გამოდის 1998 წლიდან
2017-05-11
NASA-ს კოს­მო­სუ­რი ცენ­ტ­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი


წმ. ალექ­სი შუ­შა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის სე­ნა­კის მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი სკო­ლა-გიმ­ნა­ზი­ის მერ­ვეკ­ლა­სე­ლე­ბი — ალექ­სი ტყე­ბუ­ჩა­ვა, ნა­თია შა­მა­თა­ვა, დეა ჩი­ტაია, ლი­კა კო­კაია და გვან­ცა ჩი­ქო­ვა­ნი ათას­წ­ლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ის კონ­კურ­სის (Millennium Innovations Award — MIA) წლე­ვან­დე­ლი გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბი გახ­დ­ნენ. Smart Kids-ის (ასე ერ­ქ­ვა მათ გუნდს) გა­მო­გო­ნე­ბა — „გე­ო­ლო­გი­უ­რი საფ­რ­თხე­ე­ბი“, რო­მე­ლიც 13 ფი­ნა­ლისტ გუნდს შო­რის შე­ირ­ჩა, წარ­მო­ად­გენს შეტყო­ბი­ნე­ბის სის­ტე­მას მეწყერ­სა­ში­ში ზო­ნე­ბის­თ­ვის და მიზ­ნად ისა­ხავს სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის, მსხვერ­პ­ლი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი ზა­რა­ლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას.
ინო­ვა­ცი­უ­რი ხელ­საწყოს შექ­მ­ნა­ზე მოს­წავ­ლე­ე­ბი მენ­ტორ­თან, უტა კი­ლა­სო­ნი­ას­თან ერ­თად, თით­ქ­მის 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, მუ­შა­ობ­დ­ნენ. „მეწყე­რის პროგ­ნო­ზი­რე­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი ხელ­საწყოს შექ­მ­ნა, რო­მელ­საც ანა­ლო­გი არ აქვს, 10 000 ლა­რი დაჯ­დე­ბა, მა­შინ რო­დე­საც სხვა მსგავ­სი ხელ­საწყო­ე­ბი მი­ლი­ო­ნე­ბი ჯდე­ბა. მას შემ­დეგ, რაც ხელ­საწყოს და­ვა­პა­ტენ­ტებთ, თუ მოთხოვ­ნა იქ­ნე­ბა, ჩვენ თვი­თო­ნაც შევ­ძ­ლებთ მის დამ­ზა­დე­ბას.“ — ამ­ბობს უტა კი­ლა­სო­ნია.
ასე­თი სის­ტე­მის აწყო­ბა, წარ­მო­ე­ბა და და­ნერ­გ­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მარ­ტი­ვად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რაც ცხა­დია, ხარ­ჯე­ფექ­ტი­ა­ნია სა­ხელ­მ­წი­ფოს­თ­ვის და რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, აპა­რა­ტის ანა­ლო­გი არ არ­სე­ბობს. სე­ნა­კე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ შექ­მ­ნილ­მა სენ­სო­რულ­მა აპა­რატ­მა უკ­ვე დი­დი და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია მეც­ნი­ერ­თა შო­რის. მი­სი უსას­ყიდ­ლოდ გა­და­ცე­მა და და­ნერ­გ­ვა გან­საზღ­ვ­რუ­ლია ნო­ქა­ლა­ქე­ვის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მუ­ზე­უმ-ნაკ­რ­ძა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.
მოს­წავ­ლე­ებს მეწყე­რის პროგ­ნო­ზი­რე­ბის ხელ­საწყოს შექ­მ­ნის იდეა მას შემ­დეგ მო­უ­ვი­დათ, რაც 2016 წლის აგ­ვის­ტო­ში მო­ვარ­დ­ნილ­მა წყალ­დი­დო­ბამ და ღვარ­ცოფ­მა სე­ნაკს დი­დი ზა­რა­ლი მი­ა­ყე­ნა და წმ. ალექ­სი შუ­შა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის სე­ნა­კის მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი სკო­ლა-გიმ­ნა­ზი­ის მი­სას­ვ­ლე­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა და ხი­დი ჩა­ან­გ­რია.
ინო­ვა­ცი­უ­რი ხელ­საწყოს შემ­ქ­მ­ნე­ლე­ბი ამე­რი­კა­ში ჰი­უს­ტო­ნის კოს­მო­სურ ცენტრს სტუმ­რო­ბენ. ქარ­თ­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი ნაSა-ს კოს­მო­სუ­რი ცენ­ტ­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მას გა­დი­ან. ისი­ნი ამ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლე­ბი არი­ან. Space Center University-ის ერ­თ­კ­ვი­რი­ა­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი სას­წავ­ლო პროგ­რა­მა პირ­ვე­ლი მა­ი­სი­დან და­იწყო.
პროგ­რა­მის პირ­ველ დღეს, ნაSა Johnson Space Center-ს ეს­ტუმ­რ­ნენ, სა­დაც ას­ტ­რო­ნავ­ტე­ბის საწ­ვ­რ­თ­ნე­ლი ბა­ზა და­ათ­ვა­ლი­ე­რეს. მე­ო­რე დღეს, სხვა ქვეყ­ნის მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, შე­ჯიბ­რ­ში ჩა­ერ­თ­ნენ და სა­კუ­თა­რი გა­მო­გო­ნე­ბე­ბის­თ­ვის პირ­ვე­ლი და მე­სა­მე ად­გი­ლე­ბი მო­ი­პო­ვეს. ქარ­თ­ველ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა ასე­ვე და­ათ­ვა­ლი­ე­რეს ტრე­ნინ­გ­ცენ­ტ­რი, სა­დაც ას­ტ­რო­ნავ­ტე­ბი, კოს­მოს­ში გაფ­რე­ნამ­დე, ნაSა-ს ყვე­ლა­ზე დიდ აუზ­ში გა­დი­ან სწავ­ლე­ბას. მათ თვალ­წინ წყალ­ქ­ვე­შა ტრე­ნინგს გა­დი­ოდ­ნენ ნაSა-ს შემ­დე­გი მი­სი­ის ას­ტ­რო­ნავ­ტე­ბი. Smart კids-ის წევ­რებ­მა აკ­ვა­ლან­გით ცურ­ვის ტრე­ნინ­გიც გა­ი­ა­რეს.
სე­ნა­კელ მერ­ვეკ­ლა­სე­ლებს ჰი­უს­ტონ­ში ამე­რი­კის ხმის ქარ­თუ­ლი რე­დაქ­ცი­ის ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­ნა სა­ჯაია ესა­უბ­რა. Smart Kids-ის გულ­შე­მატ­კივ­რებს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ამ სა­უბ­რის ნახ­ვა ფე­ის­ბუქ ლა­ი­ვით შე­ეძ­ლოთ.

