გამოდის 1998 წლიდან
2015-03-12
სევდიანი ანეტას გმირული ისტორია

1916 წლის 30 მარტს (ძვე­ლი სტი­ლით — 17 მარტს) „პორ­ტუ­გალს“ ბუქ­სი­რით მოჰ­ყავ­და რამ­დე­ნი­მე ბრტყელ­ძი­რი­ა­ნი ნა­ვი, რა­თა სა­ნა­პი­რო­დან დაჭ­რი­ლე­ბი აეყ­ვა­ნა ხო­მალ­დ­ზე. ქა­ლაქ რი­ზეს­თან, შა­ვი ზღვის თურ­ქე­თის სა­ნა­პი­როს­თან, ხო­მალ­დი შე­ჩერ­და, რად­გან ერ­თი პა­ტა­რა ნა­ვი იძი­რე­ბო­და და მი­სი შე­კე­თე­ბა გახ­და აუცი­ლე­ბე­ლი. იმ დრო­ის­თ­ვის „პორ­ტუ­გალ­ზე“ არ იყ­ვ­ნენ დაჭ­რი­ლე­ბი, მაგ­რამ იყვნენ წი­თე­ლი ჯვრის ექი­მე­ბი და მედ­დე­ბი და, გე­მის მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი. ხო­მალ­დის ეკი­პა­ჟი ხე­დავ­და, რომ გემს პე­რის­კო­პი მი­უ­ახ­ლოვ­და, მაგ­რამ „პორ­ტუ­გა­ლი“ მცუ­რა­ვი ჰოს­პი­ტა­ლი გახ­ლ­დათ და და­ცუ­ლი იყო ჰა­ა­გის კონ­ვენ­ცი­ის თა­ნახ­მად, ამი­ტომ არა­ვი­თა­რი თავ­დაც­ვი­თი ზო­მე­ბი არ მი­უ­ღი­ათ. გერ­მა­ნულ­მა წყალ­ქ­ვე­შა ნავ­მა გა­უფ­რ­თხი­ლებ­ლად გა­უშ­ვა ტორ­პე­დო, რო­მე­ლიც ხო­მალდს ას­ც­და. წყალ­ქ­ვე­შა ნა­ვი, კა­პი­ტან-ლე­ი­ტე­ნანტ კონ­რად გან­სე­რის მე­თა­უ­რო­ბით, ისევ დაბ­რუნ­და, კვლავ გა­უშ­ვა ტორ­პე­დო 30 ფუნ­ტის მან­ძი­ლი­დან, რო­მე­ლიც სა­მან­ქა­ნო გან­ყო­ფი­ლე­ბის მახ­ლობ­ლად მოხ­ვ­და ხო­მალდს და ორ ნა­წი­ლად გახ­ლი­ჩა. გემ-ჰოს­პი­ტალ „პორ­ტუ­გალ­ზე“ ქარ­თ­ვე­ლი მოწყა­ლე­ბის და ანე­ტა ან­დ­რო­ნი­კაშ­ვი­ლი (1892-1916) იმ­ყო­ფე­ბო­და. ანე­ტამ თა­ვი­სი მაშ­ვე­ლი რგო­ლი სხვას და­უთ­მო.
„ვგრძნობ­დი, რომ მემ­შ­ვი­დო­ბე­ბო­და, ვუც­ქერ­დი ესო­დენ ნა­ტიფს და ვურ­ჩევ­დი, ყვე­ლა­ფე­რი კი­დევ აეწონ-და­ე­წო­ნა, მო­ე­ფიქ­რე­ბი­ნა, არ აჩ­ქა­რე­ბუ­ლი­ყო, მან კი გა­დამ­წყ­ვე­ტი ჟეს­ტით, უსიტყ­ვოდ მაჩ­ვე­ნა, რომ ყვე­ლა­ფე­რი დი­დი ხნის ნა­ფიქ­რი აქვს და არა­ფერს და არა­ვის შე­უძ­ლია შე­უ­შა­ლოს ხე­ლი მი­სი ნე­ბის ას­რუ­ლე­ბას“ — ასე აღ­წერს ახ­ლო­ბე­ლი ანე­ტა ან­დ­რო­ნი­კაშ­ვი­ლის გა­მოთხო­ვე­ბას — მოწყა­ლე­ბის დად წას­ვ­ლი­სას.
