გამოდის 1998 წლიდან
2017-04-27
სტუ­დენ­ტ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის უკე­თე­სი მე­ქა­ნიზ­მი

 

„ჩვენ ვდგამთ პროგ­რე­სულ ნა­ბიჯს, რო­მე­ლიც, დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ი­სა და დი­ვერ­სი­ფი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით, მოგ­ვ­ცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, გა­ვა­ჯან­სა­ღოთ არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მა.“
მა­რი­ამ ჯა­ში
 
21 აპ­რილს სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტ­მა „უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექტს პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მხა­რი და­უ­ჭი­რა.
რა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბია და რამ­დე­ნად მო­ი­ცავს კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი სტუ­დენ­ტე­ბის მოთხოვ­ნებს, ამის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ, მა­რი­ამ ჯაშ­მა, კა­ნონ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხილ­ვი­სას პარ­ლა­მენ­ტ­ში და კო­ლე­გე­ბის შე­კითხ­ვებს უპა­სუ­ხა. რო­გორც მან გა­ნაცხა­და, ცვლი­ლე­ბე­ბი ოთხი ძი­რი­თა­დი ბლო­კის­გან შედ­გე­ბა, რო­მე­ლიც ოთხი ნო­ვა­ცი­ის ირ­გ­ვ­ლი­ვაა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი.
 „და­მო­უ­კი­დე­ბელ სტუ­დენტს, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა არ ჰქონ­დეს სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის წევ­რო­ბის სურ­ვი­ლი, მაგ­რამ ჰქონ­დეს ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი უშუ­ა­ლოდ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის მმარ­თ­ვე­ლო­ბით სა­კითხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, უნ­და მი­ე­ცეს უფ­ლე­ბა იყოს არ­ჩე­უ­ლი — ეს იყო ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მოთხოვ­ნა სტუ­დენ­ტე­ბის მხრი­და­ნაც; მე­ო­რე სა­კითხი — ყვე­ლა სა­ფე­ხუ­რის სტუ­დენტს ჰქონ­დეს უფ­ლე­ბა (რო­გორც ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის, ისე მა­გის­ტ­რა­ტუ­რის და დოქ­ტო­რან­ტუ­რის), იყოს არ­ჩე­უ­ლი რო­გორც ფა­კულ­ტა­ტურ საბ­ჭო­ებ­ში, ისე სე­ნატ­ში; აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა და გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბა — ეს არის მე­სა­მე ძი­რი­თა­დი ცვლი­ლე­ბა, ასე­ვე ნო­ვა­ცია, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ კა­ნონ­პ­რო­ექტს დღეს არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მე­ბის­გან გა­ნას­ხ­ვა­ვებს; მე­ოთხე მთა­ვა­რი მოთხოვ­ნა სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბე­ბის გა­უქ­მე­ბას ეხე­ბა. გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მა. ბუ­ნებ­რი­ვია, ერ­თ­მა ცვლი­ლე­ბამ არ უნ­და გა­მო­იწ­ვი­ოს არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მე­ბის სრუ­ლი პა­რა­ლი­ზე­ბა და ქა­ო­სი, ამი­ტომ ოპ­ტი­მა­ლურ ვა­რი­ან­ტად მი­ვიჩ­ნი­ეთ არა გა­უქ­მე­ბა, არა­მედ მაქ­სი­მა­ლუ­რი დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცია, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის დო­ნე­ზე.“
რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის, მენ­ცი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ გა­ნაცხა­და, რჩე­ბა სა­მი ძი­რი­თა­დი სა­კითხი, რომ­ლებ­ზეც მომ­დევ­ნო მოს­მე­ნი­სას უნ­და შე­ჯერ­დ­ნენ.
