გამოდის 1998 წლიდან
2016-11-17
ზამ­თარ­ში პე­და­გოგ­თა საგ­ნობ­რი­ვი გა­მოც­და არ ჩა­ტარ­დე­ბა

  განათლების სისტემაში მიმდინარე და
დაგეგმილი სიახლეების შესახებ საუბრობს
გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის
მი­ნის­ტ­რი ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვა

„მე პი­რა­დად მივიღე ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და, რა თქმა უნ­და, ზო­გი­ერთ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც სწო­რედ ზამ­თარ­ში აპი­რებ­და გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბას, ამით ცხოვ­რე­ბა გა­ვურ­თუ­ლეთ. თუმ­ცა, ყო­ვე­ლი გა­მოც­და ბა­რი­ე­რია და ამი­სი გა­შუ­ქე­ბა, ჩაჭ­რი­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის კუთხით, კი­დევ ერ­თი დარ­ტყ­მა იყო მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრეს­ტიჟ­ზე. მოკ­ლედ, ვფიქ­რობ, რომ ეს არის ძა­ლი­ან ცუ­დი რამ. მით უმე­ტეს, იცით, რომ ყო­ველ შემ­დეგ გა­მოც­და­ზე ჩაჭ­რილ პე­და­გოგ­თა პრო­ცენ­ტი ით­ვ­ლე­ბა არა პე­და­გო­გე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბი­დან, არა­მედ გა­მოც­და­ზე გა­სუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბი­დან, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სულ ბო­ლო გა­მოც­და­ზე 100-პრო­ცენ­ტი­ა­ნი ჩაჭ­რა გვექ­ნე­ბა. ვფიქ­რობ, ეს ძა­ლი­ან ნე­გა­ტი­უ­რი მოვ­ლე­ნაა.“  — აცხადებს ალექსანდრე ჯეჯელავა
დაბ­რუნ­დე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­და, მაგ­რამ, ჯერ­ჯე­რო­ბით, უც­ნო­ბია მი­სი ჩა­ტა­რე­ბის კონ­კ­რე­ტუ­ლი თა­რი­ღი. თუმ­ცა, ცნო­ბი­ლია, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­დას, საგ­ნის გა­მოც­დის მსგავ­სად, ბა­რი­ე­რი  არ ექ­ნე­ბა და მას მი­ნის­ტ­რი,  „გა­მოც­დის“ ნაც­ვ­ლად, „კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას“ არ­ქ­მევს. „ეს ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლია იმი­ტომ, რომ 30-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე პე­და­გო­გის გა­მოც­და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი მგო­ნია. პრო­ცესს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა ან კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა ერ­ქ­მე­ვა, ოღონდ გა­მოც­და და ბა­რი­ე­რი — არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში.“
მარ­თა­ლია „ჩაჭ­რა“, რო­გორც მოვ­ლე­ნა, მი­ნის­ტ­რის თქმით, დას­რულ­და და ახალ რე­ა­ლო­ბა­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბი უბა­რი­ე­რო გა­მოც­დით შე­ეც­დე­ბი­ან კრე­დი­ტე­ბის დაგ­რო­ვე­ბას, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ეს ცვლი­ლე­ბა ვერ შე­ე­ხე­ბა იმ ჩაჭ­რილ პე­და­გო­გებს, რომ­ლებ­მაც სქე­მის სა­პი­ლო­ტე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­ვე სცა­დეს გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა და ბა­რი­ე­რი ვერ გა­და­ლა­ხეს: „უკან თა­რი­ღით ცვლი­ლე­ბა ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რად­გან ამას ტექ­ნი­კუ­რად ვერ შევ­ძ­ლებთ. მარ­თა­ლი გითხ­რათ, ჩე­მი სურ­ვი­ლია, რომ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ეს რა­მე­ნა­ი­რად, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დრო და­ხარ­ჯეს, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ად­რე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბის შეც­ვ­ლას  ტექ­ნი­კუ­რად ვერ შევ­ძ­ლებთ“.

უმაღ­ლეს­ში ის უნ­და ხვდე­ბო­დეს, ვინც დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი და
ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია,
რომ აქვს საკმა­რი­სი უნა­რე­ბი  უმაღ­ლე­სი
გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღებად

„ავ­ტო­ნო­მია უნი­ვერ­სი­ტეტს“ — გა­ნაცხა­და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა ალექ­სან­დ­რე ჯეჯ­ლა­ვამ, 15 ნო­ემ­ბერს, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის შე­სა­ხებ სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია ასე გა­მო­ხა­ტა: „ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამის მი­მართ, რაც უნ­და უც­ნა­უ­რად ჟღერ­დეს, ასე­თია: ავ­ტო­ნო­მია უნი­ვერ­სი­ტეტს! აუდი­ტო­რია 115-ის წევ­რე­ბი სწო­რედ ამას იმე­ო­რე­ბენ ხში­რად. ამ ბო­ლო დროს, ეს გა­მოთ­ქ­მა, მგო­ნი, ერ­თ­გ­ვა­რი ბრენ­დიც კი გახ­და. ვფიქ­რობ, უნი­ვერ­სი­ტე­ტი იმი­ტომ არის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რომ მას უნ­და ჰქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა, თვი­თონ ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს რო­გორც აკა­დე­მი­ურ, ისე თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის სა­კითხებ­ზე.
