გამოდის 1998 წლიდან
2017-11-16
ენი­სა და მეტყ­ვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღ­ვე­ვა ბავ­შ­ვებ­ში


მეტყ­ვე­ლე­ბა არის ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ფუნ­ქ­ცია, რო­მე­ლიც გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, და­ვამ­ყა­როთ ეფექ­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან. ენი­სა და მეტყ­ვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა არის დრო­ში გან­ფე­ნი­ლი პრო­ცე­სი, რომ­ლის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პე­რი­ო­დია და­ბა­დე­ბი­დან 5 წლამ­დე ასა­კი. ბავ­შ­ვი იბა­დე­ბა თან­და­ყო­ლი­ლი უნა­რით იმი­სათ­ვის, რომ იმეტყ­ვე­ლოს, მაგ­რამ თუ და­ბა­დე­ბი­დან პირ­ვე­ლი ხუ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­მოჩ­ნ­დე­ბა ისეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, სა­დაც მეტყ­ვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის უკი­დუ­რე­სად არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო პი­რო­ბე­ბია, ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ამ უნარს პრაქ­ტი­კუ­ლად კარ­გავს. ამის მა­გა­ლი­თია ინ­დო­ეთ­ში მომ­ხ­და­რი შემ­თხ­ვე­ვა, რო­დე­საც იპო­ვეს ჯუნ­გ­ლებ­ში და­კარ­გუ­ლი ბავ­შ­ვი. მის­თ­ვის მეტყ­ვე­ლე­ბის სწავ­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და იმის გა­მო, რომ უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბის სენ­სი­ტი­უ­რი პე­რი­ო­დი უკ­ვე გან­ვ­ლი­ლი იყო.
შე­სა­ბა­მი­სად, აქე­დან მო­რა­ლი ჩვენ­თ­ვი­საც — პირ­ვე­ლი ხუ­თი წე­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ იმის­თ­ვის, რა­თა გან­ვა­ვი­თა­როთ ბავ­შ­ვის ენა და მეტყ­ვე­ლე­ბა. ხუ­თი წლის შემ­დე­გაც ხდე­ბა ენი­სა და მეტყ­ვე­ლე­ბის თან­და­თა­ნო­ბით დახ­ვე­წა, მაგ­რამ ძი­რი­თა­დი მო­ცე­მუ­ლო­ბა პირ­ვე­ლი ხუ­თი წლის მან­ძილ­ზე ყა­ლიბ­დე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან სწრა­ფად ივ­სე­ბა ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გი. გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლია, თუ რა სის­წ­რა­ფით ით­ვი­სებს ტი­პუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვი ახალ სიტყ­ვებს. ხში­რად საკ­მა­რი­სია ერ­თხელ მა­ინც მო­ის­მი­ნოს სიტყ­ვა, რომ ის უკ­ვე მის ლექ­სი­კურ მა­რაგ­შია გა­და­სუ­ლი.

— რო­გო­რია ენი­სა და მეტყ­ვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ასა­კობ­რი­ვი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი და რა ასაკ­ში შე­იძ­ლე­ბა იჩი­ნოს თა­ვი ბავ­შ­ვის მეტყ­ვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში სირ­თუ­ლე­ებ­მა ?
— ენი­სა და მეტყ­ვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დი­ა­პა­ზო­ნი საკ­მა­ოდ ფარ­თოა. და­ახ­ლო­ე­ბით 10 თვი­დან 18 თვემ­დე ბავ­შ­ვ­მა ცალ­კე­უ­ლი სიტყ­ვე­ბი უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოს. 18 თვი­დან 2 წლის ასა­კამ­დე უკ­ვე ორი სიტყ­ვა უნ­და გა­და­ა­ბას. შემ­დეგ კი რთულ­დე­ბა და რთულ­დე­ბა. რე­ცეპ­ტუ­ლი ენა, ანუ მი­მარ­თუ­ლი მეტყ­ვე­ლე­ბის გა­გე­ბა უფ­რო ად­რე ვი­თარ­დე­ბა. ბავ­შ­ვი სა­ნამ თქმას ის­წავ­ლის, იქამ­დე აღიქ­ვამს სიტყ­ვებს. ამის სა­ი­ლუს­ტ­რა­ცი­ოდ მო­გიყ­ვანთ სა­ხა­ლი­სო მა­გა­ლითს. სპე­ცი­ა­ლის­ტი ეუბ­ნე­ბა პა­ტა­რა ნი­კო­ლოზს: „ნა­ხე, ნი­კო­ლოზ, თევ­ზი“. ბავ­შ­ვი ეუბ­ნე­ბა: „თე­სი“. სპე­ცი­ა­ლის­ტი ეკითხე­ბა: თე­სი?, „არა, თე-სი“ — გი­მარ­ც­ვ­ლავს. სმე­ნით აღიქ­ვამს, რომ თევ­ზია და არა თე­სი, მაგ­რამ ვერ გის­წო­რებს. ეს არის, რო­დე­საც რე­ცეპ­ტუ­ლი ენის გან­ვი­თა­რე­ბა უს­წ­რებს ექ­ს­პ­რე­სი­ულს. მაგ­რამ დარ­ღ­ვე­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ რე­ცეპ­ტუ­ლი ენა დე­ფი­ცი­ტუ­რია, ექ­ს­პ­რე­სი­უ­ლი ენაც მიყ­ვე­ბა აუცი­ლებ­ლად. რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნე, არის კი­დევ არ­ტი­კუ­ლა­ცი­ის დარ­ღ­ვე­ვა, რო­დე­საც არც ერ­თი ენობ­რი­ვი კომ­პო­ნენ­ტი არ არის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ ბავ­შ­ვი ვერ გა­მოთ­ქ­ვამს არ­ტი­კუ­ლე­მებს მი­სი ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად. ეს არ ნიშ­ნავს, რომ 2 და 3 წლის ბავშვს უნ­და მოვ­თხო­ვოთ გა­მარ­თუ­ლი არ­ტი­კუ­ლა­ცია, მაგ­რამ, და­ახ­ლო­ე­ბით, 6- 7 წლის ასაკ­ში უკ­ვე ყვე­ლა­ფე­რი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი უნ­და იყოს.
