გამოდის 1998 წლიდან
2017-11-30
აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვის მარ­თ­ვა ბავ­შ­ვებ­ში


ტერ­მი­ნი „აგ­რე­სია“ აერ­თი­ა­ნებს ქცე­ვა­თა მრა­ვალ­ფე­რო­ვან ჯგუფს, რო­მე­ლიც სხვის­თ­ვის ან სა­კუ­თა­რი თა­ვი­სათ­ვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი. აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვა მრა­ვალ­გ­ვა­რია და ის შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ხა­ტუ­ლი იყოს რო­გორც მსუ­ბუ­ქი (მაგ, ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბა­რი), ასე­ვე უკი­დუ­რე­სად მწვა­ვე ფორ­მით (და­ნით ან სხვა სა­ხის იარა­ღით ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა). აგ­რე­სი­ულ ქცე­ვას მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა შემ­დე­გი მოქ­მე­დე­ბე­ბი: სა­კუ­თა­რი თა­ვის ან სხვე­ბის (თა­ნა­ტო­ლე­ბი, უფ­რო­სე­ბი, ოჯა­ხის წევ­რე­ბი და სხვ.) და­ზი­ა­ნე­ბა (ხე­ლის ან ფე­ხის ჩარ­ტყ­მით, ნივ­თე­ბის სრო­ლით), ვერ­ბა­ლუ­რი მუ­ქა­რა, ჟეს­ტუ­რი მუ­ქა­რა, ტან­ტ­რუ­მი (ალ­ბათ, შეს­წ­რე­ბი­ხართ სი­ტუ­ა­ცი­ას, რო­დე­საც ბავ­შ­ვი ტი­რის, ყვი­რის, კი­ვის, ძირს წვე­ბა, ფე­ხებს აბა­კუ­ნებს... ამ მდგო­მა­რე­ო­ბას ეწო­დე­ბა ტან­ტ­რუ­მი), ასე­ვე სხვე­ბის ან სა­კუ­თა­რი ნივ­თე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა. სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვა უფ­რო მე­ტად ვლინ­დე­ბა გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინ­ტე­ლექ­ტუ­ლუ­რი დარ­ღ­ვე­ვე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­ში. თუმ­ცა, ის ტი­პუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­შიც გვხვდე­ბა. კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვა უფ­რო მე­ტად ვლინ­დე­ბა ვა­ჟებ­ში, ვიდ­რე გო­გო­ნებ­ში. აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვის გა­მოვ­ლე­ნა ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად მცირ­დე­ბა, თუმ­ცა კვლე­ვის შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვა სტა­ბი­ლუ­რი სა­ხით ვლინ­დე­ბა მოზ­რ­დი­ლო­ბა­შიც.

— რა საფ­რ­თხის შემ­ც­ვე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს ბავ­შ­ვის აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვა, თუ არ მოხ­დე­ბა ასე­თი ქცე­ვის ეფექ­ტუ­რი მარ­თ­ვა?
— აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვა საფ­რ­თხის შემ­ც­ვე­ლია რო­გორც იმ პი­რი­სათ­ვის, ვინც ასეთ ქცე­ვას ახორ­ცი­ე­ლებს, ასე­ვე გარ­შე­მომ­ყოფ­თათ­ვი­საც. გა­მოვ­ლე­ნი­ლი აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვის გა­მო, ბავ­შ­ვის სტიგ­მა­ტი­ზა­ცია და სო­ცი­ა­ლუ­რი იზო­ლა­ცია ხდე­ბა. ხში­რად ფერ­ხ­დე­ბა მი­სი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვა, რად­გან სკო­ლა ვერ უმ­კ­ლავ­დე­ბა ან არ არის მზად, ეფექ­ტუ­რად მარ­თოს მოს­წავ­ლის აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვა. რო­დე­საც სკო­ლა უარს ამ­ბობს აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვის მქო­ნე ბავ­შ­ვის მი­ღე­ბა­ზე, ამით ზა­რალ­დე­ბა თა­ვად ბავ­შ­ვი. ხში­რად თა­ნა­ტო­ლე­ბი თავს არი­დე­ბენ აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვის მქო­ნე ბავ­შ­ვ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბას, სა­ბო­ლო­ოდ კი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შ­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე უარ­ყო­ფი­თად აისა­ხე­ბა.
