გამოდის 1998 წლიდან
2015-11-05
ცვლილებები ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში

ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი დამ­ტ­კიც­და, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს: გა­ნახ­ლე­ბუ­ლი არ­ჩე­ვი­თი საგ­ნე­ბის ნუს­ხას; კლა­სის გა­ყო­ფის ახალ წესს; წლი­უ­რი გა­მოც­დის ჩა­ტა­რე­ბის წესს; ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბა­თა ენე­ბის სას­წავ­ლო გეგ­მას. ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის სამ­მარ­თ­ვე­ლოს უფ­რო­სი მა­რი­ამ ჩი­ქო­ბა­ვა:
— ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი­დან, პირ­ველ რიგ­ში,  ვი­სა­უბ­როთ ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბა­თა ენე­ბის სას­წავ­ლო გეგ­მა­ზე, რად­გან პირ­ვე­ლად შე­იქ­მ­ნა მსგავ­სი სტან­დარ­ტი...
— ყო­ველ­თ­ვის ვცდი­ლობთ, ახალ სას­წავ­ლო წელს სი­ახ­ლე­ე­ბით შევ­ხ­ვ­დეთ, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ წი­ნა წლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი და გან­ვა­ვი­თა­როთ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი. ასე­ვე ვით­ვა­ლის­წი­ნებთ სკო­ლე­ბის დი­რექ­ტო­რე­ბის, თი­თო­ე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის შე­ნიშ­ვ­ნებს, წი­ნა­და­დე­ბებ­სა თუ ინი­ცი­ა­ტი­ვებს. ერ­თია, ჩვენ რას ვა­კე­თებთ და მე­ო­რე, თუ რო­გორ მუ­შა­ობს ის პრაქ­ტი­კა­ში. რო­გორც წე­სი, პრაქ­ტი­კო­სე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი თუ ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი ჩვენ­თ­ვის ყო­ველ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სოა.
წელს ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში რამ­დე­ნი­მე ცვლი­ლე­ბა შე­ვი­და. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერ­თი კარ­გი სი­ახ­ლეა ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის ენე­ბის სტან­დარ­ტი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად შე­იქ­მ­ნა. სტან­დარ­ტი გან­კუთ­ვ­ნი­ლია არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის­თ­ვის, სა­დაც ტრა­დი­ცი­უ­ლად ის­წავ­ლე­ბა მშობ­ლი­უ­რი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა (სომ­ხუ­რი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი, რუ­სუ­ლი ენე­ბი), სტან­დარ­ტის არარ­სე­ბო­ბის გა­მო ამ დრომ­დე და­უ­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი იყო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის სა­კითხიც. სტან­დარ­ტის დამ­ტ­კი­ცე­ბა სა­მარ­თ­ლებ­რივ ჩარ­ჩო­ში მო­აქ­ცევს მშობ­ლი­უ­რი ენის სწავ­ლე­ბას და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხებს და სა­მო­მავ­ლოდ, უკ­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შექ­მ­ნაც, რო­მე­ლიც გრი­ფი­რე­ბის კონ­კურსს გა­ივ­ლის და ჩვე­უ­ლებ­რივ შე­ვა სკო­ლებ­ში. 
გარ­და ამი­სა, სტან­დარ­ტი მომ­ზად­და მცი­რე­რიცხო­ვა­ნი ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის­თ­ვი­საც (ქურ­თუ­ლი, ასი­რი­უ­ლი, ჩეჩ­ნუ­რი და ა.შ. ენე­ბის­თ­ვის), რომ­ლე­ბიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რო­ბენ და, ჩვე­უ­ლებ­რივ, ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში სწავ­ლო­ბენ, მაგ­რამ, მშობ­ლი­უ­რი ენის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მიზ­ნით, სურ­ვი­ლი აქვთ ის­წავ­ლონ თა­ვი­ან­თი ენა. ახ­ლა დგინ­დე­ბა სკო­ლე­ბის სია — თუ სკო­ლა გა­მოთ­ქ­ვამს სურ­ვილს და ამის­თ­ვის ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი ეყო­ლე­ბა, ჩვენ ხელს შე­ვუწყობთ, კვი­რა­ში ორ­სა­ა­თი­ა­ნი დატ­ვირ­თ­ვით, არ­ჩე­ვით საგ­ნად ას­წავ­ლონ მშობ­ლი­უ­რი ენა. რაც შე­ე­ხე­ბა პე­და­გო­გებს, მა­თი პოვ­ნა და გა­დამ­ზა­დე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია, თუმ­ცა არი­ან მო­ხა­ლი­სე პე­და­გო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც აქამ­დეც ახერ­ხებ­დ­ნენ ენის სწავ­ლე­ბას და­მა­ტე­ბი­თი სა­გან­მან­თ­ლებ­ლო მომ­სა­ხუ­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. თა­ვად სკო­ლა ცდი­ლობ­და ამის­თ­ვის სახ­ს­რე­ბის მო­ძი­ე­ბას, ახ­ლა კი სტან­დარ­ტ­მა სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, სა­მი­ნის­ტ­რომ და­უ­ფი­ნან­სოს მათ კვი­რა­ში ორი სა­ა­თი მშობ­ლი­უ­რი ენის სწავ­ლე­ბის­თ­ვის. ვნა­ხოთ, რა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით.
