გამოდის 1998 წლიდან
2015-11-26
26 წლის პე­და­გო­გი 5-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით

გიორგი ავთანდილაშვილი
თბილისის მე-4 საჯარო სკოლის ისტორიისა და
სამოქალაქო განათლების პედაგოგი

დოქ­ტო­რან­ტუ­რის სტუ­დენ­ტი, ის­ტო­რი­ის და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გი, პრო­ფე­სი­ით — ეთ­ნო­ლო­გი, არა­ერ­თი ექ­ს­პე­დი­ცი­ი­ის მო­ნა­წი­ლე და ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მე­ბი­სა და სტა­ტი­ე­ბის ავ­ტო­რი და თა­ნა­ავ­ტო­რი — ეს არის მოკ­ლე ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გი­ორ­გი ავ­თან­დი­ლაშ­ვი­ლის ბი­ორ­გა­ფი­ი­დან. ან­თ­რო­პო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რან­ტუ­რის სტუ­დენტს წინ დი­დი გეგ­მე­ბი აქვს, თუმ­ცა არც სკო­ლა და მოს­წავ­ლე­ე­ბი რჩე­ბი­ან მი­სი გეგ­მე­ბის მიღ­მა. ჩე­მი რეს­პონ­დენ­ტი ამ­ბობს, რომ სკო­ლა­ში ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლებ­ლად შემ­თხ­ვე­ვით მი­სუ­ლი 21 წლის ახალ­გაზ­რ­დას­თ­ვის ვინ­მეს რომ ეთ­ქ­ვა, მას­წავ­ლე­ბე­ლი მო­წო­დე­ბით უნ­და იყოო, გა­ი­ცი­ნებ­და, მაგ­რამ ახ­ლა თა­ვა­დაც ასე მი­იჩ­ნევს და მე­ტიც, ახალ­გაზ­რ­დებს მო­უ­წო­დებს, რა­ღაც აღ­მო­ა­ჩი­ნონ სა­კუ­თარ თავ­ში და იპო­ვონ მი­ზე­ზი, რომ გახ­დ­ნენ პე­და­გო­გე­ბი. ამ­ბობს, მას­წავ­ლებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მოს­წონს, რომ „ვხე­დავ, რა­ღა­ცას ვცვლი და ვგრძნობ, რომ იმ დროს იქ ვარ სა­ჭი­რო...“
მი­სი საყ­ვა­რე­ლი ის­ტო­რი­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟი ფარ­ნა­ვა­ზია და სა­ერ­თო­დაც მი­იჩ­ნევს, რომ ფარ­ნა­ვა­ზის მე­ფო­ბის ეპო­ქა ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ეპო­ქაა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში. მოს­წავ­ლე­ებ­თან კი ხში­რად ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა-მოღ­ვა­წე­ო­ბით უამა­ყია, რად­გან ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი მის­თ­ვის გა­მორ­ჩე­უ­ლი მოღ­ვა­წეა, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს­თან ერ­თად.
მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­მო­ა­ჩი­ნა, „რა ღრმა ყო­ფი­ლა მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია“.

ის­ტო­რი­კო­სო­ბით დაწყე­ბუ­ლი ეთ­ნო­ლო­გო­ბა
ჩე­მი ძი­რი­თა­დი პრო­ფე­სია ეთ­ნო­ლო­გიაა, დამ­ხ­მა­რე პრო­ფე­სია — არ­ქე­ო­ლო­გია, ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი და მა­გის­ტ­რა­ტუ­რა ეთ­ნო­ლო­გი­ის სპე­ცი­ა­ლო­ბით და­ვამ­თავ­რე, დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში კი ან­თ­რო­პო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვაგ­რ­ძე­ლე სწავ­ლა. თა­ვი­დან, რო­ცა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვი­რიცხე, გან­ზ­რა­ხუ­ლი მქონ­და ის­ტო­რი­კო­სი გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვი, მაგ­რამ შემ­დეგ ჩავ­თ­ვა­ლე, რომ ეთ­ნო­ლო­გო­ბა უფ­რო ცოცხა­ლი პრო­ფე­სიაა. პრო­ფე­სი­ის შეც­ვ­ლა­ზე სხვა გა­რე­მო­ე­ბებ­მაც იქო­ნია გავ­ლე­ნა. პირ­ველ რიგ­ში, ამ დარ­გის მი­მართ ინ­ტე­რე­სი გა­მი­ჩი­ნა ბა­ტო­ნი რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვი­ლის ლექ­ცი­ებ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეთ­ნო­ლო­გი­ა­ში. მის ლექ­ცი­ებ­ზე რა­ღაც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აურა ტრი­ა­ლებ­და. მახ­სოვს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი ქორ­წი­ნე­ბის ტრა­დი­ცი­ებ­ზე წა­კითხულ ლექ­ცი­ას მოჰ­ყ­ვა — ბა­ტო­ნი რო­ლან­დი მთა­ში ქორ­წი­ნე­ბის ტრა­დი­ცი­ებს გვაც­ნობ­და და გვი­ამ­ბო, რომ მთა­ში ვა­ჟი ცოლს რომ შე­ირ­თავ­და, დე­დის ძმის ოჯახ­ში მი­დი­ო­და, პირ­ვე­ლად მას უნ­და და­ე­ლო­ცა მე­ფე-პა­ტარ­ძა­ლი. დიდ­ხანს ვმსჯე­ლობ­დით, ასე რა­ტომ ხდე­ბო­და.  რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, ეს ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რის გა­სამ­ყა­რებ­ლად იყო სა­ჭი­რო. ჩა­მით­რია ლექ­ცი­ებ­მა ეთ­ნო­ლო­გი­ა­ზე და პირ­ვე­ლი წე­ლი დი­დი კულ­ტუ­რუ­ლი შო­კი მი­ვი­ღე, აღ­მო­ჩე­ნე­ბის წე­ლი მქონ­და — მახ­სოვს, სე­მეს­ტ­რის ბო­ლოს, 30 თუ 40 წიგ­ნი მქონ­და ეთ­ნო­ლო­გი­ა­ზე წა­კითხუ­ლი. გა­დავ­წყ­ვი­ტე, რომ ეთ­ნო­ლო­გია ჩე­მი საქ­მეა. ჩე­მი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა იმ პე­რი­ოდს და­ემ­თხ­ვა, რო­ცა, დი­დი პა­უ­ზის შემ­დეგ, ეთ­ნო­ლო­გი­ის სპე­ცი­ა­ლო­ბა აღად­გი­ნეს რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვილ­მა და ქე­თე­ვან ხუ­ციშ­ვილ­მა. ჩვენ პირ­ვე­ლი თა­ო­ბა ვი­ყა­ვით, ვინც 2006 წელს გა­ნახ­ლე­ბულ სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე მიგ­ვი­ღეს.
ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ზე უდი­დე­სი გავ­ლე­ნა იქო­ნია, ასე­ვე, იმ ექ­ს­პე­დი­ცი­ამ, რო­მელ­შიც ბა­ტონ­მა რო­ლან­დ­მა წაგ­ვიყ­ვა­ნა. ჩემ­თ­ვის პირ­ვე­ლი ექ­ს­პე­დი­ცია იყო მთი­ან აჭა­რა­ში, ხუ­ლოს რა­ი­ონ­ში — ხი­ხა­ძი­რის ხე­ო­ბა­ში. ლუ­კა გა­ბა­ი­ძის ოჯახ­ში ვცხოვ­რობ­დით, 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დავ­დი­ო­დით ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ ველ­ზე, ვსწავ­ლობ­დით რო­გორ ჩაგ­ვე­წე­რა ინ­ტერ­ვიუ, რო­გორ შეგ­ვეგ­რო­ვე­ბი­ნა მა­სა­ლა, რო­გორ გაგ­ვე­ა­ნა­ლი­ზე­ბი­ნა ინ­ფორ­მა­ცია — ეს იყო ის, რა­მაც სა­ბო­ლო­ოდ და­უს­ვა წერ­ტი­ლი ჩემს პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვანს.
ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში დოქ­ტო­რან­ტე­ბი და მა­გის­ტ­რან­ტე­ბი ცო­ტა­ნი ვართ. მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში ახ­ლა სულ 2 სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს. ცუ­დია, რომ სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბულ სპე­ცი­ა­ლო­ბებს შო­რის ეთ­ნო­ლო­გია ვერ მოხ­ვ­და. რო­გორც გან­მარ­ტეს, სა­ხელ­მ­წი­ფომ დარ­გი რომ და­ა­ფი­ნან­სოს, მას სა­მი­ვე სა­ფე­ხუ­რი უნ­და ჰქონ­დეს. ეთ­ნო­ლო­გი­ის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი და მა­გის­ტ­რა­ტუ­რა ეთ­ნო­ლო­გიაა, დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში კი — ან­თ­რო­პო­ლო­გია. არა­და, და­ფი­ნან­სე­ბა ეთ­ნო­ლო­გი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას საგ­რ­ძ­ნობ­ლად გაზ­რ­დი­და.
