გამოდის 1998 წლიდან
2015-04-30
რო­ცა სიბ­ნე­ლეს მკვეთ­რი ენაც­ვ­ლე­ბა

„ის არას­დ­როს არის იქ, სა­დაც პო­ლი­ტი­კუ­რი მღელ­ვა­რე­ბაა, არც იქ, სა­დაც მსოფ­ლი­ოს ცხე­ლი წერ­ტი­ლია, სა­მა­გი­ე­როდ არის ყველ­გან, სა­დაც მარ­ტოდ მო­ხე­ტი­ა­ლე ფო­ტოგ­რა­ფის დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი თვა­ლი ზე­და­პი­რუ­ლი ფორ­მე­ბით არ კმა­ყო­ფილ­დე­ბა და ახა­ლი სივ­რ­ცე­ე­ბის და ახა­ლი ში­ნა­არ­სე­ბის ძი­ე­ბის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი“ — ასე ახა­სი­ა­თე­ბენ სლო­ვე­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის ფრანგ ფო­ტოგ­რაფს კლა­უ­დი სლუ­ბანს. თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პულ ფო­ტოგ­რაფ­თა ახა­ლი თა­ო­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი ხე­ლო­ვა­ნი მე-20 სა­უ­კუ­ნის დო­კუ­მენ­ტუ­რი ფო­ტოგ­რა­ფი­ის დი­დი ტრა­დი­ცი­ე­ბის ერთ-ერთ გამ­გ­რ­ძე­ლებ­ლად მი­იჩ­ნე­ვა, რო­მლის ფორ­მი­რე­ბაც ან­რი კა­რ­ტიე-ბრე­სო­ნის, რო­ბერტ ფრან­კის, გა­რი ვი­ნოგ­რან­დის და სხვა­თა სა­ხე­ლებს უკავ­შირ­დე­ბა. მი­სი ცხოვ­რე­ბის თან­მ­დე­ვია მოგ­ზა­უ­რო­ბა, რო­მე­ლიც არა­ერ­თი ექ­ს­პო­ზი­ცი­ის ინ­ს­პი­რა­ცია ხდე­ბა ხოლ­მე. ერთ-ერ­თია მოგ­ზა­უ­რო­ბა, რო­მე­ლიც შა­ვი ზღვის აუზის, ბალ­ტი­ის­პი­რე­თის და ბალ­კა­ნე­თის ქვეყ­ნებ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის სე­რი­ას მო­ი­ცავს. ავ­ტო­რის ერთ-ერ­თი ჩა­ნა­წე­რი მოგ­ზა­უ­რო­ბის შეწყ­ვე­ტას არ­სე­ბო­ბის შეწყ­ვე­ტას­თან აიგი­ვებს: „მა­ტა­რე­ბე­ლი. ავ­ტო­ბუ­სი, ისევ მა­ტა­რე­ბე­ლი. მარ­ტო სი­ა­რუ­ლი ქუ­ჩა­ში, გზებ­ზე. სი­ა­რუ­ლი და ისევ სი­ა­რუ­ლი. ბარ­გის გა­რე­შე, თა­ვი­სუფ­ლად რომ იყო... კი­დევ ერ­თი ავ­ტო­ბუ­სი, შემ­დეგ ქა­ლა­ქი. ისევ გზა. ღა­მე. შემ­დეგ ისევ გზა. რუ­სე­თი, უკ­რა­ი­ნა, სა­ქარ­თ­ვე­ლო, აფხა­ზე­თი, მოლ­დო­ვა, ინ­დო­ნე­ზია, სერ­ბე­თი, მა­კე­დო­ნია...
აღარ უნ­და არ­სე­ბობ­დე, რომ არ გა­აგ­რ­ძე­ლო მოგ­ზა­უ­რო­ბა, რომ არ გა­ჩერ­დე და ნელ-ნე­ლა პე­ი­ზა­ჟის ნა­წი­ლი გახ­დე. დაღ­ლი­ლო­ბა, სი­ჩუ­მე. უც­ნა­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. ავ­ტო­ბუ­სის ფან­ჯ­რი­დან ფო­ტო უნ­და გა­და­ი­ღო და უკან, სახ­ლ­ში დაბ­რუნ­დე“.
