გამოდის 1998 წლიდან
2015-04-30
სას­წავ­ლო პრო­ცე­სის უკეთ წარ­მარ­თ­ვი­სათ­ვის

ანა ფირცხალაიშვილი

25 აპ­რილს, თბი­ლი­სის N131 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, გა­ი­მარ­თა კონ­ფე­რენ­ცია თე­მა­ზე — „თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა; ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის უკეთ წარ­მარ­თ­ვი­სათ­ვის“. კონ­ფე­რენ­ცია გახ­ს­ნა სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა ხა­თუ­ნა ენუ­ქი­ძემ. პირ­ვე­ლი მომ­ხ­სე­ნე­ბე­ლი კი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე მე­გი როს­ტი­აშ­ვი­ლი-წიკ­ლა­უ­რი იყო, რო­მელ­მაც წარ­მა­ტე­ბუ­ლი სკო­ლის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.
კონ­ფე­რენ­ცია საკ­მა­ოდ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი იყო. მას­ში ქა­ლა­ქის NN106, 49, 139, 94, 28, 216, ნო­რი­ოს სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი­სა და კერ­ძო სკო­ლე­ბის — „ფეს­ვე­ბი“, „ივე­რია“, „ინ­ტე­ლექ­ტი XXI“ პე­და­გო­გე­ბი და დი­რექ­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, აგ­რეთ­ვე რა­ი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი, გა­ნათ­ლე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ცენ­ტ­რის ექ­ს­პერ­ტი, მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლის ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი სწავ­ლე­ბის კორ­დი­ნა­ტო­რი და პრო­ექ­ტის „ას­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“ ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ.
კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სულ 15 მოხ­სე­ნე­ბა წა­ი­კითხეს ამა­ვე სკო­ლის სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნის პე­და­გო­გებ­მა, გა­მო­ნაკ­ლი­სი მხო­ლოდ 49-ე სკო­ლა იყო, რომ­ლის დი­რექ­ტორ­მა, ეკა ცა­ა­ვამ „უსაფ­რ­თხო სკო­ლის“ შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. ამ­ჯე­რად ორ თე­მას შე­მოგ­თა­ვა­ზებთ. ვფიქ­რობ, პრობ­ლე­მა­ტუ­რო­ბი­თა და აქ­ტუ­ა­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, ორი­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხებს ეხე­ბა.

წიგ­ნი­ე­რე­ბის კვლე­ვა

ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უნა­რი, რო­მელ­საც ბავ­შ­ვე­ბი სკო­ლა­ში იძე­ნენ, კითხ­ვის უნა­რია. მოს­წავ­ლე ჯერ სწავ­ლობს კითხ­ვას და მე­რე კითხუ­ლობს. იმი­სათ­ვის, რომ ის­წავ­ლოს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა მოს­წავ­ლე­თა კითხ­ვის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და წიგ­ნი­ე­რე­ბის ხელ­შეწყო­ბას. სხვა მრა­ვა­ლი უნა­რი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, კითხ­ვის უნა­რი თა­ვი­სით კი არ ვი­თარ­დე­ბა, არა­მედ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი სწავ­ლის შე­დე­გად ყა­ლიბ­დე­ბა. კითხ­ვის პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ რთუ­ლი და ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი პრო­ცე­სია ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის. კითხ­ვის დრო­უ­ლად სწავ­ლე­ბა და კითხ­ვა­ში გა­წაფ­ვა არა მხო­ლოდ პი­როვ­ნე­ბის, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბი­სათ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია.
ქარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­როს გა­მოწ­ვე­ვად კვლავ რჩე­ბა წიგ­ნი­ე­რე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბის სა­კითხი ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა შო­რის. არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი სტა­ტის­ტი­კის გან­მ­საზღ­ვ­რელ მი­ზე­ზე­ბად ექ­ს­პერ­ტე­ბი სხვა­დას­ხ­ვა პრობ­ლე­მებს ასა­ხე­ლე­ბენ. 131-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სის პე­და­გო­გე­გებ­მა გა­დავ­წყ­ვი­ტეთ ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა კვლე­ვა თე­მა­ზე — „წიგ­ნი­ე­რე­ბა“. კვლე­ვის მო­ტი­ვი იყო დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის, მე­გი როს­ტი­აშ­ვი­ლის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გი თე­მა­ზე „საგ­ნობ­რი­ვი სტან­დარ­ტის გან­ხილ­ვა, მას­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით გაკ­ვე­თი­ლის და­გეგ­მ­ვა და შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის შედ­გე­ნა, შე­მუ­შა­ვე­ბა“. ტრე­ნინგს ეს­წ­რე­ბო­და რო­გორც დაწყე­ბი­თი, ასე­ვე ქარ­თუ­ლის კა­თედ­რის ყვე­ლა წევ­რი. ტრე­ნინ­გის მსვლე­ლო­ბი­სას გა­მო­იკ­ვე­თა გარ­კ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბა­ში, რაც გა­მოვ­ლინ­და პე­და­გო­გე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად, კერ­ძოდ, დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბი­დან მომ­დევ­ნო სა­ფე­ხურ­ზე გა­და­სულ მოს­წავ­ლე­ებს უჭირთ კითხ­ვა.
კვლე­ვის მი­ზა­ნი იყო დაგ­ვედ­გი­ნა წიგ­ნი­ე­რე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, მოს­წავ­ლე­ე­ბის ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბი, ხე­ლის­შემ­წყო­ბი და ხე­ლის­შემ­შ­ლე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი.
შე­ვად­გი­ნეთ კვლე­ვის გეგ­მა, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად გავ­წე­რეთ მომ­დევ­ნო ნა­ბი­ჯე­ბი. ეს იყო კითხ­ვა­რი მშობ­ლე­ბის­თ­ვის, ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, ტეს­ტე­ბი, ტრე­ნინ­გი, ანა­ლი­ზი. კა­თედ­რის წევ­რებს შო­რის გა­და­ნა­წილ­და ფუნ­ქ­ცი­ე­ბი. სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო კითხ­ვა­რე­ბის და ტეს­ტე­ბის შედ­გე­ნის პრო­ცე­სი. დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით ვე­კი­დე­ბო­დით თი­თო­ე­უ­ლი კითხ­ვის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას და ფორ­მი­რე­ბას. გვსურ­და ყვე­ლა მოს­წავ­ლეს შეძ­ლე­ბო­და ტეს­ტ­ზე და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბა. ვიხ­სე­ნებ­დით მათ უნა­რებს და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. ვფიქ­რობ, ვი­ყა­ვით ობი­ექ­ტუ­რე­ბი და სა­მარ­თ­ლი­ა­ნე­ბი.
კითხ­ვა­რე­ბი მო­ი­ცავ­და რო­გორც მხატ­ვ­რულ, ასე­ვე სა­ინ­ფორ­მა­ციო ხა­სი­ა­თის მა­სა­ლას. პრინ­ცი­პი იყო შემ­დეგ­ნა­ი­რი: ტეს­ტი და­ი­ყო 4 ნა­წი­ლად:
1. გა­და­ხედ­ვი­თი კითხ­ვა. მო­ი­ცავ­და 5 სა­კითხს. მა­თი კითხ­ვე­ბი იყო: რა? სად? რო­დის? სულ 5 ქუ­ლა. დრო — 6 წუ­თი.
2. ძი­ე­ბი­თი-დე­ტა­ლუ­რი. არ­ჩე­ვით­პა­სუ­ხი­ა­ნი კითხ­ვე­ბი — „კი“ ან „არა“. 8 სა­კითხი. 8 ქუ­ლა. დრო — 8 წუ­თი.
3. გლო­ბა­ლუ­რი კითხ­ვა. ტექ­ს­ტ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი კითხ­ვე­ბი. 6 სა­კითხი. 10 ქუ­ლა. დრო — 20 წუ­თი.
