გამოდის 1998 წლიდან
2016-12-08
განათლების პოლიტიკა და სოცუზრუნველყოფის პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ


გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ბევ­რი ცვლი­ლე­ბა და­ა­ნონ­ს­და. მი­ნის­ტ­რ­მა გა­ნაცხა­და, რომ სა­მი­ნის­ტ­როს სამ­ვა­დი­ა­ნი სტრა­ტე­გია აქვს: „ერ­თი არის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი, ანუ რაც შე­დეგს მო­ი­ტანს მო­მა­ვა­ლი წლის ბო­ლომ­დე, მე­ო­რეა ის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­მე­ლიც შე­დეგს მო­ი­ტანს 2018-2019 წლებ­ში და მე­სა­მე ჯგუ­ფი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის, რაც შე­დეგს მო­ი­ტანს 2020 და შემ­დ­გო­მი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში“. მი­ნის­ტ­რის მი­ერ გახ­მო­ვა­ნე­ბულ ინი­ცი­ა­ტი­ვებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დი­დი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა და მო­ლო­დი­ნი — რე­ა­ლუ­რად რა შე­იც­ვ­ლე­ბა სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თ­ვის. ცვლი­ლე­ბამ­დე კი, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას დღეს ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, რა­ტომ არ არის  სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სკო­ლის ფუნ­ქ­ცია სწო­რად გა­აზ­რე­ბუ­ლი, რო­გორ დი­რექ­ტო­რებს უნ­და ვან­დოთ 21-ე სა­უ­კუ­ნის სკო­ლე­ბი, რა­ტომ ვერ შე­უწყო ხე­ლი ერ­თი­ან­მა ეროვ­ნულ­მა გა­მოც­დებ­მა სკო­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და სად და­ი­კარ­გა კავ­ში­რი სკო­ლა­სა და უმაღ­ლესს შო­რის — ამ და სხვა თე­მებ­ზე სა­უბ­რობს სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და ეროვ­ნე­ბათ­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ცენ­ტ­რის თავმჯდომარე შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძე.

— რა არის დღე­ვან­დე­ლი სკო­ლის ძი­რი­თა­დი გა­მოწ­ვე­ვა?
— სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა სკო­ლის ძი­რი­თად მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს ვი­ნარ­ჩუ­ნებთ რო­გორც ორ­გა­ნი­ზე­ბის (სის­ტე­მის და­ლა­გე­ბის), ისე სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბი­სა და სწავ­ლე­ბის პრაქ­ტი­კის თვალ­საზ­რი­სით, ასე­ვე, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი, გან­ლა­გე­ბი­სა და რა­ო­დე­ნო­ბის და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც. სკო­ლას რე­ფორ­მი­რე­ბა არ გა­ნუც­დია. მი­უ­ხედ­ვად იმი­სა, რომ რე­ფორ­მა ჩა­ტარ­და დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ი­სა თუ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით, მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად მა­ინც რჩე­ბა იმის გა­აზ­რე­ბა, რო­გორ შევ­ქ­მ­ნათ დღე­ვან­დე­ლი ეპო­ქის შე­სა­ბა­მი­სი სკო­ლა. მეტ-ნაკ­ლე­ბად, იდე­ე­ბის დო­ნე­ზე, ეს გა­აზ­რე­ბუ­ლია ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნულ მიზ­ნებ­ში, მაგ­რამ ახ­ლა მთა­ვა­რია, ვი­ცო­დეთ, რო­გორ მი­ვაღ­წი­ოთ ამას რე­ა­ლო­ბა­ში. სის­ტე­მა, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს არ­სე­ბობ­და, შე­იძ­ლე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი ქვეყ­ნის მიზ­ნე­ბის­თ­ვის იდე­ა­ლუ­რი იყო, თუმ­ცა, ჩვენ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ვცხოვ­რობთ და სულ სხვა მო­ცე­მუ­ლო­ბა გვაქვს. ამი­ტომ უნ­და და­ვი­ვიწყოთ, რომ საბ­ჭო­თა სკო­ლა იყო კარ­გი  (თუმ­ცა, სა­კა­მა­თოა კარ­გი იყო თუ ცუ­დი), მთა­ვა­რია, ვი­ცო­დეთ, რომ დღეს ის არა­ფერს მოგ­ვ­ცემს. სამ­წუ­ხა­როდ, მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის ნა­წილს ჯერ კი­დევ აქვს საბ­ჭო­თა სკო­ლის ნოს­ტალ­გია. ხში­რად, რო­ცა მი­ნის­ტ­რის კო­მენ­ტა­რებს ვუს­მენ, ის სის­ტე­მას ხე­დავს სა­კუ­თა­რი პერ­ს­პექ­ტი­ვი­თა და სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბით სკო­ლა­ში — რა გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და მას სკო­ლა­ში, რო­გო­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ჰყავ­და და რას აკე­თებ­დ­ნენ ისი­ნი გაკ­ვე­თილ­ზე, მოს­წავ­ლე­ე­ბი სა­მოს­ნე­ბი იყ­ვ­ნენ სკო­ლა­ში, მაგ­რამ მათ ურ­თი­ერ­თო­ბა ის­წავ­ლეს  ქუ­ჩა­ში და დღეს წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი არი­ან და ა.შ. მი­ნის­ტ­რის რი­ტო­რი­კა არ სცდე­ბა სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას სკო­ლა­ში და მას, სამ­წუ­ხა­როდ, საბ­ჭო­თა სკო­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. ის ფიქ­რობს, რომ რაც იქ იყო კარ­გი, თა­ვი­სი მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბით, სა­ბავ­შ­ვო პერ­ს­პექ­ტი­ვით,  ის და­აბ­რუ­ნოს, ცუ­დი კი შეც­ვა­ლოს. რე­ა­ლუ­რად კი, საბ­ჭო­თა სკო­ლას თა­ვი უნ­და და­ვა­ნე­ბოთ და მხო­ლოდ იმა­ზე ვი­ფიქ­როთ, რო­გო­რი სკო­ლა გვჭირ­დე­ბა 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი მი­ზა­ნი და ნე­ბის­მი­ე­რი მი­ნის­ტ­რის მი­ზა­ნი უნ­და იყოს 21-ე სა­უ­კუ­ნის მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სკო­ლის შექ­მ­ნა და იმ გზე­ბის ძებ­ნა,  რა უნ­და გა­კეთ­დეს ამის­თ­ვის. სწო­რედ ამის მი­ხედ­ვით უნ­და გან­ვი­თარ­დეს მას­წავ­ლე­ბელ­თა მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბი უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში, მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბი, სკო­ლის დი­რექ­ტო­რის არ­ჩე­ვი­სა და შერ­ჩე­ვის სა­კითხე­ბი და  მა­თი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა. ამის მი­ხედ­ვით უნ­და გა­ნი­საზღ­ვ­როს მი­სი რო­ლი სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში და დღე­ვან­დე­ლი დი­რექ­ტო­რის ფუნ­ქ­ცია ამით ჩა­ვა­ნაც­ვ­ლოთ, რად­გან სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა დღეს სა­ბუ­ღალ­ტ­რო შეს­ყიდ­ვე­ბი­სა და ტექ­ნი­კურ-ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი სა­კითხე­ბით შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა.
