გამოდის 1998 წლიდან
2018-06-14
რაც შენ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ძვირ­ფა­სია, იმის­თ­ვის ბო­ლომ­დე უნ­და და­ი­ხარ­ჯო


რუბ­რი­კის სტუ­მა­რია კი­ლის
უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტი,
 „სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია გა­ლის“
დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი
რო­ბერტ წურ­წუ­მია

— რო­ბერტ, მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი გალ­ში გა­ა­ტა­რე. რო­გორ გახ­სენ­დე­ბა ბავ­შ­ვო­ბა, სკო­ლა, მას­წავ­ლებ­ლე­ბი... გან­საზღ­ვ­რა თუ არა სკო­ლამ შე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი?
— მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი ნა­წი­ლობ­რივ გალ­ში გა­ვა­ტა­რე. მე­ო­რე კლა­სის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ოჯახ­თან ერ­თად, მშობ­ლი­უ­რი გა­რე­მოს და­ტო­ვე­ბა მო­მი­წია. მას შემ­დეგ, რაც გალ­ში ვი­თა­რე­ბა შე­და­რე­ბით სტა­ბი­ლუ­რი გახ­და, ისევ დავ­ბ­რუნ­დით სო­ფელ­ში — ზე­მო ბარ­ღებ­ში. ჩვე­ნი სკო­ლის შე­ნო­ბა უკ­ვე ჩვენ­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი აღარ იყო (რად­გან რუ­სი მშვი­დო­ბის­მ­ყო­ფე­ლე­ბის ბა­ზა იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი). ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ძა­ლის­ხ­მე­ვით, სოფ­ლის სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს შე­ნო­ბა კე­თილ­მო­ეწყო და სას­წავ­ლო პრო­ცე­სი იქ გაგ­რ­ძელ­და. მარ­თა­ლია, ომამ­დე­ლი ვი­თა­რე­ბა მა­ინც ვერ აღ­დ­გა (ბუ­ნებ­რი­ვია, ვერც აღ­დ­გე­ბო­და), მაგ­რამ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ში­ში და და­ძა­ბუ­ლო­ბა არ იგ­რ­ძ­ნო­ბო­და, თით­ქოს­და ისევ ჩვე­ულ რიტმს და­უბ­რუნ­და ცხოვ­რე­ბა, ისევ იმე­დი­ან და მომ­ღი­მარ სა­ხე­ებს ვხე­დავ­დით. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ეს ვი­თა­რე­ბა, დიდ­ხანს არ გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლა. ე.წ. „გა­ლის მოვ­ლე­ნე­ბის“ შემ­დეგ, 1998 წელს, ისევ მოგ­ვი­წია მშობ­ლი­უ­რი კუთხის და­ტო­ვე­ბა. მა­შინ უკ­ვე მეშ­ვი­დე კლა­სი დამ­თავ­რე­ბუ­ლი მქონ­და. დევ­ნი­ლო­ბა­ში ზუგ­დიდ­ში მოვ­ხ­ვ­დით, ჩვენ­მა სკო­ლა­მაც დევ­ნი­ლო­ბა­ში გა­აგ­რ­ძე­ლა ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა — ზუგ­დი­დის მე­სა­მე სა­შუ­ა­ლო სკო­ლის შე­ნო­ბა­ში, მე­ო­რე ცვლა­ში დაგ­ვით­მეს საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი, სა­დაც გა­ვაგ­რ­ძე­ლე სწავ­ლა და და­ვამ­თავ­რე სკო­ლა.