რო­დამ და დი­ნა­რა ჯან­დი­ე­რე­ბი იგო­ნე­ბენ:
„ანე­ტა ან­დ­რო­ნი­კაშ­ვი­ლის მოწყა­ლე­ბის დად წას­ვ­ლა არა­ვის გაკ­ვირ­ვე­ბია, ის ისე­თი სათ­ნო იყო გა­რეგ­ნუ­ლა­დაც და სუ­ლი­ე­რა­დაც. ჩვე­ნი შტო ერეკ­ლე მე­ო­რე­დან მო­დის. ერეკ­ლე მე­ო­რის ქა­ლიშ­ვი­ლის, ელე­ნეს შვი­ლი მა­რი­ა­მი (ზოგ­ჯერ მა­ი­ა­საც ვე­ძახ­დით), ცო­ლად ჰყავ­და მალ­ხაზ ან­დ­რო­ნი­კაშ­ვილს, აი, აქე­დან არის ჩვე­ნი შტო. ანე­ტა მალ­ხა­ზის ძმის, სო­ლო­მო­ნის შვი­ლია. ბე­ბი­ამ ძა­ლი­ან ბევ­რი ტკი­ვი­ლი გა­ნი­ცა­და. სა­მი მიც­ვა­ლე­ბუ­ლი მი­უყ­ვა­ნეს ერ­თად. ანე­ტას ძმა მე­რა­ბიც ფრონ­ტ­ზე და­ი­ღუ­პა რუ­სეთ-სპარ­სე­თის ომ­ში (1916) და ბე­ბი­ას ძმა ივა­ნეც ფრონ­ტ­ზე და­ი­ღუ­პა. სა­მი­ვე მალ­ხაზ ან­დ­რო­ნი­კავ­შილ­მა ჩა­მო­ას­ვე­ნა და თა­ვი­ანთ მა­მულ­ში, კა­ხეთ­ში, გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ონ­ში დაკ­რ­ძა­ლა. ივა­ნე 24 წელს მი­უნ­ხენ­ში გა­აგ­ზავ­ნეს სას­წავ­ლებ­ლად, შემ­დეგ არე­უ­ლო­ბა დიწყო და იქ დარ­ჩა, აღარ ჩა­მო­სუ­ლა. მახ­სოვს, მან გა­მო­მიგ­ზავ­ნა ბეთხო­ვე­ნის მე-9 სიმ­ფო­ნია ფუნ­ტ­ვენ­გე­რის დი­რი­ჟო­რო­ბით, სი­მე­ბიც გა­მო­მიგ­ზავ­ნა, კონ­ცერ­ტი მქონ­და და ის სი­მე­ბი და­ვა­გე ვი­ო­ლი­ნო­ზე. 1956 წელს მი­სი და ელე­ნე, ელიჩ­კაც გარ­და­იც­ვა­ლა. ყრუ-მუნ­ჯი იყო. პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, ბე­ბია წა­მიყ­ვან­და ხოლ­მე და მის­თ­ვის ვი­ო­ლი­ნო­ზე მაკ­ვ­რე­ვი­ნებ­და, ელიჩ­კა ხე­ლით აჩ­ვე­ნებ­და ბე­ბი­ას ჩემ­ზე, რომ ჭკვი­ა­ნიაო. მა­შინ ვერ ვხვდე­ბო­დი და მე­რე გა­ვი­გე, რომ მას ჩე­მი დაკ­რუ­ლი არ ეს­მო­და...
მოწყა­ლე­ბის დად წას­ვ­ლა ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცია იყო. ჩვე­ნი ბე­ბია ელი­სა­ბე­დი და მი­სი და ნი­ნოც მოწყა­ლე­ბის დე­ბი იყ­ვ­ნენ ახ­ლან­დე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლა­ზა­რეთ­ში. ბე­ბი­ას უფ­რო­სი და ნი­ნო ან­დ­რო­ნი­კაშ­ვი­ლი გა­და­ღე­ბუ­ლია მო­მაკ­ვ­დავ ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას სას­თუ­მალ­თან.
