გამოდის 1998 წლიდან
2014-03-20
ოცდამეერთე საუკუნის კალიგრაფიის ქომაგები

 

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

2013 წლის 6 ნო­ემ­ბერს, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა მე­ოთხედ გა­მო­აცხა­და კა­ლიგ­რა­ფი­ის კონ­კურ­სი სა­ხელ­წო­დე­ბით — „ქარ­თუ­ლი კა­ლიგ­რა­ფია“. შე­სარ­ჩევ ტურ­ში 1200-მდე კა­ლიგ­რაფ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კა­ტე­გო­რი­ა­ში — VII-IX, X-XII კლა­სე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი, ზრდას­რუ­ლე­ბი და ემიგ­რან­ტე­ბი. 198 წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფი­ნა­ლის­ტი­დან ჟი­უ­რიმ 96 მო­ნა­წი­ლე გა­მო­არ­ჩია, რო­მელ­თა სა­ზე­ი­მო და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალს, 18 მარტს, პროკ­რე­დიტ ბან­კის სა­თა­ვო ოფის­მა უმას­პინ­ძ­ლა. პრი­ზი­ორ­თა ხელ­ნა­წე­რე­ბის გარ­და, პროკ­რე­დიტ ბან­კის სა­თა­ვო ოფის­ში სხვა გა­მორ­ჩე­უ­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბიც გა­მო­ი­ფი­ნა. ცხა­დია, ყვე­ლა მათ­გა­ნი ვერ გახ­დე­ბო­და ძი­რი­თა­დი პრი­ზი­ო­რი ან ნო­მი­ნან­ტი. ამი­ტომ ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა და პროკ­რე­დიტ ბან­კ­მა ამ 96 კონ­კურ­სან­ტის­თ­ვის და­ა­წე­სა მცი­რე სა­ჩუქ­რე­ბი და სი­გე­ლე­ბი, რო­მელ­საც ღო­ნის­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას კონ­კურ­სან­ტე­ბი სა­გან­გე­ბოდ მოწყო­ბილ „სი­გე­ლის კუთხე­ში“ იღებ­დ­ნენ.
საპ­რი­ზო ად­გილ­ზე გა­სუ­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ და­ა­ჯილ­დო­ვა, გარ­და ამი­სა, კონ­კურსს ძა­ლი­ან ბევ­რი ერ­თ­გუ­ლი პარ­ტ­ნი­ო­რი ჰყავ­და სამ­თავ­რო­ბო, არა­სამ­თავ­რო­ბო თუ კერ­ძო სექ­ტო­რი­დან.
„სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოღ­ვა­წე­ო­ბის 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პროკ­რე­დიტ ბან­კი მუ­დამ აქ­ტი­უ­რად უჭერ­და მხარს კულ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ პროკ­რე­დიტ ბან­კის სა­თა­ვო ოფი­სი ასეთ სა­ინ­ტე­რე­სო და, რაც მთა­ვა­რია, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბას მას­პინ­ძ­ლობს. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ხელ­ნა­წერ­თა შექ­მ­ნას მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რია აქვს, ამი­ტო­მაც თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის მო­ვა­ლე­ო­ბაა, ამ ტრა­დი­ცი­ის გაგ­რ­ძე­ლე­ბას მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვუწყოთ ხე­ლი და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­თ­ვის შე­მო­ვი­ნა­ხოთ“ — გა­ნაცხა­და პროკ­რე­დიტ ბან­კის დი­რექ­ტორ­მა, ქე­თე­ვან ბურ­დულ­მა.
ქარ­თულ კა­ლიგ­რა­ფი­ულ სკო­ლას სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ტრა­დი­ცია აქვს. ხე­ლით გა­და­წე­რი­ლი წიგ­ნი ად­რე­ულ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში­ვე იქ­ცა კულ­ტუ­რულ და ეროვ­ნულ ფე­ნო­მე­ნად. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში თუ მის ფარ­გ­ლებს გა­რეთ არ­სე­ბულ ქარ­თულ სამ­წიგ­ნობ­რო კე­რებ­ში, სა­უ­კუ­ნე­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ინ­ტენ­სი­უ­რად იქ­მ­ნე­ბო­და ქარ­თუ­ლი წიგ­ნი. მო­ნას­ტ­რებ­ში მოღ­ვა­წე მწიგ­ნობ­რე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფე­ბი, ქმნიდ­ნენ რა ხელ­ნა­წერ წიგ­ნებს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფ­რ­თხი­ლით ეკი­დე­ბოდ­ნენ ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის გრა­ფი­კულ მო­ხა­ზუ­ლო­ბას, წიგ­ნის შე­სამ­კო­ბად გა­მო­ყე­ნე­ბულ მო­ხა­ტულ ასო­ებ­სა და სხვა დე­კო­რა­ტი­ულ ელე­მენ­ტებს, რო­მელ­თა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ში მჟღავ­ნ­დე­ბო­და ცალ­კე­უ­ლი წიგ­ნის შემ­ქ­მ­ნე­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბა.
ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში ხე­ლით წე­რის უძ­ვე­ლე­სი მა­ღალ­მ­ხატ­ვ­რუ­ლი ტრა­დი­ცია ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი და წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლია. დღეს ბევ­რი ვერ ხვდე­ბა, რა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოს დახ­ვე­წი­ლი კა­ლიგ­რა­ფია, მა­შინ რო­ცა, ხე­ლით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი, რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი, საკ­მა­ოდ ფა­სობს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში.
პრო­ექ­ტის სა­ბო­ლოო მი­ზა­ნიც სწო­რედ  ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნის შექ­მ­ნის კულ­ტუ­რის აღორ­ძი­ნე­ბაა.
„ეს ერთ-ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია, რად­გა­ნაც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის პრო­ექ­ტე­ბი ძა­ლი­ან ცო­ტაა. ეს არის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი დამ­წერ­ლო­ბის, რო­გორც კულ­ტუ­რუ­ლი ფე­ნო­მე­ნის, გაძ­ლი­ე­რე­ბას უწყობს ხელს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მით უფ­რო, რო­ცა აქ­ცენტს ქარ­თუ­ლი კა­ლიგ­რა­ფი­უ­ლი კონ­ტუ­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე ვა­კე­თებთ, რო­მე­ლიც თით­ქოს მი­ვი­ვიწყეთ. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­თა ფარ­თო სპექ­ტ­რია წარ­მოდ­გე­ნი­ლი — გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის მო­ტი­ვა­ციაა, უკე­თე­სად გა­მო­იყ­ვა­ნოს ქარ­თუ­ლი ასო­ე­ბი და წარ­მო­ა­ჩი­ნოს სა­კუ­თა­რი უნა­რე­ბი. მინ­და კი­დევ ერ­თხელ ვუ­სურ­ვო წარ­მა­ტე­ბა მო­ნა­წი­ლე­ებს და დი­დი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს ასე­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ეროვ­ნუ­ლი საქ­მის წა­მოწყე­ბის­თ­ვის. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო კი მა­თი მუდ­მი­ვი მხარ­დამ­ჭე­რი იქ­ნე­ბა ანა­ლო­გი­ურ პრო­ექ­ტებ­ში“ — გა­ნაცხა­და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნისტ­რის მო­ად­გი­ლემ, ლია გი­გა­ურ­მა.