ფო­ტოგ­რა­ფი მოგ­ზა­უ­რო­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ სიყ­ვა­რულს თბი­ლის­შიც გვიმ­ხელს: „მიყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა და ახა­ლი ად­გი­ლე­ბის შეც­ნო­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რამ­დე­ნად უცხოა თა­ვი­დან ახა­ლი ად­გი­ლი და რო­გორ ნელ-ნე­ლა ვიწყებთ მის შემ­ჩ­ნე­ვას, დე­ტა­ლე­ბის ამოც­ნო­ბას. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ ვიწყებ გა­და­ღე­ბას“.
კ­ლაუ­დი სლუ­ბა­ნი არა­ერ­თი დი­დი ფო­ტოგ­რა­ფი­უ­ლი სე­რი­ის ავ­ტო­რია, რო­მელ­საც მი­ღე­ბუ­ლი აქვს ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­ტოგ­რა­ფი­უ­ლი ჯილ­დო­ე­ბი, მათ შო­რის ნი­სე­ფორ ნი­ეფ­სის სა­ხე­ლო­ბის პრი­ზი 2000 წელს და ლე­ი­კას პრი­ზი 2004 წელს; საფ­რან­გე­თის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­როს პრი­ზი, ევ­რო­პის გა­მომ­ცე­მელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის მთა­ვა­რი პრი­ზი. იფი­ნე­ბა ევ­რო­პის, ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კის, ჩი­ნე­თის და ბალ­კა­ნე­თის წამ­ყ­ვან სა­მუ­ზე­უ­მო თუ კერ­ძო სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რ­ცე­ებ­ში, 2001 წელს მი­სი ფო­ტო­სე­რია „შა­ვი ზღვა — ზამ­თ­რის მოგ­ზა­უ­რო­ბა“ თბი­ლი­სის ის­ტო­რი­ის მუ­ზე­უმ­შიც გა­მო­ი­ფი­ნა.
დღეს კი ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ნი­ეფ­სის პრე­მი­ის მფლო­ბე­ლი ფო­ტოგ­რა­ფი, ბო­ლო დ­რო­ის ყვე­ლა­ზე დი­დი და გა­მორ­ჩე­უ­ლი ექ­ს­პო­ზი­ცი­ით თბი­ლისს სტუმ­რობს და სა­ხე­ე­ბი­თა და შუ­ქით შექ­მ­ნი­ლი ფო­ტო­ე­ბით თბი­ლი­სელ დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელ­ზე მა­გი­ურ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს — ფო­ტო­კო­ლექ­ცია ფრან­გი მწერ­ლის, ვიქ­ტორ ჰი­უ­გოს, გერ­ნ­ზ­ში 15-წლი­ან გა­და­სახ­ლე­ბას ასა­ხავს. ფო­ტოგ­რა­ფი ნე­გა­ტივ­ზე შუ­ქის და­მა­ტე­ბი­თი შე­ტა­ნით ქმნის გან­წყო­ბას და ტო­ვებს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, თით­ქოს, ფო­ტო­ე­ბი არა დღე­ვან­დე­ლო­ბა­ში, არა­მედ სა­უ­კუ­ნის წინ ნი­ეფ­სის მი­ე­რაა აღ­ბეჭ­დი­ლი, რო­მელ­მაც ნე­გა­ტივ­ზე ერთ-ერ­თ­მა პირ­ველ­მა სცა­და შა­ვი და თეთ­რი შუქ­ჩ­რ­დი­ლე­ბის არეკ­ვლით მი­ე­ღო გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა.
ფო­ტოგ­რა­ფი ჰოტ­ვი­ლის სახლს გერ­ნ­ზ­ში ასე აღ­წერს: „ინ­გ­ლი­სურ-ნორ­მა­ნუ­ლი კუნ­ძუ­ლე­ბი, კერ­გე­ლე­ნის არ­ქი­პე­ლა­გი­ნად ცენ­ტ­რა­ლუ­რი ამე­რი­კის­კენ მი­მა­ვა­ლი ერ­თი შუ­ა­ლე­დუ­რი ეტა­პია. უკან არ­ქი­პე­ლა­გის გა­უ­საძ­ლი­სი სი­მარ­ტო­ვე, მსუს­ხა­ვი ქა­რი და პინ­გ­ვი­ნე­ბი. წინ კი ცენ­ტ­რა­ლუ­რი ამე­რი­კის უქ­მად მო­ყი­ა­ლე ახალ­გაზ­რ­დე­ბი, ქუ­ჩის ვე­ლუ­რი ბან­დე­ბი და სა­პა­ტიმ­რო­ე­ბის საკ­ნე­ბი.
