გამოდის 1998 წლიდან
2015-04-01
პროფესია, რომელიც ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს

სო­ფე­ლი სნო ზღვის დო­ნი­დან 1760 კი­ლო­მეტ­რ­ზე მდე­ბა­რე­ობს. 2002 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, სო­ფელ­ში 418 კა­ცი ცხოვ­რობს. სოფ­ლის და­არ­სე­ბა და მი­სი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბა ღუ­დუ­შა­უ­რე­ბის გვარს უკავ­შირ­დე­ბა. ღუ­დუ­შა­უ­რე­ბის პირ­ვე­ლი საცხოვ­რი­სი სო­ფე­ლი კვი­რა­ის ძალ­თაი ყო­ფი­ლა, შემ­დეგ იქი­დან წა­მო­სუ­ლან და იქ­ვე ახ­ლოს და­სახ­ლე­ბუ­ლან. სოფ­ლის­თ­ვის, თა­ვი­ან­თი წი­ნაპ­რის პა­ტივ­სა­ცე­მად, სნო და­ურ­ქ­მე­ვი­ათ, ხო­ლო ძვე­ლი ნა­მო­სახ­ლა­რი, მთა­ში გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ის მი­ხედ­ვით, სა­ლო­ცა­ვად გა­უხ­დი­ათ. გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, ღუ­დუ­შა­უ­რე­ბის წი­ნა­პარს, სნოს, ალა­ნე­ლებ­თან ომ­ში გა­მო­უ­ჩე­ნია თა­ვი. მა­მა­ცო­ბის სა­ნაც­ვ­ლოდ, ვახ­ტანგ გორ­გა­სალს მის­თ­ვის ცი­ხის აშე­ნე­ბის ნე­ბა და­ურ­თავს და ვა­ჟიშ­ვი­ლიც მო­უ­ნათ­ლავს, რომ­ლის­თ­ვი­საც ღუ­დუ­შა უწო­დე­ბია. აქე­დან იღებს სა­თა­ვეს ღუ­დუ­შა­უ­რე­ბის გვა­რი. ხევ­ში, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, თით­ქ­მის ყვე­ლა სო­ფელ­მა იც­ვა­ლა იერ-სა­ხე, სნო კი ისევ ისე­თია, ლა­მა­ზი, სუფ­თად დაგ­ვი­ლი ვიწ­რო ქუ­ჩე­ბით, ფლე­თი­ლი ქვის ლა­მა­ზი წყო­ბით აშე­ნე­ბუ­ლი სახ­ლე­ბით, მოხ­დე­ნი­ლი და ნი­ჭი­ე­რი ხალ­ხით. აქ, თით­ქ­მის, ყვე­ლა პო­ე­ტია. გა­რეთ, სოფ­ლის სა­ფიხ­ვ­ნო­ზე — „ერო­ბა­ში“ — მჯდო­მი რო­მე­ლი­მე მო­ხე­ვე რა­ი­მე ამ­ბავ­თან და­კავ­ში­რე­ბით ლექსს წა­მო­იწყებს, გა­რით­მავს ერთ სტროფს, შემ­დეგ მე­ო­რე ჩა­მო­არ­თ­მევს სიტყ­ვას და მე­ო­რე სტროფს მი­ა­მა­ტებს და ასე... სხვა სოფ­ლი­დან მო­სუ­ლი სტუ­მა­რი სიტყ­ვის თქმას უფ­რ­თხილ­დე­ბა, ას­ჯერ აწონ-და­წო­ნის — „სნო­ვე­ლებ­მა ლექ­სი არ გა­მა­მათ­ქო­ნო“...
სა­ნა­ქე­ბო წარ­სუ­ლის სო­ფელს სკო­ლაც ხან­დაზ­მუ­ლი და დი­დი ტრა­დი­ცი­ე­ბის მქო­ნე აქვს.