 ბუ­ბა კუ­და­ვა,
ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი: „მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ძი­რი­თა­დი სა­ცა­ვია. ჩვენ ძა­ლი­ან ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექტს ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ და ვცდი­ლობთ, ყო­ველ­თ­ვის აქ­ტი­უ­რე­ბი ვი­ყოთ. თუმ­ცა, თა­მა­მად შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ ეს ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტია, რო­მელ­საც მე­ოთხე წე­ლია ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. არ ვი­ცი რა­ტომ ხდე­ბა, მაგ­რამ ამ პრო­ექ­ტს, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ყვე­ლა­ზე მე­ტი თა­ნამ­დ­გო­მი და მხარ­დამ­ჭე­რი ჰყავს. ხში­რად ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბის­თ­ვის მხარ­დამ­ჭე­რის პოვ­ნა რთუ­ლია, მაგ­რამ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში სამ­თავ­რო­ბო თუ არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი ძა­ლი­ან იოლად მო­დის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ეს პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს აერ­თი­ა­ნებს — ეს ყვე­ლა­ზე სო­ცი­ა­ლუ­რი და ეროვ­ნუ­ლი პრო­ექ­ტია. კა­ლიგ­რა­ფია, ხე­ლოვ­ნე­ბის ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დარ­გი, ბო­ლო წლე­ბში (უფ­რო სწო­რად, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში) მი­ვი­ვიწყეთ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, დღეს არის მოთხოვ­ნა ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რომ ეს კულ­ტუ­რა აღ­დ­გეს და სა­ერ­თოდ, აღ­დ­გეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩვე­ნი დამ­წერ­ლო­ბი­სად­მი. სხვა­თა შო­რის, რო­ცა პირ­ვე­ლად ჩა­ვა­ტა­რეთ კონ­კურ­სი, შე­დეგ­მა ყო­ველ­გ­ვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. ვფიქ­რო­ბდით, რომ ძა­ლი­ან ცო­ტა­ნი იყ­ვ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ლა­მა­ზად წერ­დ­ნენ და გა­მორ­ჩე­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ კა­ლიგ­რა­ფი­ის მი­მართ, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნ­და, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნი საკ­მა­ოდ ბევ­რია. იმე­დი მაქვს, ეს კონ­კურ­სი რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვ­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ქარ­თუ­ლი კა­ლიგ­რა­ფი­ი­სად­მი. გუ­ლი მწყდე­ბა, რომ ჩვე­ნი კულ­ტუ­რის მთა­ვა­რი მო­ნა­პო­ვა­რი — ქარ­თუ­ლი დამ­წერ­ლო­ბა და­ვიწყე­ბუ­ლი გვაქვს და მას მხო­ლოდ წე­რის­თ­ვის და კითხ­ვის­თ­ვის ვი­ყე­ნებთ. სამ­წუ­ხა­როა, რომ ქარ­თუ­ლი დამ­წერ­ლო­ბა არ გვაქვს ქცე­უ­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თად. არა­და მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სამ­ყა­რო­ში ძა­ლი­ან ცო­ტაა ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც აქვს დამ­წერ­ლო­ბა, რო­მელ­საც მხო­ლოდ თვი­თონ იყე­ნებს. ჩვენ გვაქვს სამ­სა­ხო­ვა­ნი დამ­წერ­ლო­ბა და ერ­თი ქვე­ყა­ნა ძა­ლი­ან მდი­და­რი კულ­ტუ­რით. ვფიქ­რობ, ამას სა­თა­ნა­დო და­ფა­სე­ბა სჭირ­დე­ბა და, რაც მთა­ვა­რია, პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა. ნე­ბის­მი­ე­რი გამ­ვ­ლე­ლი რომ გა­ა­ჩე­რო ქუ­ჩა­ში და ჰკითხო, ჩა­მო­მით­ვა­ლე ათი რამ, რაც შენს ქვე­ყა­ნას და კულ­ტუ­რას წარ­მო­ა­ჩენს, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ათი­დან ცხრა დამ­წერ­ლო­ბას ვერ გა­იხ­სე­ნებს. შე­იძ­ლე­ბა გა­იხ­სე­ნონ ქარ­თუ­ლი ღვი­ნო, ფოლ­კ­ლო­რი, პო­ლი­ფო­ნია და ა.