ერ­თხელ კი­რამ თქვა, ან­დ­რო­ნი­კაშ­ვი­ლე­ბი ძა­ლი­ან უიღ­ბ­ლო­ე­ბი ვარ­თო, მარ­თ­ლა ასეა...“
ის­ტო­რი­ის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ჩა­ძი­რუ­ლი „პორ­ტუ­გა­ლი“ქარ­თ­ვე­ლი მოწყა­ლე­ბის დის ის­ტო­რი­ას ინა­ხავს. შავ ზღვა­ზე დატ­რი­ა­ლე­ბულ ამ ტრა­გე­დი­ას ომის ყვე­ლა­ზე დიდ სა­ში­ნე­ლე­ბას უწო­დებ­დ­ნენ, ამ ფაქ­ტ­მა მსოფ­ლიო აალა­პა­რა­კა. ჟე­ნე­ვის წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ წი­თე­ლი ჯვრის ყვე­ლა კო­მი­ტეტს გა­უგ­ზავ­ნა მი­მარ­თ­ვა, რა­თა პრო­ტეს­ტი გა­მო­ეთ­ქ­ვათ გერ­მა­ნელ­თა და­ნა­შა­ულ­ზე — ითხოვ­დ­ნენ დამ­ნა­შა­ვე­თა დას­ჯას, თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის დე­პე­შე­ბი იგ­ზავ­ნე­ბო­და რუ­სეთ­ში, ჟე­ნე­ვა­ში. წყალ­ქ­ვე­შა ნავ­ში, რო­მელ­მაც ჩა­ძი­რა ხო­მალ­დი „პორ­ტუ­გა­ლი“ მოწყა­ლე­ბის დის თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ისი­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გის ხო­მალდს ძი­რავ­დ­ნენ...
„პორ­ტუ­გა­ლის“ და­ღუპ­ვის ის­ტო­რია სხვა­დას­ხ­ვა, ერ­თ­მა­ნეთ­თან და­უ­კავ­ში­რე­ბე­ლ გად­მო­ცე­მებს ეყ­რ­დ­ნო­ბა. მი­სი გე­ზიც — სა­ით მი­ცუ­რავ­და ხო­მალ­დი — მო­გო­ნე­ბებ­სა თუ გად­მო­ცე­მებ­ში სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რა­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. არ­სე­ბობს ვერ­სია, რომ გე­მი ლა­ზის­ტა­ნის ნა­პი­რებ­თან მი­ცუ­რავ­და, მე­მუ­ა­რულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ვკითხუ­ლობთ, რომ მას გე­ზი ბა­თუ­მის­კენ ჰქონ­და აღე­ბუ­ლი, ხო­ლო რუ­სუ­ლი ჟურ­ნა­ლე­ბი წერ­დ­ნენ, რომ გე­მი „პორ­ტუ­გა­ლი“ ოდე­სი­დან ან­ტა­ლი­ის­კენ მი­ცუ­რავ­და.
ჟურ­ნა­ლი „ნი­ვა“ დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს გე­მის ჩა­ძირ­ვას: „1916 წლის 17 მარ­ტი. დი­ლის 8 სა­ა­თი. გე­მი „პორ­ტუ­გა­ლი“ — მოძ­რა­ვი ჰოს­პი­ტა­ლი, სა­მე­დი­ცი­ნო კა­ბი­ნე­ტე­ბით და ავად­მ­ყო­ფე­ბით შუა ზღვა­ში შე­ვი­და. „პორ­ტუ­გალს“ ბუქ­სი­რით მიჰ­ყავ­და ტრა­ი­ლე­რი, რო­მე­ლიც გან­კუთ­ვ­ნი­ლი იყო დაჭ­რი­ლე­ბის გა­და­საყ­ვა­ნად. გა­მოჩ­ნ­და წყალ­ქ­ვე­შა ნა­ვი, ირ­გ­ვ­ლივ შე­მო­უ­ა­რა გემს და მო­უ­ლოდ­ნე­ლად ერ­თ­მა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით ორი ნაღ­მი ეს­რო­ლა. პირ­ვე­ლი ას­ც­და, ხო­ლო მე­ო­რე შუ­ა­გულ­ში, სა­მან­ქა­ნო ნა­წილ­ში მოხ­ვ­და. გე­მი აფეთ­ქ­და და შუ­ა­ზე გა­ი­პო. კი­ჩო და ცხვი­რი წყლის ზე­მოთ ავარ­და. გა­ვი­და ზუს­ტად წუთ­ნა­ხე­ვა­რი და „პორ­ტუ­გა­ლი“ ფსკე­რისკნ და­ეშ­ვა. და­ი­ღუ­პა 113 ადა­მი­ა­ნი“.
