გამოდის 1998 წლიდან
2017-04-20
„ოპ­ტი­მა­ლუ­რი გა­მო­სავ­ლის“ ძი­ე­ბა­ში


აუტიზ­მის სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბე­ბი, ჯერ­ჯე­რო­ბით, ბო­ლომ­დე შე­უს­წავ­ლე­ლია მე­დი­ცი­ნა­ში, და­ბა­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა, არ­სე­ბობს უამ­რა­ვი მი­თი, რო­მე­ლიც ამ და­ა­ვა­დე­ბის გარ­შე­მო ვრცელ­დე­ბა და რო­მელ­საც ხში­რად შეც­დო­მა­ში შეჰ­ყავს სა­ზო­გა­დო­ე­ბა. თა­ვის­თა­ვად, აუტიზ­მის ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბას­თან ერ­თად, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და­ვან­გ­რი­ოთ მი­თე­ბი, რო­მე­ლიც აუტიზ­მის გარ­შე­მო არ­სე­ბობს, რად­გან თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­საძ­ლო შე­დე­გე­ბი, რო­მე­ლიც ხში­რად უფ­რო სა­ზი­ა­ნოა, ვიდ­რე ინ­ფორ­მა­ცი­ის უქონ­ლო­ბა.
აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მი­თე­ბი­სა და რე­ა­ლო­ბის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა მენ­ტა­ლუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ცენ­ტ­რის ბავ­შ­ვ­თა ფსი­ქი­ატ­რი და ნევ­რო­ლო­გი მე­დეა ზი­რა­ქაშ­ვი­ლი:

— აუტიზ­მის სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბის შე­სა­ხებ არ­სე­ბობს კვლე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ურ­თი­ერ­თ­გა­მომ­რიცხავ ინ­ფორ­მა­ცი­ას იძ­ლე­ვა. მა­გა­ლი­თად, ვაქ­ცი­ნა­ცი­ას კვლე­ვე­ბის ნა­წი­ლი რისკ-ფაქ­ტო­რებს გა­ნა­კუთ­ვ­ნებს, ნა­წი­ლი კი პრე­ვენ­ცი­ად მი­იჩ­ნევს. რას გვეტყ­ვით ამის შე­სა­ხებ?
— აუტიზ­მი და ვაქ­ცი­ნა­ცია, ეს ის თე­მაა, რო­მე­ლიც მყა­რად ინარ­ჩუ­ნებს აქ­ტუ­ა­ლო­ბას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თქვენ ვერ­სად შეხ­ვ­დე­ბით კვლე­ვი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით გამ­ყა­რე­ბულ მო­ნა­ცე­მებს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის, რო­გორც აუტიზ­მის სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბე­ბის რისკ-ფაქ­ტო­რის შე­სა­ხებ. ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ და ვა­ლი­დურ ინ­ტერ­ნეტ გვერ­დებ­ზე Autism Speaks, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტ­რო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტ­რის (CDC) და ა.შ. ძა­ლი­ან მკაც­რად ხაზ­გას­მუ­ლია, რომ ეს კავ­ში­რი არ არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, დღემ­დე აუტიზ­მ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე მყა­რი მი­თი მო­სახ­ლე­ო­ბა­ში მა­ინც აც­რე­ბია. მაგ., ამ აზრს წელს მი­ემ­ხ­რო ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პიც და გან­ცხა­დე­ბაც კი გა­ა­კე­თა პრე­სის­თ­ვის, რო­მელ­საც მწვა­ვე რე­აქ­ცია მოჰ­ყ­ვა მეც­ნი­ერ­თა წრე­ე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ ეთან­ხ­მე­ბი­ან მსგავს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არა­ნა­ი­რი უარ­ყო­ფი­თი კავ­ში­რი ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­სა და აუტიზმს შო­რის არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში შფოთ­ვის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით,1999 წლი­დან, ამე­რი­კა­ში ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ the Food