„რჩე­ბა სა­მი ძი­რი­თა­დი სა­კითხი: პირ­ვე­ლი — არ­ჩევ­ნე­ბის რი­გი­თო­ბას­თან და­კავ­ში­რებ­ული, რამ­დე­ნად შე­უძ­ლია ერ­თი და იმა­ვე სტუ­დენტს ორ­ჯერ ზე­დი­ზედ იყოს არ­ჩე­უ­ლი, ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის დო­ნე­ზე, თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბი­სა თუ ფა­კულ­ტა­ტურ საბ­ჭო­ებ­ში; მე­ო­რე თე­მაა შეზღუდ­ვა — ერ­თი და იმა­ვე სტუ­დენტს არ მი­ე­ცეს უფ­ლე­ბა, ერ­თ­დ­რო­უ­ლად იყოს არ­ჩე­უ­ლი ფა­კულ­ტა­ტურ საბ­ჭო­ებ­სა და სე­ნატ­ში; მე­სა­მე — იმის­თ­ვის, რომ თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბი­სა და სხვა სტუ­დენ­ტუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ორ­გა­ნოს საქ­მი­ა­ნო­ბა ჭეშ­მა­რი­ტად უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ არ­ჩე­უ­ლი წევ­რე­ბი იყ­ვ­ნენ, ხო­ლო სხვა კლუ­ბე­ბსა თუ ასო­ცი­ა­ცი­ებ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ იზღუ­დე­ბა და, ბუ­ნებ­რი­ვია, არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა რჩე­ბათ სტუ­დენ­ტებს“. მი­სი­ვე თქმით, სა­მი სა­კითხი­დან ორი, პრაქ­ტი­კუ­ლად შე­ჯე­რე­ბა­დია: „მარ­თა­ლია, არ არის პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი, მაგ­რამ წევ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ და­მა­ტე­ბი­თი კითხ­ვე­ბი გვექ­ნე­ბა“.
მა­რი­ამ ჯა­ში მი­იჩ­ნევს, რომ: „დღეს არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი მი­სა­ღე­ბია რო­გორც სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის­თ­ვის, ასე­ვე აუდი­ტო­რია 115-ის წევ­რე­ბის­თ­ვის და თუ­კი დარ­ჩე­ნილ სამ სა­კითხ­ზეც შევ­ჯერ­დე­ბით ,ეს იქ­ნე­ბა ის კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც მოგ­ვ­ცემს უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის უკე­თეს მე­ქა­ნიზმს თი­თო­ე­უ­ლი სტუ­დენ­ტის­თ­ვის და ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბის­თ­ვის მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა.“
მი­ზე­ზი, რის გა­მოც გა­ი­მარ­თა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი და რა­მაც გა­მო­იწ­ვია აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის პა­კე­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა, 2004 წელს მი­ღე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რია უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის კა­ნონ­ში, რო­მე­ლიც სწო­რედ კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის დო­ნე­ზე ქმნი­და სტუ­დენ­ტუ­რი თვიმ­მარ­თ­ვე­ლო­ბე­ბის პრა­ქ­ტი­კუ­ლად ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბულ სის­ტე­მას — ამ­ბობს მა­რი­ამ ჯა­ში და დას­ძენს, რომ არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ხერ­ხ­და ამ პრო­ცე­სე­ბის დე­პო­ლი­ტი­ზა­ცია. „ზუს­ტად ცენ­ტ­რა­ლურ­მა ასო­ცი­ა­ცი­ამ გა­მო­იწ­ვია აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ტე­მის ერ­თ­გ­ვა­რი არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო იმი­ჯის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა სტუ­დენ­ტურ თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვე­ნი მცდე­ლო­ბა, რომ მოხ­დეს დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცია, ისევ კა­ნო­ნის დო­ნე­ზე, ის პროგ­რე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბაა, რო­მე­ლიც შეგ­ვიძ­ლია, შე­მო­ვი­ტა­ნოთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა­ში. ბუ­ნებ­რი­ვია, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის კა­ნონ­ში ეს ჩა­ნა­წე­რი რომ არ გვქო­ნო­და, სა­კითხი სტუ­დენ­ტუ­რი თვიმ­მარ­თ­ვე­ლო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის თა­ო­ბა­ზე, კა­ნო­ნის დო­ნე­ზე, ნამ­დ­ვი­ლად არ დად­გე­ბო­და დღის წეს­რიგ­ში. ამ ცვლი­ლე­ბე­ბით ვცდი­ლობთ არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მის გა­ჯან­სა­ღე­ბას, დი­ვერ­სი­ფი­კა­ცი­ი­სა და დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, სტუ­დენ­ტე­ბის უფ­ლე­ბე­ბი­სა და სწავ­ლის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბას.“
