გამოდის 1998 წლიდან
2018-06-14
ჩვე­ნი ცენ­ტ­რის უმ­თავ­რე­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა — ვიზ­რუ­ნოთ თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე

გვე­სა­უბ­რე­ბა
თე­ო­ნა ჩი­ტი­აშ­ვი­ლი,
სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის
მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი
მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტ­რის სამ­მარ­თ­ვე­ლოს უფ­რო­სი

— ცვლი­ლე­ბე­ბის პა­კეტ­ში, რო­მე­ლიც გან­სახ­ილ­ვე­ლად პარ­ლა­მენ­ტ­შია შე­სუ­ლი, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მან­და­ტუ­რის ფსი­ქო­ლო­გი­ური სამ­სა­ხუ­რის ცვლი­ლე­ბა?
— ჩვენ ვგეგ­მავთ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის გაძ­ლი­ე­რე­ბას, რაც მის გა­ფარ­თო­ე­ბას გუ­ლის­ხ­მობს. ამ ეტაპ­ზე, 7 ცენ­ტ­რი გვაქვს, რე­გი­ო­ნა­ლუ­რად ყვე­ლას ვერ ვფა­რავთ, მაგ­რამ გეგ­მა­ში გვაქვს, ყვე­ლა რე­გი­ო­ნი მო­ვიც­ვათ. სექ­ტემ­ბ­რის­თ­ვის ახა­ლი ცენ­ტ­რი გა­იხ­ს­ნე­ბა თბი­ლის­ში, კი­დევ ზუგ­დიდ­ში და შემ­დ­გომ უკ­ვე, სა­თა­ნა­დო რე­სურ­სის არ­სე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, იმის და მი­ხედ­ვით გაგ­რ­ძელ­დე­ბა რა­ი­ო­ნებ­ში ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტ­რე­ბის გახ­ს­ნა, სა­დაც სა­შუ­ა­ლე­ბა იქ­ნე­ბა.
იქ­მ­ნე­ბა, ასე­ვე, კრი­ზი­სუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის ჯგუ­ფე­ბი, ამ ეტაპ­ზე — ორი, რო­მე­ლიც მთელ სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­ფა­რავს. ამ მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფის მი­ზა­ნი იქ­ნე­ბა, სკო­ლა­ში გარ­კ­ვე­უ­ლი სა­ხის კრი­ზი­სუ­ლი ვი­თა­რე­ბის აღ­მო­ცე­ნე­ბი­სას, სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა და მო­მენ­ტა­ლუ­რი ჩა­რე­ვა. ამ ჯგუფ­მა პრო­ცე­სე­ბის გან­მუხ­ტ­ვა უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს, მო­ა­ხერ­ხოს ვი­თა­რე­ბის ად­გილ­ზე შეს­წავ­ლა, მაქ­სი­მა­ლუ­რი ხელ­შეწყო­ბა, რომ პრობ­ლე­მა არ გაღ­ვივ­დეს და შეძ­ლოს სი­ტუ­ა­ცი­ის კონ­ტ­რო­ლი.
— სა­ინ­ტე­რე­სოა, სად უფ­რო ხში­რია მო­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბა — რე­გი­ო­ნებ­ში თუ თბი­ლის­ში და რა ტი­პის პრობ­ლე­მე­ბია უფ­რო მე­ტად თვალ­ში­სა­ცე­მი?
— ჩვე­ნი ცენ­ტ­რი 2013 წლი­დან არ­სე­ბობს და მო­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბა ყო­ველ­წ­ლი­უ­რად იზ­რ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ეს იმა­ზე მეტყ­ვე­ლებს, რომ უფ­რო მე­ტი ადა­მი­ა­ნი გვენ­დო­ბა და მოგ­ვ­მარ­თავს დახ­მა­რე­ბის­თ­ვის. რა თქმა უნ­და, თბი­ლის­ში უფ­რო მე­ტია მო­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბა, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს, რომ თბი­ლის­ში ბევ­რად მე­ტი ბავ­შ­ვი და მო­ზარ­დი ცხოვ­რობს. რე­გი­ო­ნებ­შიც საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია, ვერ ვიტყო­დი, რომ იქ თავს იკა­ვე­ბენ სერ­ვი­სის მი­ღე­ბის­გან.
