გამოდის 1998 წლიდან
2017-05-11
სა­უ­კე­თე­სო მეგ­ზუ­რე­ბის შთამ­ბეჭ­და­ვი გზა ევ­რო­პის­კენ


ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ევ­რო­პის დღე­ე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბით, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი­სა და ფრიდ­რიხ ებერ­ტის ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით, მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლ­ში გა­იხ­ს­ნა კონ­ფე­რენ­ცია „მას­წავ­ლე­ბე­ლი — მეგ­ზუ­რი ევ­რო­პის­კენ“.  „ერ­თად ვი­ა­როთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­მავ­ლის­კენ — ევ­რო­პის­კენ. — ასე მი­მარ­თა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა, გი­ორ­გი მა­ჩა­ბელ­მა კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ებს, — ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი სივ­რ­ცე მხო­ლოდ გე­ო­გრა­ფი­უ­ლი სივ­რ­ცე არ არის, ეს სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის სივ­რ­ცეა და ჩვენც თა­ვი ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბელ ერად მიგ­ვაჩ­ნია,  ბუ­ნებ­რი­ვია, ამი­ტო­მაც მი­ვის­წ­რაფ­ვით მის­კენ.“
მი­სი­ვე თქმით, პრო­ექ­ტის და­სა­ხე­ლე­ბაც — „მას­წავ­ლე­ბე­ლი — მეგ­ზუ­რი ევ­რო­პის­კენ“ — სიმ­ბო­ლუ­რია იმი­ტომ, რომ: „გვჯე­რა, რომ მარ­თ­ლაც თქვენ ხართ მეგ­ზუ­რი ევ­რო­პის­კენ, მეგ­ზუ­რი ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი დღის­კენ. ყო­ველ­თ­ვის მხარ­ში და­გიდ­გე­ბით ამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი საქ­მის კე­თე­ბა­ში და თქვენ­თან ერ­თად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ნა­ბი­ჯებს, რომ­ლე­ბიც ნა­თე­ლი მო­მავ­ლის­კენ წაგ­ვიყ­ვანს. უკ­ვე ოთხი წე­ლია, ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტ­რ­თან ერ­თად, ეს პროგ­რა­მა ხორ­ცი­ელ­დე­ბა და მინ­და უღ­რ­მე­სი მად­ლო­ბა მო­ვახ­სე­ნო მათ პრო­დუქ­ტი­უ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის­თ­ვის.
ამა­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით ცენ­ტ­რი არა­ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს და მო­ნა­წი­ლე­ობს ევ­რო­კავ­ში­რის და ევ­რო­საბ­ჭოს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან პრო­ექ­ტებ­ში, მა­გა­ლი­თად, რო­გო­რი­ცაა: ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­ნერ­გ­ვი­სათ­ვის. მინ­და, კმა­ყო­ფი­ლე­ბით აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო ერთ-ერ­თი მო­წი­ნა­ვე ქვე­ყა­ნაა ამ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის და­ნერ­გ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­მა­გა­ლი­თოა ამ პრო­ექ­ტ­ში. ასე­ვე, მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის პრო­ექ­ტი, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­ში, უკ­ვე უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში, მას­წავ­ლებ­ლე­ბის მო­სამ­ზა­დე­ბელ  კურ­სებ­ში ჩარ­თუ­ლია პროგ­რა­მა და მას­წავ­ლე­ბე­ლი სრულ­ფა­სო­ვან ცოდ­ნას მი­ი­ღებს ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ. რაც მთა­ვა­რია, ის იქ­ნე­ბა ამ ცოდ­ნის გა­დამ­ცე­მი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­თ­ვის. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან პროგ­რა­მას ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ e Twinning-ის სა­ხით და მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ წელს ამ პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თ­ვის ინ­ტე­რე­სი ძა­ლი­ან გა­ი­ზარ­და, მოკ­ლე პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, იან­ვ­რი­დან დღემ­დე, 250 ახა­ლი მო­ხა­ლი­სე მას­წავ­ლე­ბე­ლი ჩა­ერ­თო. პროგ­რა­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს ევ­რო­პულ სკო­ლებ­თან და­მე­გობ­რე­ბას და ჩვენ ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­გიწყობთ ხელს, რომ  გქონ­დეთ სა­შუ­ა­ლე­ბა ევ­რო­პელ კო­ლე­გებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის, სტუმ­რო­ბის, მას­პინ­ძ­ლო­ბის და მათ­თ­ვის თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის, რად­გან უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის გაც­ნო­ბა.“ — აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი მა­ჩა­ბელ­მა.