and Drug Administration (FDA (CDC) სრუ­ლად ამო­ი­ღო სა­ბავ­შ­ვო ვაქ­ცი­ნე­ბი­დან ნივ­თი­ე­რე­ბა (ვერ­ცხ­ლის­წყა­ლი), რო­მელ­საც უკავ­ში­რებ­დ­ნენ გაზ­რ­დილ რის­კებს. თუმ­ცა, ამ პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, პრე­ვა­ლენ­სი აუტიზ­მ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი არ შემ­ცირ­და, პი­რი­ქით გა­ი­ზარ­და: 2000 წელს, თუ აუტიზ­მის გავ­რ­ცე­ლე­ბა 1:150-თან იყო, ამ­ჟა­მად 1:68 ბავ­შ­ვ­ზე მო­დის, რაც ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­მო­რიცხავს იმ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, რა­ზეც რი­გი წრე­ე­ბი­სა მსჯე­ლობ­დ­ნენ. თუ შე­ვა­და­რებთ იმ უარ­ყო­ფით შე­დე­გებს, რაც აუც­რე­ლო­ბამ შე­საძ­ლოა მოგ­ვ­ცეს (წი­თე­ლას­მი­ე­რი ენ­ცე­ფა­ლი­ტი, ქვემ­წ­ვა­ვე მას­კ­ლე­რო­ზი­რე­ბე­ლი პა­ნენ­ცე­ფა­ლი­ტი — ტვი­ნის ქსო­ვი­ლის ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სი, რაც ხში­რად სიკ­ვ­დი­ლით ან მყა­რი უნარ­შეზღუ­დუ­ლო­ბით მთავ­რ­დე­ბა), ნამ­დ­ვი­ლად ღირს და­ფიქ­რე­ბა, ავ­ყ­ვეთ თუ არა ამ გა­ბა­ტო­ნე­ბულ მითს აუტიზ­მ­თან და­კავ­ში­რე­ბით.
რაც შე­ე­ხე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს აუტიზ­მის გა­მომ­წ­ვევ მი­ზე­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ძი­რი­თა­დი სა­კითხე­ბი, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს აინ­ტე­რე­სებს, პრაქ­ტი­კუ­ლად კვლე­ვის პრო­ცეს­შია, თუმ­ცა შე­და­რე­ბით და­დას­ტუ­რე­ბულi რისკ-ფაქ­ტო­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა­დას­ხ­ვა წამ­ყ­ვა­ნი ქვეყ­ნე­ბის გა­იდ­ლა­ი­ნებ­ში. მაგ. NICE (The National institute for Health and Care Excellence) გა­იდ­ლა­ინ­ში თავ­მოყ­რი­ლია ისე­თი ფაქ­ტო­რე­ბი, რო­გო­რი­ცაა: და ან ძმა აუტიზ­მის სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბით; დე­დის 40 წელ­ზე მე­ტი ასა­კი ბავ­შ­ვის და­ბა­დე­ბი­სას; მა­მის 40-49 წლის ასა­კი ბავ­შ­ვის და­ბა­დე­ბი­სას; ახალ­შო­ბი­ლის წო­ნა 2500 გრამ­ზე ნაკ­ლე­ბი; 35 კვი­რა­ზე ნაკ­ლე­ბი გეს­ტა­ცი­ის ახალ­შო­ბი­ლი; ახალ­შო­ბილ­თა ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მკურ­ნა­ლო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა; ცნს-ის თან­და­ყო­ლი­ლი მან­კე­ბი და/ან დის­ფუნ­ქ­ცია; მამ­რო­ბი­თი სქე­სი; 20 კვი­რა­ზე ად­რე ნა­ყო­ფის მოშ­ლის სა­შიშ­რო­ე­ბა; დე­დის მი­ერ ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში გარ­კ­ვე­უ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა; დე­და­ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბა; ემიგ­რა­ცი­ა­ში მყო­ფი დე­და.
— და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტ­რო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტ­რის (CდC) მო­ნა­ცე­მე­ბით, ბო­ლო შვი­დი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით, სტა­ტის­ტი­კა არ შეც­ვ­ლი­ლა. 2010-2017 წლამ­დე აუტიზ­მის სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბის სტა­ტის­ტი­კა ასე­თია: 1:68, აქე­დან ით­ვ­ლე­ბა, რომ ბი­ჭებ­ში ყო­ვე­ლი 42-დან ერთს აქვს აუტიზ­მის დი­აგ­ნო­ზი, ხო­ლო გო­გო­ნებ­ში — 189-იდან — ერთს. ამ­გ­ვა­რად, ბი­ჭებ­ში 4,5-ჯერ მე­ტია, ვიდ­რე გო­გო­ნებ­ში. რა არის ამის მი­ზე­ზი?
