გამოდის 1998 წლიდან
2018-06-07
დის­ციპ­ლი­ნის პრობ­ლე­მა არას­წო­რად და­გეგ­მი­ლი უინ­ტე­რე­სო გაკ­ვე­თი­ლის შე­დე­გია

ზე­ი­ნაბ კა­კა­ლაშ­ვი­ლი
თე­ლა­ვის მე-5 სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის
მას­წავ­ლე­ბე­ლი

პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ნი
მე ვარ ზე­ი­ნაბ კა­კა­ლაშ­ვი­ლი, პრო­ფე­სი­ით მას­წავ­ლე­ბე­ლი. და­ვი­ბა­დე გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ის­ტო­რი­ულ სო­ფელ ვე­ლის­ცი­ხე­ში. 1983 წელს, აქ­ვე და­ვას­რუ­ლე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა. ამ­ჟა­მად ვმუ­შა­ობ თე­ლა­ვის მე-5 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, ვარ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მის ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­თა ფო­რუ­მის კა­ხე­თის რე­გი­ო­ნის საბ­ჭოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რე.
პრო­ფე­სი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის სკო­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ო­ბის დრო­ი­დან მი­ვი­ღე. შე­იძ­ლე­ბა გა­გიკ­ვირ­დეთ, მაგ­რამ რუ­სუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბელ­მა, გო­გი ჯან­ჯი­ბუ­ხაშ­ვილ­მა, რუ­სუ­ლი ენის გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და თა­ნაკ­ლა­სელ­თა გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბაც მან­დო. ეს ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რ­ძელ­და, რა­მაც მას­წავ­ლებ­ლო­ბის სურ­ვი­ლი ჩემ­ში უფ­რო გა­ამ­ძაფ­რა. ამი­ტომ ჩა­ვა­ბა­რე თე­ლა­ვის იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის პე­და­გო­გი­ურ ინ­ს­ტი­ტუტ­ში ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის და სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი აღ­ზ­რ­დის მე­თო­დის­ტის ფა­კულ­ტეტ­ზე, რო­მე­ლიც 1990 წელს და­ვამ­თავ­რე,1991 წლი­დან კი თე­ლა­ვის მე-5 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ. ჩე­მი პრო­ფე­სია ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რია.
წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რი
სა­ხე­ლის მოხ­ვე­ჭა არც ისე იოლია, თა­ნაც წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი პე­და­გო­გის, ეს ხომ ადა­მი­ა­ნის პი­როვ­ნულ თვი­სე­ბებ­ზეა დამ­ყა­რე­ბუ­ლი. ცოდ­ნას­თან ერ­თად მას­წავ­ლე­ბელს შე­სა­ფე­რი­სი უნარ-ჩვე­ვე­ბი უნ­და ჰქონ­დეს, იყოს მე­გობ­რუ­ლი, სა­მარ­თ­ლი­ა­ნი და მოს­წავ­ლე­ებ­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, რო­გორც სა­კუ­თარ შვი­ლებ­ზე, მხო­ლოდ ასე შეძ­ლებ, ხე­ლი შე­უწყო მათ პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბას. ხო­ლო მად­ლი­ე­რი მშობ­ლის თი­თო­ე­უ­ლი სიტყ­ვა უკ­ვე წარ­მა­ტე­ბაა. მოს­წავ­ლე­ებს შენ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, შე­ნი მოს­მე­ნა და გა­გე­ბა, რჩე­ვის მი­ღე­ბა უნ­და შე­ეძ­ლოთ.
სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა
სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის შეს­წავ­ლა ხელს უწყობს აქ­ტი­უ­რი, მა­ღა­ლი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის აღ­ზ­რ­დას, მო­ქა­ლა­ქი­სა, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ-სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში. ასე­ვე ხე­ლი ეწყო­ბა მოს­წავ­ლე­ებ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო კომ­პე­ტენ­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. ისი­ნი აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა არა მხო­ლოდ უფ­ლე­ბე­ბი, არა­მედ შე­სა­ბა­მი­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბი­ცაა და თუ ვერ გა­აც­ნო­ბი­ე­რებ მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივ ვალს, მა­შინ ვერ გა­მო­ი­ყე­ნებ ვერც მი­ღე­ბულ ცოდ­ნას, ვერც უფ­ლე­ბებ­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბებს. სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლე­ბით, ასე­ვე ხე­ლი ეწყო­ბა მოს­წავ­ლე­ებ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო კულ­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, ისი­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ხდე­ბი­ან, ე.ი. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი — სწავ­ლო­ბენ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას, გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ უნარ-ჩვე­ვებს.
დის­ციპ­ლი­ნა — სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბის
ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი სა­კითხი

