გამოდის 1998 წლიდან
2015-11-26
პრი­ო­რი­ტე­ტი — სწავ­ლის ხა­რის­ხი და უცხო­ე­თის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა

რუბ­რი­კის სტუ­მა­რია გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის
სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი
მა­მუ­კა თავ­ხე­ლი­ძე

— ბა­ტო­ნო მა­მუ­კა, რად­გან უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბი­უ­ჯეტს, ძი­რი­თა­დად, გან­საზღ­ვ­რავს სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი სტუ­დენ­ტი მი­ი­ღოს. ხომ არ ხდე­ბა ეს ხა­რის­ხის ხარ­ჯ­ზე?
— რა თქმა უნ­და, არა. ვფიქ­რობ, უნი­ვერ­სი­ტეტს, რო­მე­ლიც არ ზრუ­ნავს ხა­რის­ხის­თ­ვის, მო­მა­ვა­ლი არ აქვს. ჩვენ სწავ­ლის სა­ფა­სუ­რიც კი შე­ვამ­ცი­რეთ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გაგ­ვე­ხა­და სწავ­ლა ნი­ჭი­ე­რი და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის. უფ­რო მე­ტი, მათ­თ­ვის სხვა­დას­ხ­ვა ბო­ნუ­სიც კი და­ვა­წე­სეთ. მა­გა­ლი­თად, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, რო­მელ­თა სკა­ლი­რე­ბუ­ლი (ანუ სა­ბო­ლოო) ქუ­ლა, ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე,  2000-ს აღე­მა­ტე­ბა, სწავ­ლის  სა­ფა­სუ­რი მი­ნი­მა­ლუ­რი ოდე­ნო­ბით — 2250 ლა­რით გა­ნე­საზღ­ვ­რე­ბათ, ხო­ლო მათ შო­რის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გის მქო­ნე პირ­ვე­ლი ათე­უ­ლი, მთლი­ა­ნად გან­თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბა სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის­გან (ოთხი წლის მან­ძილ­ზე). გარ­და ამი­სა, თუ ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ორი ან ორ­ზე მე­ტი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ის­წავ­ლის ერ­თი ოჯა­ხი­დან, თი­თო­ე­ულს სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი 10-10 პრო­ცენ­ტით შე­უმ­ცირ­დე­ბა.
კი­დევ ერ­თი — აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, რომ­ლე­ბიც პირ­ველ პრი­ო­რი­ტე­ტად  ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტს აირ­ჩე­ვენ, სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი 15 პრო­ცენ­ტით შე­უმ­ცირ­დე­ბათ. რა­ტომ ვა­ნი­ჭებთ ამ უკა­ნას­კ­ნელს დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას? საქ­მე ისაა, რომ მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად,  არ­სე­ბი­თია სტუ­დენ­ტის მო­ტი­ვა­ცი­ის დო­ნე და ნდო­ბის ხა­რის­ხი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­მართ. აბი­ტუ­რი­ენ­ტი, რო­მე­ლიც პირ­ველ პრი­ო­რი­ტეტს მი­ა­ნი­ჭებს გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის უნი­ვერ­სი­ტეტს, იგუ­ლის­ხ­მე­ბა, რომ იც­ნობს უნი­ვერ­სი­ტეტს, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი აქვს აქ სწავ­ლის უპი­რა­ტე­სო­ბა და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად. ამ სტუ­დენ­ტებ­თან კი ბევ­რად ად­ვი­ლია სა­ბო­ლოო შე­დე­გის მიღ­წე­ვა, ამი­ტო­მაც ჩა­ით­ვა­ლა სა­ჭი­როდ ასე­თი შე­ღა­ვა­თის და­წე­სე­ბა.