მშობ­ლებ­მა და პე­და­გო­გებ­მა, პირ­ვე­ლი ხუ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, უნ­და მი­აქ­ცი­ონ ყუ­რადღე­ბა, თუ ბავ­შ­ვის ენი­სა და მეტყ­ვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში რა­ღაც ნორ­მას­თან შე­უ­სა­ბა­მო ხდე­ბა. მაგ. ქარ­თულ კულ­ტუ­რა­ში მი­ღე­ბუ­ლია — ბი­ჭია და ალა­პა­რაკ­დე­ბა. ბავ­შ­ვე­ბი დი­დი ხნის მან­ძილ­ზე ვერ ლა­პა­რა­კობ­დ­ნენ და მა­თი უნა­რე­ბი თან­და­თა­ნო­ბით გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა ხოლ­მე. არ­სე­ბობს კვლე­ვე­ბი, რო­მე­ლიც გვე­უბ­ნე­ბა, რომ ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც მეტყ­ვე­ლე­ბის ესა თუ ის პრობ­ლე­მა უფიქ­სირ­დე­ბათ, სამ კა­ტე­გო­რი­ა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­ერ­თი­ან­დ­ნენ. ესე­ნია: გვი­ან გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი; გვი­ან ამეტყ­ვე­ლე­ბუ­ლი;  მეტყ­ვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე.
აი, ზუს­ტად ის გვი­ან გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი არი­ან ის კა­ტე­გო­რია, რო­მე­ლიც თით­ქ­მის ჩუ­მა­დაა, პირ­ვე­ლი ორი წლის მან­ძილ­ზე. ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გის გა­ფარ­თო­ე­ბის და­ბა­ლი ტემ­პი აქვთ, 2 წლის შემ­დეგ საგ­რ­ძ­ნობ­ლად აუმ­ჯო­ბე­სე­ბენ მას და მე­სა­მე და­ბა­დე­ბის დღე­ზე უკ­ვე ნორ­მა­ლუ­რად გან­ვი­თა­რე­ბულ თა­ნა­ტო­ლებს უტოლ­დე­ბი­ან (რეს­კორ­ლა და სხვ., 2000). ეს ის კა­ტე­გო­რიაა, რო­მელ­ზე­დაც ამ­ბო­ბენ ხოლ­მე, რომ და­ა­ცა­დეთ და ალა­პა­რაკ­დე­ბა. რო­გორ უნ­და მივ­ხ­ვ­დეთ, ბავ­შ­ვი ალა­პა­რაკ­დე­ბა თუ ეს პრობ­ლე­მაა და შე­სა­ბა­მი­სი ჩა­რე­ვა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ?! არის კვლე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც გვიჩ­ვე­ნებს იმ ბავ­შ­ვებს, ვის­თა­ნაც შეგ­ვიძ­ლია მეტ­ნაკ­ლე­ბად მშვი­დად ვი­ყოთ და რომ­ლებ­საც თა­ვი­სით გა­ნუ­ვი­თარ­დე­ბა ენა და მეტყ­ვე­ლე­ბა.