რო­გორ მოხ­ვ­დ­ნენ ამ პრო­ექ­ტ­ში
ლი­კა კო­კაია: „ჩვენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღეთ ათას­წ­ლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ის კონ­კურ­ს­ში. იქ ძა­ლი­ან ბევ­რი ძლი­ე­რი გუნ­დი იყო. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, სა­მე­ულ­ში გას­ვ­ლას ვე­ლო­დით, მაგ­რამ პირ­ველ ად­გილ­ზე რომ გა­ვი­დო­დით, ნამ­დ­ვი­ლად არ გვე­გო­ნა. ძა­ლი­ან გაგ­ვიკ­ვირ­და და დი­დი ემო­ცი­ე­ბით შევ­ხ­ვ­დით შე­დე­გის გა­მოცხა­დე­ბას. რო­დე­საც სცე­ნა­ზე ავე­დით, კი­დევ არ გვქონ­და გა­აზ­რე­ბუ­ლი, რომ გა­ვი­მარ­ჯ­ვეთ და პირ­ველ ად­გილ­ზე გა­ვე­დით. ჩვენ გვერ­გო წი­ლად, ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით ნაSა-ს კოს­მო­სურ ცენ­ტ­რ­ში და გაგ­ვევ­ლო ერ­თ­კ­ვი­რი­ა­ნი სას­წავ­ლო პროგ­რა­მა.“

რა გა­მო­გო­ნე­ბა ჩა­ი­ტა­ნეს ჰი­უს­ტონ­ში
ნა­თია შა­მა­თა­ვა: „ჩვე­ნი ხელ­საწყოს სა­ხელ­წო­დე­ბაა „შეტყო­ბი­ნე­ბის სის­ტე­მა მეწყ­ერ­სა­ში­ში ზო­ნე­ბი­სათ­ვის“, რომ­ლის მი­ზა­ნია, მეწყე­რის მო­ახ­ლო­ე­ბის დროს, შეტყო­ბი­ნე­ბე­ბის დაგ­ზავ­ნა, რომ მეწყე­რია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ხელ­საწყოს ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ადა­მი­ა­ნე­ბის სიკ­ვ­დი­ლი­ა­ნო­ბა.
ხელ­საწყოს მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პი შემ­დე­გია: გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი გვაქვს ჰო­ლის სენ­სო­რი და ასე­ვე მაგ­ნი­ტე­ბი. მაგ­ნი­ტი მაგ­რ­დე­ბა ნი­ა­და­გის ზე­და­პირ­ზე, სენ­სო­რი — მას­ზე მო­შო­რე­ბით. ჰო­ლის სენ­სო­რი ნი­ა­დაგ­ში წარ­მოქ­მ­ნილ რხე­ვებს ქა­ნებ­ზე ძა­ლი­ან მძი­მედ აღიქ­ვამს. რად­გან ნი­ა­დაგ­ში ყო­ველ­თ­ვის შე­ი­ნიშ­ნე­ბა მცი­რე­დი პუნ­ქ­ტუ­ა­ცი­ე­ბი, და­ვა­წე­სეთ ზღვა­რი, რომ­ლის გა­და­ჭარ­ბე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მო­სახ­ლე­ო­ბას­თან იგ­ზავ­ნე­ბა SმS-ები. მო­ნა­ცე­მე­ბი გა­და­ე­ცე­მა რო­გორც ცენ­ტ­რა­ლურ სერ­ვერს, ასე­ვე პლან­შე­ტებ­ში ჩატ­ვირ­თულ აპ­ლი­კა­ცი­ებ­საც. მო­ნა­ცე­მე­ბის შე­საყ­ვა­ნად შე­იქ­მ­ნე­ბა ბა­ზა, რა­ო­დე­ნო­ბას მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს, მეწყერ­სა­ში­ში რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა მთლი­ა­ნად იქ­ნე­ბა შეყ­ვა­ნი­ლი ჩვენს ბა­ზა­ში.“