— მა­ინც რო­გო­რი დი­რექ­ტო­რი სჭირ­დე­ბა დღევანდელ სკო­ლას?
— სკო­ლა რე­ა­ლუ­რად იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­ნი-მო­დე­ლი უნ­და იყოს, რო­მელ­შიც ცხოვ­რო­ბენ და სკო­ლის გა­რეთ, შემ­დ­გომ­ში, მო­უ­წევთ ყოფ­ნა ადა­მი­ა­ნებს. ამი­ტო­მაც სკო­ლი­დან სხვა სის­ტე­მა­ში ტრან­ზი­ცია არ უნ­და იყოს რთუ­ლი. მაგ­რამ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გორ უნ­და გავ­ზარ­დოთ ლი­დე­რი, აქ­ტი­უ­რი და კრი­ტი­კუ­ლად მო­აზ­როვ­ნე ბავ­შ­ვე­ბი გა­რე­მო­ში, სა­დაც ისი­ნი ხე­და­ვენ, რომ სკო­ლის დი­რექ­ტო­რი მორ­ჩი­ლია და და­მო­უ­კი­დებ­ლად ელე­მენ­ტა­რულ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ვერ იღებს; ხე­დავს მას­წავ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც ემორ­ჩი­ლე­ბა სკო­ლის დი­რექ­ტორს. ემორ­ჩი­ლე­ბა და მის მიღ­მა ვერც კი  იხე­დე­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც არ არის თა­ვი­სუ­ფა­ლი; ამ­ჩ­ნევს იმა­საც, რომ მი­სი ხმა სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში არც ისე შე­სამ­ჩ­ნე­ვია (ან ხმა­მა­ღა­ლია). ეს არ გუ­ლის­ხ­მობს მა­ინ­ც­და­მა­ინც მოს­წავ­ლე­თა თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, არა­მედ — დე­მოკ­რა­ტი­ულ ინ­ტე­რაქ­ცი­ას სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. ჩვენ ვზრდით ან გვინ­და გავ­ზარ­დოთ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არა­დე­მოკ­რა­ტი­ულ გა­რე­მო­ში. არა­და, თა­ვი­სუ­ფალ აზ­როვ­ნე­ბას და კრი­ტი­კუ­ლად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ანს მარ­ტო სას­წავ­ლო პრო­ცე­სი არ აყა­ლი­ბებს, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ კლას­ში გაკ­ვე­თი­ლის სა­ხით ხორ­ცი­ელ­დე­ბა, არა­მედ ის სას­კო­ლო კლი­მა­ტი და გა­რე­მო, რო­მელ­შიც უწევს ცხოვ­რე­ბა მოს­წავ­ლეს.
დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცია, თა­ვის­თა­ვად,  მი­ზა­ნი არ არის, ის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია მი­ნი-სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად. მი­ნი-სა­ზო­გა­დო­ე­ბა უნ­და იყოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ერ­თე­უ­ლი, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დებ­ლად მარ­თავს სკო­ლას. თუმ­ცა, დი­რექ­ტო­რის არ­ჩე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­ხი­ლოთ არა მხო­ლოდ სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს მი­ერ მი­სი არ­ჩე­ვა, არა­მედ პრო­ფე­სი­უ­ლი ნიშ­ნით მი­სი სკო­ლა­ში წარ­გ­ზავ­ნა. შე­საძ­ლოა შე­რე­უ­ლი სის­ტე­მაც არ­სე­ბობ­დეს. სა­მი­ნის­ტ­რო დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი უნ­და იყოს, რომ დი­რექ­ტო­რი პრო­ფე­სი­უ­ლი ნიშ­ნი­თაა კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი (პრო­ფე­სი­უ­ლი და არა პოლ­ტი­კუ­რი) და ამ ნიშ­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით  ირ­ჩევს სკო­ლა მის­თ­ვის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ველს. ჩვენ უნ­და გვყავ­დეს 2000 კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი დი­რექ­ტო­რი, ყვე­ლა­ზე მა­გა­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, თუნ­დაც 10-ათა­სი­ა­ნი ხელ­ფა­სით, თუნ­დაც გაგ­ზავ­ნი­ლე­ბი მთის რე­გი­ონ­ში და ა.შ. სწო­რედ მათ ხარ­ჯ­ზე მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და სას­კო­ლო პრო­ცე­სე­ბის მარ­თ­ვა უნ­და გა­და­ვი­ტა­ნოთ თბი­ლი­სი­დან რე­გი­ო­ნებ­ში — სკო­ლებ­ში. ასეთ კარ­გად მომ­ზა­დე­ბულ და პრო­ფე­სი­ო­ნალ 2000 დი­რექ­ტორს (თუმ­ცა, ვფიქ­რობ, რომ ამ­დე­ნი სკო­ლა და, შე­სა­ბა­მი­სად, დი­რექ­ტო­რი არ გვჭირ­დე­ბა) უნ­და მი­ვან­დოთ სკო­ლის ბე­დი.  მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი ისეთ დი­რექ­ტო­რებ­ზე უნ­და გა­ვა­კე­თოთ, რომ­ლე­ბიც შექ­მ­ნი­ან თა­ვი­ანთ სკო­ლებ­ში პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კულ­ტუ­რას და ისეთ მი­ნი-სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მე­ლიც დე­მოკ­რა­ტი­ულ პრინ­ცი­პებს და­ემ­ყა­რე­ბა. აი, ასე­თი დი­რექ­ტო­რი გვჭირ­დე­ბა, რო­მელ­საც ვან­დობთ სკო­ლას. მათ კი აუცი­ლებ­ლად უნ­და მივ­ცეთ მე­რე ის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც შეძ­ლე­ბენ სკო­ლის ფუნ­ქ­ცი­ის აღ­დ­გე­ნას.
— რო­გორ ფიქ­რობთ, არის თუ არა  ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სკო­ლის ფუნ­ქ­ცია სწო­რად გა­აზ­რე­ბუ­ლი?
— სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სკო­ლის ფუნ­ქ­ცი­ის გა­აზ­რე­ბა არას­წო­რია, რად­გან ის ფიქ­რობს, რომ სკო­ლამ ბავ­შ­ვი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის, გა­მოც­დე­ბის­თ­ვის უნ­და მო­ამ­ზა­დოს. რე­ა­ლუ­რად კი, ეს სკო­ლის ერთ-ერ­თი ფუნ­ქ­ციაა და არა მთა­ვა­რი. სი­ნამ­დვილეში ასე­თი ვი­თა­რე­ბაა: სა­ზო­გა­დო­ე­ბა სკო­ლას ანი­ჭებს ფუნ­ქ­ცი­ას მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის მო­ამ­ზა­დოს ახალ­გაზრ­და, მაგ­რამ სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბას არა­ნა­ი­რი გავ­ლე­ნა არ აქვს მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ზე. ანუ არა­ნა­ი­რი გავ­ლე­ნა არ აქვს მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ზე იმას, თუ რა გა­ა­კე­თა მოს­წავ­ლემ სკო­ლა­ში 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, და­ი­კარ­გა კავ­ში­რი სკო­ლა­სა და უმაღ­ლესს შო­რის. მი­ნის­ტ­რის პო­ზი­ცი­ას, რომ სკო­ლა ცხოვ­რე­ბის­თ­ვის უნ­და ამ­ზა­დებ­დეს მოს­წავ­ლეს და არა მხო­ლოდ გა­მოც­დე­ბის­თ­ვის, ვე­თან­ხ­მე­ბი, თუმ­ცა მი­ნის­ტ­რი ამას არ უნ­და ამ­ბობ­დეს. იმი­ტომ, რომ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბით და ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით მკა­ფი­ო­დაა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, რის­თ­ვის ამ­ზა­დებს სკო­ლა ბავშვს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის მოთხოვ­ნა, გა­მოც­დის­თ­ვის მო­ამ­ზა­დოს სკო­ლამ ბავ­შ­ვი, სის­ტე­მის მი­ნუ­სია, რო­მე­ლიც მი­ნის­ტ­რ­მა უნ­და გა­მო­ას­წო­როს და ამას შე­თან­ხ­მე­ბა აღარ სჭირ­დე­ბა. პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბა და მი­ნის­ტ­რის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბია სა­ჭი­რო, რომ სკო­ლამ კუთ­ვ­ნი­ლი ფუნ­ქ­ცია და­იბ­რუ­ნოს. ამ­დე­ნად, მი­ნის­ტ­რ­მა კი აღარ უნ­და არ­კ­ვი­ოს, რაც გან­საზღ­ვ­რუ­ლია, არა­მედ უნ­და აღას­რუ­ლოს. თუმ­ცა, თა­ვის­თა­ვად, გა­მოც­დე­ბის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბაც არ გა­მო­რიცხავს ცხოვ­რე­ბის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბას, ამი­ტომ ცხოვ­რე­ბის­თ­ვის რომ უნ­და მო­ამ­ზა­დოს, ეს ფუნ­ქ­ცია უნ­და გა­ვუძ­ლი­ე­როთ სკო­ლას, ხო­ლო ცხოვ­რე­ბის­თ­ვის და გა­მოც­დე­ბის­თ­ვი­საც რომ უნ­და მო­ამ­ზა­დოს,  ეს ფუნ­ქ­ცი­აც უნ­და და­ვუბ­რუ­ნოთ.
— სად დავ­კარ­გეთ კავ­ში­რი სკო­ლა­სა და უმაღ­ლესს შო­რის?
— 2005 წელს, ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­მო­ღე­ბა უდა­ვოდ ძა­ლი­ან პროგ­რე­სუ­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი იყო. ამით გაჩ­ნ­და ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი კო­რუფ­ცი­ის აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად. თუმ­ცა, მა­ინ­ც­და­მა­ინც კო­რუფ­ცი­ის აღ­მოფხ­ვ­რა არ არის პირ­ვე­ლა­დი მი­ზა­ნი, ისიც ერთ-ერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბაა უფ­რო დი­დი მიზ­ნის — უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში თა­ნას­წო­რო­ბის — მი­საღ­წე­ვად.  ყვე­ლა აბი­ტუ­რი­ენტს უნ­და მი­ე­ცეს უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­რიცხ­ვის უფ­ლე­ბა და ეს მარ­თ­ლაც ასე მოხ­და. რო­გორც იქ­ნა, ამით მოვ­ს­პეთ მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რად და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის პრი­ვი­ლე­გია — ვი­საც ფუ­ლი ჰქონ­და, ის რომ ხვდე­ბო­და უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ  შე­იქ­მ­ნა ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი, რო­მელ­მაც აღ­მოფხ­ვ­რა კო­რუფ­ცია და ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ობი­ექ­ტუ­რი გა­მოც­დე­ბის სის­ტე­მა, სა­ბო­ლო­ოდ მი­ზანს მა­ინც ვერ მი­ვაღ­წი­ეთ. ისეთ ფა­კულ­ტე­ტებ­ზე, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს კარგ და­საქ­მე­ბას და კარგ შე­მო­სა­ვალს,  ისევ  მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი სტა­ტუ­სის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი გვხვდე­ბი­ან, ანუ ამ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტით სო­ცი­ა­ლუ­რი მო­ბი­ლო­ბის ზრდას ვერ მი­ვაღ­წი­ეთ. აქ­ვე გეტყ­ვით იმა­საც, რომ 2005-დან 2016 წლამ­დე იმა­ვე დო­ნე­ზე დავ­რ­ჩით და ვერ გან­ვ­ვი­თარ­დით. გა­მოც­დე­ბის სის­ტე­მამ ვერც სკო­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას შე­უწყო ხე­ლი, რაც გრძელ­ვა­დი­ან პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში უნ­და ყო­ფი­ლი­ყო გათ­ვ­ლი­ლი, სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბას — სკო­ლის ნი­შანს თუ სას­კო­ლო გა­მოც­დებს გარ­კ­ვე­უ­ლი გავ­ლე­ნა-მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა უნ­და ჰქო­ნო­და მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ზე. აი, აქ და­ი­კარ­გა კავ­ში­რი სკო­ლა­სა და უმაღ­ლესს შო­რის.
გარ­და ამი­სა, მი­სა­ღებ­მა გა­მოც­დებ­მა უმაღ­ლე­სებს სრუ­ლი­ად წა­არ­თ­ვა სტუ­დენ­ტ­თა შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა, ეს კი მათ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ინ­ტე­რე­სებს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, აფერ­ხებს. თუმ­ცა, სა­მა­გის­ტ­რო დო­ნე­ზე, უმაღ­ლე­სებს ეს ფუნ­ქ­ცია აქვთ და ამას კო­რუფ­ცია არ და­უბ­რუ­ნე­ბია სის­ტე­მა­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა გა­ვა­კე­თოთ დას­კ­ვ­ნა, რომ ასე­თი შე­რე­უ­ლი მო­დე­ლის პი­რო­ბებ­ში კო­რუფ­ცია არ დაბ­რუნ­დე­ბა უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში და მათ მე­ტი რო­ლი და და­ინ­ტე­რე­სე­ბა ექ­ნე­ბათ სწო­რად შე­არ­ჩი­ონ სტუ­დენ­ტე­ბი, მხო­ლოდ ისი­ნი, ვინც მათ სჭირ­დე­ბათ. ამავ­დ­რო­უ­ლად, მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის სის­ტე­მამ უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა სკო­ლა­ში, პო­ზი­ტი­უ­რად უნ­და შე­უწყოს ხე­ლი სკო­ლის ფუნ­ქ­ცი­ის აღ­დ­გე­ნას და ინ­ტე­რესს,  რომ სკო­ლა­ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხ­მა აიწი­ოს. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ეს ინ­ტე­რე­სი ფუნ­ქ­ცი­უ­რად არ არ­სე­ბობს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­ქ­მაც ასე­თი­ვეა. ფაქ­ტობ­რი­ვად,  სკო­ლა გა­მოვ­ფი­ტეთ და უფუნ­ქ­ცი­ოდ დავ­ტო­ვეთ.
