გამოდის 1998 წლიდან
2018-06-07
მან­კი­ე­რი სო­ცი­ა­ლუ­რი ნორ­მე­ბი, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბას ასაზ­რ­დო­ებს


ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის დღეს, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დ­მა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ძა­ლა­დო­ბი­სად­მი მი­მარ­თუ­ლი მო­რი­გი კამ­პა­ნი­ის „და­ას­რუ­ლე ძა­ლა­დო­ბა“ პროგ­რა­მა წა­რუდ­გი­ნა. ინი­ცი­ა­ტი­ვას, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს, ბავ­შ­ვის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის სა­კითხებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ნორ­მე­ბის ცვლი­ლე­ბას, იუნი­სე­ფი, ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რით, წლის ბო­ლომ­დე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს და ხელს შე­უწყობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ერ­თი­ა­ნი ხედ­ვის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, თუ რა არის ბავ­შ­ვის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა, ასე­ვე, შე­თან­ხ­მე­ბას, რომ ძა­ლა­დო­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია. „ეს კამ­პა­ნია, ზო­გა­დად, ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ მი­მარ­თუ­ლი მო­რი­გი ტალ­ღაა, ხო­ლო კონ­კ­რე­ტუ­ლად —  სო­ცი­ა­ლუ­რი ნორ­მე­ბის ცვლი­ლე­ბე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა“ — გა­ნაცხა­და მაია ქურ­ცი­კი­ძემ, იუნისეფის კომუნიკაციის პროგ­რა­მის ხელმძღვანელი. იუნი­სე­ფის მი­ერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნია იმ კვლე­ვას ეფუძ­ნე­ბა, რო­მელ­მაც გა­მო­ავ­ლი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბავ­შ­ვე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მათ მი­მართ ძა­ლა­დო­ბი­სა და რე­ა­გი­რე­ბის, ზო­გა­დად, ძა­ლა­დო­ბის გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ნორ­მე­ბი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ბავ­შ­ვის აღ­ზ­რ­დი­სას ძა­ლა­დობ­რი­ვი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ჯერ კი­დევ სო­ცი­ა­ლურ ნორ­მად მი­იჩ­ნე­ვა. ბავ­შ­ვის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის შემ­ცი­რე­ბა — სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­ერ ამ მოვ­ლე­ნის სრუ­ლად გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა და  მის მი­მართ ნე­გა­ტი­უ­რი გან­წყო­ბის ფორ­მი­რე­ბა, არ­სე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ნორ­მე­ბის ტრან­ს­ფორ­მი­რე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩი იანოშ ჰერ­მა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ: „სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კამ­პა­ნი­ის „და­ას­რუ­ლე ძა­ლა­დო­ბა“  დაწყე­ბით, იმე­დი გვაქვს, ბიძ­გი მი­ე­ცე­მა ამ სა­კითხებ­ზე სა­ჯა­რო დის­კუ­სი­ას და გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ბავ­შ­ვის გა­ნათ­ლე­ბი­სა და აღ­ზ­რ­დის მე­თო­დე­ბი“. 
 „ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის დას­რუ­ლე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბაა და ამის­თ­ვის სა­ჭი­როა მა­თი დაც­ვის არ­სე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბის ეფექ­ტი­ა­ნად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ძა­ლა­დო­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე გა­მოვ­ლე­ნა და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ რე­ა­გი­რე­ბა. ასე­ვე, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია იმ კულ­ტუ­რუ­ლი და სო­ცი­ა­ლუ­რი ნორ­მე­ბის შეც­ვ­ლა, რომ­ლე­ბიც დიდ­წი­ლად უწყობს ხელს ძა­ლა­დო­ბი­სად­მი ტო­ლე­რან­ტულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის დას­რუ­ლე­ბა ყვე­ლას საქ­მეა“ — აცხა­დებს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ლა­ი­ლა გა­დი. 
