გამოდის 1998 წლიდან
2015-11-05
საგანმანათლებლო ტრადიციები და თანამედროვე გამოწვევები

მარ­ტ­ვი­ლი, იგი­ვე ჭყონ­დი­დი, დი­დი ის­ტო­რი­უ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი წარ­სუ­ლის კე­რაა. ჯერ კი­დევ ხ სა­უ­კუ­ნე­ში აქ მოღ­ვა­წე­ობ­დ­ნენ ჰიმ­ნოგ­რა­ფე­ბი — იოანე მინ­ჩხი და სტე­ფა­ნე სა­ნა­ნო­ი­ძე; იწე­რე­ბო­და და ვრცელ­დე­ბო­და უნი­კა­ლუ­რი სა­სუ­ლი­ე­რო თუ სა­ე­რო ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, სწო­რედ ამ მი­წა­ზე, მწიგ­ნო­ბარ­თუ­ხუ­ცე­სის, გი­ორ­გი ჭყონ­დი­დე­ლის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბი­თა და მი­სი­ვე იდე­ე­ბით, აღი­ზარ­და და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი; ამ კე­რას უკავ­შირ­დე­ბა ან­ტონ ცა­გა­რელ-ჭყონ­დი­დე­ლის მოღ­ვა­წე­ო­ბაც.
კი­დევ უფ­რო ად­რე ჭყონ­დი­დი წარ­მარ­თუ­ლი რე­ლი­გი­უ­რი ცენ­ტ­რი იყო. მა­ღალ ბორ­ც­ვ­ზე იდ­გა ბო­მო­ნი ჭყო­ნის (მუ­ხის) უზარ­მა­ზა­რი ხე, რო­გორც ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის, გამ­რავ­ლე­ბი­სა და ოჯა­ხის კე­თილ­დღე­ო­ბის მფარ­ვე­ლი წარ­მარ­თუ­ლი სა­ლო­ცა­ვი. სწო­რედ ამ ად­გი­ლას აღი­მარ­თა ვჳჳ სა­უ­კუ­ნე­ში მარ­ტ­ვილ-ჭყონ­დი­დის ტა­ძა­რი ან­დ­რია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის სა­ხელ­ზე, რო­მელ­მაც სა­მეგ­რე­ლო­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბა იქა­და­გა. მო­ნას­ტერ­ში იყო კრიპ­ტე­რია — გა­დამ­წერ ბერ­თა სამ­ყო­ფი. ითარ­გ­მ­ნე­ბო­და წიგ­ნე­ბი, იქ­მ­ნე­ბო­და ორი­გი­ნა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი.
მარ­თა­ლია, ეს მცი­რე ექ­ს­კურ­სი პირ­და­პირ კავ­შირ­ში არ არის მარ­ტ­ვილ­ში ჩვენს სტუმ­რო­ბას­თან, მაგ­რამ გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში დღეს მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მე­ბის, ან არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის ფონ­ზე, წარ­სუ­ლიც, თუნ­დაც ასე შო­რე­უ­ლი, შე­საძ­ლოა ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დო ფუნ­და­მენ­ტიც იყოს სა­მო­მავ­ლოდ.
