გამოდის 1998 წლიდან
2017-04-20
რას ფიქრობენ უფროსკლასელები

ჩვე­ნი გა­ზე­თის მკითხ­ვე­ლის­თ­ვის, ალ­ბათ, სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, რას ფიქ­რო­ბენ მოს­წავ­ლე­ე­ბი მშობ­ლი­უ­რი სკო­ლის, პე­და­გო­გე­ბის, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის, ზო­გა­დად, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის შე­სა­ხებ. ამი­ტო­მაც გა­მოვ­კითხეთ თბი­ლი­სის ოთხი სა­ჯა­რო სკო­ლის 200-მდე მოს­წავ­ლე. გა­მო­კითხ­ვა ანო­ნი­მუ­რი იყო და უფ­როს­კ­ლა­სე­ლებ­მა გულ­წ­რ­ფე­ლად გა­მო­ხა­ტეს სა­კუ­თა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. შე­საძ­ლოა ზო­გი რამ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად გეჩ­ვე­ნოთ, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სოა, რას ფიქ­რო­ბენ სწო­რედ ისი­ნი, ვის­თ­ვი­საც არ­სე­ბობს სკო­ლა, იღ­ვ­წი­ან პე­და­გო­გე­ბი, იქ­მ­ნე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი...
გა­მო­კითხ­ვამ იმ რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე დაგ­ვა­ყე­ნა, რო­მელ­შიც დღეს ქარ­თუ­ლი სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა დგას. სამ­წუ­ხა­როდ, მოს­წავ­ლე­ე­ბის წე­რი­ლე­ბი­დან ნათ­ლად ჩანს, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მათ არა­ვინ ეკითხე­ბათ: რა სურთ? რო­გო­რია მა­თი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი სას­კო­ლო გა­რე­მო, რას ელი­ან მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან? სი­ხა­რუ­ლით აღე­ბენ თუ არა სკო­ლის კარს და თუ არა, რა­ტომ? რო­გორ ისა­ხე­ბა მას­წავ­ლებ­ლის გა­რეგ­ნო­ბა, ასა­კი და ხა­სი­ა­თი მათ­ზე? თუ ჰკითხავთ ნე­ბის­მი­ერ მოს­წავ­ლეს — რა­ტომ არ მოს­წონს სკო­ლა? ის გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რებს სკო­ლა­ში შექ­მ­ნილ არა­ჯან­საღ გა­რე­მო­ზე, მო­უწყო­ბელ კლას-კა­ბი­ნე­ტებ­ზე, სა­პირ­ფა­რე­შო­ებ­ში არ­სე­ბულ ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დარ­ღ­ვე­ვა­ზე, სკო­ლის ბუ­ფეტ­ში საკ­ვე­ბის სიძ­ვი­რე­ზე და არა­ე­კო­ლო­გი­ურ პრო­დუქ­ტებ­ზე, მას­წავ­ლებ­ლე­ბის არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რო­ბა­სა და უსა­მარ­თ­ლო­ბა­ზე, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ხა­რის­ხ­ზე და ა.შ. მოს­წავ­ლე­ე­ბი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სურთ ჰყავ­დეთ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და სა­მარ­თ­ლი­ა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლეს გა­ნაწყობს მის­და­მი ნდო­ბი­თა და პა­ტი­ვის­ცე­მით, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან მო­ითხო­ვენ გულ­წ­რ­ფელ ღი­მილს, სიყ­ვა­რულს და მათ­და­მი კე­თილ­გან­წყო­ბას. მა­თი სურ­ვი­ლია, სწავ­ლა გახ­დეს უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო, სა­ხა­ლი­სო, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი აგე­ბუ­ლი იყოს მოს­წავ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.
გა­მო­კითხ­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ისი­ნი დიდ მნიშ­ვნელო­ბას ანი­ჭე­ბენ მას­წავ­ლებ­ლის ასაკს: „მე ის მომ­წონს, იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან თა­ნა­მედ­რო­ვეა“;  დიდ ყუ­რადღე­ბას აქ­ცე­ვენ მთა­ვარს — ადა­მი­ა­ნურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. მოს­წავ­ლე­თა უმე­ტე­სო­ბა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს: „მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და იყოს სა­მარ­თ­ლი­ა­ნი, მას არ უნ­და ჰყავ­დეს გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი“. მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­ერ მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­მორ­ჩე­ვა, ხში­რად, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბა: „მას­წავ­ლე­ბე­ლი ჩვენ­თ­ვის სა­მა­გა­ლი­თო უნ­და იყოს“. ხმის აწე­ვა, ყვი­რი­ლი, შე­უ­რაცხ­ყო­ფა, და­მამ­ცი­რე­ბე­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მე­ბი, სარ­კაზ­მი, სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბის და­ჟი­ნე­ბით გა­ტა­ნა, ერ­თი მოს­წავ­ლის მე­ო­რეს­თან შე­და­რე­ბა, ერ­თის მი­მართ დი­დი სიმ­პა­თი­ის გა­მო­ხატ­ვა და სხვე­ბის მუდ­მი­ვი ძა­გე­ბა მოს­წავ­ლე­ებს შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი არ რჩე­ბათ. თბი­ლი­სის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი წე­რი­ლებ­ში თა­მა­მად სა­უბ­რო­ბენ თა­ვი­ანთ სურ­ვი­ლებ­ზე, ოც­ნე­ბებ­სა და პრობ­ლე­მებ­ზე.

***
„სკო­ლა საკ­მა­ოდ დიდ როლს თა­მა­შობს ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში. სწო­რედ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ახ­დენს ზე­გავ­ლე­ნას ბავ­შ­ვის სრულ­ფა­სო­ვან გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. 16 წლის მო­ზარ­დი სკო­ლა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 6 სა­ათს ატა­რებს, რაც დღის მე­ოთხე­დი ნა­წი­ლია. 6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ის არა მხო­ლოდ საგ­ნებს, არა­მედ ყო­ფით პრობ­ლე­მებ­თან და დი­ლე­მებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბას სწავ­ლობს. იძენს უნარ-ჩვე­ვებს, რო­მელ­თა დახ­მა­რე­ბით ყა­ლიბ­დე­ბა წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ა­ნად.
ჩე­მი აზ­რით, სა­ჭი­როა სკო­ლის ახა­ლი მო­დე­ლის შექ­მ­ნა და ძი­რე­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა, რომ სკო­ლის გა­რე­მო სა­სურ­ვე­ლი გახ­დეს მოს­წავ­ლის­თ­ვის. ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ბავ­შ­ვი სკო­ლა­ში ხა­ლი­სით უნ­და მი­დი­ო­დეს და არა იძუ­ლე­ბით, მო­ვა­ლე­ო­ბის მოხ­დის მიზ­ნით. პირ­ველ რიგ­ში, ყუ­რადღე­ბა უნ­და მი­ვაქ­ცი­ოთ ისეთ სა­კითხებს, რო­გო­რი­ციაა კლას-კა­ბი­ნე­ტე­ბის, სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი­სა და სპორტ-დარ­ბა­ზე­ბის კე­თილ­მოწყო­ბა. ვე­რა­ნა­ი­რი რე­ფორ­მა ვერ აამოძ­რა­ვებს ჭარ­ბ­წო­ნი­ან ბავშვს, თუ მას შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბი არ ექ­ნე­ბა სპორ­ტის გა­კე­თილ­ზე და მის შემ­დე­გაც კი. სა­ჭი­როა საშ­ხა­პე კა­ბი­ნე­ბი და შე­და­რე­ბით დი­დი დას­ვე­ნე­ბა, რა­თა ბავ­შ­ვებ­მა მო­ა­ხერ­ხონ თა­ვის მო­წეს­რი­გე­ბა. ამ მხრივ, შე­სა­ნიშ­ნა­ვია ამე­რი­კუ­ლი მო­დე­ლი, რო­მე­ლიც ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დი­სა და სპორ­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას სკო­ლის ასა­კი­დან უჭერს მხარს. სა­ჭი­როა ღია მო­ედ­ნე­ბის კე­თილ­მოწყო­ბა და სა­ხა­ლი­სო შე­ჯიბ­რე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რა­თა სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლი უფ­რო აქ­ტი­უ­რი გახ­დეს. უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი სა­კითხია სკო­ლა­ში ჰი­გი­ე­ნის დაც­ვა კლას-კა­ბი­ნე­ტებ­ში, ბუ­ფეტ­სა და სველ წერ­ტი­ლებ­ში, ზო­გა­დად ში­და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გა­მარ­თ­ვა. სკო­ლა არ უნ­და ასო­ცირ­დე­ბო­დეს უსი­ა­მოვ­ნე­ბას­თან, თუნ­დაც ბი­ო­ლო­გი­უ­რი მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბის და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბის გა­მო ბავ­შ­ვი არ უნ­და ის­ტ­რე­სე­ბო­დეს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად.
