გამოდის 1998 წლიდან
2016-12-01
დის­ტან­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლი მი­ნი­მა­ლუ­რი უნა­რე­ბი­თა და ეფექ­ტუ­რი შე­დე­გით

მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის პრო­ექ­ტი „ქარ­თუ­ლი ენის დის­ტან­ცი­უ­რი სა­პი­ლო­ტე კურ­სი“, ძა­ლი­ან მა­ლე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გახ­დე­ბა უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თ­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. პროგ­რა­მა უახ­ლეს დი­დაქ­ტი­კურ პრინ­ცი­პებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით იმუ­შა­ვებს და, ინ­ფორ­მა­ცი­ულ-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იქ­ნე­ბა უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი მო­ზარ­დი თა­ო­ბის­თ­ვის, ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მიზ­ნით. პრო­ექ­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ინი­ცი­ა­ტი­ვით, დი­ას­პო­რის სა­კითხებ­ში სა­ხელ­მ­წი­ფო მი­ნის­ტ­რის აპა­რა­ტი­სა და კომ­პა­ნია „Microsoft-სა­ქარ­თ­ვე­ლო“ მხარ­და­ჭე­რით, ხორ­ცი­ელ­დე­ბა.
რა უნა­რებ­ზეა გათ­ვ­ლი­ლი და რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა Live Stream გაკ­ვე­თი­ლე­ბი, ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის სტან­დარ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და და­ნერ­გ­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი მა­რი­კა სი­ხა­რუ­ლი­ძე:

— ინი­ცი­ა­ტი­ვა დი­ას­პო­რის სა­კითხე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო აპა­რა­ტი­დან წა­მო­ვი­და, მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ბა­ტო­ნი ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯელ­ვა თა­ოს­ნობს. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, პი­რა­დად მი­ნის­ტ­რის და­ვა­ლე­ბით, ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ სა­პი­ლო­ტე პრო­ექტს, რო­მე­ლიც უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, კერ­ძოდ, ამ ეტაპ­ზე, დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ქარ­თუ­ლი ენის დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში სწავ­ლე­ბას გუ­ლის­ხ­მობს. ორ­თ­ვი­ა­ნი, მოკ­ლე სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტი, სა­მი­ნის­ტ­როს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, „მicrosoft-სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ და გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მას­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით წა­რი­მარ­თე­ბა. დი­ას­პო­რის სა­კითხებ­ში სა­ხელ­მ­წი­ფო მი­ნის­ტ­რის აპა­რა­ტი, ახ­ლა უკ­ვე სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს დე­პარ­ტა­მენ­ტი, დაგ­ვი­ზუს­ტებს და მოგ­ვაწ­ვ­დის უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი იმ მოს­წავ­ლე­ე­ბის სი­ას, რომ­ლე­ბიც გა­მოთ­ქ­ვა­მენ სურ­ვილს, ჩა­ერ­თონ სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტ­ში. ამ ეტაპ­ზე, პრო­ექ­ტის­თ­ვის შერ­ჩე­უ­ლი გვყავს 5 მას­წავ­ლე­ბე­ლი (ქარ­თუ­ლი­სა და ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენის პე­და­გო­გე­ბი), რომ­ლე­ბის­თ­ვი­საც ვორ­ქ­შო­ფი ჩა­ტარ­და. კონ­კურ­სის წე­სით შერ­ჩე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი სე­მი­ნარ­ზე დის­ტან­ცი­უ­რი კურ­სის­თ­ვის სა­ჭი­რო ტექ­ნო­ლო­გი­ებს გა­ეც­ნენ, მი­ი­ღეს ინ­ფორ­მა­ცია იმ  რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ჩა­ტარ­დე­ბა დის­ტან­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბი — ეს რე­სურ­სია „მა­იკ­რო­სოფტ კლას­რუ­მი“, რო­მე­ლიც ამ პრო­ექ­ტის­თ­ვის დაგ­ვით­მო „მicrosoft-სა­ქარ­თ­ვე­ლომ“.