ჰოტ­ვილ ჰა­უ­ზის მო­ნა­ხუ­ლე­ბის აზ­რი, სახ­ლი­სა, რო­მელ­შიც ვიქ­ტორ ჰი­უ­გომ გა­და­სახ­ლე­ბის 15 წე­ლი გა­ა­ტა­რა, დი­დი ხა­ნია მოს­ვე­ნე­ბას არ მაძ­ლევ­და. ამ­გ­ვა­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა წარ­სულ­შიც ბევ­რი მქო­ნია. მა­გა­ლი­თად, ჩე­ხო­ვის სახ­ლი იტა­ლი­ა­ში, ან თუ გნე­ბავთ ანა ახ­მა­ტო­ვას კო­მუ­ნა­ლუ­რი ბი­ნა სანკტ-პე­ტერ­ბურ­გ­ში. ყო­ვე­ლი ასე­თი სტუმ­რო­ბი­სას, ერ­თობ საც­ნა­უ­რი ხდე­ბა „ად­გი­ლის სუ­ლი“, შენც პა­ტი­ვის­ცე­მი­თა და კრძალ­ვით იმ­ს­ჭ­ვა­ლე­ბი და ასე გგო­ნია, სა­და­ცაა მწე­რალს, რო­მე­ლიც ჭი­ქა ჩა­ის და­სა­ლე­ვად მე­ზო­ბელ ოთახ­ში წა­მით შე­ყოვ­ნ­და, პი­რის­პირ შეხ­ვ­დე­ბი.
ჰოტ­ვილ ჰა­უზ­ში და­უ­ო­კე­ბე­ლი სურ­ვი­ლი გე­ძა­ლე­ბა შე­იც­ნო და გა­ი­თა­ვი­სო შე­მოქ­მე­დის დი­დი ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც ესო­დენ ნათ­ლად იგ­რ­ძ­ნო­ბა და ეს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მთე­ლი წე­ლი მოგ­ყ­ვე­ბა.
ზამ­თარ­ში დაც­ლი­ლი სახ­ლი აჩ­რ­დი­ლებს უღებს კარს. აქ ერ­თურთს გა­და­ეხ­ლარ­თა ცხოვ­რე­ბა და ლი­ტე­რა­ტუ­რა. ინ­ტე­რი­ერ­ში ყო­ვე­ლი­ვე ზედ­მი­წევ­ნი­თი სი­ზუს­ტი­თაა გათ­ვ­ლი­ლი და გან­ლა­გე­ბუ­ლი, ერ­თ­მა­ნეთ­ში მორ­გე­ბუ­ლი, იფიქ­რებ, ყო­ვე­ლი­ვე სახ­ლის სუ­ლის­კ­ვე­თე­ბი­თაა გაჟ­ღენ­თი­ლი და სტუ­მარ­საც არა­ფე­რი უშ­ლის ხელს მშვი­დად მო­ი­ხი­ლოს იქა­უ­რო­ბა.
ჰოტ­ვილ ჰა­უ­ზი სოფ­ლის საცხოვ­რე­ბე­ლი ან სა­ა­გა­რა­კო სახ­ლი არ გე­გო­ნოთ, მარ­თა­ლი თუ გნე­ბავთ, ცო­ტას თუ გა­უ­წევს გუ­ლი აქ და­სა­ბი­ნა­ვებ­ლად. ვიქ­ტორ ჰი­უ­გოს შვი­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა ხში­რად საყ­ვე­დუ­რობ­დ­ნენ მა­მას, მა­ინ­ც­და­მა­ინც ამ სახ­ლ­ზე რომ შე­ა­ჩე­რა არ­ჩე­ვა­ნი.
