გამოდის 1998 წლიდან
2018-06-21
მას­წავ­ლებ­ლო­ბა დიდ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას მა­კის­რებს


ჩემ შე­სა­ხებ
მე ვარ ვლა­დი­მერ უში­კიშ­ვი­ლი, თი­ა­ნე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სსიპ სო­ფელ ჟე­ბო­ტის სა­ჯა­რო სკო­ლის სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბე­ლი. 2004-2009 წლებ­ში ვმუ­შა­ობ­დი ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დის მას­წავ­ლებ­ლად. 2009-2017 წლებ­ში ვი­ყა­ვი თი­ა­ნე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რის, ძეგ­ლ­თა დაც­ვის, ტუ­რიზ­მის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დულ საქ­მე­თა სამ­სა­ხუ­რის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. 2017 წლი­დან და­ვუბ­რუნ­დი მშობ­ლი­ურ სკო­ლას.
პრო­ფე­სია მას­წავ­ლე­ბე­ლი 
არ ვი­ცი, რა არის ამის მი­ზე­ზი, მაგ­რამ კა­ცი მას­წავ­ლებ­ლე­ბი სკო­ლა­ში უფ­რო ნაკ­ლე­ბია, თუმ­ცა მწვრთნე­ლებ­საც თუ ჩავ­თ­ვ­ლით, აქ უპი­რა­ტე­სო­ბა მა­მა­კა­ცებს აქვთ. 2004 წელს და­ვამ­თავ­რე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დი­სა და სპორ­ტის აკა­დე­მია, ამა­ვე წელს და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დის მას­წავ­ლებ­ლად მშობ­ლი­ურ სკო­ლა­ში. ჩე­მი პრო­ფე­სია, მას­წავ­ლებ­ლო­ბა, დიდ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას მა­კის­რებს ბავ­შ­ვე­ბის, მშობ­ლე­ბის, სკო­ლი­სა და სამ­შობ­ლოს წი­ნა­შე.
ვფიქ­რობ, პირ­ველ რიგ­ში, უნ­და გიყ­ვარ­დეს შე­ნი პრო­ფე­სია და ბავ­შ­ვე­ბი, ფიქ­რობ­დე პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, გიყ­ვარ­დეს შრო­მა, იყო სა­მარ­თ­ლი­ა­ნი და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი.
სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლე­ბი — თან­მ­დე­ვი პრობ­ლე­მე­ბი
სპორ­ტუ­ლი ინ­ვენ­ტა­რით ჩვე­ნი სკო­ლა კარ­გა­დაა აღ­ჭურ­ვი­ლი, რა­ზეც სკო­ლის დი­რექ­ცი­ამ დრო­უ­ლად იზ­რუ­ნა. გარ­და ინ­ვენ­ტა­რი­სა, სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, ქალ­ბა­ტო­ნი ინე­ზა ცი­ხიშ­ვი­ლი ყვე­ლა­ნა­ირ პი­რო­ბას ქმნის სკო­ლა­ში ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის დამ­კ­ვიდ­რე­ბის­თ­ვის და სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, რის­თ­ვი­საც დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო.
მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, რაც ვარ­ჯიშ­ში ხელს ძა­ლი­ან გვიშ­ლის, სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზის და­უმ­თავ­რე­ბე­ლი რე­მონ­ტია, ეს გა­მოწ­ვე­უ­ლია ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი სა­რე­მონ­ტო კომ­პა­ნი­ის არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბით. დარ­ბა­ზი არ თბე­ბა და იატა­კი მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლია. ამი­ტომ გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა ძა­ლი­ან რთულ პი­რო­ბებ­ში გვი­წევს.
თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლე­ე­ბი
ბავ­შ­ვებს მოს­წონთ, რო­ცა მას­წავ­ლე­ბელ­თან თავს ისე გრძნო­ბენ, რო­გორც თა­ნა­ტოლ­თან და მე­გო­ბარ­თან, უს­მენ, აფა­სებ მათ შე­ხე­დუ­ლე­ბებს. სპორ­ტის მას­წავ­ლებ­ლებს დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი დას­ჯის მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, ძი­რი­თა­დად, არ გვი­წევს. თუმ­ცა, მქო­ნია შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც ბავ­შ­ვი „და­მის­ჯია“ ვარ­ჯი­შის არას­წო­რად შეს­რუ­ლე­ბის­თ­ვის. მა­გა­ლი­თად, ბურ­თის არას­წო­რად დარ­ტყ­მის­თ­ვის ვა­კე­თე­ბი­ნებ­დი 5 ჩაჯ­დომს, მაგ­რამ ეს უფ­რო ყუ­რადღე­ბის გა­სა­მახ­ვი­ლებ­ლად იყო. ბავ­შ­ვე­ბიც გრძნობ­დ­ნენ ამას, გა­გე­ბით ეკი­დე­ბოდ­ნენ და ასე­თი „ხალი­სი­ა­ნი დას­ჯით“ ცდი­ლობ­დ­ნენ შეც­დო­მის გა­მოს­წო­რე­ბას. 
ბუ­ლინ­გი. პრობ­ლე­მე­ბი და მა­თი დაძ­ლე­ვის გზე­ბი
ამ მხრივ, სოფ­ლის სკო­ლა­ში, შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი პრობ­ლე­მე­ბია და მით უმე­ტეს, რო­ცა სკო­ლა მცი­რე კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნია. თუმ­ცა ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა, რო­დე­საც შე­და­რე­ბით ძლი­ერ ბავშვს არ სურს, სუს­ტი თა­ნა­გუნ­დე­ლი ჰყავ­დეს. სპორ­ტ­ში გვაქვს უამ­რა­ვი თა­მა­ში, რო­მე­ლიც ხელს უწყობს ბავ­შ­ვე­ბის გუნ­დურ მუ­შა­ო­ბა­ში ჩარ­თ­ვას, თვალ­ნათ­ლივ აჩ­ვე­ნებს, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სუსტ გუნ­დელ­თან ვარ­ჯი­ში და გან­ვი­თა­რე­ბა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მომ­ზა­დე­ბა და გვერ­დ­ში დგო­მა, ამ ყვე­ლა­ფერს თუ აუხ­ს­ნი მოს­წავ­ლე­ებს, პრობ­ლე­მე­ბიც ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა.
თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის რო­ლი
სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე

ბევ­რი სა­სარ­გებ­ლო და სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­სა­პო­ვებ­ლად, სხვა­დას­ხ­ვა თვალ­სა­ჩი­ნო მა­სა­ლის სა­ნა­ხა­ვად, რა თქმა უნ­და, ვი­ყე­ნებთ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებს, კომ­პი­უ­ტერს, ვი­ძი­ებთ მა­სა­ლებს, ვამ­ზა­დებთ პრე­ზენ­ტა­ცი­ებს. ვი­დე­ო­მა­სა­ლებს ხში­რად ვნა­ხუ­ლობ სხვა­დას­ხ­ვა უცხო­ურ სა­ი­ტებ­ზე, რაც ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა­ში.
პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა
ტრე­ნინ­გებ­ზე დას­წ­რე­ბა ნამ­დ­ვი­ლად მიყ­ვარს, რად­გან ყო­ვე­ლი ტრე­ნინ­გი ახალს გმა­ტებს, გავ­ლი­ლი მაქვს: სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­მი­ნის­ტ­როს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბე­ლი (ახალ­გაზ­რ­დუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით) ტრე­ნინგ-კურ­სი; ინ­ტე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ულ-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ტრე­ნინ­გი (2-3 დო­ნე); არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცია და მა­თი ბა­რა­თის შევ­სე­ბის წე­სე­ბი; თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ჩარ­ჩო — უფ­ლე­ბე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კითხე­ბი, ტრე­ნინ­გ­პ­როგ­რა­მა; სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დი­სა და სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბა; ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ტექ­ნი­კოს-ოპე­რა­ტო­რის სას­წავ­ლო კურ­სი; სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დის და სპორ­ტის სა­ხელ­მ­წი­ფო კო­ლეჯ­თან არ­სე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის ინ­ს­ტ­რუქ­ტორ­თა მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი მა­სა­ჟის­ტის კურ­სი.
დღეს ძა­ლი­ან ბევ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა, რაც, რა თქმა უნ­და, აფერ­ხებს მას­წავ­ლებ­ლე­ბის აქ­ტი­უ­რად ჩაბ­მას სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, მაგ­რამ არ უნ­და და­ვი­ვიწყოთ ჩვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი და თუ ბავ­შ­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა გვინ­და, მხო­ლოდ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი არ არის საკ­მა­რი­სი, უნ­და ჩა­ვუ­ტა­როთ და­მა­ტე­ბი­თი გაკ­ვე­თი­ლე­ბი, ჩემ შემთხ­ვე­ვა­ში, აუცი­ლე­ბე­ლია შე­ჯიბ­რებებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. კარ­გია, რომ გა­ი­მარ­ჯ­ვებ, მაგ­რამ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და რაც მეტ სა­ხე­ო­ბა­ში ჩარ­თავ ბავ­შ­ვებს, მით მე­ტი სტი­მუ­ლი ექ­ნე­ბათ შემ­დ­გო­მი წარ­მა­ტე­ბე­ბის­თ­ვის.
სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერ­გ­ვა, ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი
სი­ახ­ლე­ე­ბი ბავ­შ­ვებს მოს­წონთ, აუცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბათ გან­ვი­თა­რე­ბა. სიფ­რ­თხი­ლით უნ­და მო­ვე­კი­დოთ ყვე­ლა სი­ახ­ლეს, ხან­და­ხან შე­იძ­ლე­ბა ცო­ტა ჩვე­ნე­ბუ­რად გა­და­ვა­კე­თოთ, რომ ბავ­შ­ვებს მო­ვარ­გოთ, ად­ვი­ლად აგ­ვ­ყ­ვ­ნენ და ჩა­ერ­თონ ახალ გა­მოწ­ვე­ვებ­ში. რა თქმა უნ­და, ყო­ველ­თ­ვის გან­ვი­ხი­ლავთ გან­ვ­ლილ სას­წავ­ლო წელს, ვსა­უბ­რობთ წარ­მა­ტე­ბებ­სა და წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის გა­მომ­წ­ვევ მი­ზე­ზებ­ზე და გა­მო­სა­ვალს ვე­ძებთ, რო­გორ მი­ვაღ­წი­ოთ უკე­თეს შე­დე­გებს, შე­სა­ბა­მი­სად ვგეგ­მავთ მო­მა­ვალ სა­მუ­შა­ო­ებს.
თა­ვი­სუ­ფა­ლი  დრო, მო­მავ­ლის გეგ­მე­ბი
თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო თით­ქ­მის არ მაქვს. მიყ­ვარს ბუ­ნე­ბა­ში გა­სე­ირ­ნე­ბა, ლაშ­ქ­რო­ბებ­ზე სი­ა­რუ­ლი, სი­ახ­ლე­ე­ბის გაც­ნო­ბა. სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე რა გითხ­რათ, და­გეგ­მი­ლი არა­ფე­რი მაქვს. მინ­და, ჩე­მი ბავ­შ­ვე­ბი იყ­ვ­ნენ წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი, ჯან­მ­რ­თე­ლე­ბი და კარგ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად აღი­ზარ­დონ.

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

25-28(942)N