა­ხა­ტით, მაგ­რამ არის ისე­თი და­ვა­ლე­ბე­ბიც, სა­დაც სა­სურ­ვე­ლია ნა­ხა­ტი იყოს ფე­რა­დი. ელექ­ტ­რო­ნულ ფორ­მატ­ში არც ამით ვართ შეზღუ­დუ­ლი. მე­სა­მე, ბუ­ნებ­რი­ვია, ამას 2016 წელს არ შევ­თავ­აზებთ, მაგ­რამ და­ვა­ლე­ბე­ბის მი­წო­დე­ბის დროს შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ ანი­მა­ცი­ე­ბი, რაც ასე­ვე ეფექ­ტუ­რია და შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი სწო­რედ ეს იქ­ნე­ბა.
მე­ოთხე, მა­გა­ლი­თად, ზო­გა­დი უნა­რე­ბის ტეს­ტი რომ ავი­ღოთ, გას­წო­რე­ბის პრო­ცე­სი გა­ცი­ლე­ბით ხან­მოკ­ლე იქ­ნე­ბა. თქვენ იცით, რამ­დე­ნი ხა­ნი ელო­დე­ბი­ან აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი შე­დე­გებს. ბუ­ნებ­რი­ვია, იქ, სა­დაც გამ­ს­წო­რე­ბე­ლია სა­ჭი­რო, მა­გა­ლი­თად, ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში თე­მა სწორ­დე­ბა, ეს პრო­ცე­სი ასე­თი­ვე იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მა­ტის შე­თა­ვა­ზე­ბა გვაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ძა­ლი­ან მა­ლე ვაც­ნო­ბოთ შე­დე­გე­ბი, ვთქვათ, ზო­გად უნა­რებ­ში. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არ არის სა­ჭი­რო ბევ­რი პრო­ცე­დუ­რის გავ­ლა, პა­სუ­ხე­ბის ფურ­ც­ლე­ბის სკა­ნი­რე­ბა და ა.შ.
2016 წელს ისევ პა­სუ­ხე­ბის ფურ­ც­ლებ­ში მო­უ­წევთ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს პა­სუ­ხე­ბის მო­ნიშ­ვ­ნა, მაგ­რამ 2017 წლის­თ­ვის, რა თქმა უნ­და, უკ­ვე შეგ­ვიძ­ლია ვი­ფიქ­როთ იმა­ზე, რომ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მით გას­ცენ პა­სუ­ხე­ბი. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მო­მენ­ტა­ლუ­რად შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოს შე­დე­გი აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა თუ სხვა აპ­ლი­კან­ტ­მა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მით გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ძა­ლი­ან ბევრ და მრა­ვალ­მ­ხ­რივ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს გვაძ­ლევს.
თუმ­ცა, ისევ ვი­მე­ო­რებ, რომ ერთ წე­ლი­წად­ში მთლი­ა­ნად ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მით გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე ვერ გა­და­ვალთ, რომ ეს ნელ-ნე­ლა და ეტა­პობ­რი­ვად უნ­და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ, ჩვე­ნი აპ­ლი­კან­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. 2016 წე­ლი ნამ­დ­ვი­ლად პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯია იმის­თ­ვის, რომ შემ­დეგ უფ­რო მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი გახ­დეს პრო­ცე­სი.
— რა არის სა­ჭი­რო, რომ სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რე­ბი შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კით აღი­ჭურ­ვოს? ალ­ბათ გარ­კ­ვე­უ­ლი და­ფი­ნან­სე­ბაა სა­ჭი­რო?
—  სა­უ­ბა­რი იმა­ზეა, რომ სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რე­ბი რომ შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კით აღი­ჭურ­ვოს, აპ­ლი­კანტს უნ­და ჰქონ­დეს პლან­შე­ტი, ლეპ­ტო­პი, გა­მო­ვი­ყე­ნოთ Wi-ფi თუ სხვა. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­სას­ყი­დია.