სნოს სკო­ლა (დღეს არ­სე­ბულ შე­ნო­ბა­ში) 1903 წელს და­არ­სე­ბუ­ლა და, თავ­და­პირ­ვე­ლად, დაწყე­ბით სა­ფე­ხურს მო­ი­ცავ­და — ჳ-ჳვ კლა­სებს. ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას აუშე­ნე­ბია. აქ ნი­კო­ლოზ ღუ­დუ­შა­უ­რი (ბუშ­კი­ე­თი) ას­წავ­ლი­და, რო­მელ­საც ქარ­თ­ველ­თა შო­რის წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ჰქო­ნია კავ­ში­რი. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნი­კო­ლოზ ღუ­დუ­შა­უ­რი უხელ­ფა­სოდ მუ­შა­ობ­და და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხის შვი­ლე­ბის­თ­ვის თა­ვი­სი ფუ­ლით იძენ­და სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­სა და რვე­უ­ლებს. ნი­კო­ლო­ზი შვილ­მა — ირაკ­ლი ღუ­დუ­შა­ურ­მა — შეც­ვა­ლა, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, მას, რო­გორც ბევრ მის თა­ნა­მე­მა­მუ­ლეს, საბ­ჭო­თა რეპ­რე­სი­ე­ბი შე­ე­ხო. ირაკ­ლი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და, მაგ­რამ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი...
მოგ­ვი­ა­ნე­ბით, დაწყე­ბი­თი სკო­ლა 7-წლი­ა­ნად გა­და­კეთ­და (სნოს სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი სწავ­ლას ყაზ­ბე­გი­სა და სი­ო­ნის სა­შუ­ა­ლო სკო­ლებ­ში აგ­რ­ძე­ლებ­დ­ნენ), 1957 წელს კი — სა­შუ­ა­ლო სას­წავ­ლებ­ლად და1958 წელს პირ­ვე­ლი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბიც ჰყავ­და.1960-იან წლებ­ში სკო­ლას ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას სა­ხე­ლი მი­ე­ნი­ჭა. სნო­ე­ლე­ბი დღემ­დე ამა­ყო­ბენ იმ ტრა­დი­ცი­ი­თა და წეს­რი­გით, რო­მე­ლიც ოდით­გან­ვე სუ­ფევ­და ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. ამ ის­ტო­რი­ის მო­ყო­ლა, რო­მე­ლიც სნოს სკო­ლის დი­რექ­ტო­რის, ბა­ტონ ტა­რი­ელ ფი­რა­ნიშ­ვი­ლის მო­გო­ნე­ბას ეფუძ­ნე­ბა, ჩვე­ნი რუბ­რი­კის სტუმ­რის, გი­ორ­გი ნა­დი­რაშ­ვი­ლის სურ­ვი­ლია. მარ­თა­ლია, ინ­ფორ­მა­ცია სკო­ლის სა­სა­ხე­ლო კურ­ს­დამ­თ­ავ­რე­ბუ­ლე­ბის ვრცელ ჩა­მო­ნათ­ვალ­საც შე­ი­ცავ­და, მაგ­რამ რად­გან ამ წე­რი­ლის მი­ზა­ნი ახალ­გაზ­რ­და მას­წავ­ლებ­ლის მკითხ­ვე­ლის­თ­ვის გაც­ნო­ბაა, შე­ვამ­ცი­რეთ, თუმ­ცა ჩვენს რეს­პონ­დენ­ტ­თან სა­უბ­რით სკო­ლის ის­ტო­რი­ას ვაგ­რ­ძე­ლებთ.
სნოს სა­ჯა­რო სკო­ლის სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი გი­ორ­გი ნა­დი­რაშ­ვი­ლი პროგ­რა­მით „ას­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“ წარ­გ­ზავ­ნი­ლი პე­და­გო­გია, თუმ­ცა აქ მოხ­ვედ­რას ღვთის წყა­ლო­ბას მი­ა­წერს.

„ას­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“
ღვთის წყა­ლო­ბით და პროგ­რა­მის „ას­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“ მეშ­ვე­ო­ბით, მოვ­ხ­ვ­დი სო­ფელ სნოს სკო­ლა­ში. სულ მინ­დო­და მა­ღალ­მ­თი­ან რე­გი­ონ­ში მას­წავ­ლებ­ლო­ბა, მაგ­რამ სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის პე­და­გო­გის  ვა­კან­სია არ იყო. რო­გორც კი ვნა­ხე აღ­ნიშ­ნუ­ლი ვა­კან­სია, მა­შინ­ვე შე­ვავ­სე გა­ნაცხა­დი და გა­ვი­ა­რე ტეს­ტი­რე­ბა, გა­სა­უბ­რე­ბა. გა­მი­მარ­თ­ლა, რომ ხევ­ში გა­მა­ნა­წი­ლეს და თან ისე­თი დი­დი ის­ტო­რი­ის მქო­ნე სკო­ლა­ში, რო­გო­რიც სნოს სკო­ლაა.

