გამოდის 1998 წლიდან
სტატიები
2017-05-18
საკუთარ თავს ოცნებები შენ თვითონ უნდა აუხდინო
რუბრიკის სტუმარია მაია ინ­გო­როყ­ვა,
 იენის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი — მაია, რო­გორ გახ­სენ­დე­ბა მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი, შე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი...  გან­საზღ­ვ­რა თუ არა სკო­ლამ შე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი? 
— დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა ოზურ­გე­თის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ მაკ­ვა­ნეთ­ში, ჩე­მი სოფ­ლის სკო­ლა­ში მი­ვი­ღე.  მე-6 კლა­სი­დან სწავ­ლა თბი­ლის­ში გან­ვაგ­რ­ძე, რად­გან ოჯა­ხი სოფ­ლი­დან ქა­ლაქ­ში გად­მო­ვი­და საცხოვ­რებ­ლად. თბი­ლის­ში,  ჩვე­უ­ლებ­რივ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი. გულ­წ­რ­ფე­ლად რომ ვთქვა, სკო­ლა­ში სა­ნი­მუ­შო მოს­წავ­ლე არ ვყო­ფილ­ვარ. ძი­რი­თა­დად,  იმ საგ­ნებს ვსწავ­ლობ­დი, რო­მე­ლიც მა­ინ­ტე­რე­სებ­და. მა­ში­ნაც ვფიქ­რობ­დი და დღე­საც ვფიქ­რობ, რომ საგ­ნე­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სის გაღ­ვი­ვე­ბა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი  მას­წავ­ლე­ბელს აკის­რია. მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და შეძ­ლოს მოს­წავ­ლეს სა­ფიქ­რა­ლი აღუძ­რას და და­ეხ­მა­როს მის­თ­ვის ჯერ კი­დევ უც­ნო­ბი სამ­ყა­როს უკეთ გაც­ნო­ბა­ში. ასე­ვე გულ­წ­რ­ფე­ლად რომ ვთქვა, სკო­ლის ან რო­მე­ლი­მე მას­წავ­ლებ­ლის  გავ­ლე­ნით არ ამირ­ჩე­ვია ჩე­მი მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სია.
ვრცლად>>>
2017-05-18
ფან­ჯა­რა მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბის­კენ
ლა­ლი ჯე­ლა­ძე რა პრობ­ლე­მე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა, რა­ტომ არის ად­რე­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში ჩა­დე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცია ქვეყ­ნის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რო­გორ გავ­ხა­დოთ ის ხა­რის­ხი­ა­ნი და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი — ამ სა­კითხებს მი­ეძღ­ვ­ნა გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის, მსოფ­ლიო ბან­კი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის (ISET) ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­მარ­თუ­ლი ფო­რუ­მი. სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის ფო­რუ­მი პირ­ვე­ლია გა­ნათ­ლე­ბის თე­მა­ზე და­გეგ­მი­ლი სა­დის­კუ­სიო ფო­რუ­მე­ბის სე­რი­ა­ში, რო­მელ­თა მი­ზა­ნია, ბიძ­გი მის­ცეს დე­ბა­ტებ­სა და კრი­ტი­კულ ანა­ლიზს გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მთავ­რო­ბის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი­სა და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ. ეკო­ნო­მი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის პრე­ზი­დენ­ტ­მა ერიკ ლი­ვინ­მა, გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის ფო­რუ­მის გახ­ს­ნი­სას გა­ნაცხა­და, რომ  დის­კუ­სია გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა­ზე ად­რე­უ­ლი ფა­ზით და­იწყეს და  უწყ­ვეტ, მუდ­მივ გა­ნათ­ლე­ბამ­დე გა­აგ­რ­ძე­ლე­ბენ.
