გამოდის 1998 წლიდან
2018-06-21
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბავ­შ­ვე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის ყვე­ლა­ზე ღა­რი­ბი ჯგუ­ფია

 

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი „მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის კვლე­ვის“ მი­ხედ­ვით, ბო­ლო ორ წე­ლი­წად­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სი­ღა­რი­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი გა­ი­ზარ­და, ბავ­შ­ვე­ბი კი კვლა­ვაც მო­სახ­ლე­ო­ბის ყვე­ლა­ზე ღა­რიბ ჯგუფს წარ­მო­ად­გე­ნენ.
იუნი­სე­ფის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ყო­ველ ორ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბავ­შ­ვე­ბი­სა და მა­თი ოჯა­ხე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის­თ­ვის სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად. კვლე­ვა შე­ის­წავ­ლის ოჯა­ხე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ კონ­ტ­რო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე.
2017 წლის კვლე­ვამ, რო­მე­ლიც 2009 წელს დაწყე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის მე­ხუ­თე ეტაპს წარ­მო­ად­გენს. შე­ის­წავ­ლა სა­მომ­ხ­მა­რებ­ლო სი­ღა­რი­ბის, სუ­ბი­ექ­ტუ­რი სი­ღა­რი­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რი­ყუ­ლო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი. კვლე­ვის მე­ხუ­თე ეტაპ­ზე შე­სა­ბა­მი­სი კითხ­ვა­რე­ბი 4697-მა ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბამ (ოჯახ­მა) შე­ავ­სო და მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი რეპ­რე­ზენ­ტა­ტი­უ­ლია ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით. კვლე­ვას სა­მი მი­ზა­ნი აქვს, ესე­ნია: 1. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბის მი­მო­ხილ­ვა; 2. კე­თილ­დღე­ო­ბის ძი­რი­თა­დი ინ­დი­კა­ტო­რე­ბის დი­ნა­მი­კის შე­ფა­სე­ბა და მა­თი შე­და­რე­ბა გა­სუ­ლი ეტა­პე­ბის შე­დე­გებ­თან; 3. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი „მიზ­ნობ­რი­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის რე­ფორ­მის“ შე­დე­გე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცია და პო­ლი­ტი­კუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მიმ­ღე­ბი პი­რე­ბის­თ­ვის, სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ი­სა და სქე­მის და­ნერ­გ­ვის შემ­დეგ შექ­მ­ნი­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ, დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა.
კვლე­ვის მი­ხედ­ვით, 2017 წელს, სი­ღა­რი­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, 2015 წელ­თან შე­და­რე­ბით, უფ­რო გა­ი­ზარ­და და ეროვ­ნულ დო­ნე­ზე ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბე­ბის მთლი­ა­ნი რა­ო­დე­ნო­ბის 4,3%, მო­სახ­ლე­ო­ბის 5%, ბავ­შ­ვე­ბის 6,8% და პენ­სი­ო­ნე­რე­ბის 3,7% უკი­დუ­რე­სი სი­ღა­რი­ბის ზღვარს ქვე­მოთ ცხოვ­რობს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბი უფ­რო მიზ­ნობ­რი­ვი გახ­და და სის­ტე­მა უკეთ ხე­დავს ბავ­შ­ვი­ან ღა­რიბ ოჯა­ხებს, ბავ­შ­ვ­თა სი­ღა­რი­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი მა­ინც გაზ­რ­დი­ლია, ასე­ვე გა­ი­ზარ­და სი­ღა­რი­ბის დო­ნე მო­სახ­ლე­ო­ბის ყვე­ლა ჯგუ­ფის­თ­ვის; თუმ­ცა, კვლე­ვა­ში ვკითხუ­ლობთ, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის­თ­ვის უფ­რო ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გახ­და ჯან­დაც­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბი; ასე­ვე, შემ­ცირ­და სხვა­ო­ბა სო­ფელ­სა და ქა­ლაქს, მდი­დარ და ღა­რიბ მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის, სკო­ლამ­დელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, მაგ­რამ სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის არარ­სე­ბო­ბის გა­მო, და­ახ­ლო­ე­ბით, 14 000 ბავ­შ­ვი კვლავ ვერ და­დის სკო­ლამ­დელ სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში — ეს არის შე­დე­გე­ბი, რო­მე­ლიც იუნი­სეფ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე წარ­მო­ად­გი­ნა.