პირ­ვე­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია ის, რომ ბავშვს არ უნ­და ჰქონ­დეს მი­მარ­თუ­ლი მეტყ­ვე­ლე­ბის გა­გე­ბის პრობ­ლე­მა. შე­იძ­ლე­ბა ბავ­შ­ვი ვერ ლა­პა­რა­კობ­დეს, მაგ­რამ, ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა ნი­უ­ან­სით უნ­და აღიქ­ვამ­დეს რი­სი თქმა უნ­და მო­ლა­პა­რა­კეს, ყო­ველ­გ­ვა­რი ჟეს­ტის და მი­თი­თე­ბის გა­რე­შე. არის ხოლ­მე შემ­თხ­ვე­ვა, რო­დე­საც მშო­ბელს ვე­კითხე­ბით, აღიქ­ვამს ბავ­შ­ვი თქვენს ნა­ლა­პა­რა­კევს? ის გვაძ­ლევს და­დე­ბით პა­სუხს. მაგ­რამ აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რომ ბავ­შ­ვი გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის ჟეს­ტე­ბით, მი­მი­კით, კონ­ტექ­ს­ტით ხვდე­ბა, თუ რას ითხო­ვენ მის­გან, ხო­ლო სიტყ­ვი­ერ მი­მარ­თ­ვას, ყვე­ლა­ნა­ი­რი მი­ნიშ­ნე­ბის გა­რე­შე, ვერ აღიქ­ვამს. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბავშვს აქვს მი­მარ­თუ­ლი მეტყ­ვე­ლე­ბის, იგი­ვე რე­ცეპ­ტუ­ლი ენის გან­ვი­თა­რე­ბის პრობ­ლე­მა, შე­სა­ბა­მი­სად, ვერ და­ვე­ლო­დე­ბით, რომ თა­ვი­სით გა­ნუ­ვი­თარ­დე­ბა უნა­რე­ბი და აუცი­ლე­ბე­ლია სპე­ცი­ა­ლის­ტის დახ­მა­რე­ბა.
მე­ო­რეა ჟეს­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც თან ახ­ლავს ბავ­შ­ვის მეტყ­ვე­ლე­ბას. სიმ­ბო­ლუ­რი, პი­რო­ბი­თი ჟეს­ტე­ბის გა­გე­ბა არ უნ­და იყოს პრობ­ლე­მუ­რი. თუ ეს ორი ას­პექ­ტი რე­ცეპ­ტუ­ლი ენი­სა და ჟეს­ტე­ბის გა­გე­ბა წეს­რიგ­შია, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შეგ­ვიძ­ლია ვი­ქო­ნი­ოთ იმე­დი, რომ ბავ­შ­ვი თა­ვი­სით ალა­პა­რაკ­დე­ბა. თუმ­ცა, მე პი­რა­დად, რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტი და რო­გორც მშო­ბე­ლი, ყვე­ლას ვურ­ჩევ, რომ, თუნ­დაც სახ­ლის პი­რო­ბებ­ში, აუცი­ლებ­ლად იზ­რუ­ნონ ბავ­შ­ვის ენი­სა და მეტყ­ვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. შე­უქ­მ­ნან ბავშვს გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლი ენობ­რი­ვი გა­რე­მო.
— რო­გო­რია კვლე­ვის შე­დე­გე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და­სავ­ლეთ­ში და ჩვენ­თან?
— თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­ში ძალ­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რია ტექ­ნი­კის გავ­ლე­ნის კვლე­ვა ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ კვლე­ვას, რო­მე­ლიც ჯერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის. დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე გა­გაც­ნობთ შე­დე­გებს. და­სავ­ლეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, თუ ბავშვს ოდ­ნავ მა­ინც უფიქ­სირ­დე­ბა ენი­სა და მეტყ­ვე­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბი, ტექ­ნი­კას­თან (იქ­ნე­ბა ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბა, კომ­პი­უ­ტერ­ზე თა­მა­ში, ტე­ლე­ფო­ნი­თა და ტაბ­ლე­ტით და­კა­ვე­ბა და ა.შ.) უმეთ­ვალ­ყუ­რე­ოდ გა­ტა­რე­ბუ­ლი დი­დი დრო დამ­ღუპ­ვე­ლად მოქ­მე­დებს ამ ბავ­შ­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. მშობ­ლე­ბი ცო­ტა სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რე­ბენ ამ მო­საზ­რე­ბას. მე პი­რა­დად, ამ თე­მას ორი პო­ზი­ცი­ი­დან აღ­ვიქ­ვამ, რო­გორც მშობ­ლის და რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტის. ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლია, რომ ბავ­შ­ვი დას­ვა კომ­პი­უ­ტერ­თან ან ტე­ლე­ფონ­თან, არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. იფიქ­რო, რომ უსაფ­რ­თხოდ არის და მშო­ბელ­მა მშვი­დად მი­ხე­დო შენს საქ­მეს. თუმ­ცა ამას ძა­ლი­ან დი­დი ზი­ა­ნის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია ბავ­შ­ვი­სათ­ვის, გან­სა­კუთ­რე­ბით ენი­სა და მეტყ­ვე­ლე­ბის გან­ვით­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ბავ­შ­ვი ამ დროს ძი­რი­თა­დად გა­დარ­თუ­ლია ვი­ზუ­ა­ლუ­რი გამ­ღი­ზი­ა­ნებ­ლე­ბის აღ­ქ­მა­ზე, იმ შემ­თხ­ვე­ვა­შიც კი, რო­დე­საც უყუ­რებს ქარ­თუ­ლე­ნო­ვან მულ­ტ­ფილმს ან ვი­დე­ორ­გოლს, რად­გან არა­ვერ­ბა­ლუ­რი უნა­რე­ბი მი­სი ძლი­ე­რი მხა­რეა, ხო­ლო ვერ­ბა­ლუ­რი უნა­რე­ბი — სუს­ტი. ხაზ­გა­სას­მე­ლია ისიც, რომ მეტყ­ვე­ლე­ბა რე­ციპ­რო­კუ­ლი პრო­ცე­სია, ანუ რო­დე­საც კომ­პი­უ­ტე­რი „გე­ლა­პა­რა­კე­ბა“ უკუ­კავ­შირს არ გთხოვს. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში მეტყ­ვე­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა ძა­ლი­ან ფერ­ხ­დე­ბა. ენი­სა და მეტყ­ვე­ლე­ბის სრულ­ყო­ფი­ლად გან­ვი­თა­რე­ბას სჭირ­დე­ბა ცოცხალ ადა­მი­ან­თან რე­ა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია. შე­სა­ბა­მი­სად, ამ კა­ტე­გო­რი­ის ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის ტექ­ნი­კას­თან გა­ტე­რე­ბუ­ლი დრო და­კარ­გუ­ლია მა­თი ენი­სა და მეტყ­ვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. ტექ­ნი­კის სარ­გებ­ლი­სა თუ საფ­რ­თხის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას მშობ­ლებს ხში­რად აქვთ ხოლ­მე კონ­ტ­რარ­გუ­მენ­ტი, რომ ბავ­შ­ვ­მა ის­წავ­ლა თვლა და სიმ­ღე­რა ინ­გ­ლი­სუ­რად. ჩათ­ვა­ლეთ, რომ ერ­თი ინ­გ­ლი­სუ­რი სიტყ­ვის სწავ­ლით მან 50-100 სიტყ­ვა და­კარ­გა ქარ­თუ­ლად.
ერ­თი შე­ხედ­ვით, ბევრ კვლე­ვას იპო­ვით, რო­მე­ლიც გე­უბ­ნე­ბათ, რომ ტექ­ნი­კა ხელს უწყობს ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბას. მაგ­რამ იქ აუცი­ლებ­ლად უნ­და ნა­ხოთ რა ასა­კის ბავ­შ­ვ­ზეა სა­უ­ბა­რი და ტექ­ნი­კის რო­გორ მოხ­მა­რე­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი. რო­გორც წე­სი, სა­უ­ბა­რია: სკო­ლამ­დე­ლი ან დაწყე­ბი­თი სას­კო­ლო ასა­კის ბავ­შ­ვებ­ზე, მშობ­ლის ან მზრუნ­ვე­ლის დახ­მა­რე­ბით კონ­ტ­რო­ლი­რე­ბულ პრო­ცეს­ზე, კონ­კ­რე­ტუ­ლი ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის შექ­მ­ნილ აპ­ლი­კა­ცი­ებ­ზე, ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე შეზღუ­დუ­ლი, კონ­კ­რე­ტუ­ლი დრო­ით. არა უმეთ­ვალ­ყუ­რე­ოდ და უკონ­ტ­რო­ლოდ მიშ­ვე­ბულ პრო­ცეს­ზე. ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც მშობ­ლე­ბის თქმით, მა­თი 1-2 წლის ბავ­შ­ვე­ბი გაღ­ვი­ძე­ბი­დან და­ძი­ნე­ბამ­დე, ჭა­მის ჩათ­ვ­ლით, სულ უყუ­რე­ბენ ეკ­რანს. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არ­სე­ბობს ძა­ლი­ან დი­დი ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ ტექ­ნი­კა მავ­ნე ზე­გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.
