გამოდის 1998 წლიდან
2017-11-09
21-ე სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი სკო­ლის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი


2017 წლის 15 მარტს ეს­ტო­ნე­თის მთავ­რო­ბა­სა და გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონდს შო­რის ხე­ლი მო­ე­წე­რა ურ­თი­ერ­თ­გა­გე­ბის მე­მო­რან­დუმს სამ­წ­ლი­ა­ნი პროგ­რა­მის დაწყე­ბის შე­სა­ხებ, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან პარ­ტ­ნი­ო­რო­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი სის­ტე­მის ხა­რის­ხი­სა და ინ­კ­ლუ­ზი­უ­რო­ბის გა­საზ­რ­დე­ლად.
ეს­ტო­ნე­თის მთავ­რო­ბა და გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დი დახ­მა­რე­ბას გა­უ­წე­ვენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს სკო­ლამ­დე­ლი და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში — მას­წავ­ლე­ბელ­თა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­მუ­შაო ძა­ლის მომ­ზა­დე­ბა­ში, ეროვ­ნულ დო­ნე­ზე, ბავ­შ­ვე­ბის ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, და ისე­თი სას­წავ­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნა­ში, რო­მე­ლიც ხელს შე­უწყობს ბავ­შ­ვე­ბის მა­ღალ აკა­დე­მი­ურ მოს­წ­რე­ბას.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, ეს­ტო­ნე­თის გა­ნათ­ლე­ბი­სა და კვლე­ვე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, ეს­ტო­ნე­თის პრო­ფე­სი­ულ ფონდს „ინო­ვე“, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დ­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტებს და სა­პი­ლო­ტე სკო­ლებს შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, შე­მუ­შავ­დე­ბა ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის და სა­მა­გის­ტ­რო სა­ფე­ხუ­რის პროგ­რა­მე­ბი და და­ი­ნერ­გე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სკო­ლამ­დე­ლი და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის წარ­მა­ტე­ბით და­საწყე­ბად, ასე­ვე, მას­წავ­ლებ­ლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის­თ­ვის სწავ­ლე­ბის პე­რი­ოდ­შიც; და­ი­ნერ­გე­ბა ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბი­სათ­ვის, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს ინო­ვა­ცი­ებს, სწავ­ლე­ბის ახალ მიდ­გო­მებს და ციფ­რულ ტექ­ნო­ლო­გი­ებს სას­წავ­ლო პრო­ცე­სებ­ში, რაც ამოქ­მედ­და რამ­დე­ნი­მე სა­პი­ლო­ტე სკო­ლა­ში.
მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში უკ­ვე არა­ერ­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და. 1 ნო­ემ­ბერს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვი­ზი­ტად მყო­ფი, ეს­ტო­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტი კერ­ს­ტი კა­ლი­უ­ლა­ი­დი ეწ­ვია თბი­ლი­სის 150-ე სა­ჯა­რო სკო­ლას, რო­მე­ლიც სა­პილო­ტე თხუთ­მე­ტი სკო­ლი­დან ერთ-ერ­თია. ეს­ტო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი გა­ეც­ნო სამ­წ­ლი­ა­ნი პროგ­რა­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას. სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­სა და პარ­ტ­ნი­ორ სკო­ლებს, სა­გან­მან­ათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერ­გ­ვის წა­ხა­ლი­სე­ბის მიზ­ნით, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა (ლეპ­ტო­პე­ბი, პრო­ექ­ტო­რე­ბი და ეკ­რა­ნე­ბი) გა­დას­ცა. პრე­ზი­დენ­ტი შეხ­ვ­და ბავ­შ­ვებს და ესა­უბ­რა გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე, 21-ე სა­უ­კუ­ნის კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ზე და ახალ­გაზ­რ­დებს აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა­კენ მო­უ­წო­და.