ბავ­შ­ვის კე­თილ­დღე­ო­ბის უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი კი­დევ უფ­რო არა­სა­ხარ­ბი­ე­ლოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბე­ბის 33.4%-ს ჰყავს, მი­ნი­მუმ, ერ­თი 16 წლამ­დე ასა­კის ბავ­შ­ვი. ბავ­შ­ვე­ბი­ა­ნი ოჯა­ხე­ბის 50% სოფ­ლად ცხოვ­რობს. ბავ­შ­ვე­ბის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი საცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი მოხ­მა­რე­ბის სა­ქონ­ლის არ­სე­ბო­ბის თვალ­საზ­რი­სით, გა­უმ­ჯო­ბეს­და, იმ ბავ­შ­ვ­თა წი­ლი კი, რომ­ლე­ბიც ცუდ პი­რო­ბე­ბი­ან საცხოვ­რებ­ლებ­ში ცხოვ­რობ­დ­ნენ, საგ­რ­ძ­ნობ­ლად შემ­ცირ­და. ასე­ვე, შემ­ცირ­და ბავ­შ­ვებ­ში სუ­ბი­ექ­ტუ­რი სი­ღა­რი­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რი­ყუ­ლო­ბის დო­ნე. თუმ­ცა, 2017 წლის მო­ნე­ტა­რუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გან­საზღ­ვ­რუ­ლი სი­ღა­რი­ბის დო­ნე გა­ი­ზარ­და.
გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სოფ­ლად მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვე­ბის 4.1% ცხოვ­რობს ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბებ­ში, სა­დაც ხე­ლი არ მი­უწ­ვ­დე­ბათ სას­მე­ლი წყლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბულ წყა­რო­ზე. არა­სა­თა­ნა­დო სა­ნი­ტა­რი­უ­ლი მოწყო­ბი­ლო­ბე­ბის მქო­ნე ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ქა­ლა­ქად ბავ­შ­ვე­ბის 9.3% ცხოვ­რობს, სოფ­ლად კი — 32.9%. ოჯა­ხე­ბი, რომ­ლებ­საც ბავ­შ­ვე­ბი არ ჰყავთ, თვე­ში, სა­შუ­ა­ლოდ, სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის სა­ხით, ერთ ზრდას­რულ პირ­ზე 122.8 ლარს იღე­ბენ, მა­შინ, რო­ცა ბავ­შ­ვე­ბი­ა­ნი ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 50.5 ლა­რია. ბავ­შ­ვე­ბი­ა­ნი ოჯა­ხე­ბის სა­შუ­ა­ლო ხარ­ჯი კი, იმ ოჯა­ხებ­თან შე­და­რე­ბით, რო­მელ­თაც ბავ­შ­ვე­ბი არ ჰყავთ, 53%-ით მა­ღა­ლია.
კვლე­ვის აქ­ცენ­ტე­ბი, თუ რა გავ­ლე­ნას ახ­დენს სი­ღა­რი­ბე გა­ნათ­ლე­ბა­ზე და­მა­ფიქ­რე­ბე­ლია. საკ­მა­ოდ არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­იკ­ვე­თა სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც. მა­გა­ლი­თად, სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის არარ­სე­ბო­ბის გა­მო, და­ახ­ლო­ე­ბით, 14 000 ბავ­შ­ვი სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ვერ და­დის. 2017 წლის მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის კვლე­ვის მი­ხედ­ვით, 3-დან 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის 63.7% და­დი­ო­და სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში. მა­თი აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო ბა­ღებ­ში და­დი­ო­და. ზო­გა­დად, ქა­ლაქ­ში, სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში 3-5 წლის ბავ­შ­ვე­ბის უფ­რო დი­დი პრო­ცენ­ტუ­ლი წი­ლი და­დი­ო­და, ვიდ­რე სოფ­ლად (78% და 51%). გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სუ­რა­თია ოჯა­ხე­ბის უმ­დიდ­რეს მე­ხუ­თედ­სა და უღა­რი­ბე­სი ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბე­ბის მე­ხუ­თედს შო­რი­საც — მდი­და­რი ოჯა­ხე­ბის 3-5 წლის ბავ­შ­ვე­ბის თით­ქ­მის 64% და­დი­ო­და სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში, მა­შინ, რო­ცა ამ მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა ღა­რი­ბი ოჯა­ხე­ბის ბავ­შ­ვე­ბის 57.7% შე­ად­გი­ნა.
