გამოდის 1998 წლიდან
2015-03-26
ახა­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პროგ­რა­მე­ბი შე­უ­ვა­ლი პრინ­ცი­პით - მა­ღა­ლი ხა­რის­ხი

მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მას ჩვენს გა­ზეთ­ში არა­ერ­თი წე­რი­ლი მი­ეძღ­ვ­ნა, თუმ­ცა თე­მა იმ­დე­ნად აქ­ტუ­ა­ლუ­რი და მას­შ­ტა­ბუ­რია, პე­რი­ო­დუ­ლად ვაგ­რ­ძე­ლებთ სქე­მის სხვა­დას­ხ­ვა კომ­პო­ნენ­ტებ­ზე სა­უ­ბარს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, სქე­მა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, მომ­ზად­და ახა­ლი უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი, რო­მე­ლიც კვა­ლი­ფი­ცი­ურ პე­და­გო­გებს მო­ამ­ზა­დებს. პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ახა­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პროგ­რა­მით მი­ი­ღე­ბენ გა­ნათ­ლე­ბას და 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 300 კრე­დიტს და­აგ­რო­ვე­ბენ, პირ­და­პირ მე­ო­რე სა­ფე­ხურ­ზე აღ­მოჩ­ნ­დე­ბი­ან. იმ პი­რებს კი, რომ­ლე­ბიც პრო­ფე­სი­ა­ში ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზით შეს­ვ­ლას გა­დაწყ­ვე­ტენ, ანუ სხვა პრო­ფე­სი­ი­დან შევ­ლენ, სკო­ლებ­ში 60-კრე­დი­ტი­ა­ნი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პროგ­რა­მის დაძ­ლე­ვა მო­უ­წევთ. სწავ­ლე­ბის პრო­ცესს მთლი­ა­ნად სა­ხელ­მ­წი­ფო და­ა­ფი­ნან­სებს.
რა არის ახა­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პროგ­რა­მა პე­და­გო­გი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რას ისა­ხავს მიზ­ნად სა­მი­ნის­ტ­როს ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა და რო­მელ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ამოქ­მედ­დე­ბა პროგ­რა­მა — ე.წ. გა­ნათ­ლე­ბის სკო­ლე­ბი — ამის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე:

— ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ახალ წა­მოწყე­ბას­თან, რო­მე­ლიც მიზ­ნად მას­წავ­ლე­ბელ­თა 4 კა­ტე­გო­რი­ად და­ყო­ფას ისა­ხავს. სქე­მის მი­ხედ­ვით, გა­იზ­რ­დე­ბა სა­ხელ­ფა­სო ანაზღა­უ­რე­ბა, ანუ პე­და­გო­გო­ბა მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი გახ­დე­ბა პრო­ფე­სი­ა­ში შემ­ს­ვ­ლე­ლე­ბი­სა და მათ­თ­ვის, ვინც უკ­ვე მუ­შა­ობს სექ­ტორ­ში. რად­გან გვჭირ­დე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა ახ­ლე­ბუ­რად გა­დამ­ზა­დე­ბა, გა­ნათ­ლე­ბის სკო­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით იმ კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რომ­ლე­ბიც სკო­ლა­ში შევ­ლენ. პროგ­რა­მა ძა­ლი­ან ბევრ კომ­პო­ნენტს მო­ი­ცავს, მათ შო­რი­საა 300-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა — ხუთ­წ­ლი­ა­ნი სწავ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ბა­კა­ლავ­რი­ატ­სა და მა­გის­ტ­რა­ტუ­რას აერ­თი­ა­ნებს. სქე­მა­ში პირ­ვე­ლი წლი­დან­ვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სას­კო­ლო პრაქ­ტი­კა  — ახალ­გაზ­რ­დამ თა­ვი­დან­ვე უნ­და გა­მოს­ცა­დოს თა­ვი, რამ­დე­ნად მზა­დაა,  მოს­წონს თუ არა პრო­ფე­სია, გა­მო­ვა თუ არა მის­გან პე­და­გო­გი და ა.შ. 4 წე­ლი ძი­რი­თად სწავ­ლე­ბას და­ეთ­მო­ბა, მე­ხუ­თე წე­ლი კი —  სრუ­ლად სას­კო­ლო პრაქ­ტი­კას და იმ კვლე­ვას, რო­მე­ლიც უნ­და ჩა­ა­ტა­როს მა­ძი­ე­ბელ­მა, მა­გის­ტ­რის წო­დე­ბა რომ მო­ი­პო­ვოს.