რა მო­ლო­დი­ნი აქვს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მხა­რეს სამ­წ­ლი­ა­ნი პროგ­რა­მით და რას გუ­ლის­ხ­მობს პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის კონ­კ­რე­ტუ­ლი ას­პექ­ტე­ბი,  ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რა გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი მაია ყუ­ფა­რა­ძე.
— რა არის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი და რა როლს ას­რუ­ლებს ამ პრო­ექ­ტ­ში იუნი­სე­ფი?
—  იუნი­სე­ფის­თ­ვის პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია  მთავ­რო­ბას­თან და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, რა­თა უზ­რუნ­ველ­ყოს თა­ნა­ბა­რი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა ყვე­ლა ბავ­შ­ვი­სათ­ვის ინ­კ­ლუ­ზი­ურ და ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბა­ზე. თა­ვის­თა­ვად, ხა­რის­ხით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა, რამ­დე­ნად კარ­გი სას­წავ­ლო შე­დე­გე­ბი აქვს მოს­წავ­ლეს, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხ­ვა მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბით მი­იღ­წე­ვა. ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია სკო­ლის დი­რექ­ტო­რის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი, ის, რო­გორც სკო­ლის ლი­დე­რი, უნ­და მარ­თავ­დეს სკო­ლას და კარ­გად გა­აზ­რე­ბუ­ლი ჰქონ­დეს, რა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სტრა­ტე­გი­ებს ემ­სა­ხუ­რე­ბა და რა მი­ზანს ისა­ხავს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა. მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მი­საღ­წე­ვად, ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მას­წავ­ლებ­ლის კომ­პე­ტენ­ცია, რომ მოს­წავ­ლე­ებ­ში გა­ნა­ვი­თა­როს ის უნა­რე­ბი, რა­საც მის­გან 21-ე სა­უ­კუ­ნე მო­ითხოვს, რაც მას  სა­კუ­თა­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის რე­ა­ლი­ზე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა შრო­მით ბა­ზარ­ზე, გა­ნათ­ლე­ბის სხვა­დას­ხ­ვა დო­ნე­ზე და, ზო­გა­დად, ცხოვ­რე­ბა­ში. 
ამ კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ძა­ლი­ან შორს წაგ­ვიყ­ვანს, მცი­რე სია კი ასე­თია:  წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბა, კარ­გი ანა­ლი­ზის უნა­რი, სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დად­გე­ნა და შემ­დეგ რე­ა­გი­რე­ბა, გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პი, თვით­გა­მო­ხატ­ვის კარ­გი უნა­რე­ბი, თვით­რე­გუ­ლა­ცია, რა­საც ხში­რად პო­ზი­ტი­ურ დის­ციპ­ლი­ნას ვე­ძა­ხით (ადა­მი­ა­ნი ად­ვი­ლად ერ­კ­ვე­ვა არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, შე­სა­ბა­მი­სად იქ­ცე­ვა, რე­ა­გი­რებს სხვა­დას­ხ­ვა სა­კითხებ­ზე, არის სრუ­ლი­ად კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი) და ა.შ. ცოდ­ნა ისე უნ­და მი­ე­წო­დოს ბავშვს, რომ ის უნა­რე­ბი გა­ნუ­ვი­თარ­დეს, რაც დღეს სჭირ­დე­ბა. ცოდ­ნა და უნა­რი არ უნ­და იყოს ერ­თ­მა­ნე­თის­გან გა­მიჯ­ნუ­ლი — ცოდ­ნა უნა­რის­თ­ვის და უნა­რი ცოდ­ნის­თ­ვის, ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ადა­მი­ა­ნის პო­ტენ­ცი­ა­ლის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.
— რა მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს ამ კუთხით დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში?