ვფიქ­რობ, სკო­ლას აქვს რე­სურ­სი და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­მო­ი­მუ­შა­ოს ფუ­ლი, თუნ­დაც ქა­ღალ­დის გა­და­მუ­შა­ვე­ბით, მა­კუ­ლა­ტუ­რის შეგ­რო­ვე­ბის წე­სის შე­მო­ღე­ბით, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში შე­მო­ვი­ტა­ნოთ ახა­ლი წიგ­ნე­ბი ან სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი მო­ვა­მა­რა­გოთ ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დით. გარ­და ამისა, სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის დრო­მოჭ­მუ­ლი მე­თო­დი, რო­მე­ლიც ტექ­ს­ტე­ბის და­ზუთხ­ვას და ზე­და­პი­რუ­ლი ანა­ლი­ზე­ბის მი­მო­ხილ­ვას გუ­ლის­ხ­მობს. და­მე­თან­ხ­მე­ბით ალ­ბათ, რომ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცესს მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად აუმ­ჯო­ბე­სებს გა­რე­მო. პა­ტა­რა ბავ­შ­ვის­თ­ვის, რო­მე­ლიც ეც­ნო­ბა თა­ნა­სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­დელს ან ორ­გა­ნიზ­მ­თა გან­ვი­თა­რე­ბას, მო­საწყე­ნია მხო­ლოდ წე­რი­ლო­ბი­თი მა­სა­ლის სწავ­ლა, ის ხომ იმ ეტაპ­ზეა, რო­ცა ყვე­ლაფ­რის შე­მეც­ნე­ბა და ნახ­ვა სურს. გა­ცი­ლე­ბით უფ­რო პრო­დუქ­ტი­უ­ლია დiscovery-ს 10-15-წუ­თი­ა­ნი ვი­დე­ორ­გო­ლის ნახ­ვა და 15-წუ­თი­ა­ნი გაკ­ვე­თი­ლის ახ­ს­ნა. ამ გზით მოს­წავ­ლე არა მხო­ლოდ სიტყ­ვი­ერ ინ­ფორ­მა­ცი­ას, არა­მედ ვი­ზუ­ა­ლურ მა­სა­ლა­საც აღიქ­ვამს. ნამ­დ­ვი­ლად ტრა­გე­დიაა სწავ­ლობ­დე ადა­მი­ა­ნის აგე­ბუ­ლე­ბას, ჩონჩხს არა მო­დე­ლის მა­გა­ლით­ზე, არა­მედ მცი­რე ზო­მის ფო­ტო­სუ­რათ­ზე. ან თუნ­დაც ავი­ღოთ ხე­ლოვ­ნე­ბის გაკ­ვე­თი­ლი, რო­მე­ლიც ნაც­ვ­ლად იმი­სა, რომ კრე­ა­ტივს აღ­ვი­ვებ­დეს, თე­ო­რი­უ­ლი მა­სა­ლის და­ზუთხ­ვა­ზეა ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი. ხე­ლოვ­ნე­ბის გაკ­ვე­თი­ლის პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბის­თ­ვის სა­ჭი­როა მე­ტი პრაქ­ტი­კა და ფან­ტა­ზია, არა მხო­ლოდ ხატ­ვას­თან გა­ი­გი­ვე­ბა ამ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სის, არა­მედ სხვა­დას­ხ­ვა დარ­გებ­თან და­კავ­ში­რე­ბა. ინ­ტერ­ნეტ­ში უამ­რა­ვი მა­სა­ლაა, სა­დაც, მა­გა­ლი­თად, ხა­ტა­ვენ ქვებ­ზე, აფე­რა­დე­ბენ კენ­ჭებს, ფურ­ც­ლე­ბის­გან აკე­თე­ბენ ყვა­ვი­ლებს და სხვ. უნ­და ეწყო­ბო­დეს მსგავ­სი ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა. გან­სა­კუთ­რე­ბით მწვა­ვედ დგას უცხო ენე­ბის სწავ­ლე­ბის პრობ­ლე­მა, რომ­ლის მოგ­ვა­რე­ბა დიდ თან­ხებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. უცხო ენის შეს­წავ­ლა სპე­ცი­ფი­კუ­რი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, ვი­ნა­ი­დან მას ყვე­ლა სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რად ით­ვი­სებს. 30 ბავ­შ­ვის­გან და­კომ­პ­ლექ­ტე­ბულ კლას­ში რთუ­ლია C1, ბ2 და ა1 დო­ნის ბავ­შ­ვე­ბი ერ­თი პროგ­რა­მით გა­ა­ტა­რო და რა­ღაც შე­დე­გი გქონ­დეს. უც­ნა­უ­რია 10 წე­ლი სწავ­ლობ­დე/წვა­ლობ­დე რო­მე­ლი­მე უცხო ენას, მა­გა­ლი­თად, რუ­სულს და მა­ინც ვერ ფლობ­დე. ე.ი. პრობ­ლე­მა გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის ფორ­მა­შია, მო­დელ­ში, რო­მე­ლიც აშ­კა­რად წა­რუ­მა­ტე­ბე­ლია. თუ იქ­ნე­ბა გა­ნა­ყო­ფი უცხო ენა­ში, პე­და­გო­გი აღარ იქ­ნე­ბა უტო­პი­ურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. გა­ნა­ყოფ­ში ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი დო­ნით გან­ვი­თარ­დე­ბა და 10 წე­ლი­წად­ში ნამ­დ­ვი­ლად შე­სა­ნიშ­ნავ შე­დე­გებს და­დებს.
პრობ­ლე­მაა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბიც, რომ­ლებ­შიც ნაკ­ლე­ბა­დაა მო­ცე­მუ­ლი სა­აზ­როვ­ნო კითხ­ვე­ბი. ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ის­წავ­ლე­ბა ისე­თი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რო­მელ­თა წა­კითხ­ვაც კლას­გა­რე­შედ შე­იძ­ლე­ბა, სა­მა­გი­ე­როდ, არ არის შე­სუ­ლი ცნო­ბი­ლი ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლე­ბის პრო­ზა თუ პო­ე­ზია, ასე­ვე არ მე­ორ­დე­ბა გრა­მა­ტი­კა, რო­მე­ლიც გა­მოც­და­ზე სა­ჭი­როა. ამი­ტომ გახ­და აქ­ტუ­ა­ლუ­რი კერ­ძო რე­პე­ტი­ტო­რე­ბის სა­კითხი.
და­მამ­თავ­რე­ბელ კლა­სებ­ში სა­ჭი­როა ისე­თი საგ­ნის შე­მო­ტა­ნა, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბულ და აქ­ტი­ურ მო­ქა­ლა­ქეს გაზ­რ­დის. გა­ცი­ლე­ბით მარ­თე­ბუ­ლია მა­ღალ კლას­ში ბავ­შ­ვებ­მა თვი­თონ გა­ა­კე­თონ არ­ჩე­ვა­ნი, რო­მელ და­მა­ტე­ბით სა­განს ის­წავ­ლი­ან, ეს მოს­წავ­ლე­ე­ბის და არა სკო­ლის პრე­რო­გა­ტი­ვა უნ­და იყოს.
საკ­მა­ოდ რთუ­ლია აღ­მოფხ­ვ­რა პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­კ­რე­ტუ­ლად ერთ სკო­ლას კი არა, სა­ერ­თოდ, მთლი­ა­ნად სის­ტე­მას აწუ­ხებს, თუმ­ცა, შე­საძ­ლოა ისი­ნი ეტა­პობ­რი­ვად გა­და­იჭ­რას ინო­ვა­ცი­უ­რი თუ უკ­ვე აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.