შემ­თხ­ვე­ვი­თი არ­ჩევ­ნით მო­სუ­ლი დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი
უფ­რო მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ამ ამირ­ჩია მე, ვიდ­რე მე — ის, ეს ხუმ­რო­ბით, თუმ­ცა, მარ­თ­ლა არას­დ­როს მი­ოც­ნე­ბია მას­წავ­ლებ­ლო­ბა­ზე. და­მ­თავ­რე­ბის შემ­დეგ არა­სო­დეს მივ­სულ­ვარ ჩემს სკო­ლა­ში. ბევრ ტკი­ვილ­თან და ტრავ­მას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სკო­ლის პე­რი­ო­დი, რთუ­ლი დრო იყო ქვე­ყა­ნა­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იყ­ვ­ნენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რო­მელ­თაც ძა­ლი­ან დი­დი და და­დე­ბი­თი რო­ლი ითა­მა­შეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, მათ­მა სიყ­ვა­რულ­მაც კი ვერ და­მაბ­რუ­ნა უკან.
სკო­ლა­ში, რო­გორც მას­წავ­ლე­ბე­ლი, შემ­თხ­ვე­ვით მოვ­ხ­ვ­დი — ერთ მშვე­ნი­ერ დღეს გა­ვიღ­ვი­ძე და თბი­ლი­სის N4 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და­ვიწყე სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბა. მითხ­რეს, ამ პო­ზი­ცი­ი­დან უკ­ვე მე­რამ­დე­ნე მას­წავ­ლე­ბე­ლი წა­ვი­და და იქ­ნებ შენ სცა­დოო. პირ­ვე­ლად გაკ­ვე­თილ­ზე 2008 წლის 20 თე­ბერ­ვალს შე­ვე­დი და მას შემ­დეგ, აგერ უკ­ვე მერ­ვე წე­ლი და­იწყო, ისევ ამ სფე­რო­ში ვარ.
თბი­ლი­სის N4 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი რო­გორც მას­წავ­ლე­ბე­ლი, თუ შე­იძ­ლე­ბა, ასე რომ ით­ქ­ვას. იყო ბევ­რი შეც­დო­მა, ბევ­რი ტკი­ვი­ლი და ბევ­რი სი­ხა­რუ­ლი. ჩე­მი­ვე შეც­დო­მებ­ზე ვსწავ­ლობ­დი, შემ­დეგ კი, რო­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა და მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ტრე­ნინ­გებ­ზე მოვ­ხ­ვ­დი, სა­დაც ბევ­რი თე­მა გა­ვი­ა­რეთ, მივ­ხ­ვ­დი, რა ად­ვი­ლად და უმ­ტ­კივ­ნე­უ­ლოდ შე­იძ­ლე­ბო­და იმ პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა, რაც სას­წავ­ლო პრო­ცესს ახ­ლ­და თან.
2012-დან 2014 წლამ­დე ვი­ყა­ვი პროგ­რა­მის „ქარ­თუ­ლი ენა მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის“ მო­ნა­წი­ლე, ვმუ­შა­ობ­დი ქვე­მო ქარ­თ­ლი­სა და სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის რე­გი­ო­ნებ­ში ქარ­თუ­ლი ენის მო­ხა­ლი­სე მას­წავ­ლებ­ლად.
მერ­ვე წე­ლი და­იწყო, რაც მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ და ყვე­ლა ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ას­თან მი­მუ­შა­ვია. ამ­ჟა­მად დაწყე­ბით და სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რებს ვას­წავ­ლი — ვჳ, ვჳჳ, ვჳჳჳკლასებს, ვ და ჳხ კლა­სე­ბი სკო­ლას არ ჰყავს.