რაც შე­ე­ხე­ბა მო­გო­ნე­ბებს, გა­მი­ჭირ­დე­ბა რო­მე­ლი­მე ერ­თი სიტყ­ვით იმ გან­ც­დე­ბის გად­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვო­ბი­დან მომ­ყ­ვე­ბა. ეს მა­ინც არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვან გან­ც­დებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. უმ­ძი­მე­სი მოვ­ლე­ნე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი პე­რი­ო­დი­დან, რა თქმა უნ­და, სირ­თუ­ლე­ებ­თან ერ­თად, მახ­სენ­დე­ბა, მარ­თა­ლია ცო­ტა, მაგ­რამ ლა­მა­ზად მო­სა­გო­ნა­რი და­უ­ვიწყა­რი წუ­თე­ბიც, რო­გორც იტყ­ვი­ან: „რაც არ გკლავს, გაძ­ლი­ე­რებს!“
პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი უფ­რო გვი­ან, სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გა­ვა­კე­თე, ასე რომ, პირ­და­პი­რი გავ­ლე­ნა ჩემს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ზე სკო­ლას არ მო­უხ­დე­ნია, თუმ­ცა, იმ სივ­რ­ცემ, რო­მელ­შიც ვიზ­რ­დე­ბო­დი და მი­წევ­და ცხოვ­რე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, გან­საზღ­ვ­რა ჩე­მი, რო­გორც პი­როვ­ნე­ბის, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.
რო­ცა ბავ­შ­ვო­ბა­ზე, სკო­ლა­ზე ვფიქ­რობ, პირ­ვე­ლი სიტყ­ვა, რაც ამ ყვე­ლაფ­რის აღ­სა­წე­რად გო­ნე­ბა­ში ამო­ტივ­ტივ­დე­ბა, ეს არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბაა. მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ამ პე­რი­ოდს ვერ შე­ვა­ფა­სებ, რო­გორც ნე­გა­ტი­ურს. ალ­ბათ, სწო­რედ ამ ვი­თა­რე­ბა­ში ცხოვ­რე­ბამ მას­წავ­ლა, რომ იმის­თ­ვის, რაც შენ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ძვირ­ფა­სია, ბო­ლომ­დე უნ­და და­ი­ხარ­ჯო; სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­მა და­მა­ნა­ხა ადა­მი­ა­ნუ­რი თავ­გან­წირ­ვის უამ­რა­ვი მა­გა­ლი­თი, იდე­ის­თ­ვის, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­თ­ვის და ნა­თე­ლი მო­მა­ვა­ლის­თ­ვის თავ­გან­წი­რუ­ლი უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, რა­მაც ბუ­ნებ­რი­ვია, ჩემ­ზე უდი­დე­სი გავ­ლე­ნა იქო­ნია. არ შე­მიძ­ლია არ გა­ვიხ­სე­ნო, სო­ფელ­ში — ზე­მო ბარ­ღებ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ვხე­დავ­დი, თუ რო­გორ იღ­ვ­წო­და ყვე­ლა (ჰყავ­დათ თუ არა სას­კო­ლო ასა­კის ბავ­შ­ვე­ბი) ახა­ლი სკო­ლის ასა­შე­ნებ­ლად, რომ ჩვენ­თ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­ე­ცათ. ყვე­ლა ჩემს პე­და­გოგს დი­დი სით­ბო­თი ვიხ­სე­ნებ, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის ამა­გი მახ­სოვს, ყვე­ლას მი­მართ უდი­დეს მად­ლი­ე­რე­ბას გა­მოვ­ხა­ტავ. არ შე­მიძ­ლია გან­სა­კუთ­რე­ბით არ აღ­ვ­ნიშ­ნო ჩე­მი ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ქალ­ბა­ტო­ნი მზე­ვი­ნარ გე­ლან­ტია. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც, გან­სა­კუთ­რე­ბით ომის შემ­დ­გომ, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღად­გი­ნა და შე­ი­ნარ­ჩუ­ნა ზე­მო ბარ­ღე­ბის სკო­ლა, უხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლა მას დევ­ნი­ლო­ბა­ში და მი­უ­ხე­და­ვად უფ­რო პერ­ს­პექ­ტი­უ­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი­სა, დარ­ჩა იქ, მშობ­ლი­ურ სკო­ლა­ში, სა­დაც დღემ­დე აგ­რ­ძე­ლებს მუ­შა­ო­ბას. მან არა მარ­ტო დევ­ნი­ლო­ბა­ში შეგ­ვი­ნარ­ჩუ­ნა დევ­ნი­ლო­ბამ­დე­ლი მშობ­ლი­უ­რი სივ­რ­ცე, არა­მედ შეგ­ვაყ­ვა­რა ქარ­თუ­ლი ენა, პო­ე­ზია, პრო­ზა... შე­იძ­ლე­ბა გა­საკ­ვი­რიც იყოს, მაგ­რამ სწო­რედ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის წყა­ლო­ბით, გვერ­დ­ში დგო­მი­თაა, რომ მხო­ლოდ უარ­ყო­ფი­თი ემო­ცი­ე­ბით არ ვიხ­სე­ნებ იმ წლებს.
— სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სწავ­ლას ფო­თის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­მარ­თალ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე აგ­რ­ძე­ლებ... რა შე­გიძ­ლია გვითხ­რა ქარ­თულ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბა­ზე?
— გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ უკ­ვე წლე­ბია გერ­მა­ნი­ა­ში ვცხოვ­რობ და პირ­და­პი­რი კავ­ში­რი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მას­თან არ მაქვს, გა­მი­ჭირ­დე­ბა შე­კითხ­ვა­ზე  კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პა­სუ­ხის გა­ცე­მა. თუმ­ცა, გარ­კ­ვე­ულ პრო­ცე­სებს ვაკ­ვირ­დე­ბი და რა­საც ვხე­დავ, ის არის, რომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბის ხა­რის­ხი სა­ხარ­ბი­ე­ლო არ არის. ბუ­ნებ­რი­ვია, დღე­ვან­დე­ლი რე­ა­ლო­ბის შე­ფა­სე­ბი­სას წარ­სუ­ლის და­ვიწყე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა, თუმ­ცა თა­ვად დრო ქმნის გან­ვი­თა­რე­ბის დი­ნა­მი­კა­ში გარ­კ­ვე­უ­ლი შეს­წო­რე­ბე­ბის შე­ტა­ნის აუცი­ლებ­ლო­ბას და ვფიქ­რობ, სა­ა­მი­სოდ ვი­თა­რე­ბა უკ­ვე მომ­წი­ფე­ბუ­ლია. დროა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, იქ­ნე­ბა ეს სას­კო­ლო თუ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა, გა­და­ე­ცეთ მე­ტი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა და ამით, რა თქმა უნ­და, მე­ტი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და­ე­კის­როთ.
— ამ­ჟა­მად კი­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ. რა შე­გიძ­ლია გვი­ამ­ბო სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის, ლექ­ცი­ე­ბი­სა და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­სა­ხებ?
— გერ­მა­ნი­ა­ში სას­წავ­ლებ­ლად წას­ვ­ლას ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი მი­ზე­ზი არ ჰქო­ნია, ალ­ბათ, მთლი­ა­ნო­ბა­ში, გან­ვი­თა­რე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვის ძი­ე­ბა იყო მი­ზე­ზიც და მი­ზა­ნიც, უპი­რა­ტე­სი, რა თქმა უნ­და, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი. უპირ­ვე­ლე­სი კომ­პო­ნენ­ტი, რო­მელ­საც გა­მოვ­ყოფ­დი, თა­ვი­სუ­ფა­ლი სივ­რ­ცეა, სა­დაც უფ­ლე­ბას­თან ერ­თად პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბაც ცალ­კე­ულ ინ­დი­ვიდ­ზე გად­მო­დის. მა­გა­ლი­თის­თ­ვის, რო­ცა იური­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი სტუ­დენ­ტებს კონ­კ­რე­ტულ თე­მას უხ­ს­ნის, ის, უპირ­ვე­ლე­სად, სა­კუ­თარ მეც­ნი­ე­რულ მო­საზ­რე­ბას წა­რად­გენს და არა სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ მო­წო­დე­ბუ­ლი თე­მის ში­ნა­არსს, ხო­ლო მი­სი მეც­ნი­ე­რუ­ლი მო­საზ­რე­ბის სის­წო­რეს კი დარ­გის სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი (ამ მო­საზ­რე­ბის გა­ზი­ა­რე­ბით ან კრი­ტი­კით) აკონ­ტ­რო­ლე­ბენ. პრო­ფე­სო­რი თვი­თონ გან­საზღ­ვ­რავს სა­გა­მოც­დო შე­კითხ­ვებს, მათ რა­ო­დე­ნო­ბას, წო­ნა­დო­ბას, რა თქმა უნ­და, და­წე­სე­ბუ­ლი ჩარ­ჩო­ე­ბის ფარ­გ­ლებ­ში.