დროა, სკო­ლამ რე­ა­ლუ­რად იზ­რუ­ნოს ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი­სა და მო­მავ­ლის ლი­დე­რე­ბის წარ­მოქ­მ­ნა­ზე და ყვე­ლა­ნა­ი­რად წინ აღუდ­გეს იმ უსა­მარ­თ­ლო­ბას, რო­მელ­საც ბუ­ლინ­გი ჰქვია. დროა, რე­ა­გი­რე­ბა მო­ვახ­დი­ნოთ ჩაგ­ვ­რა­ზე და კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც ყვე­ლა სკო­ლას აქვს, ში­ნა­გა­ნა­წე­სის სა­ხით, ქმე­დე­ბა­ში მო­ვიყ­ვა­ნოთ.“
***
„ჩე­მი აზ­რით, სკო­ლა ბავშვს უნ­და ამ­ზა­დებ­დეს ცხოვ­რე­ბის­თ­ვის და არა გა­მოც­დის­თ­ვის. სა­სურ­ვე­ლია, სკო­ლა­ში ფორ­მე­ბით დავ­დი­ო­დეთ, რად­გან უფორ­მოდ, კარ­გი თუ ცუ­დი ტან­საც­მ­ლით სი­ა­რუ­ლი ერ­თ­მა­ნეთ­ში, მოს­წავ­ლე­ებ­ში სხვა­დას­ხ­ვა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას იწ­ვევს. მას­წავ­ლე­ბე­ლი მა­ღა­ლი გა­ნათ­ლე­ბის დო­ნით უნ­და გა­მო­ირ­ჩე­ო­დეს. სწო­რი, სა­მარ­თ­ლი­ა­ნი და ადეკ­ვა­ტუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უნ­და ჰქონ­დეს მოს­წავ­ლე­ებ­თან. არ უნ­და ან­ს­ხ­ვა­ვებ­დეს მათ რა­ი­მე ნიშ­ნის მი­ხედ­ვით. პირ­ველ რიგ­ში, უნ­და შეძ­ლოს სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის მარ­თ­ვა. სი­ჩუ­მე, წეს­რი­გი გაკ­ვე­თილ­ზე, ეს ის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი პი­რო­ბაა, რი­თაც შევ­ძ­ლებთ ახ­ს­ნი­ლი მა­სა­ლის კარ­გად გა­გე­ბას. მას­წავ­ლე­ბელ­მა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი­დან 5-10-წუ­თი­ა­ნი გა­დახ­ვე­ვა უნ­და გა­ა­კე­თოს, რა­თა მოს­წავ­ლე გა­ნიტ­ვირ­თოს. მან არ უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოს დამ­ცი­ნა­ვი, უსა­მარ­თ­ლო მი­მარ­თ­ვე­ბი და რეპ­ლი­კე­ბი. დი­რექ­ცია უნ­და შე­დი­ო­დეს თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. უნ­და ზრუ­ნავ­დეს მოს­წავ­ლის კომ­ფორ­ტ­ზე. სკო­ლა­ში უნ­და იყოს სით­ბო, კარ­გი გა­ნა­თე­ბა და თა­ნა­მედ­რო­ვედ მოწყო­ბი­ლი საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი. დი­რექ­ტო­რი დი­დი ავ­ტო­რი­ტე­ტით უნ­და სარ­გებ­ლობ­დეს მოს­წავ­ლე­ებ­ში. სკო­ლა­ში მე­გობ­რუ­ლი გა­რე­მო უნ­და იყოს. მან­და­ტუ­რე­ბი არ უნ­და ჭო­რა­ობ­დ­ნენ მოს­წავ­ლე­ებ­ზე, არ უნ­და ერე­ოდ­ნენ ბავ­შ­ვე­ბის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, არ უნ­და გის­ვამ­დ­ნენ ისეთ კითხ­ვებს, რაც შე­უ­რაცხ­ყო­ფას გა­ყე­ნებს.“
***
„მინ­და სკო­ლა­ში ხელ­საქ­მე ის­წავ­ლე­ბო­დეს, ვა­ჟე­ბის­თ­ვის — ხე­ლო­ბა, გო­გო­ნე­ბის­თ­ვის — კერ­ვა. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ უნ­და შე­ი­მუ­შა­ოს გეგ­მა, რის მი­ხედ­ვი­თაც მას­წავ­ლებ­ლე­ბის კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა იქ­ნე­ბა შე­მოწ­მე­ბუ­ლი და მოს­წავ­ლე­ებს ჩა­უ­ტარ­დე­ბათ გეგ­მი­უ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის შე­მოწ­მე­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბო­და სკო­ლა­ში ტარ­დე­ბო­დეს სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბე­ბი, ვიქ­ტო­რი­ნე­ბი, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბი, კონ­კურ­სე­ბი, კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი. სკო­ლას უნ­და ჰქონ­დეს დი­დი, სუფ­თა და ლა­მა­ზი ინ­ტე­რი­ე­რით გაწყო­ბი­ლი ბუ­ფე­ტი. კარ­გი იქ­ნე­ბო­და, კვე­ბის რა­ცი­ონ­ში თუ და­ა­მა­ტებ­დ­ნენ: რძეს, მა­წონს, ხა­ჭოს, ხილს, ბოს­ტ­ნე­ულს, რა­თა უფ­რო ჯან­სა­ღად ვიკ­ვე­ბოთ. სკო­ლა­ში უნ­და იყოს ქი­მი­ის და ფი­ზი­კის ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, სა­დაც ელე­მენ­ტა­რუ­ლი ცდის ჩა­ტა­რე­ბას მა­ინც შევ­ძ­ლებ­დით. მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის პრობ­ლე­მა. რო­გორც ში­ნა­არ­სობ­რი­ვად, ისე ვი­ზუ­ა­ლუ­რად სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი სე­რი­ო­ზულ ცვლი­ლე­ბას სა­ჭი­რო­ებს. წიგ­ნე­ბის სიმ­ძი­მის გა­მო, მეც და ბევრ ჩემს მე­გო­ბარს ხერ­ხემ­ლის პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს. მოკ­ლედ, ჩემ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი სკო­ლა სულ სხვა­ნა­ი­რია, აი, ისე­თი, მხო­ლოდ ფიქ­რებ­ში რომ წარ­მო­მიდ­გე­ნია.“
***
„პირ­ველ რიგ­ში, მას­წავ­ლე­ბე­ლი მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი, სა­მარ­თ­ლი­ა­ნი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, უშუ­ა­ლო და ფსი­ქი­კუ­რად გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი უნ­და იყოს. ლო­ი­ა­ლუ­რი, მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა უნ­და ჰქონ­დეს ბავ­შ­ვებ­თან, მაგ­რამ კლა­სის და­მორ­ჩი­ლე­ბაც უნ­და შეძ­ლოს. არ უნ­და იყოს მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი, არ უნ­და გა­მო­არ­ჩი­ოს და ამო­ი­ჩე­მოს ბავ­შ­ვე­ბი რა­ი­მე ნიშ­ნის მი­ხედ­ვით, მის­თ­ვის ყვე­ლა მოს­წავ­ლე ერ­თ­ნა­ი­რად ძვირ­ფა­სი უნ­და იყოს. უნ­და ჰქონ­დეს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა და იცო­დეს, თუ რო­გორ მი­უდ­გეს თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს. უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ ყვე­ლა სა­გან­ში მოს­წავ­ლე ერ­თ­ნა­ი­რად ძლი­ე­რი ვერ იქ­ნე­ბა. ამი­ტომ, შე­საძ­ლებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უნ­და მის­ცეს და­ვა­ლე­ბა. არ უნ­და გვაძ­ლევ­დეს ბევრ და­ვა­ლე­ბას, უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ სხვა საგ­ნებ­საც ვსწავ­ლობთ. მთა­ვა­რია, მას­წავ­ლე­ბელ­მა თა­ვი­სი „უხა­სი­ა­თო­ბის“ გა­მო მოს­წავ­ლე არ და­სა­ჯოს, რაც ხში­რი შემ­თხ­ვე­ვაა. უნ­და იყოს სპე­ცი­ა­ლუ­რი გაკ­ვე­თი­ლი მოს­წავ­ლე­ებ­თან გა­სა­უბ­რე­ბის­თ­ვის, რა­თა ჩვენც მოგ­ვის­მი­ნონ, გა­ი­გონ რა გვსურს, რა მოგ­ვ­წონს, რა არ მოგ­ვ­წონს და ა.შ. თუ მოს­წავ­ლეს მას­წავ­ლებ­ლის მი­მართ რა­ი­მე შე­ნიშ­ვ­ნა ექ­ნე­ბა, ამის გა­მო ის არ უნ­და შე­ი­ძუ­ლოს. მას­წავ­ლე­ბელ­მა მოს­წავ­ლეს თა­ვი­სი მიდ­გო­მით და ქცე­ვით უნ­და შე­აყ­ვა­როს სა­გა­ნი“.