აღ­ნიშ­ნუ­ლის გარ­და, ჩვენ­თან, სწავ­ლის პე­რი­ოდ­შიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ფი­ნან­სუ­რი შე­ღა­ვა­თე­ბი. მა­გა­ლი­თად, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გის სტუ­დენ­ტე­ბი თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბი­ან სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დის­გან, შე­სა­ბა­მი­სად, 100, 50 და 30 პრო­ცენ­ტით. ასე რომ, ჩვენ­თან არა თუ არ ეწი­რე­ბა სწავ­ლის ხა­რის­ხი ბი­უ­ჯე­ტის ფორ­მი­რე­ბას, პი­რი­ქით, ბი­უ­ჯე­ტი იღებს თა­ვის თავ­ზე „დარ­ტყ­მას“ მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად.
— მოგ­წონთ თუ არა და­ფი­ნან­სე­ბის არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მა და რამ­დე­ნად აკ­მა­ყო­ფი­ლებს უნი­ვერ­სი­ტე­ტის მოთხოვ­ნებს გან­საზღ­ვ­რუ­ლი ფი­ნან­სე­ბი. არ­სე­ბობს თუ არა და­ფი­ნან­სე­ბის სხვა გზა ან სხვა პრინ­ცი­პი. თქვენ­თ­ვის რო­მე­ლი იქ­ნე­ბო­და სა­სურ­ვე­ლი?
— ვფიქ­რობ, არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მა, სტუ­დენ­ტ­თან მი­მარ­თე­ბით, სწო­რი და, რაც მთა­ვა­რია, სა­მარ­თ­ლი­ა­ნია. გინ­და მი­ი­ღო სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბა უფა­სოდ — ის­წავ­ლე, იყა­ვი სხვა­ზე უკე­თე­სი და მი­ი­ღებ და­ფი­ნან­სე­ბას. თუმ­ცა, იმა­ვეს ვერ ვიტყ­ვით უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მა­ზე. რა­ტომ­ღაც, ზო­გი­ერ­თი სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რივ აზ­როვ­ნე­ბად მი­იჩ­ნევს სა­ხელ­მ­წი­ფო სექ­ტო­რის სუ­ბი­ექ­ტე­ბის ლო­ბი­რე­ბას, რაც, რა თქმა უნ­და, მცდა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბაა. სა­ხელ­მ­წი­ფო მა­შინ არის ძლი­ე­რი, რო­ცა ის ბაზ­რის ყვე­ლა სუ­ბი­ექტს ჩა­ა­ყე­ნებს ერ­თი­ა­ნი სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში, შე­სა­ბა­მი­სად, შე­უქ­მ­ნის მუ­შა­ო­ბის თა­ნა­ბარ პი­რო­ბებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­ფი­ნან­სე­ბის პრინ­ცი­პი, ყვე­ლა სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი სუ­ბი­ექ­ტის­თ­ვის, ერ­თ­ნა­ი­რი უნ­და იყოს, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მო­იშ­ლე­ბა კონ­კუ­რენ­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მი და, სა­ბო­ლო­ოდ, სა­ერ­თო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო დო­ნე და­ე­ცე­მა. რაც შე­ე­ხე­ბა და­ფი­ნან­სე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ფორ­მებს, ამა­ზე სა­უ­ბა­რი შორს წაგ­ვიყ­ვანს, ერ­თი კი შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას — ამას სჭირ­დე­ბა სა­გან­გე­ბო სა­მუ­შაო ჯგუ­ფის შექ­მ­ნა და სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი.
— აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის გარ­კ­ვე­ულ ნა­წილს, რომ­ლებ­მაც მი­ნი­მა­ლუ­რი ზღვა­რი გა­და­ლა­ხეს, წელს უარი ეთ­ქ­ვა უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში დარ­ჩე­ნილ ვა­კან­ტურ ად­გი­ლებ­ზე. მი­სა­ღე­ბია თუ არა თქვენ­თ­ვის ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და ზო­გა­დად, რა აზ­რის ხართ მე­ო­რად ჩა­რიცხ­ვებ­ზე? გა­სულ წლებ­ში გყავ­დათ თუ არა მე­ო­რა­დი ჩა­რიცხ­ვის სტუ­დენ­ტე­ბი და რამ­დე­ნად კომ­ფორ­ტუ­ლი იყო მა­თი ჩარ­თ­ვა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში?