ბავ­შ­ვი, შე­საძ­ლოა, ავ­ლენ­დეს თვით­და­მა­ზი­ა­ნე­ბელ ქცე­ვებს. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ერ­თი მხრივ, არ­სე­ბობს რის­კი, რომ ის საფ­რ­თხეს შე­უქ­მ­ნის სა­კუ­თარ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას. მე­ო­რე მხრივ, ბავ­შ­ვის მი­ერ გა­მოვ­ლე­ნი­ლი აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვა სა­ზი­ა­ნოა გარ­შე­მომ­ყოფ­თათ­ვი­საც. ისი­ნი ფი­ზი­კუ­რი თუ ემო­ცი­უ­რი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის საფ­რ­თხის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან.
იმი­სათ­ვის, რომ თა­ვი­დან ავი­რი­დოთ სირ­თუ­ლე­ე­ბი, რაც აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვის გა­მოვ­ლე­ნას მოჰ­ყ­ვე­ბა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია შე­სა­ბა­მი­სი თე­რა­პი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, თე­რა­პი­ის ად­რე­ულ ეტაპ­ზე დაწყე­ბა და ჩა­რე­ვის მა­ღა­ლი ინ­ტენ­სი­ო­ბა გან­საზღ­ვ­რავს მის ეფექ­ტუ­რო­ბას.
— რო­გო­რია კვლე­ვის შე­დე­გე­ბი, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ჩვენ­თან და და­სავ­ლეთ­ში?
— აგ­რე­სი­უ­ლი ტი­პის ქცე­ვე­ბის მარ­თ­ვა დი­დი ხა­ნია კვლე­ვის სა­განს წარ­მო­ად­გენს. ლი­ტე­რა­ტუ­რა აღ­წერს ისეთ მიდ­გო­მებს, რო­გო­რი­ცაა: მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა, ფსი­ქო­კონ­სულ­ტი­რე­ბა, ფსი­ქო­თე­რა­პია, სენ­სო­რულ ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი თე­რა­პია. თუმ­ცა, აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვის მარ­თ­ვი­სას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე ყვე­ლა­ზე დი­დი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მო­ი­პო­ვა ქცე­ვით­მა თე­რა­პი­ამ, რო­მე­ლიც ეფუძ­ნე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­ურ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას — ქცე­ვის გა­მო­ყე­ნე­ბით ანა­ლიზს.
ქცე­ვის გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ანა­ლი­ზი არის მეც­ნი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც დას­წავ­ლის პრინ­ცი­პე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იქ­მ­ნა და შე­ის­წავ­ლის გა­რე­მო­ში არ­სე­ბულ იმ ფაქ­ტო­რებს, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნე­ბის ქცე­ვის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს. ქცე­ვის გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ანა­ლი­ზის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხი და ხე­ლი შე­უწყოს მათ კე­თილ­დღე­ო­ბას. ქცე­ვის გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ანა­ლი­ზით ხდე­ბა რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რად მი­სა­ღე­ბი ქცე­ვე­ბის სწავ­ლე­ბა, ასე­ვე კოგ­ნი­ტუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი და კო­მუ­ნი­კა­ცი­უ­რი უნა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, თვით­კონ­ტ­რო­ლის, ბრა­ზის მარ­თ­ვის სტრა­ტე­გი­ე­ბის, რე­ლაქ­სა­ცი­ის სწავ­ლე­ბა, ამა თუ იმ ტი­პის პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა და სხვ.
ქცე­ვის გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ანა­ლი­ზის მი­ხედ­ვით, აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვა, ისე­ვე რო­გორც ქცე­ვის სხვა სა­ხე­ე­ბი, დას­წავ­ლის შე­დე­გია, მათ გა­მოვ­ლე­ნა­სა და ფორ­მი­რე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი მო­ნა­წი­ლე­ობს. ასე­თი ფაქ­ტო­რე­ბი შე­საძ­ლოა იყოს ქცე­ვის წინ­მ­ს­წ­რე­ბი რა­ი­მე მოვ­ლე­ნა ან ქცე­ვის თან­მ­დე­ვი შე­დე­გი. მაგ., ბავ­შ­ვის აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვის პრო­ვო­ცი­რე­ბა შე­საძ­ლოა მო­ახ­დი­ნოს უფ­რო­სის საყ­ვე­დურ­მა ან უარ­ყო­ფით­მა რეპ­ლი­კამ. უარ­ყო­ფით რეპ­ლი­კა­ზე ბავ­შ­ვის რე­აქ­ცია შე­საძ­ლოა იყოს ბრა­ზის ემო­ცია და გა­მოვ­ლინ­დეს ამა თუ იმ აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვის ფორ­მით. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩა­რე­ვის სტრა­ტე­გია მის­თ­ვის ბრა­ზის მარ­თ­ვის ტექ­ნი­კის სწავ­ლე­ბა იქ­ნე­ბა.