რო­გორც წე­სი, მოს­წავ­ლე­ებს სი­ახ­ლე­ე­ბი­თა და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბით მდი­და­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბი მოს­წონთ. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, არ მახ­სოვს მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას რა­ი­მე პრობ­ლე­მა მქო­ნო­და, პი­რი­ქით, ყო­ველ­თ­ვის მე­გობ­რად, მე­სა­ი­დუმ­ლედ და მა­თი პრობ­ლე­მე­ბის მომ­გ­ვა­რებ­ლა­დაც კი ვე­გუ­ლე­ბი. ამით უკ­ვე ბედ­ნი­ე­რი ვარ. დის­ციპ­ლი­ნის პრობ­ლე­მა კი არას­წო­რად და­გეგ­მი­ლი უინ­ტე­რე­სო გაკ­ვე­თი­ლის შე­დე­გია. თუ ყვე­ლა მოს­წავ­ლის ინ­ტე­რე­სი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, სხვა­დას­ხ­ვა ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი მე­თო­დე­ბი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, მა­შინ მოს­წავ­ლე ინ­ტე­რე­სით ჩა­ერ­თ­ვე­ბა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში. თუმ­ცა, გარ­და გაკ­ვე­თი­ლე­ბი­სა, ისი­ნი ჩარ­თუ­ლი მყავს არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში — აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კლუ­ბის მუ­შა­ო­ბა­ში.
ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში მოს­წავ­ლის დას­ჯა კი არა მი­სი ქცე­ვის კო­რექ­ციაა სა­ჭი­რო, მას­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით აუცი­ლე­ბე­ლია ჩა­დე­ნი­ლი გა­დაც­დო­მის გან­ხილ­ვა, შე­ფა­სე­ბა და მოგ­ვა­რე­ბის გზის ერ­თად მო­ძი­ე­ბა. ზრდას­რუ­ლე­ბის მსგავ­სად, მოს­წავ­ლე­ებ­საც ძა­ლი­ან უყ­ვართ შე­ქე­ბა, აღი­ა­რე­ბა კარ­გად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს შემ­დეგ. და­ვა­ლე­ბის მი­ცე­მი­სას არ­ჩე­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა სხვა პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას აკის­რებს. ასე ვაღ­წევ მათ ჩარ­თუ­ლო­ბა­სა და წარ­მა­ტე­ბას.
ბუ­ლინ­გი სკო­ლა­ში
და პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის გზე­ბი
ბუ­ლინ­გის ალ­ბა­თო­ბა ყო­ველ­თ­ვის არ­სე­ბობს. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში ბავშვს უნ­და მი­ე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, მოყ­ვეს რა მოხ­და, რა მო­უ­ვი­და, რას გრძნობს. დახ­მა­რე­ბა და­ნა­შა­უ­ლის ძი­ე­ბა­სა და დას­ჯა­ში კი არ უნ­და გა­მო­ი­ხა­ტოს, არა­მედ ბავ­შ­ვის აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვის შეც­ვ­ლა­ში სო­ცი­ა­ლუ­რად მი­სა­ღე­ბი ქცე­ვით. ამ თე­მა­ზე ხში­რად გვაქვს შეხ­ვედ­რე­ბი მოს­წავ­ლე­ებ­თან, კლუ­ბის წევ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ბუ­ლინ­გის თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვგეგ­მავთ და ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბას, ის­მე­ნენ ფსი­ქო­ლო­გის, სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის წარ­მო­მად­გენ­ლის სა­უბ­რებს, რა­თა მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღონ თე­მის ირ­გ­ვ­ლივ.
პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა
2011 წლი­დან ვარ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­თა ფო­რუ­მის წევ­რი, 2012 წლი­დან — სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­თა კა­ხე­თის რე­გი­ო­ნის საბ­ჭოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რე. ვეც­ნო­ბი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე ცვლი­ლე­ბებს. ვმო­ნა­წი­ლე­ობ ფო­რუ­მის ფარ­გ­ლებ­ში და­გეგ­მილ სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბებ­ში, ვცდი­ლობ კო­ლე­გე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბას სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ. 2017-2018 წლებ­ში და­ვამ­თავ­რე აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ცენ­ტ­რი, მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის სკო­ლა — ჶჶCმდ. სხვა­დას­ხ­ვა დროს, ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­თა ფო­რუ­მის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ტრე­ნინ­გებ­ში, სე­მი­ნა­რებ­ში, ვორ­ქ­შო­პებ­ში, ჵჰ international-ის მი­ერ და­გეგ­მილ, კონ­სულ­ტა­ცი­ი­სა და ტრე­ნინ­გის ცენ­ტ­რის — ევ­რო­კავ­ში­რის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში. ვარ უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი და ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი, ეს კი დიდ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას მა­კის­რებს. პრო­ფე­სი­ა­ში დროს არ უნ­და ჩა­მორ­ჩე, მთა­ვა­რია, გავ­ლი­ლი ტრე­ნინ­გე­ბით მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლო და ეცა­დო, ყვე­ლა შე­საძ­ლო სი­ახ­ლის მი­ღე­ბა. დღეს ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბა ისე სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა, თუ მიდ­გო­მებს და სი­ახ­ლე­ებს ფეხ­და­ფეხ არ მიჰ­ყ­ვე­ბი, ვე­ღარ შეძ­ლებ მოს­წავ­ლე­თა და­ინ­ტე­რე­სე­ბას.
სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი
რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო 2010 წელს გა­მო­ი­ცა. დღეს იგი ვე­ღარ აკ­მა­ყო­ფი­ლებს მოს­წავ­ლე­ე­ბის მოთხოვ­ნებს, მაგ­რამ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლებს ძა­ლი­ან კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვაქვს სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­თა ფო­რუ­მის სა­ხით, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­გ­ვ­ყოფს და­მა­ტე­ბი­თი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით. სი­ა­ხე­ლე­ე­ბი­სა და ცვლი­ლე­ბე­ბის გა­საც­ნო­ბად კი გვი­ტარ­დე­ბა ტრე­ნინ­გე­ბი, მას­ტერ­კ­ლა­სე­ბი, სე­მი­ნა­რე­ბი, მოგ­ვე­წო­დე­ბა მა­სა­ლე­ბი, ეწყო­ბა მრგვა­ლი მა­გი­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ზი­ა­რე­ბის ჯგუფ­თან.
სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერ­გ­ვა
სი­ახ­ლე­ე­ბი­სად­მი მიმ­ღებ­ლო­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია,ზო­გი თვი­თონ ეძებს და ცდი­ლობს მის შეს­წავ­ლას და და­ნერ­გ­ვას, ზო­გის­თ­ვის რთუ­ლია სი­ახ­ლე­ე­ბის მიმ­ღებ­ლო­ბა. ჩემს მოს­წავ­ლე­ებს სი­ახ­ლე­ე­ბი მოს­წონთ, ალ­ბათ, რომ მო­აკ­ლ­დეთ, მი­საყ­ვე­დუ­რე­ბენ კი­დეც.
თუნ­დაც ბო­ლოს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი — სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა ინ­გ­ლი­სუ­რი­სა და ისტ-ის გა­მო­ყე­ნე­ბით. თა­ვი­დან თით­ქოს გა­უ­ჭირ­დათ, მე­რე თან­და­თან ინ­ტე­რე­სი გაჩ­ნ­და და, მთე­ლი წლის გან­მავ­ლობ­ში, შე­სა­ნიშ­ნა­ვი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა გას­წი­ეს, აქ­ტი­უ­რად იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბაც ამ ინ­ტე­რეს­მა და ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა.

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

25-28(942)N