— ეს თა­ნა­ფარ­დო­ბა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი კვლე­ვის ობი­ექ­ტად იქ­ცა. ამის ასახ­ს­ნე­ლად რამ­დე­ნი­მე ჰი­პო­თე­ზა არ­სე­ბობს:
1. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, კლი­ნი­კუ­რი შემ­თხ­ვე­ვე­ბი და ნიშ­ნე­ბი ეფუძ­ნე­ბო­და ბი­ჭებ­ში დას­მუ­ლი დი­აგ­ნო­ზის კლი­ნი­კურ გა­მოვ­ლი­ნე­ბას.
2. არ­სე­ბუ­ლი სკრი­ნინ­გუ­ლი ტეს­ტე­ბი შე­საძ­ლოა არ იყოს სან­დო აუტიზ­მის გა­მო­სავ­ლე­ნად გო­გო­ნებ­ში და დახ­ვე­წას სა­ჭი­რო­ებ­დეს.
3. გო­გო­ნებს შე­უძ­ლი­ათ უკეთ ადაპ­ტირ­დ­ნენ და „შე­ნიღ­ბონ“ აუტიზ­მის სპექ­ტ­რის სიმ­პ­ტო­მე­ბი (ე.წ. „კო­მუფ­ლი­ა­ჟის ჰი­პო­თე­ზა“).
არ­სე­ბობს კვლე­ვე­ბით დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი თა­ვის ტვი­ნის სტრუქ­ტუ­რუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბა აუტიზ­მის დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე გო­გო­ნებ­სა და ბი­ჭებს შო­რის.
შე­იძ­ლე­ბა გო­გო­ნებ­ში გა­მო­ხა­ტუ­ლი იყოს აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბის სიმ­პ­ტო­მა­ტი­კა, მაგ­რამ შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქად, მი­სი კომ­პენ­სი­რე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის ხარ­ჯ­ზე ხდე­ბა. მა­გა­ლი­თად, გო­გო­ნას შე­უძ­ლია ითა­მა­შოს იმი­ტა­ცი­უ­რი, წარ­მო­სახ­ვი­თი თა­მა­ში — თო­ჯი­ნა და­ა­ძი­ნოს, აჭა­მოს, ათა­მა­შოს და ა.შ., მა­შინ რო­დე­საც ბი­ჭებ­ში წარ­მო­სახ­ვი­თი თა­მა­შის არარ­სე­ბო­ბა აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბის ერთ-ერ­თი პა­თოგ­ნო­მუ­რი ნი­შა­ნია. ზო­გა­დად, წარ­მო­სახ­ვი­თი თა­მა­ში აუტიზ­მის სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბის დროს მკვეთ­რად დე­ფი­ცი­ტუ­რია. გო­გო­ნებ­ში მსგავ­სი თა­მა­ში გვხვდე­ბა, თუმ­ცა, შე­საძ­ლოა ძა­ლი­ან გა­ღა­რი­ბე­ბუ­ლი და სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი იყოს მი­სი ში­ნა­არ­სი.
აუტიზ­მის მქო­ნე გო­გო­ნებს შე­და­რე­ბით უფ­რო მე­ტად შეს­წევთ უნა­რი, ჩაწ­ვ­დ­ნენ სო­ცი­ა­ლურ კონ­ტექსტს, „ფე­ხი აუწყონ“ თა­ნა­ტო­ლებს, რის სა­ფუძ­ველ­ზეც ისი­ნი ახერ­ხე­ბენ იმი­ტა­ცი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბებს (თუმ­ცა, უფ­რო მე­ტად მა­შინ, რო­ცა ინი­ცი­ა­ტი­ვა სხვის­გან მო­დის და არა სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვის ხარ­ჯ­ზე). მათ, რო­გორც წე­სი, ჰყავთ, სულ მცი­რე, ერ­თი მე­გო­ბა­რი, რო­მელ­საც ეჯაჭ­ვე­ბი­ან და მას­ზე და­მო­კი­დე­ბულ­ნი ხდე­ბი­ან.
ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად გო­გო­ნე­ბი მე­ტად ხვდე­ბი­ან თა­ვი­ანთ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბას თა­ნა­ტო­ლებ­თან შე­და­რე­ბით და იმი­სათ­ვის, რომ ნაკ­ლე­ბად გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ, მი­მარ­თა­ვენ ისეთ ხერხს, რო­გო­რი­ცაა: ნაკ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რო­ბა სა­უბ­რის დროს, ზედ­მე­ტად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლო­ბა, რომ არ და­იმ­სა­ხუ­რონ შე­ნიშ­ვ­ნე­ბი და ასე­ვე, მე­ტად ემორ­ჩი­ლე­ბი­ან იმ სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მოს წე­სებს, სა­დაც ხში­რად უხ­დე­ბათ ყოფ­ნა.
 შე­ე­ხე­ბა ბი­ჭებს, ით­ვ­ლე­ბა, რომ მათ­ში მწვა­ვედ ვლინ­დე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ტე­რაქ­ცი­ის პრობ­ლე­მა — არ აქვთ მო­ტი­ვა­ცია, შე­სა­ბა­მი­სად, ნაკ­ლე­ბად აქვთ ურ­თი­ერ­თო­ბაც. ნელ-ნე­ლა, სა­ვა­რა­უ­დოდ, კვლე­ვე­ბი და­ა­დას­ტუ­რებს, რომ გო­გო­ნებ­ში არც თუ ისე იშ­ვი­ა­თია აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბა, უბ­რა­ლოდ, მი­სი ამოც­ნო­ბა და დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა არ ხდე­ბა სწო­რად.
— მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის მეც­ნი­ე­რი თა­ნამ­შ­რომ­ლის, სტე­ფან სე­ნე­ფის მო­საზ­რე­ბით, 2025 წელს, აუტიზ­მი ყო­ველ მე­ო­რე ბავშვს ექ­ნე­ბა. რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია ასე­თი შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი მზარ­დი სტა­ტის­ტი­კა?
— ესეც ერთ-ერ­თი კვლე­ვაა, რო­მელ­საც, თა­ვის­თა­ვად, არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა აქვს. ის ერთ-ერ­თი მო­საზ­რე­ბა­თა­გა­ნია, ჰი­პო­თე­ზაა. თუ ად­რე­ულ სტა­ტის­ტი­კას გა­დავ­ხე­დავთ, მა­გა­ლი­თად, CდC -ის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2000 წელს, ით­ვ­ლე­ბო­და, რომ 150 ბავ­შ­ვ­ში ერთს აუტიზ­მის სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბა ჰქონ­და. შე­დეგ, სუ­რა­თი, ნელ-ნე­ლა, შე­იც­ვა­ლა: 2004 — 1:125; 2006 — 1:110; 2008 — 1:88, ხო­ლო 2010-ში — 1:68 (2010-დან დღემ­დე, სტა­ტის­ტი­კა არ შეც­ვ­ლი­ლა). იმე­დი ვი­ქო­ნი­ოთ, რომ ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კი­დევ ბევ­რი წე­ლი იქ­ნე­ბა უც­ვ­ლელ ნიშ­ნულ­ზე.
— რას უკავ­შირ­დე­ბა სტა­ტის­ტი­კის ზრდის შე­ჩე­რე­ბა, ხომ არ იძ­ლე­ვა იმის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი პრე­ვენ­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და?