რაც შე­ე­ხე­ბა შე­დე­გე­ბით ფორ­მი­რე­ბულ აგ­რე­სი­ულ ქცე­ვას, წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ ასე­თი სი­ტუ­ა­ცია: ბავ­შ­ვი ითხოვს სა­სურ­ველ ნივთს, თუ ვერ მი­ი­ღებს, გა­და­დის სიტყ­ვი­ერ მუ­ქა­რა­ზე. თუ ამა­ნაც არ გაჭ­რა, შემ­დეგ იწყებს მშო­ბელ­ზე ხე­ლის გარ­ტყ­მას, რის შემ­დე­გაც მშო­ბე­ლი ნებ­დე­ბა. შე­საძ­ლოა, ამ დროს ისი­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლას იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და, უხერ­ხუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად, მშო­ბელ­მა მის­ცეს ბავშვს ის ნივ­თი, რა­საც აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვით ითხოვ­და. თუ ამ­გ­ვა­რი ქცე­ვა (ხე­ლის გარ­ტყ­მა) ბავშვს სა­სურ­ვე­ლი ნივ­თის მი­ღე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, ყო­ველ­თ­ვის გა­მო­ი­ყე­ნებს. ხში­რად, სახ­ლის გა­რე­მო­ში, მშობ­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვის ამა თუ იმ ფორ­მის გა­მოვ­ლე­ნის დროს, ბავშვს არ და­უკ­მა­ყო­ფი­ლონ ის სურ­ვი­ლი, რის მი­ღე­ბა­საც ამ ქცე­ვით ცდი­ლობს, რის შემ­დე­გაც ბავ­შ­ვის ქცე­ვა უფ­რო მე­ტად მწვავ­დე­ბა და შე­იძ­ლე­ბა უკი­დუ­რე­სად სა­ხი­ფა­თო გახ­დეს გარ­შე­მომ­ყოფ­თათ­ვის. შე­საძ­ლო რის­კის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, მშობ­ლე­ბი ნებ­დე­ბი­ან და ამით, უნე­ბუ­რად, ბავ­შ­ვის აგ­რე­სი­ის უფ­რო მწვა­ვე ფორ­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.
მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით დად­გინ­და, რომ აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვის შე­დე­გე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ქცე­ვის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას უწყობს ხელს, შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხ­ვა იყოს:
ყუ­რადღე­ბა — აგ­რე­სი­უ­ლი ტი­პის ქცე­ვას ბუ­ნებ­რი­ვია უყუ­რადღე­ბოდ ვერ დავ­ტო­ვებთ, მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც ბავ­შ­ვი თა­ნა­ტოლს ურ­ტყამს ან ემუქ­რე­ბა. ასე­ვე უყუ­რადღე­ბოდ ვერ დავ­ტო­ვებთ სხვა რის­კის შემ­ც­ველ მოქ­მე­დე­ბას და, ჩვენ­და უნე­ბუ­რად, გვი­წევს ასეთ ქცე­ვა­ზე ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა, რაც სხვა­დას­ხ­ვა სა­ხით შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს, მაგ., საყ­ვე­დუ­რი ან ხვეწ­ნა, შეწყ­ვი­ტოს აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვა, ხე­ლით შე­კა­ვე­ბა, რა­ი­მე მი­თი­თე­ბის მი­ცე­მა, სა­ხის გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა (ბავ­შ­ვ­ზე მი­მარ­თუ­ლი), თვა­ლე­ბით კონ­ტაქ­ტის დამ­ყა­რე­ბა და სხვ.
