გამოდის 1998 წლიდან
2015-03-26
ჩვე­ნი სამ­შობ­ლო მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოა

რუბრიკის სტუმარია
მუს­ტა­ფა კო­ლა­თი (ქო­ლო­ტაშ­ვი­ლი)
 „მარ­მა­რი­ლოს ზღვის რე­გი­ო­ნის
ქარ­თ­ვე­ლე­ბის პლატ­ფორ­მის“ წევ­რი,
სო­ფელ ნუ­რუ­ოს­მა­ნი­ეს სა­შუ­ა­ლო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი

— ბა­ტო­ნო მუს­ტა­ფა, პირ­ველ რიგ­ში, მო­გე­სალ­მე­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან და გი­ლო­ცავთ თურ­ქე­თის სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბის პროგ­რა­მის დამ­ტ­კი­ცე­ბის ის­ტო­რი­ულ ფაქტს. რო­გორ აფა­სებთ ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას?
— რო­გორც იცით, თურ­ქეთ­ში პირ­ვე­ლად გა­იხ­ს­ნა ქარ­თუ­ლი კლა­სი. ამის შე­სა­ხებ ჩვენ შარ­შან, ივ­ნის­ში, გა­ვა­კე­თეთ გან­ცხა­დე­ბა. ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბის პროგ­რა­მამ, სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან, მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა, ერ­თი თვის შემ­დეგ და­ამ­ტ­კი­ცეს და შე­ვუ­დე­ქით ქარ­თუ­ლის სწავ­ლე­ბას.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თურ­ქეთ­ში, ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი, ოჯა­ხებ­ში, ქარ­თუ­ლად სა­უბ­რობ­დ­ნენ, მაგ­რამ წე­რა არ იცოდ­ნენ, ახ­ლა კი ახალ­გაზ­რ­დებ­მა ქარ­თუ­ლად არც წე­რა იცი­ან და არც სა­უ­ბა­რი. ამ კლა­სის გახ­ს­ნით ისი­ნი ორი­ვე უნარ-ჩვე­ვას და­ე­უფ­ლე­ბი­ან. ეს ჩვენ­თ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი, მარ­თ­ლაც ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტია. იმე­დია, მა­ლე სხვა სკო­ლებ­შიც გა­იხ­ს­ნე­ბა ქარ­თუ­ლი ჯგუ­ფე­ბი. კი­დევ ერ­თხელ, მად­ლო­ბას ვუხ­დი იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც დი­დი და ფას­და­უ­დე­ბე­ლი შრო­მა გას­წი­ეს თურ­ქე­თის სკო­ლებ­ში ქარ­თუ­ლი ენის პროგ­რა­მის შე­მუ­შა­ვე­ბი­სა და დამ­ტ­კი­ცე­ბი­სათ­ვის.
— ქარ­თუ­ლი ენის პირ­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლის ზა­რი, სა­ქა­რი­ას ვი­ა­ლი­ე­თის გე­ი­ვეს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნუ­რუ­ოს­მა­ნი­ეს სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, 2014 წლის 30 ოქ­ტომ­ბერს და­ი­რე­კა. რო­გო­რი იყო პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა?
— მარ­თ­ლაც ამა­ღელ­ვე­ბე­ლი და შთამ­ბეჭ­და­ვი იყო პირ­ვე­ლი დღე. 30 ოქ­ტომ­ბერს, დღის ბო­ლოს, აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბულ­მა ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დ­ზე დავ­წე­რე: „პირ­ველ­მა დღემ უკ­ვე ჩა­ი­რა. გაც­ნო­ბის და მოკ­ლე სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დეთ ბავ­შ­ვებს. ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო ის, თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და ბავ­შ­ვე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა. აღ­მოჩ­ნ­და, რომ ისი­ნი უფ­რო მე­ტა­დაც არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, ვიდ­რე ვე­ლო­დი. ვჳ კლას­ში 12 მოს­წავ­ლეა, ხო­ლო ვ და ვჳჳ შე­რე­ულ კლას­ში — 13...”
