გამოდის 1998 წლიდან
2018-05-31
ფი­ნუ­რი სკო­ლის წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო — ნდობა და თა­ნას­წო­რო­ბა

ერ­თი წლის წინ და­გეგ­მი­ლი ინ­ტერ­ვიუ მა­კო ღამ­ბა­ში­ძეს­თან  მოგ­ვი­ა­ნე­ბით შედ­გა, მაგ­რამ ფი­ნუ­რი სკო­ლის მო­დელ­ზე სა­უ­ბა­რი არც ერ­თი და არც ორი წლის შემ­დეგ აქ­ტუ­ა­ლო­ბას არ და­კარ­გავს, რად­გან ფი­ნუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, მი­უ­ხე­და­ვად, იმი­სა, რომ ბევ­რი მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნის­თ­ვის სწო­რე­ბად იქ­ცა და მცდე­ლო­ბას არ აკ­ლე­ბენ, რომ მას გა­უ­თა­ნაბ­რ­დ­ნენ, დღემ­დე მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ა­ზეა. მა­რი­ა­მი ერ­თი სე­მეს­ტ­რი ტურ­კუს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში (ფი­ნე­თი) გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავ­ლობ­და. ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ნათ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის მა­გის­ტ­რი, ილი­ა­უ­ნის ჶrasmus+-ის გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბის სტი­პენ­დი­ა­ტი და გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე, თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს და გვი­ზი­ა­რებს მო­საზ­რე­ბებს, თუ რითია ფი­ნუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა სა­მა­გა­ლი­თო.

ფი­ნუ­რი ცხოვ­რე­ბა — შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის ზღვა
ჩე­მი ფი­ნუ­რი ცხოვ­რე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის, ემო­ცი­ე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის ზღვა იყო. შე­მიყ­ვარ­და ფი­ნუ­რი კულ­ტუ­რა, ტრა­დი­ცი­ე­ბი და ცხოვ­რე­ბის წე­სი. გა­ვი­ცა­ნი სხვა­დას­ხ­ვა კულ­ტუ­რუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი. მი­ხა­რია, რომ ჩე­მი ცხოვ­რე­ბა ამ მხრივ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გახ­და.
ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მა­ინც ფი­ნუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გაც­ნო­ბა აღ­მოჩ­ნ­და. ბევ­რი და­დე­ბი­თი მსმე­ნო­და, თუმ­ცა ნა­ნახ­მა ყო­ველ­გ­ვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. მო­მე­ცა ფი­ნე­თის სკო­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ვეს­წ­რე­ბო­დი გაკ­ვე­თი­ლებს, ინ­ტერ­ვი­უ­ებს ვი­ღებ­დი სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის, პე­და­გო­გე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან. მივ­ხ­ვ­დი, რომ ნდო­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა და თა­ნას­წო­რო­ბა აქ­ცევს ფი­ნუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას სა­მა­გა­ლი­თოდ.
ფი­ნე­თის რამ­დე­ნი­მე სკო­ლა­ში სტუმ­რო­ბი­სას გა­და­ღე­ბულ­მა, ერ­თი შე­ხედ­ვით ჩვე­უ­ლებ­რივ­მა, ფო­ტო­ებ­მა ჩე­მი ფე­ის­ბუქ­სივ­რ­ცე გა­და­ატ­რი­ა­ლა. ერთ ღა­მე­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 100-200 შეტყო­ბი­ნე­ბას ვი­ღებ­დი პე­და­გო­გე­ბის­გან, სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის­გან ან ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის­გან. მომ­დი­ო­და წე­რი­ლე­ბი ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან და ონ­ლა­ინ ჟურ­ნა­ლე­ბი­დან. მი­ხა­რია, რომ ამ ფო­ტო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ვი­ცა­ნი ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მებ­ში მუ­შა­ო­ბენ. სკა­ი­პით ვე­სა­უბ­რე­ბო­დი უცხო ადა­მი­ა­ნებს, მოს­წავ­ლე­ებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებს და ვმსჯე­ლობ­დით სხვა­დას­ხ­ვა პრობ­ლე­მე­ბი­დან გა­მო­სავ­ლის გზებ­ზე. მი­ხა­რია, რომ ამ ფო­ტო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით დღემ­დე ვი­ღებ ზა­რებ­სა და წე­რი­ლებს.

წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა
ფი­ნე­თის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ტრან­ს­ფორ­მა­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლია, უბ­რა­ლოდ, ეს პრო­ცე­სი ითხოვს დრო­სა და მოთ­მი­ნე­ბას. სის­ტე­მა ასე მუ­შა­ობს, მთავ­რო­ბა ენ­დო­ბა სკო­ლებს, სკო­ლე­ბი ენ­დო­ბი­ან მას­წავ­ლებ­ლებს, მას­წავ­ლებ­ლე­ბი — ერ­თ­მა­ნეთს და მოს­წავ­ლე­ებს. სწო­რედ ეს ჯაჭ­ვი ხდის ფი­ნუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას ასეთ ძლი­ერ­სა და შე­დე­გი­ანს.
მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ის, რომ პე­და­გო­გებს აქვთ აკა­დე­მი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა იმა­ში, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. ალ­ბათ გა­გიჩ­ნ­დე­ბათ კითხ­ვა, არ­სე­ბობს თუ არა საზღ­ვ­რე­ბი. გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭო პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლია ნა­ცი­ო­ნა­ლურ კუ­რი­კუ­ლუმ­ზე. ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კუ­რი­კუ­ლუ­მის მი­ხედ­ვით ად­გენს ლო­კა­ლურ კუ­რი­კუ­ლუმს, რო­მე­ლიც კონ­კ­რე­ტულ რე­გი­ონს ერ­გე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი კუ­რი­კუ­ლუ­მი კი ერ­გე­ბა სკო­ლებს, მათივე სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, ანუ არ­სე­ბობს ეროვ­ნუ­ლი, ლო­კა­ლუ­რი (რე­გი­ო­ნუ­ლი) და სკო­ლის კუ­რი­კუ­ლუ­მი (სა­დაც თი­თო­ე­უ­ლი სკო­ლა მო­ი­აზ­რე­ბა).
მას­წავ­ლებ­ლებს აქვთ აკა­დე­მი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ავ­ტო­ნო­მია, თუმ­ცა უნ­და აღი­ნიშ­ნოს ისიც, რომ ისი­ნი ერ­თ­მა­ნე­თის­გან სწავ­ლო­ბენ, კუ­რი­კუ­ლუმ­ში ცვლი­ლე­ბას და ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბულ შე­დე­გებს ერ­თ­მა­ნეთს უზი­ა­რე­ბენ. ფი­ნე­თის მას­წავ­ლებ­ლე­ბის 95% მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბის წევ­რია. მას­წავ­ლებ­ლებს ენ­დო­ბი­ან და სწო­რედ ეს არის ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ბერ­კე­ტი, რაც მა­თი მო­ტი­ვა­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას უწყობს ხელს.