მო­ნას­ტ­რის მკაც­რი, პირ­ქუ­ში ატ­მოს­ფე­რო მი­ბიძ­გებს დინ­ჯად გა­ვუყ­ვე ამ სახ­ლი-წიგ­ნის დე­რეფ­ნებს, გო­ნე­ბით მივ­ყ­ვე სი­უ­ჟე­ტის გან­ვი­თა­რე­ბას, სიტყ­ვა­უხვ მსჯე­ლო­ბას, გა­დახ­ვე­ვებს, წი­აღ­ს­ვ­ლებს, ან თუნ­დაც მხატ­ვ­რუ­ლი ქარ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბის მო­უ­ლოდ­ნელ ცვლას — რო­ცა სიბ­ნე­ლეს მკვეთ­რი ენაც­ვ­ლე­ბა და ზმა­ნე­ბე­ბის ჟა­მი დგე­ბა“.
მი­სი­ვე სიტყ­ვე­ბით გა­მორ­ჩე­ულ ად­გი­ლებ­ში გა­მორ­ჩე­ულ ადა­მი­ა­ნებს ხვდე­ბი: „ოდილ ბლან­შე­ტი, ჰოტ­ვილ ჰა­უ­ზის მეთ­ვალ­ყუ­რე და მი­სი ღირ­სე­უ­ლი გუნ­დი, ჟე­რარ ოდი­ნე, ვიქ­ტორ ჰი­უ­გოს პა­რი­ზის სახლ-მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი, რო­მელ­საც თან ახ­ლავს ალექ­სან­დ­რინ აში­ლი, ჟან-კრის­ტოფ გო­დე, გერ­ნ­ზის ფო­ტო­ფეს­ტი­ვა­ლის დი­რექ­ტო­რი. თი­თო­ე­ულ­მა თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ჩვე­ნი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში.“
გა­მო­ფე­ნა „ცხოვ­რე­ბა გა­და­სახ­ლე­ბა­ში“  2015 წლის Tbilisi ჵhoto ფestival-ის ფარ­გ­ლებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და მას სა­ქარ­თ­ვე­ლოს მწე­რალ­თა სახ­ლი მას­პინ­ძ­ლობს.
„ცხოვ­რე­ბა გა­და­სახ­ლე­ბა­ში“ — კლა­უ­დი სლუ­ბა­ნის ბო­ლო დი­დი ფო­ტოპ­რო­ექ­ტი გა­და­ღე­ბუ­ლია 2013 წელს გერ­ნ­ზ­ში (დი­დი ბრი­ტა­ნე­თი).
„პირ­ველ რიგ­ში არ შე­მიძ­ლია არ აღ­ვ­ნიშ­ნო ჩე­მი აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბა მწე­რალ­თა სახ­ლი­სად­მი, რო­მე­ლიც ვფიქ­რობ, სა­უ­კე­თე­სო სივ­რ­ცეა თბი­ლის­ში ამ პრო­ექ­ტის წარ­სად­გე­ნად. ეს სახ­ლი სა­კუ­თა­რი ში­ნა­გა­ნი იდუ­მა­ლე­ბით წა­ა­გავს გერ­ნ­ზ­ში მყოფ მის­ტი­კურ სახლს, სა­დაც თი­თო­ე­უ­ლი ნივ­თი და ოთა­ხი ინა­ხავს დიდ ის­ტო­რი­ას. „ცხოვ­რე­ბა გა­და­სახ­ლე­ბა­ში“ ჩე­მი ერთ-ერ­თი უკა­ნას­კ­ნე­ლი ფო­ტო პრო­ექ­ტია. რა თქმა უნ­და, ტექ­ს­ტ­მა და ნა­რა­ტივ­მა, რო­მე­ლიც ვიქ­ტორ ჰი­უ­გომ ამ წლებ­ში შექ­მ­ნა, დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. შე­ვე­ცა­დე ის გან­წყო­ბა, რო­მე­ლიც მარ­ტომ­ყოფ­მა ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა იგ­რ­ძ­ნოს, ჩე­მე­უ­ლი, უკ­ვე აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი რა­კურ­სით, წარ­მო­მედ­გი­ნა“ — ამ­ბობს კლა­უ­დი სლუ­ბა­ნი.