დღე­ი­სათ­ვის მარ­ტ­ვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 37 სა­ჯა­რო სკო­ლა ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს, აქე­დან 7 — სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის, 2 — კერ­ძო სკო­ლა. 4000-ზე მე­ტი მოს­წავ­ლის აღ­ზ­რ­დას 872 პე­და­გო­გი ემ­სა­ხუ­რე­ბა. მარ­ტ­ვილ­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რ­თან შეხ­ვედ­რი­სას ნათ­ლად გა­მო­იკ­ვე­თა ორი სა­კითხი — პე­და­გოგ­თა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა­ში მა­თი ჩარ­თ­ვი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის დრო­უ­ლად და ხა­რის­ხი­ა­ნად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი პა­შა (მაკა) გუ­ლორ­და­ვა გა­ნათ­ლე­ბით პე­და­გო­გია (ქარ­თულ-რუ­სუ­ლი ფი­ლო­ლო­გია, დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს იური­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტიც) 19-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით, 2014 წლი­დან, კონ­კურ­სის წე­სით, ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობს. ჩვე­ნი ინ­ტერ­ვი­უც გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რით იწყე­ბა. „სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვად მო­აზ­როვ­ნე ახალ­გაზ­რ­და, რო­მელ­მაც სკო­ლა­ში ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო, ანუ მი­სი ცოდ­ნა შე­ე­სა­ბა­მე­ბა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ მიზ­ნებს — ეს არის სკო­ლის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა. ვერ ვიტყ­ვი, რომ ჩვე­ნი პე­და­გო­გე­ბის (ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით) პრო­ფე­სი­უ­ლი დო­ნე ამ მხრივ და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. წი­ნა წლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბიც ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. დღე­ის­თ­ვის რა­ი­ონ­ში მხო­ლოდ 200-მდე სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გი გვყავს, თუმ­ცა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ახალ სქე­მა­ში ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლია ჩარ­თუ­ლი. მე, რო­გორც, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­როსს და რა­ი­ო­ნის 4 მას­წავ­ლე­ბელს, ჩაგ­ვი­ტარ­და ტრე­ნინ­გე­ბი ამ სა­კითხის ირ­გ­ვ­ლივ, რა­თა კარ­გად გავ­რ­კ­ვე­უ­ლი­ყა­ვით ყვე­ლა დე­ტალ­ში, ყვე­ლა იმ მოთხოვ­ნა­ში, რაც პე­და­გოგ­მა სტა­ტუ­სის ასა­მაღ­ლებ­ლად, სა­ფე­ხუ­რი­დან სა­ფე­ხურ­ზე გა­და­სას­ვ­ლე­ლად უნ­და და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს. ეს ინ­ფორ­მა­ცია, შეხ­ვედ­რე­ბი­თა და ტრე­ნინ­გე­ბით, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ვერ­სი­ე­ბის სკო­ლებ­ში გა­დაგ­ზავ­ნით, ყვე­ლა პე­და­გო­გის­თ­ვის ცნო­ბი­ლი და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია. ახ­ლა ბევ­რი რამ მათ ძა­ლის­ხ­მე­ვა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი“ — გვითხ­რა ქალ­ბა­ტონ­მა პა­შამ.
მე­ო­რე სა­კითხი, რაც ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ელე­ბაა. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ცდი­ლობს თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­იყ­ვა­ნოს სას­კო­ლო შე­ნო­ბე­ბი, მაგ­რამ ჯერ კი­დევ ბევ­რი სკო­ლა სა­ჭი­რო­ებს სრულ ან ნა­წი­ლობ­რივ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, ახ­ლის აშე­ნე­ბას, შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით აღ­ჭურ­ვას. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც მარ­ტ­ვი­ლია. რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი ამ­ბობს, რომ მას­თან თავს იყ­რის ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რაც სკო­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას ეხე­ბა, მათ შო­რის, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც. სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­და­ნაც და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ხდე­ბა რე­ა­გი­რე­ბა. წელს ოჩეს სა­ჯა­რო სკო­ლას ნა­წი­ლობ­რი­ვი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­უ­ტარ­და, სერ­გი­ე­თის, აბე­და­თის და კი­წი­ის სკო­ლებს კი სრუ­ლი — სულ 650 000 ლა­რის სა­მუ­შაო შეს­რულ­და; გა­და­ი­ხუ­რა ლე­ცა­ვეს სკო­ლა, მა­ლე დას­რულ­დე­ბა ფან­ჯ­რე­ბის ჩას­მის სა­მუ­შა­ო­ე­ბი 5 სკო­ლა­ში — დო­შა­ყეს, ნა­ხურ­ცი­ლა­ოს, ინ­ჩხუ­რის, ბა­დას და პირ­ვე­ლი ნა­მი­კო­ლა­ოს. რაც შე­ე­ხე­ბათ სო­ფელ ნა­გე­ბე­რა­ოს სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს, სას­წავ­ლო წე­ლი მათ სკო­ლის ერთ ფლი­გელ­ში და­იწყეს, თე­ბერ­ვ­ლი­დან გა­დავ­ლენ ონო­ღი­ის სკო­ლა­ში და და­იწყე­ბა კი­დეც სკო­ლის შე­ნო­ბის დე­მონ­ტა­ჟი, რომ­ლის ად­გილ­ზეც ახა­ლი, 120 მოს­წავ­ლე­ზე გათ­ვ­ლი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის, ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი სკო­ლა აშენ­დე­ბა, ზუს­ტად ისე­თი, რო­გო­რიც 2013 წელს აშე­ნე­ბუ­ლი ნა­ხუ­ნა­ოს სა­ჯა­რო სკო­ლაა.