ვრცლად>>>
2017-05-18
ბა­რი­ე­რე­ბი „უბა­რი­ე­რო“ პრო­ფე­სი­ა­ში
„გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე უმ­თავ­რე­სი გავ­ლე­ნა მას­წავ­ლებ­ლებს აქვთ, მას­წავ­ლებ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე კი — გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კას“ — წლე­ბია ამ პრობ­ლე­მის გარ­შე­მო ტრი­ა­ლებს სის­ტე­მა, მაგ­რამ არც თუ ეფექ­ტუ­რად. სკო­ლებ­ში ისევ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტია და ჯერ კი­დევ ბევ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი იღ­ვ­წის, რომ სა­ხელ­მ­წი­ფოს და­უ­დას­ტუ­როს კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი რო­გორც საგ­ნობ­რივ, ისე პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­ში — მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ახა­ლი სქე­მის მი­ხედ­ვით, გა­მოც­და კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­დას­ტუ­რე­ბით შე­იც­ვა­ლა და ბა­რი­ე­რიც აღარ არ­სე­ბობს. წელს 27 400-მდე ადა­მი­ა­ნი და­რე­გის­ტ­რირ­და, მათ­გან ნა­წი­ლი მოქ­მე­დი მას­წავ­ლე­ბე­ლია და კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­დას­ტუ­რე­ბა სურს, ნა­წი­ლი კი — პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის მსურ­ვე­ლი.
ვრცლად>>>
2017-05-11
ეს არ არის ჩე­მი არ­ჩე­ვა­ნი

ლა­ლი ჯე­ლა­ძე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვე­ბის პრობ­ლე­მა, არა­ერ­თი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ისევ სე­რი­ო­ზულ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სტა­ტის­ტი­კა ისევ ბუნ­დო­ვა­ნია, არ არ­სე­ბობს ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მი იმის შე­სა­ხებ, რამ­დე­ნი ბავ­შ­ვი ითხოვს ქუ­ჩა­ში მოწყა­ლე­ბას ან რამ­დენ მო­ზარდს უწევს მის­თ­ვის სა­ხი­ფა­თო და სა­ში­ში ქმე­დე­ბით სარ­ჩოს მო­პო­ვე­ბა. ამის მი­ზე­ზად სა­ხელ­მ­წი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის მხრი­დან მო­ზარ­დე­ბის — ბავ­შ­ვე­ბის „მოგ­ზა­უ­რო­ბა“ სა­ხელ­დე­ბა, ისი­ნი ხში­რად გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან ერ­თი ქა­ლა­ქი­დან მე­ო­რე­ში, რაც მათ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას კი­დევ უფ­რო არ­თუ­ლებს,
ვრცლად>>>
2017-05-11
სა­უ­კე­თე­სო მეგ­ზუ­რე­ბის შთამ­ბეჭ­და­ვი გზა ევ­რო­პის­კენ

ლა­ლი ჯე­ლა­ძე ევ­რო­პის დღე­ე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბით, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი­სა და ფრიდ­რიხ ებერ­ტის ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით, მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლ­ში გა­იხ­ს­ნა კონ­ფე­რენ­ცია „მას­წავ­ლე­ბე­ლი — მეგ­ზუ­რი ევ­რო­პის­კენ“.  „ერ­თად ვი­ა­როთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­მავ­ლის­კენ — ევ­რო­პის­კენ. — ასე მი­მარ­თა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა, გი­ორ­გი მა­ჩა­ბელ­მა კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ებს, — ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი სივ­რ­ცე მხო­ლოდ გე­ო­გრა­ფი­უ­ლი სივ­რ­ცე არ არის, ეს სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის სივ­რ­ცეა და ჩვენც თა­ვი ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბელ ერად მიგ­ვაჩ­ნია,  ბუ­ნებ­რი­ვია, ამი­ტო­მაც მი­ვის­წ­რაფ­ვით მის­კენ.“
ვრცლად>>>
2017-05-11
გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის გან­საზღ­ვ­რის ეფექ­ტუ­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი
სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თ­ვის TIMSS-ისა და PISა-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბი­სა და სა­ხელ­მ­წი­ფო შე­ფა­სე­ბის შე­დე­გე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თა. 2015-2016 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი სწავ­ლის შე­დე­გებს, დი­ნა­მი­კა­სა და იმ ფაქ­ტო­რებს უკავ­შირ­დე­ბა, რაც გავ­ლე­ნას ახ­დენს მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებ­ზე.
სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, მა­თე­მა­ტი­კა­სა და ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს 2015 წლის შე­დე­გე­ბი, წი­ნა წლებ­თან შე­და­რე­ბით, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია. თუმ­ცა, პო­ზი­ტი­უ­რი დი­ნა­მი­კის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­დე­გი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­შუ­ა­ლო ნიშ­ნულს ვერ აღ­წევს.
ვრცლად>>>
2017-05-11
NASA-ს კოს­მო­სუ­რი ცენ­ტ­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი
  წმ. ალექ­სი შუ­შა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის სე­ნა­კის მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი სკო­ლა-გიმ­ნა­ზი­ის მერ­ვეკ­ლა­სე­ლე­ბი — ალექ­სი ტყე­ბუ­ჩა­ვა, ნა­თია შა­მა­თა­ვა, დეა ჩი­ტაია, ლი­კა კო­კაია და გვან­ცა ჩი­ქო­ვა­ნი ათას­წ­ლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ის კონ­კურ­სის (Millennium Innovations Award — MIA) წლე­ვან­დე­ლი გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბი გახ­დ­ნენ. Smart Kids-ის (ასე ერ­ქ­ვა მათ გუნდს) გა­მო­გო­ნე­ბა — „გე­ო­ლო­გი­უ­რი საფ­რ­თხე­ე­ბი“, რო­მე­ლიც 13 ფი­ნა­ლისტ გუნდს შო­რის შე­ირ­ჩა, წარ­მო­ად­გენს შეტყო­ბი­ნე­ბის სის­ტე­მას მეწყერ­სა­ში­ში ზო­ნე­ბის­თ­ვის და მიზ­ნად ისა­ხავს სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის, მსხვერ­პ­ლი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი ზა­რა­ლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას.
ვრცლად>>>
2017-05-04
არსად ისმის, რომ მასწავლებლობა კეთილშობილური საქმეა
   სტუ­მა­რია გა­ნათ­ლე­ბის მკვლე­­ვა­რი, დოქ­ტო­რი სი­მონ ჯა­ნა­შია. ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი, გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს ეხე­ბა, იმ თე­მებს, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, პრობ­ლე­მუ­რი­ცაა. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბის, არ­სე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის,
ვრცლად>>>
2017-05-04
ბიბ­ლი­ო­თე­კა, რო­გორც მო­მა­ვა­ლი ინო­ვა­ცი­ე­ბის წყა­რო

სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლის ინი­ცი­ა­ტო­რია. ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი, სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბე­ბი, გა­მო­ფე­ნე­ბი და სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში დი­დი ხა­ნია, ტრა­დი­ცი­ად იქ­ცა. სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ად­გი­ლია.
აქ ყვე­ლას უფა­სოდ და გა­ნურ­ჩევ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან, დღე­ვან­დელ დღეს უკ­ვე — არა მხო­ლოდ წიგ­ნე­ბით.
სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, ამე­რი­კე­ლებს ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი უფ­რო უყ­ვართ, ვიდ­რე რეს­ტო­რა­ნი ან მაკ­დო­ნალ­დ­სი. რა­ტომ ხდე­ბა ასე? — გვე­სა­უბ­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი, ან­გ­ლო-ამე­რი­კუ­ლი სამ­კითხ­ვე­ლო დარ­ბა­ზის კუ­რა­ტო­რი, მაია სი­მო­ნიშ­ვი­ლი.
ვრცლად>>>
2017-05-04
პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის „ჰაკა­თო­ნი“ დასრულდა
  დას­რულ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პირ­ვე­ლი „ჰა­კა­თო­ნი“ — ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­ჯიბ­რი, რო­მელ­შიც 14 სა­ხელ­მ­წი­ფო პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლის სტუ­დენ­ტუ­რი ჯგუ­ფე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ. „ჰა­კა­თო­ნი“კარ­გი იდე­ე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის, თვით­გა­მო­ხატ­ვის, ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცი­ი­სა და ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბის შექ­მ­ნის სა­უ­კე­თე­სო ას­პა­რე­ზია.
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40] > [41] > [42] > [43] > [44] > [45] > [46] > [47] > [48] > [49] > [50]
N26(780)