ვხე­დავ თუ არა რის­კებს, რომ თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი არ მო­ე­წო­ნე­ბათ სტუ­დენ­ტებს ან არას­ტუ­დენ­ტე­ბის ჯგუფს, რა თქმა უნ­და, ვხე­დავ. ვფიქ­რობ, ნე­ბის­მი­ე­რი არ­ჩ­ევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი — სა­პარ­ლა­მე­ნტო, სა­პ­რე­ზი­დენ­ტო თუ სხვ. — სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს მოს­წონს და ნა­წილს კი — არა. შე­სა­ბა­მი­სად, საფ­რ­თხეს იმი­სას, რომ ამ არ­ჩევ­ნე­ბით ყვე­ლა კმა­ყო­ფი­ლი არ იქ­ნე­ბა, ნამ­დ­ვი­ლად ვხე­დავ, თუმ­ცა, არ­ჩ­ევ­ნე­ბის გა­ნმარ­ტე­ბა სწო­რედ ამა­ში მდგო­მა­რე­ობს — რო­მე­ლი­ღაც მხა­რე იგებს, რო­მე­ლი­ღაც მხა­რე აგებს. მე­ო­რე სა­კითხია პრინ­ცი­პე­ბი, თვი­თონ თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის პრინ­ცი­პე­ბი, აქ ვი­ზი­ა­რებ მო­საზ­რე­ბას, რომ თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის პრინ­ცი­პე­ბი უფ­რო ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი უნ­და გახ­დეს — ყვე­ლა სტუ­დენტს თუ სტუ­დენ­ტ­თა ჯგუფს თა­ნაბ­რად უნ­და მი­უწ­ვ­დე­ბო­დეს ხე­ლი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის რე­სურ­სებ­ზე და ა.შ. თსუ-ს შემ­თხ­ვე­ვა­შიც და სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის შემ­თხ­ვევ­აშიც, ისევ და ისევ, მა­თი გა­და­საწყ­ვე­ტია, რო­გორ სის­ტე­მას აირ­ჩე­ვენ, თუმ­ცა, რაც უფ­რო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და ლი­ბე­რა­ლუ­რი იქ­ნე­ბა რე­სურ­სე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის სის­ტე­მა, მით მე­ტი შან­სი იქ­ნე­ბა იმი­სა, რომ ყვე­ლა ჩა­ერ­თოს და ნაკ­ლე­ბი პრო­ტეს­ტი იყოს, თუმ­ცა, პრო­ტესტს ვერ გა­მოვ­რიცხავთ.“
სამ უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში — ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო, ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში — სა­ხელ­მ­წი­ფო აუდი­ტის სამ­სა­ხურ­მა შე­ის­წავ­ლა იმ კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი მო­ი­პო­ვეს.
აღ­მოჩ­ნ­და, რომ 64%-მა სწავ­ლა სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლით და­ას­რუ­ლა. ასე­ვე, სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლით და­ას­რუ­ლა სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მე­ბი იმ კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა, სა­შუ­ა­ლოდ, 40%-მა, რომ­ლებ­საც ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე მა­ღა­ლი შე­დე­გე­ბი ჰქონ­დათ. სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლია შერ­ჩე­უ­ლი აქ­ტი­უ­რი სტა­ტუ­სის მქო­ნე სტუ­დენ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბის 67%. აუდი­ტის ჯგუ­ფის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა კვლე­ვამ ისიც გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ დაკ­ვირ­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბის დღე­ე­ებ­ში შერ­ჩე­ულ ლექ­ცია/სე­მი­ნა­რებ­ზე დას­წ­რე­ბის სა­ერ­თო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 15% იყო.
