გამოდის 1998 წლიდან
2016-02-25
მი­სი ნა­წე­რი გან­ძად დაშ­თე­ბის

ხე­ლი საბ­რა­ლო მწერ­ლი­სა მი­წა­თა ში­ნა ლპე­ბის,
ხო­ლო ნა­წე­რი მის ჰგი­ეს ჟამთა ვიდრე უკ­უნისამ­დე!“
იღუ­მე­ნი ექ­ვ­თი­მე კე­რე­სე­ლი­ძე

ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, თა­ვი­სი გან­ვი­თა­რე­ბის ყო­ველ სა­ფე­ხურ­ზე, მი­უ­ხე­და­ვად თავ­ს­დამ­ტყ­და­რი უამ­რა­ვი ქარ­ტე­ხი­ლი­სა, ქმნი­და რო­გორც მა­ტე­რი­ა­ლურ, ასე­ვე ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ ფა­სე­უ­ლო­ბებს, ამ­დიდ­რებ­და ერის სუ­ლი­ერ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და ეროვ­ნულ-კულ­ტუ­რულ სა­გან­ძურს. ღვთით­კურ­თხე­უ­ლი ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი კი ერის უდი­დე­სი მო­ნა­პო­ვა­რია, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ 14 ან­ბანს შო­რის ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სია.
სწო­რედ ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის უძ­ვე­ლე­სი ის­ტო­რია ჰქონ­და მხედ­ვე­ლო­ბა­ში გა­ლაკ­ტი­ონ ტა­ბი­ძეს, რო­ცა წერ­და: „შენ, რო­მე­ლიც მა­რად მზე­ებრ გვი­ნათ, არა გუ­შინ, გაჩ­ნ­დი თვა­ლის ჩი­ნად...“, „შენ სიძ­ვე­ლის გმო­სავს ნე­ლი ხავ­სი, ქვა­ზე ჭრი­ლი, ხარ ჩუ­ქურ­თ­მის მსგავ­სი...“
ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი ქარ­თ­ვე­ლის ფეს­ვია, მი­წაა, მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოა, მი­სი ის­ტო­რიაა — წარ­სუ­ლი, აწ­მ­ყო და მო­მა­ვა­ლი... ამი­ტომ იწე­რე­ბო­და, იხა­ტე­ბო­და, იმო­სე­ბო­და ქვებ­ზე, ტყავ­ზე, პა­პი­რუს­ზე, ქა­ღალ­დ­ზე. მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი წარ­სუ­ლი­დან მო­აღ­წია ჩვე­ნამ­დე, რომ კვლავ ღირ­სე­უ­ლად შე­ი­ფა­რონ, უგა­ლო­ბონ, შე­ამ­კონ გრაგ­ნი­ლე­ბად, ხელ­ნა­წერ წიგ­ნე­ბად და კურ­თხე­ულ ქარ­თულ ენა­ზე აამეტყ­ვე­ლონ... და რა­ო­დენ სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ სა­უ­კუ­ნო­ებ­რივ ტრა­დი­ცი­ას აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი ქარ­თ­ვე­ლი თვით­ნას­წავ­ლი კა­ლიგ­რა­ფი, კონ­კურ­ს­ში „ქარ­თუ­ლი კა­ლიგ­რა­ფია“ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი, პრი­ზი­ო­რი, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მე­გო­ბარ­თა კავ­ში­რის წევ­რი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მხატ­ვარ-კა­ლიგ­რაფ­თა კავ­ში­რის წევ­რი, ქალ­ბა­ტო­ნი ლე­ი­ლა ბაღ­ბაია, სა­ო­ცა­რი ხელ­წე­რი­თა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნი­ჭით, ეფე­რე­ბა და ელო­ლი­ა­ვე­ბა ქარ­თულ ან­ბანს. მის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი კე­რა­მი­კა­ზე, ფა­ი­ფურ­ზე, ტყავ­ზე, ქვა­ზე თუ ქა­ღალ­დ­ზე, ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და უშ­რე­ტი ფან­ტა­ზი­ი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი და ნა­ტი­ფი ასო­ე­ბით გა­მო­ხა­ტუ­ლი. მი­სი აზ­რით, ქარ­თულ ან­ბანს, ჩვე­ნი მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი წარ­სუ­ლი­დან ვა­ე­ბი­თა და ტან­ჯ­ვით მოღ­წე­ულს, თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და მო­წი­წე­ბით უნ­და ეპყ­რო­ბო­დეს. ხე­ლოვ­ნე­ბის კრი­ტი­კო­სე­ბი და ის­ტო­რი­კო­სე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ლე­ი­ლა ბაღ­ბაია ქარ­თუ­ლი კა­ლიგ­რა­ფი­ის კონ­კურ­სის ნამ­დ­ვი­ლი აღ­მო­ჩე­ნაა.
ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მეც­ნი­ერ თა­ნამ­შ­რო­მე­ლი ნეს­ტან ბა­გა­უ­რი წერს: „ლე­ი­ლა ბაღ­ბა­ი­ას ნა­მუ­შევ­რე­ბი სა­ინ­ტე­რე­სოა იმი­თაც, რომ ცალ­კე­უ­ლი ნი­მუ­შე­ბით არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა და თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბით ავი­თა­რებს ამ დარგს, ქარ­თულ ხელ­წე­რას. შე­სა­ნიშ­ნა­ვად მუ­შა­ობს ფა­ი­ფურ­ზე, კე­რა­მი­კა­ზე, ქა­ღალ­დ­ზე, აქვს ფარ­თო ფან­ტა­ზია და ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმი­სათ­ვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ლა­მა­ზი გა­მო­ფე­ნი­თაც წარ­დ­გეს.“
მარ­თ­ლაც, 2012 წელს, USAID-მა და HP international-მა ლე­ი­ლა ბაღ­ბა­ი­ას, რო­გორც თვით­ნას­წავლ, წარ­მა­ტე­ბულ კა­ლიგ­რაფს, ნა­მუ­შევ­რე­ბის პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა მო­უწყო.
2013 წელს აფხა­ზე­თის ა/რ უმაღ­ლეს­მა საბ­ჭომ ლე­ი­ლა ბაღ­ბაია გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის სფე­რო­ში ღირ­სე­უ­ლად გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ოს­თ­ვის მად­ლო­ბის სი­გე­ლით და­ა­ჯილ­დო­ვა. მი­სი ნა­მუ­შევ­რე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნ­და წიგ­ნ­ში „ქარ­თუ­ლი კა­ლიგ­რა­ფია ვჳჳ-ხხჳ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში“, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხ­მე­ვით.
2015 წე­ლი ლე­ი­ლა ბაღ­ბა­ი­ას­თ­ვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო, რად­გან მი­სი ნა­მუ­შევ­რე­ბი იტა­ლი­ა­ში, ქა­ლაქ ფლო­რენ­ცი­ა­სა და ეგ­ვიპ­ტე­ში გა­მო­ი­ფი­ნა და დი­დი მო­წო­ნე­ბა ხვდა წი­ლად.