— მა­სი­უ­რი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის იდე­ას მი­ნის­ტ­რი არ ემ­ხ­რო­ბა და ამ­ბობს, რომ დღეს უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა 80 პრო­ცენ­ტი აბა­რებს, ეს კი სწავ­ლის ხა­რის­ხ­ზე ცუ­დად აისა­ხე­ბა და მი­სი აზ­რით, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა, თუნ­დაც 20 პრო­ცენ­ტის­თ­ვის, საკ­მა­რი­სია. თქვე­ნი აზ­რით,  რო­გორ აისა­ხე­ბა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის ზრდა ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე?
— ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა და იდეა მა­სი­უ­რი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ, ეს არის მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მელ­საც უკ­ვე ყვე­ლა ქვე­ყა­ნა იზი­ა­რებს იმი­ტომ, რომ მხო­ლოდ „ელი­ტე­ბის“ მომ­ზა­დე­ბა  ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ჩვენ ვცხოვ­რობთ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში და თუ მე-20 სა­უ­კუ­ნე­ში არ იყო სა­ჭი­რო უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა გარკვეული პროფესიებისთვის, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის პი­რო­ბებ­ში, ეს  ყვე­ლა პრო­ფე­სი­ის­თ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია. თუ  გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კა გვინ­და, ამას მხო­ლოდ „ელი­ტუ­რი“ გა­ნათ­ლე­ბით ვერ მი­ვაღ­წევთ. მე­ო­რე მხრივ, ჩვენ გვჭირ­დე­ბა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და არა გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ელი­ტა და და­მორ­ჩი­ლე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს იქ­ნე­ბა მუდ­მი­ვად წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და წა­რუ­მა­ტებ­ელი ქვე­ყა­ნა, ამი­ტომ უნ­და იზ­რუ­ნოს ქვე­ყა­ნამ მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­ზე და ამის ერთ-ერთ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტად  მა­სი­უ­რი და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა გა­ი­ხა­დოს. გა­ნათ­ლე­ბის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი  გა­ცი­ლე­ბით მე­ტი ტვირ­თია სა­ხელ­მ­წი­ფოს­თ­ვის, ვიდ­რე უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი, რად­გან გა­ნათ­ლე­ბის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა, ძი­რი­თა­დად, ქუ­ჩა­ში ინაც­ვ­ლებს და ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან სა­უ­კე­თე­სოს არ უნ­და ვე­ლო­დოთ.
— უმაღ­ლე­სის ალ­ტერ­ნა­ტი­ვად მი­ნის­ტ­რი ახალ­გაზ­რ­დებს პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას სთა­ვა­ზობს?
— პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ზო­გა­დად, უარყო­ფით კონ­ტექ­ს­ტ­შია აღ­ქ­მუ­ლი. ამას გარ­კ­ვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბიც აქვს და ერთ-ერ­თი მი­ნუ­სი ის ჩი­ხია, რო­მელ­საც უმაღ­ლეს­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა ქმნის. მეცხ­რე კლა­სი­დან ახალ­გაზ­რ­და თუ პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში  წა­ვი­და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ის უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის უფ­ლე­ბას კარ­გავს. ეს დაბ­რ­კო­ლე­ბა აუცი­ლებ­ლად უნ­და აღ­მო­იფხ­ვ­რას და ამის გა­მო  მოს­წავ­ლემ არ უნ­და თქვას უარი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის არ­ჩე­ვა­ზე. მო­მა­ვალ­ში, თუ­კი  გა­დაწყ­ვეტს პრო­ფე­სიუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა უმაღ­ლე­სის ხა­ზით გა­აგ­რ­ძე­ლოს,  დაბ­რ­კო­ლე­ბა არ უნ­და შე­ექ­მ­ნას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ალ­ბათ, უმ­ჯო­ბე­სია, პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში ის­წავ­ლე­ბო­დეს აკა­დე­მი­უ­რი საგ­ნე­ბიც, რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, ზო­გად გა­ნათ­ლე­ბა­საც მის­ცემ­და ახალ­გაზ­რ­დას. ეს მო­დე­ლი გა­ცი­ლე­ბით უფ­რო მიმ­ზიდ­ველს გახ­დის სკო­ლის მოს­წავ­ლის­თ­ვის პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელს. დღეს კი, ძი­რი­თა­დად, პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას, 19-21 წლის ახალ­გაზ­რ­დე­ბი  იღე­ბენ. თუმ­ცა, ამის გა­რე­შეც არაპ­რეს­ტი­ჟუ­ლი და არა­პო­პუ­ლა­რუ­ლია ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­საქ­მე­ბის თვალ­საზ­რი­სით, უფ­რო მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს უმაღ­ლეს­თან შე­და­რე­ბით. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ვი­ფიქ­როთ უმაღ­ლე­სი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი მო­დე­ლე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა­ზე, ანუ ადა­მი­ან­მა, პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას­თან ერ­თად, მი­ი­ღოს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბაც და უმაღ­ლე­სი აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი სა­ბა­კა­ლავ­რო დო­ნე­ზე. ამით პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას უფ­რო მაღალ სა­ფე­ხურ­ზე ავი­ტანთ. დღეს კი, ძი­რი­თა­დად,  პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მცი­რე კურ­სე­ბით შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა, სა­დაც ხე­ლო­ბას ეუფ­ლე­ბი­ან. პრო­ფე­სი­უ­ლ გა­ნათ­ლე­ბა­საც სე­რი­ო­ზუ­ლი რე­ფორ­მი­რე­ბა სჭირ­დე­ბა, თუმ­ცა იმის საფ­რ­თხე მა­ინც არ­სე­ბობს, რომ „ელი­ტე­ბი“ წავ­ლენ უმაღ­ლეს­ში, ხო­ლო და­ნარ­ჩე­ნე­ბი და­ე­უფ­ლე­ბი­ან ხე­ლო­ბას — სო­ცი­ა­ლუ­რი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით ეს მიდ­გო­მაც არას­წო­რია.
— სა­ხელ­მ­წი­ფო აუდი­ტის სამ­სა­ხურ­მა სამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის ხა­რის­ხი გა­მო­იკ­ვ­ლია, რომ­ლის მი­ხედ­ვით ძა­ლი­ან და­ბა­ლია სტუ­დენ­ტ­თა აკა­დე­მი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. სხვა მი­ზე­ზებ­თან ერ­თად მი­ნის­ტ­რი და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მას ასა­ხე­ლებს და მის შეც­ვ­ლას გეგ­მავს. ამ­ბობს, რომ ასე­თი და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მით სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.
— რო­ცა მი­ნის­ტ­რი  და­ფი­ნან­სე­ბის პრობ­ლე­მა­ზე სა­უბ­რობს, ამით რე­ა­ლურ პრობ­ლე­მა­ზე სა­უ­ბარს ერი­დე­ბა. მას სხვა სა­კითხებ­ზე გა­და­აქვს აქ­ცენ­ტი, რო­მე­ლიც,  რა თქმა უნ­და, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ არა გა­დამ­წყ­ვე­ტი პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა ძა­ლი­ან მცი­რეა (ასე­ვე ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის), პრობ­ლე­მა უფ­რო მე­ტად არ­სე­ბუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის ფარ­გ­ლებ­ში არას­წო­რად მარ­თ­ვა და არას­წო­რი ხედ­ვაა.