— ზო­გა­დად, ასე­თი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის მომ­ხ­რე არ ვარ. თუ და­ვუშ­ვებთ მე­ო­რად ჩა­რიცხ­ვებს, მხო­ლოდ შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად. გა­სულ წელს, მე­ო­რა­დი ჩა­ი­რიცხ­ვის წე­სით, აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა მცი­რე ჯგუ­ფი მი­ვი­ღეთ. უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თ­ვის ნამ­დ­ვი­ლად არ იყო კომ­ფორ­ტუ­ლი, მაგ­რამ, კონ­კ­რე­ტუ­ლად ამ სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, ნამ­დ­ვი­ლად ღირ­და ასე­თი გა­მო­ნაკ­ლი­სის დაშ­ვე­ბა...
— გაქვთ თუ არა ურ­თი­ერ­თო­ბა საზღ­ვარ­გა­რე­თის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვით და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან, რო­მელ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან გაქვთ გაც­ვ­ლი­თი და ერ­თობ­ლი­ვი, სტუ­დენ­ტუ­რი, სა­მა­გის­ტ­რო თუ სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბი?
— ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ხიბ­ლი სწო­რედ უცხო­ე­თის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან მჭიდ­რო და საქ­მი­ა­ნი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბაა. მთა­ვა­რი ამ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ში ისაა, რომ სტუ­დენ­ტე­ბის სწავ­ლას უცხო­ეთ­ში ჩვე­ნი  უნი­ვერ­სი­ტე­ტი ან პარ­ტ­ნი­ო­რი მხა­რე აფი­ნან­სებს, ხში­რად იქ ცხოვ­რე­ბის ხარ­ჯებ­საც ვა­ფი­ნან­სებთ. სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში გა­მოვ­ყოფ­დი ერას­მუს მუნ­დუ­სის პროგ­რა­მას, სა­დაც ყვე­ლა ხარჯს ევ­რო­კავ­ში­რი ფა­რავს. ამ პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში დოქ­ტო­რან­ტე­ბიც არი­ან ჩარ­თუ­ლი. ისი­ნი ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ეწე­ვი­ან კვლე­ვით საქ­მი­ა­ნო­ბას, კითხუ­ლო­ბენ ლექ­ცი­ებს, ამ­ყა­რე­ბენ საქ­მი­ან კონ­ტაქ­ტებს უცხო­ელ მეც­ნი­ე­რებ­თან და ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­ნი უბ­რუნ­დე­ბი­ან უნი­ვერ­სი­ტეტს.
ორი­გი­ნა­ლუ­რია ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის ქარ­თულ-ბრი­ტა­ნულ-უნ­გ­რუ­ლი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს 3 წლის მან­ძილ­ზე ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლას, ხო­ლო მე-4 წელს უნ­გ­რეთ­ში სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბას და ორი დიპ­ლო­მის — გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და ოქ­ს­ფორ­დის ბრუქ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დიპ­ლო­მი­სა და აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხის მი­ღე­ბას. რი­თაა ეს პროგ­რა­მა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი? სტუ­დენ­ტი, და­მა­ტე­ბი­თი ფი­ნან­სუ­რი და­ნა­ხარ­ჯის გა­რე­შე, ღე­ბუ­ლობს ევ­რო­პულ გა­ნათ­ლე­ბას, ბრი­ტა­ნულ აკა­დე­მი­ურ ხა­რისხს და მწვა­ნე შუქს და­საქ­მე­ბის ბა­ზარ­ზე. ამა­ვე ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის მოქ­მე­დებს გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბი გერ­მა­ნი­ის, ინ­გ­ლი­სის, პო­ლო­ნე­თის, უნ­გ­რე­თი­სა და ბალ­ტი­ის­პი­რა ქვეყ­ნე­ბის პარ­ტ­ნი­ორ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან.
მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ უცხო­ეთ­ში ანაზღა­უ­რე­ბა­დი სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მე­ბიც გვაქვს. ამ პროგ­რა­მე­ბით არა ერ­თ­მა სტუ­დენ­ტ­მა გა­ი­ა­რა უკ­ვე სტა­ჟი­რე­ბა გერ­მა­ნი­ის, ინ­გ­ლი­სის და სხვა ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის კომ­პა­ნი­ებ­სა და ბან­კებ­ში.
ერ­თობ­ლი­ვი პროგ­რა­მე­ბი გვაქვს სა­მა­გის­ტ­რო დო­ნე­ზეც. უნი­კა­ლუ­რია, ამ თვალ­საზ­რი­სით, ქარ­თულ-ფრან­გუ­ლი პროგ­რა­მა „გლო­ბა­ლუ­რი მმარ­თ­ვე­ლო­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი“, რო­მელ­საც საფ­რან­გე­თის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის ეროვ­ნულ სკო­ლა­სა და სორ­ბო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ერ­თად ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში სტუ­დენ­ტი ერ­თი წე­ლი სწავ­ლობს ჩვენ­თან, ხო­ლო მე­ო­რე წელს სწავ­ლას აგ­რ­ძე­ლებს საფ­რან­გეთ­ში და, ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დიპ­ლომ­თან ერ­თად, იღებს ეროვ­ნუ­ლი სკო­ლი­სა და სორ­ბო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის აკა­დე­მი­ურ ხა­რის­ხ­სა და დ­იპ­ლომს. ანა­ლო­გი­უ­რი პროგ­რა­მა გვაქვს პოტ­ს­და­მის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ორი­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა ინ­გ­ლი­სურ ენა­ზეა.
ალ­ბათ, არ არის სა­ჭი­რო და­მა­ტე­ბი­თი კო­მენ­ტა­რი იმი­სათ­ვის, რომ შე­ვა­ფა­სოთ ამ პროგ­რა­მე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. პირ­ველ რიგ­ში, ეს არის ნდო­ბა ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­მართ, ხო­ლო სტუ­დენ­ტის­თ­ვის — წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რი­სა­კენ გა­დად­გ­მუ­ლი დი­დი ნა­ბი­ჯია, რომ­ლის შე­დე­გებ­საც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში უფ­რო მე­ტად გა­აც­ნო­ბი­ე­რებს — გა­ი­აზ­რებს, რას ნიშ­ნავს იყო საფ­რან­გე­თის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი სკო­ლი­სა და სორ­ბო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დიპ­ლო­მე­ბის და აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხის მფლო­ბე­ლი. მთა­ვა­რი ის არის, რომ ამ პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დი, ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის საგ­რ­ძ­ნობ­ლად შე­ამ­ცი­რა ფრან­გულ­მა მხა­რემ.
— დღე­ი­სათ­ვის ახალ­გაზ­რ­დე­ბის და­საქ­მე­ბა ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი პრობ­ლე­მაა. ხომ არ აქვს უნი­ვერ­სი­ტეტს რა­ი­მე პროგ­რა­მა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­კუ­თა­რი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი­სათ­ვის?
— ცხა­დია, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უნი­ვერ­სი­ტე­ტი სე­რი­ო­ზულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს ატა­რებს — ეწყო­ბა და­საქ­მე­ბის ფო­რუ­მე­ბი, შეხ­ვედ­რე­ბი დამ­საქ­მებ­ლებ­თან, ტრე­ნინ­გე­ბი კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლი­სათ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი უნა­რის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის­თ­ვის. ჯერ კი­დევ 2000-იანი წლე­ბის და­საწყის­ში, იუნეს­კოს გა­ნათ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ს­ტი­ტუ­ტის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად, ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი პირ­ველ ხუ­თე­ულ­ში აღ­მოჩ­ნ­და და­საქ­მე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლით. ეს პო­ზი­ცია დღემ­დე გვი­კა­ვია და დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ასე­ვე გაგ­რ­ძელ­დე­ბა.