— ცვლი­ლე­ბა შე­ვი­და არ­ჩე­ვი­თი საგ­ნე­ბის ნუს­ხა­შიც. ყვე­ლა არ­ჩე­ვი­თი სა­გა­ნი გა­და­ნა­წილ­და საგ­ნობ­რივ ჯგუ­ფებ­ში. რას გუ­ლის­ხ­მობს ეს ცვლი­ლე­ბა?
— არ­ჩე­ვით საგ­ნებს და­ე­მა­ტა სა­გა­ნი ჭად­რა­კი — სპე­ცი­ა­ლუ­რი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც დი­დი ხა­ნია შექ­მ­ნი­ლია, მაგ­რამ აქამ­დე არ იყო და­ნერ­გი­ლი და ამუ­შა­ვე­ბუ­ლი, თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით რამ­დე­ნი­მე კერ­ძო სკო­ლას. წელს უფ­რო მას­შ­ტა­ბუ­რად და კომ­პ­ლექ­სუ­რად მი­ვუ­დე­ქით ამ სა­კითხს, გა­დამ­ზად­დ­ნენ პე­და­გო­გე­ბი და 300-ზე მეტ სკო­ლა­ში და­იწყო ჭად­რა­კის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პროგ­რა­მით სწავ­ლე­ბა მე­ო­რე კლა­სებ­ში. მო­მა­ვალ წელს მე­სა­მე კლა­სე­ბიც შე­ე­მა­ტე­ბა.
კი­დევ ერ­თი სი­ახ­ლე გვაქვს — ყვე­ლა არ­ჩე­ვი­თი სა­გა­ნი გა­და­ნა­წილ­და საგ­ნობ­რივ ჯგუ­ფებ­ში. რო­გორც იცით, არ­ჩე­ვი­თი საგ­ნე­ბი ძი­რი­თა­დი საგ­ნე­ბის მო­მიჯ­ნა­ვეა და მა­თი სწავ­ლე­ბის მი­ზა­ნი მოს­წავ­ლის თვალ­სა­წი­ე­რის გა­ფარ­თო­ე­ბაა, თუ­კი რო­მე­ლი­მე დის­ციპ­ლი­ნა სიღ­რ­მი­სე­უ­ლად აინ­ტე­რე­სებს. 30-მდე არ­ჩე­ვი­თი სა­გა­ნი ძი­რი­თა­დი საგ­ნე­ბის ჯგუ­ფებ­ში გა­და­ნა­წილ­და. ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის   ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი მას­წავ­ლე­ბელ­თა კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის ახა­ლი სქე­მაა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც პე­და­გო­გე­ბი სხვა­დას­ხ­ვა კა­ტე­გო­რი­ე­ბად ნა­წილ­დე­ბი­ან. მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არ­ჩე­ვით საგ­ნებს ას­წავ­ლი­ან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ას­რუ­ლე­ბენ სას­წავ­ლო გეგ­მით გან­საზღ­ვ­რულ მო­ვა­ლე­ო­ბებს, სრუ­ლად ვერ იღებ­დ­ნენ დამ­სა­ხუ­რე­ბულ ანაზღა­უ­რე­ბას სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის და­ნა­მა­ტის სა­ხით. ამავ­დ­რო­უ­ლად, გა­მოვ­ლინ­და, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა ნა­წი­ლი ვერ ნა­წილ­დე­ბა შე­სა­ბა­მის სტა­ტუს­ზე, თუ­კი ისი­ნი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან და სა­განს არ­ჩე­ვი­თი საგ­ნე­ბის ნუს­ხი­დან ას­წავ­ლი­ან. არ­ჩე­ვი­თი საგ­ნე­ბის საგ­ნობ­რივ ჯგუ­ფებ­თან მი­კუთ­ვ­ნე­ბა აღ­ნიშ­ნულ პრობ­ლე­მას მო­აგ­ვა­რებს.
ზო­გი­ერ­თი არ­ჩე­ვი­თი სა­გა­ნი ორ ჯგუფ­ში მოხ­ვ­და, მა­გა­ლი­თად, ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბელს, რო­მელ­საც გავ­ლი­ლი აქვს ამე­რი­კის­მ­ცოდ­ნე­ო­ბის კურ­სი და/ან კარ­გად იც­ნობს და­სავ­ლურ ლი­ტე­რა­ტუ­რას, უნ­და ეძ­ლე­ო­დეს ამ არ­ჩე­ვი­თი საგ­ნის სწავ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ასე­ვე, მა­გა­ლი­თად, ის­ტო­რი­კოსს, რო­მე­ლიც შეძ­ლებს მოს­წავ­ლე­ე­ბის გაყ­ვა­ნას ამე­რი­კის­მ­ცოდ­ნე­ო­ბის კურ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ შე­დე­გებ­ზე, რა­ტომ არ უნ­და მივ­ცეთ მი­სი სწავ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა?! ასე­ვე, მა­გა­ლი­თად, მუ­სი­კა­ლურ-კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა ას­წავ­ლოს ინ­ფორ­მა­ცი­ულ-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის პე­და­გოგ­მაც და მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბელ­მაც, რო­მელ­მაც იცის ამ ტი­პის პროგ­რა­მებ­ში მუ­შა­ო­ბა.