რა ფაქ­ტო­რე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს ასეთ და­ბალ აკა­დე­მი­ურ მაჩ­ვე­ნებ­ლებს და რა­ზე მეტყ­ვე­ლებს ეს ყვე­ლა­ფე­რი, ამის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვამ გა­ნაცხა­და: „ძა­ლი­ან ფარ­თო თე­მაა და ერ­თი მი­ზე­ზი ასეთ რა­მეს არას­დ­როს აქვს. ერ­თი რამ მინ­და მო­გახ­სე­ნოთ (მი­უ­ხედ­ვა­და იმი­სა, რომ შე­საძ­ლოა ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს არ მო­ე­წონოს): წელს ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე და­რე­გის­ტ­რი­რე­ბულ­თა 84% გახ­და უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის სტუ­დენ­ტი. მსგავ­სი ციფ­რი ბრი­ტა­ნეთ­ში არის 20%, ანუ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა ბრი­ტა­ნეთ­ში, პი­რო­ბი­თად, იმ ვიწ­რო წრის ხვედ­რია, რო­მელ­საც ტოპ ქუ­ლე­ბი აქვს და აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბაც ძა­ლი­ან მა­ღა­ლი. ბრი­ტა­ნეთ­მა რომ გა­დაწყ­ვი­ტოს, ყვე­ლა ახალ­გაზ­რ­და შე­უშ­ვას უმაღ­ლეს­ში ან 20%-ის ნაც­ვ­ლად 84%, პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მ­ნე­ბა. უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა თა­ვის­თავ­ში გუ­ლის­ხ­მობს მო­ტი­ვა­ცი­ის მა­ღალ დო­ნეს. სკო­ლის მოს­წავ­ლე­სა­ვით ვერ ვსდევთ სტუ­დენტს, რად­გან ით­ვ­ლე­ბა, რომ სტუ­დენ­ტო­ბა ადა­მი­ან­მა იმი­ტომ გა­დაწყ­ვი­ტა და აირ­ჩია პრო­ფე­სია, რომ სა­კუ­თარ თავს თა­ვად უპატ­რო­ნოს. ბევ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი თა­ვი­სუ­ფალ დას­წ­რე­ბას ნერ­გავს, ბევ­რი — საგ­ნე­ბის არ­ჩე­ვას და ა.შ. იქ არის დაშ­ვე­ბა ყველ­გან, რომ სტუ­დენ­ტი ძა­ლი­ან მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია, რომ ის­წავ­ლოს, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, ვფიქ­რობ, ჩვენ­თან არა­რე­ა­ლუ­რია. იმის ხარ­ჯ­ზე, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით, ძა­ლი­ან არა­პო­პუ­ლა­რუ­ლია (თუმ­ცა ახ­ლა იკ­რებს ძა­ლებს, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ასე ით­ვ­ლე­ბა), გა­მო­დის, რომ ის ხალ­ხი, ვინც წე­სით პრო­ფე­სი­ულ­ში იქ­ნე­ბო­და ბედ­ნი­ე­რი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ სამ­სა­ხურს იშო­ვი­და, იმის გა­მო, რომ ოჯახ­მა ურ­ჩია ან პერ­ს­ტი­ჟუ­ლია, აკა­დე­მი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის გზით წა­ვი­და. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ში­ნა­გა­ნი მო­ტი­ვა­ცია არ აქვს, რომ ის­წავ­ლოს, რა თქმა უნ­და, ყვე­ლა­ნა­ი­რად ეც­დე­ბა, და­უძ­ვ­რეს ამ ვი­თა­რე­ბას. მთა­ვარ მი­ზე­ზად მე მა­ინც ამას ვიტყო­დი.
თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვე­რის­ტეტ­მა, ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში (და სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბიც ამას აკე­თე­ბენ), თა­მა­სა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ას­წია და ასე აგ­რ­ძე­ლებს. ჩვენ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს და­ფი­ნან­სე­ბით უნ­და და­ვეხ­მა­როთ. დღეს, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, და­ფი­ნან­სე­ბას ერ­თა­დერ­თი პა­რა­მეტ­რი აქვს — რამ­დე­ნი სტუ­დენ­ტი ჰყავს უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელს, სხვა მე­თო­დი არ არის. ეს არ წა­ა­ხა­ლი­სებს ხა­რისხს, ეს წა­ა­ხა­ლი­სებს რა­ო­დე­ნო­ბას. უნ­და მო­ვა­ხერ­ხოთ, რომ და­ფი­ნან­სე­ბის სქე­მა იყოს ისე­თი, რო­მე­ლიც სწო­რედ ამ პა­რა­მეტ­რებს — რო­გო­რი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა აქვს სტუ­დენტს ან სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ საქ­მ­დე­ბა თუ არა — გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს“.
პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვამ გა­ნაცხა­და, რომ იგეგ­მე­ბა ცვლი­ლე­ბა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის სქე­მა­ში, რაც თა­ვის­თა­ვად ძა­ლი­ან მას­შ­ტა­ბუ­რი ცვლი­ლე­ბაა და ბევრ ადა­მი­ანს ეხე­ბა: „ამი­ტ­ომ, მი­ვი­ღეთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რომ ახა­ლი სქე­მის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბი­ან სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­წი­ნა­ვე სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნი­ე­ბი და ძა­ლი­ან მა­ლე, ალ­ბათ, გა­მო­ვაცხა­დებთ ამის შე­სა­ხებ. ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩე­მი მო­საზ­რე­ბე­ბი მაქვს, მაგ­რამ  ეს ისე­თი მას­შ­ტა­ბის სა­კითხია, რომ არც ერ­თი კა­ცის და არც ხუ­თი კა­ცის მო­საზ­რე­ბე­ბით არ უნ­და გა­დაწყ­დეს. ვფიქ­რობ, მო­მა­ვალ წელს, 2017-ში, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ცვლი­ლე­ბე­ბი გვექ­ნე­ბა. მი­მაჩ­ნია, რომ და­ფი­ნან­სე­ბის რამ­დე­ნი­მე ფონ­დი უნ­და იყოს. ასეა უცხო­ე­თის ბევრ ქვე­ყა­ნა­ში — ცალ­კე ფონ­დია და­კა­ვე­ბუ­ლი, მა­გა­ლი­თად, ეკო­ნო­მი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბით, ცალ­კე ფონ­დი აფი­ნან­სებს ქა­ლებს გარ­კ­ვე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით, ცალ­კე ფონ­დი — მეც­ნი­ე­რე­ბა­ში მი­მა­ვალ ახალ­გაზ­რ­დებს. პი­რა­დად მე, უფ­რო ეფექ­ტუ­რად მი­მაჩ­ნია, რომ და­ფი­ნან­სე­ბის ერ­თი ფონ­დი და ერ­თი წე­სი კი არ იყოს, არა­მედ რამ­დე­ნი­მე. ამის მა­გა­ლი­თი დღე­საც გვაქვს — ერ­თი არის წარ­ჩი­ნე­ბის ფონ­დი, რო­მე­ლიც პირ­და­პირ ქუ­ლებ­ზეა მიბ­მუ­ლი, მე­ო­რეა სო­ცი­ა­ლუ­რი — 12 კა­ტე­გო­რია, რო­მელ­საც გრან­ტებს ვაძ­ლევთ, მათ შო­რის სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებს. ორი ფონ­დი გვაქვს და ვფიქ­რობ, კი­დევ უნ­და და­ე­მა­ტოს, თუნ­დაც იმ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით, რაც ქვეყ­ნის­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია ან ეკო­ნო­მი­კუ­რად მომ­გე­ბი­ა­ნი.“
შე­იც­ვ­ლე­ბა თუ არა სტუ­დენ­ტის სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის ოდე­ნო­ბად დად­გე­ნი­ლი 2250 ლა­რი, ამა­ზე გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა გა­ნაცხა­და: „იმე­დია, შე­იც­ვ­ლე­ბა, მაგ­რამ არა მგო­ნია, რომ და­ფი­ნან­სე­ბა თა­ნა­ბა­რი უნ­და იყოს ყვე­ლა დარ­გის სტუ­დენ­ტის­თ­ვის — არ­სე­ბობს უფ­რო ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი დარ­გე­ბი და ნაკ­ლე­ბად ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი. თა­ნა­ბარ­მა და­ფი­ნან­სე­ბამ გა­მო­იწ­ვია ის, რომ ვი­სი აღ­ზ­რ­დაც ძვი­რი ჯდე­ბა, მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცირ­და, ვი­სიც შე­და­რე­ბით იაფი — გა­ი­ზარ­და. ამი­ტომ ეს უნ­და შევ­ც­ვა­ლოთ. ცვლი­ლე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, 2017 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გვექ­ნე­ბა.
და­ფი­ნან­სე­ბის ცვლი­ლე­ბის და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მი­რე­ბის მი­ზა­ნი სწო­რედ ის არის, რომ ზუს­ტად იმან ის­წავ­ლოს, ვინც უნ­და სწავ­ლობ­დეს უმაღ­ლეს­ში. დღეს თა­მა­სა საკ­მა­ოდ და­ბა­ლია და შე­საც­ვ­ლე­ლია — უნ­და ავა­მაღ­ლოთ, შე­სა­ბა­მი­სად, უმაღ­ლეს­ში ის უნ­და ხვდე­ბო­დეს, ვინც დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია, რომ აქვს სამ­კა­რი­სი უნა­რე­ბი  უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მისაღებად. ყვე­ლა და­ნარ­ჩენს არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ალ­ტერ­ნა­ტი­ვებს შევ­თა­ვა­ზებთ პრო­ფე­სი­უ­ლი უმაღ­ლე­სის სა­ხით, რომ და­საქ­მ­დ­ნენ და ჰქონ­დეთ სრულ­ფა­სო­ვა­ნი და ღირ­სე­უ­ლი ცხოვ­რე­ბა.“

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N