გამოდის 1998 წლიდან
სტატიები
2013-10-03
სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა — არა­მიმ­ზიდ­ვე­ლი რე­ა­ლო­ბა და პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბი
სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბა ისე­თი­ვე თავ­სა­ტე­ხი რჩე­ბა ბა­ღის ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის მშობ­ლე­ბის­თ­ვის, რო­გორც სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის მშობ­ლე­ბის­თ­ვის. გა­მუდ­მე­ბუ­ლად ის­მის კითხ­ვე­ბი: სად მი­ვიყ­ვა­ნო ბავ­შ­ვი, რო­მე­ლი ბა­ღი სჯობს, კერ­ძო თუ სა­ხელ­მ­წი­ფო? ბუ­ნებ­რი­ვია, ამის მი­ზე­ზი სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის არა­საკ­მა­რი­სი ხა­რის­ხია, არა­სან­დო­ო­ბა, რომ მა­თი შვი­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ად­რე­ულ ასაკ­ში სა­თა­ნა­დოდ ვერ იქ­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი. მეს­მის მშობ­ლე­ბის, რად­გა­ნაც სა­ხელ­მ­წი­ფო ბა­ღე­ბი დღეს მარ­თ­ლაც ვერ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბას, მათ მომ­ზა­დე­ბას სკო­ლის­თ­ვის.
ვრცლად>>>
2013-10-02
თუ მზად ვართ ვაღიაროთ პრობლემები, ყველაფერი გამოსწორდება
გვე­სა­უბ­რე­ბა შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლი — როგორ ჩა­ი­ა­რა ერ­თი­ან­მა ეროვ­ნულ­მა გა­მოც­დებ­მა და გა­ა­მარ­თ­ლა თუ არა რე­გის­ტ­რა­ცი­ის ახალ­მა მო­დელ­მა?
— პრო­ცე­დუ­რუ­ლად ყვე­ლა­ფერ­მა ძა­ლი­ან კარ­გად ჩა­ი­ა­რა, მი­ნი­მა­ლუ­რი ხარ­ვე­ზიც არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. ბუ­ნებ­რი­ვია ვღე­ლავ­დით, რად­გან წელს ძა­ლი­ან ბევ­რი აპ­ლი­კან­ტი გვყავ­და — 42 000-მდე აბი­ტუ­რი­ენ­ტი, 10 000-მდე მა­გის­ტ­რო­ბის მსურ­ვე­ლი, ამ­დე­ნი­ვე სტუ­დენ­ტი, რომ­ლე­ბიც საგ­რან­ტო კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ და 21 000-მდე პე­და­გო­გი, სა­ერ­თო ჯამ­ში — 100 ათასამდე აპ­ლი­კან­ტი. რა თქმა უნ­და, ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ იმით, რომ ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა, ლო­ჯის­ტი­კის თვალ­საზ­რი­სით.
ვრცლად>>>
2013-09-26
ბატონიშვილისეული სამართლის უცნობი ხელნაწერი
„პირ­ვე­ლად­ვე ეს­რე ვთქვათ მო­სა­მარ­თ­ლე უნ­და იყოს დი­დად გამ­სინ­ჯა­ვი, მიმ­ხ­ვ­დო­მი, გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, გო­ნე­ბა აუჩ­ქა­რე­ბუ­ლი, დაწყ­ნა­რე­ბუ­ლი, გამ­გო­ნე, სა­ჩივ­რის ყუ­რის­მ­გ­დე­ბე­ლი, გამ­სინ­ჯა­ვი, მომ­ჩივ­რის მომ­ხ­მა­რე, მომ­ც­დე­ლი, სხვი­სი მკითხ­ვე­ლი და ღვთის­მო­ში­ში“ — ასეთ ჰუ­მა­ნურ მო­სა­მარ­თ­ლეს ითხოვს ვახ­ტანგ ვჳ-ის სა­მარ­თ­ლის წიგ­ნის აქამ­დე უც­ნო­ბი ხელ­ნა­წე­რი ნუს­ხა, რო­მე­ლიც თით­ქოს დღე­ვან­დე­ლი დღი­დან გვე­სა­უბ­რე­ბა. აქამ­დე უც­ნო­ბი ხელ­ნა­წე­რი პო­ეტ­მა თე­მურ ჩა­ლა­ბაშ­ვილ­მა და მღვდელ­მა ზა­ქა­რია მა­ჩი­ტა­ძემ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლეს სა­ჩუ­ქა­რად გა­დას­ცეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვახ­ტანგ მე­ექ­ვ­სის სა­მარ­თ­ლის წიგ­ნის ას­ზე მე­ტი ხელ­ნა­წე­რი არ­სე­ბობს, ეს ნუს­ხა უნი­კა­ლუ­რია და იქ წარ­მოდ­გე­ნი­ლი მო­სა­მარ­თ­ლის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი დღე­საც არ კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბას.