რო­გორ შე­იძ­ლე­ბა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი და მი­სი ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე ფიქ­რი, რო­ცა ჩვე­ნი პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი ამის­თ­ვის მზად არ არი­ან. დღე­ვან­დელ ეტაპ­ზე, ამა­ზე არა­ვინ სა­უბ­რობს, რად­გან პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით ყვე­ლას ეში­ნია პრო­ფე­სო­რე­ბის მომ­დუ­რე­ბის, ანუ იმ ელი­ტის, რო­მელ­თა დი­დი ნა­წი­ლი საბ­ჭო­თა ინ­ტე­ლი­გენ­ციაა და რო­მე­ლიც თუ აყ­ვირ­და, ყვე­ლას პო­ლი­ტი­კურ კა­რი­ე­რას და­ას­რუ­ლებს, მათ შო­რის რექ­ტო­რი­სას და მი­ნის­ტ­რი­სას. ამი­ტომ, ამ საბ­ჭო­თა გა­ბა­ტო­ნე­ბულ კლანს დღე­საც აქვს საკ­მა­ოდ დი­დი ძა­ლა, ვიდ­რე სტუ­დენ­ტებს და ყვე­ლა ერი­დე­ბა მათ გაბ­რა­ზე­ბას. ამის გა­მო სა­უბ­რო­ბენ და­ფი­ნან­სე­ბის სიმ­ცი­რე­ზე და არა­ვინ არა­ფერს ამ­ბობს იმა­ზე, რომ ჩვენ  არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებს ვა­ფი­ნან­სებთ (ყვე­ლას არ ვგუ­ლის­ხ­მობ, რა თქმა უნ­და). რე­ა­ლუ­რად არა­ფერს ვა­კე­თებთ იმის­თ­ვის, რომ სწავ­ლის ხა­რის­ხი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პრო­ფე­სო­რე­ბის ხარ­ჯ­ზე ავ­წი­ოთ და და­ფი­ნა­ნა­სე­ბა მეც­ნი­ე­რე­ბა­ში ახალ­გაზ­რ­დე­ბის მო­ზიდ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით გავ­ზარ­დოთ. ჩვენ სწო­რად უნ­და გა­დავ­წყ­ვი­ტოთ ექ­ვ­სი ათა­სი არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლის შე­ნახ­ვაა პრი­ო­რი­ტე­ტი თუ ამ თან­ხით ახა­ლი ათა­სი პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბა, თუნ­დაც საზღ­ვარ­გა­რეთ. რა თქმა უნ­და, პრი­ო­რი­ტე­ტი ახალ­გაზ­რ­და მეც­ნი­ე­რე­ბი არი­ან.
პრობ­ლე­მაა ისიც, რომ ვე­რა და ვერ შე­მო­ვი­და უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში სის­ტე­მა, რო­მე­ლიც  პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის შერ­ჩე­ვა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან წილს  სა­ერ­თა­შო­რი­სოდ მი­ღე­ბულ ინ­დი­კა­ტო­რებს მი­ა­ნი­ჭებს — კვლე­ვებს, მათ გავ­ლე­ნას სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­ზე, ნაშ­რო­მე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას და ა.შ. რა­ტომ? იმი­ტომ რომ, პრო­ფე­სორ­თა უმე­ტე­სო­ბა ამ კრი­ტე­რი­უ­მებს ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს. ანუ ჩვე­ნი პრო­ფე­სო­რე­ბის მომ­ზა­დე­ბის ხა­რის­ხი ძა­ლი­ან და­ბა­ლია და რაც არ უნ­და ბევ­რი ფუ­ლი დავ­ხარ­ჯოთ, ისი­ნი კარ­გად მა­ინც ვერ ას­წავ­ლი­ან, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერც სწავ­ლის ხა­რისხს ას­წე­ვენ. სამ­წუ­ხა­როდ, უმაღ­ლესი სას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სუ­რის 90%-ს სწო­რედ ასე­თი პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი შე­ად­გე­ნენ. აქ­ცენ­ტე­ბი ცო­ტა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით უნ­და გა­კეთ­დეს. მეს­მის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი და­ცუ­ლო­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია რო­გორც სკო­ლებ­ში, ისე­ვე უმაღ­ლე­სებ­ში, მაგ­რამ ერ­თ­მა­ნე­თის­გან უნ­და გავ­მიჯ­ნოთ გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა და სო­ცუზ­რუნ­ველ­ყო­ფის პო­ლი­ტი­კა. იგი­ვე შე­მიძ­ლია გითხ­რათ იმ 21% პენ­სი­ო­ნერ მას­წავ­ლე­ბელ­ზე, რო­მე­ლიც დღეს სკო­ლა­ში გვყავს (სა­ვა­რა­უ­დოდ, 20 წლის შემ­დეგ 50% გვე­ყო­ლე­ბა). რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მა­თი სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვა არ უნ­და მოხ­დეს  მოს­წავ­ლე­თა ხარ­ჯ­ზე, ამა­ზე სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბით უნ­და იზ­რუ­ნონ. სო­ცი­ა­ლუ­რი და­ცუ­ლო­ბა კარ­გია მო­მა­ვა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის მო­სა­ზი­და­დაც.
— ახალგაზრდების მოზიდვისთვის სა­მი­ნის­ტ­რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა მომ­ზა­დე­ბის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პროგ­რა­მა და­იწყო. არის თუ არა ეს სწო­რად გათ­ვ­ლი­ლი ნა­ბი­ჯი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ახალ­გაზ­რ­და კად­რე­ბის სკო­ლა­ში შე­საყ­ვა­ნად?
— მას­წავ­ლე­ბელ­თა მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბი დღე­ვან­დე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით, დღე­ვან­დე­ლი პროგ­რა­მე­ბით, დღე­ვან­დე­ლი რე­სურ­სე­ბით, ვერ ამ­ზა­დე­ბენ თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნე­ბის მას­წავ­ლებ­ლებს. თუ არ ვა­ღი­ა­რეთ, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მებს უმაღ­ლე­სებ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი რე­ფორ­მა სჭირ­დე­ბა, ბევრ კარ­გად მო­ზი­დულ აბი­ტუ­რი­ენ­ტ­საც ცუ­დად გა­მო­უ­ვა ეს პროგ­რა­მა. ერ­თი მხრივ, მო­ზიდ­ვა სწო­რი პო­ლი­ტი­კაა და დი­დი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­შიც კი, აქ სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი უნ­და ხვდე­ბოდ­ნენ. უნ­და შევ­ქ­მ­ნათ სის­ტე­მა, სა­დაც სა­უ­კე­თე­სო მოხ­ვ­დე­ბა და მას და­ვახ­ვედ­როთ ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო პრო­ფე­სუ­რა, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ო­ნალ ახალ­გაზ­რ­და კადრს გაზ­რ­დის. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ასე არ ხდე­ბა. არა­და, ამის რე­სურ­სი ქვე­ყა­ნას აქვს. ვფიქ­რობ, ხე­ლის­შემ­შ­ლე­ლია უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ჩა­კე­ტი­ლო­ბაც, რე­ა­ლუ­რად სის­ტე­მა­ში არ უშ­ვე­ბენ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ კარ­გი მას­წავ­ლებ­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა. ჩვენ გვჭირ­დე­ბა კარ­გი პრო­ფე­სო­რე­ბი და მკვლევ­რე­ბი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­მელ­თაც მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბა აქვთ და პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რო­მელ­თაც არ აქვთ აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი, მაგ­რამ აქვთ ძა­ლი­ან კარ­გი ცოდ­ნა და უნა­რე­ბი პრაქ­ტი­კა­ში, რო­გორ ას­წავ­ლონ და გა­მო­ზარ­დონ მო­მა­ვა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი. სწო­რედ ამ ნა­ზა­ვი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი კარ­გი პროგ­რა­მის და­გეგ­მ­ვა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. რაც მ­თა­ვა­რია, ასე­თე­ბი გვყავს, უბ­რა­ლოდ, უნ­და შე­ვუშ­ვათ ისი­ნი უმაღ­ლე­სებ­ში.
— მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა ყვე­ლა დრო­ის აქი­ლევ­სის ქუს­ლია. გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ტრე­ნინ­გე­ბის თუ სქე­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენ გვყავს მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბა ვერ აბა­რებს გა­მოც­დას, უფ­რო სწო­რად ვერ ლა­ხავს გა­მოც­დით და­წე­სე­ბულ ზღვარს. რა არის გა­მო­სა­ვა­ლი?
— მას­წავ­ლე­ბე­ლი ყო­ველ­დღი­უ­რად უნ­და ვი­თარ­დე­ბო­დეს სკო­ლა­ში. რა თქმა უნ­და, ტრე­ნინ­გე­ბი, გა­რე დახ­მა­რე­ბე­ბი შე­საძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ყვე­ლა კვლე­ვა ადას­ტუ­რებს, რომ, ამის ეფექ­ტი მი­ნი­მა­ლუ­რია. მი­სი მთა­ვა­რი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა ხდე­ბა სკო­ლა­ში, ყო­ველ­დღი­უ­რად. ვინ უნ­და გა­ა­კე­თოს ეს? სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა, რო­მე­ლიც უნ­და იყოს ყვე­ლა­ზე კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი. შე­სა­ბა­მი­სად, ეს ყვე­ლა­ფე­რი უნ­და გა­და­ვი­ტა­ნოთ სკო­ლა­ში და სა­მი­ნის­ტ­რომ კი არ უნ­და გა­და­ამ­ზა­დოს 65 ათა­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი, არა­მედ ერ­თ­მა კარ­გ­მა დი­რექ­ტორ­მა უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს თა­ვი­სი სკო­ლის 20 მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, იმ 20-მა მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და გა­და­ამ­ზა­დოს 40 მას­წავ­ლე­ბე­ლი — 60-მა მას­წავ­ლე­ბელ­მა კი ერ­თად უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს სკო­ლა­ში ერ­თ­მა­ნე­თის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა.
ჩე­მი აზ­რით, ერთ-ერ­თი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა სა­ხელ­ფა­სო სის­ტე­მის მხო­ლოდ სა­ა­თობ­რივ დატ­ვირ­თ­ვა­ზე მიბ­მა. სა­ხელ­მ­წი­ფო მას­წავ­ლე­ბელს, გაკ­ვე­თი­ლის გარ­და, კონ­კ­რე­ტულ მოთხოვ­ნებს უყე­ნებს, მაგ­რამ ამ­ბობს, რომ ამის გა­კე­თე­ბა­ში ფულს არ გა­და­უხ­დის. გა­მო­დის, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მთე­ლი სქე­მა  ფარ­სია და მას­წავ­ლებ­ლის ერ­თა­დერ­თი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა მი­სი გაკ­ვე­თილ­ზე შეს­ვ­ლა და გა­მოს­ვ­ლაა. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას­წავ­ლე­ბე­ლი არც ზრუ­ნავს და არც მო­მა­ვალ­ში იზ­რუ­ნებს სა­კუ­თარ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რად­გან ის და­მა­ტე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა, რა­საც მი­სი გან­ვი­თა­რე­ბა მო­ითხოვს და სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს, არ ფი­ნან­ს­დე­ბა.
— მი­ნის­ტ­რი ამ­ბობს, რომ მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­და შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფე­ლია, ამი­ტომ სხვა სა­ხე­ლი უნ­და და­არ­ქ­ვან და და­წე­სე­ბუ­ლი ბა­რი­ე­რი გა­ა­უქ­მონ. სწო­რად მი­გაჩ­ნი­ათ გა­მოც­დის ბა­რი­ე­რის მოხ­ს­ნა?
— რას დავ­არ­ქ­მევთ ეს მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია. მთა­ვა­რია, მას­წავ­ლე­ბელს ჰქონ­დეს კვა­ლი­ფი­კა­ცია და თუ ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს სტან­დარ­ტებს, ის უნ­და წა­ვი­დეს სკო­ლი­დან. მი­ნისტრს კი ასე­თი მიდ­გო­მა აქვს: ის ამ­ბობს, რომ ჩვენ  მას­წავ­ლებ­ლებს ისეთ რა­ღა­ცე­ბს ვთხოვთ, რი­სი ცოდ­ნაც უმაღ­ლესს არ მი­უ­ცია. ეს მცდა­რი მო­საზ­რე­ბაა, სა­ხელ­მ­წი­ფომ მას­წავ­ლე­ბელს უნ­და მოს­თხო­ვოს ყვე­ლა ის უნა­რი და სა­ჭი­რო­ე­ბა, რო­მე­ლიც 21-ე სა­უ­კუ­ნის ეფექ­ტურ მო­ქა­ლა­ქეს აღ­ზ­რ­დის. შე­იძ­ლე­ბა გა­მოც­და, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი, სხვა ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტით ჩა­ვა­ნაც­ვ­ლოთ, მაგ­რამ არა­სე­რი­ო­ზუ­ლია სა­ხე­ლი შე­ვუც­ვა­ლოთ მას და ხე­ლოვ­ნუ­რად და­ვუგ­რო­ვოთ კრე­დი­ტე­ბი, რო­მე­ლიც სხვა სა­ფე­ხურ­ზე გა­და­იყ­ვანს.
მას­წავ­ლებე­ლი უნ­და იყოს იმ უნა­რე­ბი­სა და ცოდ­ნის მა­ტა­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც 21-ე სა­უ­კუ­ნის მოთხოვ­ნებს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს და მის შე­სა­ბა­მის ადა­მი­ანს აღ­ზ­რ­დის, სა­ხელ­მ­წი­ფო კი ვალ­დე­ბუ­ლია, შე­ა­მოწ­მოს და და­ა­დას­ტუ­როს ჰყავს თუ არა ასე­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი. მაგ­რამ მი­ნის­ტ­რი სულ სხვა რა­მეს ამ­ბობს, რომ ჩვენ გვყავს მას­წ­ავ­ლებ­ლე­ბი ისე­თე­ბი, რო­გო­რიც გვყავს — გა­მოც­დას ვერ აბა­რე­ბენ, მაგ­რამ უნ­და  მო­ვუ­ფიქ­როთ ისე­თი რამ, რაც მათ კრე­დი­ტებს და­უგ­რო­ვებს და შემ­დეგ სა­ფე­ხურ­ზე გა­და­იყ­ვანს. აქ მი­ზა­ნია არას­წო­რი და აც­დე­ნი­ლი უმ­თავ­რესს — მოს­წავ­ლის ნაც­ვა­ლად, მი­ზა­ნი ისე­თი სის­ტე­მის შექ­მ­ნაა, რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელს, მი­უ­ხე­და­ვად და­ბა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ი­სა, მის­ცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, დარ­ჩეს სკო­ლა­ში და და­წი­ნა­ურ­დეს კი­დეც.