***
„ვე­რა­ნა­ი­რი კა­ნო­ნი, კონ­ვენ­ცია, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი გეგ­მა და რე­ფორ­მა ვერ გვიშ­ვე­ლის, თუ არ აღ­მო­იფხ­ვ­რე­ბა ის ყო­ფი­თი ხარ­ვე­ზე­ბი, რაც დღეს სკო­ლა­ში არ­სე­ბობს. თუ გინ­დათ კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი თა­ო­ბა, ამის­თ­ვის, პირ­ველ რიგ­ში, სა­ჭი­როა სკო­ლის კარ­გად მოწყო­ბა, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პე­და­გო­გე­ბი, სწავ­ლე­ბის ახა­ლი მე­თო­დე­ბის შე­მო­ღე­ბა და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი გა­და­ხედ­ვა და დახ­ვე­წა.
მას­წავ­ლე­ბე­ლი ეს­თე­ტი­კუ­რად კარ­გად უნ­და გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს, უნ­და ეც­ვას შე­სა­ფე­რი­სი ტან­საც­მე­ლი. საგ­ნის გარ­და მას უნ­და შე­ეძ­ლოს მოს­წავ­ლეს მი­ა­წო­დოს და ესა­უბ­როს სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზე. სა­სურ­ვე­ლია, მას­წავ­ლე­ბე­ლი ახალ­გაზ­რ­და და თა­ნა­მედ­რო­ვე იყოს. არ უნ­და ყვი­რო­დეს. არ უნ­და იყოს ან­ჩხ­ლი, კა­პა­სი... არ ძა­ლა­დობ­დეს ფი­ზი­კუ­რად თუ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად მოს­წავ­ლე­ებ­ზე“.
***
„თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი პრობ­ლე­მაა ის, რომ მას­წავ­ლე­ბელს არ შე­უძ­ლია მის­ცეს მოს­წავ­ლეს ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად მოს­წავ­ლეს არ სურს სწავ­ლა — იმი­ტომ, რომ არ არის მო­ტი­ვა­ცია. ჩე­მი აზ­რით, სწავ­ლე­ბა უნ­და იყოს ბავ­შ­ვ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბით. რა სურთ ბავ­შ­ვებს, სამ­წუ­ხა­როდ, ამა­ზე დღეს არა­ვინ ფიქ­რობს და არც არა­ვინ გვე­კითხე­ბა.
სკო­ლა უნ­და იყოს უსაფ­რ­თხო გა­რე­მო, სა­დაც და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა ბავ­შ­ვის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, ფი­ზი­კუ­რი, სხვა­დას­ხ­ვა ეროვ­ნე­ბის, რე­ლი­გი­ის, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბი.
მას­წავ­ლე­ბე­ლი არ უნ­და იყოს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად გა­უ­წო­ნას­წო­რე­ბე­ლი, უნ­და ეს­მო­დეს, რომ მას მე­ტი მო­ეთხო­ვე­ბა, ვიდ­რე რი­გით თი­ნე­ი­ჯერს, შეძ­ლოს შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად სიმ­შ­ვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. არ ვგუ­ლის­ხ­მობ, რომ შე­უ­რაცხ­ყო­ფა­ზე მოს­წავ­ლეს თავ­ზე ხე­ლი უნ­და გა­და­უს­ვას, თუმ­ცა კა­მა­თის, რა­ი­მე და­პი­რის­პი­რე­ბის დროს მე­ტად ადეკ­ვა­ტუ­რი უნ­და იყოს. მას­წავ­ლე­ბე­ლი არ უნ­და ფიქ­რობ­დეს, რომ მოს­წავ­ლე­ზე მაღ­ლა დგას და მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ გაკ­ვე­თი­ლის ახ­ს­ნა­ში ფულს უხ­დი­ან, მეტ პა­ტი­ვის­ცე­მას იმ­სა­ხუ­რებს, ვიდ­რე მო­ზარ­დი. მას­წავ­ლებ­ლის უმე­ტე­სო­ბის ამ თვალ­თა­ხედ­ვის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია, რო­მე­ლიც ყვე­ლა მოს­წავ­ლეს ერ­თხელ მა­ინც გა­უ­გია: „ნუ მე­პა­სუ­ხე­ბი“. რა­ტომ არ უნ­და შე­გე­პა­სუ­ხო, რო­ცა ერ­თი პი­როვ­ნე­ბა მე, მე­ო­რე პი­როვ­ნე­ბას მე­სა­უბ­რე­ბი, ალო­გი­კუ­რია, ჩემ­გან პა­სუხს, არ­გუ­მენტს არ ელო­დე. არ უნ­და გვე­სა­უბ­რე­ბო­დეს მას­წავ­ლე­ბე­ლი სი­ძულ­ვი­ლის ენით. მას­წავ­ლე­ბელ­მა, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლია ათე­ულ ბავ­შ­ვ­ზე, მათ მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბა­ში გარ­კ­ვე­უ­ლი წვლი­ლის შე­ტა­ნა­ზე, ეს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად უნ­და მი­ი­ღოს და კლა­სი პი­რად პლატ­ფორ­მად, სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის საფ­რ­ქ­ვე­ვად არ უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოს“.
***
„ჩემს სკო­ლა­ში ბევრ რა­მეს შევ­ც­ვ­ლი­დი. მა­გა­ლი­თად, ზამ­თარ­ში კლას­ში არ უნ­და ვი­ყი­ნე­ბო­დეთ, უნ­და იყოს გათ­ბო­ბა. კლა­სე­ბი ნა­თე­ლი, სუფ­თა და გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი უნ­და იყოს. სა­სურ­ვე­ლია, სკო­ლა­ში იყოს ნივ­თე­ბის შე­სა­ნა­ხი კა­რა­დე­ბი, რო­გორც სხვა ქვეყ­ნის სკო­ლებ­შია. გა­რე­მო თბი­ლი და მე­გობ­რუ­ლი უნ­და იყოს, მოს­წავ­ლე­ე­ბი ში­შით არ უნ­და და­დი­ოდ­ნენ, სკო­ლა­ში სი­ა­რულს აზ­რი უნ­და ჰქონ­დეს, რაც მას­წავ­ლებ­ლე­ბის ბრა­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა პე­და­გო­გებს, ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ნერ­ვი­უ­ლე­ბი არი­ან, მოს­წავ­ლე­ებს სხვი­სი თან­დას­წ­რე­ბით შე­უ­რაცხ­ყო­ფას აყე­ნე­ბენ. ბევრ მას­წავ­ლე­ბელს გაკ­ვე­თი­ლის გად­მო­ცე­მის უნა­რი არ აქვს, ამის­თ­ვის სა­ჭი­როა აიმაღ­ლონ კვა­ლი­ფი­კა­ცია და გა­ი­ა­რონ შე­სა­ბა­მი­სი ტრე­ნინ­გი. მას­წავ­ლებ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა კლას­ში მო­ვა­ლე­ო­ბის მოხ­დის მიზ­ნით შე­მო­დის და ფიქ­რობს იმა­ზე, რო­დის აიღებს ხელ­ფასს და ჩვენ რას ვი­გებთ და რას არა, ეს სულ არ აინ­ტე­რე­სებთ. მას­წავ­ლე­ბელს და გან­სა­კუთ­რე­ბით, დამ­რი­გე­ბელს უნ­და ჰქონ­დეს მოს­წავ­ლე­ებ­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა რო­გორც გაკ­ვე­თილ­ზე, ისე გაკ­ვე­თი­ლის გა­რეთ.
დი­რექ­ტო­რი და სას­წავ­ლო ნა­წი­ლი სულ დაბღ­ვე­რი­ლი სა­ხით არ უნ­და და­დი­ოდ­ნენ, მოს­წავ­ლე­ებს უნ­და ცნობ­დ­ნენ. რა თქმა უნ­და, სკო­ლა­ში სიმ­კაც­რე სა­ჭი­როა, მაგ­რამ არა გა­და­მე­ტე­ბუ­ლი და უსა­ფუძ­ვ­ლო. მოს­წავ­ლე ში­შის და სტრე­სის ქვეშ არ უნ­და იმ­ყო­ფე­ბო­დეს.
მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სველ წერ­ტი­ლებ­ში სი­სუფ­თა­ვის დაც­ვა, სა­პირ­ფა­რე­შო­ში თხე­ვა­დი სა­პო­ნი და ხელ­სა­ხო­ცი რომ უნ­და იყოს, ამა­ზე 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში არ უნ­და გვქონ­დეს სა­უ­ბა­რი, ბუ­ფეტ­ში კი ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი, შე­სა­ბა­მი­სი ფა­სე­ბით. ხან­და­ხან ბუ­ფეტ­ში ჭა­მას ჯობს მთე­ლი დღე მში­ე­რი ვი­ყოთ. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სკო­ლის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის მოწყო­ბა და ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცი­ის გა­ნახ­ლე­ბა, თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი არა­ნა­ირ შე­დეგს არ გა­მო­ი­ღებს, თუ სკო­ლა­ში არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ას­წავ­ლის“.
***
„პირ­ველ რიგ­ში, მინ­და ჩე­მი სკო­ლის კედ­ლე­ბი იყოს ნა­თელ ფე­რებ­ში შე­ღე­ბი­ლი და არა მუქ მწვა­ნე­ში ან ლურ­ჯ­ში... მას­წავ­ლე­ბე­ლი მხი­ა­რუ­ლი და ღი­მი­ლი­ა­ნი სა­ხით უნ­და შე­მო­დი­ო­დეს კლას­ში და არა მო­ღუ­შუ­ლი, რომ­ლის და­ნახ­ვაც არ გსი­ა­მოვ­ნებს და გაკ­ვე­თილ­ზე ყოფ­ნის ხა­ლისს გი­კარ­გავს. ზო­მი­ე­რად მკაც­რი უნ­და იყოს და გა­სა­გე­ბი ენით ხსნი­დეს გაკ­ვე­თილს. თუ მოს­წავ­ლე რა­ი­მეს ვერ გა­ი­გებს, არ უნ­და და­ე­ზა­როს ცალ­კე აუხ­ს­ნას, რა­თა მა­სა­ლას არ ჩა­მორ­ჩეს. გაკ­ვე­თი­ლი 45-წუ­თი­ა­ნია, ხში­რად მას­წავ­ლებ­ლე­ბი ვერ ას­წ­რე­ბენ გაკ­ვე­თი­ლის დას­რუ­ლე­ბას და იყე­ნე­ბენ დას­ვე­ნე­ბის წუ­თებს, ეს არ შე­იძ­ლე­ბა, თუ ვერ ას­წ­რებს ეს ჩვე­ნი პრობ­ლე­მა არ უნ­და იყოს. სკო­ლის ეზო კომ­ფორ­ტუ­ლი, კარ­გად მოწყო­ბი­ლი მინ­და იყოს. ეზო­ში უნ­და და­მონ­ტაჟ­დეს ტრე­ნა­ჟო­რე­ბი. სკო­ლა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი რამ შე­საც­ვ­ლე­ლი და გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია“.
***
„იცით ყვე­ლა­ზე მე­ტად რა არ მომ­წონს? სკო­ლა­ში გან­გ­ვ­საზღ­ვ­რა­ვენ არა პი­როვ­ნუ­ლად, არა­მედ ნიშ­ნე­ბით. მე თუ სა­განს ვერ ვსწავ­ლობ, ესე იგი ცუ­დი ვარ — არა­რა­ო­ბა. არის სა­გა­ნი, რო­მე­ლიც არ მომ­წონს, ან ვერ ვი­გებ — და­მა­ტე­ბით კი არ გიხ­ს­ნი­ან. სკო­ლა­ში მე-10 კლა­სი­დან საგ­ნე­ბი არ­ჩე­ვით უნ­და ის­წავ­ლე­ბო­დეს. იმ საგ­ნე­ბის სწავ­ლა, რო­მელ­საც ვერ ვი­გებ და არ შე­მიძ­ლია, და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით ვი­ცი, რომ არ გა­მო­მად­გე­ბა და ფუ­ჭად დრო­ის კარ­გ­ვაა, ზედ­მე­ტი სტრე­სია, და­მი­ჯე­რეთ, მარ­თ­ლა ასეა. იცით რამ­ხე­ლა წნე­ხის ქვეშ ვართ იმ საგ­ნე­ბის გა­მო, რაც არ გა­მოგ­ვ­დის? მა­გა­ლი­თად სამ­ხ­რეთ კო­რეა ავი­ღოთ. იქ სუ­ი­ცი­დის დო­ნე მა­ღა­ლია. რა­ტომ? პა­სუ­ხი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მაა. მოს­წავ­ლე­ებს ტან­ჯავთ იმ საგ­ნე­ბის სწავ­ლა, რომ­ლის დაძ­ლე­ვაც არ შე­უძ­ლი­ათ, ნერ­ვი­უ­ლო­ბენ გა­მოც­და­ზე და არც მშობ­ლე­ბი და არც მას­წავ­ლებ­ლე­ბი მხარს არ უბა­მენ, მხო­ლოდ იმას ეუბ­ნე­ბი­ან, რომ უნ­და ის­წავ­ლონ, უნ­და ჩა­ა­ბა­რონ, არა­და არ გა­მოს­დით. აქაც ასეა, რაც არ შე­იძ­ლე­ბა. იმე­დია მა­ღალ კლა­სებ­ში არ­ჩე­ვით საგ­ნებს შე­მო­ი­ტა­ნენ და ამით „ყე­ლი­დან მარ­ყუჟს მოგ­ვ­ხ­ს­ნი­ან“.
***
„ძა­ლი­ან მომ­წონს ამე­რი­კუ­ლი სკო­ლე­ბი, სა­დაც სუფ­თა, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვედ გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი კლას-კა­ბი­ნე­ტე­ბია. ვი­სურ­ვებ­დი, სკო­ლის დე­რეფ­ნებ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი იყოს გა­მო­ფე­ნი­ლი, გვქონ­დეს ნივ­თე­ბის შე­სა­ნა­ხი კა­რა­დე­ბი. ტუ­ა­ლეტ­ში ელე­მენ­ტა­რუ­ლი ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბი იყოს და­ცუ­ლი და საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში არ შე­მო­დი­ო­დეს არა­სა­სი­ა­მოვ­ნო სუ­ნი. ბუ­ფეტ­ში და­ბა­ლი ფა­სე­ბი და ხა­რის­ხი­ა­ნი საკ­ვე­ბი იყი­დე­ბო­დეს.
სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლეს თა­ვი­სუფ­ლად უნ­და შე­ეძ­ლოს სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მოთ­ქ­მა, არ უნ­და ვი­ყოთ მოქ­ცე­უ­ლი ჩარ­ჩო­ებ­ში და უნ­და გვქონ­დეს უფ­ლე­ბა მო­ცე­მუ­ლი თე­მი­დან გა­დახ­ვე­ვის. მოს­წავ­ლეს უნ­და შე­ეძ­ლოს მას­წავ­ლე­ბელ­თან რა­ი­მე თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვი­სუფ­ლად სა­უ­ბა­რი, თუნ­დაც კა­მა­თი, რის შემ­დე­გაც მას­წავ­ლე­ბე­ლი მას არ ამო­ი­ჩე­მებს და არ გა­და­ე­კი­დე­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გვექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან ერ­თად ვუ­ყუ­როდ თე­მა­ტურ ფილ­მებს. ან სკო­ლა­ში ხში­რად სტუმ­რად იწ­ვევ­დ­ნენ ისეთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც სა­ინ­ტე­რე­სო­ნი, კომ­პე­ტენ­ტუ­რე­ბი არი­ან. სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი დე­ბა­ტე­ბის სტილ­ში უნ­და მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს. მას­წავ­ლე­ბელ­მა მოს­წავ­ლე­ებს თუნ­დაც იშ­ვი­ა­თად მაგ­რამ მა­ინც მის­ცეს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ წარ­მარ­თონ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი, ასე უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა და გარ­კ­ვე­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გან­ც­და ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­დე­ბა. სა­სურ­ვე­ლია, არ გვი­წევ­დეს წიგ­ნე­ბის სკო­ლა­ში ტა­რე­ბა, ამით ჩვენს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას გა­ვუფ­რ­თხილ­დე­ბით“.