მი­სე­უ­ლი რა­კურ­სი მარ­თ­ლაც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია — აჩ­რ­დი­ლე­ბით გად­მოც­ემუ­ლი მწერ­ლის გან­წყო­ბა, ძვე­ლი მის­ტი­კუ­რი სახ­ლი, სა­დაც თით­ქოს არა­ვი­ნაა, მაგ­რამ მა­ინც სი­ცოცხ­ლეს ჩრდი­ლებ­ში ეძებს ან სხი­ვებ­ში, სი­ნათ­ლე­ში...
„ჰიუგომ თხუთ­მე­ტი წე­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, მარ­ტო­სულ­მა გა­ა­ტა­რა ამ კუნ­ძულ­ზე. გა­მო­ფე­ნა მის სახლს და ახ­ლომ­დე­ბა­რე ად­გი­ლებს მო­ი­ცავს, სა­დაც ხში­რად და­დი­ო­და. შე­ვე­ცა­დე ის გან­ც­დე­ბი და, პირ­ველ რიგ­ში, სევ­და, რო­მელ­საც მწე­რა­ლი ატა­რებ­და, თი­თოე­უ­ლი ნივ­თით თუ უბ­რა­ლოდ ფან­ჯ­რი­დან შე­მო­მა­ვა­ლი სი­ნათ­ლით გად­მო­მე­ცა.“  — ამ­ბობს ფო­ტოგ­რა­ფი. ნამ­დ­ვი­ლი ფო­ტოგ­რა­ფი­აც ხომ ეს არის — სა­კუ­თა­რი თა­ვის ძი­ე­ბა და ყო­ველ­დღი­ურ მოვ­ლე­ნებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბის და­ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. „დღეს ყვე­ლა ჩვენ­განს შე­უძ­ლია გახ­დეს ფო­ტოგ­რა­ფი, მაგ­რამ ცო­ტამ თუ იცის ხე­ლოვ­ნე­ბის ამ დარ­გის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი დატ­ვირ­თ­ვი­სა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის შე­სა­ხებ. შე­ხე­დო ყვე­ლა­ფერს ფო­ტოგ­რა­ფის თვა­ლით, ნიშ­ნავს შე­ი­ძი­ნო ახა­ლი თვა­ლე­ბი.“ — გა­ნაცხა­და გა­მო­ფე­ნის გახ­ს­ნა­ზე გერ­ნ­ზის ფო­ტო­ფეს­ტი­ვა­ლის დი­რექ­ტორ­მა, ჟან-კრის­ტოფ გო­დემ. გახ­ს­ნას ეს­წ­რე­ბოდ­ნენ ფრან­გუ­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და საფ­რან­გე­თის ელ­ჩი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რე­ნო სა­ლენ­სი.
„არ­სე­ბო­ბენ ფო­ტოგ­რა­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც ფიქ­რო­ბენ, რო­გორ გა­ნა­ლა­გონ ფი­გუ­რე­ბი სა­კუ­თარ ფო­ტო­ებ­ზე, თუმ­ცა კლა­უ­დი არის ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის­თ­ვი­საც ამ ფი­გუ­რე­ბის სათ­ქ­მე­ლის სწო­რად გად­მო­ცე­მა უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.“ — აღ­ნიშ­ნა რე­ნო სა­ლე­ნსმა.
„ცხოვ­რე­ბა გა­და­სახ­ლე­ბა­ში“ გერ­ნ­ზის ფო­ტოფეს­ტი­ვა­ლის და ვიქ­ტორ ჰი­უ­გოს მუ­ზუ­მის ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტია.