ვახტანგ ბატონიშვილის ბრძა­ნე­ბით შექ­მ­ნი­ლი სა­კო­დი­ფი­კა­ციო კო­მი­სი­ის მი­ერ, 1705-1708 წლებ­ში, შედ­გე­ნი­ლი კა­ნონ­თა კრე­ბუ­ლი შე­სა­ვალ­სა და შვიდ სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ძეგლს — სამართალი მოსესი, სამართალი ბერძნული, სამართალი სო­მ­ხუ­რი, სამართალი კათალიკოსთა, სამართალი მეფის გი­ორ­გი­სა, სამართალი აღბუღასი, სამართალი ბა­ტო­ნიშ­ვილის ვახ­ტან­გისა — შე­ი­ცავს. ვახ­ტანგ ვჳ-ის კა­ნო­ნე­ბი მა­ლე­ვე იქ­ცა მთელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოქ­მედ კა­ნონ­თა წიგ­ნად, უფ­რო მე­ტიც, ქარ­თუ­ლი სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი და სა­ერ­თოდ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის დიდ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წყა­რო გახ­და.
ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის სა­მარ­თ­ლის წიგნს, გა­სულ თვე­ში, უც­ნო­ბი ხელ­ნა­წე­რის სა­ხით, კი­დევ ერ­თი შე­ე­მა­ტა, სა­ვა­რა­უ­დოდ, 1843 წელს მღვდელ პავ­ლე ჭე­დი­ას მი­ერ გა­და­წე­რი­ლი.
ვრცლად>>>
2013-06-20
სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ
  (ერ­თი სა­გა­ნმა­ნათ­ლებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვის გა­მო) შე­სა­ვა­ლი რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლე­ბის დაწყე­ბი­თი (I-VI კლა­სე­ბი) და სა­ბა­ზო (VII-IX კლა­სე­ბი) სა­ფე­ხუ­რე­ბის ბო­ლოს წელს პირ­ვე­ლად უნ­და ჩა­ტარ­დეს საც­დე­ლი ტეს­ტი­რე­ბე­ბი. დარ­წ­მუ­ნე­ბულ­ნი ვართ, რომ ამ წა­მოწყე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რებს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის სურ­ვი­ლი ამოძ­რა­ვებთ, თუმ­ცა ვში­შობთ, რომ მათ მი­ერ არ­ჩე­უ­ლი გზა სა­პი­რის­პი­რო შე­დეგს — სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უ­ა­რე­სე­ბას გა­მო­იწ­ვევს.
პი­რა­დად ჩვენ დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი სა­გა­მოც­დო მო­დე­ლის და­ნერ­გ­ვა იმ­დე­ნად სა­გან­გა­შოდ გვეჩ­ვე­ნე­ბა, რომ მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივ ვა­ლად და პრო­ფე­სი­ულ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბად მი­ვიჩ­ნი­ეთ, ჩვე­ნი მცი­რე წვლი­ლი შეგ­ვე­ტა­ნა იმ საფ­რ­თხე­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­ში, რომ­ლებ­საც ეს იდეა შე­ი­ცავს.