— ჩე­მი აზ­რით, სიხ­ში­რი­ა­ნო­ბა­ზე ძა­ლი­ან დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო კრი­ტე­რი­უ­მე­ბი. იმ პე­რი­ოდ­ში აქ­ტი­უ­რად იხ­ვე­წე­ბო­და დი­აგ­ნოს­ტი­კა. მა­გა­ლი­თად, ბო­ლო დროს, შე­იც­ვა­ლა სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და, ასა-ს ქუდ­ქ­ვეშ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი საკ­მა­ოდ დი­დი ჯგუ­ფი­დან, ბევ­რი დი­აგ­ნო­ზი ამო­ვარ­და. აუტიზ­მის წი­ნა­პი­რო­ბად გე­ნე­ტი­კუ­რი წი­ნას­წარ­გან­წყო­ბი­სა და რისკ-ფაქ­ტო­რე­ბის ურ­თი­ერ­თ­ქ­მე­დე­ბა მო­ი­აზ­რე­ბა, რი­სი წი­ნას­წარ გან­ჭ­ვ­რე­ტა და ამ გზით პრე­ვენ­ცია, ცო­ტა არა­რე­ა­ლუ­რად მეჩ­ვე­ნე­ბა.
მე­დი­ცი­ნაც სწო­რედ პრე­ვენ­ცი­ა­ში ვე­რა­ფერს სა­ხარ­ბი­ე­ლოს ვერ გვთა­ვა­ზობს. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერ­თი რისკ-ფაქ­ტო­რი დე­დი­სა და მა­მის ასაკს შო­რის სხვა­ო­ბაა. თუ ამ რისკ-ფაქ­ტორს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, ქალ­სა და მა­მა­კაცს შო­რის 10 წელ­ზე მე­ტი სხვა­ო­ბა არ უნ­და იყოს. რა­ტომ­ღაც ეჭ­ვი მე­პა­რე­ბა, რომ ეს ვინ­მემ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს და ქორ­წი­ნე­ბა­ზე უარი თქვას იმ მიზ­ნით, რომ აუტიზ­მის სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბის პრე­ვენ­ცია მო­ახ­დი­ნოს.
— „წი­თე­ლი დრო­შე­ბი“ — ასე ეწო­დე­ბა ად­რე­ულ ნიშ­ნებს, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მშობ­ლებ­მა იცოდ­ნენ. რა არის ის პირ­და­პი­რი სიგ­ნა­ლე­ბი, რომ­ლის არ­სე­ბო­ბის დროს გან­გა­ში უნ­და ავ­ტე­ხოთ?
— მშო­ბე­ლი, ძი­რი­თა­დად, პრობ­ლე­მას ამ­ჩ­ნევს მას შემ­დეგ, რაც ბავ­შ­ვი გა­და­ა­ვა­დებს მეტყ­ვე­ლე­ბის დაწყე­ბის პე­რი­ოდს. თუმ­ცა, თუ 9 თვე­ზე არ არის სო­ცი­ა­ლუ­რი ღი­მი­ლი, 12 თვის­თ­ვის ბავ­შ­ვი არ რე­ა­გი­რებს სა­ხე­ლით და­ძა­ხე­ბა­ზე, არ წარ­მო­ებს ან დე­ფი­ცი­ტუ­რია თვა­ლით თვალ­ში მზე­რი­თი კონ­ტაქ­ტი, 14 თვის­თ­ვის არ იშ­ვერს თითს სა­სურ­ველ­ზე მი­სა­ნიშ­ნებ­ლად, 16 თვე­ზე არ წარ­მო­ებს წარ­მო­სახ­ვი­თი თა­მა­ში, 24 თვის­თ­ვის 10- ზე ნაკ­ლებ სიტყ­ვას ამ­ბობს — უცი­ლებ­ლად უნ­და მი­მარ­თონ სპე­ცი­ა­ლისტს. ასე­ვე, ბავ­შ­ვებს ასა-თი აქვთ სე­რი­ო­ზუ­ლი დე­ფი­ცი­ტი და სიმ­წი­რე ემო­ცი­ის გად­მო­ცე­მის მი­მი­კა-ჟეს­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. უჭირთ რო­გორც სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ის გა­მო­ხატ­ვა, ასე­ვე სხვი­სი ემო­ცი­ის გა­გე­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ბავ­შ­ვე­ბი მეტყ­ვე­ლებ­დ­ნენ, მაგ­რამ ხში­რად დე­ფი­ცი­ტუ­რია მეტყ­ვე­ლე­ბის