— ძა­ლი­ან სა­ვა­ლა­ლო. ბევ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რი­ვი კვლე­ვე­ბი ტარ­დე­ბა, რო­მე­ლიც აფა­სებს მოს­წავ­ლის უნა­რებ­სა და ცოდ­ნას. ამ კვლე­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნებს შო­რის, სა­ქარ­თ­ვე­ლო, მოს­წავ­ლე­თა მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით, ბო­ლო რი­გებ­შია, მა­შინ, რო­დე­საც ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის, მა­გა­ლი­თად, ეს­ტო­ნე­თის მოს­წავ­ლე­ე­ბი პირ­ველ ად­გილ­ზე არი­ან. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, იუნი­სე­ფის რო­ლია ინო­ვა­ცი­უ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სე­ბის და­ნერ­გ­ვა­სა და გავ­რ­ცე­ლე­ბას შე­უწყოს ხე­ლი. რე­ა­ლუ­რად სის­ტე­მა­ში ბევ­რი რამ კეთ­დე­ბა, მაგ­რამ ჩვენ გვინ­და, რომ წარ­მა­ტე­ბულ მო­დე­ლებს არ ჰქონ­დეს ფრაგ­მენ­ტუ­ლი ხა­სი­ა­თი და  გა­ცი­ლე­ბით მეტ სკო­ლა­ზე გავ­რ­ცელ­დეს, რაც შეიძ­ლე­ბა ბევ­რ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა და მოს­წავ­ლემ ისარ­გებ­ლოს  წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კი­თა და სი­ახ­ლით. ამ პრო­ცეს­ში  ძა­ლი­ან დიდ ყუ­რადღე­ბას ვუთ­მობთ ანა­ლიზს, მათ შო­რის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი პრაქ­ტი­კე­ბის ანა­ლიზ­საც, რომ გა­მოვ­რიცხოთ იმის კე­თე­ბა, რაც ზუს­ტად ვი­ცით, რომ წა­რუ­მა­ტე­ბე­ლია სი­ს­ტე­მის­თ­ვის, მოს­წავ­ლის­თ­ვის და ქვეყ­ნის­თ­ვის.
ჩვენ შევ­ძე­ლით ეს­ტო­ნე­ლი და ქარ­თ­ვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის და­კავ­ში­რე­ბა, რაც  ნამ­დ­ვი­ლად იუნი­სე­ფის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, და­ვეხ­მა­რეთ ორ მხა­რეს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ში —  ქარ­თუ­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ანა­ლიზ­სა და ერ­თობ­ლი­ვი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის და­სახ­ვა­ში.
და­მე­თან­ხ­მე­ბით, რომ პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი  სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს. ძა­ლი­ან ბევ­რი პრი­ო­რი­ტე­ტია, მაგ­რამ შე­ვე­ცა­დეთ სა­ჭი­რო მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­ში გაგ­ვე­საზღ­ვ­რა ის ძი­რი­თა­დი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რომ­ლებ­მაც შე­საძ­ლოა ძა­ლი­ან მა­ლე გა­მო­იწ­ვი­ოს ცვლი­ლე­ბე­ბი. თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, რო­მე­ლიც იუნი­სე­ფის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და ეს­ტო­ნე­თის მთავ­რო­ბებს შო­რის შედ­გა, ით­ვა­ლის­წი­ნებს ორ ძი­რი­თად ამო­ცა­ნას —  პირ­ველ რიგ­ში, არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან და სის­ტე­მუ­რი ხარ­ვე­ზე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დავეხმაროთ და ვი­მუ­შა­ოთ მთავ­რო­ბას­თან და პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან ერ­თად, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში შე­იქ­მ­ნას ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გე­ბის მომ­ზა­დე­ბის სა­ბა­კა­ლავ­რო და სა­მა­გის­ტ­რო კურ­სი.
სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან სა­ვა­ლა­ლო სი­ტუ­ა­ციაა. დღეს ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია და­კავ­დეს აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გის რან­გ­ში, რაც სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია, იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი  შვი­ლე­ბის აღ­ზ­რ­დი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბედს იმ ადა­მი­ა­ნებს ვან­დობთ, რომ­ლებ­საც არ აქვთ სა­თა­ნა­დო პრო­ფე­სი­უ­ლი ცოდ­ნა და უნა­რე­ბი. ეს ძა­ლი­ან სა­თუ­თი საქ­მეა და, რაც მთა­ვა­რია, ამ ადა­მი­ა­ნებს კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი რომ არ აქვთ,  მო­ტი­­ვა­­ცისა და ინ­ტე­რე­სის ნაკ­ლებობა კი არ არის,  ამას მათ სის­ტე­მა არ სთხოვს და მე­ტიც, სის­ტე­მა­ში, უბ­რა­ლოდ, არ არ­სე­ბობს არც ახა­ლი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბის და არც არ­სე­ბუ­ლის გა­დამ­ზა­დე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი. ამი­ტო­მაც აღარ უნ­და გაგ­ვიკ­ვირ­დეს, რომ დღეს ბა­ღებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ო­ბენ შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­ნის და უნა­რე­ბის გა­რე­შე, რა­საც, რე­ა­ლუ­რად, სექ­ტო­რი  სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მიჰ­ყავს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა, რო­მელ­საც სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ფუნ­ქ­ცია აქვს, თა­ვის მი­ზანს ვერ ემ­სა­ხუ­რე­ბა. ამი­ტო­მაც,  დი­დი მო­ლო­დი­ნი გვაქვს, რომ 2019 წლის­თ­ვის, რო­დე­საც დას­რულ­დე­ბა ეს­ტო­ნე­თი-იუნი­სე­ფის პროგ­რა­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის­თ­ვის, ჩვენს უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში (ცხრა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში თუ არა, რამ­დე­ნი­მე­ში მა­ინც), გვექ­ნე­ბა კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა და არა ისე­თი, რო­გორიც დღეს გვაქვს — სა­ა­ხალ­წ­ლო თუ სა­მა­ი­სო დღე­სას­წა­უ­ლე­ბით შე­მო­ფარ­გ­ლუ­ლი. დღევან­დე­ლი ბა­ღი მა­გა­ლი­თია იმი­სა, თუ რო­გო­რი არ უნ­და იყოს ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა. 
პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, რო­გორც უკ­ვე გითხა­რით, უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში  ხელს ვუწყობთ  მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის 300-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მის ამუ­შა­ვე­ბას,  რო­მე­ლიც  უკ­ვე დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლია. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მჭიდ­როდ ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ 9 უნი­ვერ­სი­ტეტ­თან, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ბევ­რი რამ ის­წავ­ლონ და შექ­მ­ნან ამ პროგ­რა­მის­თ­ვის. მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა დამ­ყარ­და ჩვენს უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­სა და ეს­ტო­ნე­თის (ტა­ლი­ნი­სა და ტარ­ტუს) უნი­ვერ­სი­ტე­ტებს შო­რის. არა­ერ­თი გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მა შედ­გა, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც ქარ­თ­ველ მეც­ნი­ე­რებს და პრო­ფე­სო­რებს მი­ე­ცათ სა­შუ­ა­ლე­ბა, წა­სუ­ლიყ­ვ­ნენ ტარ­ტუს, ტა­ლი­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში და უფ­რო სიღ­რ­მი­სე­უ­ლად გაც­ნო­ბოდ­ნენ უმაღ­ლე­სი გან­თ­ლე­ბის სის­ტე­მას, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს ეს­ტო­ნეთ­ში კომ­პე­ტენ­ტუ­რი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა­სა და შე­დი­ნე­ბას სკო­ლებ­ში. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის გარ­და,  სა­პარ­ტ­ნი­ო­რო ქსელ­ში ჩაბ­მუ­ლია გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ცენ­ტ­რი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მუ­შა­ობს დარ­გის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის შექ­მ­ნა­ზე ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბი­სათ­ვის. ეს არის, ძი­რი­თა­დად, აღ­წე­რი­ლო­ბა იმი­სა, თუ რა სტან­დარ­ტებს უნ­და ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია. რო­ცა დარ­გის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი დამ­ტ­კიც­დე­ბა, ამის შემ­დეგ, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი შე­ად­გე­ნენ 300-კრე­დი­ტი­ა­ნი კურ­სის პროგ­რა­მას. ეს­ტო­ნელ და ქარ­თ­ველ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად, ჩვენ უნ­და შევ­ქ­მ­ნათ ისეთ მო­დე­ლი, რო­მე­ლიც სკო­ლებს წარ­მა­ტე­ბა­ზე გა­იყ­ვანს.
პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­თა უნა­რე­ბი შე­ფა­სდე­ბა სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნებ­ში, ასე­ვე, შე­ფას­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლის მუ­შა­ო­ბაც, პა­რა­ლე­ლუ­რად ჩა­უ­ტარ­დე­ბათ ტრე­ნინ­გე­ბი. იმის ინ­დი­კა­ტო­რი — გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა თუ არა მას­წავ­ლე­ბელ­მა მუ­შა­ო­ბა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მოს­წავ­ლის შე­დე­გი იქ­ნე­ბა, ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, 2017 წელს შე­ფა­სე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი 2019 წელ­საც შე­ვა­ფა­სოთ. თუ ახ­ლა რო­მე­ლი­მე სა­გან­ში ბავ­შ­ვის შე­დე­გი და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, რომ 2019 წელს მი­სი შე­დე­გე­ბი გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი იყოს. ამით გა­ვი­გებთ,  სა­ბო­ლოო ჯამ­ში, რო­გორ იმუ­შა­ვა მო­დელ­მა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის პირ­ვე­ლი კითხ­ვაც სწო­რედ ეს იქ­ნე­ბა — რა არის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი და მი­ვაღ­წი­ეთ თუ არა მას?
— რას ვე­ლო­დე­ბით პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბის­თ­ვის?
— ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, მოს­წავ­ლემ გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნოს. ეს კი, როგ­ორც გითხა­რით,   სხვა­დას­ხ­ვა სტრა­ტე­გი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­იღ­წე­ვა. ძი­რი­თა­დი სტრა­ტე­გია კი მას­წავ­ლე­ბელ­თან და დი­რექ­ტორ­თან მუ­შა­ო­ბაა, ისი­ნი ძა­ლი­ან კარ­გად უნ­და ფლობ­დ­ნენ იმ პე­და­გო­გი­ურ უნა­რებ­სა და ცოდ­ნას, რაც უკე­თე­სი გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბას სჭირ­დე­ბა, რაც  და­ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლეს, უკე­თე­სად აით­ვი­სოს გაკ­ვე­თი­ლი, უფ­რო მე­ტად ჩა­ერ­თოს პრო­ცეს­ში, უფ­რო მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი გა­მო­ი­ჩი­ნოს და, რაც მთა­ვა­რია, უკე­თე­სი შე­დე­გი აჩ­ვე­ნოს. იმე­დია, ამას შევ­ძ­ლებთ.
გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო უკ­ვე მუ­შა­ობს შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა­ზე, რო­მე­ლიც  2017 და 2019 წლებ­ში ლო­კა­ლუ­რად ჩა­ტარ­დე­ბა სკო­ლებ­ში და რო­მე­ლიც პრო­ცე­სე­ბის მთა­ვა­რი ინ­დი­კა­ტო­რი გახ­დე­ბა. თუ­კი და­ვი­ნა­ხავთ რა­დი­კა­ლურ ცვლი­ლე­ბას, ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან დი­დი წარ­მა­ტე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, თუ კი წარ­მა­ტე­ბა გვექ­ნე­ბა, ბევრ ადა­მი­ანს გა­უ­ჩნდება კითხ­ვა — რო­გორ გა­ვე­დით ასეთ შე­დე­გზე? ამი­ტომ,  ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დო­კუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი უნ­და გვქონ­დეს, რა­თა სა­მო­დე­ლო სკო­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბის მა­გა­ლი­თი, შემ­დეგ, უფ­რო ფარ­თოდ და­ნერ­გოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ.