იქ­ნე­ბა თუ არა არ­სე­ბუ­ლი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის კლუ­ბუ­რი სის­ტე­მა ან ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი — ამის შე­სა­ხებ მა­რი­ამ ჯაშ­მა გა­ნაცხა­და, რომ: „დღეს არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მთლი­ა­ნად რომ გა­უქ­მე­ბუ­ლი­ყო თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბე­ბი, ამით ბევ­რად უფ­რო მეტ პრობ­ლე­მას შევ­ქ­მ­ნი­დით უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის დო­ნე­ზე. წამ­ყ­ვა­ნი სტუ­დენ­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა ან პარ­ლა­მენ­ტი, კლუ­ბი, ისე რო­გორც სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნებ­შია, უშუ­ა­ლოდ უნი­ვერ­სი­ტე­ტის დო­ნე­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა და იფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს. ერ­თი წამ­ყ­ვა­ნი სტუ­დენ­ტუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ორ­გა­ნო დარ­ჩე­ბა, თუმ­ცა, იარ­სე­ბებს სხვა კლუ­ბე­ბი და ასო­ცი­ა­ცი­ე­ბიც, ისე­ვე რო­გორც დღეს, მაგ­რამ მათ არ მი­ე­ნი­ჭე­ბათ თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის და სტუ­დენ­ტ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის წამ­ყ­ვა­ნი ორ­გა­ნოს სტა­ტუ­სი.“
მა­რი­ამ ჯა­ში არ გა­მო­რიცხავს, რომ მე­ო­რე მოს­მე­ნის­თ­ვის შე­იძ­ლე­ბა უფ­რო აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლონ სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა.  „ჩემ­თ­ვის ნამ­დ­ვი­ლად არა­სა­სი­ა­მოვ­ნო აღ­მო­ჩე­ნა იყო, რომ ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფა­კულ­ტა­ტურ საბ­ჭო­ში ოთხას­ზე მე­ტი წევ­რია, მათ შო­რის, 100-ზე მე­ტი სტუ­დენ­ტია.
უბ­რა­ლოდ, სა­ინ­ტე­რე­სოა, ასე­თი მო­ცუ­ლო­ბი­თი და მას­შ­ტა­ბუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბით, რო­გორ ხდე­ბა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ეს ის სა­კითხია, რო­მე­ლიც მე­ო­რე მოს­მე­ნით უნ­და გან­ვი­ხი­ლოთ.“
რაც შე­ე­ხე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბას, კონ­კ­რე­ტუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის და კონ­კ­რე­ტუ­ლი ფა­კულ­ტე­ტე­ბის დო­ნე­ზე, სულ მცი­რე, სტუ­დენ­ტე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 10%-მა უნ­და მი­ი­ღოს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რომ ლე­გი­ტი­მუ­რად გა­მოცხად­დეს, ხო­ლო უპი­რა­ტე­სო­ბა იმ კან­დი­და­ტებს მი­ე­ნი­ჭე­ბათ, რომ­ლე­ბიც უმაღ­ლეს პრო­ცენ­ტულ მხარ­და­ჭე­რას მო­ი­პო­ვე­ბენ.
და­ზუს­ტე­ბის­თ­ვის, მა­რი­ამ ჯაშ­მა კი­დევ ერ­თხელ გან­მარ­ტა, რომ კლუ­ბუ­რი და სხვა­დას­ხ­ვა ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის სის­ტე­მე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რამ­დე­ნი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით იქ­ნე­ბა არ­ჩე­უ­ლი (რა მო­ცუ­ლო­ბის), არ გახ­ლავთ სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბი­სა და წამ­ყ­ვა­ნი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ორ­გა­ნოს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა. „უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის დო­ნე­ზე დარ­ჩე­ბა ერ­თი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ორ­გა­ნო, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა ერ­ქ­ვას სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა ან პარ­ლა­მენ­ტი, მაგ­რამ, რაც მთა­ვა­რია, ის იქ­ნე­ბა წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ფუნ­ქ­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი და სტუ­დენ­ტე­ბის უფ­ლე­ბებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის ორ­გა­ნო.“ — გა­ნაცხა­და მან.
კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ და­ფი­ნან­სე­ბის სა­კითხი ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პრობ­ლე­მურ თე­მად და­ა­სა­ხე­ლა, რო­მელ­მაც, ზო­გა­დად, აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბა გა­ა­ჩი­ნა და შემ­დ­გომ­ში საკ­მა­ოდ რთუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბიც წარ­მოშ­ვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. მი­სი გან­მარ­ტე­ბით, წამ­ყ­ვა­ნი სტუ­დენ­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და­ფი­ნან­სე­ბის სა­კითხს უშუ­ა­ლოდ უნი­ვერ­სი­ტე­ტი გან­საზღ­ვ­რავს, ხო­ლო სხვა ნე­ბის­მი­ე­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის­თ­ვის, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის ერ­თობ­ლივ ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ინი­ცი­ა­ტი­ვებ­თან (იქ­ნე­ბა ეს კულ­ტუ­რუ­ლი, შე­მეც­ნე­ბი­თი, სპორ­ტუ­ლი თუ სხვა ტი­პის ორ­გა­ნი­ზა­ცია), ნე­ბის­მი­ერ სტუ­დენტს ექ­ნე­ბა აღ­ნიშ­ნულ რე­სურ­სებ­თან თა­ნა­ბა­რი წვდო­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, შე­სა­ბა­მი­სი შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მებ­ზე და­ფუძ­ნე­ბით.