— ტრა­დი­ცი­უ­ლად, ჩვენ­თან სიფ­რ­თხი­ლით უყუ­რებ­დ­ნენ ფსი­ქო­ლოგ­თან ვი­ზიტს, რო­მე­ლიც გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი იყო ფსი­ქი­ატ­რ­თან. ეს ბა­რი­ე­რი რა­ი­ო­ნებ­ში უფ­რო მე­ტად იყო.
— ჩვენ ზუს­ტად ამ პრო­ცე­სებ­ზე ვმუ­შა­ობთ, რომ ხაზ­გას­მით იყოს გა­მიჯ­ნუ­ლი — ვინ არის ფსი­ქო­ლო­გი და ვინ არის ფსი­ქი­ატ­რი, თუმ­ცა, თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, ფსი­ქი­ატ­რ­თან ვი­ზი­ტიც სავ­სე­ბით ნორ­მა­ლუ­რი მოვ­ლე­ნაა, რად­გან შე­იძ­ლე­ბა ესა თუ ის პრობ­ლე­მა ფსი­ქო­ლო­გის კომ­პე­ტენ­ცი­ას სცდე­ბო­დეს.
რა თქმა უნ­და, ამ სა­ზომს მთელ პო­პუ­ლა­ცი­ას ვერ მო­ვარ­გებთ, მაგ­რამ თუ იმის მი­ხედ­ვით ვიმ­ს­ჯე­ლებთ, რა რა­ო­დე­ნო­ბის ბავ­შ­ვე­ბი და­დი­ან ჩვენს რე­გი­ო­ნულ ცენ­ტ­რებ­ში, ვფიქ­რობ, საკ­მა­ოდ დი­დი პროგ­რე­სია ამ სა­კითხ­ში.
— უფ­რო ხში­რად რა ხდე­ბა მო­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბის მი­ზე­ზი?
— ასე და­ყო­ფა გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მით მო­დი­ან ბავ­შ­ვე­ბი და მო­ზარ­დე­ბი. აქ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნავ, რომ ჩვენ ვემ­სა­ხუ­რე­ბით სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს — 6 წლი­დან 18 წლამ­დე ტი­პუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ბავ­შ­ვებს. შე­სა­ბა­მი­სად, უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა იყოს — ნე­ბის­მი­ე­რი ქცე­ვი­თი ან ემო­ცი­უ­რი სა­ხის, რო­გო­რიც არის, მა­გა­ლი­თად, ჩა­კე­ტი­ლო­ბა, სას­კო­ლო გა­რე­მოს­თან შე­გუ­ე­ბის პრობ­ლე­მა, ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა აკა­დე­მი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბიც იყოს; მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში უკ­ვე შე­იძ­ლე­ბა ისე­თი პრობ­ლე­მე­ბი წა­მო­ვი­დეს, რო­გო­რი­ცაა დე­ვი­ა­ცი­უ­რი, დეს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი, ავ­ტო­დეს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი ქცე­ვა, გარ­კ­ვე­ულ თა­მა­შებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბა და ა.შ. ვა­რი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა საკ­მა­ოდ დი­დია, რად­გან ბევ­რი პრობ­ლე­მით მოგ­ვ­მარ­თა­ვენ, ერთ ჩარ­ჩო­ში მოქ­ცე­ვა ძნე­ლი იქ­ნე­ბა.
— ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტ­რე­ბი, ასე­ვე, ემ­სა­ხუ­რე­ბა მას­წავ­ლებ­ლებს და მშობ­ლებს, რომ­ლებ­საც ბავ­შ­ვ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის პრობ­ლე­მე­ბი აქვთ.
— რო­დე­საც ბავ­შ­ვი მო­დის ჩვენ­თან და მას­თან ვმუ­შა­ობთ, რა თქმა უნ­და, ვმუ­შა­ობთ მშო­ბელ­თან, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ბავ­შ­ვი არას­რულ­წ­ლო­ვა­ნია. მშო­ბელ­თან მუ­შა­ო­ბა უწყ­ვეტ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. თუ გვინ­და, რომ ბავ­შ­ვის ქცე­ვა შე­იც­ვა­ლოს, ის გა­რე­მოც უნ­და შე­იც­ვა­ლოს, რო­მელ­შიც მას ყოფ­ნა უწევს.