მი­ხე­ილ და­დი­ა­ნი თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში, რო­მე­ლიც ვა­შინ­გ­ტონ­შია და­წე­რი­ლი, სხვა ამ­ბებ­თან ერ­თად, დაწ­ვ­რი­ლე­ბით აღ­წერს წყალ­ქ­ვე­შა ნა­ვებს, რომ­ლებ­საც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­მოჰ­ქონ­დათ იარა­ღი. „სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პირ­ვე­ლი წყალ­ქ­ვე­შა ნა­ვით გერ­მა­ნე­ლებ­თან ერ­თად ჩა­მო­ვიდ­ნენ მი­ხა­კო წე­რე­თე­ლი და მე­ლი­ტონ ოს­მან ბე­რი ქარ­ცი­ვა­ძე, რო­მე­ლიც სტამ­ბულ­ში ცხოვ­რობ­და. მე­ო­რე წყალ­ქ­ვე­შა ნა­ვის ექ­ს­პე­დი­ცია მარ­ცხით დას­რულ­და, ვი­ნა­ი­დან ზღვა არ იყო კარ­გი. წყალ­ქ­ვე­შა ნა­ვი, რო­მე­ლიც სი­ნათ­ლის შუქ­ზე იმა­ვე ად­გი­ლას უნ­და მი­სუ­ლი­ყო, სა­დაც პირ­ვე­ლი წყალ­ქ­ვე­შა ნა­ვი მი­ვი­და, გზას ას­ც­და და სხვა სი­ნათ­ლის­კენ გა­ე­შუ­რა, რაც რუ­სუ­ლი პოს­ტის სი­ნათ­ლე გა­მოდ­გა. წყალ­ქ­ვე­შა ნა­ვი­დან გად­მო­ვი­და ორი ქარ­თ­ვე­ლი და ორი გერ­მა­ნე­ლი, ერთ-ერ­თი ქარ­თ­ვე­ლი, გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი, შემ­დეგ­ში ცნო­ბი­ლი ქარ­თ­ვე­ლი პარ­ფი­უ­მე­რი ამე­რი­კა­ში, რუ­სებს ხე­ლი­დან გა­უს­ხ­ლ­ტა. მე­ო­რე ქარ­თ­ვე­ლი, ორ გერ­მა­ნელ­თან ერ­თად, გა­ა­სა­მარ­თ­ლეს. გერ­მა­ნე­ლებ­მა ქარ­თ­ვე­ლე­ბის და­სა­ცა­ვად ბრალ­დე­ბა თა­ვის თავ­ზე აიღეს — ორი­ვე გერ­მა­ნე­ლი ბა­თუმ­ში ჩა­მო­ახ­რ­ჩ­ვეს. წყალ­ქ­ვე­შა ნავ­მა, რამ­დე­ნი­მე დღე იხე­ტი­ა­ლა ზღვა­ში — ეს იყო ის გერ­მა­ნუ­ლი წყალ­ქ­ვე­შა ნა­ვი, რო­მელ­მაც და­ღუ­პა სა­ნი­ტა­რუ­ლი გე­მი „პორ­ტუ­გა­ლი“, რო­მე­ლიც პა­რა­ლე­ლუ­რად იარა­ღით იყო დატ­ვირ­თუ­ლი. წყალ­ქ­ვე­შა ნავს გა­უფ­რ­თხი­ლე­ბია გე­მის კა­პი­ტა­ნი, უკან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ, თო­რემ ჩაგ­ძი­რავ­თო, რად­გან ვი­ცით, რომ გე­მი იარა­ღით არის დატ­ვირ­თუ­ლიო. გე­ნე­რალ გო­ლუ­ბოვს, რო­მე­ლიც ბა­თუ­მის სამ­ხედ­რო ოლ­ქის უფ­რო­სი იყო, გე­მის კა­პი­ტა­ნის­თ­ვის უბ­რ­ძა­ნე­ბია, გზა გა­აგ­რ­ძე­ლე­თო. რი­ზეს­თან, წყალ­ქ­ვე­შა ნავ­მა მარ­თ­ლაც ჩა­ძი­რა „პორ­ტუ­გა­ლი.“
1916 წელს გა­ზე­თი „სა­ხალ­ხო ფურ­ცე­ლი“ იუწყე­ბო­და: „დღეს, 27 მარტს, ქაშ­ვე­თის ეკ­ლე­სი­ა­ში გა­დახ­დი­ლი იქ­ნე­ბა პა­ნაშ­ვი­დი გემ „პორ­ტუ­გალ­ზე“ და­ღუ­პულ ანე­ტა ან­დ­რო­ნი­კაშ­ვი­ლის სუ­ლის მო­სახ­სე­ნი­ებ­ლად, რა­საც გუ­ლი­თა­დის მწუ­ხა­რე­ბით იუწყე­ბი­ან ნა­თე­სა­ვე­ბი და ნაც­ნო­ბე­ბი, ბე­ბია, დე­და, ძმე­ბი გან­ს­ვე­ნე­ბუ­ლი­სა.