ორი გზა არ­სე­ბობს. პირ­ვე­ლი გზა — ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­ის­ყი­დოს, რად­გან მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლია წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მაგ­რამ არ­სე­ბობს მე­ო­რე გზა, რო­მე­ლიც, ჩე­მი აზ­რით, გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტუ­რია. თქვენ იცით, რომ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო ყო­ველ წელს აცხა­დებს ტენ­დერს და შე­ი­ძენს ტექ­ნი­კას (აქ შე­დის პირ­ველ­კ­ლა­სე­ლე­ბის­თ­ვის სა­ჩუქ­რე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის სა­ჩუქ­რე­ბი და ა.შ.). ჩე­მი აზ­რით, გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტუ­რია, გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ით, გა­მოც­დე­ბის პე­რი­ოდ­ში, ვითხო­ვოთ ეს ტექ­ნი­კა (ჩვენ­თ­ვის საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა) და ზუს­ტად ისე­თი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, შე­ფუ­თუ­ლი, და­ვუბ­რუ­ნოთ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს. ეს, ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­მი­ნის­ტ­როს გა­და­საწყ­ვე­ტია. თუ მე­ო­რე გზას ავირ­ჩევთ, პირ­და­პირ გეტყ­ვით, რომ თან­ხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, დაჯ­დე­ბა ნუ­ლი და სა­ხელ­მ­წი­ფო ძა­ლი­ან დიდ თან­ხას და­ზო­გავს, რად­გან ნამ­დ­ვი­ლად არ ჯდე­ბა იაფი საზღ­ვარ­გა­რეთ ტეს­ტე­ბის და­ბეჭ­დ­ვა. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ეს მთელ რიგ პრო­ცე­დუ­რებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი — სტამ­ბას­თან ვა­ფორ­მებთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას და მას მხო­ლოდ და მხო­ლოდ ბეჭ­დ­ვას კი არ ვთხოვთ, ვაძ­ლევთ ზუსტ მი­თი­თე­ბებს იმის თა­ო­ბა­ზე, რო­გორ ჩა­ა­ლა­გოს სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რე­ბის და ქა­ლა­ქე­ბის მი­ხედ­ვით ტეს­ტე­ბის პა­კე­ტე­ბი. შემ­დეგ ეს ტეს­ტე­ბი ჩა­მო­დის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და ნა­წილ­დე­ბა სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რე­ბის მი­ხედ­ვით. ერ­თი შეც­დო­მაც კი, ვთქვათ თე­ლა­ვის სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი ტეს­ტე­ბის პა­კე­ტი თუ არ იქ­ნე­ბა იმ რა­ო­დე­ნო­ბის და იმის ნაც­ვ­ლად, რომ თე­ლავ­ში გა­იგ­ზავ­ნოს, აღ­მოჩ­ნ­დე­ბა ახალ­ცი­ხე­ში, ბუ­ნებ­რი­ვია, ძა­ლი­ან დი­დი სა­შიშ­რო­ე­ბის ქვეშ დგას თვი­თონ ეს პრო­ცე­სი. ამი­ტო­მაც, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, ისე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა მაქვს, რომ „ბეწ­ვის ხიდ­ზე გავ­დი­ვართ“, თუმ­ცა ამ სტამ­ბას­თან მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს აწყო­ბი­ლი და, ჯერ­ჯე­რო­ბით, შეც­დო­მა არ მოს­ვ­ლი­ათ ჩა­ლა­გე­ბის დროს.
თქვენ ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რამ­დე­ნი მა­კუ­ლა­ტუ­რაა გა­მოც­დე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, იმი­ტომ რომ, ის ტეს­ტე­ბის ბუკ­ლე­ტე­ბი უკ­ვე მა­კუ­ლა­ტუ­რაა. რა თქმა უნ­და, ბუ­ნებ­რი­ვია, ამა­საც ავი­ცი­ლებთ თა­ვი­დან.
— რამ­დე­ნად იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ტეს­ტე­ბი?
—  სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ინ­ტენ­სი­უ­რად იმუ­შა­ვა ჩვე­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტ­მა და დე­კემ­ბერ­ში, პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ ამის გა­მოც­და გვინ­და — რამ­დე­ნად იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ვერ­სი­ე­ბი. სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ ზუს­ტად 9 სა­ათ­ზე იწყე­ბა გა­მოც­და, პი­რო­ბი­თად, ზუს­ტად 9 სა­ათ­ზე მო­ა­ხერ­ხებს აპ­ლი­კან­ტი, გახ­ს­ნას შე­სა­ბა­მი­სი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მა­ტი? ამ პე­რი­ოდ­ში, რო­გორ ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან რა­ი­მე პრობ­ლე­მა. სწო­რედ ამის აპ­რო­ბა­ცია არის დე­კემ­ბერ­ში და არა ში­ნა­არ­სობ­რი­ვი მხა­რის.