მას­წავ­ლებ­ლე­ბის მსგავ­სად, მოს­წავ­ლე­ებ­საც აქვთ აკა­დე­მი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა. მათ შე­უძ­ლი­ათ იმ პრო­ექ­ტ­ზე იმუ­შა­ონ, რო­მელ­ზეც მო­ე­სურ­ვე­ბათ. რო­გორც წე­სი, აქვთ 3-4 არ­ჩე­ვა­ნი. პრო­ექ­ტე­ბი, თე­მა­ტი­კის მი­ხედ­ვით, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. ისი­ნი ირ­ჩე­ვენ იმას, რო­მე­ლიც მათ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სოა. მა­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბა გა­მო­ი­ხა­ტე­ბა საგ­ნე­ბის არ­ჩე­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­შიც. ვჳ-ვჳჳ კლა­სი­დან მათ სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ აირ­ჩი­ონ და­მა­ტე­ბით საგ­ნე­ბი, ისე­თე­ბი, რო­გო­რი­ცაა ხატ­ვა, ძერ­წ­ვა, ჩარ­ხ­ვა, კუ­ლი­ნა­რია და ა.შ.
სკო­ლებ­ში არ­სე­ბობს კა­რი­ე­რის და­გეგ­მ­ვის ცენ­ტ­რიც, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ებს მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა. სუ­პერ­ვა­ი­ზე­რე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან მოს­წავ­ლე­ებს სა­კუ­თა­რი ძლი­ე­რი და გა­სა­უმ­ჯო­ბე­სე­ბე­ლი მხა­რე­ე­ბის (და არა სუს­ტი) აღ­მო­ჩე­ნა­ში.
ძა­ლი­ან მხიბ­ლავს ის ფაქ­ტი, რომ ფი­ნუ­რი სკო­ლა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია არა საგ­ნის სწავ­ლა­ზე, არა­მედ იმა­ზე, მოს­წავ­ლეს გა­უ­ჩი­ნოს გან­ც­და, რომ ის კარ­გად სწავ­ლობს და ნი­ჭი­ე­რია. ერთ-ერ­თი პე­და­გო­გი, მიკ­კა ვირ­კა­ლა მე­უბ­ნე­ბო­და, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბი მოს­წავ­ლე­ებს უნერ­გა­ვენ იდე­ას, რომ ყვე­ლა მათ­განს აქვს სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, პე­და­გო­გი კი სწო­რედ ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა. მათ შე­უძ­ლი­ათ და­უშ­ვან ბევ­რი შეც­დო­მა და კვლავ იყ­ვ­ნენ კარ­გი მოს­წავ­ლე­ე­ბი. პრო­ცე­სი ხომ შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბა­ზეა აგე­ბუ­ლიო. იგი ამ­ბობ­და, რომ მი­სი მთა­ვა­რი ბერ­კე­ტი პო­ზი­ტი­უ­რი უკუ­კავ­ში­რია, რაც მოს­წავ­ლეს უფ­რო მო­ტი­ვი­რე­ბულს ხდის.
თა­ნას­წო­რო­ბა
ფი­ნე­თის სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი რა­სობ­რი­ვად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი არი­ან, თუმ­ცა მულ­ტი­კულ­ტუ­რუ­ლი გა­რე­მო, რა თქმა უნ­და, არა­ნა­ირ წი­ნა­პი­რო­ბას არ ქმნის. ფი­ნე­ლი მოს­წავ­ლე ისე­თი­ვე უფ­ლე­ბე­ბით სარ­გებ­ლობს და მის მი­მართ ისე­თი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ გარ­შე­მომ­ყო­ფებს, რო­გორც იაპო­ნე­ლი, ერა­ყე­ლი ან ნი­გე­რი­ე­ლი მოს­წავ­ლის მი­მართ. სკო­ლა­ში ყვე­ლა პრო­ცე­სი ძა­ლი­ან გამ­ჭ­ვირ­ვა­ლეა და ყვე­ლას შე­უძ­ლია სკო­ლით სარ­გებ­ლო­ბა, რაც 1960 წლამ­დე შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. არ­სე­ბობს იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სი, რო­დე­საც მშობ­ლე­ბი სხვა­დას­ხ­ვა მოთხოვ­ნებს უყე­ნე­ბენ სკო­ლას. ეს მოთხოვ­ნე­ბი მა­თი რე­ლი­გი­ი­დან თუ კულ­ტუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს. ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა, რო­დე­საც მუ­სულ­მან მშობ­ლებს მო­უთხო­ვი­ათ, რომ მა­თი გო­გო­ნა არ და­ეს­ვათ ბი­ჭის გვერ­დით. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბი, დი­რექ­ტო­რი და ფსი­ქო­ლო­გე­ბი ერ­თ­ვე­ბი­ან პრო­ცეს­ში და მშობ­ლებ­თან ერ­თად პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზებ­ზე ფიქ­რო­ბენ.

ფი­ნე­ლი მშობ­ლის­თ­ვის სკო­ლის არ­ჩე­ვა თავ­სა­ტე­ხი არ არის
ფი­ნეთ­ში სკო­ლე­ბის მხო­ლოდ 3%-ია კერ­ძო, და­ნარ­ჩე­ნი სა­ჯა­როა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ქა­ლა­ქი­საა თუ რე­გი­ო­ნის, ყვე­ლა თა­ნა­ბა­რია. იქ „კარ­გი ან ცუ­დი სკო­ლის“ცნე­ბაც კი არ არ­სე­ბობს, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით პერ­სო­ნა­ლიც იდენ­ტუ­რია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფი­ნე­ლი მშობ­ლის­თ­ვის სკო­ლის არ­ჩე­ვა თავ­სა­ტე­ხი არ არის, რად­გან ზუს­ტად იცის, რომ მის შვილს ყვე­ლა ერ­თ­ნა­ირ ხა­რის­ხ­ზე გა­იყ­ვანს.
ამას ემა­ტე­ბა ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლიც — ყო­ველ მო­სახ­ლე­ზე, მი­ნი­მუმ 3 და მაქ­სი­მუმ 5 კი­ლო­მეტ­რის რა­დი­უს­ში, ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს ერ­თი სკო­ლა. ამი­ტო­მაც მშობლებს შე­უძ­ლი­ათ, შვი­ლი მი­იყ­ვა­ნონ სკო­ლა­ში, რო­მე­ლიც სახ­ლის­გან მო­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს, ამის სურ­ვი­ლიც არ უჩ­ნ­დე­ბათ, რად­გან ამა­ში არა­ნა­ი­რი ინ­ტე­რე­სი არ დევს — ეს კი­დევ ერ­თხელ უს­ვამს ხაზს, რომ ფი­ნეთ­ში ყვე­ლა სკო­ლა ერ­თ­ნა­ი­რია.
კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გა­რან­ტი
ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს მა­გის­ტ­რის ხა­რის­ხი აქვს, ამი­ტო­მაც მი­სი შე­ფა­სე­ბის სხვა მე­ქა­ნიზ­მი აღარ არ­სე­ბობს. თუ პე­და­გოგს ფი­ნეთ­ში აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი მა­გის­ტ­რა­ტუ­რა, ეს მი­სი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რო­ბის გა­რან­ტია. თუმ­ცა, ეს არ გუ­ლის­ხ­მობს, რომ ევ­რო­პული ან სხვა ქვე­ყა­ნა­ში მი­ღე­ბუ­ლი  გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ანს არ შე­უძ­ლია ფი­ნურ სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბა. უბ­რა­ლოდ, ფი­ნეთ­ში გა­ნათ­ლე­ბა­მი­ღე­ბუ­ლი პე­და­გო­გე­ბი მე­ტი ნდო­ბით სარ­გებ­ლო­ბენ. მას­წავ­ლე­ბე­ლი დღე­ში 4 სა­ა­თი მუ­შა­ობს, ამ დრო­ში შე­დის ის პე­რი­ო­დიც, რო­მე­ლიც პე­და­გოგს შემ­დე­გი დღის გაკ­ვე­თი­ლე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად სჭირ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, მან შე­იძ­ლე­ბა დღე­ში 3 სა­ა­თი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბას მო­ახ­მა­როს და ერ­თი სა­ა­თი მომ­ზა­დე­ბას და­უთ­მოს. ამის გარ­და, ყვე­ლა პე­და­გო­გი ატა­რებს სა­კონ­სულ­ტა­ციო შეხ­ვედ­რას, რო­მე­ლიც იმის მი­ხედ­ვით ანაზღა­ურ­დე­ბა, რამ­დენ დრო­საც და­უთ­მობს მას პე­და­გო­გი. არ არ­სე­ბობს სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელს შე­უ­მოწ­მებს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­ა­თე­ბის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბას ან ნამ­დ­ვი­ლად ჩა­ა­ტა­რა თუ არა სა­კონ­სულ­ტა­ციო შეხ­ვედ­რა. იმ­დე­ნად ენ­დო­ბი­ან პე­და­გო­გებს, რომ ისი­ნი თა­ვად აწ­ვ­დი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას, რა დრო და­უთ­მეს კონ­კ­რე­ტულ მოს­წავ­ლე­სა თუ მოს­წავ­ლე­ებს.
სკო­ლა­ში ძი­რი­თა­დი ბირ­თ­ვი მოს­წავ­ლეა
მოს­წავ­ლე­ე­ბი ძა­ლი­ან ლა­ღე­ბი და აქ­ტი­უ­რე­ბი არი­ან, რაც მთა­ვა­რია, მათ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი — გა­რე­მოც და მას­წავ­ლე­ბე­ლიც. სკო­ლა­ში ძი­რი­თა­დი ბირ­თ­ვი მოს­წავ­ლეა და მის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი დი­რექ­ტო­რიც და მას­წავ­ლე­ბე­ლიც. თუ მოს­წავ­ლეს, მა­გა­ლი­თად, უჭირს კონ­კ­რე­ტუ­ლი მა­სა­ლის ათ­ვი­სე­ბა, პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში არა მარ­ტო მას­წავ­ლებ­ლე­ბი, არა­მედ ფსი­ქო­ლო­გე­ბიც ერ­თ­ვე­ბი­ან და, თა­ვის­თა­ვად, დი­რექ­ტო­რიც. ფსი­ქო­ლო­გი ყვე­ლა სკო­ლას ჰყავს, ამის გარ­და სკო­ლა­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს „მოს­წავ­ლე­თა მხარ­დამ­ჭე­რი ცენ­ტ­რი“, რო­მე­ლიც კონ­სულ­ტი­რე­ბას უწევს მოს­წავ­ლე­ებს რო­გორც სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, ისე პი­რა­დი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის მხრი­ვაც. მა­გა­ლი­თად, თუ რო­მე­ლი­მე მოს­წავ­ლეს აქვს პრობ­ლე­მა ოჯახ­ში, მე­გობ­რებ­თან ან შეყ­ვა­რე­ბულ­თან, მხარ­დამ­ჭე­რი ცენ­ტ­რი მოს­წავ­ლე­ებს ამ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.
სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლია ცალ­კე და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ოთა­ხი — სივ­რ­ცე, სა­დაც ისი­ნი თა­ვი­სუ­ფალ დროს ატა­რე­ბენ და შე­უძ­ლი­ათ ნე­ბის­მი­ე­რი რა­მის კე­თე­ბა.
მე-7 კლა­სამ­დე მოს­წავ­ლეს სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ, ჯგუ­ფუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს კლას­ში­ვე წე­რენ და­ვა­ლე­ბებს. სახ­ლ­ში ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი ტი­პის და­ვა­ლე­ბებს უფ­რო აძ­ლე­ვენ, მა­გა­ლი­თად, პრო­ექ­ტის და­გეგ­მ­ვას, ვიდ­რე ისე­თი ტი­პის, რო­მელ­საც ამოხ­ს­ნა სჭირ­დე­ბა — მა­თე­მა­ტი­კის ამო­ცა­ნა და ა.შ. ასე­თი აქ­ტი­ვო­ბა, ძი­რი­თა­დად, პე­და­გო­გე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ ხდე­ბა.
გაკ­ვე­თილ­ზე პე­და­გო­გე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია იმის მი­ხედ­ვით, თუ რო­გო­რია კლას­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა. მა­გა­ლი­თად, 20-მოს­წავ­ლი­ან კლას­ში სა­მი პე­და­გო­გი ჰყავ­დათ — ერ­თი ძი­რი­თა­დი და ორი დამ­ხ­მა­რე. ბავ­შ­ვე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა 25-ია, ძი­რი­თა­დად, ერთ კლას­ში 15-დან 20-მდე მოს­წავ­ლეა. ამი­ტომ თო­თო­ე­ულ გა­კვე­თილ­ზე, მი­ნი­მუმ, ორი პე­და­გო­გია, მაქ­სი­მუმ — სა­მი. სკო­ლა სა­ფე­ხუ­რებ­რი­ვად ჩვე­უ­ლებ­რივ და­ყო­ფი­ლია დაწყე­ბით, სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რე­ბად და სწავ­ლა 11-წლი­ა­ნია. დაწყე­ბით კლა­სებ­ში, რო­გორც წე­სი, ერ­თი ძი­რი­თა­დი პე­და­გო­გი ას­წავ­ლის ყვე­ლა სა­განს ორ დამ­ხ­მა­რე მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად, მა­ღალ კლა­სებ­ში კი, რო­გორც ჩვენ­თან — საგ­ნობ­რი­ვი მას­წავ­ლებ­ლე­ბი. დაწყე­ბით სკო­ლა­ში ერთ-ერ­თი შეს­ვე­ნე­ბა სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი გრძელ­დე­ბა. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ბავ­შ­ვე­ბი გა­დი­ან მიმ­დე­ბა­რე ტყე­ში, მუ­შა­ო­ბენ ხე­ზე, მი­წა­ზე და ა.შ.