სად და­ა­მონ­ტა­ჟე­ბენ ხელ­საწყოს
ალექ­სი ტყე­ბუ­ჩა­ვა: „ჩვენ ამა­ზე ბევ­რი ვი­ფიქ­რეთ და გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რომ დაგ­ვე­მონ­ტა­ჟე­ბი­ნა ნო­ქა­ლა­ქე­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რად­გან ეს მეწყერ­სა­ში­ში ზო­ნაა. არ გვინ­და, მო­სახ­ლე­ო­ბას ცრუ ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დოთ და შე­ვა­წუ­ხოთ SმS-ებით — მეწყე­რია და და­ტო­ვეთ ტე­რი­ტო­რია. ეს პრობ­ლე­მა რომ ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, კონ­სულ­ტა­ცია გაგ­ვევ­ლო გე­ო­ლო­გებ­თან, რის შე­დე­გა­დაც რე­ა­ლურ ზღვარს და­ვად­გენთ, შემ­დეგ უკ­ვე მუ­შა პრო­ცე­სი და­იწყე­ბა და და­ვა­მონ­ტა­ჟებთ ხელ­საწყოს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ჩვე­ნი პრო­ექ­ტი სხვა რე­გი­ო­ნებ­შიც შეგ­ვიძ­ლია გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ.“

რა შექ­მ­ნეს, რო­გორც კონ­კურ­სების მო­ნა­წი­ლე­ებ­მა, ჰი­უს­ტონ­ში
გვან­ცა ჩი­ქო­ვა­ნი: „გუ­შინ გა­ი­მარ­თა ორი სა­ხის კონ­კურ­სი, ჩვენ­თან ერ­თად, სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლი ჩვე­ნი თა­ნა­ტო­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ. ერთ-ერ­თი პრო­ექ­ტით პირ­ველ ად­გილ­ზე გა­ვე­დით, მე­ო­რე პრო­ექ­ტით — მე­სა­მე ად­გილ­ზე. ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შევ­ქ­მე­ნით ჯავ­შა­ნი, რო­მე­ლიც სხე­ულს ან ნივთს მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის­გან იცავს, მე­ო­რე პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში — ჯავ­შა­ნი, რო­მე­ლიც და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის­გან იცავს. სწო­რედ ამ პრო­ექ­ტე­ბით გა­ვე­დით პირ­ველ და მე­სა­მე ად­გი­ლებ­ზე.“

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა
დეა ჩი­ტაია: „გვი­ტარ­დე­ბა ერ­თ­კ­ვი­რი­ა­ნი სას­წავ­ლო პროგ­რა­მა, უცხო­ელ ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად, რაც ჩვენ­თ­ვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. ვეს­წ­რე­ბით რო­გორც სას­წავ­ლო პრო­ცესს, ასე­ვე ვათ­ვა­ლი­ე­რებთ ნაSა-ს ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­სა და მუ­ზე­უ­მებს. ვნა­ხუ­ლობთ ისეთ ად­გი­ლებს, სა­დაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი ვერ შე­აღ­წევს და ვერ შე­იგ­რ­ძ­ნობს ისეთ სი­ა­მოვ­ნე­ბას, რაც ჩვენ გვხვდა წი­ლად.“
***
პირ­ვე­ლი­ვე დღე ჰი­უს­ტონ­ში სა­კონ­კურ­სო და­ვა­ლე­ბე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი იყო. კოს­მო­სუ­რი ცენ­ტ­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სას­წავ­ლო პროგ­რა­მის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მოს­წავ­ლე­ებს შე­სა­ბა­მი­სი დიპ­ლო­მე­ბი გა­და­ე­ცათ.
ალექ­სი, ნა­თია, დეა, ლი­კა და გვან­ცა ჰი­უს­ტონ­ში კვი­რის ბო­ლომ­დე დარ­ჩე­ბი­ან, კი­დევ ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლეს გა­ეც­ნო­ბი­ან და სამ­შობ­ლო­ში ახა­ლი იდე­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლე­ბი დაბ­რუნ­დე­ბი­ან. ეს იდე­ე­ბი კი, სა­მო­მავ­ლოდ, ახა­ლ პრო­ექ­ტებს და­ე­დე­ბა სა­ფუძ­ვ­ლად.

მოამზადა
ლალი თვალაბეიშვილმა

25-28(942)N