ვფიქ­რობთ, ეს სა­კითხი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­საა, რად­გა­ნაც იგი მჭიდ­რო­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჩვე­ნი შვი­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სებ­თან. ამ­დე­ნად, სა­სურ­ვე­ლია, დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე გა­მოც­დე­ბის და­ნერ­გ­ვა-არ­და­ნერ­გ­ვის სა­კითხი სა­ჯა­რო გან­ხილ­ვის თე­მად იქ­ცეს. ჩვენ პირ­ვე­ლი ვიქ­ნე­ბით.
ვრცლად>>>
2013-06-20
ვიშრომოთ დაუზარლად და სხვასაც გავუწოდოთ დახმარების ხელი
რუბრიკის „ქართველი სტუდენტები უცხოეთში“ სტუმარია
ნინო გვეტაძე
ვრცლად>>>
2013-06-20
გა­ლე­რეა
უნი­კა­ლუ­რი მოვ­ლე­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში — მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის პრო­ექ­ტი „ვას­წავ­ლოთ ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენა“.
ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლებ­ლე­ბი ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით და­სახ­ლე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში პი­როვ­ნუ­ლი გმი­რო­ბის ფა­სად სამ­შობ­ლოს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან
ვრცლად>>>
2013-06-19
ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნის ქრო­ნი­კე­ბი
სა­ქარ­თ­ვე­ლო უმ­დიდ­რე­სი სა­გან­ძუ­რის მფლო­ბე­ლია უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბის სა­ხით. ძი­რი­თა­დი ბირ­თ­ვი ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი­სა სა­სუ­ლი­ე­რო ხა­სი­ა­თის ლი­ტე­რა­ტუ­რაა. ევო­ლუ­ცი­ის რა ეტა­პე­ბი გა­ი­ა­რა ქარ­თულ­მა ხელ­ნა­წერ­მა წიგნმა, რა პრინ­ცი­პე­ბით ფორ­მ­დე­ბო­და, ზო­გა­დად რა მნიშვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის ქარ­­თულ ხელ­ნა­წერს და რო­გორ ჩა­მო­ყა­ლიბ­და და გან­ვი­თარ­და წიგ­ნის შექ­მ­ნის ხე­ლოვ­ნე­ბა — გვე­სა­უბ­რე­ბა რუბრიკის სტუმარი, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ნი­ნო ქავ­თა­რია. — რა პე­რი­ო­დი­დან იღებს სა­თა­ვეს ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნი?
— ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნი და მათ შო­რის ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნი მხატ­ვ­რუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი დარ­გია, რად­გა­ნაც მი­სი რო­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით ქრის­ტი­ა­ნო­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბის შემ­დეგ, ძა­ლი­ან დი­დი იყო.
ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნის პირ­ვე­ლი ფრაგ­მენ­ტე­ბი V-VI სა­უ­კუ­ნი­დან შე­მოგ­ვ­რ­ჩა, თუმ­ცა ეს ცალ­კე­უ­ლი ეტ­რა­ტის­გან შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ფურ­ც­ლე­ბია. ამის შემ­დეგ, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნის ის­ტო­რია ჩვენ­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბის შე­მო­ღე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ამ პე­რი­ო­დი­დან და­იწყო მა­სი­უ­რად სა­სუ­ლი­ე­რო ხა­სი­ა­თის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის შე­მოს­ვ­ლა და ყო­ვე­ლი­ვე ამან გა­ნა­პი­რო­ბა და მო­ი­ტა­ნა აუცი­ლებ­ლო­ბა იმი­სა, რომ ეს წიგ­ნე­ბი ქარ­თულ ენა­ზეც ყო­ფი­ლი­ყო ნა­თარ­გ­მ­ნი და იმ­დ­რო­ინ­დე­ლი ქარ­თ­ვე­ლი მკითხ­ვე­ლი­სათ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გამ­ხ­და­რი­ყო. სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­ნამ­დე, რა თქმა უნ­და, არ­სე­ბობ­და ხელ­ნა­წე­რე­ბი, რომ­ლებ­საც, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნამ­დე არ მო­უღ­წე­ვია. ძი­რი­თა­დი მა­სა­ლა, რი­თაც ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­უ­ლი ხელ­ნა­წე­რი ნი­მუ­შე­ბია შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, ეტ­რა­ტია. ეტ­რა­ტი პერ­გა­მენ­ტის ქარ­თუ­ლი შე­სატყ­ვი­სი სიტყ­ვაა, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად ხბოს ტყა­ვის­გან მზად­დე­ბო­და, შემ­დეგ იჭ­რე­ბო­და შე­სა­ბა­მის ზო­მა­ზე და სა­წერ მა­სა­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნის ორ­გა­ნი­ზე­ბა მო­ნას­ტერ­ში ხდე­ბო­და. მო­ნას­ტე­რი იყო ძი­რი­თა­დი ად­გი­ლი, სა­დაც ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნე­ბის თარ­გ­მა­ნი, გა­და­წე­რა, გამ­რავ­ლე­ბა, გა­და­ნუს­ხ­ვა, შემ­კო­ბა და ყდა­ში ჩას­მა სრულ­დე­ბო­და. მწიგ­ნო­ბა­რი ბე­რე­ბი იყ­ვ­ნენ ამ საქ­მის მწარ­მო­ე­ბელ­ნი. თუმ­ცა მა­ნამ­დე (ად­რე­უ­ლი ხა­ნის ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნი მოღ­წე­უ­ლი არ არის) ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნის ფორ­მა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იყო, გრაგ­ნი­ლის ფორ­მა ჰქონ­და, რო­მე­ლიც, ძი­რი­თა­დად, პა­პი­რუ­სის­გან იყო შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. და­ახ­ლო­ე­ბით I-II სა­უ­კუ­ნე­ებ­ში პა­პი­რუ­სი ეტ­რატ­მა ჩა­ა­ნაც­ვ­ლა. ქარ­თუ­ლი ად­რე­უ­ლი ხა­ნის გრაგ­ნი­ლე­ბი შე­მორ­ჩე­ნი­ლი არ არის, ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში გრაგ­ნი­ლის ფორ­მა ზო­გა­დად ჩა­ა­ნაც­ვ­ლა კო­დექ­სის ფორ­მამ — თა­ნა­მედ­რო­ვე წიგ­ნის ფორ­მამ. ეს და­ახ­ლო­ე­ბით IV სა­უ­კა­უ­ნე­ში მოხ­და და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ქრის­ტა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და, მაგ­რამ XI სა­უ­კუ­ნე­ში გრაგ­ნი­ლი კვლავ აღ­დ­გა, ეს იმან გა­მო­იწ­ვია, რომ ლი­ტურ­გი­ის წე­სე­ბი — ჟა­მის წირ­ვა — სწო­რედ გრაგ­ნილ­ზე იყო გა­და­წე­რი­ლი და რო­დე­საც მღვდელ­თ­მ­სა­ხუ­რი ამ­ბი­ონ­ზე ლოც­ვას კითხუ­ლობ­და, კონ­დაკ­ზე დახ­ვე­ულ გრაგ­ნილს ხსნი­და. გარ­და ამი­სა, ევ­რო­პა­ში გრაგ­ნილ­ზე სხვა­დას­ხ­ვა ეკო­ნო­მი­კუ­რი ხა­სი­ა­თის ჩა­ნა­წე­რებ­საც აკე­თებ­დ­ნენ, თუმ­ცა პა­პი­რუ­სის ნაც­ვ­ლად ეტ­რატს იყე­ნებ­დ­ნენ — ეტ­რა­ტის ფურ­ც­ლებს ერ­თ­მა­ნეთს აკე­რებ­დ­ნენ და ისე ახ­ვევ­დ­ნენ გრაგ­ნი­ლად. წიგ­ნის ძი­რი­თად ფორ­მად მა­ინც კო­დექ­სი — თა­ნა­მედ­რო­ვე წიგ­ნის ფორ­მა მი­იჩ­ნე­ვა, რო­მე­ლიც, პრაქ­ტი­კუ­ლად, მთელ სამ­ყა­რო­ში გავ­რ­ცელ­და, რო­გორც ერ­თა­დერ­თი ყვე­ლა­ზე მი­სა­ღე­ბი ფორ­მა ხელ­ნა­წე­რის­თ­ვის.