შ., მაგ­რამ არა დამ­წერ­ლო­ბა. კი­დევ ერ­თხელ მინ­და გა­ვუს­ვა ხა­ზი იმას, რომ ეს კონ­კურ­სი რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვ­ლის ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, უფ­რო სწო­რად, დაგ­ვიბ­რუ­ნებს სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წი­ნან­დელს. ამი­ტომ, არ შე­მიძ­ლია დი­დი მად­ლო­ბა არ ვუთხ­რა ქარ­თ­ველ კა­ლიგ­რა­ფებს. მე­ტიც, თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვუთხ­რა მათ, გან­სა­კუთ­რე­ბით ათ კა­ლიგ­რაფს, რომ ისი­ნი ნამ­დ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან ან პრო­ფე­სი­ულ გზა­ზე დგა­ნან. რაც მთა­ვა­რია, ისი­ნი კონ­კურ­სი­დან კონ­კურ­სამ­დე არ ჩერ­დე­ბი­ან, თა­ვად ატა­რე­ბენ აქ­ტი­ვო­ბებს, აყა­ლი­ბე­ბენ წრე­ებს თუ კლუ­ბებს. ჩვე­ნი რამ­დე­ნი­მე მოს­წავ­ლე, ფაქ­ტობ­რი­ვად, უკ­ვე კა­ლიგ­რა­ფი­ის პე­და­გო­გია. არ შე­მიძ­ლია არ გა­მოვ­ყო სო­ფელ ჭუ­ბე­რი­დან ლი­ლე ჩხე­ტი­ა­ნი, ჩვე­ნი ყო­ფი­ლი კონ­კურ­სან­ტი, რო­მელ­მაც შემ­დეგ თა­ვად აღ­ზარ­და კა­ლიგ­რა­ფე­ბი და დღეს მი­სი აღ­ზ­რ­დი­ლე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ასე­ვე და­თო მა­ი­სუ­რა­ძე, ჩვე­ნი პირ­ვე­ლი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი. და­თო­მაც ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა კა­ლიგ­რა­ფის­ტ­თა წრე მშობ­ლი­ურ რუს­თავ­ში და ახ­ლა ის მო­მა­ვალ კა­ლიგ­რა­ფებს გვიზ­რ­დის. ასე­ვე მინ­და გი­ორ­გი სი­სა­ურ­ზე გითხ­რათ და სა­ერ­თოდ, მინ­და ვთხო­ვო ამ ახალ­გაზ­რ­დებს, რომ ეს პრო­ფე­სია არ და­ი­ვიწყონ, აუცი­ლებ­ლად გა­დას­ცენ მო­მა­ვალ თა­ო­ბას.
კა­ლიგ­რა­ფის­ტ­თა კონ­კურ­ს­მა კი­დევ ერ­თი რამ და­მა­ნა­ხა — ქარ­თულ დამ­წერ­ლო­ბას გან­ვი­თა­რე­ბის უზარ­მა­ზა­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს. ეს არ არის მხო­ლოდ ძველ­თან მიბ­რუ­ნე­ბა, იქ­მ­ნე­ბა ამ ეპო­ქი­სათ­ვის თვი­სობ­რი­ვად და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნი­მუ­შე­ბი, რაც კი­დევ ერ­თხელ უს­ვამს ხაზს იმას, რომ ეს არის ხე­ლოვ­ნე­ბის დარ­გი თა­ვი­სი პრაქ­ტი­კუ­ლი და ეს­თე­ტი­კუ­რი მხა­რე­ე­ბით. მო­მა­ვალ ეტაპ­ზე, ვგეგ­მავთ და ალ­ბათ უკ­ვე უნ­და და­ვიწყოთ მზა­დე­ბა მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თ­ვის, კალიგრაფების დახ­მა­რე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლებ­სა და გა­მო­ფე­ნებ­ზე. ჩვე­ნი დამ­წერ­ლო­ბა მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე უნ­და გა­ვი­ტა­ნოთ.
კი­დევ ერ­თხელ მინ­და დი­დი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლას თა­ნად­გო­მის­თ­ვის. თუმ­ცა, ნამ­დ­ვი­ლად არ ვა­პი­რებ ამ სა­რის­კო გზას და­ვად­გე და მა­თი ჩა­მოთ­ვ­ლა და­ვიწყო, რად­გა­ნაც ვში­შობ, იმ­დე­ნად ბევ­რი თა­ნამ­დ­გო­მი გვყავს, რომ ვინ­მე გა­მომ­რ­ჩე­ბა. აქ­ვე აუცი­ლებ­ლად მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს პრო­ექ­ტის ხელ­შეწყო­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის. ის, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ყო­ველ­თ­ვის მხარ­ში უდ­გას პრო­ექტს. ბუ­ნებ­რი­ვია, მათ გა­რე­შე ამის კე­თე­ბა გაგ­ვი­ჭირ­დე­ბო­და რო­გორც ფი­ნან­სუ­რად, ისე ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით. ამ პრო­ცე­სებ­ში აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც კა­ლიგ­რა­ფის­ტ­თა ნაშ­რო­მებს აგ­რო­ვე­ბენ და შემ­დეგ ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში გვიგ­ზავ­ნი­ან. ძა­ლი­ან დი­დი მად­ლო­ბა კომ­პე­ტენ­ტურ ჟი­უ­რის, რო­მე­ლიც და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლია კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბით — მეც­ნი­ე­რე­ბით, ხე­ლო­ვა­ნე­ბით, ხატ­მ­წე­რე­ბით, ასე­ვე