კონ­ფე­რენ­ცი­ის გახ­ს­ნა საკ­მა­ოდ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი იყო, ეს­წ­რე­ბოდ­ნენ: სა­ხელ­მ­წი­ფო მი­ნის­ტ­რი ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კითხებ­ში ვიქ­ტორ დო­ლი­ძე, შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კითხებ­ში სა­ხელ­მ­წი­ფო მი­ნის­ტ­რი ქე­თე­ვან ცი­ხე­ლაშ­ვი­ლი, ეს­ტო­ნე­თი­სა და გერ­მა­ნი­ის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ფრიდ­რიხ ებერ­ტის ფონ­დის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის დი­რექ­ტო­რი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ფე­ლიქს ჰე­ტი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე ქე­თე­ვან ნატ­რი­აშ­ვი­ლი.
კონ­ფე­რენ­ცი­ის მი­ზა­ნია მას­წავ­ლებ­ლებ­მა მი­ი­ღონ ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თ­ვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­სა და პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბის შე­სა­ხებ, გა­ეც­ნონ იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, რომ­ლებ­საც მათ ევ­რო­პუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი სთა­ვა­ზობს, ასე­ვე, გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა და­ნერ­გონ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში.
რა არის პრო­ექ­ტის იდეა, რო­მე­ლიც უკ­ვე მე­ოთხე წე­ლია ტარ­დე­ბა — ამა­ზე ისა­უბ­რა ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის შე­სა­ხებ სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა ნი­ნო ბოლ­ქ­ვა­ძემ: „ჩვე­ნი ცენ­ტ­რის იდეა იყო გა­ე­აქ­ტი­უ­რე­ბი­ნა მას­წავ­ლებ­ლე­ბი ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე და მა­თი ჩარ­თუ­ლო­ბა პრო­ცეს­ში კი­დევ უფ­რო გა­ე­ზარ­და.  რო­გორ ვა­ხერ­ხებთ ამას?  ეს გზა, ჩე­მი აზ­რით, ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვია — წე­ლი­წად­ში ერ­თხელ, ჩვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის  ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და დახ­მა­რე­ბით, ვა­ტა­რებთ სე­მი­ნარს, რომ­ლის შემ­დეგ, უკ­ვე მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს პე­და­გო­გე­ბი, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, სა­კუ­თა­რი ენ­თუ­ზი­აზ­მი­თა და მონ­დო­მე­ბით, იძი­ე­ბენ და ახორ­ცი­ე­ლე­ბენ პრო­ექ­ტებს სა­კუ­თა­რი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­ში, ყა­ლიბ­დე­ბა ბავ­შ­ვე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა ევ­რო­კავ­შირ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. იმ­დე­ნად შთამ­ბეჭ­და­ვი პრო­ექ­ტე­ბია, რომ მე პი­რა­დად, წელს, მარ­თ­ლა გა­ო­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რო­ცა გა­ვე­ცა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბას. ეს ყვე­ლა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბით და­სა­ფა­სე­ბე­ლი იმი­ტო­მა­ცაა, რომ მხო­ლოდ და მხო­ლოდ მა­თი ენ­თუ­ზი­აზ­მი­სა და შრო­მის შე­დე­გია.
ასე­თი აქ­ტი­უ­რო­ბის­თ­ვის და ამ შთამ­ბეჭ­და­ვი პრო­ექ­ტის ხორ­ც­შეს­ხ­მის­თ­ვის,  ძა­ლი­ან დი­დი მად­ლო­ბა მინ­და ვუთხ­რა თი­თო­ე­ულ მას­წავ­ლე­ბელს, ასე­ვე, ჩვენს მხარ­დამ­ჭე­რებს, რო­მელ­თა დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ფრიდ­რიხ ებერ­ტის ფონდს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ასე­ვე, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენტრს, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად გვიდ­გას გვერ­დ­ში, ასე­ვე, აღ­მო­სავ­ლეთ პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის ეს­ტო­ნურ ცენტრს, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს ჩვე­ნი გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბის­თ­ვის ეს­ტო­ნეთ­ში გამ­გ­ზავ­რე­ბას.