მარ­თა­ლია, სექ­ტორ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რია დარ­ჩე­ნი­ლი, მაგ­რამ ჩვე­ნი ვა­ლია წი­ნას­წარ ვიზ­რუ­ნოთ ახა­ლი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ზე. აი, სწო­რედ ეს ჯაჭ­ვი გაწყ­და, რაც სხვა­დას­ხ­ვა ფაქ­ტორ­მა გა­ნა­პი­რო­ბა — პირ­ველ რიგ­ში, სო­ცი­ა­ლურ­მა და, ასე­ვე, იმა­ნაც, რომ პრო­ფე­სია არ არის პრეს­ტი­ჟუ­ლი. ეს არის თე­მე­ბი, რომ­ლებ­ზეც აქ­ტუ­ა­ლუ­რად ვსა­უბ­რობთ და ვამ­ბობთ, რომ უნ­და აღ­დ­გეს მას­წავ­ლებ­ლის პრეს­ტი­ჟი. ამის­თ­ვის, სულ მცი­რე, ორი კომ­პო­ნენ­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბა და ამოქ­მე­დე­ბაა სა­ჭი­რო. ერ­თი, რა თქმა უნ­და, ფი­ნან­სუ­რი მო­წეს­რი­გე­ბაა, ანუ ხელ­ფა­სი უნ­და იყოს მიმ­ზიდ­ვე­ლი. მაგ­რამ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მხო­ლოდ ხელ­ფა­სი ვერ იქ­ნე­ბა გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი, გა­სა­გე­ბი და მი­სა­ღე­ბი უნ­და იყოს კა­რი­ე­რუ­ლი კი­ბე. ადა­მი­ა­ნის­თ­ვის, რო­მე­ლიც მო­ინ­დო­მებს მას­წავ­ლებ­ლო­ბას, თა­ვი­დან­ვე უნ­და იყოს გა­სა­გე­ბი, რა პერ­ს­პექ­ტი­ვა აქვს სა­მი, ხუ­თი თუ შვი­დი წლის შემ­დეგ, ანუ უნ­და ჰქონ­დეს სტა­ბი­ლუ­რო­ბის გან­ც­და, ასე­ვე, გან­ც­და იმი­სა, რომ მას­წავ­ლებ­ლო­ბა პრეს­ტი­ჟუ­ლი პრო­ფე­სიაა.
აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე,  სა­ჭი­როდ ჩავ­თ­ვა­ლეთ, რომ ორ ძი­რი­თად დიდ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში — თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში — და­ფუძ­ნ­დეს პირ­ვე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სკო­ლე­ბი, სა­დაც ზე­მოთ ნახ­სე­ნებ ხუთ­წ­ლი­ან, 300-კრე­დი­ტი­ან, პროგ­რა­მებს გა­ივ­ლი­ან. პა­რა­ლე­ლუ­რად, იარ­სე­ბებს უფ­რო მოკ­ლე გზა — 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა. 60 კრე­დი­ტი გუ­ლის­ხ­მობს: საგ­ნობ­რივ კომ­პე­ტენ­ცი­ას (20 კრე­დი­ტი), მე­თო­დო­ლო­გი­ას, პე­და­გო­გი­კას, ბავ­შ­ვ­თა ფსი­ქო­ლო­გი­ას და ა.შ. (20 კრე­დი­ტი) და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სას­კო­ლო პრაქ­ტი­კას (20-კრე­დი­ტი). ეს პროგ­რა­მა გან­კუთ­ვ­ნი­ლია მათ­თ­ვის,  ვი­საც ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის ან მა­გის­ტ­რა­ტუ­რის დო­ნე­ზე აქვთ ცოდ­ნა მი­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ სკო­ლა­ში არ უმუ­შა­ვიათ მას­წავ­ლებ­ლად. სწო­რედ მათ მი­ე­ცე­მათ 60-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის და წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სექ­ტორ­ში შეს­ვ­ლის შან­სი.
მოქ­მედ მას­წავ­ლებ­ლებს ეს არ დას­ჭირ­დე­ბათ, ვინც უკ­ვე მუ­შა­ობს სკო­ლა­ში, ის, რა თქმა უნ­და,  დარ­ჩე­ბა და მუ­შა­ო­ბას გა­აგ­რ­ძე­ლებს. ამ პროგ­რა­მის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნია, მო­ვი­ზი­დოთ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რი, რო­მე­ლიც აქამ­დე სკო­ლა­ში არ გვყო­ლია. მა­გა­ლი­თად, ქი­მი­კო­სი, რო­მე­ლიც სხვა­გან მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნ­და და ა.შ.