ამა­ვე კომ­პო­ნენ­ტის მე­ო­რე და არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია სტუ­დენ­ტე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. სტუ­დენტს, რო­მე­ლიც ამა თუ იმ პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბა, არ აქვს წი­ნას­წარ გან­საზღ­ვ­რუ­ლი ვა­და, რო­მელ­შიც და­ას­რუ­ლებს სას­წავ­ლო პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლის შეს­წავ­ლას. მას შე­უძ­ლია თა­ვად გან­საზღ­ვ­როს, რა ვა­დებ­ში, რა მო­ცუ­ლო­ბით, რო­მელ საგ­ნებს და­ე­უფ­ლე­ბა, და­ეს­წ­რე­ბა თუ არა ლექ­ცი­ებს, მი­ი­ღებს თუ არა და­მა­ტე­ბით შე­თა­ვა­ზე­ბულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს თე­მის სიღ­რ­მი­სე­უ­ლად შეს­წავ­ლის­თ­ვის. შე­ეც­დე­ბა თუ არა ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბით ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბას. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, მას­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი უნ­და რომ იყოს. თა­ვი­სუფ­ლე­ბის ეს ხა­რის­ხი პირ­და­პირ­პ­რო­პორ­ცი­უ­ლად ზრდის მის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას და, შე­სა­ბა­მი­სად, შე­დე­გი­ა­ნო­ბა, მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის ხა­რის­ხი მა­ღა­ლია.
რა თქმა უნ­და, ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია კვლე­ვე­ბის წარ­მო­ე­ბა. ახა­ლი ცოდ­ნის გე­ნე­რი­რე­ბის გა­რე­შე, ბუ­ნებ­რი­ვია, ვერ იქ­ნე­ბა გან­ვი­თა­რე­ბა, წინ­ს­ვ­ლა. ამ კომ­პო­ნენ­ტ­შიც მთა­ვა­რია და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხა­რის­ხი — იქ­ნე­ბა ეს საკ­ვ­ლე­ვი თე­მე­ბის არ­ჩე­ვა თუ კვლე­ვე­ბის სიღ­რ­მე. სა­ა­მი­სოდ აუცი­ლე­ბე­ლია ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი. ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია დარ­გობ­რი­ვი გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის რო­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.
რაც შე­ე­ხე­ბა სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბას, ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბის ხა­რის­ხი აქაც გა­დამ­წყ­ვე­ტი ფაქ­ტო­რია.
აქ­ვე მინ­და შე­ვე­ხო ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის თე­მას. თა­ვის დრო­ზე ამ სის­ტე­მის და­ნერ­გ­ვა მარ­თე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იყო, თუმ­ცა, გრძელ­ვა­დი­ან პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში, ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბას. ეს სის­ტე­მა სკო­ლებს, ფაქ­ტობ­რი­ვად, უფუნ­ქ­ცი­ოდ ტო­ვებს. რო­ცა აბი­ტუ­რი­ენტს მხო­ლოდ 3+1 საგ­ნის ჩა­ბა­რე­ბა უწევს იმის­თ­ვის, რომ სტუ­დენ­ტი გახ­დეს, წლე­ბის გან­მავ­ლობ­აში სკო­ლა­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა არა­ვი­თარ დატ­ვირ­თ­ვას აღარ ატა­რებს. ხო­ლო, რაც შე­ე­ხე­ბა ბი­ბი­ლი­ო­თე­კის როლს — სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბით გე­ნე­რი­რე­ბუ­ლი ცოდ­ნის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა თუ გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი არ არის, ეს და­კარ­გუ­ლი ცოდ­ნაა.