 ეს რომ ძა­ლი­ან კარ­გი პრო­ექ­ტია, ამის დას­ტუ­რი თქვენ ხართ, ას­მა­გად უფ­რო და­სა­ფა­სე­ბე­ლია შრო­მა, რო­მელ­საც მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კუ­თა­რი ენ­თუ­ზი­აზ­მი­თა და მონ­დო­მე­ბით ახორ­ცი­ე­ლებთ. გი­სურ­ვებთ წარ­მა­ტე­ბულ მოგ­ზა­უ­რო­ბას, სას­წავ­ლო ვი­ზიტს ეს­ტო­ნეთ­ში, სა­დაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პროგ­რა­მა გე­ლო­დე­ბათ. იმე­დია, კი­დევ უფ­რო გა­იმ­დიდ­რებთ ცოდ­ნას ევ­რო­პის შე­სა­ხებ და უფ­რო მეტ სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბას და­იგ­რო­ვებთ მო­მა­ვალ­ში.“
ევ­რო­პის დღე­ე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ორ­დღი­ან სე­მი­ნარ­ში, რე­გი­ო­ნე­ბი­სა და დე­და­ქა­ლა­ქის 100-ზე მეტ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. სე­მი­ნარ­ში, ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ პე­და­გო­გე­ბი სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გას­წ­ვ­რივ მდე­ბა­რე სოფ­ლე­ბი­დან. სა­ხელ­მ­წი­ფო მი­ნის­ტ­რ­მა, ვიქ­ტორ დო­ლი­ძემ სე­მი­ნა­რის მოწყო­ბა ძა­ლი­ან კარგ იდე­ად შე­ა­ფა­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბი ევ­რო­პი­სა­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე, მარ­თ­ლაც, ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო მეგ­ზუ­რე­ბად შე­ა­ფა­სა: „მას­წავ­ლე­ბე­ლი, ალ­ბათ, ნამ­დ­ვი­ლად ყვე­ლა­ზე კარ­გი მეგ­ზუ­რია  ევ­რო­პის­კენ მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის­თ­ვის. გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ო­ნებ­ში მოღ­ვა­წე პე­და­გო­გებ­ზე მაქვს სა­უ­ბა­რი, რო­მელ­თაც ამ­გ­ვა­რი სე­მი­ნა­რე­ბი და ტრე­ნინ­გე­ბი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევთ, მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღონ ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და პრო­ცე­სებ­ზე. ბო­ლო პე­რი­ოდ­ში, ამას ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რი ხა­სი­ა­თი მი­ე­ცა, გან­სა­კუთ­რე­ბით ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მოს­წავ­ლე­ე­ბამ­დე მი­ტა­ნას, იმ მოს­წავ­ლე­ე­ბამ­დე, რომ­ლებ­საც უწევთ სწავ­ლა და ცხოვ­რე­ბა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის გას­წ­ვ­რივ და მიმ­დე­ბა­რედ. ჩვენ ამას გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას ვუთ­მობთ და მო­მა­ვალ­შიც გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას.
ძა­ლი­ან კარ­გი იდეა იყო დღე­ვან­დე­ლი სე­მი­ნა­რის მოწყო­ბა, ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო სა­კითხია, მათ შო­რის, ეკო­ლო­გი­უ­რი სა­კითხე­ბიც. ვფიქ­რობ, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მა ნამ­დ­ვი­ლად მოგ­ვი­წევს. მინ­და, გი­სურ­ვოთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სე­მი­ნა­რი, რა­თა შემ­დეგ ეს წარ­მა­ტე­ბა თქვენს მოს­წავ­ლე­ებ­თან გა­და­ი­ტა­ნოთ.“
წელს პრო­ექ­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლო-გერ­მა­ნი­ის მე­გობ­რო­ბის წლის ფარ­გ­ლებ­ში გა­ი­მარ­თა. სე­მი­ნარ­ზე პრო­ექ­ტე­ბის კონ­კურ­ს­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბიც და­ჯილ­დოვ­დ­ნენ, რომ­ლე­ბიც თვის ბო­ლოს, ერ­თ­კ­ვი­რი­ა­ნი სას­წავ­ლო ვი­ზი­ტით, ეს­ტო­ნეთ­ში გა­ემ­გ­ზავ­რე­ბი­ან. გა­მოვ­ლინ­და 10 გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი:
პირ­ვე­ლი სა­მე­უ­ლი:
v ლე­ლა წურ­წუ­მია, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ში­და ქარ­თ­ლი, სსიპ გო­რის ¹12 სა­ჯა­რო სკო­ლა;
v ვლა­დი­მერ აფხა­ზა­ვა, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გი, ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩი­ბა­თის სა­ჯა­რო სკო­ლა;
v ნეს­ტან კუბ­ლაშ­ვი­ლი, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, თბი­ლი­სი, ისა­ნი-სამ­გო­რი, სსიპ ¹172 სა­ჯა­რო სკო­ლა.