აუცი­ლებ­ლად უნ­და აღი­ნიშ­ნოს ისიც, რომ 37-ვე სკო­ლას სას­კო­ლო ავ­ტო­ბუ­სე­ბი ემ­სა­ხუ­რე­ბა, რაც გაც­დე­ნა-დაგ­ვი­ა­ნე­ბებ­ზეც აისა­ხა და მშობ­ლე­ბის გან­წყო­ბა­ზეც — სახ­ლი­დან სკო­ლამ­დე და უკან, მა­თი შვი­ლე­ბის უსაფ­რ­თხო და დრო­უ­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია. ერთ-ერთ სო­ფელ­ში, მა­გა­ლი­თად, 3 კმ-ის და­შო­რე­ბით, 1 ბავშვს ატა­რებს ავ­ტო­ბუ­სი; 6 კმ-იან გზა­ზე — 2 ბავშვს, 11კმ და­შო­რე­ბის სოფ­ლე­ბი­დან და უბ­ნე­ბი­და­ნაც გა­დაჰ­ყავთ სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი. ამ სერ­ვი­სით 2012-2013 სას­წავ­ლო წლი­დან სარ­გებ­ლო­ბენ მარ­ტ­ვი­ლის რა­ი­ო­ნის მოს­წავ­ლე­ე­ბი და მა­თი მას­წავ­ლებ­ლე­ბი.
კი­დევ ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხ­ზე ვი­სა­უბ­რეთ რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­როს­თან — ეს რა­ი­ონ­ში ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მხრივ შექ­მ­ნი­ლი ვი­თა­რე­ბაა. ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რია რე­გი­ო­ნუ­ლი მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დის, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გუ­ლის­ყუ­რით ეკი­დე­ბა ამ ძა­ლი­ან სა­თუთ თე­მას. დღე­ი­სათ­ვის რა­ი­ო­ნის 14 სკო­ლა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა, 3 სკო­ლა­ში შერ­ჩე­ვის, ხო­ლო 6-ში შე­სა­ფა­სე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რა მიმ­დი­ნა­რე­ობს. სამ­წუ­ხა­როდ, მათ­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი ფი­ზი­კუ­რი გა­რე­მო, ჯერ­ჯე­რო­ბით, ყვე­ლა სკო­ლა­ში  არ არის, ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლის გარ­და, მაგ­რამ მი­ნი­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი მა­ინც აქვთ — 2 შინ­ს­წავ­ლე­ბის რე­ჟიმ­ზეა გა­და­სუ­ლი.
ჩვე­ნი იქ ყოფ­ნი­სას გუნ­დის წევ­რე­ბი — ცი­რა ნარ­მა­ნია და ფა­ტი­მა ახა­ლაია კო­მი­სი­ის სხდო­მას მარ­თავ­დ­ნენ ამ სა­კითხ­ზე. იქ­ვე გა­ვე­ცა­ნი ქალ­ბა­ტონ ცი­რას ავ­ტო­რო­ბით და­ბეჭ­დილ ქარ­თუ­ლი­სა და მა­თე­მა­ტი­კის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს სსსმ ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის. წიგ­ნი, პირ­ველ რიგ­ში, მა­ღა­ლი პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი ხა­რის­ხი­თა და უხ­ვი თვალ­სა­ჩი­ნო მა­სა­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ში­ნა­არ­სის შე­სა­ხებ კი თა­ვად ავ­ტო­რი, ცი­რა ნარ­მა­ნია გვი­ამ­ბობს: „2003 წლი­დან ვმუ­შა­ობ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­თან. ამ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაა თავ­მოყ­რი­ლი, რო­მელ­საც სსსმ ბავ­შ­ვე­ბის მშობ­ლებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებს ვუ­ზი­ა­რებ. მათ­ში მო­ცე­მუ­ლია აქ­ტი­ვო­ბე­ბი წე­რა-კითხ­ვის სწავ­ლე­ბის, მეტყ­ვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის, მა­თე­მა­ტი­კის სა­ფუძ­ვ­ლე­ბის სწავ­ლე­ბი­სა და სამ­ყა­როს შეც­ნო­ბი­სათ­ვის.
სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო — „ქარ­თუ­ლი ენის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი კრე­ბუ­ლი “ — ქა­რუ­ლი ენის სწავ­ლე­ბის სხვა­დას­ხ­ვა სტრა­ტე­გი­ებს მო­ი­ცავს და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ისე­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რო­გო­რი­ცაა აღ­ქ­მა, ყუ­რადღე­ბა, აზ­როვ­ნე­ბა, მეხ­სი­ე­რე­ბა, მო­ტო­რუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში სულ 500 და­ვა­ლე­ბაა მო­ცე­მუ­ლი და 50 სიტყ­ვის შეს­წავ­ლას უზ­რუნ­ველ­ყოფს, მო­ი­ცავს 33-ვე ასო-ბგე­რის წე­რა-კითხ­ვის სწავ­ლე­ბას, სხვა­დას­ხ­ვა სა­ხა­ლი­სო და სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბით.
რაც შე­ე­ხე­ბა „მა­თე­მა­ტი­კის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის კრე­ბულს“, იგი სსსმ მოს­წავ­ლის აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს. კერ­ძოდ: მარ­ტივ კა­ნონ­ზო­მიე­რე­ბებ­სა და სი­დი­დე­ებს შო­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ამოც­ნო­ბის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბას, სიტყ­ვი­ე­რი აღ­წე­რი­ლო­ბის მი­ხედ­ვით ფი­გუ­რის ამოც­ნო­ბი­სა და მო­დუ­ლის შექ­მ­ნის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბას; მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­ეც­ნო­ბი­ან ნა­ტუ­რა­ლურ რიცხ­ვებს ათის ფარ­გ­ლებ­ში, შე­უ­სა­ბა­მე­ბენ რა­ო­დე­ნო­ბას შე­სა­ბა­მის რიცხვს, ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დე­ბათ მან­ძი­ლის გა­ზომ­ვი­სა და გან­საზღ­ვ­რის უნა­რი და სხვ. ეს ცოდ­ნა და უნა­რი მათ სხვა საგ­ნე­ბის შე­სას­წავ­ლა­დაც სჭირ­დე­ბათ.
სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვამ­ბობ, კრე­ბუ­ლებ­ში მო­ცე­მუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, საკ­მა­ოდ ეფექ­ტი­ა­ნია სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას. ამას იმ სკო­ლე­ბის სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ, რომ­ლე­ბიც, უკ­ვე ერ­თი წე­ლია, იყე­ნე­ბენ მათ“.
სა­ხელ­მ­ძღა­ნე­ლო­ე­ბი, 2014 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბან­კის მო­მავ­ლის ფონ­დის სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტის — „სი­ცოცხ­ლის ხე“ — და­ფი­ნან­სე­ბი­თა და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მხარ­და­ჭე­რით, გა­მო­ი­ცა და იმ სა­ჯა­რო სკო­ლებს გა­და­ე­ცა უსას­ყიდ­ლოდ, სა­დაც სსსმ ბავ­შ­ვე­ბი სწავ­ლო­ბენ. პრობ­ლე­მა ისაა, რომ მცი­რე ტი­რა­ჟის გა­მო, სკო­ლებ­მა მხო­ლოდ თი­თო ეგ­ზემ­პ­ლა­რი მი­ი­ღეს. რად­გან სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი ერ­თ­ჯე­რა­დი მოხ­მა­რე­ბი­საა, მას­წავ­ლე­ბელს მათ­ში მო­ცე­მუ­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის შავ-თეთ­რი ქსე­რო­ას­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა უწევს, რაც მუ­შა­ო­ბას ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტურს ხდის. სკო­ლე­ბის მოთხოვ­ნი­ლე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად აუცი­ლე­ბე­ლია სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ხელ­მე­ო­რედ და მე­ტი ტი­რა­ჟით გა­მო­ცე­მა, რაც საკ­მა­ოდ დიდ ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.
იმე­დი გვაქვს, კერ­ძო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ გუ­ლის­ხ­მი­ე­რე­ბას გა­მო­ი­ჩე­ნენ ამ ბავ­შ­ვე­ბის მი­მართ, თუმ­ცა, ვფიქ­რობ, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, პირ­ველ რიგ­ში, სა­ხელ­მ­წი­ფო­ზეა და ამ კონ­კ­რე­ტულ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სწო­რედ მან უნ­და გა­მო­ხა­ტოს თა­ნად­გო­მა იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სად­მი, რო­მელ­თაც სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბი ესა­ჭი­რო­ე­ბათ.

მოამზადა  ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლმა

25-28(942)N