პრო­ექ­ტის უშუ­ა­ლო გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რია. სწო­რედ ჩვენ­გან მოხ­დე­ბა Live Stream გაკ­ვე­თი­ლებ­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და ბრი­ტა­ნეთ­ში შერ­ჩე­უ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩარ­თ­ვა. ერ­თობ­ლი­ვად მოვ­სინ­ჯავთ, სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში, რო­გორ იმუ­შა­ვებს ეს ყვე­ლა­ფე­რი. შემ­დეგ კი, გა­კეთ­დე­ბა სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტის ანა­ლი­ზი, რომ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, უფ­რო მას­შ­ტა­ბუ­რი და დატ­ვირ­თუ­ლი სა­ხე მი­ე­ცე­მა. დე­კემ­ბ­რის ბო­ლომ­დე ვა­პი­რებთ საც­დე­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბას. მა­ლე მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის გა­მარ­თულ ვორ­ქ­შო­პებ­საც და­ვას­რუ­ლებთ, რომ­ლის შემ­დე­გაც სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­იკ­ვე­თე­ბა პირ­და­პი­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბის­თ­ვის მა­თი მზა­ო­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, 5 დე­კემ­ბ­რის­თ­ვის, ვეც­დე­ბით, პირ­ვე­ლი ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლი ჩა­ვა­ტა­როთ.
— რო­გორ შე­არ­ჩი­ეთ ის 5 მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც სა­პი­ლო­ტე პრო­ექტს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს და, პრაქ­ტი­კუ­ლად, პროგ­რა­მის მო­მა­ვალს გან­საზღ­ვ­რავს. ვინ არი­ან ეს პე­და­გო­გე­ბი — თბი­ლი­სის თუ რე­გი­ო­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბი?
— არც ერ­თი მათ­გა­ნი არ არის თბი­ლი­სის სკო­ლის პე­და­გო­გი. მას­წავ­ლე­ბელ­თა შე­სარ­ჩე­ვად ღია კონ­კურ­სი გა­მო­ვაცხა­დეთ და პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ველ­თა ათე­უ­ლი გა­ნაცხა­დი მი­ვი­ღეთ. შემ­დეგ მათ­გან ის პე­და­გო­გე­ბი ავარ­ჩი­ეთ, რომ­ლებ­საც ჳT უნა­რე­ბი უფ­რო ძლი­ე­რი ჰქონ­დათ და, ამას­თა­ნა­ვე — ამ ტი­პის რე­სურ­სებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. სულ ხუ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­ვარ­ჩი­ეთ და არც ერ­თი მათ­გა­ნი არ აღ­მოჩ­ნ­და თბი­ლი­სის სკო­ლე­ბი­დან. ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოდ გან­ც­ვიფ­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით იმით, რომ რე­გი­ო­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან წა­მო­ვი­და ასე­თი მონ­დო­მე­ბა და აქ­ტი­უ­რო­ბა. პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­თა შო­რის, უფ­რო მეტ­ნი აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ რუს­თა­ვი­სა და გო­რის პე­და­გო­გე­ბი და ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი — ახალ­ცი­ხი­დან. საკ­მა­ოდ მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­და ქალ­ბა­ტო­ნე­ბი არი­ან და მა­თი ძლი­ე­რი მხა­რე, რო­გორც გითხა­რით, აიტი უნა­რე­ბის ფლო­ბაა.
— სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტის­თ­ვის მხო­ლოდ ხუ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, თუ ამ­ჯე­რად მე­ტი არ შე­ირ­ჩა?
დი­ახ, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის მას­წავ­ლებ­ლით დაგ­ვეწყო. თუმ­ცა, 5-მას­წავ­ლებ­ლი­ან­მა სა­პი­ლო­ტე ჯგუფ­მა სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში უნ­და შეძ­ლოს, 30-დან 40 მოს­წავ­ლემ­დე და­ფარ­ვა. და­საწყი­სის­თ­ვის ეს ცო­ტა არ არის.
— რა­ტომ შე­ირ­ჩა მხო­ლოდ ბრი­ტა­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბი?