2016 წლის 1 თე­ბერ­ვალს კი, აფხა­ზე­თის სუ­ლი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ცენ­ტ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს­თან არ­სე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­დო­ბის სუ­ლი­ე­რი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის დარ­ბაზ­ში, გა­ი­მარ­თა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ილია ჳჳ-ის აღ­საყ­დ­რე­ბის 38-ე და და­ბა­დე­ბის 83-ე წლის­თა­ვი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი გა­მო­ფე­ნა-წარ­დ­გი­ნე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ლე­ი­ლა ბაღ­ბა­ი­ას მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი კა­ლიგ­რა­ფი­ის ნი­მუ­შე­ბი (150-მდე ნა­მუ­შე­ვა­რი), ასე­ვე გა­ი­მარ­თა სუ­ლი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ცენ­ტ­რის მი­ერ, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ილია ჳჳ-ის კურ­თხე­ვით, გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნის „უფა­ლი სუ­ფევს, მშვე­ნი­ე­რე­ბა შე­ი­მო­სა“ წარ­დ­გი­ნე­ბა. სა­ღა­მოს უძღ­ვე­ბო­და აფხა­ზე­თის სუ­ლი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ცენ­ტ­რის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე, მუ­სი­კათ­მ­ცოდ­ნე სვეტ­ლა­ნა ქეც­ბა.
ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წ­რე­ბოდ­ნენ: ჭი­ა­თუ­რი­სა და საჩხე­რის მიტ­რო­პო­ლი­ტი და­ნი­ე­ლი (და­თუ­აშ­ვი­ლი), წმ. ალექ­სან­დ­რე ნე­ვე­ლის სახ. ტაძ­რის წი­ნამ­ძღ­ვა­რი, დე­კა­ნო­ზი ბი­ძი­ნა გუ­ნია, აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი ვახ­ტანგ ყოლ­ბაია, აფხა­ზეთის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რე გია (ელ­გუ­ჯა) გვა­ზა­ვა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი ელი­სო ჩა­ფი­ძე, აფხა­ზე­თის მთავ­რო­ბი­სა და უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სა­სუ­ლი­ე­რო და კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.
ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სა­ლო­მე ცარ­ცი­ძი­სა და მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­სახ­ლის მე­ვი­ო­ლი­ნე­თა ან­სამ­ბ­ლის (ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი — ელე­ნე ცარ­ცი­ძე) მი­ერ შეს­რულ­და პატ­რი­არ­ქის „ავე მა­რია“.
სვეტ­ლა­ნა ქეც­ბა: „წმ. სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­თან არ­სე­ბულ ახალ­გაზ­რ­დო­ბის სუ­ლი­ე­რი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რ­ში, დღეს, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბას ვმას­პინ­ძ­ლობთ — აფხა­ზე­თის სუ­ლი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ცენ­ტ­რის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტის, კა­ლიგ­რაფ ლე­ი­ლა ბაღ­ბა­ი­ას გა­მო­ფე­ნა­სა და წიგ­ნის „უფა­ლი სუ­ფევს, მშვე­ნი­ე­რე­ბა შე­ი­მო­სა“ პრე­ზენ­ტა­ცი­ას. იდე­ის ავ­ტო­რია სრუ­ლი­ად სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქი, უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე. ღო­ნის­ძი­ე­ბამ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სუ­ლი­ე­რი მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბი წარ­მო­ა­ჩი­ნა, რომ­ლებ­მაც  წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი შექ­მ­ნეს.“