წი­ნა წლებ­ში, ეს და­ცუ­ლი პა­კე­ტი იხ­ს­ნე­ბო­და აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის თვალ­წინ და ბუკ­ლე­ტე­ბი ურიგ­დე­ბო­დათ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს. ეს ბუკ­ლე­ტი, რო­დე­საც პა­კე­ტე­ბი ყვე­ლა სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რ­ში გა­იხ­ს­ნე­ბა, უკ­ვე კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი აღარ არის. რო­დე­საც გა­მოც­და სრულ­დე­ბა, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ტეს­ტის ბუკ­ლე­ტებს ვა­თავ­სებთ ჩვენს ვებ­გ­ვერ­დ­ზე. ასე რომ, სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­ყოთ კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი, რომ სა­ნამ სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რ­ში ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მა გა­იხ­ს­ნე­ბა, მა­ნამ­დე იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ცუ­ლი.
—  მოხ­დე­ბა თუ არა ქუ­ლე­ბის და­ჯა­მე­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რად?
—  ავ­ტო­მა­ტუ­რად ქუ­ლე­ბის და­ჯა­მე­ბა ვერც ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში ვერ მოხ­დე­ბა, თუნ­დაც სრუ­ლად ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მა­ტის შემ­თხ­ვე­ვა­ში. ქუ­ლე­ბის ავ­ტო­მა­ტუ­რად და­ჯა­მე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ და­ვა­ლე­ბე­ბი არის და­ხუ­რულ­ბო­ლო­ი­ა­ნი, ანუ არ­ჩე­ვით­პა­სუ­ხი­ა­ნი, სა­დაც უნ­და მო­ნიშ­ნო სწო­რი პა­სუ­ხი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ და­ვა­ლე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა ყვე­ლა სა­გან­ში, გარ­და ზო­გა­დი უნა­რე­ბი­სა, არის ღია, სა­დაც აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა უნ­და ჩა­წე­როს პა­სუ­ხი, თხზუ­ლე­ბა უნ­და და­წე­როს ან ამოხ­ს­ნას. გას­წო­რე­ბის პრო­ცე­სი გა­მარ­ტივ­დე­ბა იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ მო­მენ­ტა­ლუ­რად შე­იძ­ლე­ბა გას­წორ­დეს და­ხუ­რულ­ბო­ლო­ი­ა­ნი და­ვა­ლე­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად, ზო­გა­დი უნა­რე­ბის ტეს­ტი იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ პა­სუ­ხებს ელექ­ტ­რო­ნუ­ლად გას­ცემს აბი­ტუ­რი­ენ­ტი.
ვფიქ­რობ, შემ­დე­გი ეტა­პი იქ­ნე­ბა 2017 წლის­თ­ვის, რო­ცა აპ­ლი­კან­ტებს შევ­თა­ვა­ზებთ ასეთ და­ვა­ლე­ბებ­ზე ელექ­ტ­რო­ნუ­ლად პა­სუ­ხის გა­ცე­მას. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბუ­ნებ­რი­ვია, ავ­ტო­მა­ტუ­რად და­ით­ვ­ლე­ბა შე­დე­გი და, მა­გა­ლი­თად, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ძა­ლი­ან მა­ლე შე­იტყონ შე­დე­გი ზო­გად უნა­რებ­ში, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი გა­მოც­დაა.
—  რო­მელ სა­გან­ში ჩა­ტარ­დე­ბა აპ­რო­ბა­ცია?
—  არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა რო­მელ სა­განს ავირ­ჩევთ, იმი­ტომ რომ, ისევ ვი­მე­ო­რებ, ეს აპ­რო­ბა­ცია ტექ­ნი­კურ მხა­რეს ეხე­ბა. ჩვენ უნ­და მო­ვა­ხერ­ხოთ იმის აპ­რო­ბა­ცია, რამ­დე­ნი სექ­ტო­რის მოც­ვა შე­უძ­ლია ჩვენ მი­ერ და­მონ­ტა­ჟე­ბულ Wi-ფi-ს წერ­ტი­ლებს ერთ სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რ­ში, მხო­ლოდ ამის შემ­დეგ უნ­და და­ვიწყოთ ფიქ­რი, რამ­დე­ნი  Wi-ფi წერტილი დაგ­ვ­ჭირ­დე­ბა მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, რამ­დე­ნად არის ჩვენ მი­ერ და­გეგ­მი­ლი პრო­ცე­დუ­რით და­ცუ­ლი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბა, რამ­დე­ნად კარ­გად მი­დის და იხ­ს­ნე­ბა და­ვა­ლე­ბა და ა.შ. ასე რომ, აქ დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს რო­მელ სა­განს შევ­თა­ვა­ზებთ.