არის კი­დევ ერ­თი პრობ­ლე­მა — ყო­ველ­თ­ვის იქ­ნე­ბა მშო­ბე­ლი, რო­მე­ლიც იტყ­ვის: „აი, ჩე­მი ნაც­ნო­ბის ბავ­შ­ვიც ესეა, მაგ­რამ იმი­სი მეტყ­ვე­ლე­ბა პრობ­ლე­მუ­რი არ არის“. პა­სუ­ხი არის ის, რომ ტექ­ნი­კა ცა­რი­ელ ად­გილ­ზე არა­ფერს არ შვე­ბა, მაგ­რამ თუ ენა და მეტყ­ვე­ლე­ბა ოდ­ნავ მა­ინც სუს­ტი მხა­რეა, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მი­ნი­მა­ლუ­რი დე­ფი­ცი­ტი შე­იძ­ლე­ბა ძლი­ერ დარ­ღ­ვე­ვად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს. ამი­ტომ სჯობს, რომ მო­ვა­რი­დოთ ბავ­შ­ვებს ტექ­ნი­კუ­რი ხელ­საწყო­ე­ბი. თუ ვერ ვა­ხერ­ხებთ ამას, მა­შინ ჯო­ბია ჩვენს სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ვი­ყე­ნოთ ეს პრო­ცე­სი, მა­გა­ლი­თად, ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, დავ­ს­ხ­დეთ ერ­თად, გა­ვახ­მო­ვა­ნოთ, და­ვუს­ვათ კითხ­ვე­ბი, გა­მო­ვი­ყე­ნოთ სი­უ­ჟე­ტი ბავ­შ­ვის თხრო­ბი­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. ტექ­ნი­კის ზე­გავ­ლე­ნა არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და მტკივ­ნე­უ­ლი თე­მა რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ასე­ვე მსოფ­ლოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში.
— რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ბავ­შ­ვის მეტყ­ვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღ­ვე­ვის მი­ზე­ზი?
— ენი­სა და მეტყ­ვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღ­ვე­ვე­ბი ესაა ჰე­ტე­რო­გე­ნუ­რი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც, თა­ვის მხრივ, სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის დარ­ღ­ვე­ვე­ბის­გან შედ­გე­ბა. ეს არის რე­ცეპ­ტუ­ლი ენის გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღ­ვე­ვა (ამ დროს ბავშვს უჭირს მი­მარ­თუ­ლი ენის აღ­ქ­მა), ექ­ს­პ­რე­სი­უ­ლი ენის დარ­ღ­ვე­ვა (რო­დე­საც ბავ­შ­ვი კარ­გად აღიქ­ვამს ნა­ლა­პა­რა­კებს, მაგ­რამ თვი­თონ ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად ვერ ლა­პა­რა­კობს), არ­ტი­კუ­ლა­ცი­ის დარ­ღ­ვე­ვა (რო­დე­საც ბავშვს უჭირს ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად სხვა­დას­ხ­ვა ბგე­რე­ბის გა­მოთ­ქ­მა), გარ­და ამი­სა, გვაქვს კი­დევ მეტყ­ვე­ლე­ბის რით­მულ-მე­ლო­დი­უ­რი სტრუქ­ტუ­რის დარ­ღ­ვე­ვა, მა­გა­ლი­თად, ენა­ბორ­ძი­კო­ბა, უწეს­რი­გო მეტყ­ვე­ლე­ბა.
ენი­სა და მეტყ­ვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღ­ვე­ვის მი­ზე­ზე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა ასე ცალ­სა­ხად ვერ ხერ­ხ­დე­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბობს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი თე­ო­რი­ე­ბი. ბი­ო­ლო­გი­ურ თე­ო­რი­ებ­ში სა­უ­ბა­რია გე­ნე­ტი­კურ მიდ­რე­კი­ლე­ბა­ზე. ასე­ვე მეტყ­ვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა შე­ა­ფერ­ხოს შუა ყუ­რის ან­თე­ბამ. ამ დროს შე­იძ­ლე­ბა შე­ფერ­ხ­დეს რე­ცეპ­ტუ­ლი ენის გან­ვი­თა­რე­ბა, მაგ­რამ რო­გორც კი მო­იხ­ს­ნე­ბა ეს პრობ­ლე­მა, მეტყ­ვე­ლე­ბის პრობ­ლე­მაც ალაგ­დე­ბა. ფსი­ქო­ლო­გი­ურ თე­ო­რი­ებ­ში, მა­გა­ლი­თად, სა­უ­ბა­რია სმე­ნი­თი აღ­ქ­მის მო­ცუ­ლო­ბის შე­ვიწ­რო­ვე­ბა­ზე, რის გა­მოც ვერ ხერ­ხ­დე­ბა ერ­თ­ბა­შად მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის აღ­ქ­მა. შე­იძ­ლე­ბა სუქ­ცე­სი­უ­რი გა­და­მუ­შა­ვე­ბა არის პრობ­ლე­მუ­რი, რის გა­მოც თან­მიმ­დევ­რუ­ლი წყო­ბა ვერ აღიქ­მე­ბა და შე­დე­გად ვი­ღებთ ენის გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღ­ვე­ვას. მე პი­რა­დად, ამ ყვე­ლა­ფერს და­ვა­მა­ტებ­დი ტექ­ნი­კას, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა უშუ­ა­ლო გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზი არ არის, მაგ­რამ ხელს უწყობს ენი­სა და მეტყ­ვე­ლე­ბის და არა მხო­ლოდ ენი­სა და მეტყ­ვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღ­ვე­ვას. მა­გა­ლი­თად, ბავშვს სიძ­ნე­ლე­ე­ბი აქვს მო­ტო­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, იმის მა­გივ­რად, რომ იხო­ხოს, იფორ­თხოს, ბევ­რი იმოძ­რა­ოს, ერთ ად­გილ­ზე ზის, უყუ­რებს ეკ­რანს, ვე­ღარ ვარ­ჯიშ­დე­ბა მო­ტო­რი­კა და ფერ­ხ­დე­ბა გან­ვი­თა­რე­ბა. ტექ­ნი­კას­თან ინ­ტენ­სი­ურ­მა „ურ­თი­ერ­თო­ბამ“ შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს მხედ­ვე­ლო­ბი­სა და წო­ნის პრობ­ლე­მე­ბიც.