ერთ დღეს საკ­ლა­სო ოთახ­ში მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი ხა­ტე­ბი და­ვი­ნა­ხე. რო­გორც წე­სი, ასე­თი რამ არ ხდე­ბა და გა­მიკ­ვირ­და. ასე ამიხ­ს­ნეს: ეს ხა­ტე­ბი ჩვენს ერთ-ერთ მას­წავ­ლე­ბელს ეკუთ­ვ­ნის, რო­მელ­მაც დი­დი ხნის წინ და­ტო­ვა სკო­ლაო. და­უ­ბა­რე­ბია, ჩემს ნივ­თებს ისე მო­ე­ქე­ცით, რო­გორც გა­გი­ხარ­დე­ბა­თო. ხა­ტე­ბი ბავ­შ­ვე­ბის ნე­ბარ­თ­ვით და­ტო­ვეს, რად­გან მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით ეს ხელს არ შე­უშ­ლი­დათ სას­წავ­ლო პრო­ცე­სში და, კონ­კ­რე­ტუ­ლად, მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი ხა­ტე­ბის არ­სე­ბო­ბა არა­ვის მი­ა­ყე­ნებ­და ზი­ანს. ამ­ბო­ბენ, რომ სა­ნამ მოს­წავ­ლე­ებს თა­ვი­სუფ­ლე­ბას მის­ცემთ, მა­ნამ­დე თქვენ თვი­თონ­ვე უნ­და გა­ერ­კ­ვეთ რა არის თა­ვი­სუფ­ლე­ბაო.
სწო­რე­ბა ინ­ტეგ­რი­რე­ბულ სწავ­ლე­ბა­ზე
ბო­ლო დროს გავ­რ­ცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს, ფი­ნურ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში საგ­ნობ­რი­ვი სწავ­ლე­ბა აღარ იქ­ნე­ბა და მას ერ­თი­ა­ნი გაკ­ვე­თი­ლე­ბი ჩა­ა­ნაც­ვ­ლებს. ეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თ­ლეს. რას გუ­ლის­ხ­მო­ბენ ცვლი­ლე­ბა­ში — შე­საძ­ლოა ფი­ზი­კის გაკ­ვე­თილ­ზე რო­მე­ლი­მე თე­მის ახ­ს­ნი­სას რა­ღაც დო­ზით მა­თე­მა­ტი­კის ახ­ს­ნაც დას­ჭირ­დეთ, ანუ უფ­რო მე­ტი ინ­ტეგ­რი­რე­ბა ხდე­ბა საგ­ნებს შო­რის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პე­და­გო­გი უნ­და იყოს ძა­ლი­ან მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი რო­გორც ერთ, ისე მე­ო­რე სა­გან­ში. ალ­ბათ, სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ მოხ­და მას­წავ­ლე­ბელ­თა ისე მომ­ზა­დე­ბა, რომ, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, რა­დე­ნი­მე სა­გა­ნი ას­წავ­ლონ. ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბელ­მა, თა­ვის­თა­ვად, გარ­კ­ვე­ულ დო­ნე­ზე იცის მა­თე­მა­ტი­კა ისე, რომ მა­თე­მა­ტი­კის ელე­მენ­ტე­ბი ფი­ზი­კას­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლად ას­წავ­ლოს და ასე­ვეა მა­თე­მა­ტი­კის პე­და­გო­გიც. ასე­თი ტი­პის ინ­ტეგ­რი­რე­ბის­თ­ვის, გარ­კ­ვე­ულ ეტაპ­ზე, მას­წავ­ლებ­ლის გა­დამ­ზა­დე­ბა სა­ჭი­რო გახ­და, რა­თა გა­მო­ერ­კ­ვი­ათ მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი. ფი­ნუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, ძი­რი­თა­დად, ინ­ტეგ­რი­რე­ბულ სწავ­ლე­ბა­ზე გა­და­დის, რო­მე­ლიც, ალ­ბათ, რთუ­ლი პრო­ცე­სია, თუმ­ცა შე­დე­გის მომ­ცე­მი.
მა­თი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბიც ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია და არ მი­ნა­ხავს არც ერ­თი ისე­თი სქელ­ტა­ნი­ა­ნი წიგ­ნი, რო­გო­რიც ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს აქვთ. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რა­დაც იქ­მ­ნე­ბა. ფი­ნე­ლი მოს­წავ­ლის­თ­ვის ყვე­ლა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო უფა­სოა, ისე­ვე რო­გორც კვე­ბა — ზო­გა­დად,  ფი­ნუ­რი სკო­ლა უფა­სოა. მას­წავ­ლებ­ლე­ბი ხში­რად იყე­ნე­ბენ ინ­ტეგ­რი­რე­ბულ ე.წ. „რი­დე­რებს“ — თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბას, დამ­ხ­მა­რე რე­სურ­სებს. საკ­ლა­სო ოთა­ხი აღ­ჭურ­ვი­ლია ყვე­ლა­ნა­ი­რი ტექ­ნი­კით, მაგ­რამ გაკ­ვე­თილ­ზე პრო­ექ­ტო­რებ­საც იყე­ნე­ბენ, ცარ­ც­საც და და­ფა­საც, მარ­კე­რებ­საც და ფურ­ცელ­ზე და­ხა­ტულ თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბა­საც. თით­ქ­მის, ყვე­ლა მოს­წავ­ლეს აქვს აიპე­დი და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბათ სწავ­ლის პრო­ცეს­ში, ბო­ლო დროს, მი­სი წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბი არი­ან. ამ­ბო­ბენ, რომ უნ­და აღ­მოფხ­ვ­რან, რად­გა­ნაც აიპე­დე­ბი ბავ­შ­ვებს ტექ­ნი­კა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლებს ხდის. თუმ­ცა, გარ­კ­ვე­ულ დაბ­რ­კო­ლე­ბებს აწყ­დე­ბი­ან, რად­გან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი სწო­რედ აიპე­დებ­შია ჩატ­ვირ­თუ­ლი და მი­სი ამო­ღე­ბა სასწავ­ლო პრო­ცე­სი­დან შე­საძ­ლოა პრო­ცე­სის შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლიც გახ­დეს.