და­ბო­ლოს, უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ცალ­კე აღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ბუ­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა, სხვა ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, ალ­ბათ, შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამი­ტო­მაც უკე­თე­სი მო­მავ­ლის შექ­მ­ნას ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხ­მე­ვა სჭირ­დე­ბა.
— საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა­ში ითა­მა­შებს თუ არა გა­დამ­წყ­ვეტ როლს?
— და­საქ­მე­ბა ბევრ სხვა­დას­ხ­ვა ფაქ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რის­თ­ვი­საც რა თქმა უნ­და, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბაც. იმე­დი მაქვს, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, გა­დამ­წყ­ვეტს თუ არა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს ითა­მა­შებს.
— გერ­მა­ნი­ა­ში, შე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვით, და­ფუძ­ნ­და „სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია გა­ლი“. რა არის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მთავა­რი მი­ზა­ნი?
— ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია გა­ლის სამ­შ­ვი­დო­ბო რე­სურ­სის წარ­მო­ჩე­ნა, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა­საც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლის შე­ტა­ნა შე­უძ­ლია აფხაზ და ქარ­თ­ველ ხალ­ხებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დ­გე­ნა-გაღ­რ­მა­ვე­ბა­ში. ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ლის ის­ტო­რი­ულ შუ­ა­მავ­ლურ როლ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, პი­რო­ბი­თად, შე­იძ­ლე­ბა სამ ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბად და­ი­ყოს: პირ­ვე­ლი, ეს არის პრობ­ლე­მე­ბი­დან გა­მო­სავ­ლის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფარ­თო ჩარ­თუ­ლო­ბას გუ­ლის­ხ­მობს; მე­ო­რე — ხალ­ხ­თა­შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას კონ­კ­რე­ტუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის სა­ხით ვა­პი­რებთ და მე­სა­მე ის პრო­ექ­ტე­ბია, რომ­ლე­ბიც გან­ვი­თა­რე­ბის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი. იგუ­ლის­ხ­მე­ბა რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა, ასე­ვე გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბა.
— ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში სხვა­დას­ხ­ვა ეროვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შე­დი­ან. ვინ არი­ან ისი­ნი?
— ისი­ნი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც, უპირ­ვე­ლე­სად, გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი აქვთ მშვი­დო­ბის ფა­სი, ასე­ვე კარ­გად აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ მი­უ­ხე­და­ვად ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ბმი­სა, მოვ­ლე­ნა­თა ძა­ლა­დობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა (დე­და­მი­წის რო­მელ კუთხე­შიც არ უნ­და იყოს), თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის ცხოვ­რე­ბა­ზე ნე­გა­ტი­უ­რად აისა­ხე­ბა. ისი­ნი აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ იმ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც ყვე­ლას გვა­კის­რია, რო­გორც მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რებს.
— რა მი­მარ­თუ­ლე­ბის და ში­ნა­არ­სის პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გეგ­მავს „სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია გა­ლი“, ვინ არი­ან თქვე­ნი პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი, დო­ნო­რე­ბი და ვინ ჩა­ერ­თ­ვე­ბა ამ პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში?
— ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვგეგ­მავთ პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, მაგ­რამ პრო­ექ­ტე­ბის შე­მუ­შე­ვე­ბის ეტაპ­ზე მი­ზან­შე­წო­ნი­ლად არ მიგ­ვაჩ­ნია ცალ­კე­ულ მათ­გან­ზე სა­ჯა­როდ სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა, პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დას­კ­ვ­ნით ეტაპ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ვა­სა­ჯა­რო­ებთ, მათ შო­რის, პრო­ექ­ტის დო­ნო­რებ­თან და პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც.
— რო­გორ გე­სა­ხე­ბა მო­მა­ვა­ლი, სად აპი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას?
— ჩე­მი მი­ზა­ნი ისევ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა და სა­კუ­თარ, ბავ­შ­ვო­ბის­დ­რო­ინ­დელ სახლ-კარ­ში ცხოვ­რე­ბაა, ოღონდ, და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის შემ­დეგ.
გა­ლი მშვი­დო­ბის ძა­ლაა!

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

25-28(942)N