***
„სკო­ლა­ში ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს ნაკ­ლე­ბი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა. სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე თით­ქ­მის ტყუ­ი­ლად ვზი­ვართ ან ბი­ჭე­ბი თა­მა­შო­ბენ ფეხ­ბურთს. ჩე­მი სურ­ვი­ლია, სპორტს მე­ტი ყუ­რადღე­ბა და­ეთ­მოს, ყვე­ლა სკო­ლას ჰქონ­დეს სპორ­ტუ­ლი ინ­ვენ­ტა­რი, შე­სა­ბა­მი­სი ფორ­მე­ბი გვეც­ვას, გვქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა სპორ­ტის უამ­რა­ვი სა­ხე­ო­ბი­დან ვი­თა­მა­შოთ რო­მე­ლი­მე — ჩოგ­ბურ­თი, ფრენ­ბურ­თი ან ბად­მინ­ტო­ნი, მა­გი­დის ტე­ნი­სი... და რა ვი­ცი კი­დევ რამ­დე­ნი შე­იძ­ლე­ბა ჩა­მოვ­თა­ვა­ლო. თუ სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლე­ბის შეც­ვ­ლა არ მო­ხერ­ხ­დე­ბა, მა­შინ რა სა­ჭი­როა სა­ერ­თოდ, ისე­თი სა­გა­ნი, რო­მე­ლიც ფუ­ჭად დრო­ის ხარ­ჯ­ვაა და მე­ტი არა­ფე­რი. ჩვენს სკო­ლა­ში ისე­თი ბავ­შ­ვე­ბი სწავ­ლო­ბენ, რომ­ლის ოჯა­ხებს არ აქვთ იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ეც­ვათ ახა­ლი და ლა­მა­ზი ტან­საც­მე­ლი, რის გა­მო ისი­ნი იჩაგ­რე­ბი­ან, ამი­ტომ მინ­და სკო­ლა­ში იყოს ფორ­მე­ბი, რა­თა ყვე­ლა­ნი თა­ნას­წორ­ნი ვი­ყოთ“.
***
 „მას­წავ­ლებ­ლებს მოს­წავ­ლე­ებ­თან თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა უნ­და ჰქონ­დეთ. პე­და­გო­გი მომ­თხოვ­ნი უნ­და იყოს, მაგ­რამ არა ძა­ლი­ან მკაც­რი. მოს­წავ­ლის საქ­ცი­ე­ლით გაბ­რა­ზე­ბულ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა „ცხელ გულ­ზე“ არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი ნი­შა­ნი არ უნ­და და­წე­როს. მოს­წავ­ლე­ე­ბი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის გა­მო არ უნ­და იყო­ფოდ­ნენ ცუდ და კარგ მოს­წავ­ლე­ე­ბად. ჩემს სკო­ლა­ში ასე­ვე დღის წეს­რიგ­ში არ დგას სა­სა­დი­ლოს თუ სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბის სა­კითხი. ბუ­ფეტ­ში ისე­თი ფა­სე­ბია, ადა­მი­ანს ჭა­მა აღარ მო­უნ­დე­ბა. არის დღე­ე­ბი, რო­ცა დი­ლით კლა­სი და­უ­ლა­გე­ბე­ლი გვხვდე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ექიმს, ხში­რად, ექიმს კა­ბი­ნეტ­ში არ აქვს ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი ან სხვა რა­ი­მე სა­ჭი­რო წა­მა­ლი, თუ მუ­ცე­ლი გტკი­ვა, ან თა­ვი, ან ფე­ხი, შე­ნი მკურ­ნა­ლი აუცი­ლებ­ლად ნახ­ში­რი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც თურ­მე მუც­ლის, თა­ვის, კუნ­თე­ბის , ყუ­რის ტკი­ვი­ლის დროს უება­რი წა­მა­ლი ყო­ფი­ლა. თუ სიცხე გაქვს და ექიმს სახ­ლ­ში გაშ­ვე­ბას სთხოვ, იმ­დენ ად­გილ­ზე გი­წევს ნე­ბარ­თ­ვის აღე­ბა, რომ შე­იძ­ლე­ბა დაღ­ლი­ლო­ბის­გან და სიცხის­გან სად­მე გუ­ლი წა­გი­ვი­დეს. ვერ ვხვდე­ბი რა სა­ჭი­როა ასე­თი ექი­მის კა­ბი­ნე­ტის სკო­ლა­ში არ­სე­ბო­ბა? ჩემ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი სკო­ლა ისე­თია, სა­დაც ამ­დე­ნი პრობ­ლე­მე­ბი არ არის“.
***
„ჩე­მი სკო­ლის შე­ნო­ბა ყვი­თე­ლია, რაც ძა­ლი­ან არ მომ­წონს. სამ­წუ­ხა­როდ, ისე­თი­ვე უსა­ხუ­რი, უში­ნა­არ­სო გა­რე­მოა სკო­ლა­შიც, რო­გო­რიც მი­სი კედ­ლე­ბის ფე­რია. ჩე­მი სკო­ლა რა­დი­კა­ლუ­რად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა წი­ნა წლე­ბის­გან. დღეს სკო­ლა­ში მან­და­ტუ­რე­ბი არი­ან, რო­მელ­თა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, არ მეს­მის... მე­თორ­მე­ტე კლას­ში არა­ვინ და­დის, სამ­წუ­ხა­როდ, მოს­წავ­ლე­ებს მას­წავ­ლებ­ლე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა არ აქვთ.
სკო­ლას არ აქვს კე­თილ­მოწყო­ბი­ლი ეზო, სა­დაც გარ­თო­ბას და დას­ვე­ნე­ბას, თა­მაშს შევ­ძ­ლებ­დით. ხში­რად ვფიქ­რობ სკო­ლის თე­მა­ზე, რა შე­იძ­ლე­ბა შე­ე­მა­ტოს. პირ­ველ რიგ­ში, მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­კითხია მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი, სკო­ლა­ში ბევ­რი ისე­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი ას­წავ­ლის, რომ­ლე­ბიც ბავ­შ­ვებ­ზე გა­და­კი­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან. არ შე­იძ­ლე­ბა, ჩა­საფ­რე­ბუ­ლი იყო მოს­წავ­ლის მი­მართ და სულ ცუდს ხე­დავ­დე მას­ში, არ უნ­და და­ამ­ცი­რო  მო­ზარ­დი კლა­სის წი­ნა­შე. სკო­ლის ინ­ტე­რი­ე­რი, ინ­ვენ­ტა­რი, საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი, სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბი და ბუ­ფე­ტი მარ­თ­ლაც სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ჩე­მი ნე­ბა რომ იყოს, სკო­ლა­ში გა­ვაძ­ლი­ე­რებ­დი ექი­მის კა­ბი­ნეტს, ჩვენს ექიმს იშ­ვი­ა­თად თუ აქვს ის წა­მა­ლი, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად გვე­სა­ჭი­რო­ე­ბა. მო­ვა­წეს­რი­გებ­დი სკო­ლის ბუ­ფეტს, შე­მო­ვი­ტან­დი ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქტს და ფა­სებ­საც და­ბალს და­ვა­დებ­დი, რა­თა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ყო­ველ­დღი­უ­რად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი ყო­ფი­ლი­ყოს საკ­ვე­ბი. სპორ­ტის მხრივ, არა მარ­ტო ჩემს სკო­ლა­ში, სხვა­გა­ნაც ძა­ლი­ან ცუ­დი მდგო­მა­რე­ო­ბაა. მხო­ლოდ კა­ლათ­ბურ­თის და ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში შეგ­ვიძ­ლია. ჩე­მი ნე­ბა რომ იყოს, სკო­ლა­ში და­ვა­მა­ტებ­დი ისეთ სა­განს, სა­დაც ხელ­საქ­მეს გვას­წავ­ლიდ­ნენ, მა­გა­ლი­თად ხე­ზე კვე­თას. ეზოს გა­ვამ­წ­ვა­ნებ­დი“.