აბ­ს­ტ­რაქ­ცი­ო­ნიზ­მი ხე­ლოვ­ნე­ბის გაკ­ვე­თილ­ზე
პირ­ვე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს ხე­ლოვ­ნე­ბის გაკ­ვე­თილ­ზე აუხ­ს­ნეს აბ­ს­ტ­რაქ­ცი­ო­ნიზ­მი და და­უ­რი­გეს ფურ­ც­ლე­ბი, რო­მელ­ზეც სხვა­დას­ხ­ვა დე­ტა­ლე­ბია გა­მო­სა­ხუ­ლი. და­ვა­ლე­ბა იყო ასე­თი: აირ­ჩი­ეთ ამ დე­ტა­ლე­ბი­დან რო­მე­ლიც გინ­დათ და და­ხა­ტეთ „პი­კა­სოს ქა­ლის“ პორ­ტ­რე­ტი. თუ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი დე­ტა­ლე­ბი­დან არც ერთს არ აირ­ჩე­ვენ მოს­წავ­ლე­ე­ბი და სა­კუ­თა­რი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ით და­ხა­ტა­ვენ პორ­ტ­რეტს, რო­მე­ლიც არ ჯდე­ბა პი­კა­სოს სტილ­ში, მა­შინ ნა­თე­ლია, რომ მათ სწო­რად ვერ გა­ი­გეს და­ვა­ლე­ბა და აც­დ­ნენ თე­მას. ხე­ლოვ­ნე­ბის გაკ­ვე­თილ­ზე პირ­ვე­ლი­ვე კლას­ში რომ ასე ას­წავ­ლი პი­კა­სოს ან ნე­ბის­მი­ერ სხვა მხატ­ვარს, თა­ნაც არა მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლად, თა­ვის­თა­ვად, ის კარ­გად ის­წავ­ლის კონ­კ­რე­ტუ­ლი მხატ­ვ­რის სტილ­საც და, ზო­გა­დად, მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას ხე­ლოვ­ნე­ბა­ში.

მოს­წავ­ლე­თა შე­ფა­სე­ბა
მოს­წავ­ლე მე-7 კლა­სამ­დე ქუ­ლე­ბით არ ფას­დე­ბა, მათ აფა­სე­ბენ ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბით ან რა­ი­მე სხვა წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა მა­ღალ კლა­სებს, მოს­წავ­ლე­ებს ქუ­ლე­ბი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ეწე­რე­ბათ და არ არ­სე­ბობს სა­ერ­თო ჟურ­ნა­ლი, რომ­ლის ნახ­ვა­საც სხვა შეძ­ლებს. ონ­ლა­ინ პორ­ტა­ლის პა­რო­ლი, სა­დაც პე­და­გო­გე­ბი ქუ­ლებს წე­რენ, მხო­ლოდ მოს­წავ­ლემ იცის, მას­ზე მშო­ბელ­საც კი არ აქვს წვდო­მა. თუ მშო­ბე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად, წე­რი­ლო­ბით მი­მარ­თავს დი­რექ­ტორს და მოს­წავ­ლის თან­ხ­მო­ბაც იქ­ნე­ბა, მხო­ლოდ მა­შინ შე­უძ­ლია ქუ­ლე­ბის ნახ­ვა. მშობ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა უკი­დუ­რეს შემ­თხ­ვე­ვებ­ში ხდე­ბა, თუმ­ცა, თუ გა­მოთ­ქ­ვამს სურ­ვილს, რომ  მიჰ­ყ­ვეს შვი­ლის სას­წავ­ლო პრო­ცესს, რა თქმა უნ­და, ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლე­ვენ, გარ­კ­ვე­უ­ლი დო­ზით და გარ­კ­ვე­ულ ეტაპ­ზე. რო­გორც წე­სი, მშობ­ლე­ბი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში არ ერ­თ­ვე­ბი­ან, რად­გან მოს­წავ­ლის პრობ­ლე­მებს ფსი­ქო­ლო­გე­ბი და სკო­ლის პერ­სო­ნა­ლი აგ­ვა­რებს.
თუ და­ბალ შე­დეგ­ზე გა­იყ­ვა­ნა
მას­წავ­ლე­ბელ­მა კლა­სი?
რო­ცა ეს კითხ­ვა დავ­ს­ვი, მითხ­რეს, რომ და­ბა­ლი შე­დე­გე­ბი არ არ­სე­ბობს — თქვენ რომ ეს 15 წლის წინ გე­კითხათ, გი­პა­სუ­ხებ­დით, მაგ­რამ ახ­ლა ვერ გი­პა­სუ­ხებთ, რად­გან ასე­თი შე­დე­გე­ბი ჩვენს სკო­ლებ­ში არ არი­სო. და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლია და მას­წავ­ლე­ბელს გა­რე­შემ­ფა­სე­ბე­ლი არა­ვინ ჰყავს. სი­ტუ­ა­ციაა ზო­გა­დად სხვა­ნა­ი­რი, დი­რექ­ტო­რი არც შო­რი­დან აფა­სებს მას­წავ­ლე­ბელს და არც სა­გან­გე­ბოდ შე­დის კლას­ში და­საკ­ვირ­ვებ­ლად. პრო­ცესს არ აკ­ვირ­დე­ბი­ან, რად­გან თუ პრობ­ლე­მაა, ამას აუცი­ლებ­ლად თა­ვად მას­წავ­ლე­ბე­ლი იტყ­ვის, რაც მთა­ვა­რია, მოს­წავ­ლის შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნებს.

საკ­ლა­სო ოთა­ხი, ერ­თი შე­ხედ­ვით, რაფ­რი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი
კრე­მის­ფერ­მა, სა­და კედ­ლებ­მა ცო­ტა­თი საბ­ჭო­თა სკო­ლაც კი მო­მა­გო­ნა. სკო­ლებს, რომ­ლებ­შიც მო­მი­წია ვი­ზი­ტი, არ ახა­სი­ა­თებთ თა­ნა­მედ­რო­ვე სტი­ლი, თუმ­ცა, გან­სხ­ვა­ვე­ბუ­ლია სხვა რა­მით — მა­გა­ლი­თად, კლას­ში დგას ჩა­ის და ყა­ვის აპა­რა­ტე­ბი. ბავ­შ­ვე­ბი ფეხ­საც­მე­ლებს იხ­დი­ან და გაკ­ვე­თილ­ზე ფეხ­შიშ­ვე­ლე­ბი და­დი­ან; ყველ­გან აწყ­ვია ყურ­სას­მე­ნე­ბი. ზო­გი­ერთ მოს­წავ­ლეს და­ვა­ლე­ბა­ზე კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბა უჭირს, ამი­ტომ შე­უძ­ლი­ათ ყურ­სას­მე­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. ისი­ნი ხმა­ურს ახ­შო­ბენ და ეხ­მა­რე­ბი­ან მოს­წავ­ლეს და­ვა­ლე­ბის უკე­თე­სად შეს­რუ­ლე­ბა­ში. საკ­ლა­სო ოთახ­ში ასე­ვე დგას რამ­დე­ნი­მე დი­ვა­ნი და ნე­ბის­მი­ერ მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია დაჯ­დეს და ისე იმუ­შა­ოს; ასე­ვე, ფი­ნურ გაკ­ვე­თილ­ზე ნა­ხავთ იატაკ­ზე, ხა­ლი­ჩებ­ზე წა­მო­წო­ლილ ან დამ­ჯ­დარ ბავ­შ­ვებს — მათ აბ­სო­ლუ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვთ.