4. შეს­წავ­ლი­თი კითხ­ვა. ტექ­ს­ტის ანა­ლი­ზი. გრა­მა­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლი. 3 სა­კითხი. 8 ქუ­ლა. დრო — 25 წუ­თი.
ტეს­ტი იყო რე­ლე­ვან­ტუ­რი. შერ­ჩე­უ­ლი იყო ამ ასა­კის­თ­ვის შე­სა­ფე­რი­სი, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის სტან­დარ­ტით რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი თე­მა­ტი­კა და გან­საზღ­ვ­რუ­ლი იყო წა­სა­კითხი ტექ­ს­ტის და­საშ­ვე­ბი მო­ცუ­ლო­ბა.
მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დაწყე­ბით კლა­სებ­ში არ ხდე­ბა ქუ­ლე­ბით შე­ფა­სე­ბა, ამი­ტომ შე­ვი­მუ­შა­ვეთ შე­ფა­სე­ბის სქე­მა, რაც დაგ­რო­ვი­ლი ქუ­ლე­ბის გან­საზღ­ვ­რა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბო­და. 9-10 ქუ­ლა — მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა, 7-8 ქუ­ლა — სა­შუ­ა­ლო, 4-5-6 ქუ­ლა — და­ბა­ლი.
რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, შე­ვად­გი­ნეთ კითხ­ვა­რი მშობ­ლე­ბი­სათ­ვის. რა თქმა უნ­და, ამით  ვერ და­ვად­გენ­დით მათ სიღ­რ­მი­სე­ულ ცოდ­ნას, თუმ­ცა ზე­და­პი­რუ­ლად გა­ვეც­ნო­ბო­დით მათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს. სახ­ლი ის გა­რე­მოა, სა­დაც ბავ­შ­ვი პირ­ვე­ლად ეხე­ბა წე­რა-კითხ­ვას. მას პირ­და­პირ თუ ირი­ბად გა­და­ე­ცე­მა იმ გა­რე­მო­ში არ­სე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, რაც გავ­ლე­ნას ახ­დენს იმა­ზე, თუ რის სწავ­ლას მი­იჩ­ნევს ბავ­შ­ვი სა­ჭი­როდ. ოჯა­ხუ­რი გა­რე­მო  გა­ცი­ლე­ბით მეტ კავ­შირ­შია ბავ­შ­ვის აკა­დე­მი­ურ მიღ­წე­ვებ­თან სკო­ლა­ში, რად­გან დე­და პირ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლია ბავ­შ­ვის­თ­ვის. ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ კვლე­ვა მშობ­ლე­ბი­დან დაგ­ვეწყო. შე­დე­გი იყო სა­ვა­ლა­ლო. ერ­თ­მა­ნე­თის­გან იწერ­დ­ნენ პა­სუ­ხებს, უჭირ­დათ სა­კუ­თა­რი აზ­რის და­ფიქ­სი­რე­ბა, ვერ ერ­კ­ვე­ოდ­ნენ ტერ­მი­ნო­ლო­გი­ა­ში. გა­მო­იკ­ვე­თა სა­მი ძი­რი­თა­დი ხელ­შემ­შ­ლე­ლი ფაქ­ტო­რი:
1. ოჯა­ხის სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა — რო­დე­საც მშობ­ლე­ბი (დე­და) მძი­მე მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სამ­სუ­ბუ­ქებ­ლად თა­ვის თავ­ზე იღებს ოჯა­ხის მარ­ჩენ­ლის ფუნ­ქ­ცი­ას. შე­სა­ბა­მი­სად, სა­მუ­შა­ოს გრა­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ იქ­ნე­ბა მა­გა­ლი­თის მიმ­ცე­მი შვი­ლე­ბი­სათ­ვის.
2. არ­შემ­დ­გა­რი ოჯა­ხის შვი­ლე­ბი — რო­დე­საც დე­და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის მო­წეს­რი­გე­ბას ცდი­ლობს. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვერ ახერ­ხებს შვი­ლე­ბის წიგ­ნი­ე­რე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბა­ზე ზრუნ­ვას.