ფუნ­ქ­ცი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა. ახა­სი­ა­თებთ მყი­სი­ე­რი ექო­ლა­ლია — სხვი­სი ნათ­ქ­ვა­მის მყი­სი­ე­რი გან­მე­ო­რე­ბა ან წარ­სულ­ში გა­გო­ნი­ლი ფრა­ზე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა (მოგ­ვი­ა­ნე­ბი­თი ექო­ლა­ლია). მათ უჭირთ დი­ა­ლო­გის წარ­მო­ე­ბა. ამი­ტო­მაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რადღე­ბა, რამ­დე­ნად ფუნ­ქ­ცი­უ­რი, კონ­ტექ­ს­ტუ­რია მა­თი მეტყ­ვე­ლე­ბა ან რო­გორ შე­უძ­ლი­ათ დი­ა­ლო­გის წარ­მო­ე­ბა; დას­მულ შე­კითხ­ვებ­ზე ადეკ­ვა­ტუ­რი პა­სუ­ხის გა­ცე­მა; ხომ არ არის მხო­ლოდ სიტყ­ვე­ბის სა­ხელ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად, სა­გა­ნი და­ი­ნა­ხა და მას მხო­ლოდ ასა­ხე­ლებს; უჭირთ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი თა­ნა­ტო­ლებ­თან, აქვთ შეზღუ­დუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი, მე­ტად ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან დე­ტა­ლე­ბით, საგ­ნებს იყე­ნე­ბენ არა­ფუნ­ქ­ცი­უ­რად (აკა­კუ­ნე­ბენ და აყუ­რა­დე­ბენ, აბ­ზ­რი­ა­ლე­ბენ და აკ­ვირ­დე­ბი­ან, თვა­ლე­ბის წინ ატა­რე­ბენ ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით).
— რამ­დე­ნად გა­დამ­წყ­ვე­ტია აუტიზ­მის სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის­თ­ვის დრო­უ­ლად მი­მარ­თ­ვა და ად­რე­უ­ლი ჩა­რე­ვა?
— „ად­რე­უ­ლი აღ­მო­ჩე­ნა, ად­რე­უ­ლი მოქ­მე­დე­ბა“ — მა­გა­ლი­თად, ასე­თი პროგ­რა­მა აქვს აutism Speaks-ს. ად­რე­უ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცია რა­დი­კა­ლუ­რად ცვლის პროგ­ნოზს. ით­ვ­ლე­ბა, რომ სამ წლამ­დე დაწყე­ბუ­ლი თე­რა­პი­ის შემ­თხ­ვე­ვა­ში, 50 პრო­ცენ­ტ­ში, იმ­დე­ნად უმ­ჯო­ბეს­დე­ბა გა­მო­სა­ვა­ლი, რომ ამ ბავ­შ­ვებს აღარ აქვთ სკო­ლა­ში ჩარ­თუ­ლო­ბი­სა და შემ­დ­გო­მი გან­ვი­თა­რე­ბის სირ­თუ­ლე­ე­ბი, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მი­ნი­მუ­მამ­დეა და­სუ­ლი. ბო­ლო წლებ­ში მკვლევ­რე­ბი, სულ უფ­რო ფარ­თოდ იყე­ნე­ბენ ტერ­მინს „ოპ­ტი­მა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი“, რაც ნიშ­ნავს, რომ შე­საძ­ლოა აუტიზ­მის სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბის ნიშ­ნე­ბი არ­სე­ბობ­დეს, მაგ­რამ ხელს არ უშ­ლი­დეს ინ­დი­ვიდს ყო­ველ­დღი­ურ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა­ში, რაც, ერ­თ­გ­ვა­რ­ად, დი­აგ­ნო­ზის მოხ­ს­ნის ტოლ­ფა­სია.
— რო­გორ მი­იღ­წე­ვა „ოპ­ტი­მა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი“, რას ით­ვა­ლის­წი­ნებს ად­რე­უ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცია — მხო­ლოდ თე­რა­პი­ას თუ მე­დი­კა­მენ­ტურ ჩა­რე­ვა­საც?