ად­რე ამ ბავ­შ­ვებ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცოდ­ნენ, გარ­და იმი­სა, რომ მა­თი წი­ნაპ­რე­ბი ბა­თუ­მი­დან არი­ან. პირ­ვე­ლი­ვე გაკ­ვე­თილ­ზე ავუხ­სე­ნი, რომ ჩვე­ნი სამ­შობ­ლო მარ­ტო ბა­თუ­მი კი არა, მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოა. დღეს, უკ­ვე, ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი ქარ­თუ­ლად ძა­ლი­ან ლა­მა­ზად წე­რენ და კითხუ­ლო­ბენ. კარ­გად იცი­ან, რომ მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო მა­თი სამ­შობ­ლოა!
— რო­გორც ვი­ცი, ამ სოფ­ლებ­ში მცხოვ­რე­ბი ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თ­ვე­ლე­ბი ოჯახ­ში ჯერ კი­დევ მშობ­ლი­ურ ენა­ზე სა­უბ­რო­ბენ, თუმ­ცა ქარ­თუ­ლად წე­რა-კითხ­ვას ვერ ახერ­ხე­ბენ. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ თურ­ქულ სკო­ლებ­ში მშობ­ლი­უ­რი ენის სწავ­ლე­ბას სა­უ­კუ­ნე­ე­ბია ელოდ­ნენ. რო­გორ აფა­სე­ბენ ქარ­თ­ვე­ლი მუ­ჰა­ჯი­რე­ბი პროგ­რა­მის და­დე­ბით მხა­რე­ებს და რა პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რო­ბენ?
— მარ­თა­ლი ბრძან­დე­ბით. ქარ­თ­ვე­ლი მუ­ჰა­ჯი­რე­ბი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კუ­თარ ოჯა­ხებ­ში, ერ­თ­მა­ნეთ­ში ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კობ­დ­ნენ და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ და­ვიწყე­ბი­ათ მშობ­ლი­უ­რი ენა. უწინ, ჩვე­ნი ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბის დროს, ქარ­თ­ვე­ლი მხო­ლოდ ქარ­თ­ველ­ზე ქორ­წინ­დე­ბო­და. ამი­ტომ სახ­ლ­ში ხში­რად ქარ­თუ­ლად სა­უბ­რობ­დ­ნენ და შე­სა­ბა­მი­სად, მა­თი ბავ­შ­ვე­ბიც ად­ვი­ლად სწავ­ლობ­დ­ნენ ქარ­თულს. ახ­ლა ამ ტრა­დი­ცი­ას აღა­რა­ვინ იცავს. ქარ­თ­ვე­ლე­ბი თურ­ქებ­ზე ქორ­წინ­დე­ბი­ან ან პი­რი­ქით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ოჯა­ხებ­ში ქარ­თუ­ლად აღარ ლა­პა­რა­კო­ბენ და შე­სა­ბა­მი­სად, ბავ­შ­ვე­ბიც ქარ­თულს ვე­ღარ სწავ­ლო­ბენ. სწო­რედ ამი­ტომ იყო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თურ­ქულ სკო­ლებ­ში ქარ­თუ­ლი კლა­სე­ბის გახ­ს­ნა.
— გაქვთ თუ არა მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მხრი­დან და აპი­რებს თუ არა ქარ­თუ­ლი მხა­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი­სა და თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბე­ბის მო­წო­დე­ბას?
— სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თუ­ლი მხა­რე დღემ­დე არა­ნა­ი­რად არ დაგ­ვ­ხ­მა­რე­ბია და არც არა­ფე­რი გად­მო­უ­ცი­ათ. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, არც ვი­ცი, აპი­რე­ბენ თუ არა ჩვენ­თ­ვის რა­ი­მე დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვას.
— გვი­ამ­ბეთ თქვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის, წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ...
— ჩე­მი წი­ნაპ­რე­ბი აჭა­რი­დან, კერ­ძოდ, სო­ფელ მა­რა­დი­დი­დან, 135 წლის წინ და­სახ­ლე­ბუ­ლან სა­ქა­რი­ა­ში. დე­და­ჩე­მი ლა­ზია. ჩვე­ნი იქა­უ­რი, ქარ­თუ­ლი, გვა­რი ზუს­ტად არ ვი­ცი.  ვი­ცი მხო­ლოდ, რომ ქო­ლო­ტაშ­ვი­ლე­ბი ვართ.