საპ­რი­ზო ად­გი­ლე­ბი:
v რი­მა კა­ბუ­ლაშ­ვი­ლი, გე­ოგ­რა­ფი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი, გო­რი, სსიპ ტირ­ძ­ნი­სის სა­ჯა­რო სკო­ლა;
v მაგ­და ფურ­ცე­ლა­ძე, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ბოლ­ნი­სი, კერ­ძო სკო­ლა „და­ვი­თი­ა­ნი“;
v მაია გვა­სა­ლია, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გი, ფო­თის თე­ო­ფა­ნე და­ვი­თა­ი­ას სა­ხე­ლო­ბის ¹1 სა­ჯა­რო სკო­ლა.
v ვარ­დო რო­მა­ნა­ძე, დაწყე­ბი­თი კლა­სის პე­და­გო­გი, ქობუ­ლე­თის მუნიციპალიტეტის ბო­ბოყ­ვა­თის სა­ჯა­რო სკო­ლა;
v მაია გო­გიშ­ვი­ლი, ის­ტო­რი­ის პე­და­გო­გი, თბი­ლი­სის ¹156 სა­ჯა­რო სკო­ლა;
v ლე­ლა ცა­გუ­რიშ­ვი­ლი, დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, თბი­ლი­სის ¹49 სა­ჯა­რო სკო­ლა;
v მზია ჩხა­ი­ძე, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, თბი­ლი­სის ¹49 სა­ჯა­რო სკო­ლა.
ეს­ტო­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან­მა ელ­ჩ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, კაი კა­ა­რელ­სონ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ეს პრო­ექ­ტი ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის ნა­წი­ლია და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ნერ­გ­ვის  ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მულ­ტიპ­ლი­კა­ტო­რე­ბი მას­წავ­ლებ­ლე­ბი არი­ან. „ვფიქ­რობ, თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა მარ­თ­ლაც გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­ტი­ვის­ცე­მას იმ­სა­ხუ­რებს. გა­ნათ­ლე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და­მაჩ­ქა­რე­ბე­ლია არა მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდი­სა, არა­მედ, ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა. ეს­ტო­ნეთ­ში ჩვენ უკ­ვე გა­ვი­ა­რეთ ეს გზა და ყო­ველ­თ­ვის ვიქ­ნე­ბით თქვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბი­თაც. გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლებს მი­ვე­სალ­მე­ბი და ეს­ტო­ნურ მი­წა-წყალ­ზე წარ­მა­ტე­ბულ ვი­ზიტს ვუ­სურ­ვებ. და­ნარ­ჩენ მას­წავ­ლებ­ლებს კი — ნა­ყო­ფი­ერ კონ­ფე­რენ­ცი­ას“. — აღ­ნიშ­ნა მან.
ფრიდ­რიხ ებერ­ტის ფონ­დის სამ­ხ­რეთ კავ­კა­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის დი­რექ­ტორ­მა, ფე­ლიქს ჰეტ­მა გა­ნაცხა­და: „ფონ­დი მო­ხა­რუ­ლია, რომ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბას უჭერს მხარს, რად­გან  ეს იდე­ა­ლუ­რად ერ­წყ­მე­ბა ჩვენს მი­სი­ას თქვენს ქვე­ყა­ნა­ში. გერ­მა­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ფონ­დი, 100-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში, მო­ნა­წი­ლე­ობს პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბის სა­კითხებ­ში. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ ევ­რო­პულ ამ­ბი­ცი­ებს და მარ­თ­ლაც, ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მხა­რი და­ვუ­ჭი­რეთ სე­მი­ნარს სა­ხელ­წო­დე­ბით — „მას­წავ­ლე­ბე­ლი მეგ­ზუ­რი ევ­რო­პი­სა­კენ.“
სა­ქარ­თ­ვე­ლო ევ­რო­პულ გზა­ზე რომ გა­ვი­დეს, ამის­თ­ვის გა­ნათ­ლე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სჭირ­დე­ბა, რომ­ლე­ბიც კარ­გად აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ მოვ­ლე­ნებს და აქვთ კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი. ვფიქ­რობ, თქვე­ნი მთა­ვა­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა სწო­რედ ეს არის — აღ­ზარ­დოთ ასე­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. რა თქმა უნ­და, ეს ძალ­ზე რთუ­ლია. ერ­თა­დერ­თი მი­სია არ არის ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბა, უნ­და ას­წავ­ლოთ, და­მო­უ­კი­დებ­ლად რო­გორ შეძ­ლონ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა და, ამას­თა­ნა­ვე, გა­მო­ი­მუ­შა­ონ ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი. ეს უნა­რი თქვენ უნ­და გა­ნუ­ვი­თა­როთ, გან­სა­კუთ­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის მოზღ­ვა­ვე­ბის პი­რო­ბებ­ში, რო­მე­ლიც ასე და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს­თ­ვის. ამ თვალ­საზ­რი­სით თქვენ, მარ­თ­ლაც, ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მეგ­ზუ­რე­ბი ხართ მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის­თ­ვის, ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს სე­მი­ნა­რი და­გეხ­მა­რე­ბათ, წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თ­ვათ თა­ვი ამ ძა­ლი­ან რთულ და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით  აღ­სავ­სე მი­სი­ას.“

25-28(942)N