გამოდის 1998 წლიდან
2018-06-21
უსაფ­რ­თხო სკო­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო გა­და­უ­დე­ბელ და კრი­ზი­სულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში მოქ­მე­დე­ბის ინ­ს­ტ­რუქ­ცია

ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი

სსიპ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურ­მა შე­ი­მუ­შა­ვა „უსაფ­რ­თხო სკო­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო“. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო სკო­ლა­ში დარ­ღ­ვე­ვა­თა და სხვა­დას­ხ­ვა გა­და­უ­დე­ბელ, კრი­ზი­სულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში მოქ­მე­დე­ბის ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ას წარ­მო­ად­გენს, მი­სი მი­ზა­ნია შე­სა­ბა­მი­სი დრო­უ­ლი და ეფექ­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა და უსაფ­რ­თხო სას­კო­ლო გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.
„უსაფ­რ­თხო სკო­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში“ მო­ცე­მუ­ლია, სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის დროს, სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბი­სათ­ვის და მათ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის­თ­ვის მოქ­მე­დე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი — რო­მელ სა­ხელ­მ­წი­ფო სტრუქ­ტუ­რებს უნ­და მი­მარ­თონ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­დე­საც ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის ძა­ლე­ბით ვერ ხერ­ხ­დე­ბა პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა ან/და სცდე­ბა მათ კომ­პე­ტენ­ცი­ას.
სა­ხელ­მ­წი­ფოს შე­სა­ბა­მი­სი ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა და მათ შო­რის სწო­რი კო­ორ­დი­ნა­ცია ხელს შე­უწყობს პრობ­ლე­მით გა­მოწ­ვე­უ­ლი ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბას. „უსაფ­რ­თხო სკო­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში“ სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი დო­ნე­ე­ბა­დაა და­ყო­ფი­ლი, საფ­რ­თხის, ხა­რის­ხი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მი­ხედ­ვით. საფ­რ­თხის დო­ნე­ე­ბად და­ყო­ფა უზ­რუნ­ველ­ყოფს შექ­მ­ნილ ვი­თა­რე­ბა­ში ორი­ენ­ტა­ცი­ას, სწრაფ რე­ა­გი­რე­ბა­სა და გა­სა­ტა­რე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა ეფექ­ტურ და­გეგ­მ­ვას.
საფ­რ­თხის სა­მი დო­ნეა გა­მო­ყო­ფი­ლი:
საფ­რ­თხის I დო­ნე
— საფ­რ­თხის მა­ღა­ლი დო­ნე, რო­მელ­ზე რე­ა­გი­რე­ბის­თ­ვი­საც აუცი­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ში­და სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­უ­ლებ­თან ერ­თად სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ან/და სხვა სა­ხელ­მ­წი­ფო ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბის ჩარ­თ­ვა.
საფ­რ­თხის II დო­ნე — საფ­რ­თხის სა­შუ­ა­ლო დო­ნე, რო­მელ­ზე რე­ა­გი­რე­ბის­თ­ვი­საც აუცი­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ში­და სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის ჩარ­თ­ვა.
საფ­რ­თხის III დო­ნე — საფ­რ­თხის და­ბა­ლი დო­ნე, რო­მელ­ზეც რე­ა­გი­რებს სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია.
სა­მი­ვე დო­ნე­ზე გან­ხი­ლუ­ლია ყვე­ლა შე­საძ­ლო საფ­რ­თხე, რო­მელ­საც ახ­ლავს ერ­თ­გ­ვა­რი ინ­ს­ტ­რუქ­ცია, რო­გო­რი უნ­და იყოს პირ­ვე­ლი რე­აქ­ცია და შემ­დ­გო­მი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რაც სკო­ლის დი­რექ­ცი­ას და პე­და­გო­გებს სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­სა და ადეკ­ვა­ტუ­რი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.
სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში მო­ცე­მუ­ლია, ასე­ვე, ტერ­მინ­თა გან­მარ­ტე­ბა, მა­გა­ლი­თად: კი­ბერ­ბუ­ლინ­გი, ეპი­დე­მი­უ­რი აფეთ­ქე­ბა, ვან­და­ლიზ­მი, პი­რა­დი გა­სინ­ჯ­ვა, სა­გან­გე­ბო შტა­ბი და სხვ. დე­ტა­ლუ­რა­დაა გან­ხი­ლუ­ლი, თუ რა მი­იჩ­ნე­ვა ძა­ლა­დო­ბად.
ძა­ლა­დო­ბად მი­იჩ­ნე­ვა:
ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა — ცე­მა, წა­მე­ბა, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კ­ვე­თა ან სხვა ისე­თი მოქ­მე­დე­ბა, მათ შო­რის ბავ­შ­ვის ფი­ზი­კუ­რი დას­ჯის­კენ მი­მარ­თუ­ლი, რო­მე­ლიც იწ­ვევს ფი­ზი­კურ ტკი­ვილს ან ტან­ჯ­ვას. ასე­ვე, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მოთხოვ­ნე­ბის და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბა, რაც იწ­ვევს ბავ­შ­ვის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბას ან სიკ­ვ­დილს.
ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი (ემო­ცი­უ­რი) ძა­ლა­დო­ბა — შე­უ­რაცხ­ყო­ფა, შან­ტა­ჟი, დამ­ცი­რე­ბა, მუ­ქა­რა ან სხვა ისე­თი მოქ­მე­დე­ბა, მათ შო­რის ნე­ბის­მი­ე­რი პი­რის­გან ბავ­შ­ვ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა, რო­მე­ლიც იწ­ვევს ბავ­შ­ვის ძლი­ერ ემო­ცი­ურ სტრესს, პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვას ან და­ში­ნე­ბას.
სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა — ბავ­შ­ვ­თან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი ძა­ლა­დო­ბით, ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით ან მსხვერ­პ­ლის უმ­წე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ასე­ვე, სრულ­წ­ლო­ვა­ნის მი­ერ, წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით, 16 წლამ­დე ბავ­შ­ვ­თან ძა­ლა­დო­ბის გა­რე­შე სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი, სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი მოქ­მე­დე­ბა ან/და გარ­ყ­ვ­ნი­ლი ქმე­დე­ბა ბავ­შ­ვის მი­მართ.
უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა — მშობ­ლის/მშობ­ლე­ბის, სხვა კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის ან/და სხვა პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი პი­რის მი­ერ ბავ­შ­ვის ფი­ზი­კუ­რი (მათ შო­რის, კვე­ბა, ჰი­გი­ე­ნა, საცხოვ­რი­სი), ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბა, სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბის შეზღუდ­ვა, საფ­რ­თხი­სა­გან და­უც­ვე­ლო­ბა, და­ბა­დე­ბის რე­გის­ტ­რა­ცი­ის ან/და ბავ­შ­ვი­სათ­ვის პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მო­წეს­რი­გე­ბი­სათ­ვის, აგ­რეთ­ვე, სა­მე­დი­ცი­ნო და სხვა მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბი­სათ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლებ­ლო­ბა, თუ­კი მშო­ბელს (მშობ­ლებს), სხვა კა­ნო­ნი­ერ წარ­მო­მად­გე­ნელს ან/და სხვა პა­სუ­ხის­მ­გე­ბელ პირს აქვს (აქვთ) სა­თა­ნა­დო ინ­ფორ­მა­ცია, შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ხე­ლი მი­უწ­ვ­დე­ბა (მი­უ­წევ­დე­ბათ) შე­სა­ბა­მის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე.
ეკო­ნო­მი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა — ქმე­დე­ბა, რო­მე­ლიც იწ­ვევს საკ­ვე­ბით, საცხოვ­რე­ბე­ლი და ნორ­მა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სხვა პი­რო­ბე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის, სა­კუთ­რე­ბი­სა და შრო­მის უფ­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის, აგ­რეთ­ვე თა­ნა­სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბით სარ­გებ­ლო­ბი­სა და კუთ­ვ­ნი­ლი წი­ლის გან­კარ­გ­ვის უფ­ლე­ბის შეზღუდ­ვას.
შე­უძ­ლე­ბე­ლია, „უსაფ­რ­თხო სკო­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში“ სკო­ლებ­ში კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა  აისა­ხოს, შე­სა­ბა­მი­სად, ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი წარ­მო­ად­გენს სხვა­დას­ხ­ვა სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი­სას, პირ­ვე­ლა­დი მოქ­მე­დე­ბე­ბის ძი­რი­თად პრინ­ცი­პებს.
უსაფ­რ­თხო სკო­ლის შექ­მ­ნა ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი და უწყ­ვე­ტი პრო­ცე­სია. ალ­ბათ, ძნე­ლია გარ­კ­ვე­ულ ეტაპ­ზე ით­ქ­ვას, რომ უსაფ­რ­თხო სას­კო­ლო გა­რე­მო შე­იქ­მ­ნა და პრო­ცე­სი დას­რუ­ლე­ბუ­ლია. სკო­ლა მუდ­მი­ვად უნ­და ზრუ­ნავ­დეს მოს­წავ­ლე­თათ­ვის ისე­თი სას­კო­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნა­ზე, რო­მე­ლიც არ იქ­ნე­ბა ტო­ლე­რან­ტუ­ლი ბუ­ლინ­გის ან ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის მი­მართ, ამა­ვე დროს, სკო­ლამ უნ­და შეძ­ლოს ბავ­შ­ვ­თა შრო­მის, ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის, ფი­ზი­კუ­რი თუ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მი­მართ თე­მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შეც­ვ­ლა, მი­სი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა. ამა­ში სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს ბევ­რად და­ეხ­მა­რე­ბა „უსაფ­რ­თხო სკო­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო“, რო­მე­ლიც ძა­ლა­დო­ბი­სა­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი სას­კო­ლო გა­რე­მოს გან­ვი­თა­რე­ბა­სა და თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვის უსაფ­რ­თხო­ე­ბის დაც­ვას მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა.

25-28(942)N