***
„ჩე­მი სა­სურ­ვე­ლი სკო­ლა სრუ­ლე­ბით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა არ­სე­ბუ­ლის­გან. ჩემს წარ­მო­სახ­ვა­ში სულ სხვა­ნა­ი­რი წარ­მო­მიდ­გე­ნია კარ­გი სკო­ლა. ჩე­მი ნე­ბა რომ იყოს, პირ­ველ რიგ­ში, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში რე­ა­ლურ ცვლი­ლე­ბებს შე­ვი­ტან­დი, შევ­ქ­მ­ნი­დი არა­ერთ შე­მეც­ნე­ბით, გა­სარ­თობ და მოს­წავ­ლე­ე­ბის მჭიდ­რო კავ­ში­რის შექ­მ­ნა­ში ხელ­შემ­წყობ ში­და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, პროგ­რა­მებს, წრე­ებს, ამ ყვე­ლაფ­რის შექ­მ­ნა­ში აუცი­ლე­ბე­ლია მოს­წავ­ლის აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა და რე­ა­ლუ­რი სურ­ვი­ლე­ბის ხორ­ც­შეს­ხ­მა. კმა­ყო­ფილ და ბედ­ნი­ერ მოს­წავ­ლე­ებ­ში ნაკ­ლე­ბი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა და­პი­რის­პი­რე­ბა წარ­მო­იშ­ვას. მას­წავ­ლე­ბე­ლი ობი­ექ­ტუ­რი უნ­და იყოს, მოს­წავ­ლე­ე­ბი ცუ­დი ნიშ­ნის ში­შით არ უნ­და სწავ­ლობ­დ­ნენ, მათ უნ­და აინ­ტე­რე­სებ­დეთ სა­გა­ნი. სკო­ლა­ში უნ­და იყოს კარ­გი ბიბ­ლი­ო­თე­კა, თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რი­თა და ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვი­ლი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბი და საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი, უმაღ­ლეს დო­ნე­ზე უნ­და იყოს და­ცუ­ლი ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბი და მოს­წავ­ლე­თა უსაფ­რ­თხო­ე­ბა. ბუ­ფეტ­ში ისე­თი საკ­ვე­ბი უნ­და იყი­დე­ბო­დეს, რომ­ლი­თაც ბავ­შ­ვე­ბი არ მო­ი­წამ­ლე­ბი­ან. პირ­ველ რიგ­ში, სკო­ლა­ში უნ­და ას­წავ­ლიდ­ნენ მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი. სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი და­ძა­ბულ გა­რე­მო­ში არ უნ­და მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს“.
***
„სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­ებს შო­რის ხში­რია კონ­ფ­ლიქ­ტე­ბი. ხში­რად ისი­ნი არ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ თა­ნა­ტო­ლე­ბის გრძნო­ბებს და გან­ც­დებს დას­ცი­ნი­ან, რის გა­მოც მათ ხში­რად კომ­პ­ლექ­სი უჩ­ნ­დე­ბათ. ამ კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად მან­და­ტუ­რე­ბი შე­მო­იყ­ვა­ნეს სკო­ლა­ში, რომ­ლე­ბიც წე­სით უნ­და ზრუ­ნავ­დ­ნენ მოს­წავ­ლე­ე­ბის უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ზე, მაგ­რამ ხში­რად ასე არ არის. პრობ­ლე­მებს ისი­ნი ვერ აგ­ვა­რე­ბენ. მა­ღალ კლა­სებ­ში მოს­წავ­ლეს და მას­წავ­ლე­ბელს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა იძა­ბე­ბა, მას­წავ­ლებ­ლე­ბი გვა­ში­ნე­ბენ გა­მოც­დე­ბით. ზოგ მას­წავ­ლე­ბელს რა­ტომ­ღაც ჰგო­ნია, რომ ავ­ტო­რი­ტეტს მოს­წავ­ლე­ებ­ში, მუ­ქა­რით, ჩხუ­ბით, ყვი­რი­ლით და და­ბა­ლი ნიშ­ნე­ბის და­წე­რით მო­ი­პო­ვებს“.
***
„სამ­წუ­ხა­როდ, სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­ებს შო­რის არ არის თბი­ლი, მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. მოს­წავ­ლე­ე­ბი რა­ტომ­ღაც სულ ცდი­ლო­ბენ ერ­თ­მა­ნე­თის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას, და­ცინ­ვას. კარ­გი იქ­ნე­ბო­და სას­კო­ლო ფორ­მე­ბის შე­მო­ღე­ბა, რად­გან ყვე­ლას არ აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა კარ­გად ჩა­იც­ვას. ჩე­მი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მი­ზე­ზი სკო­ლის ბუ­ფე­ტია, სა­დაც არც სი­სუფ­თა­ვეა და საკ­ვე­ბიც არა­ჯან­სა­ღი. ვი­სურ­ვებ­დი კვე­ბის რა­ცი­ონ­ში ყა­ვა და ნა­ყი­ნი შე­ე­ტა­ნათ. რო­გორც იცით, ყვე­ლა ბავშვს უჭირს დი­ლით ად­რე ად­გო­მა. ყვე­ლას­თ­ვის კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ სას­წავ­ლო პრო­ცესს 8:30-ის ნაც­ვ­ლად 10 სა­ათ­ზე და­იწყე­ბენ. მოს­წავ­ლე­ე­ბი უფ­რო დი­დი ენერ­გი­ით შე­უდ­გე­ბი­ან სწავ­ლა.“
***
„11 წე­ლია სკო­ლა­ში დავ­დი­ვარ და დღემ­დე ვერ მო­ვა­ხერ­ხე ამ ად­გი­ლის შეყ­ვა­რე­ბა. პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, სკო­ლა სულ სხვა­ნა­ი­რი წარ­მო­მედ­გი­ნა, მაგ­რამ იმე­დე­ბი გა­მიც­რუვ­და. ახ­ლა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ეტა­პია. მა­ლე სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­დე­ბი და­იწყე­ბა და თუ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რებ. სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ რამ­დე­ნი­მე ისეთ სა­განს, რო­მე­ლიც დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ცხოვ­რე­ბა­ში არ დამ­ჭირ­დე­ბა, არა­და ამ საგ­ნე­ბის სწავ­ლა ძა­ლი­ან დიდ დროს მარ­თ­მევს და ძი­რი­თა­დი საგ­ნე­ბის ხა­რის­ხი­ა­ნად მომ­ზა­დე­ბას ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ. ვი­სურ­ვებ­დი, მა­ღალ კლა­სებ­ში საგ­ნე­ბი არ­ჩე­ვი­თი იყოს.“
***
„სკო­ლა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­წი­ლია, ის ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იღებს გა­ნათ­ლე­ბას, სწავ­ლობს ადა­მი­ა­ნებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, იძენს ახალ მე­გობ­რებს. მას­წავ­ლე­ბე­ლი ჩა­საფ­რე­ბუ­ლი არ უნ­და იყოს მოს­წავ­ლის მი­მართ. მწყინს, რო­ცა ხში­რად ვხე­დავ თა­ნა­ტო­ლე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბით ბი­ჭებ­ში. სამ­წუ­ხა­როდ ხში­რია და­ცინ­ვა მო­დი­დან გა­და­სუ­ლი ტან­საც­მ­ლის ან ძვე­ლი მო­ბი­ლუ­რის გა­მო, რაც ძა­ლი­ან გულს მტკენს. ეზო უნ­და იყოს გამ­წ­ვა­ნე­ბუ­ლი, უნ­და გვქონ­დეს სა­ქა­ნე­ლე­ბი. ჩე­მი სკო­ლა ად­რე ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო სკო­ლად ით­ვ­ლე­ბო­და თურ­მე, მაგ­რამ დღეს ასე არ არის. ვი­სურ­ვებ­დი წინ­ს­ვ­ლას და არა უკუს­ვ­ლით სი­ა­რულს“.
***
„სკო­ლის უსა­ხურ ნაც­რის­ფერ კედ­ლებს ფე­რა­დი, ნა­თე­ლი ფე­რე­ბით შევ­ღე­ბავ­დი და ლა­მა­ზი ნა­ხა­ტე­ბით მოვ­ხა­ტავ­დი. სკო­ლა­ში აუცი­ლე­ბე­ლია იყოს ფსი­ქო­ლო­გი. აუცი­ლე­ბე­ლია მა­ღალ კლა­სებ­ში ტარ­დე­ბო­დეს პრო­ფო­რი­ენ­ტა­ცი­ის გაკ­ვე­თი­ლე­ბი, სა­დაც ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ვი­გებთ პრო­ფე­სი­ე­ბის შე­სა­ხებ. ასეთ­მა გაკ­ვე­თი­ლებ­მა უფ­რო ხში­რი ხა­სი­ა­თი უნ­და მი­ი­ღოს. ჩე­მი აზ­რით, არ არის აუცი­ლე­ბე­ლი ისე­თი საგ­ნე­ბის სწავ­ლა, რომ­ლე­ბიც არ გვა­ინ­ტე­რე­სებს და არა­ფერ­ში გვჭირ­დე­ბა, სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მოს­წავ­ლეს უნ­და ჰქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა აირ­ჩი­ოს საგ­ნე­ბი.