მე­უ­ფე და­ნი­ე­ლი: „მინ­და ყვე­ლას მო­გი­ლო­ცოთ დღე­ვან­დე­ლი დღე და, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მი­ვუ­ლო­ცო ჩვე­ნი ერის დიდ სუ­ლი­ერ წი­ნამ­ძღოლს, რო­მელ­საც ეძღ­ვ­ნე­ბა დღე­ვან­დე­ლი გა­მო­ფე­ნა და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მი­სი კურ­თხე­ვით შექ­მ­ნი­ლი წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცია. მჯე­რა, რომ ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი წიგ­ნი, ისე­ვე რო­გორც დღე­ვან­დე­ლი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა, კი­დევ ერ­თი ნა­ბი­ჯია ჩვე­ნი ერის, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სუ­ლი­ე­რი გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და გა­მარ­ჯ­ვე­ბი­სათ­ვის, კი­დევ ერ­თი ნა­ბი­ჯი — სა­ქარ­თ­ვე­ლოს გამ­თ­ლი­ა­ნე­ბის­თ­ვის, აფხა­ზეთ­ში, სა­მა­ჩაბ­ლო­ში მშვი­დო­ბის აღ­დ­გი­ნე­ბის­თ­ვის, ქარ­თ­ველ­თა და აფხაზ­თა, ქარ­თ­ველ­თა და ოს­თა და ყვე­ლა ხალ­ხებს შო­რის სიყ­ვა­რუ­ლის აღ­დ­გი­ნე­ბი­სათ­ვის. დი­დი მად­ლო­ბა კი­დევ ერ­თხელ უწ­მი­დესს, დი­დი მად­ლო­ბა ქალ­ბა­ტონ ლე­ი­ლას, ქალ­ბა­ტონ სვეტ­ლა­ნას და ყვე­ლას, ვინც აქ ბრძან­დე­ბით.“
ვახ­ტანგ ყოლ­ბაია: „მო­გე­სალ­მე­ბით. დი­დი მად­ლო­ბა მინ­და მო­ვახ­სე­ნო ქალ­ბა­ტონ სვეტ­ლა­ნას ამ სა­ღა­მო­სათ­ვის. სუ­ლი­ე­რე­ბი­სა კულ­ტუ­რის ცენ­ტ­რი შექ­მ­ნი­ლია ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით და ყვე­ლა სა­კითხი­სად­მი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მიდ­გო­მით გა­მო­ირ­ჩე­ვა. დღე­ვან­დე­ლი სა­ღა­მო დი­დე­ბუ­ლად ასა­ხავს იმ გან­წყო­ბას, რო­მე­ლიც უწ­მი­დე­სის და­ბა­დე­ბი­სა და აღ­საყ­დ­რე­ბის დღეს ეძღ­ვ­ნე­ბა. მად­ლო­ბა ლე­ი­ლა ბაღ­ბა­ი­ას ასე­თი გა­მო­ფე­ნი­სათ­ვის. მი­სი გა­მო­ფე­ნა უნი­კა­ლუ­რია. ქალ­ბა­ტო­ნი ლე­ი­ლა, თუ ერ­თა­დერ­თი არა, ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო კა­ლიგ­რა­ფია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.“
ელი­სო ჩა­ფი­ძე: „მო­ვე­დი დღეს თქვენ­თან, რო­გორც მე­გო­ბა­რი, ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამა­ყობს, რომ ლე­ი­ლა ბაღ­ბა­ი­ა­ზე პირ­ვე­ლი სტა­ტია და­წე­რა გა­ზეთ „რე­ზო­ნან­ს­ში“ და ალ­ბათ, ეს ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ფურ­ცე­ლია ჩე­მი ბი­ოგ­რა­ფი­ი­სა. ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლია ის, რა­საც დღეს აქ ვხე­დავ, ძა­ლი­ან მრა­ვა­ლი თვალ­საზ­რი­სით. რო­გორ ელო­ლი­ა­ვე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი ლე­ი­ლა ქარ­თულ ასო­ებს, რომ­ლებ­მაც ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა გა­და­არ­ჩი­ნა. სწო­რედ ამა­ზე დგას ჩვე­ნი სარ­წ­მუ­ნო­ე­ბა, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა — ენა­ზე, მა­მულ­ზე, სარ­წ­მუ­ნო­ე­ბა­ზე, ქარ­თულ ასომ­თავ­რულ­ზე, ქარ­თულ დამ­წერ­ლო­ბა­ზე. დი­დი მად­ლო­ბა ამი­სათ­ვის. ვინ ვართ, რა­ნი ვართ, რო­გორ უნ­და ვიცხოვ­როთ, რა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი უნ­და გვქონ­დეს — აი, ეს არის ის თე­მა, რაც უნ­და გა­ვაც­ნოთ ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­როს და რა­მაც უნ­და გა­დაგ­ვარ­ჩი­ნოს. ქარ­თუ­ლი დამ­წერ­ლო­ბა, ეს ლა­მა­ზი ასო­ე­ბი ყო­ველ­თ­ვის უნ­და არ­სე­ბობ­დეს და მე ვიქ­ნე­ბი ბედ­ნი­ე­რი,  თუ ერთ-ერ­თი პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნი ვიქ­ნე­ბი, რო­მე­ლიც ხელს შე­უწყობს  ყვე­ლა­ფერს ამას, ყვე­ლა იმ ნი­ჭი­ერ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც თა­ვის მხრივ შე­უძ­ლია რა­ღაც შე­მა­ტოს ქარ­თულ კულ­ტუ­რას. ღმერ­თ­მა გვიმ­რავ­ლოს ასე­თი ლა­მა­ზი სა­ღა­მო­ე­ბი.“
ნი­კო­ლოზ ჟღენ­ტი, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მეც­ნი­ერ თა­ნამ­შ­რო­მე­ლი: „ქალ­ბა­ტო­ნი ლე­ი­ლა ბაღ­ბაია გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო სხვა­დას­ხ­ვა კონ­კურ­სე­ბი­დან. ის ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო თვით­ნას­წავ­ლი კა­ლიგ­რა­ფია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი აფა­სებს მის შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბას, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გრძნო­ბას , მის მიდ­გო­მას ქარ­თუ­ლი კა­ლიგ­რა­ფი­ი­სად­მი. მუ­დამ უან­გა­როდ გვეხ­მა­რე­ბა სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში. მუ­დამ ახ­ლის ძი­ე­ბა­შია, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია დარ­გის აღორ­ძი­ნე­ბით და ძა­ლი­ან კარ­გად მუ­შა­ობს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. მი­სი ნა­მუ­შევ­რე­ბი გა­მორ­ჩე­უ­ლია დი­დი რუ­დუ­ნე­ბით. ვცდი­ლობთ, მის გვერ­დით ვი­ყოთ. მის ნიჭს გან­სა­კუთ­რე­ბით ვა­ფა­სებთ. მის­მა ნა­მუ­შევ­რებ­მა ფლო­რენ­ცი­ა­სა და ეგ­ვიპ­ტე­ში მნახ­ვე­ლის დი­დი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. ვუ­სურ­ვებთ მო­მა­ვალ წარ­მა­ტე­ბებს ქარ­თუ­ლი კა­ლიგ­რა­ფი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.“
ბე­ლა კო­პა­ლი­ა­ნი, ნდო­ბის აღ­დ­გე­ნი­სა და შე­რი­გე­ბის სა­კითხებ­ში აფხა­ზე­თის ა/რ მი­ნის­ტ­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე: „მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია ქარ­თ­ვე­ლი ერის უპირ­ვე­ლე­სი საზ­რუ­ნა­ვია. სწო­რედ ამი­ტო­მაა, რომ მე მხარს ვუ­ჭერ უნი­ჭი­ე­რეს კა­ლიგ­რაფს — ლე­ი­ლა ბაღ­ბა­ი­ას. ჩე­მი ინი­ცი­ა­ტი­ვით, ჲUSAID-მა და HP international-მა მას პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა მო­უწყ­ვეს.