მის­ტი­კუ­რი მთის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა
სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ხში­რად დავ­დი­ო­დით მთა­ში ალ­პი­ნი­ა­დებ­ზე, მა­შინ შე­მიყ­ვარ­და მთა. იმ პე­რი­ოდ­ში რომ გეთ­ქ­ვათ, ოდეს­მე სნო­ში მო­მი­წევ­და მუ­შა­ო­ბა, არ და­ვი­ჯე­რებ­დი, იმ­დე­ნად მის­ტი­კუ­რი და სა­ოც­ნე­ბო იყო ჩემ­თ­ვის მთა. ასე რომ, სი­ხა­რუ­ლით წა­მო­ვე­დი. შე­ვი­ძი­ნე ბევ­რი მე­გო­ბა­რი, თა­ნა­ტო­ლიც, უფ­რო­სიც და უმ­ც­რო­სიც. გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ სახ­ლ­ში ჩა­მოვ­დი­ვარ, შემ­დეგ მე­გობ­რებს ვნა­ხუ­ლობ, ხან ისი­ნი მო­დი­ან ჩემ­თან, ხან მე გა­დავ­დი­ვარ მათ­თან. თუ დღე­სას­წა­უ­ლია, ბი­ჭებ­თან  ერ­თად მივ­დი­ვარ ხოლ­მე, ახ­ლოს ვეც­ნო­ბი ტრა­დი­ცი­ებს. ერ­თხელ ღა­მე წა­ვე­დით ლო­მი­სა­ზე, ლო­მი­სო­ბა იყო.
ხში­რად ბი­ძი­ნა და მინ­დია სნო­ვე­ლე­ბის სა­ხე­ლოს­ნო­ში მივ­დი­ვარ და იქ გვი­ა­ნო­ბამ­დე ვრჩე­ბი. მათ, სკო­ლის ბა­ზა­ზე, ხე­ზე კვე­თის სა­ხე­ლოს­ნო შექ­მ­ნეს, უკ­ვე და­ა­ოს­ტა­ტეს რამ­დე­ნი­მე შე­გირ­დი. ბედ­ნი­ე­რე­ბაა სა­ხე­ლოს­ნო­ში მათ გვერ­დით ყოფ­ნა. მოკ­ლედ, ხე­ლოვ­ნე­ბის მე­ქაა ყვე­ლა და­ინ­ტერ­სე­ბუ­ლი პი­რის­თ­ვის.
ვგრძნობ, მოს­წავ­ლე­ებს უხა­რი­ათ ჩე­მი და­ნახ­ვა და ეს ყვე­ლა­ზე დი­დი სტი­მუ­ლია ჩემ­თ­ვის. ერ­თხელ ღა­მე მო­მი­წია სნო­ში ას­ვ­ლა, ყი­ნავ­და. ნა­ხევ­რად გა­ნა­თე­ბულ ქუ­ჩას მი­ვუყ­ვე­ბო­დი დაღ­ლი­ლი და რა­ღაც სა­შინ­ლად სევ­დი­ა­ნი. თავ­ში მიტ­რი­ა­ლებ­და თბი­ლის­ში და­ტო­ვე­ბუ­ლი შვი­ლის ხმა და ცა­რი­ე­ლი სახ­ლი, სა­დაც მივ­დი­ო­დი. უცებ უკ­ნი­დან თბი­ლი, სი­ცოცხ­ლით სავ­სე ხმა მო­მეს­მა — „გა­მარ­ჯო­ბა, გი­ორ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლო“, მივ­ტ­რი­ალ­დი, მე­ექ­ვ­სეკ­ლა­სე­ლი სა­ბა იყო, გუ­ლი გა­მი­ნათ­და. მი­ვე­სალ­მე, მო­ვი­კითხე. ცო­ტა ხანს და­მემ­გ­ზავ­რა, მა­ღა­ზი­ა­ში მი­დი­ო­და. მე­რე და­მემ­შ­ვი­დო­ბა. ომა­ხი­ა­ნად გა­ვაგ­რ­ძე­ლე გზა, ჩე­მი დარ­დი სადღაც გამ­ქ­რა­ლი­ყო.