სა­სურ­ველ ნივ­თ­ზე ან აქ­ტი­ვო­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა — ხში­რად ბავ­შ­ვე­ბი აგ­რე­სი­ულ ქცე­ვას რა­ი­მე ნივ­თის მი­სა­ღე­ბად ან სა­სურ­ვე­ლი აქ­ტი­ვო­ბის და­საწყე­ბად მი­მარ­თა­ვენ. მაგ., ბავშვს უკ­რ­ძა­ლა­ვენ კომ­პი­უ­ტერ­თან თა­მაშს, რის შემ­დე­გაც ის მშობ­ლებს ემუქ­რე­ბა სახ­ლ­ში არ­სე­ბუ­ლი ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის დამ­ტ­ვ­რე­ვით. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბუ­ნებ­რი­ვია, მშობ­ლე­ბი შე­საძ­ლოა და­ნებ­დ­ნენ და მის­ცენ მას კომ­პი­უ­ტე­რით თა­მა­შის ნე­ბა.
არა­სა­სურ­ვე­ლი აქ­ტი­ვო­ბის არი­დე­ბა ან თა­ვი­დან მო­შო­რე­ბა — აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვით, შე­საძ­ლოა, ბავ­შ­ვ­მა მის­თ­ვის არა­სა­სურ­ვე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი აირი­დოს თა­ვი­დან. მაგ., თუ და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მის ძა­ლებს აღე­მა­ტე­ბა ან მის­თ­ვის უინ­ტე­რე­სო და მო­საწყე­ნია, ბუ­ნებ­რი­ვია ყვე­ლა ხერხს მი­მარ­თავს, რომ ამ და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას თა­ვი აარი­დოს. თუ ბავ­შ­ვი სიტყ­ვი­ე­რად, სო­ცი­ა­ლუ­რად მი­სა­ღე­ბი ფორ­მით ითხოვს და­ვა­ლე­ბის შეწყ­ვე­ტას და მას სურ­ვილს არ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ, სხვა სტრა­ტე­გი­ას ცდის, რაც შე­იძ­ლე­ბა აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვა იყოს. სკო­ლა­ში აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვის ამა თუ იმ ფორ­მის გა­მო­ლე­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ხში­რად, საკ­ლა­სო ოთა­ხი­დან უშ­ვე­ბენ ბავშვს, რის შე­დე­გა­დაც იგი ხვდე­ბა, რო­გორ და­აღ­წი­ოს თა­ვი მის­თ­ვის უსი­ა­მოვ­ნო სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცესს.
არა­სა­სურ­ვე­ლი შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბის არი­დე­ბა — ხში­რად აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვა არა­სა­სურ­ვე­ლი შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. მაგ., გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღ­ვე­ვე­ბის დროს, ყვი­რი­ლით ბავ­შ­ვი, შე­საძ­ლოა, ირი­დებ­დეს ხმა­ურს, ხე­ლის თავ­ში ჩარ­ტყ­მით კი — უსი­ა­მოვ­ნო ფი­ზი­კურ შეგ­რ­ძ­ნე­ბებს.
თბი­ლის­ში და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა რე­გი­ო­ნებ­ში, რამ­დე­ნი­მე წე­ლია, გა­იხ­ს­ნა შე­სა­ბა­მი­სი პრო­ფი­ლის ცენ­ტ­რე­ბი, სა­დაც ქცე­ვით სირ­თუ­ლე­ებ­ზე მუ­შა­ო­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მიდ­გო­მით, ქცე­ვი­თი თე­რა­პი­ით მიმ­დი­ნა­რე­ობს.
— რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია ბავ­შ­ვის აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვის მარ­თ­ვა დას­ჯით ან სხვა ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დე­ბით?
— ქცე­ვის გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ანა­ლი­ზი არ ემ­ხ­რო­ბა აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვის მარ­თ­ვას დას­ჯის მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. დას­ჯა, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს ბავ­შ­ვის­თ­ვის ფი­ზი­კუ­რი ან ემო­ცი­უ­რი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბას, არა­ე­თი­კუ­რია. ქცე­ვი­თი თე­რა­პია კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს ამ­გ­ვა­რი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას. ამას­თან, დას­ჯა არ ას­წავ­ლის ბავშვს სო­ცი­ა­ლუ­რად მი­სა­ღებ ქცე­ვას, პი­რი­ქით, იწ­ვევს სა­პა­სუ­ხო უარ­ყო­ფით რე­აქ­ცი­ას, რაც ისევ აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვის სა­ხით შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს. ჩა­რე­ვის მი­ზა­ნი უნ­და იყოს არა აგ­რე­სი­ულ ქცე­ვა­ზე დამ­ს­ჯე­ლი პა­სუ­ხი, არა­მედ მი­სი ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რად მი­სა­ღე­ბი ქცე­ვით.