წარ­მო­შო­ბით ფშა­ვე­ლი ვარ, მაგ­რამ ფშავ­თან კავ­ში­რი აღარ გვაქვს. ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი გომ­ბორ­ში და­სახ­ლე­ბუ­ლან, პა­პა­ჩე­მი გომ­ბო­რი­დან სა­გა­რე­ჯო­ში, ხო­ლო მა­მა­ჩე­მი თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და. მოკ­ლედ, ყო­ველ თა­ო­ბა­ში ჩვე­ნი საცხოვ­რე­ბე­ლი იც­ვ­ლე­ბო­და, მე სად წა­ვალ არ ვი­ცი. დე­და სამ­ცხე­და­ნაა, ამ­დე­ნად ჩემ­ში ბევ­რი ტრა­დი­ციაა თავ­მოყ­რი­ლი.

21 წლი­დან მას­წავ­ლებ­ლის ამ­პ­ლუ­ა­ში
2010 წელს მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში ვსწავ­ლობ­დი, რო­ცა სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს. მე-4 სკო­ლა­ში ის­ტო­რი­ის რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ზე გაჩ­ნ­და ვა­კან­სია. ვი­ფიქ­რე, ეს კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და ჩემ­თ­ვის, თან ბავ­შ­ვე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. არ­სე­ბობ­და მე­სა­მე მი­ზე­ზიც — ის, რაც არ მომ­წონ­და სკო­ლა­ში და რაც სულ მა­წუ­ხებ­და, მინ­დო­და შე­მეც­ვა­ლა.
თა­ვი­დან 9 სა­ათ­ზე და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა, შემ­დეგ სკო­ლი­დან ასა­კო­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი წა­ვი­და და მი­სი სა­ა­თე­ბიც მე გად­მომ­ცეს, სულ 18 სა­ა­თი და­მიგ­როვ­და. შემ­დეგ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სა­ა­თე­ბიც ავი­ღე და ნელ-ნე­ლა, სე­რი­ო­ზუ­ლად ჩავ­ჯე­ქი სკო­ლის ცხოვ­რე­ბა­ში და მას­წავ­ლებ­ლის ამ­პ­ლუ­ა­ში. პა­რა­ლე­ლუ­რად, დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში ვსწავ­ლობ და მე­ო­რე წე­ლია, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ან­თ­რო­პო­ლო­გი­ა­ში სე­მი­ნა­რებს ვი­ბა­რებ, ანუ პრო­ფე­სო­რის დამ­ხ­მა­რე ვარ.
სკო­ლა­ში ჩე­მი მის­ვ­ლა მარ­თ­ლა სრუ­ლი­ად შემ­თხ­ვე­ვით მოხ­და.  21 წლის ასაკ­ში სამ­სა­ხურს არ ვე­ძებ­დი, რად­გან სწავ­ლით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი.  მაგ­რამ, სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, სა­ინ­ტე­რე­სო მო­მეჩ­ვე­ნა, სკო­ლა­ში გა­მო­მე­ცა­და თა­ვი. გე­ზი უფ­რო უნი­ვერ­სი­ტე­ტის­კენ მქონ­და აღე­ბუ­ლი და ვგეგ­მავ­დი, თუ შე­სა­ბა­მის ხა­რისხს მო­ვი­პო­ვებ­დი, ლექ­ცი­ებს წა­ვი­კითხავ­დი, ამი­ტომ ვი­ფიქ­რე, სკო­ლა­ში პე­და­გო­გი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა ბევრ რა­მეს მომ­ცემ­და. რაც მთა­ვა­რია, ძა­ლი­ან მინ­დო­და, მკაც­რი და ზედ­მე­ტად დი­დაქ­ტი­კუ­რი მას­წავ­ლებ­ლის სტე­რე­ო­ტი­პი და­მენ­გ­რია. ის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი შე­მეც­ვა­ლა მოს­წავ­ლე­სა და მას­წავ­ლე­ბელს შო­რის, რაც სკო­ლა­ში არ­სე­ბობ­და. მთე­ლი ბავ­შ­ვო­ბა მინ­დო­და, მყო­ლო­და მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­თა­ნაც თა­ვი­სუფ­ლად შევ­ძ­ლებ­დი ნე­ბის­მი­ერ თე­მა­ზე სა­უ­ბარს, არ მო­მე­რი­დე­ბო­და კითხ­ვის დას­მა, მინ­დო­და მყო­ლო­და მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც არ შემ­ბო­ჭავ­და და მხო­ლოდ ცოდ­ნას არ ჩა­მი­ტე­ნი­და თავ­ში, რომ­ლი­და­ნაც მე­რე 5 პრო­ცენ­ტიც არ შემ­რ­ჩე­ბო­და, მინ­დო­და, ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბით და ასე­თი მე­თო­დით თვი­თონ მივ­სუ­ლი­ყა­ვი სწორ პა­სუ­ხე­ბამ­დე და არა მას­წავ­ლებ­ლის მკაც­რი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით ნა­კარ­ნა­ხე­ვი პა­სუ­ხე­ბით.