3. ნა­ად­რე­ვად შექ­მ­ნი­ლი ოჯა­ხე­ბი — რო­დე­საც დე­და თა­ვად ვერ ახერ­ხებს შე­სა­ბა­მი­სი სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას, რაც გა­ნა­პი­რო­ბებს მი­სი წიგ­ნი­ე­რე­ბის და­ბალ დო­ნეს. მის­თ­ვის არ არის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, რაც აისა­ხე­ბა ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და მის­წ­რა­ფე­ბებ­ზე.
მოს­წავ­ლე­ებ­ში ტეს­ტი­რე­ბა მშვიდ გა­რე­მო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. სა­მიზ­ნე ჯგუ­ფი იყო ჳჳ-ჳვ კლა­სი, სულ 180 მოს­წავ­ლე. შე­დე­გე­ბი არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო იყო. მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მი­ი­ღო 46%-მა, სა­შუ­ა­ლო შე­ფა­სე­ბა — 34%-მა, და­ბა­ლი შე­ფა­სე­ბა — 20%-მა. შე­დე­გე­ბის გან­ხილ­ვი­სა და ანა­ლი­ზის შემ­დეგ აუცი­ლე­ბე­ლი იყო სა­თა­ნა­დო ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მა. სა­კითხის მი­მართ ფრთხი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვმარ­თებ­და, რა­თა აგ­ვე­მაღ­ლე­ბი­ნა მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცია. ბავ­შ­ვე­ბი მე­ტად და­ინ­ტე­რეს­დე­ბოდ­ნენ თა­მა­შის ფორ­მით მი­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბით და სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბით. შე­ვი­მუ­შა­ვეთ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი რო­გორც მშობ­ლე­ბის­თ­ვის, ასე­ვე პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის.
კვლე­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ შევ­ხ­ვ­დით მშობ­ლებს. მას­წავ­ლებ­ლის პირ­და­პი­რი მო­ვა­ლე­ო­ბაა მშო­ბელს მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი აკის­რი­ათ მათ თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­ში. გა­აც­ნონ ის აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა თა­ვად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ სახ­ლ­ში შვი­ლებ­თან ერ­თად. მა­გა­ლი­თად: ბავშვს და­ე­ვა­ლოს ჩა­ა­ტა­როს ოჯა­ხუ­რი გა­მო­კითხ­ვა საყ­ვა­რელ საკ­ვებ­ზე, მცე­ნა­რე­ებ­ზე, ცხო­ვე­ლებ­ზე, ან შექ­მ­ნან ოჯა­ხის გე­ნე­ა­ლო­გი­უ­რი ხე. მშო­ბე­ლი აქ­ტი­უ­რად უნ­და და­ეხ­მა­როს და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში. ერ­თად წა­ი­კითხონ ბავ­შ­ვის­თ­ვის საყ­ვა­რე­ლი ზღა­პა­რი, გა­ნი­ხი­ლონ ში­ნა­არ­სი, ისა­უბ­რონ და­დე­ბით და უარ­ყო­ფით პერ­სო­ნა­ჟებ­ზე. ხში­რად მო­აწყონ ოჯა­ხუ­რი ექ­ს­კურ­სი­ე­ბი მე­დი­ა­თე­კა­სა და წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში. მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­ცი­ლე­ბით კარგ შე­დეგს შე­იძ­ლე­ბა მი­აღ­წი­ოს მა­შინ, რო­დე­საც საკ­ლა­სო ოთახ­ში გა­და­ცე­მუ­ლი იდე­ე­ბი და ცოდ­ნა გარ­კ­ვე­უ­ლი ფორ­მით სახ­ლ­შიც გან­მ­ტ­კიც­დე­ბა მშობ­ლის მი­ერ.