გვყავს შრიფ­ტო­ლო­გი, სხვა­თა შო­რის, მო­მა­ვალ კონ­კურ­ს­ში ვა­პი­რებთ და­ვა­მა­ტოთ ნო­მი­ნა­ცია, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი შრიფ­ტის შექ­მ­ნა­საც წა­ა­ხა­ლი­სებს. ამ კონ­კურ­სის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში მხარს გვი­ჭერს ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის აპა­რა­ტი და, მა­თი დახ­მა­რე­ბით, უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თ­ვე­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. დი­დი მად­ლო­ბა ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს, ისი­ნი  ყვე­ლა­ნი გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან.“
აფხა­ზე­თის გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე, ბე­ლა კო­პა­ლი­ა­ნი: „დღეს იყო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დღე, რო­მელ­შიც მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მეც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. აფხა­ზე­თი­სა და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­რო ყო­ველ­თ­ვის იდ­გე­ბა ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის გვერ­დით და მა­ქს­იმა­ლუ­რად შე­უწყობს ხელს ამ ეროვ­ნუ­ლი სა­უნ­ჯის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის საქ­მეს. სა­მო­მავ­ლოდ ვგეგ­მავთ, ხელ­ნა­წერ­თა პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თ­ვის, შე­იქ­მ­ნას ცალ­კე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი, რო­მელ­საც ქალ­ბა­ტო­ნი ლე­ი­ლა ბაღ­ბაია  უხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებს, ვი­ნა­ი­დან მის­თ­ვის ეს ძა­ლი­ან სა­თუ­თი და საყ­ვა­რე­ლი საქ­მეა. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ღირ­სე­უ­ლად გა­უძღ­ვე­ბა ამ საქ­მეს.“
გი­ორ­გი სი­სა­უ­რი, კა­ლიგ­რა­ფი: „რო­ცა ადა­მი­ა­ნი, რა­ღაც სფე­რო­ში სა­კუ­თარ თავს მო­სინ­ჯავ და აღ­მო­ა­ჩენ, რომ ამის ნი­ჭი გაქვს და კარ­გად აკე­თებ, შემ­დეგ ის უკ­ვე შე­ნი ნა­წი­ლი ხდე­ბა. კა­ლიგ­რა­ფია ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლად იქ­ცა“. 
და­თო მა­ი­სუ­რა­ძე, კა­ლიგ­რა­ფი: „კა­ლიგ­რა­ფი­ის ნი­ჭი, გარ­კ­ვე­ულ  დო­ნე­ზე, ყვე­ლას აქვს, მაგ­რამ რო­ცა ხელ­ნა­წე­რებს ათ­ვა­ლი­ე­რებ, აკ­ვირ­დე­ბი, იქი­დან რა­ღაც დე­ტა­ლებს იღებ, ამით შენს ნიჭს, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე არ ჩან­და, მე­ტად ამ­ჟ­ღავ­ნებ. ნიჭ­თან ერ­თად სწავ­ლაც, ხში­რად, უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.  ძა­ლი­ან ად­რე­უ­ლი ბავ­შ­ვო­ბი­დან და­ვიწყე  წე­რა. ვიდ­რე სკო­ლა­ში მი­ვი­დო­დი, უკ­ვე ვი­ცო­დი ასომ­თავ­რუ­ლი და მხედ­რუ­ლი. ეს ინ­ტე­რე­სი დღემ­დე გა­მომ­ყ­ვა. კა­ლიგ­რა­ფი­ას გა­ტა­ცე­ბას ვერ და­ვარ­ქ­მევ, რად­გან ამ პრო­ფე­სი­ით ვმუ­შა­ობ კი­დეც, ამი­ტომ შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ეს ჩე­მი მე­ო­რე პრო­ფე­სიაა.“
მე­გი ჯა­ლა­ღო­ნია: აფხა­ზე­თის მე-11 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე: „კონ­კურ­ს­ში მე­ო­რედ მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ამ კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რად­გან არ­სე­ბობს სტე­რე­ო­ტი­პი, თით­ქოს ახალ­გაზ­რ­დებ­მა მი­ვი­ვიწყეთ ჩვე­ნი თვით­მ­ყო­ფა­დი ტრა­დი­ცია და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ამ თვით­მ­ყო­ფა­დი ტრა­დი­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში მცი­რე წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნე. ამის­თ­ვის დი­დი მად­ლო­ბა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს.“