„ბევ­რი ფო­ტოგ­რა­ფი სტუმ­რობს და ფირ­ზე აღ­ბეჭ­დავს ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნავ ად­გი­ლებს. ზოგს თვით ეს ად­გი­ლე­ბი სტუმ­რო­ბენ. ასე იყო კლა­უ­დი სლუ­ბა­ნის შემ­თხ­ვე­ვა­შიც. ის, რო­გორც ფო­ტოგ­რა­ფი, ვიქ­ტორ ჰი­უ­გოს მიმ­წუხ­რის გო­ნე­ბი­სა და გე­ნის, მას­თან ერ­თად, ჰოტ­ვილ ჰა­უ­ზის მომ­ნუს­ხ­ვე­ლი იდუ­მა­ლე­ბის ტყვე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნ­და, საკ­ვირ­ვე­ლი სუ­ლაც არ გახ­ლავთ. ბნე­ლით მო­ცულ შე­მოქ­მე­დე­ბას, რო­მე­ლიც აგერ უკ­ვე 20 წე­ლია გრძელ­დე­ბა, არ შე­იძ­ლე­ბა არ მი­ეყ­ვა­ნა შე­მოქ­მე­დი ამ გა­და­სახ­ლე­ბის ად­გილ­თან, ამ ლა­ბი­რინ­თი­ვით სახ­ლ­თან, რო­მელ­შიც ახ­ლაც იგ­რ­ძ­ნო­ბა მწერ­ლის ძა­ლუ­მი სუნ­თ­ქ­ვა...
ღა­მე­უ­ლი ფრინ­ვე­ლის გამ­ჭო­ლი მზე­რა უნ­და გქონ­დეს, რომ იღ­ვა­წო ჩრდი­ლე­ბით, კედ­ლებ­ზე აკ­რუ­ლი ფე­რა­დო­ვა­ნი ქა­ღალ­დე­ბით ხის ბო­ძე­ბით სავ­სე ად­გი­ლას და შეძ­ლო კედ­ლე­ბი­სა და სქე­ლი ტიხ­რე­ბის მიღ­მა ჩას­წ­ვ­დე კუთხე­ში მი­ყუ­ჟუ­ლი სკივ­რის ან დე­რეფ­ნის მო­სახ­ვევ­ში ატუ­ზუ­ლი კა­რა­დის იდუ­მა­ლე­ბას, ამო­იც­ნო „ად­გი­ლის სუ­ლი“, ფა­რუ­ლი არ­სი და სა­ი­დუმ­ლო. სახ­ლი, რო­მელ­შიც ამო­ბურ­ცულ სკივ­რებ­ში მრუ­დად ირეკ­ლე­ბა მბრუ­ნა­ვი მა­გი­დე­ბის მის­ტე­რია და ჩი­ნუ­რი ჩრდი­ლე­ბის ლა­ცი­ცი.
ფო­ტოგ­რა­ფი ყოვ­ლის მხილ­ვე­ლიც უნ­და იყოს, რა­თა შეძ­ლოს ამო­ი­კითხოს სახ­ლი-პა­ლიმ­ფ­სეს­ტის წი­ნა­და­დე­ბებს შო­რის სი­ცა­რი­ე­ლე­ე­ბი, თუმ­ცა კი ამით იქ­მ­ნე­ბა შუქ­ჩ­რ­დი­ლე­ბით შე­ფე­რი­ლი სახ­ლის ყვე­ლა გა­მო­ცა­ნის ახ­ს­ნა, სახ­ლი­სა, რო­მელ­საც კლა­უ­დი სლუ­ბა­ნის თვა­ლი ხან შავ, ხან კი სი­ნათ­ლით სავ­სე სკივ­რად წარ­მო­ად­გენს.“  — ასე აფა­სებს პრო­ექტს და კლა­უ­დი სლუ­ბა­ნის ხედ­ვას  ნა­ტა­შა ვო­ლინ­ს­კი.
გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვი­თა და მის­ტი­კუ­რი შუქ­ჩ­რ­დი­ლე­ბით გა­ცოცხ­ლე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი ნე­გა­ტი­ვი გა­და­სახ­ლე­ბა­ში მყო­ფი ჰი­უ­გო­სა და ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ფო­ტოგ­რა­ფის სა­ო­ცარ ტან­დემს ქმნის, რო­მე­ლიც ქარ­თ­ვე­ლი დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლის­თ­ვის 2015 წლის ფო­ტო­ფეს­ტი­ვა­ლის მი­ერ გა­კე­თე­ბუ­ლი ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რია — „თი­თე­უ­ლი ნივ­თით თუ უბ­რა­ლოდ ფან­ჯ­რი­დან შე­მო­მა­ვა­ლი სი­ნათ­ლით გად­მო­ცე­მუ­ლი“ სლუ­ბა­ნი­სე­უ­ლი რა­კურ­სი.
ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N