მოკ­ლედ, სკო­ლა­ში ამ სურ­ვი­ლე­ბით და გა­მო­საც­დე­ლი ვა­დით მი­ვე­დი. მის­ვ­ლის­თა­ნა­ვე მითხ­რეს, ხ -ხჳჳ კლა­სებ­ში ჩა­ა­ტა­რე გაკ­ვე­თი­ლიო. ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. გაკ­ვე­თი­ლის თე­მა კარ­გად ვი­ცო­დი და არ გა­მი­ჭირ­და, მაგ­რამ მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან ცო­ტა ნი­ჰი­ლის­ტუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ვიგ­რ­ძე­ნი. გო­გო­ნე­ბი უფ­რო მის­მენ­დ­ნენ, ბი­ჭე­ბი — არა. შე­ვე­ცა­დე, ბი­ჭე­ბი ვაჟ­კა­ცო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თე­მე­ბით და­მე­ინ­ტე­რე­სე­ბი­ნა და მათ ქარ­თულ საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა­სა და  ქარ­თუ­ლი ჯა­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ზე და­ვუწყე სა­უ­ბა­რი. კითხ­ვა და­ვუს­ვი, რო­გორ ფიქ­რობთ, ბრძო­ლის დროს ერ­თი ქარ­თ­ვე­ლი რა­ტომ ერე­ო­და 2-ჯერ და 5-ჯერ მეტს, თქვენ ამის გჯე­რათ? ხრიკ­მა გაჭ­რა, ბავ­შ­ვე­ბი გაკ­ვე­თილ­ში ჩა­ერ­თ­ნენ და მსჯე­ლო­ბა ავა­გეთ, მოჰ­ყავ­დათ მა­გა­ლი­თე­ბი და თა­ვი­ან­თი ვერ­სი­ე­ბი. ბევ­რი რამ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბუ­ნებ­რივ გე­ოგ­რა­ფი­ულ გა­რე­მოს და­ვაბ­რა­ლეთ, მოკ­ლედ, მე-10 კლას­ში გაკ­ვე­თი­ლი კარ­გად ჩა­ტარ­და, შემ­დეგ მე-12 კლას­შიც გა­მოვ­ნა­ხე მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა. მოხ­და ისე, რომ გაკ­ვე­თი­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ორი­ვე კლა­სი­დან დი­რექ­ტორ­თან თხოვ­ნით შე­ვიდ­ნენ მოს­წავ­ლე­ე­ბი, მას­წავ­ლებ­ლად და­ვე­ტო­ვე­ბი­ნე. ამან მარ­თ­ლა დი­დი გავ­ლე­ნა იქო­ნია ჩემ­ზეც — მე შევ­ძე­ლი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­უმ­ზა­დებ­ლად, 45 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, მათ­ში მოს­მე­ნის სურ­ვი­ლი გა­მეღ­ვი­ძე­ბი­ნა. ასე და­ვიწყე მას­წავ­ლებ­ლო­ბა.

ვხე­დავ, რომ რა­ღა­ცას ვცვლი...