აფხა­ზე­თის ა/რ მთავ­რო­ბი­სა და რო­მუ­ალ­დო დელ ბი­ან­კოს ფონ­დის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, გან­ხორ­ცი­ელ­და პრო­ექ­ტე­ბი: „კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ევ­რო­პუ­ლი და ეროვ­ნუ­ლი ას­პექ­ტე­ბი“ და „სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა — აფხა­ზე­თი“. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, შედ­გა ლე­ი­ლა ბაღ­ბა­ი­ას კა­ლიგ­რა­ფი­უ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა იტა­ლი­ის ქა­ლაქ ფლო­რენ­ცი­ის ალ დუ­ო­მოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო დარ­ბაზ­ში. მის ნა­მუ­შევ­რებს უდი­დე­სი მო­წო­ნე­ბა ხვდა წი­ლად. მჯე­რა, ქალ­ბა­ტო­ნი ლე­ი­ლა თა­ვის სიტყ­ვას იტყ­ვის ქარ­თუ­ლი კა­ლიგ­რა­ფი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის საქ­მე­ში.“
თი­ნა ჩუ­ბი­ნი­ძე: „მინ­და დღეს ბა­ტო­ნი ჯა­ნო ჯა­ნე­ლი­ძე გა­ვიხ­სე­ნო, რო­მელ­მაც და­მი­ჯე­რა და იწა­მა ლე­ი­ლა­სი. ღმერ­თ­მა ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს მი­სი სუ­ლი. დღე­ვან­დელ გა­მარ­ჯ­ვე­ბამ­დე რომ მო­სუ­ლი­ყო, ლე­ი­ლამ ძა­ლი­ან დი­დი გზა გან­ვ­ლო. მას ერ­თი პა­ტა­რა ოთა­ხი მი­ვუ­ჩი­ნეთ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს კორ­პუს­ში. ის ძველ კა­ლიგ­რა­ფებს მო­გა­გო­ნებ­დათ, ხან­და­ხან ცივ ოთახ­ში უხ­დე­ბო­და მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ მა­ინც მუ­შა­ობ­და. თი­თო­ე­უ­ლი ასო გა­მოყ­ვა­ნი­ლია ქარ­თუ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბით და, რაც მთა­ვა­რია, თო­თო­ე­უ­ლი არის ნოს­ტალ­გია და სიყ­ვა­რუ­ლი იმ მშობ­ლი­უ­რი კუთხი­სა, რო­მელ­საც აფხა­ზე­თი ჰქვია. მინ­და მი­ვე­სალ­მო ლე­ი­ლას, ვუ­სურ­ვო წარ­მა­ტე­ბე­ბი და კი­დევ ერ­თი სურ­ვი­ლი მინ­და გა­ვაჟ­ღე­რო: ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მუ­შა­კე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ და შექ­მ­ნი­ან კა­ლიგ­რა­ფი­ის სკო­ლებს, რო­გო­რც ეს იყო წი­ნათ, ტაო-კლარ­ჯეთ­ში, სა­დაც მეს­ხიშ­ვი­ლე­ბის მოდ­გ­მა აკე­თებ­და ამ დი­დე­ბულ საქ­მეს. თუ ამას გა­მო­ეხ­მა­უ­რე­ბა აფხა­ზე­თის მთავ­რო­ბა და, სა­ერ­თოდ, აფხა­ზე­თის გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­რო, მად­ლო­ბე­ლი ვიქ­ნე­ბი. ვუ­სურ­ვოთ ლე­ი­ლას ამ დი­დე­ბუ­ლი გზის გაგ­რ­ძე­ლე­ბა და მრა­ვა­ლი თა­ო­ბის აღ­ზ­რ­და.“