— „მა­გარ შარ­ში ვართ, ხალ­ხო, ისე­თი სას­წავ­ლო გეგ­მა გვაქვს, შე­უძ­ლე­ბე­ლია კარ­გად ას­წავ­ლო“ — ეთან­ხ­მე­ბით თუ არა მი­ნისტრს, რომ სკო­ლებ­ში სწავ­ლე­ბის და­ბალ ხა­რისხს სწო­რედ ეს ცუ­დი სას­წავ­ლო გეგ­მა გა­ნა­პი­რო­ბებს?
— შე­იძ­ლე­ბა და­ვე­თან­ხ­მო მი­ნისტრს იმა­ში, რომ პროგ­რა­მე­ბი უნ­და გან­ვ­ტ­ვირ­თოთ და ოპ­ტი­მი­ზი­რე­ბუ­ლი გავ­ხა­დოთ. ყუ­რადღე­ბა მინ­და გა­ვა­მახ­ვი­ლო ინ­ტეგ­რი­რე­ბულ სწავ­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც მთელ მსოფ­ლი­ო­ში და­დას­ტურ­და, რო­გორც ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა მოს­წავ­ლე­თა ცოდ­ნის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით, თუმ­ცა ამ სის­ტე­მამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვერ იმუ­შა­ვა. არა იმი­ტომ, რომ ცუ­დია, არა­მედ  იმ მი­ზე­ზით, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბი არ იყ­ვ­ნენ მზად ამის­თ­ვის. გა­ნათ­ლე­ბა უნ­და წა­ვი­დეს აკა­დე­მი­უ­რი საგ­ნე­ბის გან­ტ­ვირ­თ­ვის­კენ და არა კი­დევ უფ­რო გა­დატ­ვირ­თ­ვის­კენ. ეს  შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვ­ცემს, მოს­წავ­ლე­ე­ბი აღარ იყ­ვ­ნენ ზედ­მე­ტად გა­დატ­ვირ­თუ­ლი და  სხვა უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბაც შეძ­ლონ. ინ­ტეგ­რი­რე­ბულ სწავ­ლე­ბას მე­ო­რე პლუ­სიც აქვს — შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი მას­წავ­ლებ­ლე­ბით (რო­მელ­თა ხელ­ფა­სე­ბის გა­დახ­და და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს უფ­რო გა­უ­ად­ვილ­დე­ბა) შე­იძ­ლე­ბა წა­რი­მარ­თოს სკო­ლა­ში სწავ­ლე­ბა. მათ შო­რის, უნ­და მოხ­დეს დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვაც, რომ აღარ გვყავ­დეს გან­წი­რუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც სკო­ლი­დან სკო­ლა­ში იმის გა­მო გა­და­დი­ან, რომ ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბას ვერ იღე­ბენ. შე­რე­უ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბაა სა­ჭი­რო — ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა დავ­ყოთ რამ­დე­ნი­მე მსხვილ ჯგუ­ფად. მა­გა­ლი­თად, ჳჳჳ-ვჳ კლა­სებ­ში „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ ცალ­კე საგ­ნად კი არ უნ­და და­ვა­მა­ტოთ, არა­მედ ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლად ვას­წავ­ლოთ სხვა საგ­ნებ­თან ერ­თად. მა­გა­ლი­თად, ტუ­ა­ლეტ­ში რომ ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბი უნ­და და­იც­ვან, ამას „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ ვერ ას­წავ­ლის, იმი­ტომ რომ, პირ­ველ რიგ­ში, სკო­ლამ უნ­და მო­ა­წეს­რი­გოს ტუ­ა­ლე­ტე­ბი და შექ­მ­ნას ისე­თი სას­კო­ლო გა­რე­მო, სა­დაც ბავ­შ­ვი ამას თა­ვის­თა­ვად ის­წავ­ლის; ან თუნ­დაც სხვი­სი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა სკო­ლის სა­სა­დი­ლო­ში რი­გის დაც­ვით ვას­წავ­ლოთ, სა­დაც ბავ­შ­ვე­ბი ერ­თ­მა­ნეთს თავ­ზე ახ­ტე­ბი­ან. ამით იმას კი არ ვამ­ბობ, რომ „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ ცუ­დია, არა­მედ იმას, რომ მიდ­გო­მაა არას­წო­რი. მაგ­რამ, პირ­ველ რიგ­ში, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის და­სა­ნერ­გად, უმაღ­ლე­სებ­მა უნ­და მო­ამ­ზა­დონ მას­წავ­ლებ­ლე­ბი.
რაც შე­ხე­ბა, საგ­ნე­ბის თე­მა­ტი­კის შემ­ცი­რე­ბას, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ ამ პრო­ცეს­ში აუცი­ლებ­ლად პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი უნ­და იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლე­ბი. ვე­რაფ­რით და­ვე­თან­ხ­მე­ბი მი­ნისტრს იმა­ში, რომ უვარ­გი­სი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა გვაქვს, დღეს თუ რა­მე გვაქვს გა­მარ­თუ­ლი, ეს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბია, მაგ­რამ სა­კითხა­ვია, რო­გორ აისა­ხე­ბა ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში.