შტრი­ხე­ბი მო­ხე­ვე მოს­წავ­ლე­ე­ბის და­სა­ხა­სი­ა­თებ­ლად
კა­ტე­გო­რი­ე­ბად და­ყო­ფა ძნე­ლია თბი­ლი­სე­ლი და სხვა­გან მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვე­ბის. უბ­რა­ლოდ, ჩემს მო­ხე­ვე მოს­წავ­ლე­ებ­ზე ვი­სა­უბ­რებ. სა­ოც­რად თბი­ლი და გო­ნე­ბა­გახ­ს­ნი­ლი ბავ­შ­ვე­ბი არი­ან, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლე­ბი და ზრდი­ლო­ბი­ა­ნე­ბი. მთე­ლი დღე რომ სკო­ლის ეზო­ში გა­ა­ტა­რო, ერთ უცენ­ზუ­რო სიტყ­ვას ვერ გა­ი­გებ. უყ­ვართ სი­ახ­ლე­ე­ბი და ად­ვი­ლად ამ­ყო­ლე­ბი არი­ან. შა­ბა­თო­ბით და­მა­ტე­ბით წრე­ებს ვა­ტა­რებ და ყო­ველ­თ­ვის ეს­წ­რე­ბი­ან, თუ რო­მე­ლი­მე, რა­ღაც მი­ზე­ზის გა­მო, ვერ მო­ვი­და, მოს­წავ­ლე­ე­ბი თავს ვალ­დე­ბუ­ლად თვლი­ან შე­გატყო­ბი­ნონ. კი­ნო­მოყ­ვა­რულ­თა კლუ­ბი ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ, დი­დი ინ­ტე­რე­სით ეს­წ­რე­ბი­ან ჩვე­ნე­ბებს და შემ­დეგ გან­ვი­ხი­ლავთ ხოლ­მე. ახ­ლა ინ­ტე­ლექ­ტის დღის­თ­ვის და­ვიწყეთ მზა­დე­ბა და დი­დი ენ­თუ­ზი­აზ­მით ჩა­ერ­თ­ნენ მო­სამ­ზა­დე­ბელ თა­მა­შებ­ში. ასეთ მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბა ახა­ლი ენერ­გი­ით გმუხ­ტავს და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­კენ გი­ბიძ­გებს.

ეს, უბ­რა­ლოდ, ჩე­მი შე­ხუ­დუ­ლე­ბაა...
მას­წავ­ლებ­ლო­ბა ის პრო­ფე­სიაა, რო­მე­ლიც გან­საზღ­ვ­რავს სა­ხელ­მ­წი­ფოს მო­მა­ვალს. წარ­სულ­ში დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებს დღეს ვიმ­კით, დღეს დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი კი ხვალ დაგ­ვ­ხ­ვ­დე­ბა წინ და მე­რე გვი­ან იქ­ნე­ბა გა­მოს­წო­რე­ბა. პირ­ვე­ლი პრობ­ლე­მა მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, ალ­ბათ, და­ბა­ლი ანაზღა­უ­რე­ბაა. და­ბა­ლი ხელ­ფა­სის გა­მო კი, მას შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­როს ძებ­ნა უწევს, უჭირს მთლი­ა­ნად კონ­ცენ­ტ­რირ­დეს სკო­ლა­ზე. სკო­ლას კი ტი­ტა­ნუ­რი ძა­ლე­ბი სჭირ­დე­ბა.