სო­ცი­ა­ლუ­რი ნორ­მე­ბის ცვლი­ლე­ბე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კამ­პა­ნია ინი­ცი­რე­ბას გა­უ­კე­თებს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი დი­ა­ლო­გის პრო­ცესს და ქვე­ყა­ნა­ში შექ­მ­ნის მხარ­დამ­ჭერ­თა ჯგუ­ფებს შემ­დ­გო­მი ცვლი­ლე­ბე­ბის ხელ­შეწყო­ბის­თ­ვის. კამ­პა­ნი­ის ამო­ცა­­ნაა, მეტ­მა ადა­მი­ან­მა შე­იტყოს და მი­მარ­თოს აღ­ზ­რ­დის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ, პო­ზი­ტი­ურ მე­თო­დებს და ქვე­ყა­ნა­ში შე­იქ­მ­ნას ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც ცვლი­ლე­ბე­ბის გამ­ტა­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან სო­ცი­ა­ლუ­რი ნორ­მე­ბის ტრან­ს­ფორ­მა­ცი­ის პრო­ცეს­ში.
სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლი ნი­ნო ლომ­ჯა­რია ამ­ბობს, რომ ბავ­შ­ვის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა ქვე­ყა­ნა­ში ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მაა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სფე­რო­ში. „უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რომ ბავ­შ­ვე­ბი დღეს ძა­ლა­დო­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან ყველ­გან, სა­დაც ისი­ნი არი­ან — ოჯახ­ში, სკო­ლა­ში, ბაღ­ში, ქუ­ჩებ­ში, ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლ­ნი არი­ან სა­ხელ­მ­წი­ფო ზრუნ­ვის ქვეშ მყო­ფი ბავ­შ­ვე­ბიც. ჩვენ არ გვაქვს ძა­ლა­დო­ბის დრო­უ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბი­სა და რე­ა­გი­რე­ბის ეფექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი. სწო­რედ ამი­ტომ მივ­დი­ვართ იმ დრა­მა­ტულ შე­დე­გე­ბამ­დე, რა­საც დღეს ვხე­დავთ.  დი­ახ, დღეს ყვე­ლა­ფე­რი იმის შე­დე­გია, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ პრობ­ლე­მე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი აღ­ქ­მა არ გვქონ­და.
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ფეს­ვ­გად­გ­მუ­ლი ბავ­შ­ვის აღ­ზ­რ­დის მკაცრ მე­თო­დებს სჭირ­დე­ბა ბრძო­ლა რო­გორც ოჯა­ხებ­ში, ასე­ვე სკო­ლებ­ში. ჩვე­ნი კვლე­ვე­ბი და ან­გა­რი­შე­ბი ცხად­ჰ­ყოფს, რომ ქვე­ყა­ნა­ში, ზო­გა­დად, ბავ­შ­ვის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა არ არის სა­თა­ნა­დოდ აღ­ქ­მუ­ლი. კვლე­ვე­ბი იმა­საც ადას­ტუ­რებს, რომ პე­და­გო­გებს, ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბენ ბავ­შ­ვებ­თან, არ აქვთ სწო­რი წარ­მოდ­გე­ნა, თუ რა არის ბავ­შ­ვის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა. ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ზეც კი დი­დი ნა­წი­ლი ამ­ბობს, რომ ეს არ წარ­მო­ად­გენს ძა­ლა­დო­ბას, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­ზე. ასე­ვე, სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა ბუ­ლინ­გი. კვლე­ვე­ბი სუ­ლაც არ არის სა­ჭი­რო იმის­თ­ვის, რომ დავ­რ­წ­მუნ­დეთ, რა ხში­რია სკო­ლებ­ში ბავ­შ­ვე­ბის მი­ერ თა­ნა­ტო­ლე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ჩაგ­ვ­რა და ასე­ვე, პე­და­გო­გე­ბის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბი­სად­მი. ეს რომ ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მწვა­ვე პრობ­ლე­მაა და ყვე­ლა­ზე მე­ტად აწუ­ხებს ბავ­შ­ვებს, ამა­ში გუ­შინ კი­დევ ერ­თხელ დავ­რ­წ­მუნ­დი, რო­ცა მო­ზარ­დებს შევ­ხ­ვ­დი. ისი­ნი მე­სა­უბ­რ­ნენ პი­რად გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე, მითხ­რეს, რომ თი­თო­ე­ულ მათ­განს