— რო­გო­რია ენი­სა და მეტყ­ვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის პრო­ცე­სი?
— თა­ვად დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის პრო­ცე­სი შედ­გე­ბა სხვა­დას­ხ­ვა ას­პექ­ტე­ბი­სა­გან. საწყის ეტაპ­ზე, აუცი­ლე­ბე­ლია მშობ­ლის ნა­ხევ­რად სტურ­ქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვიუ, რო­მე­ლიც ტარ­დე­ბა ბავ­შ­ვის გა­რე­შე. ამ დროს ვი­ღებთ ღი­რე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ბავ­შ­ვის შე­სა­ხებ, მუც­ლად ყოფ­ნის პე­რი­ო­დი­დან დაწყე­ბუ­ლი მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. შემ­დ­გომ­ში ვი­ბა­რებთ ბავშვს. ბავ­შ­ვის ენობ­რი­ვი უნა­რე­ბის შე­ფა­სე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა რო­გორც სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი ტეს­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, ასე­ვე ბავ­შ­ვ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა. ენი­სა და მეტყ­ვე­ლე­ბის დარ­ღ­ვე­ვე­ბი არ რის რთუ­ლად სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო. თუმ­ცა, გარ­კ­ვე­ულ სირ­თუ­ლე­ებს ვაწყ­დე­ბით რე­ცეპ­ტუ­ლი ენის გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღ­ვე­ვის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბი­სას. პა­ტა­რა ასაკ­ში რე­ცეპ­ტუ­ლი ენის გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე ბავ­შ­ვი და აუტიზ­მის სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვი ძა­ლი­ან გავს ერ­თ­მა­ნეთს. ჩვენს დას­კ­ვ­ნებ­ში ხში­რად ნა­ხავთ ჩა­ნა­წერს, რომ ბავშვს აღე­ნიშ­ნე­ბა აუტიზ­მის სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბის ნიშ­ნე­ბი და რე­ცეპ­ტუ­ლი ენის გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღ­ვე­ვა, ანუ ორი­ვე სა­ვა­რა­უ­დო მდგო­მა­რე­ო­ბა იწე­რე­ბა ხოლ­მე. მე­რე, რო­დე­საც ტექ­ნი­კას მო­ა­შო­რებ და მუ­შა­ო­ბას და­იწყებ, ჩანს რო­მე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვა ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბა. არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც დი­აგ­ნო­ზის დას­მა სწრა­ფა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც მშო­ბელს პირ­და­პირ ვუხ­ს­ნით, რომ სუ­რა­თი არ არის ნა­თე­ლი, ამ ეტაპ­ზე, სა­ვა­რა­უ­დო მდგო­მა­რე­ო­ბას გი­წერთ და დაკ­ვირ­ვე­ბის პრო­ცეს­ში და­ზუს­ტ­დე­ბა დი­აგ­ნო­ზი. ეს მთელ მსოფ­ლი­ო­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა. ზო­გა­დად, ექ­ს­პ­რე­სი­უ­ლი ენის გან­ვი­თა­რე­ბა, არ არის რთუ­ლად სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო. არც არ­ტი­კუ­ლა­ცი­ის სპე­ცი­ფი­კუ­რი დარ­ღ­ვე­ვის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბაა ხოლ­მე პრობ­ლე­მა. არ­ტი­კუ­ლა­ცი­ის სპე­ცი­ფი­კუ­რი დარ­ღ­ვე­ვის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ის, რომ ყვე­ლა­ფე­რი უნ­და იყოს ძა­ლი­ან კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და იყოს ეს შე­ფერ­ხე­ბა იზო­ლი­რე­ბუ­ლად გა­მო­ხა­ტუ­ლი. თუ ენი­სა და მეტყ­ვე­ლე­ბის სპე­ცი­ფი­კურ დარ­ღ­ვე­ვებ­ზეა სა­უ­ბა­რი, ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სხვა უნა­რე­ბი კარ­გად არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და იზო­ლი­რე­ბუ­ლად, ენა და მეტყ­ვე­ლე­ბა ირ­ღ­ვე­ვა. არა­ვერ­ბა­ლუ­რი უნა­რე­ბი კარ­გია, ენა და მეტყ­ვე­ლე­ბაა დარ­ღ­ვე­უ­ლი, ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში — რე­ცეპ­ტუ­ლი, მე­ო­რე შემ­თხ­ვე­ვა­ში — რე­ცეპ­ტულ-ექ­ს­პ­რე­სი­უ­ლი.