—  „აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი პრო­ექ­ტი“
—  ახ­ლა ამ პრო­ექ­ტის აპ­რო­ბა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტი (მო­მა­ვალ­ში ყვე­ლა აპ­ლი­კანტს შევ­თა­ვა­ზებთ) რე­გის­ტ­რირ­დე­ბა და არ­ის რამ­დე­ნი­მე შე­საძ­ლებ­ლო­ბა: უნ­და, რომ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მით ტეს­ტუ­რი ბუკ­ლე­ტი მი­ი­ღოს, თვი­თონ გა­ი­ვარ­ჯი­შოს მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად და ა.შ., ეს ყვე­ლას­თ­ვის უფა­სოა. შემ­დე­გი შე­თა­ვა­ზე­ბა გახ­ლავთ ის, რომ თუ მათ სჭირ­დე­ბათ გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მომ­სა­ხუ­რე­ბა, და­მა­ტე­ბით — ვუგ­ზავ­ნით პა­სუ­ხე­ბის ფურ­ც­ლებს, ისე­თი­ვეს, რო­გო­რიც ექ­ნე­ბათ გა­მოც­და­ზე; მათ შე­უძ­ლი­ათ თვი­თონ­ვე მო­იწყონ სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი — სა­მი სა­ა­თია გა­მო­ყო­ფი­ლი ზო­გა­დი უნა­რე­ბის­თ­ვის, და­ი­ნიშ­ნონ დრო და სამ სა­ათ­ში რა­საც მო­ა­ხერ­ხე­ბენ, ის შე­ას­რუ­ლონ. შემ­დეგ ამას კონ­ვერ­ტ­ში დე­ბენ და აგ­ზავ­ნი­ან. იმუ­შა­ვებს გამ­ს­წო­რე­ბელ­თა ის ჯგუ­ფი,  ვინც ზაფხულ­ში მუ­შა­ობს ჩვენ­თან ერ­თად, ას­წო­რე­ბენ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის ნა­მუ­შევ­რებს და მათ პი­რად გვერ­დ­ზე ათავ­სე­ბენ შე­დე­გებს. 
მე­სა­მე შე­თა­ვა­ზე­ბა გახ­ლავთ ის, რომ, თუ ოთხ სა­განს, ანუ გა­მოც­დას აირ­ჩევს აპ­ლი­კან­ტი — სა­მი სა­ვალ­დე­ბუ­ლო და ერთ-ერ­თი — არ­ჩე­ვი­თი, ვთა­ვა­ზობთ ასეთ რა­მეს — ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში, პროგ­რა­მა და­უთ­ვ­ლის მას სა­კონ­კურ­სო ქუ­ლას კონ­კ­რე­ტუ­ლი ფა­კულ­ტე­ტის­თ­ვის და ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი ფა­კულ­ტე­ტი აირ­ჩი­ოს. მა­გა­ლი­თად, უნ­და ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლა, ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში, ამ ფა­კულ­ტე­ტის სა­კონ­კურ­სო ქუ­ლას და­უთ­ვ­ლის და ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შე­ა­და­როს, 2015 წელს რომ მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ში, მო­ა­ხერ­ხებ­და თუ არა მის­თ­ვის სა­სურ­ველ ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­რიცხ­ვას.
ტეს­ტუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მა უსას­ყიდ­ლოა, ნე­ბის­მი­ერს შე­უძ­ლია აიღოს და ისარ­გებ­ლოს — ამო­ბეჭ­დოს ან ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მით შე­ავ­სოს. ხო­ლო და­მა­ტე­ბით მომ­სა­ხუ­რე­ბა — გამ­ს­წო­რებ­ლე­ბის და­ქი­რა­ვე­ბა და მა­თი მუ­შა­ო­ბა, რა თქმა უნ­და, ფა­სი­ა­ნია.

მოამზადა ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლმა

25-28(942)N