უნა­ხავს ბუ­ლინ­გის შემ­თხ­ვე­ვე­ბი სკო­ლა­ში ან თა­ვად გა­ნუც­დია ჩაგ­ვ­რა. კითხ­ვა და­მის­ვეს: რა შე­იძ­ლე­ბა გა­ა­კე­თოს ბავ­შ­ვ­მა, რო­ცა ის ბუ­ლინ­გის მსხვერ­პ­ლია? რო­ცა ვუთხა­რი, რომ ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში მათ უნ­და მი­მარ­თონ სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას და მშო­ბელს, სა­ხე­ზე ღი­მი­ლი გა­მო­ე­ხა­ტათ. ეს ღი­მი­ლი იმის პა­სუ­ხია, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობს არც პრობ­ლე­მის გა­მოვ­ლე­ნის და არც მას­ზე რე­ა­გი­რე­ბის ეფექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მი. ბავ­შ­ვებ­მა ყვე­ლა­ზე კარ­გად იცი­ან, რომ მათ, სამ­წუ­ხა­როდ, ვერც და­ვი­ცავთ და ვერც და­ვეხ­მა­რე­ბით. პირ­ველ რიგ­ში, ეს, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან ერ­თად, სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ორ­გა­ნოს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა, რო­მელ­მაც მყა­რი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო გა­რან­ტი­ე­ბი უნ­და შე­უქ­მ­ნას მო­მა­ვალ თა­ო­ბას, ამას­თან ერ­თად, ყვე­ლას პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა —  სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის. ამი­ტო­მაც ამ კამ­პა­ნი­ის დაწყე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ცნო­ბი­ე­რე­ბა ნამ­დ­ვი­ლად შე­საც­ვ­ლე­ლია, რა­შიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რო­ლი მე­დი­ა­საც ეკის­რე­ბა. სწო­რედ მას შე­უძ­ლია სწო­რი მე­სი­ჯე­ბის მი­ტა­ნა  სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე. მი­ხა­რია, რომ პრობ­ლე­მა დღი­თი დღე აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის, თუმ­ცა, გა­სა­კე­თე­ბე­ლი კი­დევ ბევ­რია და მე, რო­გორც სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლი, სრულ მზად­ყოფ­ნას გა­მოვ­ხა­ტავ მხარ­და­ჭე­რის­თ­ვის ახ­ლაც და მო­მა­ვალ­შიც. ამ თე­მებ­ზე მუ­შა­ო­ბა ჩემ­თ­ვის ნამ­დ­ვი­ლად პრი­ო­რი­ტე­ტი იქ­ნე­ბა. დი­დი იმე­დი მაქვს, ერ­თად შევ­ძ­ლებთ კონ­კ­რე­ტუ­ლი ქმე­დი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბას და არა მხო­ლოდ სა­უ­ბარს მსგავს კამ­პა­ნი­ებ­სა თუ ინი­ცი­ა­ტი­ვებ­ზე, რად­გან კონ­კ­რე­ტუ­ლი შე­დე­გე­ბი გვჭირ­დე­ბა.“ 
კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი ნორ­მე­ბის ცვლი­ლე­ბაა, მაგ­რამ, პირ­ველ რიგ­ში, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­თან­ხ­მე­ბა იმა­ზე, თუ რა არის ის სო­ცი­ა­ლუ­რი ნორ­მე­ბი, რო­მე­ლიც უნ­და შე­იც­ვა­ლოს. მაია ქურ­ცი­კი­ძე აცხა­დებს, რომ: „ეს არის ქცე­ვის წე­სე­ბი, რო­მელ­საც ინ­დი­ვი­დი მის­დევს და მი­სი უშუ­ა­ლო გა­რე­მოც­ვაც მის­გან ასე­თი­ვე ქცე­ვას მო­ე­ლის. ამი­ტომ ადა­მი­ანს შე­საძ­ლე­ბე­ლია, სუ­ლაც არ უნ­დო­დეს კონ­კ­რე­ტუ­ლი ქცე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, მაგ­რამ თუ ის თვლის, რომ მის­გან ამას მო­ე­ლი­ან (წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­ი­კიცხე­ბა), მა­შინ ამას აუცი­ლებ­ლად გა­ა­კე­თებს. თუ გვინ­და, მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი კამ­პა­ნი­ის ფარ­გ­ლებ­ში, ეს სტე­რე­ო­ტი­პე­ბი — სო­ცი­ა­ლუ­რი ნორ­მე­ბი შევ­ც­ვა­ლოთ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, პრო­ცე­სი სწო­რედ ამ სო­ცი­ა­ლუ­რი ნორ­მე­ბის ცვლი­ლე­ბებ­ზე მი­მარ­თუ­ლი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კამ­პა­ნი­ით უნ­და და­ვიწყოთ.