ნონა და­ვი­თაია: „არ­ქი­ტექ­ტუ­რის ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე და ამ­ჟა­მად მი­ნის დი­ზა­ინ­ზე ვსწავ­ლობ. ვე­ცა­დე, ჩე­მი ნა­მუ­შევ­რე­ბი რაც შე­იძ­ლე­ბა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო — ტრა­დი­ცი­უ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბის­გან მთლი­ა­ნად გა­ვან­თა­ვი­სუფ­ლე. სწო­რედ ამ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლის­თ­ვის გა­ვი­მარ­ჯ­ვე ორ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში, თო­რემ საპ­რი­ზო ად­გი­ლი არ ამი­ღია — „რუს­თა­ვი — 2“-ის პრი­ზი, p.s.-მა — 500-ლა­რი­ა­ნი ჯილ­დო გად­მომ­ცა, ხო­ლო ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მე­გო­ბარ­თა  სა­ზო­გა­დო­ე­ბამ 100-ლა­რი­ა­ნი პრი­ზი. კონ­კურ­ს­ში შარ­შა­ნაც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი და მე­ო­რე საპ­რი­ზო ად­გილ­ზე გა­ვე­დი. სა­ერ­თოდ, მთლი­ა­ნად მინ­და შევ­ც­ვა­ლო ჩე­მი სტი­ლი და მო­მა­ვალ წელს ისევ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბით წარ­ვ­დ­გე კონ­კურ­ს­ზე“.
ნი­ნო ჩხვი­მი­ა­ნი: „კონ­კურ­სი მე­ოთხე წე­ლია ტარ­დე­ბა, წი­ნა წლებ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, რო­გორც სკო­ლის მოს­წავ­ლე. მა­ში­ნაც მქონ­და გარ­კ­ვე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი, ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში გა­ვი­მარ­ჯ­ვე, ჩე­მი პე­და­გო­გი ლი­ლე ჩხე­ტი­ა­ნია. თუმ­ცა, წელს უფ­რო სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო იყო. ვფიქ­რობ, მე­ტი მო­მეთხო­ვე­ბო­და. ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ, რომ ჩე­მი ხელ­ნა­წე­რი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რჩე­უ­ლი გახ­და“.
და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე ლი­ლე ჩხე­ტი­ა­ნის სა­ხე­ლი არა­ერ­თ­ხელ გაჟ­ღერ­და, მის­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა სხვა­დას­ხ­ვა კა­ტე­გო­რი­ა­ში აიღეს საპ­რი­ზო ად­გი­ლე­ბი. ბუ­ნებ­რი­ვია, ის ამ სი­ხა­რულს ვერ მა­ლავ­და და თა­ვი­სი პა­ტა­რა შე­გირ­დე­ბით ამა­ყობ­და: „ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი კონ­კურ­ს­ში სხვა­დას­ხ­ვა ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში იმარ­ჯ­ვე­ბენ. ჭუ­ბე­რის სკო­ლა­ში ვას­წავ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბას, კა­ლიგ­რა­ფი­ის წრე ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე. 2009 წლი­დან კა­ლიგ­რა­ფი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ბავ­შ­ვებს ვას­წავ­ლი ამ ხე­ლოვ­ნე­ბას. და­ინ­ტე­რე­სე­ბა მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან დი­დია. დღეს, ჩემ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა სა­მი­ვე კა­ტე­გო­რი­ა­ში აიღეს პრი­ზე­ბი.
სამ­ხატ­ვ­რო აკა­დე­მია და­ვამ­თავ­რე მო­ნუ­მენ­ტუ­რი დე­კო­რა­ტი­უ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბით, შემ­დეგ სვე­ტიცხოვ­ლის ხატ­წე­რის სკო­ლა­შიც დავ­დი­ო­დი ერ­თი წე­ლი. ქარ­თუ­ლი ორ­ნა­მენ­ტი ყო­ველ­თ­ვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და, ლა­მა­ზად წე­რა მიყ­ვარს. ამ კონ­კურ­ს­ში მეც ვმო­ნა­წი­ლე­ო­ბდი, 2011 წლის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი ვარ, თუმ­ცა, ჩემ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა უფ­რო ად­რე, 2010 წელს, მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მა­შინ ზრდას­რუ­ლე­ბის­თ­ვის  ეს კონ­კურ­სი არ იყო გა­მიზ­ნუ­ლი. შემ­დეგ ასე გან­ვი­თარ­და ყვე­ლა­ფე­რი და, რაც მთა­ვა­რია, ჭუ­ბერ­ში კა­ლიგ­რა­ფი­ის სტუ­დია გვაქვს“  — გვითხ­რა ლი­ლე ჩხე­ტი­ან­მა.