— მხო­ლოდ და მხო­ლოდ ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მა­შინ­ვე, რო­გორც კი გა­მო­ით­ქ­მე­ბა ეჭ­ვი გან­ვი­თა­რე­ბის სირ­თუ­ლე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. აუცი­ლე­ბე­ლია თე­რა­პი­ის ინ­ტენ­სი­ვო­ბა და უწყ­ვე­ტო­ბა. მე­დი­კა­მენ­ტი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, მხო­ლოდ და მხო­ლოდ, თან­მ­ხ­ლე­ბი ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ან სო­მა­ტუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს, თუ აუტიზმს არ ახ­ლავს თან­მ­დე­ვი სიმ­პ­ტო­მა­ტი­კა, ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად, არა­ნა­ი­რი მე­დი­კა­მენ­ტი არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და არა­ნა­ირ მე­დი­კა­მენტს ეფექ­ტი არ აქვს.
— რო­გო­რია სტა­ტის­ტი­კა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, გვაქვს თუ არა მო­ნა­ცე­მე­ბი აუტიზ­მის სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბის დი­ნა­მი­კის შე­სა­ხებ?
— სამ­წუ­ხა­როდ, სტა­ტის­ტი­კა არ გვაქვს. პირ­ვე­ლი პი­ლო­ტუ­რი კვლე­ვა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, 2008-2009 წლებ­ში ჩა­ტარ­და. ნევ­რო­ლოგ­თა და ნე­ი­რო­ქი­რურ­გ­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ გა­მო­იკ­ვ­ლია და ნა­ხა, რომ 115 ბავ­შ­ვ­ში 1-ს ჰქონ­და აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბა. მა­შინ ეს რიცხ­ვი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ემ­თხ­ვე­ო­და მსოფ­ლიო სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებს.
— სჭირ­დე­ბათ თუ არა აუტიზ­მის სპექ­ტ­რის მქო­ნე ბავ­შ­ვებს სპე­ცი­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი და რამ­დე­ნად ინ­ტენ­სი­უ­რია გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან თქვე­ნი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა?
— ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია ნამ­დ­ვი­ლად ვერ ხერ­ხ­დე­ბა, თუმ­ცა, ალ­ბათ, სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და. ასა-თი ბავ­შ­ვე­ბის 46 პრო­ცენტს ინ­ტე­ლექ­ტ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი არ აქვთ, თუმ­ცა მა­თი სკო­ლის გა­რე­მო­ში ჩარ­თუ­ლო­ბის ძი­რი­თად პრობ­ლე­მას, სხვა­დას­ხ­ვა ინ­ტენ­სი­ვო­ბით გა­მო­ხა­ტუ­ლი, ქცე­ვის დარ­ღ­ვე­ვე­ბი წარ­მო­ად­გენს, ამას შე­საძ­ლოა და­ე­მა­ტოს ყუ­რადღე­ბის კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბის სირ­თუ­ლე. ხში­რად აუტიზ­მის სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებს აქვთ დას­წავ­ლის სპე­ცი­ფი­კუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი. თუ პე­და­გო­გებს ექ­ნე­ბათ შე­სა­ბა­მი­სი ფსი­ქო­გა­ნათ­ლე­ბა და მო­ტი­ვა­ცია, ვფიქ­რობ, სწავ­ლის მი­სა­ღე­ბად, ადეკ­ვა­ტუ­რი გა­რე­მოს შექ­მ­ნა ამ ბავ­შ­ვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­თ­ვის დიდ სირ­თუ­ლეს არ უნ­და წარ­მო­ად­გენ­დეს.
— არ­სე­ბობს თუ არა სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლად და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი და ძვი­რადღი­რე­ბუ­ლია თუ არა ასა-ს თე­რა­პია?
— 2015 წლი­დან ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს მე­რი­ის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ თბი­ლისს მო­ი­ცავს. ასე­თი­ვე პროგ­რა­მას ახორ­ცი­ე­ლებს ბა­თუ­მის მე­რი­აც. თბი­ლის­ში ბავ­შ­ვებს თვე­ში 20 თე­რა­პი­უ­ლი სა­ა­თი უფი­ნან­ს­დე­ბათ, რაც ცო­ტა არ არის, მით უმე­ტეს, რომ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია უწყ­ვე­ტო­ბა და მუდ­მი­ვო­ბა. ეს აისა­ხა კი­დეც შე­დე­გებ­ზე.