3-5 წლის ბავ­შ­ვე­ბის მთლი­ა­ნი რა­ო­დე­ნო­ბის 8.9% სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იმი­ტომ არ და­დი­ო­და, რომ მათ რა­ი­ო­ნებ­ში სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბი არ იყო.
სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბას სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას უქ­მ­ნის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის არარ­სე­ბო­ბა და ეს ფაქ­ტო­რი უფ­რო მე­ტად და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია სოფ­ლის­თ­ვის (16.8%). ასე­ვე პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს არ­სე­ბულ სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში ად­გი­ლე­ბის სიმ­ცი­რე და ბავ­შ­ვე­ბის მთლი­ა­ნი რა­ო­დე­ნო­ბის, თით­ქ­მის, 5.1% სწო­რედ ამის გა­მო ვერ იღებს სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბას.
რაც შე­ე­ხე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხურ­ზე სკო­ლა­ში დას­წ­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს — 97%-ია; ამის მი­უ­ხე­და­ვად, 15-დან 18 წლამ­დე ასა­კის მო­ზარ­დე­ბი­დან, ყო­ვე­ლი მე­ხუ­თე ღა­რი­ბი ბავ­შ­ვი აღარ იღებს გა­ნათ­ლე­ბას. ოფი­ცი­ა­ლურ კვლე­ვა­ში ნათ­ქ­ვა­მია ისიც, რომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია  უღა­რი­ბე­სი და უმ­დიდ­რე­სი ოჯა­ხე­ბის ბავ­შ­ვ­თა დას­წ­რე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი — ღა­რი­ბი ოჯა­ხე­ბის ბავ­შ­ვე­ბი უფ­რო იშ­ვი­ა­თად იღე­ბენ სკო­ლამ­დელ ან დაწყე­ბით გა­ნათ­ლე­ბას. 15-18 წლის უღა­რი­ბეს ბავ­შ­ვებ­ში სკო­ლის დას­წ­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი თით­ქ­მის 81%-ია, ხო­ლო უმ­დიდ­რეს ჯგუ­ფის ბავ­შ­ვებ­ში — 98%. სამ­წუ­ხა­როდ, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა კი­დევ უფ­რო აშ­კა­რა ხდე­ბა 18 წლის ასა­კის ზე­ვით, რო­დე­საც ღა­რი­ბი ოჯა­ხე­ბის ბავ­შ­ვე­ბი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს ტო­ვე­ბენ. სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში სწავ­ლას აგ­რ­ძე­ლებს უღა­რი­ბე­სი კვინ­ტი­ლის 20 წლის ბავ­შ­ვე­ბის თით­ქ­მის 5% და უმ­დიდ­რე­სი კვინ­ტი­ლის 77%.
კვლე­ვის შე­და­გად გა­მოკ­ვე­თი­ლი პრობ­ლე­მე­ბი­დან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნებ­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა. ყვე­ლა­ზე ღა­რი­ბი ოჯა­ხე­ბის ყო­ვე­ლი 10 ბავ­შ­ვი­დან 6-ს არ აქვს, ან საკ­მა­რი­სად არ აქვს, ან სა­ერ­თოდ არ მი­უწ­ვ­დე­ბა ხე­ლი სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნებ­ზე. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 36-59 თვის ბავ­შ­ვე­ბის მხო­ლოდ 59%-ს აქვს სა­მი ან მე­ტი სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნი. უღა­რი­ბე­სი ბავ­შ­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მხო­ლოდ 36%-ია, ხო­ლო უმ­დიდ­რე­სი კვინ­ტი­ლის ბავ­შ­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში —  88%. ამას­თან ერ­თად, ქა­ლაქ­ში მცხოვ­რებ ბავ­შ­ვებს უფ­რო მე­ტად მი­უწ­ვ­დე­ბათ ხე­ლი სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნებ­ზე (66.3%), ვიდ­რე სოფ­ლად მცხოვ­რებ ბავ­შ­ვებს (52.6%). ამავ­დ­რო­უ­ლად, ბავ­შ­ვის ად­რე­ულ ასაკ­ში გან­ვი­თა­რე­ბის (ჶCდ) ინ­დექ­სის მი­ხედ­ვით, 3-დან 5 წლამ­დე ბავ­შ­ვე­ბის 92.8% სწო­რად ვი­თარ­დე­ბა.