რაც შე­ე­ხე­ბა მას­წავ­ლებ­ლებ­თან მუ­შა­ო­ბას, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია მათ კონ­კ­რე­ტუ­ლი ქცე­ვის მარ­თ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ვუ­წი­ოთ კონ­სულ­ტა­ცია. რო­დე­საც ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი გვყავს, შე­იძ­ლე­ბა მის მას­წავ­ლე­ბელ­საც და­ვე­კონ­ტაქ­ტოთ. პე­და­გო­გებ­თან მხო­ლოდ კონ­კ­რე­ტულ მოს­წავ­ლე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე ვმუ­შა­ობთ. ისე, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბი მო­დი­ოდ­ნენ ჩვენ­თან და იღებ­დ­ნენ ისე­თი­ვე თე­რა­პი­ულ სერ­ვისს, რო­გორ­საც ბავ­შ­ვე­ბი და მო­ზარ­დე­ბი იღე­ბენ, ამის რე­სურ­სი, ამ ეტაპ­ზე, ფი­ზი­კუ­რად არ არ­სე­ბობს.
— არც მშობ­ლის?
— მშობ­ლის არის, ოღონდ, ისევ და ისევ, ბავ­შ­ვი უნ­და და­დი­ო­დეს ჩვენ­თან და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მშო­ბელ­მაც შე­იძ­ლე­ბა ისარ­გებ­ლოს რამ­დე­ნი­მე ვი­ზი­ტით. იმი­სათ­ვის, რომ ზრდას­რუ­ლებ­მა მი­ი­ღონ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სერ­ვი­სი, უკ­ვე კერ­ძო ფსი­ქო­ლოგს უნ­და მი­მარ­თონ, შე­სა­ბა­მი­სად, თან­ხაც უნ­და გა­და­ი­ხა­დონ.
— რო­მელ რე­გი­ო­ნებ­შია ცენ­ტ­რე­ბი და თუ არის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ამ ცენ­ტ­რე­ბის მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კა­ში?
— 7 ცენ­ტ­რი­დან ერ­თი თბი­ლის­შია და, რო­გორც გითხა­რით, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­იხ­ს­ნე­ბა მე­ო­რე, არის თე­ლავ­ში, რუს­თავ­ში, გორ­ში, ბა­თუმ­ში, ქუ­თა­ის­სა და ფოთ­ში.
თბი­ლი­სის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტ­რი, რა თქმა უნ­და, ძა­ლი­ან დი­დი დატ­ვირ­თ­ვით მუ­შა­ობს. ბუ­ნებ­რი­ვია ქუ­თა­ი­სიც, ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბის გა­მო, ბევრ მო­მარ­თ­ვას იტევს, მაგ­რამ, ისევ და ისევ, აღ­ვ­ნიშ­ნავ, რომ ყვე­ლა ცენ­ტ­რი საკ­მა­ოდ დი­დი დატ­ვირ­თ­ვით მუ­შა­ობს. ვერ ვიტყ­ვით რო­მე­ლი­მე კონ­კ­რე­ტულ­ზე, რომ იქ ძა­ლი­ან ცო­ტა ბავ­შ­ვი და­დის.
— თით­ქოს იგეგ­მე­ბა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტ­რე­ბის კავ­ში­რი სკო­ლის ფსი­ქო­ლო­გებ­თან, მა­თი კონ­სულ­ტი­რე­ბა.
— ეს ყვე­ლა­ფე­რი და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­შია და სწო­რედ ახ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს ამა­ზე მუ­შა­ო­ბა. ამ ეტაპ­ზე იგეგ­მე­ბა, რომ სკო­ლის ფსი­ქო­ლო­გებს კო­ორ­დი­ნა­ცი­ას გა­უ­წევს სსიპ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი.