— რო­გო­რი ფორ­მით და რა გა­რე­მო­ში უნ­და ხდე­ბო­დეს ბავ­შ­ვის აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვის მარ­თ­ვა?
— პირ­ველ რიგ­ში, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, ვინ ახორ­ცი­ე­ლებს ჩა­რე­ვას, რამ­დე­ნად გა­მოც­დი­ლია თე­რა­პევ­ტი და რამ­დე­ნად ეთი­კუ­რია მის მი­ერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ჩა­რე­ვის სტრა­ტე­გი­ე­ბი?! ქცე­ვის გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ანა­ლი­ზი დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭებს ეთი­კუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვას და უარ­ყოფს ისე­თი ტი­პის ჩა­რე­ვას, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვი­სა თუ მი­სი ოჯა­ხის ღირ­სე­ბას შე­ლა­ხავს. ჩა­რე­ვის დაწყე­ბამ­დე, უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ შემ­დე­გი: რამ­დე­ნად მი­სა­ღე­ბია ბავ­შ­ვი­სა თუ მი­სი ოჯა­ხის­თ­ვის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ჩა­რე­ვის სტრა­ტე­გი­ე­ბი. რამ­დე­ნად აკ­მა­ყო­ფი­ლებთ მათ მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბი. თე­რა­პი­უ­ლი გა­რე­მო აუცი­ლებ­ლად უნ­და იყოს ბავ­შ­ვის მი­მართ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი და მის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი, ასე­ვე გან­მამ­ტ­კი­ცებ­ლე­ბით (ბავ­შ­ვის საყ­ვა­რე­ლი ნივ­თე­ბი და აქ­ტი­ვო­ბე­ბი) გა­ჯე­რე­ბუ­ლი. ქცე­ვის აგ­რე­სი­უ­ლი ფორ­მე­ბის მწვა­ვე ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხში­რად, ჩა­რე­ვა იწყე­ბა კლი­ნი­კა­ში ან შე­სა­ბა­მი­სი პრო­ფი­ლის ცენ­ტ­რ­ში, ქცე­ვი­თი თე­რა­პევ­ტე­ბის მი­ერ, რად­გა­ნაც ქცე­ვით თე­რა­პევ­ტებს აქვთ მი­ღე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა, ცენ­ტ­რის გა­რე­მოც შე­სა­ბა­მი­სა­დაა მოწყო­ბი­ლი. შემ­დეგ კი ხდე­ბა მშობ­ლე­ბი­სა და ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბის­თ­ვის, ან პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის ქცე­ვის მარ­თ­ვის ტექ­ნი­კის სწავ­ლე­ბა. არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც ჩა­რე­ვა ისეთ გა­რე­მო­ში იწყე­ბა, სა­დაც ქცე­ვა რე­ა­ლუ­რად ვლინ­დე­ბა, მაგ., სკო­ლა ან სახ­ლი, თუმ­ცა, ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩა­რე­ვის პრო­ცესს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ქცე­ვის მარ­თ­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტი უნ­და უწევ­დეს სუ­პერ­ვი­ზი­ას.
— რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ქცე­ვის პო­ზი­ტი­უ­რი მარ­თ­ვის მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ბავ­შ­ვის აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვის შე­სამ­ცი­რებ­ლად?
— კვლე­ვე­ბი მხარს უჭერს, აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვის მარ­თ­ვის პრო­ცეს­ში, პო­ზი­ტი­უ­რი სის­ტე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, რაც გუ­ლის­ხ­მობს ქცე­ვის ფუნ­ქ­ცი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ჩა­რე­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. ამ­გ­ვა­რი ჩა­რე­ვის დროს, პირ­ველ ეტაპ­ზე, ხდე­ბა აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვის ფუნ­ქ­ცი­ის დად­გე­ნა (თუ რა შე­მა­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი მოს­დევს ქცე­ვას შე­დე­გის სა­ხით), შემ­დეგ კი ხორ­ცი­ელ­დე­ბა ბავ­შ­ვის­თ­ვის იმა­ვე ფუნ­ქ­ცი­ის მქო­ნე, სო­ცი­ა­ლუ­რად უფ­რო მი­სა­ღე­ბი, ქცე­ვის სწავ­ლე­ბა.