— რო­გო­რია მეტყ­ვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პერ­ს­პექ­ტი­ვა?
მშობ­ლე­ბის მხრი­დან ძა­ლი­ან ხში­რად დას­მუ­ლი კითხ­ვაა ხოლ­მე, რა შე­დე­გი გვექ­ნე­ბა და რო­დის. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ ხან­გ­რ­ძ­ლი­ვია. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია ბავ­შ­ვ­ზე და დარ­ღ­ვე­ვის ტიპ­ზე. მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, მშო­ბე­ლი რამ­დე­ნად სის­ტე­მა­ტუ­რად ატა­რებს და არ გა­აც­დენს სპე­ცი­ა­ლის­ტ­თან შეხ­ვედ­რებს. ასე­ვე მშო­ბე­ლი რამ­დე­ნად შე­ას­რუ­ლებს სპე­ცი­ა­ლის­ტის რე­კო­მენ­და­ცი­ებს. არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც მშო­ბე­ლი 3 თვე­ში ხე­დავს, რომ თვალ­სა­ჩი­ნო ცვლი­ლე­ბე­ბია. დი­დი ხნის პრაქ­ტი­კა მაძ­ლევს იმის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ სპე­ცი­ა­ლის­ტის ჩა­რე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში და­დე­ბი­თი შე­დე­გი იქ­ნე­ბა აუცი­ლებ­ლად, მაგ­რამ და­ზუს­ტე­ბით, რამ­დენ ხან­ში იქ­ნე­ბა შე­დე­გი, ეს ძა­ლი­ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და ამა­ზე წი­ნას­წარ ლა­პა­რა­კი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.
ენი­სა და მეტყ­ვე­ლე­ბის დარ­ღ­ვე­ვე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ვმუ­შა­ობთ ენი­სა და მეტყ­ვე­ლე­ბის თე­რა­პევ­ტე­ბი და ნე­ი­როფ­სი­ქო­ლო­გე­ბი. ნე­ი­როფ­სი­ქო­ლო­გე­ბი, ძი­რი­თა­დად, ვმუ­შა­ობთ, რო­დე­საც ენა და მეტყ­ვე­ლე­ბა სხვა კოგ­ნი­ტურ ფუნ­ქ­ცი­ებ­თან ერ­თად არის დარ­ღ­ვე­უ­ლი. ნე­ი­როფ­სი­ქო­ლო­გებს ჩვე­ნი მე­თო­დე­ბი გვაქვს, ლო­გო­პე­დებ­სა და ენი­სა და მეტყ­ვე­ლე­ბის თე­რა­პევ­ტებს — თა­ვი­სი. ჩვენ მო­დე­ლი­რე­ბის ტი­პით ვმუ­შა­ობთ, ანუ ვთა­ვა­ზობთ კონ­კ­რე­ტულ მო­დელს რო­გორ უნ­და თქვას. ვას­მე­ნი­ნებთ და „ყურ­ში ვუ­ჯენთ“ სწორ მო­დე­ლებს. ლო­გო­პე­დებს აქვთ იმი­ტა­ცი­უ­რი მო­დე­ლი, ანუ მე ვიტყ­ვი და შენ გა­ი­მე­ო­რე. ნე­ი­როფ­სი­ქო­ლო­გებს მი­აჩ­ნით, რომ, რო­დე­საც რო­მე­ლი­მე უნა­რი არის დე­ფი­ცი­ტუ­რი, იქ არ უნ­და და­ა­ძა­ლო ბავშვს, აქ და ახ­ლა­ვე გა­ი­მე­ო­როს მოს­მე­ნი­ლი. უნებ­ლიე დო­ნე­ზე გა­დაგ­ვ­ყავს მეტყ­ვე­ლე­ბის პრო­ცე­სი. ბავ­შ­ვი თა­მა­შობს, სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბებ­შია ჩარ­თუ­ლი, სწორ მო­დე­ლებს ვთა­ვა­ზობთ და პრობ­ლე­მურ კომ­პო­ნენ­ტ­ზე ვკონ­კ­რეტ­დე­ბით ხოლ­მე, იქ­ნე­ბა ეს პრაგ­მა­ტუ­ლი, ფო­ნო­ლო­გუ­რი, ფო­ნე­მა­ტუ­რი, მორ­ფო­ლო­გი­უ­რი თუ სინ­ტაქ­სის კომ­პო­ნენ­ტი. ენი­სა და მეტყ­ვე­ლე­ბის თე­რა­პევ­ტე­ბი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მით მუ­შა­ო­ბენ. „აქ და ამ­ჟა­მად“ პრინ­ცი­პით, მე ვიტყ­ვი და შენ გა­ი­მე­ო­რე. კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, ორი­ვე მიდ­გო­მა ეფექ­ტუ­რია. უბ­რა­ლოდ, იგი­ვე კვლე­ვე­ბი დას­ძე­ნენ, რომ ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც მო­დე­ლი­რე­ბის მე­თო­დი იქ­ნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, უფ­რო ხა­ლი­სი­ა­ნე­ბი და ემო­ცი­უ­რად უფ­რო ლა­ღე­ბი არი­ან. უფ­რო იოლად ხდე­ბა შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნის გა­და­ტა­ნა და გე­ნე­რა­ლი­ზე­ბა სხვა­დას­ხ­ვა სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში. თუმ­ცა, აღი­ა­რე­ბუ­ლი ფაქ­ტია, რომ ორი­ვე მე­თო­დით მუ­შა­ო­ბა ეფექ­ტუ­რია.