ვვა­რა­უ­დობთ, რო­ცა სქე­მა სრუ­ლი დატ­ვირ­თ­ვით ამუ­შავ­დე­ბა (2017 წლის­თ­ვის) — მას­წავ­ლებ­ლის სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი სა­ბი­უ­ჯე­ტო სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ სა­შუ­ა­ლო ხელ­ფას­ზე მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა — ეს ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რო­მელ­საც აუცი­ლებ­ლად მი­ვაღ­წევთ.
— ვინ მო­ამ­ზა­დებს კად­რებს და იქ­ნე­ბა თუ არა სწავ­ლე­ბა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ით?
— მე­თო­დო­ლო­გია აუცი­ლებ­ლად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, სხვაგ­ვა­რად აეწყო­ბა მომ­ზა­დე­ბის ციკ­ლი. ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის და ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში საკ­მა­ოდ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ. ეს ის ხალ­ხია, ვინც გა­ნათ­ლე­ბის მე­ნეჯ­მენ­ტის სა­კითხებ­ზე მუ­შა­ო­ბდა, ასე­ვე გვყავს ფსი­ქო­ლოგ­თა კარ­გი კორ­პუ­სი, მე­თო­დი­კის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი — ასე რომ, მა­თი სა­ხით, გვაქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი, რომ  ორი გა­ნათ­ლე­ბის სკო­ლა და­ვა­არ­სოთ. თუმ­ცა, ეს არ იქ­ნე­ბა მხო­ლოდ თბი­ლის­ზე კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი, ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან რე­გი­ო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბიც — ახალ­ცი­ხის, თე­ლა­ვის, გო­რის და ა.შ. ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა კონ­სორ­ცი­უ­მი, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ზე იმუ­შა­ვებს.
რაც შე­ე­ხე­ბა დროს, რო­დის ამუ­შავ­დე­ბა პროგ­რა­მე­ბი, ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი გვაქვს მო­მა­ვა­ლი წლის სექ­ტემ­ბე­რი, თუ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, პროგ­რა­მა მო­ას­წ­რებს აკ­რე­დი­ტა­ცი­ის გავ­ლას; 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა კი აუცი­ლებ­ლად სექ­ტემ­ბ­რი­დან ამოქ­მედ­დე­ბა.
— რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი შეძ­ლებს, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, პროგ­რა­მის გავ­ლას?
— ვვა­რა­უ­დობთ, რომ რიცხ­ვი საკ­მა­ოდ დი­დი იქ­ნე­ბა. რაც მთა­ვა­რია, პროგ­რა­მა სრუ­ლად და­ფი­ნან­ს­დე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ. მი­ღე­ბა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ქუ­ლებ­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ვფიქ­რობთ, სა­უ­კე­თე­სო აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი მო­ვი­ზი­დოთ სის­ტე­მა­ში, რა­თა გავ­ზარ­დოთ კონ­კუ­რენ­ცია. ამას ბევ­რი კომ­პო­ნენ­ტი გა­ნა­პი­რო­ბებს, მათ შო­რის, რე­გი­ო­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის აქ­ტი­ვო­ბა, შე­საძ­ლოა, მათ პრო­ფი­ლიც შე­იც­ვა­ლონ. ვფიქ­რობთ, რე­გი­ო­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ფორ­ვარ­დად ვაქ­ცი­ოთ. მას­წავ­ლე­ბე­ლი უზარ­მა­ზა­რი სეგ­მენ­ტია, რო­მე­ლიც სწო­რედ ად­გი­ლობ­რი­ვად უნ­და და­ი­ფა­როს. თუმ­ცა, რო­გორც გითხა­რით, თა­მა­სა ძა­ლი­ან მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა — ჩა­ტარ­დე­ბა მკაც­რი აკ­რე­დი­ტა­ცია, რო­მელ­შიც სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბი ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან სწრა­ფად გვჭირ­დე­ბა ბევ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, შე­ღა­ვა­თი არ იქ­ნე­ბა. ვი­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებთ მხო­ლოდ  შე­უ­ვა­ლი პრინ­ცი­პით — მა­ღა­ლი ხა­რის­ხი.
— თუ არ­სე­ბობს სტა­ტის­ტი­კა, რო­მე­ლი საგ­ნის პე­და­გო­გებ­ზეა ყვე­ლა­ზე დი­დი მოთხოვ­ნა?