ელ­გუ­ჯა გვა­ზა­ვა: „მო­გე­სალ­მე­ბით. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, დღეს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ თქვენ­თან შეხ­ვედ­რით. პირ­ველ რიგ­ში, მად­ლო­ბა ქალ­ბა­ტონ სვეტ­ლა­ნას, ქალ­ბა­ტონ ლე­ი­ლას, რომ­ლებ­მაც დი­დე­ბუ­ლი სა­ღა­მო გვა­ჩუ­ქეს. რა თქმა უნ­და, პატ­რი­არქს, იმი­ტომ, რომ ის, რა­საც უწ­მი­დე­სი აკე­თებს, ჩვე­ნი ერის მენ­ტა­ლურ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ჩვე­ნი დამ­წერ­ლო­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლია და ერთ-ერ­თი ულა­მა­ზე­სია დე­და­მი­წა­ზე. პატ­რი­არ­ქის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით და თქვე­ნი ღვაწ­ლით, კი­დევ დიდ­ხანს იქ­ნე­ბა ასე. მარ­ტო იმი­ტომ არის და­სა­ფა­სე­ბე­ლი ლე­ი­ლას მოღ­ვა­წე­ო­ბა, რომ მან „იშ­ვი­ლა“ ქარ­თუ­ლი დამ­წერ­ლო­ბა და მთე­ლი თა­ვი­სი ენერ­გია, სიყ­ვა­რუ­ლი ჩა­დო ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, რომ ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რა ლა­მა­ზია ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი, ქარ­თუ­ლი დამ­წერ­ლო­ბა.“
გე­ნო კა­ლან­დია, აფხა­ზე­თის ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კავ­ში­რის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე: „ამაღ­ლე­ბუ­ლი სა­ღა­მოა. დღეს ამ დარ­ბაზ­ში ქარ­თუ­ლი სუ­ლი ზე­ი­მობს. ვე­ზი­ა­რეთ მშვე­ნი­ე­რე­ბას წიგ­ნი­სა „უფა­ლი სუ­ფევს, მშვე­ნი­ე­რე­ბა შე­ი­მო­სა“ და შე­სა­ნიშ­ნა­ვი კა­ლიგ­რა­ფის, ლე­ი­ლა ბაღ­ბა­ი­ას ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნას. ქარ­თულ კა­ლიგ­რა­ფი­ა­ში ქარ­თ­ველ­თა უძ­ვე­ლე­სი ფეს­ვე­ბია ჩა­კი­რუ­ლი. ეს გა­მო­ფე­ნა დას­ტუ­რია იმი­სა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გაძ­ლი­ერ­და ინ­ტე­რე­სი ქარ­თუ­ლი კა­ლიგ­რა­ფი­ი­სად­მი. ლე­ი­ლა ბაღ­ბა­ი­ამ შე­ი­სის­ხ­ლ­ხორ­ცა ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი.“
გი­ორ­გი სი­სა­უ­რი, კა­ლიგ­რა­ფი, პო­ე­ტი: „ქარ­თუ­ლი და არა­ბუ­ლი კა­ლიგ­რა­ფი­ის ხე­ლოვ­ნე­ბა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ხა­ზე­ბი — სა­ერ­თო გრძნო­ბა“ — ამ სა­ხელ­წო­დე­ბით გა­მო­ი­ფი­ნა, 2015 წლის 25 ნო­ემ­ბერს, კა­ი­რო­ში, ძვე­ლი ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ულ შე­ნო­ბა­ში, „ბე­ით ეს-სუ­ჰა­ი­მის“ კულ­ტუ­რულ ცენ­ტ­რ­ში ქარ­თუ­ლი კა­ლიგ­რა­ფი­უ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი. სულ წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო 15 ეგ­ვიპ­ტე­ლი­სა და 17 ქარ­თ­ვე­ლი კა­ლიგ­რა­ფის, მათ შო­რის ქალ­ბა­ტონ ლე­ი­ლა ბაღ­ბა­ი­ას ნა­მუ­შევ­რე­ბი. ქარ­თულ­მა დამ­წერ­ლო­ბამ და მის­მა ის­ტო­რი­ამ დი­დი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია. გან­სა­კუთ­რე­ბით აღი­ნიშ­ნა ქალ­ბა­ტონ ლე­ი­ლას ნა­მუ­შევ­რე­ბის სი­ლა­მა­ზე, მო­ხა­ზუ­ლო­ბა და სი­ნა­ტი­ფე.“