ზო­გა­დად ვფიქ­რობთ, რომ არ­ჩე­ვი­თი კურ­სე­ბის სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნობ­რივ ჯგუფ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ერ­თი მხრივ, მას­წავ­ლებ­ლებს მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ვთა­ვა­ზობთ (რაც ხელ­ფა­სის ზრდა­საც უკავ­შირ­დე­ბა), მე­ო­რე მხრივ, მათ წა­ვა­ხა­ლი­სებთ პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდი­სა და თვალ­სა­წი­ე­რის გა­ფარ­თო­ე­ბის კუთხით.
— ცვლი­ლე­ბაა წლი­უ­რი გა­მოც­დის წეს­თან დაკ­ვ­ში­რე­ბით, რო­გორც ცნო­ბი­ლია, და­წეს­და გარ­კ­ვე­უ­ლი შეზღუდ­ვა, რა არის ამის მი­ზე­ზი?
— რა­ტომ­ღაც სკო­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ტეს­ტი­რე­ბა­სა და გა­მოც­დებ­ზე  ძა­ლი­ან დიდ აქ­ცენტს აკე­თებს. ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი გა­ცი­ლე­ბით უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე გა­მოც­და. რა თქმა უნ­და, გა­მოც­დას არ ვაკ­ნი­ნებთ, მაგ­რამ და­ვა­წე­სეთ ერ­თი შეზღუდ­ვა — თუ­კი სკო­ლა ერთ სა­გან­ში ჩა­ა­ტა­რებს გა­მოც­დას, მომ­დევ­ნო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იმა­ვე სა­გან­ში გა­მოც­დის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა აღარ აქვს. მა­გა­ლი­თად, თუ სკო­ლამ მე-7 კლას­ში ჩა­ა­ტა­რა გა­მოც­და ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, მე-8 და მე-9 კლა­სებ­ში ამა­ვე სა­გან­ში ამა­ვე კლას­ში გა­მოც­დას ვე­ღარ ჩა­ა­ტა­რებს, სა­მა­გი­ე­როდ, შე­უძ­ლია სხვა საგ­ნებ­ში და­ნიშ­ნოს გა­მოც­და.  ამა­ვე დროს, გვინ­და, რომ გა­მოც­დებ­ზე ნაკ­ლე­ბად შეს­თა­ვა­ზონ მოს­წავ­ლე­ებს ცალ­სა­ხა­პა­სუ­ხი­ა­ნი ტეს­ტე­ბი და ისი­ნი უფ­რო ში­ნა­არ­სი­ა­ნი, კონ­ტექ­ს­ტუ­ა­ლი­ზე­ბუ­ლი, კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბით და­იტ­ვირ­თოს.
— და მე­ოთხე ცვლი­ლე­ბა კლა­სის გა­ყო­ფის წესს გუ­ლის­ხ­მობს...
— კლა­სის გა­ყო­ფას რაც შე­ე­ხე­ბა, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით, დღემ­დე მხო­ლოდ ქარ­თულ­სა და უცხო­ურ ენა­ში იყო­ფო­და კლა­სე­ბი, თუ­კი სკო­ლას ჰქონ­და ამის რე­სურ­სი. მაგ­რამ გაჩ­ნ­და სა­ჭი­რო­ე­ბა, სხვა სა­გან­შიც გა­ი­ყოს კლა­სი. მა­გა­ლი­თად, ვჳ კლას­ში (ეს ის თა­ო­ბაა, რო­მელ­საც არ აქვს „ბუ­კი“), სა­დაც ის­წავ­ლე­ბა სა­გა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ულ-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, თუ­კი სკო­ლა­ში ერთ საკ­ლა­სო ოთახ­ში არის, მა­გა­ლი­თად, მხო­ლოდ 10 კომ­პი­უ­ტე­რი, შე­სა­ბა­მი­სად, 10 მოს­წავ­ლე­ზე მე­ტის დას­მა ისტ-ის გაკ­ვე­თილ­ზე ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, თუ ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში არ იქ­ნე­ბა ამის დაშ­ვე­ბა, სკო­ლა ვერ გა­ყოფს ამ სა­გან­ში კლასს. ვფიქ­რობთ, ეს ცვლი­ლე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს მეტ ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას და აამაღ­ლებს პრაქ­ტი­კუ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბის ხა­რისხს.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N