ფი­ნელ მას­წავ­ლებ­ლებს გა­ცი­ლე­ბით ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ ბავ­შ­ვებ­თან, ვიდ­რე ჩვენს მას­წავ­ლებ­ლებს. რა თქმა უნ­და, ამის გან­ზო­გა­დე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ, ძი­რი­თა­დად, ასეა. ყვე­ლა ქმე­დე­ბით იგ­რ­ძ­ნო­ბა, რომ ცდი­ლო­ბენ ძა­ლი­ან ახ­ლოს იყ­ვ­ნენ მოს­წავ­ლე­ებ­თან, კა­ფე­ტე­რი­ა­შიც ერ­თად გა­დი­ან და სა­დი­ლო­ბენ. გაკ­ვე­თილ­ზე თუ  მოს­წავ­ლეს არ უნ­და მა­გი­დას­თან ჯდო­მა და იატაკ­ზე არ­ჩევს ყოფ­ნას, მას­წავ­ლე­ბე­ლიც იქ­ვე მი­უჯ­დე­ბა. ჩვენ­თან, შე­იძ­ლე­ბა აგ­რე­სი­აც კი გა­მო­იწ­ვი­ოს გაკ­ვე­თილ­ზე იატაკ­ზე წა­მო­წო­ლილ­მა მოს­წავ­ლემ. რო­დე­საც ამის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, კო­მენ­ტა­რე­ბით მივ­ხ­ვ­დი, რომ აგ­რე­სი­ას იწ­ვევ­და ხალ­ხ­ში.

მოს­წავ­ლის და მას­წავ­ლებ­ლის მო­ტი­ვა­ცია
მას­წავ­ლებ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ას, პირ­ველ რიგ­ში, საქ­მის სიყ­ვა­რუ­ლი და მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი ზრდის. ფი­ნე­ლი მას­წავ­ლებ­ლის ყო­ველ­წ­ლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი, მი­ნი­მუმ, 43 ათა­სი ევ­როა, რაც სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სად ით­ვ­ლე­ბა, რა თქმა უნ­და, ამა­ზე მა­ღა­ლი ანაზღა­უ­რე­ბაც აქვთ. ხელ­ფას­ში გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მი­ხედ­ვი­თაა, რაც ძი­რი­თა­დად, გა­მოც­დი­ლე­ბით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა. ზო­გა­დად, ცდო­მი­ლე­ბა ფი­ნეთ­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ხელ­ფასს შო­რის თით­ქ­მის არ არის — პი­რო­ბი­თად, მძღოლ­საც და მას­წავ­ლე­ბელ­საც თვე­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, ერ­თ­ნა­ი­რი ხელ­ფა­სი გა­მოს­დის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მძღოლს უფ­რო და­ბა­ლი ანა­ზა­ღა­უ­რე­ბა აქვს, ვიდ­რე მას­წავ­ლე­ბელს. მაგ­რამ ის ნაკ­ლებ გა­და­სა­ხადს უხ­დის სა­ხელ­მ­წი­ფოს, სწო­რედ ამის ხარ­ჯ­ზე ბა­ლან­ს­დე­ბა მა­თი ხელ­ფა­სის ოდე­ნო­ბაც. პი­რო­ბი­თად ვიტყ­ვი, თუ სკო­ლის დამ­ლა­გე­ბელს თვე­ში ანაზღა­უ­რე­ბა 3000 ევ­რო აქვს და მას­წავ­ლე­ბელს — 5000, მა­თი სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ერ­თ­ნა­ი­რი გა­მო­დის გან­სახ­ვა­ვე­ბუ­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­მო.
მოს­წავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ას თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­რე­მო და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე მორ­გე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ზრდის — დღეს არ უნ­და სწავ­ლა, არ ის­წავ­ლის და არც არა­ვინ აიძუ­ლებს, სა­მა­გი­ე­როდ, ხვალ ის­წავ­ლის.

„ჩვენ ყვე­ლა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის ვართ“
ფი­ნეთ­ში სპეც­ს­კო­ლებ­ში ვი­ზიტ­მა ჩემ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. გა­მიკ­ვირ­და, რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ სპეც­ს­კო­ლა­ში სწავ­ლა მოს­წავ­ლეს შშმ ან სსსმ მოს­წავ­ლის სტა­ტუსს არ სძენს. ყვე­ლა მა­თი პრობ­ლე­მა პო­ზი­ტი­ურ კონ­ტექ­ს­ტ­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა და მი­აჩ­ნი­ათ, რომ თუ მოს­წავ­ლეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი სჭირ­დე­ბა, ეს სავ­სე­ბით ნორ­მა­ლუ­რია. ამ­ბო­ბენ, რომ „ჩვენ ყვე­ლა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის ვარ­თო “. დი­ახ, ეს მარ­თ­ლაც ასეა.
მოს­წავ­ლე, რო­მელ­საც უჭირს სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნის ათ­ვი­სე­ბა, თა­ვი­სი ნე­ბით იც­ვ­ლის სკო­ლას, უერ­თ­დე­ბა სპეც­ს­კო­ლას და შემ­დეგ ყვე­ლა ერ­თად იწყებს შე­დე­გის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბას. თუმ­ცა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ სხვა სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბებს არ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ. შე­დე­გე­ბის  გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შემ­დეგ, მოს­წავ­ლეს თა­ვის სკო­ლა­ში დაბ­რუ­ნე­ბა შე­უძ­ლია. რა თქმა უნ­და, შშმ და სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბი ყვე­ლა სკო­ლა­ში არი­ან და მა­თი კლა­სებ­ში და­კომ­პ­ლექ­ტე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის თან­ხ­მო­ბით ხდე­ბა. თუ კლას­ში 15 მოს­წავ­ლეა, მა­შინ შშმ და სსსმ მოს­წავ­ლე­თა რიცხ­ვი შე­იძ­ლე­ბა 8 იყოს. მათ­თან ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ყვე­ლა სხვა და­ნარ­ჩენ მოს­წავ­ლეს ტო­ლე­რან­ტულს ხდის და აჩ­ვევს იდე­ას, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი მათ­გან არაფ­რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან და ისე­ვე სჭირ­დე­ბათ გა­ნათ­ლე­ბა, მზრუნ­ვე­ლო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი, რო­გორც სხვებს.