— ბრი­ტა­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბი იმი­ტომ ავირ­ჩი­ეთ, რომ, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ვა­ნი­ჭეთ მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხრი­დან ინ­გ­ლი­სუ­რი ენის გარ­კ­ვე­ულ დო­ნე­ზე ცოდ­ნას. მათ­თ­ვის ეს იმ თვალ­საზ­რი­სი­თაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ებს უნ­და ას­წავ­ლონ (გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი გვყავს 7-დან 12 წლამ­დე ბავშ­ვე­ბი. ჯგუ­ფე­ბი ამ დღე­ებ­ში და­კომ­პ­ლექ­ტ­დე­ბა და მას­წავ­ლებ­ლებს დის­ტან­ცი­ურ კლა­სებს გა­ვუ­ნა­წი­ლებთ). ამას­თან ერ­თად, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ისი­ნი ნუ­ლო­ვა­ნი კომ­პე­ტენ­ცი­ის არი­ან (ქარ­თუ­ლი ენის ფლო­ბის დო­ნეს ვგუ­ლის­ხ­მობ) ან იცი­ან ძა­ლი­ან ყო­ფი­თი ქარ­თუ­ლი, რა­საც ენის ცოდ­ნას ვერ და­ვარ­ქ­მევთ. შე­სა­ბა­მი­სად, ნუ­ლო­ვა­ნი დო­ნით ვიწყებთ.
კი­დევ ერ­თი მი­ზე­ზი, რა­ტომ ავირ­ჩი­ეთ ბრი­ტა­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თ­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბი, რო­გორც გითხა­რით, ისიც გახ­ლავთ, რომ ჩვენ­მა მას­წავ­ლებ­ლებ­მა მეტ-ნაკ­ლე­ბად იცი­ან ინ­გ­ლი­სუ­რი ენა. ამი­ტომ მათ­თ­ვის ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ბავ­შ­ვე­ბი შე­ვარ­ჩი­ეთ, გაკ­ვე­თილ­ზე რა­ი­მე პრობ­ლე­მის წარ­მო­შო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ინ­გ­ლი­სუ­რი ენა რომ გა­მო­ი­ყე­ნონ. თუმ­ცა, ყვე­ლა­ნა­ი­რად ვეც­დე­ბით, რომ გაკ­ვე­თი­ლი ერ­თე­ნო­ვა­ნი იყოს და ქარ­თულ ფორ­მატ­ში წა­რი­მარ­თოს. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ­კი რა­ი­მე ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზი ან გა­უ­გებ­რო­ბა წარ­მო­იქ­მ­ნე­ბა, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის მო­ტი­ვა­ცია და­აგ­დოს, მას­წავ­ლებ­ლე­ბი შეძ­ლე­ბენ, მათ ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე და­ეხ­მა­რონ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ეს პირ­და­პი­რი ფორ­მა­ტია და ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბის­გან დაზღ­ვე­უ­ლი არა­ვი­ნაა.
— რას გვეტყ­ვით სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ზე, სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ პრო­ექ­ტის­თ­ვის შე­იქ­მ­ნა?
— დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის პროგ­რა­მა „ქარ­თუ­ლი რო­გორც მე­ო­რე ენის“ პროგ­რა­მას ეფუძ­ნე­ბა და მას ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ექ­ს­პერ­ტი მაია მე­ლი­ქი­ძე თა­ოს­ნობს. სწო­რედ მან მო­არ­გო ქარ­თუ­ლი ენის ფლო­ბის დო­ნე უშუ­ა­ლოდ ამ პროგ­რა­მას. მე­თო­დი­კის ნა­წილს კი ჩვენ, ცენ­ტ­რის ექ­ს­პერ­ტე­ბი გან­ვ­საზღ­ვ­რავთ. „Microsoft-სა­ქარ­თ­ვე­ლო“ ონ­ლა­ინ საკ­ლა­სო ოთახს გვთა­ვა­ზობს, სა­დაც, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მოს­წავ­ლე­ე­ბი. მათ სხვა­დას­ხ­ვა სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ — ხე­და­ვენ და ეს­მით ერ­თ­მა­ნე­თის. გარ­და ამი­სა, ამ რე­სურსს არ აქვს მა­სა­ლე­ბის ატ­ვირ­თ­ვი­სა თუ პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის გაშ­ვე­ბის პრობ­ლე­მა, ყო­ველ­მ­ხ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.