მა­შინ რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, მას­წავ­ლე­ბელს ძა­ლი­ან და­ბა­ლი ხელ­ფა­სი ჰქონ­და — კვი­რა­ში 5 დღე ვმუ­შა­ობ­დი და 180 ლარს ვი­ღებ­დი. პირ­ვე­ლი ორი წე­ლი სხვა ინ­ტე­რე­სი მქონ­და, გა­მოც­დი­ლე­ბას ვი­ძენ­დი და ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობ­დი, თან ოჯა­ხიც მი­ჭერ­და მხარს. მოკ­ლედ, ვფიქ­რობ­დი, რომ  სკო­ლა არ არის ის ად­გი­ლი, სა­დაც დავ­რ­ჩე­ბი, მით უმე­ტეს, ოჯახს ვერ ვარ­ჩენ, მაგ­რამ ისე შე­ვე­დი ეშ­ხ­ში და იმ­დე­ნად ჩა­ვერ­თე ამ ყვე­ლა­ფერ­ში, რომ მას­წავ­ლებ­ლად დავ­რ­ჩი.
იცით, ყვე­ლა­ზე მე­ტად რა მომ­წონს? ვხე­დავ, რომ რა­ღა­ცას ვცვლი და ვგრძნობ, რომ იმ დროს იქ ვარ სა­ჭი­რო. 21 წლის ასაკ­ში, რო­ცა მუ­შა­ო­ბა და­ვიწყე, ვფიქ­რობ­დი, შევ­ც­ვ­ლი­დი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მას­წავ­ლე­ბელ­სა და მოს­წავ­ლეს, ანუ ჩემ­სა და ბავ­შ­ვებს შო­რის — ეს მარ­თ­ლაც სწრა­ფად შევ­ც­ვა­ლე. მა­შინ ვერც კი  ვი­ფიქ­რებ­დი სწავ­ლე­ბის მე­თო­დებ­ზე და მათ შეც­ვ­ლა­ზე, იმი­ტომ რომ, ეს მეც არ ვი­ცო­დი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მივ­ხ­ვ­დი, რა ღრმა ყო­ფი­ლა მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია.
დღეს ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი უფ­რო თბი­ლია. იცით რო­გორ მი­ვე­დი აქამ­დე? ხში­რად მათ­თან ერ­თად ფეხ­ბურ­თ­საც ვთა­მა­შობ­დი, ცო­ტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, თოვ­ლის პა­პაც კი გა­ვა­კე­თეთ — ვცდი­ლობ­დი, უშუ­ა­ლო და გულ­წ­რ­ფე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვქო­ნო­და ერ­თ­მა­ნეთ­თან. გაკ­ვე­თილ­ზე შე­ნიშ­ვ­ნას ხმა­მა­ღა­ლი ტო­ნით არა­სო­დეს ვაძ­ლევ, წი­თე­ლი კალ­მი­თაც კი ვე­რი­დე­ბი შე­ნიშ­ვ­ნე­ბის ჩა­წე­რას რვე­ულ­ში  —  არ მინ­და, ბავ­შ­ვი ამით დავ­თ­რ­გუ­ნო. ჩვენ შო­რის ნელ-ნე­ლა ჩა­მო­ყა­ლიბ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. თუმ­ცა, თა­ვი­დან ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, რად­გან ზოგ­მა არას­წო­რად გა­ი­გო, ეტყო­ბა კარ­გად ვერ ავუხ­სე­ნი, რო­ცა ბავ­შ­ვი რა­ღა­ცას ვერ იგებს, რა თქმა უნ­და, მას­წავ­ლებ­ლის ბრა­ლია. თა­ვი­დან გა­მი­ჭირ­და ოქ­როს შუ­ა­ლე­დის პოვ­ნა — ჩვენ შო­რის იმ­დე­ნად მცი­რე ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა იყო, ფიქ­რობ­დ­ნენ, რომ შე­იძ­ლე­ბო­და ჩემ­თან „ეძ­მა­კა­ცათ“ გაკ­ვე­თილ­ზეც და გა­რე­თაც. გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ მათ­თან მარ­თ­ლაც მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, მაგ­რამ არა თა­ნა­ტო­ლი. ვფრთხი­ლობ­დი, ჩვენ შო­რის ზღვა­რი არ წა­მე­შა­ლა.