გუ­ლი მწყდე­ბო­და, რო­დე­საც ამ, ერ­თი შე­ხედ­ვით უტო­პი­ურ, სამ­ყა­რო­ში ვმოგ­ზა­უ­რობ­დი და ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბის­თ­ვის არაფ­რის გა­კე­თე­ბა არ შე­მეძ­ლო. ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის ფუ­ფუ­ნე­ბა ჩვენ არ გვაქვს, მაგ­რამ სხვა­დას­ხ­ვა სა­კითხე­ბი­სად­მი ჯან­სა­ღი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ბევრ ფი­ნან­სურ რე­სურსს ხომ არ სა­ჭი­რო­ებს? მე — ჩე­მი მე­გობ­რე­ბის შვი­ლებს, თქვენ თქვენს შვი­ლებს და შვი­ლიშ­ვი­ლებს ას­წავ­ლეთ, რომ შშმ და სსსმ პი­რი ისე­თი­ვეა, რო­გო­რიც ჩვენ. ისე­თი­ვე სარ­გე­ბე­ლი სჭირ­დე­ბა გა­რე­მოს­გან, რო­გორც ჩვენ და ისე­თი­ვე სარ­გებ­ლო­ბის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის, რო­გორც ჩვენ!
თით­ქ­მის ყვე­ლას ვუყ­ვე­ბი ამ­ბავს, რო­მელ­ზეც რთუ­ლია ცრემ­ლე­ბი შე­ი­კა­ვო. სპეც­ს­კო­ლა­ში მი­ი­ღეს მოს­წავ­ლე, რო­მელ­საც არაფ­რის გა­კე­თე­ბა არ შე­ეძ­ლო, გარ­და თა­ვი­სა და თვა­ლე­ბის ოდ­ნა­ვი მოძ­რა­ო­ბი­სა. „დავ­ს­ხე­დით და ვფიქ­რობ­დით, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის სარ­გებ­ლის მო­ტა­ნა. შემ­დეგ ასე­თი რამ მო­ვი­ფიქ­რეთ. თავ­ზე და­ვუ­მაგ­რეთ ყა­ის­ნა­ღი ისე, რომ თა­ვის ოდ­ნა­ვი მოძ­რა­ო­ბით შე­ეძ­ლო ძა­ფი­დან თვლე­ბის ამოყ­ვა­ნა. და­ვახ­მა­რეთ პე­და­გო­გი, რო­მელ­საც საქ­სო­ვი ძა­ფი და ნაქ­სო­ვი ეჭი­რა. მოს­წავ­ლემ ფარ­და მოქ­სო­ვა“  —  მი­ამ­ბეს სკო­ლა­ში.
რო­დე­საც ეტ­ლით მო­სი­ა­რუ­ლეს ჩვე­ნი­ვე კომ­ფორ­ტის­თ­ვის გზას ვუ­კე­ტავთ, რო­დე­საც ჩვენს შვი­ლებს მათ­გან „გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ“ მოს­წავ­ლე­ებ­თან თა­მაშს ვუშ­ლით, რო­დე­საც ჩვენ­გან „გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ“ პი­რებს „ავად­მ­ყო­ფებს“ ვე­ძა­ხით — არ უნ­და და­ვი­ვიწყოთ ჩე­მი, შე­ნი, ჩვე­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი.

„ყვე­ლა მოს­წავ­ლე ინ­დი­ვი­დია და ყო­ველ მათ­განს აქვს უფ­ლე­ბა, იყოს ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი“
შშმ და სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბი კლას­ში გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით არი­ან და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი და არა ასა­კის ან ფი­ზი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­ხედ­ვით. მას­წავ­ლებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ „ყვე­ლა მოს­წავ­ლე ინ­დი­ვი­დია და ყო­ველ მათ­განს აქვს უფ­ლე­ბა, იყოს ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი“. სპეც­ს­კო­ლა­ში, გარ­და სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა, არი­ან თე­რა­პევ­ტე­ბი, ფსი­ქო­ლო­გე­ბი, ნევ­რო­ლო­გე­ბი. გარ­და ამი­სა, ზო­გი­ერთ მოს­წავ­ლეს ჰყავს კერ­ძო ფსი­ქო­ლო­გი. შშმ და სსსმ მოს­წავ­ლე­ებს აქვთ გა­წე­რი­ლი დღის გეგ­მა, მათ წი­ნას­წარ უნ­და იცოდ­ნენ თუ რის გა­კე­თე­ბას აპი­რე­ბენ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. კა­რა­დის კარ­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლია ფო­ტო­ე­ბი, რო­მე­ლიც ამ მოს­წავ­ლე­ებს ეხ­მა­რე­ბა კა­რა­და­ში და­აბ­რუ­ნონ ზუს­ტად ის და იმა­ვე რა­ო­დე­ნო­ბის ნივ­თი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნეს.
სკო­ლა­ში ამ კა­ტე­გო­რი­ის ზო­გი­ერთ მოს­წავ­ლეს სა­დი­ლი კლას­ში­ვე აქვს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მოს­წავ­ლე­თა ნა­წილს უჭირს გა­და­ად­გი­ლე­ბა, რაც და­მა­ტე­ბით დრო­სა და ენერ­გი­ას მო­ითხოვს. ად­მი­ნის­ტ­რა­ცია ფიქ­რობს, რომ ასე­თი მომ­სა­ხუ­რე­ო­ბით მოს­წავ­ლე­ე­ბის დრო იზო­გე­ბა. ზო­გი მოს­წავ­ლე კი, სა­სა­დი­ლო­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, რთუ­ლად ახ­დენს კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ას მა­სა­ლა­ზე, ამი­ტომ, რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, სა­დი­ლი საკ­ლა­სო ოთახ­ში გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია. სა­წო­ლი მა­თი საკ­ლა­სო ოთა­ხის ნა­წი­ლია და გან­კუთ­ვ­ნი­ლია მათ­თ­ვის, ვინც სას­წავ­ლო პრო­ცე­სით იღ­ლე­ბა და დას­ვე­ნე­ბა სჭირ­დე­ბა; დრა­მის გაკ­ვე­თი­ლი კი ჰი­პე­რაქ­ტი­უ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვი­საა გან­კუთ­ვ­ნი­ლი.