სამ­წუ­ხა­როდ, რო­დე­საც ვმუ­შა­ობთ კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა­სა და პო­ლი­ტი­კა­ზე, ხში­რად გვა­ვიწყ­დე­ბა ხოლ­მე, სო­ცი­ა­ლუ­რი ნორ­მე­ბის ცვლი­ლე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი და მავ­ნე სო­ცი­ა­ლუ­რი ჩვე­ვე­ბი უშ­ლის ხელს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის და პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. ერ­თი მა­გა­ლი­თი მინ­და მო­ვიყ­ვა­ნო — ჩვენ ვი­ცით, რომ ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მე­ქა­ნიზ­მი — ბავ­შ­ვ­თა ძა­ლა­დო­ბი­სა­გან დაც­ვის რე­ფე­რი­რე­ბა —  არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც ავალ­დე­ბუ­ლებს ყვე­ლა პრო­ფე­სი­ო­ნალს, შე­ატყო­ბი­ნოს სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს, თუ ის მოწ­მე გახ­დე­ბა ბავ­შ­ვ­თა მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის. ჩვენ მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბით ირ­კ­ვე­ვა, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ამ მო­ვა­ლე­ო­ბას არ ას­რუ­ლებს, რად­გან ფიქ­რობს, რომ შეტყო­ბი­ნე­ბა სხვი­სი ოჯა­ხის საქ­მე­ში ჩა­რე­ვა იქ­ნე­ბა. შეტყო­ბი­ნე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ნორ­მაა ქვე­ყა­ნა­ში და თუ ის ამას გა­ა­კე­თებს, შე­იძ­ლე­ბა მი­სი გა­რე­მოც­ვის მხრი­დან გა­ი­კიცხოს ან უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და­იმ­სა­ხუ­როს. ამი­ტო­მაც ეს მე­ქა­ნიზ­მი მა­ნამ ვერ იმუ­შა­ვებს, ვიდ­რე ქცე­ვა არ შე­იც­ვ­ლე­ბა. ინ­დი­ვი­დი მარ­ტო არ არის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში, მას­ზე გავ­ლე­ნას სწო­რედ ის ზე­და შრე­ე­ბი ახ­დე­ნენ, რომ­ლებ­საც  უშუ­ა­ლო გა­რე­მოც­ვა: ოჯა­ხი, ნა­თე­სა­ვე­ბი, მე­ზობ­ლე­ბი, სო­ფე­ლი წარ­მო­ად­გენს;   შემ­დეგ უფ­რო მა­ღა­ლი შრე­ე­ბი — ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა. თუ გვინ­და ცვლი­ლე­ბე­ბი, მა­შინ აუცი­ლე­ბე­ლია, ყუ­რადღე­ბა არა მარ­ტო ინ­დი­ვი­დის ქცე­ვის ნორ­მე­ბის ცვლი­ლე­ბებ­ზე მივ­მარ­თოთ, არა­მედ აუცი­ლებ­ლად უნ­და შევ­ც­ვა­ლოთ ზე­და შრე­ებ­ში მყა­რად ჩა­ბუ­დე­ბუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი და ნორ­მე­ბი, რაც ხელს უშ­ლის ინ­დი­ვი­დებს, მი­ი­ღონ და გა­ი­თა­ვი­სონ ახა­ლი ქცე­ვის მო­დე­ლე­ბი. 