ვრცლად>>>
2013-06-19
წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვის შე­დე­გე­ბი
შე­სა­ვა­ლი
2006 და 2011 წლებ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვა­ში (PIRLS — Progress in International Reading Literacy Study), რომ­ლის მი­ზა­ნიც 9-10 წლის მო­ზარ­დე­ბის კითხ­ვის უნა­რი­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბის შეს­წავ­ლაა.
ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უნა­რი, რო­მელ­საც ბავ­შ­ვე­ბი სკო­ლა­ში სწავ­ლი­სას იძე­ნენ, კითხ­ვის უნა­რია. ბავ­შ­ვე­ბი ჯერ სწავ­ლო­ბენ კითხ­ვას, შემ­დეგ კი კითხუ­ლო­ბენ იმის­თ­ვის რომ ის­წავ­ლონ. სწო­რედ ამი­ტო­მაც სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი კომ­პო­ნენ­ტი მოს­წავ­ლე­თა წიგ­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბაა. მო­ზარ­დის კითხ­ვის უნა­რი მი­სი სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ი­სა და პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წი­ნა­პი­რო­ბაა. კვლე­ვი­თი მო­ნა­ცე­მე­ბი ცხად­ყოფს, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი, ემო­ცი­უ­რი და ქცე­ვი­თი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი კითხ­ვის სირ­თუ­ლე­ე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ამი­ტო­მაც კითხ­ვის სწავ­ლე­ბის საწყის ეტაპ­ზე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს მოს­წავ­ლის კითხ­ვის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და კითხ­ვი­სად­მი პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. ამ ასაკ­ში კითხ­ვის უნა­რის შე­მოწ­მე­ბა გუ­ლის­ხ­მობს იმის გარ­კ­ვე­ვა­საც, თუ რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ბავ­შ­ვი მო­მა­ვალ­ში, შეძ­ლებს თუ არა მა­ღა­ლი კლა­სე­ბის სას­წავ­ლო პროგ­რა­მის დაძ­ლე­ვას და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვან წევ­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. ამას კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს სა­ზო­გა­დო­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბი­სათ­ვი­საც.
ვრცლად>>>
2013-06-13
არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემკვიდრეობია ქომაგები
5 ივ­ნისს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო­ში, კონ­კურ­სის „გა­ი­გე, მე­ტი შე­ნი კუთხის არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის შე­სა­ხებ“ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბა გა­ი­მარ­თა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის წარ­მო­ჩე­ნის, დაც­ვის, გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის და UNESCO-ს 2003 წელს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი „არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის“ კონ­ვენ­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით, კუ­ლ­­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ პირ­ვე­ლი სას­კო­ლო სა­პი­ლო­ტე ორეტა­პი­ა­ნი კონ­კურ­სი — „ გა­ი­გე მე­ტი შე­ნი კუთხის არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის შე­სა­ხებ“ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, 200-მდე სკო­ლამ მი­ი­ღო. გა­მოვ­ლინ­და არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის 20 სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­ში, 48 სკო­ლის 90 მო­ნა­წი­ლეს და მათ პე­და­გო­გებს კი „არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ქო­მა­გის“ წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭათ. კონ­კურ­სი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს, გა­ზეთ „ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბის“, კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მხარ­და­ჭე­რით გან­ხორ­ცი­ელ­და.