კითხ­ვის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბის ხუ­თი სტა­დია არ­სე­ბობს. აუცი­ლე­ბე­ლია მას­წავ­ლე­ბე­ლი ფლობ­დეს ინ­ფორ­მა­ცი­ას რი­სი გა­კე­თე­ბაა სა­ჭი­რო თი­თო­ე­ულ სტა­დი­ა­ზე, რა­თა ხე­ლი შე­უწყოს მოს­წავ­ლე­თა კითხ­ვის ტექ­ნი­კის გან­ვი­თა­რე­ბას.
1. კითხ­ვის წი­ნა პე­რი­ო­დი
ამ ეტაპ­ზე მას­წავ­ლებ­ლის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა წა­ა­ხა­ლი­სოს მოს­წავ­ლე­ე­ბი, შე­უქ­მ­ნას სა­ყუ­რადღე­ბო და სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბი. სწავ­ლე­ბა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია ზე­პი­რი გა­მო­ხატ­ვის ფორ­მებ­ზე, ესე­ნია: ზღაპ­რის მო­ყო­ლა, ხატ­ვა, ნა­ხა­ტის და­სა­თა­უ­რე­ბა და აღ­წე­რა.
2. კითხ­ვის დაწყე­ბა
ამ ეტაპ­ზე მოს­წავ­ლემ უნ­და შე­ი­ძი­ნოს ან­ბა­ნის ასო­ე­ბის ამოც­ნო­ბის უნა­რი. აქ­ტი­ვო­ბე­ბი: „სიტყ­ვებ­ზე ნა­დი­რო­ბა“, მო­დე­ლი­რე­ბა, მოს­მე­ნა და კითხ­ვა.
3. კითხ­ვის დახ­ვე­წა
აქ­ტი­ვო­ბე­ბი: ნიშ­ნე­ბი, სი­ახ­ლე­ე­ბი, კროს­ვორ­დე­ბი.
4. კითხ­ვის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა და კითხ­ვის მი­მართ ინ­ტე­რე­სის გაღ­ვი­ვე­ბა
აქ­ტი­ვო­ბე­ბი: „სიტყ­ვე­ბის არ­ქე­ო­ლო­გია“, ზღაპ­რის თხრო­ბა, წიგ­ნე­ბის გან­ხილ­ვა.
5. კითხ­ვის უნა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა და დახ­ვე­წა
აქ­ტი­ვო­ბე­ბი: სა­მა­გი­დო თა­მა­შის შექ­მ­ნა, დის­კუ­სი­ის გა­მარ­თ­ვა, სა­კუ­თა­რი ნა­წე­რე­ბის წა­კითხ­ვა და გან­ხილ­ვა.
ამ რე­კო­მენ­და­ცი­ებს გავ­წერთ და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ მომ­დევ­ნო სას­წავ­ლო წლის სა­მუ­შაო გეგ­მის შედ­გე­ნი­სას.
მინ­და მო­გახ­სე­ნოთ, რომ კვლე­ვის პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის ყვე­ლა პე­და­გო­გი, ფსი­ქო­ლო­გი, გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბი. კვლე­ვას კო­ორ­დი­ნი­რე­ბას უწევ­დ­ნენ სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, ქალ­ბა­ტო­ნი ხა­თუ­ნა ენუ­ქი­ძე და დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, ქალ­ბა­ტო­ნი მე­გი როს­ტი­აშ­ვი­ლი-წიკ­ლა­უ­რი, რის­თ­ვი­საც დიდ მად­ლო­ბას მო­ვახ­სე­ნებ მათ თა­ნად­გო­მი­სა და ხელ­შეწყო­ბით­ვის.
კვლე­ვა ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი პრო­ცე­სია და ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე და­ვად­გენთ, რამ­დე­ნად დაგ­ვეხ­მა­რა ჩვენ მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი პრობ­ლე­მის გა­მოს­წო­რე­ბა­ში. ამ ეტა­პის­თ­ვის თვალ­სა­ჩი­ნო გახ­და, რომ კვლე­ვა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა ძალ­ზე ეფექ­ტუ­რია.

25-28(942)N