— უმ­თავ­რე­სად, რაც ჩანს, ტექ­ნი­კუ­რი საგ­ნის პე­და­გო­გე­ბის დე­ფი­ცი­ტია. ვვა­რა­უ­დობთ იმა­საც, რომ სას­კო­ლო პრაქ­ტი­კის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სტუ­დენტს არა მხო­ლოდ რო­მე­ლი­მე უნი­ფი­ცი­რე­ბულ სკო­ლას­თან, არა­მედ მთელ სას­კო­ლო პა­ლიტ­რას­თან ექ­ნე­ბა შე­ხე­ბა — ქა­ლა­ქის, სოფ­ლის, მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ან, მა­ღალ­მ­თი­ან თუ კერ­ძო სკო­ლებ­თან. ასე­ვე, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი სწავ­ლე­ბის კომ­პო­ნენ­ტიც, რა­თა პე­და­გო­გი ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში იქ­ნეს მზად სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბის­თ­ვის.
და­ახ­ლო­ე­ბით 15-წლი­ან სტრა­ტე­გი­ა­ში, მხო­ლოდ უმაღ­ლე­სი  გა­ნათ­ლე­ბა არ არის წამ­ყ­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი, ეს არის მთლი­ა­ნო­ბა­ში და­ნა­ხუ­ლი სის­ტე­მა. ძა­ლი­ან ბევ­რი მა­გა­ლი­თია მსოფ­ლი­ოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი­სა, რომ­ლებ­მაც გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა ჩა­ა­ტა­რეს. მათ­გან რამ­დე­ნი­მეა კარ­გი მა­გა­ლი­თი, რო­მე­ლიც ხში­რად მოგ­ვ­ყავს — ეს არის ფი­ნე­თი, სამ­ხ­რეთ კო­რეა, ავ­ს­ტ­რა­ლია, ჩი­ლე და სხვ. მაგ­რამ სა­დაც ასე­თი რან­გის ცვლი­ლე­ბე­ბი და­იწყო, ყველ­გან იყო ფიქ­რი და ზრუნ­ვა იმა­ზე, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბის მო­ტი­ვა­ცია გაზ­რ­დი­ლი­ყო. დღეს, მა­გა­ლი­თად, ფი­ნეთ­ში მას­წავ­ლებ­ლის ვა­კან­სი­ა­ზე, ათი მას­წავ­ლებ­ლი­დან, ერთს ირ­ჩე­ვენ. ეს არის, ალ­ბათ, ჩვე­ნი სუ­პე­რა­მო­ცა­ნა. თუ რე­ფორ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტი წარ­მა­ტე­ბით შეს­რულ­და, მათ შო­რის: ბავ­შ­ვის სას­კო­ლო მზა­ო­ბა; სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­და; სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა — ამ ამო­ცა­ნის გა­დაჭ­რა­საც შევ­ძ­ლებთ. აუცი­ლე­ბე­ლია ამ კომ­პო­ნენ­ტე­ბის დი­ვერ­სი­ფი­კა­ცია.
გარ­და ამი­სა, კი­დევ ერ­თი პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ ახა­ლი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბას არ ეხე­ბა, თუმ­ცა, პე­და­გო­გე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბას გუ­ლის­ხ­მობს.   პირ­ვე­ლად სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, ვგეგ­მავთ, რომ დრო­დად­რო მას­წავ­ლე­ბე­ლი და­უბ­რუნ­დეს უნი­ვერ­სი­ტეტს. აღარ იქ­ნე­ბა გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ტრე­ნინ­გე­ბი და ტრე­ნე­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა. ჩვენ უნ­და აღ­ვად­გი­ნოთ კავ­ში­რი მას­წავ­ლე­ბელ­სა და უნი­ვერ­სი­ტეტს შო­რის. ეს აუცი­ლე­ბე­ლია იმის­თ­ვის, რომ ოდეს­ღაც ნას­წავ­ლი საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცია დრო­დად­რო ამაღ­ლ­დეს. რო­გორც იცით, შე­მო­დის ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო სის­ტე­მა, თვი­თონ მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია და­ით­ვა­ლოს, რა ეტაპ­ზე რა ანაზღა­უ­რე­ბა ექ­ნე­ბა და რა უნ­და გა­ა­კე­თოს ამის­თ­ვის — რო­გორ გა­და­ვი­დეს ერ­თი კა­ტე­გო­რი­ი­დან მე­ო­რე­ზე და ა.შ. ამ პრო­ცეს­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მოვ­რიცხეთ ყო­ველ­გ­ვა­რი სუ­ბი­ექ­ტი­ვიზ­მი.