ვრცლად>>>
2013-06-06
ამერიკაში პრიორიტეტული კარიერის გაკეთებაა
— ქე­თი, შენც იმ იღ­ბ­ლი­ან სტუ­დენ­ტ­თა შო­რის ხარ, რომ­ლებ­საც სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ საზღ­ვარ­გა­რეთ ცოდ­ნის გა­საღ­რ­მა­ვებ­ლად წა­სუ­ლიყ­ვ­ნენ. მი­ამ­ბე შენ შე­სა­ხებ, რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტე მა­გის­ტ­რა­ტუ­რა საზღ­ვარ­გა­რეთ გა­გევ­ლო?
და­ვამ­თავ­რე თბი­ლი­სის 126-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა და ჩა­ვა­ბა­რე ამე­რი­კულ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე ვსწავ­ლობ­დი ყვე­ლა სა­განს. მე­ო­რე კურ­სი­დან ვმუ­შა­ობ­დი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში. სა­ბო­ლო­ოდ, სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა და ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დიპ­ლო­მი და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბა­ში და­მეხ­მა­რა. პირ­ვე­ლი მა­გის­ტ­რა­ტუ­რა ნო­ტერ და­მის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, კონ­ფ­ლიქ­ტო­ლო­გი­ის გან­ხ­რით, გა­ვი­ა­რე. სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ 6 თვე ამე­რი­კა­ში ვმუ­შა­ობ­დი, პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩა­ვა­ბა­რე მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ზე ჯონს ჰოპ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ეკო­ნო­მი­კის გან­ხ­რით, მთლი­ა­ნი და­ფი­ნან­სე­ბით. მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში ჩა­ბა­რე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლიაTOEFL-ის და GRE-ის ტეს­ტე­ბი, ასე­ვე დი­დი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბას და მო­ტი­ვა­ცი­ას, რა­ტომ გინ­და საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლა მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში. — და­მე­თან­ხ­მე­ბი, რომ საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა საკ­მა­ოდ ძვი­რია. ალ­ბათ, სტი­პენ­დი­ის მო­პო­ვე­ბა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაც რთუ­ლია. ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში სტი­პენ­დი­ე­ბი ნი­ჭი­ე­რი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის სა­კონ­კურ­სო საწყი­სებ­ზე უშუ­ა­ლოდ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მი­ერ გა­მო­ი­ყო­ფა. შენ შემ­თხ­ვე­ვა­ში რო­გორ მოხ­და, რა ღირს სწავ­ლა და რა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი?
ერ­თი წლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ 30,000 დან 50, 000 დო­ლა­რამ­დეა. მე მქონ­და სწავ­ლის სტი­პენ­დია და საცხოვ­რებ­ლის და­სა­ფა­რა­ვად მიხ­დე­ბო­და პრო­ფე­სო­რებ­თან მუ­შა­ო­ბა, რო­გორც კვლე­ვე­ბის ასის­ტენტს. პირ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე თვე გან­სა­კუთ­რე­ბით ძნე­ლია, სა­ნამ იქა­ურ სწავ­ლის და მუ­შა­ო­ბის გი­ჟურ რიტმს შე­ეჩ­ვე­ვი.
სტი­პენ­დი­ის მო­სა­პო­ვებ­ლად ძა­ლი­ან კარ­გი ატეს­ტა­ტი უნ­და გქონ­დეს და სა­სურ­ვე­ლია მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბი TOEFL-ის და GRE-ის ტეს­ტებ­ში, ასე­ვე წა­გად­გე­ბა სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა. სტი­პენ­დი­ის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, სწავ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, აუცი­ლე­ბე­ლია შე­ი­ნარ­ჩუ­ნო კარ­გი ნიშ­ნე­ბი, ანუ სა­შუ­ა­ლოდ B (from A to C scale).
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40] > [41] > [42] > [43] > [44] > [45] > [46] > [47] > [48] > [49] > [50]
N26(780)