— რა ინ­ტენ­სი­ვო­ბით და ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბით ჩა­ტარ­დე­ბა დის­ტან­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბი?
— სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში თი­თო­ე­უ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, მაქ­სი­მუმ, 5 გაკ­ვე­თილს ჩა­ა­ტა­რებს. ეს ყვე­ლა­ფე­რი 25 დე­კემ­ბ­რამ­დე, ბრი­ტა­ნეთ­ში სა­შო­ბაო არ­და­დე­გე­ბის დაწყე­ბამ­დე, უნ­და მო­ვას­წ­როთ. ახალ წლამ­დე, თვის ბო­ლოს­თ­ვის კი, უკ­ვე მზად გვექ­ნე­ბა სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტის ანა­ლი­ზი. დის­ტან­ცი­უ­რი ფორ­მა­ტი­სა და ბავ­შ­ვე­ბის ასა­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რად­გან მოს­წავ­ლე­ე­ბი პა­ტა­რა ასა­კის არი­ან და, ზო­გა­დად, ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თ­ვი­საც რთუ­ლია ამ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბა, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, დის­ტან­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა 15 წუ­თით გა­ნი­საზღ­ვ­როს. კი­დევ ვი­მე­ო­რებ, ამით პა­ტა­რებ­ში გა­დატ­ვირ­თ­ვით გა­მოწ­ვე­ულ  ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს გა­მოვ­რიცხავთ. ეს არ იქ­ნე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გაკ­ვე­თი­ლის არც ფორ­მა­ტი და არც ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ის 40-45 წუ­თი გაგ­რ­ძელ­დეს. თუმ­ცა, ეს რომ სა­ლექ­ციო ტი­პის გაკ­ვე­თი­ლი იყოს, შე­საძ­ლე­ბე­ლია მას მო­უს­მი­ნოს მოს­წავ­ლემ, მაგ­რამ რად­გან ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც ვი­ზუ­ა­ლუ­რი, ისე აუდიო მხა­რე, არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი, აქ­ტი­უ­რი, ცოცხა­ლი, სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტი­პის პა­ტა­რა ფორ­მა­ტის გაკ­ვე­თი­ლი ამა­ზე დიდ­ხანს გაგ­რ­ძელ­დეს.
— რა უნა­რებ­ზეა გათ­ვ­ლი­ლი დის­ტან­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლი და რა შე­დე­გებს ელით?
— დის­ტან­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლი მი­ნი­მა­ლურ უნა­რებ­სა და ეფექ­ტურ შე­დე­გებ­ზეა გათ­ვ­ლი­ლი და ოთხი­ვე სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ფა­ზას მო­ი­ცავს — მოს­მე­ნა, კითხ­ვა, ლა­პა­რა­კი და წე­რა. თუმ­ცა, უფ­რო მე­ტად ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლია რე­ცეფ­ცი­ულ უნა­რებ­ზე — მოს­მე­ნა და კითხ­ვა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ერ­თა­შო­რი­სო ენის ფლო­ბის დო­ნის მი­ხედ­ვით, ა1 დო­ნე პირ­ველ სა­ფე­ხუ­რად მი­იჩ­ნე­ვა, რე­ცეფ­ცი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად კი ყვე­ლა­ზე დი­დი დო­ზით მოს­მე­ნა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბავ­შ­ვე­ბი უფ­რო ბევრს მო­ის­მე­ნენ, რა­შიც უდი­დე­სი რო­ლი მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბულ აუდიო თუ ვი­ზუ­ა­ლურ მა­სა­ლას მი­ე­ნი­ჭე­ბა. ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვილ­დე­ბა რე­პე­ტი­ტო­რულ უნა­რებ­ზეც — იმის გა­მე­ო­რე­ბა­ზე, რაც მათ მო­ის­მი­ნეს.