და­ვით კინ­წუ­რაშ­ვი­ლი, საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ „მო­მავ­ლის გზის“ თავ­მ­ჯ­დო­მა­რე: „დღეს ამაღ­ლე­ბუ­ლი დღეა. წმ. სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­თან არ­სე­ბულ ახალ­გაზ­რ­დო­ბის სუ­ლი­ე­რი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რ­ში გა­ი­მარ­თა აფხა­ზე­თის სუ­ლი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ცენ­ტ­რის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტის, „წლის ყვე­ლა­ზე ერ­თ­გუ­ლი ქველ­მოქ­მე­დის“ ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლის, ყვე­ლას­თ­ვის საყ­ვა­რე­ლი, უნი­ჭი­ე­რე­სი ქალ­ბა­ტო­ნის, ლე­ი­ლა ბაღ­ბა­ი­ას ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა. აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი ვათ­ვა­ლი­ე­რებ მის ნა­მუ­შევ­რებს, ის უდი­დეს ეროვ­ნულ საქ­მეს აკე­თებს. დი­დი მად­ლო­ბა მას.“
ლე­ი­ლა ბაღ­ბაია: „ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია  დღე­ვან­დე­ლი დღე, რად­გან გა­მო­ფე­ნა მი­ეძღ­ვ­ნა უწ­მი­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სი ილია ჳჳ-ის აღ­საყ­დ­რე­ბი­დან 38-ე და და­ბა­დე­ბი­დან 83-ე წლის­თავს. ბედ­ნი­ე­რი ვარ იმი­თაც, რომ ეს არის ჩემ­თ­ვის უდი­დე­სი ჯილ­დო, რაც კი მქო­ნია ცხოვ­რე­ბა­ში. მსგავ­სი გა­მო­ფე­ნე­ბით ჩვენ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ვუ­წევთ მო­ზარ­დებ­ში ხე­ლით წე­რის ძვე­ლი კულ­ტუ­რის აღორ­ძი­ნე­ბას, წარ­მორ­ჩე­ნა­სა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რის ხელ­შეწყო­ბას. ვი­სურ­ვებ­დი, მო­მა­ვალ თა­ო­ბებს ჰქონ­დეთ ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბის უნა­რი, ლა­მა­ზად წე­რის ინ­ტე­რე­სი და პა­ტი­ვის­ცე­მა მი­სად­მი. ღო­ნის­ძი­ე­ბის იდე­ის ავ­ტო­რია ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი აფხა­ზი ქალ­ბა­ტო­ნი სვეტ­ლა­ნა ქეც­ბა. მად­ლო­ბას ვუხ­დი დღე­ვან­დე­ლი ამაღ­ლე­ბუ­ლი დღის­თ­ვის და მინ­და სა­ჩუქ­რად გა­დავ­ცე ჩემ მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი კა­ლიგ­რა­ფი­უ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი. ასე­ვე თავს უფ­ლე­ბას მივ­ცემ, მად­ლო­ბა გა­და­ვუხ­ადო ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლ ცენტრს იმი­სათ­ვის, რომ მო­მე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე წარ­ვ­დ­გე გა­მო­ფე­ნით. დი­დი მად­ლო­ბა, ასე­ვე, აფხა­ზე­თის ა/რ მთავ­რო­ბას, აფხა­ზე­თის სუ­ლი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ცენტრს, პრო­ექ­ტის კო­ორ­დი­ნა­ტო­რებს — ლე­ი­ლა თო­რი­ა­სა და ია პა­პას­ქირს.“
გვჯე­რა, რომ ქალ­ბა­ტო­ნი ლე­ი­ლა, სხვა დევ­ნილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად, მშობ­ლი­ურ აფხა­ზეთ­ში მა­ლე დაბ­რუნ­დე­ბა და თა­ვი­სი ნა­ტი­ფი ხელ­წე­რით ქარ­თ­ველ ბავშვს ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის სიყ­ვა­რულს ჩა­უ­ნერ­გავს და მშვე­ნი­ე­რე­ბას აზი­ა­რებს.

მე­დეა ზუხ­ბაია

25-28(942)N