— ხში­რად სტუ­დენ­ტე­ბი გა­მოთ­ქ­ვა­მენ პრე­ტენ­ზი­ას სა­ჭი­რო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ქარ­თულ ენა­ზე არარ­სე­ბო­ბის გა­მო, არის თუ არა თქვენ­თან ეს პრობ­ლე­მა და თუ ასეა, რო­გორ აგ­ვა­რებთ?
— ამ მხრივ, ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვა­რე­ბუ­ლი გვაქვს. უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი თე­მე­ბი­სათ­ვის ყვე­ლა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო გვაქვს. გარ­და ამი­სა, ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია პრო­ფე­სო­რე­ბის მი­ერ შედ­გე­ნი­ლი ე.წ. „ჰენდ აუთე­ბი“, რო­მელ­თაც სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში იყე­ნე­ბენ. თუმ­ცა, უნ­და ით­ქ­ვას, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სტუ­დენ­ტ­მა უნ­და შეძ­ლოს უცხო­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე მუ­შა­ო­ბა, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში,  უნ­და შე­ე­ცა­დოს, ეს უნა­რი ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეს.
— რას გვეტყ­ვით სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის შე­სა­ხებ, აფი­ნან­სებს თუ არა უნი­ვერ­სი­ტე­ტი მის საქ­მი­ა­ნო­ბას?
— სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა ჩვენ­თან ძალ­ზე ეფექ­ტუ­რად მუ­შა­ობს. მუ­შა­ობს ისე, რო­გო­რა­დაც უნ­და მუ­შა­ობ­დეს ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია. სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ, ჩვე­ნი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია სტუ­დენ­ტ­თა ინ­ტე­რე­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა და,ზო­გა­დად, მა­თი თვით­რე­ა­ლი­ზე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად. უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ცხა­დია, გა­მო­ყოფს ფი­ნან­სებს, მაგ­რამ არა სა­კუთ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თ­ვის, არა­მედ მის მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, რაც, ვფიქ­რობ, სწო­რი მიდ­გო­მაა.
— გვი­ამ­ბეთ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ, ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში (წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა და­ფი­ნან­სე­ბა და ა.შ.).
— ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ალ­ბათ, ერთ-ერ­თი ლი­დე­რი ვართ. გარ­და იმი­სა, რაც და­საწყის­ში აღ­ვ­ნიშ­ნეთ, სტუ­დენ­ტებს შე­უძ­ლი­ათ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გრა­ფი­კით გა­და­ი­ხა­დონ სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი, ჩა­ერ­თონ სო­ცი­ა­ლურ პროგ­რა­მებ­ში, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხ­ვა შე­ღა­ვა­თებს ით­ვა­ლის­წი­ნებს. ამა­ვე დროს, უნი­ვერ­სი­ტე­ტი ხში­რად ასაქ­მებს სტუ­დენ­ტებს, რის­თ­ვი­საც, ცხა­დია, შე­სა­ბა­მი­სი ანაზღა­უ­რე­ბა მი­ე­ცე­მათ ხოლ­მე. წა­ხა­ლი­სე­ბაა, რო­დე­საც სტუ­დენ­ტი, რე­ი­ტინ­გის მი­ხედ­ვით, თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბა სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დის­გან (100, 50 და 30 პრო­ცენ­ტით), რო­დე­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტი სტუ­დენ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ბი­ლო­ბას აფი­ნან­სებს, რო­დე­საც ცალ­კე­უ­ლი პრო­ექ­ტის­თ­ვის გა­მო­ყოფს გრანტს, რო­დე­საც წარ­მა­ტე­ბუ­ლი დოქ­ტო­რან­ტე­ბი უნი­ვერ­სი­ტე­ტის­გან იღე­ბენ კვლე­ვით სტი­პენ­დი­ას და ა.შ.

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

25-28(942)N