მას­წავ­ლებ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა და მი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი წინ­ს­ვ­ლა რომ გა­უმ­ჯო­ბეს­დეს, შე­ვამ­ცი­რებ­დი გა­ნაკ­ვეთს 15 სა­ა­თამ­დე, კლას­ში მოს­წავ­ლე­თა ლი­მიტს 20-მდე ჩა­მო­ვიყ­ვან­დი, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გავ­ზ­რ­დი­დი ანაზღა­უ­რე­ბას, გა­ვა­პი­ა­რებ­დი ამ პრო­ფე­სი­ას ახალ­გაზ­რ­დე­ბის მო­ზიდ­ვის მიზ­ნით, ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლურ ცენ­ტ­რ­ში ავა­შე­ნებ­დი მას­წავ­ლებ­ლის სახლს, სა­დაც ჩა­ტარ­დე­ბო­და სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბა და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, რე­გი­ონ­ში წარ­გ­ზავ­ნილ მას­წავ­ლებ­ლებს საცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თით უზ­რუნ­ველ­ვ­ყოფ­დი, პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის შევ­ქ­მ­ნი­დი უცხო ენის შემ­ს­წავ­ლელ უფა­სო კურ­სებს და, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პე­და­გოგს მივ­ცემ­დი რო­მე­ლი­მე წამ­ყ­ვან ქვე­ყა­ნა­ში გაც­ვ­ლით პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. ვი­ცი, ეს ცო­ტა დი­ლე­ტან­ტუ­რად ჟღერს და ჩე­მი სა­უ­ბა­რი ბავ­შ­ვურ ოც­ნე­ბებს უფ­რო ჰგავს, ვიდ­რე საქ­მის ღრმად მცოდ­ნე, სა­ხელ­მ­წი­ფოს მარ­თ­ვის სტრუქ­ტუ­რა­ში გარ­კ­ვე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბის მსჯე­ლო­ბას, მაგ­რამ ეს უბ­რა­ლოდ ჩე­მი შე­ხე­დუ­ლე­ბაა ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტის მოთხოვ­ნა და რე­ა­ლო­ბა
ტარ­დე­ბა მრა­ვა­ლი ტრე­ნინ­გი და სე­მი­ნა­რი, თუმ­ცა შო­რე­ულ რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რებ მას­წავ­ლებ­ლებს, დრო­ის სიმ­ცი­რი­სა და მან­ძი­ლის სი­დი­დის გა­მო, უჭირთ აღ­ნიშ­ნულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მაგ­რამ არის სას­კო­ლო ქსე­ლე­ბის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც 2013 წლი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბა და ჩარ­თუ­ლია 206 სა­ჯა­რო სკო­ლა, მათ ბა­ზა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის პი­ლო­ტი­რე­ბა. ქსელ­ში ჩა­სარ­თა­ვად ერ­თი რე­გი­ო­ნის 4-5-მა სკო­ლამ უნ­და შე­ი­ტა­ნოს გა­ნაცხა­დი. წელს ჩვენ­მა სკო­ლა­მაც შე­ავ­სო აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­ნაცხა­დი და პა­სუხს ვე­ლო­დე­ბით.
მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან ბევრს ვკითხუ­ლობ, ვხვდე­ბი კრი­ტი­კულ და და­დე­ბით შე­ფა­სე­ბებ­საც. რა შე­დე­გის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა, ამას ყვე­ლა­ზე კარ­გად დრო გვიჩ­ვე­ნებს. აუცი­ლე­ბე­ლია გა­რე შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფე­ბის­თ­ვის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა, რო­მელ­თაც ეყო­ფათ კომ­პე­ტენ­ცია მას­წავ­ლებ­ლის აქ­ტი­ვო­ბის ადეკ­ვა­ტუ­რად შე­სა­ფა­სებ­ლად.

პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პე­და­გო­გი
პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პე­და­გო­გი მუდ­მი­ვად უნ­და იყოს მა­ძი­ე­ბე­ლი (და ამის­თ­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი უნ­და იყოს, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად და მო­რა­ლუ­რად, სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან), სი­ახ­ლის­თ­ვის ღია, ყვე­ლა გაკ­ვე­თილ­ზე უნ­და სწავ­ლობ­დეს მოს­წავ­ლეს­თან ერ­თად და ივი­თა­რებ­დეს უნა­რებს, არ ეში­ნო­დეს შეც­დო­მის აღი­ა­რე­ბის და იმის, რომ რა­ღაც შე­იძ­ლე­ბა არ იცო­დეს. ზრუ­ნავ­დეს სა­კუ­თარ და კო­ლე­გე­ბის  გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, უზი­ა­რებ­დეს გა­მოც­დი­ლე­ბას სხვებს. შე­ეძ­ლოს ბავ­შ­ვის თვა­ლი­თაც აღიქ­ვას სამ­ყა­რო და არ შე­ე­შინ­დეს გა­მოწ­ვე­ვე­ბის, რა­საც დღე­ვან­დე­ლი სამ­ყა­რო ხში­რად გვი­ყე­ნებს.