სა­მო­დე­ლო სკო­ლებ­ში ჳ-ჳვ კლა­სე­ბი იმი­ტომ ავირ­ჩი­ეთ, რომ სწო­რედ დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის სას­წავ­ლო გეგ­მაა რე­ვი­ზი­რე­ბუ­ლი და დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ. ახ­ლა მი­სი იმ­პ­ლე­მენ­ტა­ცია ხდე­ბა. თუმ­ცა, წარ­მა­ტე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩვენ შემ­დეგ  სა­ფე­ხურ­ზეც ვი­ფიქ­რებთ და სხვა სკო­ლებ­ში გავ­რ­ცე­ლე­ბა­ზეც. თა­ვის­თა­ვად, არ უნ­და შე­მო­ვი­ფარ­გ­ლოთ 15 სკო­ლით. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­თ­ლა დი­ლე­მა იყო,  რო­გორ და­ე­ნერ­გათ ეფექ­ტუ­რად კლას­ში სას­წავ­ლო გეგ­მა, ეს სე­რი­ო­ზუ­ლი კვლე­ვის პრო­ცე­სია და ორი წე­ლი ნამ­დ­ვი­ლად გვჭირ­დე­ბა იმის­თ­ვის, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლი შევ­ქ­მ­ნ­ათ.
— რო­გორ აფა­სე­ბენ ეს­ტო­ნე­ლი კო­ლე­გე­ბი პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას?
— ეს­ტო­ნე­ლე­ბი ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან, რომ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა შედ­გა ქარ­თულ მხა­რეს­თან. კმა­ყო­ფი­ლე­ბის გარ­და, სა­ო­ცარ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­საც გრძნო­ბენ, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რონ ქარ­თ­ვე­ლებს, ეს იქ­ნე­ბა პრე­ზი­დენ­ტის ჩა­მოს­ვ­ლა, ტექ­ნი­კუ­რი ექ­ს­პერ­ტე­ბის თუ სა­ელ­ჩოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თუ სხვ. მათ   დახ­მა­რე­ბის და უკე­თე­სი შე­დე­გის ნახ­ვის ძა­ლი­ან დიდი სურ­ვი­ლი აქვთ.
— რო­გორ პა­სუ­ხობს ქარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა 21-ე სა­უ­კუ­ნეს?
— ვერ პა­სუ­ხობს. ამის მა­გა­ლი­თია ის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბი, რო­მე­ლიც ქარ­თ­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გებს აჩ­ვე­ნებს. ეს არ არის მარ­ტო სერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვა, თუ არ ვცდე­ბი, 2016 წელს ჩა­ტარ­და ჳხ-კლა­სელ­თა კვლე­ვა მა­თე­მა­ტი­კა­ში, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან მძი­მე შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნა. მოს­წავ­ლე­თა 93% ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს სა­შუ­ა­ლო მო­ლო­დინს. გა­ნი­საზღ­ვ­რა მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის არა­თა­ნა­ბა­რი გა­და­ნა­წი­ლე­ბა სკო­ლებ­ში, რო­მე­ლიც დიდ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბას იძ­ლე­ვა, მა­გა­ლი­თად, კერ­ძო და სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­დე­გებს შო­რის, სოფ­ლის სკო­ლი­სა და ქა­ლა­ქის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს შო­რის. ამა­ვე კვლე­ვის თა­ნახ­მად, ბევ­რად უკეთ სწავ­ლო­ბენ იმ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი, სა­დაც სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ას­წავ­ლი­ან. სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა კვლე­ვის ერთ-ერ­თი შე­დე­გიც — გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა და მშო­ბე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლია რე­პე­ტი­ტო­რო­ბის სის­ტე­მა­ზე. აქ­ვე მინ­და გითხ­რათ, რომ ევ­რო­პულ სკო­ლებ­ში არ­სე­ბობს პრაქ­ტი­კა, რო­ცა მოს­წავ­ლეს სკო­ლა/მას­წავ­ლე­ბე­ლი ეხ­მა­რე­ბა გაკ­ვე­თი­ლის მომ­ზა­დე­ბა­ში გაკ­ვე­თი­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ან გაკ­ვე­თი­ლებს შო­რის, რის გა­მოც, მათ მოს­წავ­ლე­ებს რე­ა­ლუ­რად გა­ცი­ლე­ბით მე­ტი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო აქვთ სა­ღა­მო­ო­ბით. სკო­ლა და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ამით ამა­ყობს კი­დეც, ამ­ბო­ბენ, რომ მათ მოს­წავ­ლე­ებს მე­ტი დრო აქვთ გა­სარ­თო­ბად და, ამავ­დ­რო­უ­ლად, კარგ შე­დე­გებ­ზეც გა­დი­ან.