პა­რა­ლე­ლუ­რად კი, მიმ­დი­ნა­რე­ობს ამა თუ იმ ფორ­მით გა­მოვ­ლე­ნი­ლი აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვის ჩაქ­რო­ბა. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ბავ­შ­ვი აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვით ვერ აღ­წევს სა­სურ­ველ შე­დეგს. თუმ­ცა, იმა­ვე შე­დე­გებს აღ­წევს მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რად მი­სა­ღე­ბი, ანუ ჩა­მა­ნაც­ვ­ლე­ბე­ლი ქცე­ვის გა­მოვ­ლე­ნის შემ­დეგ. უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ჩა­მა­ნაც­ვ­ლე­ბე­ლი ქცე­ვის გა­მო­სავ­ლე­ნად ბავშვს რაც უფ­რო ნაკ­ლე­ბი ძა­ლის­ხ­მე­ვა დას­ჭირ­დე­ბა, უფ­რო სწრა­ფი და მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბა დას­წავ­ლის პრო­ცე­სი. თუ ჩა­მა­ნაც­ვ­ლე­ბე­ლი ქცე­ვა ბავ­შ­ვის­თ­ვის რთუ­ლი გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლია, ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ის ისევ ძველ სტრა­ტე­გი­ას მი­ა­ნი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას და აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვა აღარ ჩაქ­რე­ბა.
ჩა­მა­ნაც­ვ­ლე­ბე­ლი ქცე­ვის და­სას­წავ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სხვდას­ხ­ვა ტექ­ნი­კა: მო­დე­ლი­რე­ბა, რაც გუ­ლის­ხ­მობს გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ქცე­ვის დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბას; ფი­ზი­კუ­რი დახ­მა­რე­ბა ქცე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დროს; სიტყ­ვი­ე­რი მი­თი­თე­ბა ქცე­ვის გა­მო­სავ­ლე­ნად და სხვ.
მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სწო­რად იქ­ნეს შერ­ჩე­უ­ლი გან­მამ­ტ­კი­ცებ­ლე­ბი. ბავ­შ­ვის მი­ერ სა­სურ­ვე­ლი ქცე­ვის, თუნ­დაც, მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ფორ­მის გა­მოვ­ლე­ნის შემ­დეგ, და­უ­ყო­ნებ­ლივ უნ­და მი­ვა­წო­დოთ მას გან­მამ­ტ­კი­ცე­ბე­ლი. ჩა­რე­ვის დროს დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა, ასე­ვე, გა­რე­მოს მარ­თ­ვას. უკი­დუ­რე­სად მწვა­ვე აგ­რე­სი­უ­ლი ხა­სი­ა­თის მქო­ნე ქცე­ვის დროს, რაც სხვე­ბის­თ­ვის ან თა­ვად ქცე­ვის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პი­რის­თ­ვის არის სა­ზი­ა­ნო, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გა­რე­მო­ში იმ ნივ­თე­ბის მო­შო­რე­ბა, რა­საც ბავ­შ­ვის აგ­რე­სი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა შე­უძ­ლია. ამ­გ­ვა­რად, აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვის არი­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა, პა­რა­ლე­ლუ­რად, ქცე­ვის ფუნ­ქ­ცი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ჩა­რე­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უნ­და გაგ­რ­ძელ­დეს.
— რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ბავ­შ­ვის აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვის მარ­თ­ვა­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბის, აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბის თუ პე­და­გო­გე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა?
— აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვის მარ­თ­ვი­სათ­ვის კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ჩა­რე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს არა მხო­ლოდ კლი­ნი­კის გა­რე­მო­ში, არა­მედ ბუ­ნებ­რივ გა­რე­მო­შიც, იქ, სა­დაც ქცე­ვა რე­ა­ლუ­რად ვლინ­დე­ბა, ეს არის სკო­ლა და სახ­ლი. ქცე­ვის მარ­თ­ვა გუ­ლის­ხ­მობს, რომ ქცე­ვის გა­მოვ­ლე­ნა­ზე ნე­ბის­მი­ერ გა­რე­მო­ში ერ­თ­ნა­ი­რი რე­ა­გი­რე­ბა მო­ვახ­დი­ნოთ. მა­გა­ლი­თად, თუ კლი­ნი­კა­ში ხდე­ბა ქცე­ვის ჩაქ­რო­ბა, სკო­ლა­ში კი პი­რი­ქით — გან­მ­ტ­კი­ცე­ბა, ცხა­დია, შე­დეგს ვერ მი­ვი­ღებთ. ამას­თან, ბუ­ნებ­რივ გა­რე­მო­ში ჩა­რე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით, ხელს ვუწყობთ დას­წავ­ლი­ლი უნა­რე­ბის გან­ზო­გა­დე­ბას, რის შე­დე­გა­დაც ბავ­შ­ვი სწავ­ლობს, რომ მი­სი გა­რე­მომ­ც­ვე­ლი სამ­ყა­რო თან­მიმ­დევ­რუ­ლია და ყვე­ლას ერ­თ­ნა­ი­რი მო­ლო­დი­ნი აქვს მის მი­მართ. ბავ­შ­ვის აგ­რე­სი­ულ­მა ქცე­ვამ ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში უნ­და და­კარ­გოს თა­ვი­სი ფუნ­ქ­ცია, სა­ნაც­ვ­ლოდ კი მის ირ­გ­ვ­ლივ არ­სე­ბულ­მა გა­რე­მომ მხა­რი უნ­და და­უ­ჭი­როს მის პო­ზი­ტი­ურ ქცე­ვას. ბევ­რი კვლე­ვა აღ­წერს, თუ რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია თე­რა­პი­უ­ლი ჩა­რე­ვა მშობ­ლე­ბი­სა და პე­და­გო­გე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში. დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა მათ სუ­პერ­ვი­ზი­ას, ასე­ვე, ემო­ცი­ურ მხარ­და­ჭე­რას და ჩა­რე­ვის პრო­ცე­სის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას.
— რა რჩე­ვებს მის­ცემ­დით მშობ­ლებს, რა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ბავ­შ­ვის აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვის მარ­თ­ვის დროს?
— თუ ბავ­შ­ვი აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვის ამა თუ იმ ფორ­მას ავ­ლენს, პირ­ველ რიგ­ში, და­ფიქ­რ­დით, რის მიღ­წე­ვას ცდი­ლობს ასე­თი ქცე­ვით? რა „მე­სიჯს“ აგ­ზავ­ნის თქვენ­თან? რო­გო­რია თქვე­ნი რე­აქ­ცია ამ ქცე­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­დეგ? რა უძღ­ვის წინ ამ ტი­პის ქცე­ვას? რო­დის და ვის­თან ვლინ­დე­ბა ეს ქცე­ვა? — ამ კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხი და­გეხ­მა­რე­ბათ გან­საზღ­ვ­როთ, რა ახ­დენს არა­სა­სურ­ვე­ლი ქცე­ვის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და შეძ­ლებთ, შე­სა­ბა­მი­სად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ რე­ა­გი­რე­ბა.
ასე­ვე, გახ­სოვ­დეთ, რაც უფ­რო ად­რე და­იწყებთ ჩა­რე­ვას, შე­დე­გი უფ­რო ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა. თუ თქვე­ნი ძა­ლე­ბით ვერ ახერ­ხებთ ქცე­ვის მარ­თ­ვას, აუცი­ლებ­ლად მი­მარ­თეთ ქცე­ვის მარ­თ­ვის სპე­ცი­ა­ლისტს, რო­მე­ლიც და­გეხ­მა­რე­ბათ ქცე­ვის ფუნ­ქ­ცი­ის გან­საზღ­ვ­რა­ში და შე­სა­ბა­მი­სი ჩა­რე­ვის პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში.
ქცე­ვის გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ანა­ლი­ზის მთა­ვა­რი ფი­ლო­სო­ფია შემ­დეგ­ში მდგო­მა­რე­ობს: თუ ქცე­ვას სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი მოჰ­ყ­ვე­ბა, ის მო­მა­ვალ­შიც აუცი­ლებ­ლად გა­მოვ­ლინ­დე­ბა. ამ ფაქ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და ჩა­რე­ვის სწო­რი ტექ­ნი­კის არ­ჩე­ვით, ნე­ბის­მი­ე­რი სა­სურ­ვე­ლი ქცე­ვის ფორ­მი­რე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ანა ბარ­ქაია
ჯე­იმს მე­დი­სო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­ურ
მეც­ნი­ე­რე­ბა­თა მა­გის­ტ­რი, ქცე­ვის ანა­ლი­ზის მი­მარ­თუ­ლე­ბით; ამე­რი­კის ქცე­ვის ანა­ლი­ტი­კოს­თა საბ­ჭოს მი­ერ
სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ქცე­ვის ანა­ლი­ტი­კო­სი

geopsychology.org

25-28(942)N