„ჩვენ ვდგამთ პროგ­რე­სულ ნა­ბიჯს, რო­მე­ლიც, დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ი­სა და დი­ვერ­სი­ფი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით, მოგ­ვ­ცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, გა­ვა­ჯან­სა­ღოთ არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მა. თა­ვად სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა, რო­გორც სის­ტე­მა, უკ­ვე მიღ­წე­ვაა რო­გორც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო­სი, ისე ზო­გა­დად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბის“ — მი­იჩ­ნევს მა­რი­ამ ჯა­ში, იმავ­დ­რო­უ­ლად, გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას ამახ­ვი­ლებს იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად სწო­რად ას­რუ­ლე­ბენ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მათ­ზე და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას. „უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, რომ სტუ­დენ­ტუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სწო­რად ას­რუ­ლებ­დ­ნენ მათ მთა­ვარ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თო­ბის და უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კუთხით. რაც მთა­ვა­რია, მათ არ უნ­და შე­ე­ხოთ და­ფი­ნან­სე­ბის ან სხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბის პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი, რა­თა ამით ჩრდი­ლი არ მი­ად­გეს ამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ინ­ს­ტი­ტუტს. ამ ეტაპ­ზე, ჩვენ ვდგამთ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ნა­ბიჯს, თუმ­ცა, არ გა­მოვ­რიცხავთ, რომ მო­მა­ვალ­ში, დაკ­ვირ­ვე­ბი­სა და ანა­ლი­ზის შე­დე­გად, გან­ხორ­ცი­ელ­დეს შემ­დ­გო­მი ცვლი­ლე­ბე­ბი კა­ნო­ნის დო­ნე­ზე.“

ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გა­ნათ­ლე­ბა და კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა
გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტი შშმ პირ­თათ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბებ­ზე მუ­შა­ობს.
11 აპ­რილს კო­მი­ტეტ­მა, შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა მშო­ბელ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა მშობ­ლებ­თან, გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა, რო­მელ­საც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს და კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წ­რე­ბოდ­ნენ.
კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის, მა­რი­ამ ჯა­შის გან­ცხა­დე­ბით, შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პირ­თა მშობ­ლებ­მა ყვე­ლა­ზე კარ­გად იცი­ან რა ცვლი­ლე­ბე­ბია სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მა­თი შვი­ლე­ბის­თ­ვის სხვა­დას­ხ­ვა დო­ნე­ზე. „ეს ფორ­მა­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა, გან­ვი­ხი­ლოთ რა ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­სა და კულ­ტუ­რის სფე­რო­ში. ზო­გად და პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში უკ­ვე და­იწყო ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. 7000-მდე სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს სკო­ლა­სა და პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში, თუმ­ცა, სკო­ლამ­დელ და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე­ზე ჩვენ არ გვაქვს დი­დი პროგ­რე­სი.“
შეხ­ვედ­რა­ზე სკო­ლამ­დე­ლი, ზო­გა­დი, პრო­ფე­სი­უ­ლი და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხუ­რებ­ზე არ­სე­ბულ კონ­კ­რე­ტულ პრობ­ლე­მებ­ზე იმ­ს­ჯე­ლეს. ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მი­სა და კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია კო­ა­ლი­ცია „და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის“ იურის­ტ­მა, ქე­თე­ვან მარ­გა­ლი­ტა­ძემ წარ­მო­ად­გი­ნა. „ჩვე­ნი მი­ზა­ნია, გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის სფე­რო­ში შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის­თ­ვის გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი იყოს სრუ­ლი და ქმე­დი­თი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ინ­ტეგ­რა­ცია, თა­ნას­წო­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა,“ — გა­ნაცხა­და ქე­თე­ვან მარ­გა­ლი­ტა­ძემ.