ქვე­ყა­ნა­ში ზო­გა­დად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, იუნი­სე­ფის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ბავ­შ­ვ­თა სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის კუთხით, ახალ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე სუბ­რო­ბენ, რად­გან ქვე­ყა­ნა­ში ჯერ კი­დევ ყო­ვე­ლი მე-5 ოჯა­ხი სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მა ცხოვ­რობს, ყო­ვე­ლი მე-6 ბავ­შ­ვი კი სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუმ­ზე ნაკ­ლებს მო­იხ­მარს. გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ლა­ი­ლა გა­დი ამ­ბობს, რომ: „მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ქვე­ყა­ნა­ში სი­ღა­რი­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის შემ­ცი­რე­ბა, მაგ­რამ ჩვე­ნი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ბავ­შ­ვე­ბი კვლავ და­უც­ველ ჯუ­ფე­ბად რჩე­ბი­ან. ბავ­შ­ვებს, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რო­ბენ სი­ღა­რი­ბე­ში, გა­ნათ­ლე­ბა­ზე ნაკ­ლე­ბად მი­უწ­ვ­დე­ბათ ხე­ლი. ამი­ტომ მათ მე­ტი ყუ­რადღე­ბა უნ­და მი­ექ­ცეს. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მიზ­ნობ­რი­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მე­ბის არ­სე­ბო­ბა და მე­ტი ინ­ვეს­ტი­ცია ოჯა­ხე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის­თ­ვის.“
ბავ­შ­ვ­თა მი­მართ სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან მიდ­გო­მე­ბის შეც­ვ­ლა­ზე სა­უბ­რო­ბენ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც. ან­დ­რო და­დი­ა­ნი, ორ­გა­ნი­ზა­ცია „პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ამ­ბობს, რომ აუცი­ლე­ბე­ლია სა­ხელ­მ­წი­ფომ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს პო­ლი­ტი­კა და გა­ზარ­დოს სო­ცი­ა­ლუ­რი ტრან­ს­ფე­რე­ბი, აამაღ­ლოს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი და უზ­რუნ­ველ­ყოს სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი მიზ­ნობ­რი­ო­ბა.
უფ­ლე­ბა­დამ­ც­ვე­ლი ანა არ­გა­ნაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს: „მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნა­ში ზო­გა­დად და­დე­ბი­თი ტენ­დენ­ციაა, ბავ­შ­ვე­ბი ჯერ ისევ ყვე­ლა­ზე უფ­რო გა­რი­ყუ­ლი ჯგუ­ფია და, სამ­წუ­ხა­როდ, მათ ნაკ­ლე­ბად ეხე­ბათ ის პო­ზი­ტი­ვი, რაც მო­სახ­ლე­ო­ბის სხვა ჯგუ­ფე­ბის­თ­ვი­საა, არა­და, ცალ­სა­ხაა, რომ ეს პი­რი­ქით უნ­და იყოს.“
ბავ­შ­ვ­თა სი­ღა­რი­ბის შემ­ცი­რე­ბა­ზე ყვე­ლა­ზე დი­დი გავ­ლე­ნა სწო­რედ მიზ­ნობ­რივ სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბა­სა და ბავ­შ­ვის და­ნა­მატს აქვს, რო­მელ­თა გა­რე­შე ბავ­შ­ვ­თა უკი­დუ­რე­სი სი­ღა­რი­ბე 13,1 პრო­ცენ­ტამ­დე გა­იზ­რ­დე­ბო­და. ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე ზა­ზა სოფ­რო­მა­ძე აცხა­დებს, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნის კი­დევ უფ­რო გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად სა­ხელ­მ­წი­ფო სხვა­დას­ხ­ვა პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას მომ­დევ­ნო წლებ­შიც გეგ­მავს, რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ცი­ა­ლურ ფონ­ზე აუცი­ლებ­ლად აისა­ხე­ბა.