ავ­ტო­რე­ბი და გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე არ მუ­შა­ო­ბენ, მა­გა­ლი­თად, 2011 წელს და­წე­რილ ბი­ო­ლო­გი­ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში ერთ-ერ­თი აღ­წე­რა  დის­კ­რი­მი­ნა­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თის იყო. ამას მოჰ­ყ­ვა სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის რე­ა­გი­რე­ბა.  2015 წელს, რო­დე­საც ავ­ტორს ჰკითხეს, რა­ტომ და­წე­რა ასე, მან უპა­სუ­ხა, რომ არ ახ­სოვს რა და­წე­რა. ეს იმი­ტომ ხდე­ბა, რომ აღარც ავ­ტორს და აღარც გა­მომ­ცე­მელს თვა­ლი არ უდევ­ნე­ბია, რო­გორ იმუ­შა­ვა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლომ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, რა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და ხარ­ვე­ზე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა. ამი­ტომ, რო­ცა 2017 წლის­თ­ვის მას ისევ და­უკ­ვე­თა­ვენ ახა­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს და­წე­რას, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უკე­თესს ვერ და­წერს, ან რო­გორ უნ­და და­წე­როს, სულ რა­ღაც ოთხ თვე­ში წიგ­ნი, რომ­ლის გა­და­მუ­შა­ვე­ბაც კი არ გა­კე­თე­ბუ­ლა. ეს იქ­ნე­ბა ოდ­ნა­ვი ცვლი­ლე­ბე­ბით „გად­მო­კა­ტა­ვე­ბუ­ლი“ (ან გად­მო­კო­პი­რე­ბუ­ლი) ვერ­სია. თუ ასე გაგ­რ­ძელ­და, ასე­თი­ვე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი გვექ­ნე­ბა 2021-შიც, იმი­ტომ, რომ ყვე­ლა­ფე­რი ფარ­სია და ხუთ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს იმი­ტომ ვცვლით, რომ ეს სადღაც გვი­წე­რია, რომ უნ­და შევ­ც­ვა­ლოთ და არა რე­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის და მოთხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ახა­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, არც ში­ნა­არ­სობ­რი­ვად და არც ხა­რის­ხობ­რი­ვად, არ იქ­ნე­ბა უკე­თე­სი და, სამ­წუ­ხა­როდ,  ვერც სას­წავ­ლო პრო­ცესს გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს. ბუ­ნებ­რი­ვია, ჩნდე­ბა კითხ­ვა, მა­შინ რა­ტომ ვხარ­ჯავთ ამ­დენ ფულს მის ბეჭ­დ­ვა­ში ან მშობ­ლებს რა­ტომ ვახ­დე­ვი­ნებ­დით მის შე­სა­ძე­ნად ამ­დენ ფულს. ამის მი­ზე­ზი ფორ­მა­ლუ­რი მიდ­გო­მე­ბია, რო­მე­ლიც, ზო­გა­დად, ყვე­ლა­ფერ­ში გვა­ხა­სი­ა­თებს. იმის ნაც­ვ­ლად, რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ავ­ტორს და გა­მომ­ცე­მელს, იდე­ა­ლუ­რი თუ არა, უკე­თე­სი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შექ­მ­ნა მოვ­თხო­ვოთ, ფორ­მა­ლო­ბით ვკმა­ყო­ფილ­დე­ბით.
სას­წავ­ლო გეგ­მი­სა და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს გა­ი­გი­ვე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. კლას­ში, სა­დაც ოცი ერ­თ­მა­ნე­თის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე ზის, არ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლას ერ­თი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო მო­არ­გო ან ერ­თი რე­სურ­სით ერ­თ­ნა­ი­რად  ას­წავ­ლო. მიდ­გო­მაა არას­წო­რი რო­გორც სა­მი­ნის­ტ­როს, ისე  მას­წავ­ლებ­ლის მხრი­დან, სას­წავ­ლო გეგ­მა კი არა­ფერ შუ­ა­შია. არ შე­იძ­ლე­ბა 2001 წელს და 2016 წელს ერ­თი და იმა­ვე სტი­ლი­თა და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თი ას­წავ­ლო. მარ­თა­ლია, არ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი ფი­ზი­კუ­რად ვერ ასა­ხავს დღე­ვან­დე­ლი სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბებს, მაგ­რამ იდე­ა­ლუ­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოც კი ვერ მო­ერ­გე­ბა სას­კო­ლო დი­ნა­მი­კას, თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი მო­უმ­ზა­დე­ბე­ლია. შე­უძ­ლე­ბე­ლია ერთ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში გქონ­დეს დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი ში­ნა­არ­სობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით და ყვე­ლა მოს­წავ­ლე­ზე მორ­გე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი. მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ერთ ტექსტს ეფუძ­ნე­ბა და ერთ წიგ­ნ­ზეა მი­ჯაჭ­ვუ­ლი, რა თქმა უნ­და, კარგ შე­დეგს ვერ მი­ი­ღებს. არც ის მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ­გა, ოცი­დან ორ ბავ­შ­ვ­ზე რომ იტყ­ვის,  ხომ კარ­გად გავ­ზარ­დეო,  ოცი­ვე კარ­გი უნ­და გა­ზარ­დოს.
— არ­სე­ბუ­ლი სქე­მის მი­ხედ­ვით, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში, მას­წავ­ლე­ბელ­თა დიდ ნა­წილს, თუ საგ­ნობ­რივ კომ­პე­ტენ­ცი­ას ვერ და­ა­დას­ტუ­რებ­და, სკო­ლა ავ­ტო­მა­ტუ­რად შე­უწყ­ვეტ­და ხელ­შ­ეკ­რუ­ლე­ბას. მოხ­დე­ბო­და მას­წავ­ლე­ბელ­თა მა­სობ­რი­ვი გა­დი­ნე­ბა, რაც, დი­დი ალ­ბა­თო­ბით, მას­წავ­ლე­ბელ­თა სე­რი­ო­ზულ დე­ფი­ციტს შექ­მ­ნი­და სკო­ლებ­ში. ქვე­ყა­ნას ამ რა­ო­დე­ნო­ბით ჩა­სა­ნაც­ვ­ლე­ბე­ლი პე­და­გო­გიც არ ჰყავს. გა­მო­დის, რომ მი­ნის­ტ­რის ინი­ცია­ტი­ვამ — ბა­რი­ე­რის მოხ­ს­ნამ — სის­ტე­მას ეს პრობ­ლე­მა აარი­და.
— ყვე­ლა­ფე­რი  იმ პრინ­ცი­პე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უნ­და და­ი­გეგ­მოს, რომ ეს დე­ფი­ცი­ტი კი არ შექ­მ­ნა, არა­მედ შექ­მ­ნა სის­ტე­მა, რო­მე­ლიც მათ ჩა­ნაც­ვ­ლე­ბას შე­უწყობს ხელს. 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა იდე­ის დო­ნე­ზე კარ­გია, ეს არის მოკ­ლე გზა მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში შე­სას­ვ­ლე­ლად, მაგ­რამ ის აუცი­ლებ­ლად ხა­რის­ხი­ა­ნი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბის გა­რან­ტია უნ­და იყოს.  სამ­წუ­ხა­როდ, ასე არ არის. პროგ­რა­მის აკ­რე­დი­ტა­ცი­ა­ზე მოთხოვ­ნა ვინც კი შე­ი­ტა­ნა, ყვე­ლა დაკ­მა­ყო­ფილ­და, თან აკ­რე­დი­ტა­ცი­ის დე­ბუ­ლე­ბა ორი კვი­რით ად­რე დამ­ტ­კიც­და. 13-მა უმაღ­ლეს­მა სას­წავ­ლე­ბელ­მა სას­წ­რა­ფოდ შე­ყა­რა ნაჩ­ქა­რე­ვად გა­კე­თე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი და კაც­მა არ იცის, რა ხა­რის­ხი­საა. მარ­თა­ლია, 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი მოკ­ლე გზით შე­ვა სკო­ლა­ში, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ისე­თი­ვე მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი და არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი იქ­ნე­ბა, რო­გორც მი­სი წი­ნა­მორ­ბე­დი. პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის უფ­რო მოკ­ლე და ეფექ­ტუ­რი გზე­ბიც არ­სე­ბობს და ამ პროგ­რა­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა შე­იძ­ლე­ბა, თუ­კი ამის სურ­ვი­ლი და ნე­ბა იქ­ნე­ბა.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N