— რა თქმა უნ­და, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ სკო­ლებ­ში იყ­ვ­ნენ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ფსი­ქო­ლო­გე­ბი
— მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ, იმავ­დ­რო­უ­ლად, საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სია — რა­ო­დე­ნობ­რი­ვად, რე­სურ­სუ­ლად, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რად და სხვ. თუმ­ცა, რა თქმა უნ­და, კარ­გი იქ­ნე­ბო­და, სკო­ლებ­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფსი­ქო­ლო­გე­ბის ყოფ­ნა.
რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნეთ, 2013 წლი­დან ვარ­სე­ბობთ და ყო­ველ­წ­ლი­უ­რად მო­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბა იზ­რ­დე­ბა. ამ 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 8 000-მდე ბე­ნე­ფი­ცი­არს აქვს ჩვენ­თ­ვის მო­მარ­თუ­ლი. მო­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბა ორი გზით ხდე­ბა: ერ­თია რე­ფე­რი­რე­ბის სის­ტე­მა, რო­დე­საც სკო­ლი­დან, მან­და­ტუ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით, მი­სა­მარ­თ­დე­ბა ბავ­შ­ვი და მე­ო­რეა თვით­დი­ნე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი მოს­წავ­ლის მშო­ბელს შე­უძ­ლია დაგ­ვი­რე­კოს ცენ­ტ­რ­ში და გვითხ­რას, რომ სურს ბავ­შ­ვის მოყ­ვა­ნა. ვთა­ვა­ზობთ რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სერ­ვისს, ასე­ვე ჯგუ­ფურს, მშო­ბელ­თა კონ­სულ­ტა­ცი­ას, მშო­ბელ­თა ფსი­ქო­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ხა­სი­ა­თის ჯგუ­ფებს და სკო­ლა­ში ვი­ზი­ტებს.
— თუ ყო­ფი­ლა გა­მორ­ჩე­უ­ლად რთუ­ლი შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც თქვენს სამ­სა­ხურს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა გა­და­უჭ­რია, დახ­მა­რე­ბია ბავშვს ძა­ლი­ან რთუ­ლი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში?
— ასე­თი ქე­ი­სე­ბი გვაქვს. ჩვე­ნი ცენ­ტ­რი სწო­რედ ამის­თ­ვის არ­სე­ბობს — რთუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­თან და მო­ზარ­დებ­თან ვმუ­შა­ობთ. პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ ხან­გ­რ­ძ­ლი­ვია. რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ თე­რა­პი­ა­ზე, წი­ნას­წარ ვერ გან­ვ­საზღ­ვ­რავთ, ბავ­შ­ვი ერ­თი თვე ივ­ლის, სა­მი თვე თუ ორი წე­ლი. აქ იმის­თ­ვის ვართ, რომ მათ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვეხ­მა­როთ. თუმ­ცა, ჩვე­ნი კომ­პე­ტენ­ცი­ის საზღ­ვ­რე­ბი გვაქვს — ზო­გა­დად ფსი­ქო­ლო­გის კომ­პე­ტენ­ცი­ის საზღ­ვ­რე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბი. რო­დე­საც უკ­ვე და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სე­ბია სა­ჭი­რო, რაც იმას გუ­ლის­ხ­მობს, რომ ბავ­შ­ვი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლია ან რა­ი­მე და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი იკ­ვე­თე­ბა, ამ დროს, შე­სა­ბა­მის უწყე­ბას მივ­მარ­თავთ, თუნ­დაც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას, სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც ბავ­შ­ვის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ან ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მა ჩვე­ნი კომ­პე­ტენ­ცი­ის საზღ­ვ­რებს სცდე­ბა, უზ­რუნ­ველ­ვ­ყოფთ, რომ სწო­რი სერ­ვი­სი მი­ვა­წო­დოთ, ვურ­ჩი­ოთ სად წა­ვი­დეს, რო­მელ ცენ­ტ­რ­ში მი­ი­ღოს სა­თა­ნა­დო სერ­ვი­სი. ჩვენ იმის­თ­ვის ვართ, რომ ვიზ­რუ­ნოთ თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე და ამას მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ. იმე­დია, გა­მოგ­ვ­დის კი­დეც.

ესა­უბ­რა ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი

25-28(942)N