— რა რჩე­ვებს მის­ცემ­დით მშობ­ლებს, რომ­ლე­ბიც მსგავ­სი სირ­თუ­ლის წი­ნა­შე დგა­ნან?
— მშობ­ლებს ვურ­ჩევ, დი­დი დრო გა­ა­ტა­რონ სა­კუ­თარ შვი­ლებ­თან. ბევ­რი ელა­პა­რა­კონ. ოღონდ აქ მა­ინც ზო­მი­ე­რე­ბაა და­სა­ცა­ვი. თუ ენი­სა და მეტყ­ვე­ლე­ბის კარ­გი გან­ვი­თა­რე­ბა აქვს ბავშვს და ზედ­მე­ტად დავ­ტ­ვირ­თავთ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით, ზედ­მეტ სტი­მუ­ლი­რე­ბას გა­ვუ­კე­თებთ მის მეტყ­ვე­ლე­ბას, ენა­ბორ­ძი­კო­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა მო­ვახ­დი­ნოთ. რაც შე­იძ­ლე­ბა უნ­და მო­ვა­რი­დოთ ტექ­ნი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბებს და ის დრო, რო­ცა ბავ­შ­ვი და­კა­ვე­ბუ­ლია ტექ­ნი­კას­თან ჯდო­მით, გა­მო­ვი­ყე­ნოთ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სათ­ვის. ჩვენ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ბავ­შ­ვი­სათ­ვის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი აქ­ტი­ვო­ბაა და უნებ­ლიე დო­ნე­ზე მეტყ­ვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს. ბავშვს უნ­და მო­ვარ­გოთ ჩვე­ნი სა­უბ­რის მა­ნე­რა. მშო­ბე­ლი ბავშვს უნ­და ესა­უბ­რე­ბო­დეს ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად. პა­ტა­რა ასა­კის ბავ­შ­ვ­თან არ უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ ძა­ლი­ან რთუ­ლი კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ის წი­ნა­და­დე­ბე­ბი, თუმ­ცა „ენის მოჩ­ლე­ქა“ კა­ტე­გო­რი­უ­ლად იკ­რ­ძა­ლე­ბა. სა­უბ­რის ჟღე­რა­დო­ბა გა­და­დის ბავ­შ­ვის მეტყ­ვე­ლე­ბა­ში. ეს და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი, „ენის მოჩ­ლე­ქით“ ნათ­ქ­ვა­მი გა­და­დის ბავ­შ­ვის ლექ­სი­კა­ში და რჩე­ბა მის მეტყ­ვე­ლე­ბა­ში ძა­ლი­ან დიდ­ხანს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მეტყ­ვე­ლე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბა სახ­ლის პი­რო­ბებ­ში. სა­სურ­ვე­ლია, მშო­ბელ­მა რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ელა­პა­რა­კოს ბავშვს, გა­ახ­მო­ვა­ნოს გა­რე­მო­ში არ­სე­ბუ­ლი საგ­ნე­ბი და მოვ­ლე­ნე­ბი. მა­გა­ლი­თად, ქუ­ჩა­ში: „ნა­ხე, წი­თელ­მა მან­ქა­ნამ გა­ი­ა­რა, ეს მან­ქა­ნა უფ­რო პა­ტა­რაა, ეს უფ­რო დი­დია; ან მო­დი, გზა­ზე გა­და­ვი­დეთ; ამ გო­გოს ჭრე­ლი კა­ბა აც­ვია“. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია წა­ვუ­კითხოთ წიგ­ნე­ბი, აღ­ვ­წე­როთ და გა­ვახ­მო­ვა­ნოთ ნა­ხა­ტე­ბი.

შო­რე­ნა მა­მუ­კა­ძე
ფსი­ქო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის,
ფსი­ქო­ლო­გი­ი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი
geopsychology.ge

25-28(942)N