— რა ასაკ­ში ის­წავ­ლეთ ქარ­თუ­ლი ენა და ვინ იყო თქვე­ნი პირ­ვე­ლი „მას­წავ­ლე­ბე­ლი“?
— ჩე­მი ბე­ბია ყო­ველ­თ­ვის ქარ­თუ­ლად სა­უბ­რობ­და, თურ­ქუ­ლი ცო­ტა იცო­და. მე ხში­რად ვი­ყა­ვი მას­თან და ქარ­თუ­ლი სიტყ­ვე­ბი სწო­რედ მან მას­წავ­ლა. ის იყო ჩე­მი ქარ­თუ­ლი ენის პირ­ვე­ლი „მას­წავ­ლე­ბე­ლი“. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, თურ­ქეთ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი ჟურ­ნა­ლი — „ჩვე­ნე­ბუ­რე­ბი“ ჩა­მი­ვარ­და ხელ­ში. სწო­რედ ამ ჟურ­ნალ­ში ვნა­ხე პირ­ვე­ლად ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი. მა­შინ ქარ­თუ­ლი წე­რა არ ვი­ცო­დი, ან­ბა­ნის დახ­მა­რე­ბით სახ­ლ­ში ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი, ჩე­მით ვის­წავ­ლე ქარ­თუ­ლი ასო­ე­ბის გა­მოყ­ვა­ნა. ამა­ვე ჟურ­ნალ­ში და­ვიწყე  ქარ­თუ­ლი სტა­ტი­ე­ბის კითხ­ვა. სწო­რედ იქ ამო­ვი­კითხე ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სიტყ­ვე­ბი ჩვე­ნე­ბუ­რებ­ზე: „...სად მი­დი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი — მა­მე­ბის, დე­დე­ბის და ძმე­ბის სა­საფ­ლა­ო­ებს ტო­ვე­ბენ და მი­დი­ან...“ ჩემ­ზე ამ სიტყ­ვებ­მა ძა­ლი­ან იმოქ­მე­და, მა­შინ მივ­ხ­ვ­დი, თუ რა არის ქარ­თ­ვე­ლო­ბა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან კავ­ში­რი.
— რა არის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი ქარ­თუ­ლი ნივ­თი, რო­მელ­საც ოჯახ­ში ინა­ხავთ?
— სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ბევ­რი, 135 წე­ლი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც ჩე­მი წი­ნაპ­რე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან თურ­ქეთ­ში არი­ან მიგ­რი­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ, ოჯახ­ში ქარ­თუ­ლი აღა­რა­ფე­რი შე­მოგ­ვ­რ­ჩა. თუმ­ცა დაგ­ვ­რ­ჩა ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი — ჩვე­ნი მშობ­ლი­უ­რი ენა — ქარ­თუ­ლი!
— მო­მავ­ლის გეგ­მებ­ზე რას გვეტყ­ვით?
— ჩე­მი მო­მავ­ლის გეგ­მე­ბი ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ეს მხო­ლოდ და­საწყი­სია და ვი­მე­დოვ­ნებ, მო­მა­ვალ წელს მარ­მა­რი­ლოს ზღვის რე­გი­ონ­ში, შა­ვი ზღვის სა­ნა­პი­რო ზოლ­ში და ად­გი­ლობ­რი­ვი ქარ­თ­ვე­ლე­ბით და­სახ­ლე­ბულ არ­თ­ვინ­სა და მის შე­მო­გა­რენ­შიც არა ერ­თი ქარ­თუ­ლი კლა­სი გა­იხ­ს­ნე­ბა. ჩე­მი მი­ზა­ნია, რომ თურ­ქე­თელ ბავ­შ­ვებს ვას­წავ­ლო მა­თი მშობ­ლი­უ­რი ენა, რა­თა არ და­ი­ვიწყონ სამ­შობ­ლო — სა­ქარ­თ­ვე­ლო!

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

25-28(942)N