კი­დევ ერ­თი მიდ­გო­მა შევ­ც­ვა­ლე — სკო­ლა­ში თა­რი­ღებს, ფაქ­ტებს გვა­ზე­პი­რე­ბი­ნებ­დ­ნენ. სულ ვფიქ­რობ­დი, რომ ეს სა­ჭი­რო არ იყო. ჩემ­თ­ვის მთა­ვა­რია, ბავ­შ­ვ­მა ლო­გი­კუ­რად იაზ­როვ­ნოს და არა უშავს, თუ თა­რი­ღი და­ა­ვიწყ­დე­ბა. ვცდი­ლობ, ნაკ­ლე­ბად ჩა­ვე­რიო სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში (ად­რე ამას ვერ ვბე­დავ­დი, ახ­ლა მივ­ხ­ვ­დი, რომ სწო­რი გზით მივ­დი­ვარ ), რად­გან მინ­და, გაკ­ვე­თილ­ზე მოს­წავ­ლე­ე­ბი უფ­რო აქ­ტი­უ­რე­ბი იყ­ვ­ნენ. ხში­რად ახა­ლი მა­სა­ლის ახ­ს­ნა­შიც აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩაბ­მუ­ლი. მას­წავ­ლებ­ლის როლს ვხე­დავ, უფ­რო მე­ტად, რო­გორც დამ­კ­ვირ­ვებ­ლის, რჩე­ვი­სა და  მი­მარ­თუ­ლე­ბის მიმ­ცე­მის და არა გამ­ძღო­ლის. რა თქმა უნ­და, მას­წავ­ლე­ბე­ლი ლი­დე­რი ხარ და სწორ გზას აჩ­ვე­ნებ, მაგ­რამ არა ისე, რომ აუცი­ლებ­ლად ყვე­ლამ შენს ნა­ფე­ხუ­რებ­ზე იაროს — შენ ბი­ლი­კი უნ­და აჩ­ვე­ნო და მათ შე­უძ­ლი­ათ სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით იარონ ამ გზა­ზე. ამ პრი­ორი­ტე­ტე­ბით მი­ვე­დი სკო­ლა­ში და 5 წლის შემ­დე­გაც იგი­ვე პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი რჩე­ბა.

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი
ზო­გი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო მომ­წონს, ზო­გი არა. ალ­ბათ, უმე­ტე­სო­ბა არ მომ­წონს, რად­გან უფ­რო კრი­ტი­კუ­ლად ვარ გან­წყო­ბი­ლი. მეს­მის იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, ვინც სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს წერს, უამ­რა­ვი დე­ტა­ლი აქვთ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი. მაგ­რამ, ვფიქ­რობ, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა გა­დატ­ვირ­თუ­ლია მა­სა­ლით, ბევ­რი თა­რი­ღია ჩაყ­რი­ლი. ის­ტო­რია მა­ინც ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბაა და თა­რი­ღებ­ზე აპე­ლი­რე­ბა და ფაქ­ტობ­რი­ვი  მა­სა­ლის გარ­შე­მო ტრი­ა­ლი არ მი­მაჩ­ნია სწო­რად. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბას, იქ მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბაა და უფ­რო მე­ტია სა­აზ­როვ­ნო და­ვა­ლე­ბე­ბი. დრო გა­ვა და ბავშვს თა­რი­ღე­ბი, რიცხ­ვე­ბი აუცი­ლებ­ლად და­ა­ვიწყ­დე­ბა, თუ­კი ის­ტო­რი­კო­სი არ გახ­დე­ბა. მაგ­რამ თუ სხვაგ­ვა­რად მი­უდ­გე­ბი და და­ა­ნა­ხებ ნე­ბის­მი­ერ ის­ტო­რი­ულ ფაქტს, შე­იძ­ლე­ბა სულ სხვაგ­ვა­რად წა­ვი­დეს მი­სი აზ­როვ­ნე­ბაც. ამი­ტომ, მე უფ­რო თა­ვი­სუ­ფალ გაკ­ვე­თი­ლებს მივ­ცემ­დი უპი­რა­ტე­სო­ბას.

მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის ძი­რი­თა­დი მო­ტი­ვა­ცია
ადა­მი­ა­ნე­ბის მუ­შა­ო­ბის ძი­რი­თა­დი მო­ტი­ვა­ცია, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ანაზღა­უ­რე­ბაა, მაგ­რამ სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბის­თ­ვის ეს მო­ტი­ვა­ცია არ გა­მოდ­გე­ბა. იმ ცოდ­ნით, რაც მას­წავ­ლებ­ლო­ბის უფ­ლე­ბას გაძ­ლევს, შე­იძ­ლე­ბა უფ­რო მა­ღა­ლი ანაზღა­უ­რე­ბის სამ­სა­ხუ­რი იპო­ვო. ამი­ტომ, თუ­კი ვინ­მეს მხო­ლოდ ხელ­ფა­სის გა­მო მო­უნ­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლო­ბა, იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბა, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით. არ მინ­და ვთქვა, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი მო­წო­დე­ბით უნ­და იყო (ამით ახალ­გაზ­რ­დე­ბი არ და­ვაფ­რ­თხო). ეს რომ ჩემ­თ­ვის 21 წლის ასაკ­ში ეთ­ქ­ვათ, გა­მე­ცი­ნე­ბო­და, მაგ­რამ აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ შე­მიძ­ლია მას­წავ­ლებ­ლო­ბა და მე­ტიც, მომ­წონს რა­საც ვა­კე­თებ. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რა­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი და­ი­ნა­ხავს და იგ­რ­ძ­ნობს, ბავ­შ­ვის სიყ­ვა­რუ­ლია, რა თქმა უნ­და, თუ სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და და ცხვი­რი არ გა­იბ­ზუა, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­მოც­და ჩა­მა­ბა­რე­ბი­ნო­თო. ასე­თი პე­და­გო­გი ბავ­შ­ვ­თა­ნაც ასე ცხვი­რა­წე­უ­ლი იქ­ნე­ბა. არა­და ბავ­შ­ვი ყვე­ლა­ზე ზუს­ტად გრძნობს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას — თუ გიყ­ვარს, ისიც აუცი­ლებ­ლად შე­გიყ­ვა­რებს. გარ­და ამი­სა, მას­წავ­ლებ­ლო­ბა იმ­დე­ნად ცოცხა­ლი პრო­ცე­სია, რომ აუცი­ლებ­ლად მოგ­ნუს­ხავს. არც ერ­თი გაკ­ვე­თი­ლი ერ­თ­მა­ნეთს არ ჰგავს და ადა­მი­ა­ნის­თ­ვის, რო­მელ­საც ერ­თ­ფე­რო­ვა­ნი საქ­მე არ უყ­ვარს, ეს პრო­ფე­სია ზედ­გა­მოჭ­რი­ლია — გა­მუდ­მე­ბით დი­ნა­მი­უ­რი, ცოცხა­ლი პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს — ცვლი­ლე­ბე­ბი, ძი­ე­ბა, მა­ტე­ბა, სწავ­ლა. რაც მთა­ვა­რია, სა­კუ­თარ თავ­ში ვი­თარ­დე­ბი. ამას, სამ­წუ­ხა­როდ,  ბევ­რი არ აღი­ა­რებს, მაგ­რამ მას­წავ­ლებ­ლე­ბი სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან ბევრს სწავ­ლო­ბენ. ახ­ლა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გავ­დი­ვარ ერთ-ერთ სა­განს — „თა­ნა­მედ­რო­ვე სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბი“. იქ გვიჩ­ვე­ნეს ასე­თი მიდ­გო­მა: სწავ­ლე­ბის სხვა­დას­ხ­ვა სტრა­ტე­გი­ებს სხვა­დას­ხ­ვა შე­დე­გი მო­აქვს. მა­გა­ლი­თად, მხო­ლოდ ცოდ­ნა­ზე და­ფუძ­ნე­ბულს — 5%, მოს­მე­ნა­ზე — 10% და ა.შ. ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­დე­გი, და­ახ­ლო­ე­ბით  80%, აჩ­ვე­ნა სწავ­ლე­ბის­თ­ვის სწავ­ლე­ბის მე­თოდ­მა, ანუ სტუ­დენ­ტებს უთხ­რეს ის­წავ­ლეთ იმი­ტომ, რომ შემ­დეგ თქვენ ას­წავ­ლო­თო. მას­წავ­ლებ­ლო­ბაც ასე­თი­ვე პრო­ცე­სია —  გა­მუდ­მე­ბუ­ლი  პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის პრო­ცე­სი.
თქვე­ნი რუბ­რი­კის ახალ­გაზ­რ­და მას­წავ­ლებ­ლებ­მა, ყვე­ლამ სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზი იპო­ვა იმის­თ­ვის, რომ გამ­ხ­და­რი­ყო მას­წავ­ლე­ბე­ლი. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა — მი­ზე­ზი არც უნ­და იყოს მხო­ლოდ ხელ­ფა­სი ან მხო­ლოდ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო, რომ სადღაც და­საქ­მ­დე  — ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თა­ვის­თა­ვად, არ იქ­ნე­ბა ეფექ­ტუ­რი მას­წავ­ლებ­ლო­ბა. რა­ღაც უნ­და აღ­მო­ა­ჩი­ნო, სა­კუ­თარ თავ­ში იპო­ვო მი­ზე­ზი, რომ გახ­დე მას­წავ­ლე­ბე­ლი. ჩემ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს მი­ზე­ზი მა­პოვ­ნი­ნა ჩემ­მა ლექ­ტორ­მა, რო­მელ­მაც შეძ­ლო და პრო­ფე­სია შე­მაც­ვ­ლე­ვი­ნა.  სურ­ვი­ლი აღ­მიძ­რა, მე­ცა­და მას­წავ­ლებ­ლო­ბა და შე­მეც­ვა­ლა ის, რაც სკო­ლა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად არ მომ­წონ­და.

სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა
ჩე­მი აზ­რით, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­გა­ნია, ბევრ სა­სარ­გებ­ლო და სა­ჭი­რო რა­მეს ვას­წავ­ლით — სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბას, მას­ში ადაპ­ტი­რე­ბას, ქცე­ვებს, ვე­სა­უბ­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი ქცე­ვის ნორ­მე­ბის შე­სა­ხებ. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი ცნო­ბი­ე­რე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან და­ბა­ლია, ელე­მენ­ტა­რუ­ლი უნა­რე­ბი არ გვაქვს, ბავ­შ­ვებ­მა შუქ­ნი­შან­ზე სწო­რად გა­დას­ვ­ლა არ იცი­ან, რის გა­მოც ვსაყ­ვე­დუ­რობთ, მაგ­რამ არ ვკითხუ­ლობთ ას­წავ­ლეს თუ არა ეს უფ­რო­სებ­მა. მომ­წონს ეს სა­გა­ნი და ამი­ტო­მაც გა­დავ­წყ­ვი­ტე სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა.

ყო­ველ­დღი­ურ ჭი­დილ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლო­ბა
ჩემს დროს სწავ­ლა გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლი იყო — იყო შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა ვი­ცო­დი გაკ­ვე­თი­ლი, მაგ­რამ არ მო­მი­ყო­ლია. მი­ზე­ზი იცით რა იყო? ქუ­ჩის გავ­ლე­ნა იმ­დე­ნად დი­დი იყო, რომ გაკ­ვე­თი­ლის ცოდ­ნა ბი­ჭებ­ში ცუდ ტო­ნად ით­ვ­ლე­ბო­და. დღეს ჩე­მი ყო­ვე­ლი მე-4 გაკ­ვე­თი­ლი ამ თე­მას ეთ­მო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­მო­ქა­ლა­ქოს სწავ­ლე­ბი­სას. მინ­და, ბავ­შ­ვე­ბი ქუ­ჩის ცხოვ­რე­ბას მოვ­წყ­ვი­ტო (მარ­თა­ლია, დღეს ეს პრობ­ლე­მა ნაკ­ლე­ბად არის, ვიდ­რე ჩემს თა­ო­ბა­ში), უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სარ­გებ­ლო საქ­მით და­ვა­კა­ვო. თუნ­დაც ერ­თი ბავ­შ­ვი რომ მოვ­წყ­ვი­ტო ქუ­ჩას, ეს უკ­ვე საქ­მის კე­თე­ბაა. ბავ­შ­ვებს რომ მო­ან­დო­მებ, რა­ი­მე კარ­გი აკე­თონ, ამა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო და ამა­ზე მა­გა­რი გრძნო­ბა არ არ­სე­ბობს. ყო­ველ­დღი­უ­რი ჭი­დი­ლი მაქვს სა­კუ­თარ თავ­თან, ზოგ­ჯერ ისე მაბ­რა­ზე­ბენ ხოლ­მე, ვფიქ­რობ, აღარ მინ­და სკო­ლა, მაგ­რამ მე­ო­რე წუთ­ში, რო­გორც კი ვიგ­რ­ძ­ნობ, რომ მათ ვჭირ­დე­ბი, მა­შინ­ვე ჩემს თავს ისევ სკო­ლა­ში, ისევ მათ გვერ­დით ვხე­დავ. ეს ჭი­დი­ლი ყო­ველ­დღი­უ­რია, მაგ­რამ უარ­ყო­ფი­თი არას­დ­როს იმარ­ჯ­ვებს და იმე­დია, ის და­დე­ბი­თი 10 პრო­ცენ­ტი, რო­მე­ლიც 90 უარ­ყო­ფით­ზე იმარ­ჯ­ვებს, არას­დ­როს დამ­ტო­ვებს.

მო­ამ­ზა­და ლა­ლი ჯე­ლა­ძემ

25-28(942)N