დე­პუ­ტა­ტებ­მა მშობ­ლებ­თან ერ­თად იმ­ს­ჯე­ლეს, თუ რო­გორ უნ­და გახ­დეს კულ­ტუ­რის სფე­როს და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი — კი­ნო­თე­ატ­რე­ბი, სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზე­ბი და მუ­ზე­უ­მე­ბი — შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის­თ­ვის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი არა მხო­ლოდ ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლად, არა­მედ პროგ­რა­მუ­ლად; ისა­უბ­რეს სპეც­პე­და­გო­გებ­ზე, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მა­თი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა; გა­მოთ­ქ­ვეს მო­საზ­რე­ბე­ბი შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის უსაფ­რ­თხო­ე­ბის სტან­დარ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე.
20 აპ­რილს კო­მი­ტეტ­მა გა­ნა­ახ­ლა მუ­შა­ო­ბა შშმ პირ­თათ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბებ­ზე და შშმ პირ­თა მშობ­ლებ­თან და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა.
კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის, მა­რი­ამ ჯა­შის გან­ცხა­დე­ბით, ზო­გად და პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში უკ­ვე და­იწყო ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. მი­სი თქმით, სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბა 4 ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს: სკო­ლამ­დე­ლი, სას­კო­ლო, პრო­ფე­სი­უ­ლი და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ეტა­პებ­ზე. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, კო­მი­ტე­ტი იმა­ზეც მუ­შა­ობს, რო­გორ უზ­რუნ­ველ­ყოს სა­ხელ­მ­წი­ფომ შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პირ­თათ­ვის გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა ყვე­ლა სა­ფე­ხურ­ზე გა­ნათ­ლე­ბის ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი და­ნერ­გ­ვით.
შეხ­ვედ­რა­ზე სკო­ლამ­დე­ლი, ზო­გა­დი, პრო­ფე­სი­უ­ლი და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხუ­რებ­ზე არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე იმ­ს­ჯე­ლეს. გა­ნათ­ლე­ბის და კულ­ტუ­რის სფე­რო­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო აქ­ტებ­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი კო­მი­ტეტს შშმ პირ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, ხა­თუ­ნა ჯა­ვა­ხა­ძემ გა­აც­ნო. მი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი მომ­ზა­დე­ბუ­ლია შშმ პირ­თა მშობ­ლე­ბის, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, პე­და­გო­გე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბი­სა და წი­ნა­და­დე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და უზ­რუნ­ველ­ყოფს, გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის სფე­როს მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა­ში, შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პირ­თა უფ­ლე­ბე­ბის კონ­ვენ­ცი­ის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ეფექ­ტურ იმ­პ­ლე­მენ­ტა­ცი­ას. ასო­ცი­ა­ცი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ტერ­მი­ნო­ლო­გი­ურ ცვლი­ლე­ბებ­ზეც ისა­უბ­რა. მას მი­აჩ­ნია, რომ რამ­დე­ნი­მე ტერ­მი­ნის ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა უნ­და მოხ­დეს უფ­რო პო­ზი­ტი­უ­რი ტერ­მი­ნით.
ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს მი­აჩ­ნია, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის უნ­და შე­იქ­მ­ნას სრულ­ფა­სო­ვა­ნი პი­რო­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვ­თან სა­მუ­შა­ოდ; გარ­და ამი­სა, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი გა­უ­თა­ნაბ­რ­დეს სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუსს და შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს მა­თი ჩარ­თ­ვა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა­ში. სა­ჭი­როა სკო­ლებ­ში მო­ეწყოს შშმ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მო: პან­დუ­სე­ბი და სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი. უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ეტაპ­ზე შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბით, სა­ხელ­მ­წი­ფომ უნ­და და­ა­ფი­ნან­სოს შშმ სტუ­დენ­ტის დამ­ხ­მა­რე პი­რი, გაც­ვ­ლით პროგ­რა­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას.
ასო­ცი­ა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­სე­ბობს მშო­ბელ­თა გარ­კ­ვე­უ­ლი კა­ტე­გო­რია, რო­მელ­თაც უჭირთ იმის აღი­ა­რე­ბა, რომ მათ შვი­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი აქვთ და ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბი­ან მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გეგ­მის მი­ხედ­ვით მუ­შა­ო­ბას. შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ით, აუცი­ლე­ბე­ლია კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა­ში შე­ვი­დეს ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც გან­საზღ­ვ­რავს მშობ­ლის როლს და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით.
25 აპ­რილს აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე ისევ გა­ი­მარ­თე­ბა შეხ­ვედ­რა. სა­ვა­რა­უ­დოდ, კა­ნონ­პ­რო­ექ­ტის სა­ბო­ლოო სა­ხე 10 მა­ი­სამ­დე იქ­ნე­ბა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი.

მასალა მოამზადა ლალი ჯელაძემ

25-28(942)N