თა­ვის­თა­ვად, გაკ­ვე­თი­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ სკო­ლა, რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი ორ­გა­ნიზ­მი, ბავშვს  ბევრ რა­მე­ში ეხ­მა­რე­ბა, მათ შო­რის სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის  დაძ­ლე­ვა­სა და მომ­ზა­დე­ბა­ში. რაც მთა­ვა­რია, ბავ­შ­ვის­თ­ვის ეს უსას­ყიდ­ლოა, მაგ­რამ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მას­წავ­ლე­ბე­ლი ამა­ში და­მა­ტე­ბით ანაზღა­უ­რე­ბას იღებს.  სის­ტე­მა გა­აზ­რე­ბუ­ლად იღებს ამას თა­ვის თავ­ზე და აწყობს ისეთ სას­კო­ლო გა­რე­მოს, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა რო­გორც მოს­წავ­ლეს, ისე მშო­ბელს, რომ სწავ­ლის ხა­რის­ხი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი იყოს. შე­დე­გიც სა­ხე­ზეა ფი­ნე­თის, ეს­ტო­ნე­თი­სა და შვე­დე­თის სკო­ლების მა­გა­ლით­ზე — იქ ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შ­ვის ინ­ტე­რე­სებ­ზეა მო­რ­გებუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი მის სა­ჭი­რო­ე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა და რო­ცა სის­ტე­მა ხე­დავს, რომ მოს­წავ­ლეს და­მა­ტე­ბი­თი დრო სჭირ­დე­ბა სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბისთ­ვის, ამას  ძა­ლი­ან ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სკო­ლა თუ წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, რე­ა­ლუ­რად, სკო­ლის დო­ნე­ზე წყვეტს. ვფიქ­რობ, ეს ის პრე­ცე­დენ­ტია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლომ აუცი­ლებ­ლად უნ­და გად­მო­ი­ღოს, რად­გან შე­იძ­ლე­ბა ეს  რე­პე­ტი­ტო­რო­ბის მოშ­ლის ერთ-ერ­თი წინაპი­რო­ბა გახ­დეს. წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მქო­ნე სკო­ლებ­ში გაკ­ვე­თი­ლი მოს­წავ­ლის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბისა და უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას  ემ­სა­ხუ­რე­ბა, რო­გორც ამას  სას­წავ­ლო გეგ­მა მო­ითხოვს და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სას­წავ­ლო გეგ­მა სრულ თან­ხ­ვედ­რა­შია იმას­თან, თუ რო­გორ აფა­სე­ბენ ბავ­შ­ვებს. შე­სა­ბა­მი­სად, მას­წავ­ლე­ბე­ლიც (თუ­კი ეს ბავშვს სჭირ­დე­ბა) ამ გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად მუ­შა­ობს მოს­წავ­ლეს­თან ან გაკ­ვე­თი­ლებს შო­რის ან შემ­დეგ და ეხ­მა­რე­ბა და­ვა­ლე­ბის ათ­ვი­სე­ბა­ში. 

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე 

25-28(942)N