არ და­ვიწყებ იმა­ზე სა­უ­ბარს, რომ სკო­ლა 12-წლი­ა­ნი ტან­ჯ­ვაა მოს­წავ­ლის­თ­ვის. მას­წავ­ლებ­ლე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი ასა­კო­ვა­ნია და არ შე­უძ­ლია გაკ­ვე­თი­ლის ხა­რის­ხი­ა­ნად ჩა­ტა­რე­ბა, კლა­სის მარ­თ­ვა. სა­სურ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ახალ­გაზ­რ­და, ენერ­გი­უ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვედ მო­აზ­როვ­ნე უნ­და იყოს, რო­მე­ლიც კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი იქ­ნე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­მართ. პირ­ველ რიგ­ში, მას­წავ­ლე­ბე­ლი მცოდ­ნე უნ­და იყოს, ტექ­ნი­კუ­რი საგ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი წიგ­ნ­ში არ უნ­და იხე­დე­ბო­დეს ფორ­მუ­ლე­ბის­თ­ვის. ბუ­ფეტ­ში საკ­ვე­ბი ძვი­რია, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად 10 თე­თით იმა­ტებს. საკ­ვე­ბი უნ­და იყოს ხა­რის­ხი­ა­ნი და ფა­სიც შე­სა­ბა­მი­სი.
სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბა ნამ­დ­ვი­ლად სა­ჭი­როა, ახა­ლი წიგ­ნე­ბი სე­მეს­ტ­რუ­ლად უნ­და იყოს გა­ყო­ფი­ლი, რა­თა ჩან­თა ზედ­მე­ტად მძი­მე არ იყოს..
სკო­ლა­ში ხში­რია ბუ­ლინ­გის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, სა­დაც მჩაგ­ვ­რე­ლი არა მარ­ტო მოს­წავ­ლეა, არა­მედ მას­წავ­ლე­ბე­ლიც. ისი­ნი უბ­რა­ლოდ ფიქ­რო­ბენ, რომ სიტყ­ვა „დე­ბი­ლო“, „ჩერ­ჩე­ტო“ თა­ვი­ან­თი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის ნა­წი­ლია. მოს­წავ­ლე­ებს შო­რის ვერ ვიტყ­ვი, რომ კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა, ხში­რია ერ­თ­მა­ნე­თის და­ცინ­ვა, დამ­ცი­რე­ბა. სუს­ტი მოს­წავ­ლე შე­იძ­ლე­ბა და­ვიც­ვა ერ­თხელ, ორ­ჯერ, მაგ­რამ მო­ძა­ლა­დე რას შე­იგ­ნებს, წა­ვა და სხვას და­ჩაგ­რავს, ამი­ტომ სკო­ლა­ში აუცი­ლე­ბე­ლია ფსი­ქო­ლო­გი იყოს“.
***
„სას­წავ­ლო წიგ­ნე­ბი, რომ­ლი­თაც ვსწავ­ლობთ, არის რთუ­ლი ენით და­წე­რი­ლი. უმე­ტე­სო­ბა გა­უ­გე­ბა­რია, მა­გა­ლი­თად, ფი­ზი­კის წიგ­ნი, სა­დაც გაკ­ვე­თი­ლე­ბი ცდის მი­ხედ­ვით არის ახ­ს­ნი­ლი, არა­და ცდის ჩა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჩვენ არ გვაქვს, ამის­თ­ვის არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი ხელ­საწყო, ინ­ვენ­ტა­რი. ასე­ვეა მა­თე­მა­ტი­კის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, სა­დაც გა­მოც­დებ­თან შე­და­რე­ბით უფ­რო რთუ­ლი ამო­ცა­ნე­ბია. კარ­გი იქ­ნე­ბა სკო­ლა­ში საგ­ნობ­რი­ვი თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბე­ბიც გვქონ­დეს.“
***
„მეც ერთ-ერ­თი მათ­გა­ნი ვარ, ვი­საც ყო­ველ­თ­ვის ეზა­რე­ბა, მაგ­რამ უყ­ვარს სკო­ლა­ში მის­ვ­ლა. ყვე­ლა მოს­წავ­ლის ოც­ნე­ბაა ჰყავ­დეს კარ­გი, ობი­ექ­ტუ­რი, ზო­მი­ე­რად მკაც­რი, მომ­თხოვ­ნი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი. მას კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა უნ­და ჰქონ­დეს მოს­წავ­ლე­ებ­თან, სამ­წუ­ხა­როდ, დღეს სკო­ლებ­ში ისე­თი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ას­წავ­ლი­ან, რომ­ლებ­საც არ გა­აჩ­ნი­ათ გად­მო­ცე­მის უნა­რი და სათ­ქ­მე­ლი გა­სა­გე­ბად მოს­წავ­ლემ­დე ვერ მი­აქვთ. მას­წავ­ლე­ბელს უნ­და შე­ეძ­ლოს სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის სწო­რად გათ­ვ­ლა, აუცი­ლე­ბე­ლია დის­კუ­სი­ე­ბი სხვა­დას­ხ­ვა სა­კითხის მი­მართ, რა­თა მოს­წავ­ლემ ვერ შეძ­ლოს მო­დუ­ნე­ბა და გა­კ­ვე­თი­ლის მსვლე­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად იყოს ჩარ­თუ­ლი. სკო­ლის მო­დელ­ში უპირ­ვე­ლე­სად უნ­და იყოს პრო­ფი­ლუ­რი სწავ­ლე­ბა, მე­ა­თე კლა­სი­დან. ამა­ზე გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ უნ­და იმუ­შა­ოს. ასე­თი მო­დე­ლი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს სწავ­ლე­ბის ხა­რისხს.
ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი არი­ან გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე, ნი­შა­ნი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია. თუ­კი გვაქვს ამ­ბი­ცია, რომ ჩვენც ევ­რო­პის ნა­წი­ლი ვართ, მა­შინ გად­მო­ვი­ღოთ და მო­ვირ­გოთ ევ­რო­პუ­ლი მო­დე­ლი. მო­მა­ვალ­ში მე თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი გავ­ხ­დე­ბი, ვეც­დე­ბი ჩე­მი გაკ­ვე­თი­ლი ისე­თი სა­ინ­ტე­რე­სო იყოს, რომ მოს­წავ­ლე­ებს ყო­ველ წუთ­ში სა­ა­თის­კენ არ გა­ურ­ბო­დეთ თვა­ლი. უპირ­ვე­ლე­სად, რა­საც სკო­ლა­ში შევ­ც­ვ­ლი­დი, არის სა­გაკ­ვე­თი­ლო ფორ­მა­ტი. ის, რომ მთე­ლი გაკ­ვე­თი­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლიც და მოს­წავ­ლეც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მხო­ლოდ ნი­შან­ზე, ძა­ლი­ან მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი და რე­ა­ლუ­რად არაფ­რის­მომ­ცე­მია, რად­გან ნიშ­ნე­ბი მა­ღალ კლა­სებ­ში აღარ არის მო­ტი­ვა­ტო­რი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბაც ეკარ­გე­ბა, მა­ღალ კლა­სებ­ში უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცოდ­ნის მი­ღე­ბაა და არა ნიშ­ნის. გაკ­ვე­თი­ლიც, სა­დაც მას­წავ­ლე­ბე­ლი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია იმა­ზე, რომ ყო­ვე­ლი ახა­ლი გაკ­ვე­თი­ლით რა­ღაც ახა­ლი შეგ­ძი­ნოს და გას­წავ­ლოს ის, რაც ძი­რი­თა­დია, ბევ­რად უფ­რო ხა­რის­ხი­ა­ნია, ეფექ­ტი­ა­ნი, ვიდ­რე გაკ­ვე­თი­ლი, სა­დაც მხო­ლოდ გა­მო­კითხ­ვა/გა­მო­ძა­ხე­ბა ხდე­ბა სის­ტე­მა­ტურ რე­ჟიმ­ში. ჩე­მი აზ­რით, გაკ­ვე­თი­ლი, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე­ობს კითხ­ვა-პა­სუ­ხის ან დე­ბა­ტე­ბი­სა თუ მსჯე­ლო­ბის რე­ჟიმ­ში გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­საა, ვიდ­რე მშრა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი, სა­დაც ნიშ­ნის­თ­ვის გა­მო­კითხ­ვა ხდე­ბა მხო­ლოდ. სკო­ლა­ში უნ­და არ­სე­ბობ­დეს დე­ბა­ტე­ბის კლუ­ბე­ბი, თე­ატ­რა­ლუ­რი და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი წრე­ე­ბი“.

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

25-28(942)N