***
„მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის კვლე­ვა“ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, 2009 წლი­დან, ყო­ველ ორ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ ტარ­დე­ბა და ეს არის გა­მო­კითხ­ვა, რო­მელ­შიც 2017 წელს 5 000-მდე ოჯახ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. კვლე­ვა იძ­ლე­ვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მო­ნა­ცე­მებს, რო­მელ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი სის­ტე­მუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. რო­გორც გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დ­ში აცხა­დე­ბენ, 2013 წლის კვლე­ვის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას, სა­ხელ­მ­წი­ფო დო­ნე­ზე, მიზ­ნობ­რი­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი და დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მის სტრუქ­ტუ­რუ­ლი რე­ფორ­მა მოჰ­ყ­ვა. შე­დე­გად კი, დღეს, ქვე­ყა­ნა­ში სწო­რედ 2013 წლის კვლე­ვის შე­დე­გად შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ერთ-ერ­თი მო­დე­ლი მოქ­მე­დებს. თუ რა ცვლი­ლე­ბებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს სა­ხელ­მ­წი­ფო მო­სახ­ლე­ო­ბა­ში სი­ღა­რი­ბის და­საძ­ლე­ვად, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ბავ­შ­ვ­თა სი­ღა­რი­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­გორც ჩანს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ორი წლის შემ­დეგ, ისევ იუნი­სე­ფის კვლე­ვე­ბით შე­იტყობს.

 მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის
კვლე­ვის ძი­რი­თა­დი მიგ­ნე­ბე­ბი
e ზო­გა­დი სი­ღა­რი­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ქვე­ყა­ნა­ში გა­ი­ზარ­და, ძი­რი­თა­დად, შე­ნე­ლე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის, უმუ­შევ­რო­ბი­სა და სა­მომ­ხ­მა­რებ­ლო ფა­სე­ბის ზრდის გა­მო.
e შე­მო­სავ­ლის რე­ა­ლუ­რი ზრდის გა­მო, ხალ­ხი ნაკ­ლე­ბად მი­იჩ­ნევს თავს ღა­რი­ბად.
e მო­სახ­ლე­ო­ბის მი­ერ ჯან­დაც­ვა­ზე გა­წე­უ­ლი და­ნა­ხარ­ჯე­ბი გა­ი­ზარ­და. მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­ძე­ნა კვლავ რჩე­ბა ჯან­დაც­ვა­ზე გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბის მთა­ვარ კომ­პო­ნენ­ტად.
e ეკო­ნო­მი­კურ სირ­თუ­ლე­ებ­თან თა­ვის გარ­თ­მე­ვის მიზ­ნით, უფ­რო მე­ტი ოჯა­ხი მი­მარ­თავს სესხს. ფი­ნან­სუ­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა (ბან­კე­ბი და ლომ­ბარ­დე­ბი) გა­ი­ზარ­და ღა­რიბ ოჯა­ხებ­ში.
e სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში დას­წ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შემ­ცირ­და სხვა­ო­ბა ღა­რიბ/მდი­დარ და ქა­ლა­ქად/სოფ­ლად მცხოვ­რებ ბავ­შ­ვებს შო­რის.
e ღა­რიბ ოჯა­ხებ­ში მცხოვ­რებ 3-5 წლის ასა­კის 10 ბავ­შ­ვი­დან 6-ს სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნე­ბი ან სა­ერ­თოდ არ აქვს, ან აქვს არა­საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით.
e ღა­რი­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის 15-18 წლის ასა­კის ყო­ვე­ლი მე­ხუ­თე ბავ­შ­ვი აღარ არის ჩარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში.

24(816)N