— სა­ინ­ტე­რე­სოა, ვინც გა­ნათ­ლე­ბის სკო­ლას და­ამ­თავ­რებს, სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა სამ­სა­ხუ­რით?
— ეს აუცი­ლე­ბე­ლი კომ­პო­ნენ­ტია, რად­გა­ნაც და­ვიწყებთ  იმ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბას და, შე­სა­ბა­მი­სად, და­საქ­მე­ბას, სა­დაც დე­ფი­ცი­ტი გვაქვს. ანუ თუ გვჭირ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად, ფი­ზი­კის პედაგოგთა მცირე რა­ო­დე­ნო­ბა, შე­სა­ბა­მი­სი რა­ო­დე­ნო­ბის კად­რი მომ­ზად­დე­ბა. თუმ­ცა, ძა­ლი­ან რთუ­ლია ამის გათ­ვ­ლა, მაგ­რამ რად­გა­ნაც მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია რე­გუ­ლი­რე­ბა­დი ხდე­ბა, მო­ვა­ხერ­ხებთ ბაზ­რის შეს­წავ­ლას და კად­რის მი­წო­დე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას.
— თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბის გა­თა­ლის­წი­ნე­ბით,  ალ­ბათ, ბევ­რი რე­სურ­სი — კვლე­ვი­თი ლი­ტე­რა­ტუ­რა თუ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო  — იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო სწავ­ლე­ბის­თ­ვის. ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სწავ­ლის შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლია. თუ  არ არ­სე­ბობს სა­ჭი­რო გა­მო­ცე­მე­ბი ქარ­თულ ენა­ზე?
— ქარ­თუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი ცო­ტა გვაქვს, რად­გან არც თუ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობ­და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა თარ­გ­მანს, ეს ყო­ველ­თ­ვის მე­ო­რა­დი პრო­დუქ­ტის მოხ­მა­რე­ბაა, თან დი­დი დროც სჭირ­დე­ბა, ვიდ­რე ითარ­გ­მ­ნე­ბა და და­ი­ბეჭ­დე­ბა. ამ ვი­თა­რე­ბი­დან ორი გა­მო­სა­ვა­ლია — ერ­თი ის, რომ უცხო ენა ვის­წავ­ლოთ  — სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყო­ველ­თ­ვის არ­სე­ბობ­და ბი­ლინ­გ­ვუ­რი გა­რე­მო, ყო­ველ­თ­ვის ერთ ენა­ზე მე­ტი ვი­ცო­დით. მე­ო­რე გა­მო­სა­ვა­ლია თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა მსოფ­ლი­ოს სა­მეც­ნი­ე­რო ბა­ზე­ბის ერთ-ერთ უდი­დეს პრო­ვა­ი­დერ­თან — ჶlsevier ბვ. გა­მომ­ცემ­ლო­ბა ელ­სე­ვი­არ­თან ერ­თი წე­ლია, რაც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გვაქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი. 21 უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლია ჩარ­თუ­ლი ამ სის­ტე­მა­ში და მათ სტუ­დენ­ტებს უფა­სოდ შე­უძ­ლი­ათ მი­ი­ღონ ნე­ბის­მი­ე­რი უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცია. ასე­ვე, შე­ვარ­ჩი­ეთ რამ­დე­ნი­მე ქარ­თუ­ლი ჟურ­ნა­ლი და იმე­დია, 2016 წლი­დან,  მა­ღა­ლი დო­ნის სა­ინ­ფორ­მა­ციო ჟურ­ნა­ლე­ბი გვექ­ნე­ბა, რაც კი­დევ ერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რომ ჩვე­ნი მეც­ნი­ე­რე­ბა უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დეს მსოფ­ლი­ო­ში. თუმ­ცა, რად­გან ინ­ტერ­ნე­ტის  და მეც­ნი­ე­რე­ბის ენა ინ­გ­ლი­სუ­რია, ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა  ინ­გ­ლი­სუ­რი ენის ცოდ­ნის გა­რე­შე თა­ნა­მედ­რო­ვე კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი მას­წავ­ლებ­ლის ან მეც­ნი­ე­რის მომ­ზა­დე­ბა.

მო­ამ­ზა­და ლა­ლი ჯე­ლა­ძემ

25-28(942)N