­კალიგ­რაფ­თა კონ­კურ­ს­ზე ხში­რად ახ­სე­ნებ­დ­ნენ ქალ­ბა­ტონ ლე­ი­ლა ბაღ­ბა­ი­ა­საც, რო­მე­ლიც წელს უკ­ვე ჟი­უ­რის წევ­რიც გახ­ლ­დათ.
ქველ­მოქ­მედ­თა სახ­ლის „მო­მავ­ლის გზას“ ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა, და­ვით კინ­წუ­რაშ­ვილ­მა, სწო­რედ ქალ­ბა­ტო­ნი ლე­ი­ლას დამ­სა­ხუ­რე­ბად მი­იჩ­ნია, მა­თი სახ­ლის ერთ-ერ­თი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი წლე­ვან­დელ კონ­კურ­ს­ში ფი­ნა­ლის­ტი რომ გახ­და: „წელს პირ­ვე­ლად ვმო­ნა­წი­ლე­ობთ კონ­კურ­სის და­ჯილ­დო­ე­ბა­ში, ეს ქალ­ბა­ტო­ნი ლე­ი­ლა ბაღ­ბა­ი­ას დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რო­მე­ლიც უან­გა­როდ და­დის მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბულ ბავ­შ­ვ­თა სახ­ლებ­ში, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ოჯა­ხებ­ში და ეძებს ნი­ჭი­ერ ახალ­გაზ­რ­დებს, ცდი­ლობს მა­თი ნი­ჭის რე­ა­ლი­ზე­ბას. დღეს ერთ-ერ­თი ასე­თი ნი­ჭი­ე­რი ბავ­შ­ვი, რო­მე­ლიც ქალ­ბა­ტონ­მა ლე­ი­ლამ აღ­მო­ა­ჩი­ნა, ფი­ნა­ლის­ტია. ის ჩვე­ნი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი იყო — არ­ტურ ვარ­თა­პე­ტო­ვი. მი­ხა­რია, ასე­თი კარ­გი საქ­მე რომ კეთ­დე­ბა. ჩვენ მის­თ­ვის და­ვა­წე­სეთ პრი­ზი — ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ველ­თ­ვი­უ­რად, მი­ი­ღებს სტი­პენ­დი­ას — 200 ლარს.“
ლე­ი­ლა ბაღ­ბა­ი­ას მას­ტერ კლა­სე­ბის შემ­დეგ გა­დაწყ­ვი­ტეს აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­მა კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.
თე­ი­მუ­რაზ შა­ლამ­ბე­რი­ძე, მას­წავ­ლე­ბე­ლი, სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მა „ვის­წავ­ლოთ ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენა“: „ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ სკო­ლა­ში. მე­ო­რე წე­ლია ქვე­მო არ­ქე­ვა­ნი­სა და მამ­ხუ­ტის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი ვმო­ნა­წი­ლე­ობთ კა­ლიგ­რაფ­თა კონ­კურ­ს­ში. ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს კა­ლიგ­რა­ფია ქალ­ბა­ტონ­მა ლე­ი­ლა ბაღ­ბა­ი­ამ ას­წავ­ლა, ჩა­მო­დის ხოლ­მე სკო­ლა­ში, ჩვენ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლობს, მას­ტერ კლა­სებს უტა­რებს მოს­წავ­ლე­ებს. ბავ­შ­ვე­ბი ძა­ლი­ან და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ და ჩა­ერ­თ­ვ­ნენ ამ პრო­ექ­ტ­ში. წელს ფი­ნა­ლის­ტე­ბიც გახ­დ­ნენ და ორი მოს­წავ­ლე ქვე­მო არ­ქე­ვა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლი­დან გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლია. ეს, თა­ვის­თა­ვად, ხელს უწყობს აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ მოს­წავ­ლე­ებ­ში ქარ­თუ­ლი ენის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბას და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მათ ინ­ტეგ­რი­რე­ბას“.