სა­სურ­ვე­ლია, უფ­რო მე­ტად გაძ­ლი­ერ­დ­ნენ მშო­ბელ­თა ასო­ცი­ცი­ე­ბი. სწო­რედ ძლი­ერ­მა მშობ­ლებ­მა შეც­ვა­ლეს ბევ­რი რამ სა­სი­კე­თოდ. მათ უნ­და და­ა­ნა­ხონ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მსგავ­სი ცენ­ტ­რე­ბის არ­სე­ბო­ბა რე­გი­ო­ნებ­შიც. ამ სა­კითხებ­ზე მო­მუ­შა­ვე ცენ­ტ­რე­ბი და­უ­ზარ­ლად გა­ვუ­წევთ მათ დახ­მა­რე­ბას. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, უმ­ჯო­ბე­სია, სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მა უფ­რო მას­შ­ტა­ბუ­რი იყოს, მაგ­რამ თუნ­დაც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბით პროგ­რა­მე­ბის ამოქ­მე­დე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი წინ­გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯია.
— სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტით, რამ­დე­ნი თე­რა­პი­უ­ლი სა­ა­თი მი­იჩ­ნე­ვა ნორ­მად და გქო­ნი­ათ თუ არა ცენ­ტ­რ­ში „ოპ­ტი­მა­ლუ­რი გა­მო­სავ­ლის“ შემ­თხ­ვე­ვე­ბი?
— გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ით­ვ­ლე­ბა, რომ თე­რა­პი­უ­ლი პრო­ცე­სი, კვი­რა­ში, 25-დან 40 სა­ათს მო­ი­ცავს. პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დი. ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბით, კვი­რა­ში 5 სა­ა­თია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ჩვენს ცენ­ტ­რ­ში, ქცე­ვით თე­რა­პი­ას­თან ერ­თად, სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, მშო­ბელს აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, ბავ­შ­ვი ჩარ­თოს: ხე­ლოვ­ნე­ბის, სენ­სო­რულ, ფი­ზი­კურ და მეტყ­ვე­ლე­ბის თე­რა­პი­ებ­ში. ვთა­ვა­ზობთ ასე­ვე სპეც­პე­და­გო­გის მომ­სა­ხუ­რე­ბას.
რაც შე­ე­ხე­ბა „ოპ­ტი­მა­ლურ გა­მო­სა­ვალს“, ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა, რა თქმა უნ­და, გვქო­ნია. გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, პა­ცი­ენ­ტის­თ­ვის ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პია მოგ­ვიხ­ს­ნია, თუმ­ცა, ზო­გი­ერ­თი სირ­თუ­ლე­ე­ბის არ­სე­ბო­ბის გა­მო, მა­გა­ლი­თად, სო­ცი­უმ­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბა სხვაგ­ვა­რად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი თე­რა­პი­ით ჩაგ­ვი­ნაც­ვ­ლე­ბია — ვრთავთ ჯგუ­ფურ აქ­ტი­ვო­ბებ­ში, ვმუ­შა­ობთ სო­ცი­ა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე, ის­ტო­რი­ებ­ზე და ა.შ.
სტა­ტის­ტი­კაც ამას გვე­უბ­ნე­ბა, ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კის შემ­თხ­ვე­ვა­ში 3-25%-ია შე­საძ­ლე­ბე­ლი „ოპ­ტი­მა­ლუ­რი გა­მო­სავ­ლის“ მიღ­წე­ვა. ვი­ყოთ ყუ­რადღე­ბი­ა­ნე­ბი, პრობ­ლე­მუ­რი ნიშ­ნე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში, დრო­უ­ლად მივ­მარ­თოთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს, ად­რე­უ­ლად ჩავ­რ­თოთ ბავ­შ­ვი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში და შე­დე­გიც არ და­ა­ყოვ­ნებს.

ესა­უბ­რა
ლა­ლი ჯე­ლა­ძე 

25-28(942)N