სო­ცი­ა­ლუ­რი ნორ­მე­ბის ცვლი­ლე­ბე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი კამ­პა­ნი­ის ფარ­გ­ლებ­ში, სწო­რედ ამ შრე­ებ­ზე გვექ­ნე­ბა აქ­ცენ­ტი გა­და­ტა­ნი­ლი. ჩვე­ნი სტრა­ტე­გია იქ­ნე­ბა დი­ა­ლო­გი, დის­კუ­სია და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­თან­ხ­მე­ბა იმა­ზე, თუ რა არის ძა­ლა­დო­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ არის შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი და  ხში­რად, სკო­ლა­სა თუ ოჯახ­ში, ძა­ლა­დო­ბის რბი­ლი ფორ­მე­ბი არ მი­აჩ­ნი­ათ ძა­ლა­დო­ბად. ამი­ტომ, პირ­ველ რიგ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბა უნ­და ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, რომ ეს ქცე­ვე­ბი ძა­ლა­დო­ბაა და აუცი­ლებ­ლად უნ­და შე­იც­ვა­ლოს.“ 
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ნორ­მე­ბის ანა­ლიზ­მა ცხად­ჰ­ყო, რომ,  სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ძა­ლა­დო­ბას მი­სა­ღე­ბად მი­იჩ­ნევს (მხოლოდ 39% მიიჩნევს, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობა სერიოზული პრობლემაა). უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ეს არის ბავ­შ­ვის აღ­ზ­რ­დის ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი სტი­ლი, რო­მე­ლიც ოჯა­ხებ­ში დღემ­დე გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლია. რო­გორც კი ბავ­შ­ვი ამ დად­გე­ნილ ნორ­მებს ან წე­სებს გა­და­უხ­ვევს, მშო­ბე­ლი ძა­ლა­დობ­რივ მე­თოდს მი­მარ­თავს. „ვიდ­რე ქვე­ყა­ნა­ში აღ­ზ­რ­დის ასე­თი ნორ­მა გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია, ვიდ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბა ან­და­ზე­ბით საზ­რ­დო­ობს, რომ  „კარ­გი ცხე­ნი მათ­რახს არ და­ირ­ტყამს“, ან „შვი­ლი გა­ზარ­დე მტრად, გა­მო­გად­გე­ბა მოყ­ვ­რად“, მა­ნამ ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბას ვერ შე­ვამ­ცი­რებთ. ამი­ტო­მაც აუცი­ლე­ბე­ლია, ჯერ ქცე­ვის ნორ­მე­ბის ცვლი­ლე­ბე­ბის­კენ მივ­მარ­თოთ ძი­რი­თა­დი ყუ­რადღე­ბა. — ამ­ბობს მაია ქურ­ცი­კი­ძე. — ჩვე­ნი მი­ზა­ნი იმ ჯაჭ­ვის გაწყ­ვე­ტაა, რო­მე­ლიც ძა­ლა­დო­ბა­ზე თვა­ლის და­ხუჭ­ვაა, რო­ცა ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფას ვახ­დენთ და გულ­გ­რი­ლად ვუ­ყუ­რებთ ამ ფაქტს, მა­შინ ჩვენც ამ ძა­ლა­დო­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ვხდე­ბით. ძა­ლა­დო­ბა­ზე რე­ა­გი­რე­ბა და ხმის ამო­ღე­ბა ყვე­ლას პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა.“
სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პრობ­ლე­მა ქცე­ვის მო­დე­ლე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ვე­ბის არარ­სე­ბო­ბა­ცაა, რაც კვლე­ვის შე­დე­გა­დაც გა­მო­იკ­ვე­თა. ერ­თია, რო­ცა ვამ­ბობთ, რომ ცუ­დია აღ­ზ­რ­დის მე­თო­დი, მაგ­რამ მე­ო­რეა, რო­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვერ ვთა­ვა­ზობთ  ალ­ტერ­ნა­ტი­ვას — რო­გო­რია პო­ზი­ტი­უ­რი მშობ­ლო­ბა. ადა­მი­ა­ნი, სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში გარ­კ­ვე­უ­ლი ქცე­ვის მო­დე­ლებს ირ­ჩევს და ხში­რად, რო­ცა ბავ­შ­ვი ხე­დავს, რომ ეს ქცე­ვის მო­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მი­სა­ღე­ბია და ამის­თ­ვის არა­ვინ გა­კიცხუ­ლა, თა­ვის­თა­ვად, თვი­თო­ნაც იმე­ო­რებს. „ამი­ტომ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ვა­ჩი­ნოთ ქცე­ვის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მო­დე­ლე­ბი რო­გორც ოჯახ­ში აღ­ზ­რ­დი­სას, ისე სკო­ლა­ში, პო­ზი­ტი­უ­რი დის­ციპ­ლი­ნის სა­ხით, რა­თა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქცე­ვის მო­დე­ლე­ბი მი­სა­ბა­ძი გახ­დეს და ძა­ლა­დობ­რი­ვი ქცე­ვის მო­დე­ლე­ბის ნაც­ვ­ლად დამ­კ­ვიდ­რ­დეს. რო­გორც კი სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­თან­ხ­მ­დე­ბა იმა­ზე, თუ რა არის აღ­ზ­რ­დის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლი, ცვლი­ლე­ბე­ბიც არ და­ა­ყოვ­ნებს.“ — აღი­ნიშ­ნა პროგ­რა­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას.
შეხ­ვედ­რა­ზე ხა­ზი გა­ეს­ვა იმა­საც, თუ რო­გორ არის აღ­ქ­მუ­ლი ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში ბავ­შ­ვი. ით­ქ­ვა, რომ, ძი­რი­თა­დად, ის მი­აჩ­ნი­ათ, რო­გორც სა­კუთ­რე­ბა და არა რო­გორც ინ­დი­ვი­დი, რო­მელ­საც თა­ვი­სი უფ­ლე­ბე­ბი აქვს. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მა­თი ამ­გ­ვა­რი აღ­ქ­მა გა­ნა­პი­რო­ბებს ბავ­შ­ვე­ბის მი­მართ ძა­ლა­დობ­რივ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. ქარ­თ­ვე­ლი მშობ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას  მი­აჩ­ნია, რომ კარ­გი ბავ­შ­ვი, რო­მე­ლიც მშობ­ლის სა­კუთ­რე­ბაა,  „დამ­ჯე­რია“ და არ გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა უმ­რავ­ლე­სო­ბი­სა­გან.  თუ ის ამ სტე­რე­ო­ტი­პებს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს, მშობ­ლე­ბი, ხში­რად, სხვა გზებს მი­მარ­თა­ვენ, რომ, მა­თი გა­გე­ბით, კარგ გზა­ზე და­ა­ყე­ნონ. ეს მე­თო­დე­ბი კი, რო­გორც წე­სი, ძა­ლა­დობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი­საა. ეს აღ­ქ­მაც ერ­თ­გ­ვა­რი სო­ცი­ა­ლუ­რი ნორ­მაა, რო­მე­ლიც აუცი­ლებ­ლად უნ­და შე­იც­ვა­ლოს.