„ყო­ვე­ლი ასე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის გა­რეთ არი­ან და ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ბა­ტო­ნი ბუ­ბა მათ არა­სო­დეს ივიწყებს,  —  ასე­თი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა კონ­ს­ტან­ტი­ნე სურ­გუ­ლა­ძემ, დი­ას­პო­რის სა­კითხებ­ში სა­ხელ­მ­წი­ფო მი­ნის­ტ­რ­მა — ვცდი­ლობთ, ჩვე­ნი დი­ას­პო­რით, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­ყოთ ჩარ­თუ­ლე­ბი ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში. თა­ვის­თა­ვად, მი­ზა­ნი ის არის, რომ ქარ­თ­ვე­ლებ­ში ქარ­თ­ვე­ლო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ. ამ საქ­მე­ში ბა­ტონ ბუ­ბას დი­დი წვლი­ლი მი­უძღ­ვის სწო­რედ მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით, რაც  ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თ­ვე­ლე­ბის­თ­ვის — ამით  ეფე­რე­ბი­ან, ხა­ტა­ვენ, ქარ­გა­ვენ თი­თო­ე­ულ სიტყ­ვას. ისი­ნიც ამ კონ­კურ­ს­ში ჩარ­თუ­ლი არი­ან ასე­ვე ფე­რე­ი­დან­ში, ჰე­რე­თის მი­წა­ზე და თურ­ქეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თ­ვე­ლე­ბი და ხში­რად იმარ­ჯ­ვე­ბენ კი­დეც. დღე­საც გვყავს ერთ-ერ­თი ფე­რე­იდ­ნე­ლი ფი­ნა­ლის­ტი, რო­მე­ლიც მე­სა­მე ად­გილ­ზე გა­ვი­და — იმე­და გუ­გუ­ნაშ­ვი­ლი. სა­ოც­რე­ბაა, რომ მათ ოთხი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს ქარ­თუ­ლი დამ­წერ­ლო­ბა ისე, რომ დღეს კა­ლიგ­რაფ­თა კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ვუ­ლო­ცავ ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს და ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენტრს.“
ელე­ნე მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის დოქ­ტო­რი, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის თა­ნამ­შ­რო­მე­ლი, ათე­უ­ლო­ბით წე­ლია ქარ­თულ ხელ­ნა­წერს, კა­ლიგ­რა­ფი­ა­სა და მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას სწავ­ლობს. ის კა­ლიგ­რაფ­თა კონ­კურ­სის ჟი­უ­რის უც­ვ­ლე­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია და ამ კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ებ­ზე აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი სა­უბ­რობს: „მე­ოთხე წე­ლია, რაც ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში, ბუ­ბა კუ­და­ვას ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, კა­ლიგ­რა­ფი­ის კონ­კურ­სი ტარ­დე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ მოს­წავ­ლე­ე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი, ზრდას­რუ­ლე­ბი და, რაც მთა­ვა­რია, უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი ემიგ­რან­ტე­ბი. ჟი­უ­რი დი­დი ყუ­რადღე­ბით აკ­ვი­რდე­ბა მათ ნა­მუ­შევ­რებს. რთუ­ლია სა­უ­კე­თე­სოს გა­მორ­ჩე­ვა, მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ისე ვუდ­გე­ბით ამ სა­კითხს, რომ გვინ­და უკე­თეს­ზე უკე­თე­სი გა­მო­ვავ­ლი­ნოთ. ირ­კ­ვე­ვა, რომ ჩვე­ნი კონ­კურ­სან­ტე­ბი, გარ­და იმი­სა, რომ კარ­გი კა­ლიგ­რა­ფე­ბი არი­ან, იმავ­დ­რო­უ­ლად არი­ან მხატ­ვ­რე­ბი, მუ­სი­კო­სე­ბი, ხატ­მ­წე­რე­ბი, პო­ე­ტე­ბი... ჩვენ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, ასე­თი შე­მად­გენ­ლო­ბა მო­დის კონ­კურ­ს­ში.“
კა­ლიგ­რა­ფე­ბი მო­მა­ვალ კონ­კურ­სამ­დე დაგ­ვემ­შ­ვი­დობ­ნენ.

 

8(882)N