— მოხ­დე­ბა თუ არა ბავ­შ­ვე­ბის შე­ფა­სე­ბა?
— შე­ფა­სე­ბის ნა­წილ­ში, ვფიქ­რობთ, რომ უფ­რო აქ­ტი­უ­რი იყოს გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი, რად­გან ეს არ არის ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ნა­წი­ლი, სა­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბი ქუ­ლე­ბით ფას­დე­ბი­ან. გვინ­და, ისი­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი გავ­ხა­დოთ, თუმ­ცა, გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი სა­ხის შე­ფა­სე­ბა, თა­ვის­თა­ვად, აუცი­ლე­ბე­ლია თუნ­დაც იმის­თ­ვის, რომ აღ­მოვ­ფხ­ვ­რათ ხარ­ვე­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­ებს წი­ნა გაკ­ვე­თი­ლებ­ზე ჰქონ­დათ. მა­თი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით კი, გაკ­ვე­თილ­ზე ბავ­შ­ვ­მა უნ­და შეძ­ლოს იმის გა­კე­თე­ბა, რაც მა­ნამ­დე ვერ მო­ა­ხერ­ხა.
— რო­გორც მი­ნის­ტ­რ­მა გა­ნაცხა­და, დის­ტან­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბი გახ­დე­ბა ერთ-ერ­თი და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბა, სქე­მით გან­საზღ­ვ­რულ აქ­ტი­ვო­ბებს შო­რის, რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელს კრე­დიტ-ქუ­ლით შე­უ­ფას­დე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ მოხ­დე­ბა პე­და­გო­გე­ბის შე­ფა­სე­ბა?
— მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბა პრო­ექ­ტის სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში, ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ დაკ­ვირ­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­დე­ბა. მაგ­რამ, რო­ცა პრო­ექ­ტი ოფი­ცი­ა­ლურ სა­ხეს მი­ი­ღებს, შე­ვა­ფა­სებთ რო­გორც მო­ცე­მუ­ლო­ბას, ისე მის შე­დე­გებს — მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გებს, მა­თი ჩარ­თუ­ლო­ბის ხა­რისხს, მო­ტი­ვა­ცი­ას. მშობ­ლე­ბის­თ­ვის აუცი­ლებ­ლად გვექ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი კითხ­ვა­რი, მა­თი აზ­რი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, რად­გან, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სწო­რედ ისი­ნი არი­ან დამ­კ­ვე­თე­ბი. მათ სურთ, ამ გა­კე­თი­ლე­ბით შვი­ლებ­მა ქარ­თუ­ლი იდენ­ტო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვე­თან­ხ­მე­ბით დი­ას­პო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ინი­ცი­ა­ტო­რებს, რომ ეს მარ­თ­ლაც საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო საქ­მეა. ძა­ლი­ან ბევ­რი, ათა­სო­ბით ქარ­თ­ვე­ლი ცხოვ­რობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს საზღ­ვ­რებს გა­რეთ და, სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მათ შვი­ლებს ჩვენ ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლა­ში და­ვეხ­მა­რე­ბით.
რაც შე­ე­ხე­ბა კრე­დიტ-ქუ­ლებს, სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტით მას­წავ­ლებ­ლებს ვერ მი­ვა­ნი­ჭებთ, რად­გა­ნაც მხო­ლოდ ერ­თი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბი­ან პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლე­ბი, თუმ­ცა სა­მო­მავ­ლოდ დის­ტან­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბი აუცი­ლებ­ლად აისა­ხე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა­ში, რის­თ­ვი­საც შე­სა­ბა­მი­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი მი­ი­ღე­ბენ ხოლ­მე კრე­დიტ-ქუ­ლებს. ძა­ლი­ან მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და მონ­დო­მე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი შე­ვარ­ჩი­ეთ, ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხელ­ფასს გა­და­ვუხ­დით და ეს გა­მოც­დი­ლე­ბა მათ რე­ზი­უ­მე­შიც  აუცი­ლებ­ლად აისა­ხე­ბა.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N