შშმ და სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბის მერ­ხებ­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლია ე.წ. ფხრი­წი, სა­დაც დღის გან­რი­გი წე­რია. ფხრი­წი იმი­ტომ, რომ გან­რი­გის შეც­ვ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში მა­თი გა­და­ად­გი­ლე­ბა მარ­ტი­ვია. კლას­ში ასე­ვე გა­მოკ­რუ­ლია ქცე­ვის კო­დექ­სი, რო­მელ­საც, რო­გორც წე­სი, მოს­წავ­ლე­ე­ბი ად­გე­ნენ. ალ­ბათ გა­გი­გი­ათ ასე­თი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი: „ყვე­ლა­ზე კა­ნონ­მორ­ჩი­ლი ადა­მი­ა­ნია ის, ვინც წე­სე­ბის შექ­მ­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­სო“. ეს ფი­ნე­თის სკო­ლებ­ში ძა­ლი­ან კარ­გად მუ­შა­ობს.  რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ასე­თია: მო­უს­მი­ნე ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ებს; არ და­აგ­ვი­ა­ნო; მი­ხე­დე შენს ნივ­თებს; და­ეხ­მა­რე სხვებს და ა.შ.

ერ­თი წლის შემ­დეგ
ისევ ვეს­ტუმ­რე ფი­ნე­თის სკო­ლებს, სა­დაც ად­რე ინ­ტერ­ვი­უ­ებს ვი­ღებ­დი და გაკ­ვე­თი­ლებს ვეს­წ­რე­ბო­დი. ქა­ლაქ ტურ­კუს ერთ-ერ­თი სპეც­ს­კო­ლის (რო­მე­ლიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პერ­სო­ნა­ლით და ძა­ლი­ან თბი­ლი გა­რე­მო­თი და­მა­მახ­სოვ­რ­და) დი­რექ­ტორს რომ შევ­ხ­ვ­დი, პირ­ვე­ლი ის ვკითხე, თუ რა შე­იც­ვა­ლა ჩე­მი იქ არ­ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში და გა­ე­ღი­მა. შენ გგო­ნია, სკო­ლა­ში ასე სწრა­ფად რა­მეს ვცვლი­თო? და მა­გი­და­ზე თი­თის ნე­ლი მოძ­რა­ო­ბით მიჩ­ვე­ნა ფი­ნუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის სიჩ­ქა­რე... ჩვენ­თან ცვლი­ლე­ბე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა ძა­ლი­ან ნე­ლა და, რაც მთა­ვა­რია, წი­ნას­წა­რი გათ­ვ­ლე­ბი­თა და დაკ­ვირ­ვე­ბი­თო. შემ­დეგ მე მო­ვუ­ყე­ვი ვაშ­ლე­ბის, ნა­ცარ­ქე­ქი­ას და ხუთ­კუნ­ჭუ­ლას ზღაპ­რე­ბის როლ­ზე ქარ­თუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში და კარ­გა­დაც ვა­ხა­ლი­სე. ბევ­რი სა­უბ­რის შემ­დეგ, ჩემ­მა უსაყ­ვარ­ლეს­მა მე­გო­ბარ­მა, ელი­ნამ, რო­მე­ლიც ამა­ვე სკო­ლის ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლია, კი­დევ ერ­თხელ მო­მა­ტა­რა სკო­ლა. ერთ-ერთ საკ­ლა­სო ოთახ­ში ტრე­ნა­ჟო­რე­ბი და ბი­ლი­არ­დის მა­გი­დაა, სა­განს, რო­მელ­საც აქ ატა­რე­ბენ „ლearning by doing“ ჰქვია. იკითხავთ კლას­ში ბი­ლი­არდს და ტრე­ნა­ჟო­რებს რა უნ­დაო, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს. მათ, ვი­საც მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლა უჭირს, ხში­რად ბი­ლი­არდს ათა­მა­შე­ბენ. ბურ­თებ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი რიცხ­ვე­ბი მი­მა­ტე­ბა-გა­მოკ­ლე­ბის სწავ­ლას უფ­რო სა­ხა­ლი­სოს და მარ­ტივს ხდის. ტრე­ნა­ჟორს კი წინ პა­ტა­რა ეკ­რა­ნი აქვს, სა­დაც სხვა­დას­ხ­ვა და­ვა­ლე­ბე­ბია ჩატ­ვირ­თუ­ლი. მოს­წავ­ლე­ე­ბი პლან­შეტ­ზე მი­ჯაჭ­ვის ნაც­ვ­ლად ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი.
გარ­და იმი­სა, რომ კლას­ში დღის გეგ­მა გა­მო­სა­ჩენ ად­გი­ლა­საა, ვი­საც მი­სი და­ნახ­ვა/აღ­ქ­მის ან მეტყ­ვე­ლე­ბის პრობ­ლე­მა აქვს, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პლან­შე­ტი­თაა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი გეგ­მაა ჩატ­ვირ­თუ­ლი. თუ მოს­წავ­ლეს უჭირს რო­მე­ლი­მე ფო­ტოს აღ­ქ­მა, არც ესაა პრობ­ლე­მა, რად­გან აპ­ლი­კა­ცია ხმო­ვა­ნია და თი­თის და­ჭე­რით მოს­წავ­ლე ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­ვო­ბის შე­სა­ხებ. გარ­და ამი­სა, აპ­ლი­კა­ცი­ა­ში ჩატ­ვირ­თუ­ლია პე­და­გო­გე­ბის სუ­რა­თე­ბი. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია პე­და­გო­გის სუ­რათ­ზე თი­თის და­ჭე­რით და, შე­სა­ბა­მი­სად, ხმო­ვა­ნი სიგ­ნა­ლით და­უ­ძა­ხოს მას­წავ­ლე­ბელს.
***
ვერ გეტყ­ვით, ფი­ნე­თის სკო­ლებ­ში ახალ­გაზ­რ­და მას­წავ­ლე­ბე­ლი უფ­რო მე­ტია თუ ასა­კო­ვა­ნი. ცხა­დია, რომ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია ყვე­ლა­ზე მოთხოვ­ნა­დია.  ბა­ღებ­ში რომ ჩა­ა­ტა­როთ გა­მო­კითხ­ვა — რა პრო­ფე­სია მოს­წონთ, ბავ­შ­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა გეტყ­ვით, რომ ძა­ლი­ან მოს­წონს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია. შე­იძ­ლე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, ორ­მა პრო­ცენ­ტ­მა თქვას, რომ უნ­და გახ­დეს პო­ლი­ცი­ე­ლი ან ექი­მი. ქვე­ყა­ნა­ში, ზო­გა­დად, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სიაა ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი და პრეს­ტი­ჟუ­ლი. მოს­წავ­ლე­ე­ბი სკო­ლას რომ ამ­თავ­რე­ბენ, ძი­რი­თა­დად, სწო­რედ პე­და­გო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბებ­ზე აგ­რ­ძე­ლე­ბენ სწავ­ლას, რაც აისა­ხე­ბა კი­დეც მა­თი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზე.

ესაუბრა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

24(816)N