არ მოგ­წონთ ქვე­ყა­ნა? დარ­ჩით და შეც­ვა­ლეთ მო­მა­ვა­ლი
მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია ახალ­გაზ­რ­დებ­მა იმი­ტომ უნ­და აირ­ჩი­ონ, რომ ის რაც არ მოს­წონ­დათ სკო­ლა­ში, თვი­თონ შეც­ვა­ლონ. რაც და­აკ­ლ­დათ, თვი­თონ მის­ცენ სხვებს. გა­ი­აზ­რონ, რომ ამ სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­ზე სა­უ­ბა­რი და დღეს თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი სჭირ­დე­ბა სკო­ლას. აღარ არის დრო სხვის­კენ ხე­ლის გაშ­ვე­რის და გა­დაბ­რა­ლე­ბის. დროა, ყვე­ლამ — მას­წავ­ლე­ბელ­მა, მოს­წავ­ლემ, მშო­ბელ­მა — ერ­თად გა­ი­აზ­როს არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, ერ­თ­მა­ნე­თის დახ­მა­რე­ბით, ერ­თ­მა­ნე­თის აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შექ­მ­ნან უსაფ­რ­თხო და სან­დო გა­რე­მო, სა­დაც ჩვე­ნი შვი­ლე­ბი სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას შეძ­ლე­ბენ, სა­დაც არა­ვის ექ­ნე­ბა ში­ში, სა­დაც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის­თ­ვის არა­ვინ დას­ცი­ნებთ და მი­ა­ყე­ნებთ შე­უ­რაცხ­ყო­ფას. დროა გა­ვი­გოთ, რომ ეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნაა და თუ რო­გორ დღე­შია ის, ეს ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­ცაა. არ მოგ­წონთ ქვე­ყა­ნა? დარ­ჩით და შეც­ვა­ლეთ მო­მა­ვა­ლი. მაგ­რამ ამის­თ­ვის სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან სე­რი­ო­ზუ­ლი მხარ­და­ჭე­რაა სა­ჭი­რო. პირ­ველ რიგ­ში, უნ­და გა­უმ­ჯო­ბეს­დეს პე­და­გოგ­თა შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი. იცო­დეს ახალ­გაზ­რ­დამ, რო­მე­ლიც მოს­ვ­ლას აპი­რებს სკო­ლა­ში, რომ ამ ხელ­ფა­სით ფი­ნან­სუ­რად უზ­რუნ­ველ­ყოფს ოჯახს, შვილს მის­ცემს ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბას; წე­ლი­წად­ში ერ­თხელ მა­ინც შეძ­ლებს ოჯა­ხი წა­იყ­ვა­ნოს და­სას­ვე­ნებ­ლად; ხუთ  წე­ლი­წად­ში ერ­თხელ შე­ეძ­ლე­ბა აიღოს ანაზღა­უ­რე­ბა­დი ერ­თ­წ­ლი­ა­ნი შვე­ბუ­ლე­ბა. ამა­ზე კარ­გი პი­ა­რი რა შე­იძ­ლე­ბა იყოს, ამ­ჟა­მად არ მა­ფიქ­რ­დე­ბა.

უბ­რა­ლო­ე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი
სიყ­ვა­რუ­ლის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია სა­უ­ბა­რი რა­ი­მე გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში მი­დის, უნ­და უყ­ვარ­დეს ბავ­შ­ვი, უნ­და შე­ეძ­ლოს ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში წა­ი­კითხოს ას­ტ­რიდ ლინ­დ­გ­რე­ნი და აღ­ფ­რ­თო­ვან­დეს, სამ­ყა­რო და­ი­ნა­ხოს ბავ­შ­ვის თვა­ლით. ვცდი­ლობ, ისე­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი ვი­ყო, რო­გო­რიც მინ­და, რომ ჩემს შვილს ჰყავ­დეს. ვი­ღაც მთვა­რე­ზე ტო­ვებს ნაკ­ვა­ლევს, ვი­ღაც კი უფ­რო სა­ო­ცარ ად­გი­ლას — ბავ­შ­ვის გულ­ში.

მო­ამ­ზა­და  ლა­ლი ჯე­ლა­ძემ

25-28(942)N