კამ­პა­ნი­ის ფარ­გ­ლებ­ში, მშობ­ლე­ბი და ის პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ბავ­შ­ვ­ზე ზრუ­ნა­ვენ, სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რე­ბი­სა და დის­კუ­სი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით შეძ­ლე­ბენ გა­ი­ზი­ა­რონ, რა არის ძა­ლა­დო­ბა და რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნონ  ბავ­შ­ვის აღ­ზ­რ­დის პო­ზი­ტი­უ­რი მე­თო­დე­ბი. მოს­წავ­ლე­ე­ბი მი­ი­ღე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას ძა­ლა­დო­ბი­სა და იმის შე­სა­ხებ, რო­გორ გა­დაჭ­რან პრობ­ლე­მე­ბი არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი გზე­ბით. გა­ი­მარ­თე­ბა შეხ­ვედ­რე­ბი მას­წავ­ლებ­ლებ­თან, შე­იქ­მ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი სკო­ლე­ბის­თ­ვის, კო­მიქ­სე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, გა­ი­მარ­თე­ბა შეხ­ვედ­რე­ბი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­თან და სტუ­დენ­ტებ­თან თბი­ლის­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში, რად­გა­ნაც კამ­პა­ნია არა მხო­ლოდ დე­და­ქა­ლაქს, არა­მედ იმე­რეთს, აჭა­რას, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთს, გუ­რი­ას, სა­მეგ­რე­ლოს, კა­ხეთ­სა და ში­და ქართლს მო­ი­ცავს.
„ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა დი­ა­ლო­გის და დის­კუ­სი­ე­ბის ინი­ცი­რე­ბა იქ­ნე­ბა — აცხა­დებს მაია ქურ­ცი­კი­ძე, — რე­გი­ონ­ში მხარ­დამ­ჭერ­თა ჯგუ­ფებს შევ­ქ­მ­ნით და მათ­თან ერ­თად ვიქ­ნე­ბით შემ­დ­გო­მი ცვლი­ლე­ბე­ბის გამ­ტა­რი. ერთ-ერ­თი სა­მიზ­ნე ჯგუ­ფი იქ­ნე­ბი­ან მშობ­ლე­ბი და ის პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ბავ­შ­ვებ­ზე ზრუ­ნა­ვენ, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი. აქ­ტი­უ­რად ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლებთ სკო­ლებ­თან, ბავ­შ­ვებ­თან, სტუ­დენ­ტებ­თან, მას­წავ­ლებ­ლებ­თან. არ ვა­პი­რებთ ბევ­რი კლი­პის გა­და­ღე­ბას ან ბრო­შუ­რე­ბის და­ბეჭ­დ­ვას. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად, მო­ვახ­დი­ნოთ ცვლი­ლე­ბე­ბი. სკო­ლა­ში აუცი­ლებ­ლად გავ­მარ­თავთ დე­ბა­ტებს, რა­თა ბავ­შ­ვე­ბი თა­ვად მი­ვიდ­ნენ დას­კ­ვ­ნამ­დე, რა არის ძა­ლა­დო­ბა, რად­გან მათ­თან თან­ხ­მო­ბით გვჭირ­დე­ბა ამ ცვლი­ლე­ბე­ბა­მა­დე მის­ვ­ლა. აუცი­ლებ­ლად გვექ­ნე­ბა დის­კუ­სი­ე­ბი პრო­ფე­სი­ულ ჯგუ­ფებ­თან — მას­წავ­ლებ­ლებ­თან, სო­ცი­ა­ლურ მუ­შა­კებ­თან და თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, რად­გან ხში­რად თე­მის შე­თან­ხ­მე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს რე­ა­ლურ ცვლი­ლე­ბებს. გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, ერ­თად შევ­ძ­ლებთ, და­ვას­რუ­ლოთ ძა­ლა­დო­ბა.“
კამ­პა­ნია წლის ბო­ლომ­დე გაგ­რ­ძელ­დე­ბა და რო­გორც ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი აცხა­დე­ბენ, ამ მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პროგ­რა­მით რა­დი­კა­ლურ ცვლი­ლე­ბებს ვერ მი­ი­ღე­ბენ, რად­გან სო­ცი­ა­ლურ ცვლი­ლე­ბებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია საკ­მა­ოდ რთუ­ლი და კომ­პ­ლექ­სუ­რი პრო­ცე­სია. თა­ვის­თა­ვად, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­კითხის შე­სა­ხებ ერ­თი­ა­ნი ხედ­ვის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და ძა­ლა­დო­ბის გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ნორ­მე­ბის შეც­ვ­ლას გა­ცი­ლე­ბით მე­ტი დრო დას­ჭირ­დე­ბა, ეს მხო­ლოდ და­საწყი­სია.  

37(831)N