ნა­თე­სა­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ უიღ­ბ­ლო სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო წა­ვი­და ომ­ში მშვე­ნი­ე­რი და სევ­დი­ა­ნი ანე­ტა. ომის დროს თბი­ლი­სის მოწყა­ლე­ბის დე­ბის კურ­სე­ბი და­ამ­თავ­რა და წმინ­და ნი­ნოს ლა­ზა­რეთ­ში და­იწყო მსა­ხუ­რი. მე­რე ფრონ­ტის წი­ნა ხაზ­ზე გა­ემ­გ­ზავ­რა, ნა­ხე­ვა­რი წე­ლი ჭო­რო­ხის რაზ­მ­ში, უმ­ძი­მეს პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ობ­და და წერ­დ­ნენ, რომ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლე გა­დაარ­ჩი­ნა. ბო­ლოს რუ­სულ-ფრან­გულ გემ­ზე „პორ­ტუ­გალ­ზე“ ავი­და. მი­სი ძმე­ბი კი ოს­მა­ლე­თის ფრონ­ტ­ზე იბ­რ­ძოდ­ნენ. ვინ, სად და რის­თ­ვის იბ­რ­ძო­და ეს კი არ არის მთა­ვა­რი, რო­გორც რე­ვაზ გა­ბაშ­ვი­ლი წერს, მთა­ვა­რი მა­თი სუ­ლის­კ­ვე­თე­ბაა: „თუნ­დაც ცუ­დად გა­გე­ბუ­ლი სამ­შობ­ლოს იდე­ის­თ­ვის თავ­გან­წირ­ვა“.
მან, ვინც უკა­ნას­კ­ნე­ლად და­ი­ნა­ხა ანე­ტა, ასე­თი სუ­რა­თი აღ­წე­რა: „ტალ­ღებ­მა რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­უ­ა­რეს გემს, ყვე­ლა­ნი სა­სო­წარ­კ­ვე­თილ­ნი დარ­ბოდ­ნენ, ეს დი­დი ხო­მალ­დი ფსკე­რის­კენ წა­ვი­და. ანე­ტამ თა­ვი­სი მაშ­ვე­ლი რგო­ლი უც­ნობ ბავ­შ­ვი­ან ქალს მის­ცა. თით­ქოს ქა­რიშ­ხა­ლი ამო­ვარ­დ­ნი­ლი­ყო...“ ანე­ტა ბო­ლოს შე­მაღ­ლე­ბულ­ზე, ან­ძას­თან და­უ­ნა­ხავთ, ორი­ვე ხე­ლით მო­უხ­ს­ნია მოწყა­ლე­ბის დის თავ­სა­ბუ­რა­ვი და ცის­კენ აუხე­დავს, „სვე­ლი ქა­რი უწე­წავ­და მშვე­ნი­ერ თმებს...“ ანე­ტას სხე­უ­ლი დიდ­ხანს ვერ იპო­ვეს, 20 დღის შემ­დეგ კი ზღვამ გა­მო­რი­ყა სამ­შობ­ლოს­გან შორს სა­ნა­პი­რო­ზე. ბერ­ძენ ბე­რებს უპო­ვი­ათ, წე­სი აუგი­ათ და და­უკ­რ­ძა­ლავთ. ის 24 წლის იყო.

მოამზადა ლალი ჯელაძემ

25-28(942)N