გამოდის 1998 წლიდან
2015-05-21
ნა­ად­რე­ვად და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი და მათ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი

ლალი ჯელაძე

შე­იც­ვ­ლე­ბა თუ არა სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის და­ნიშ­ვ­ნის წე­სი და გა­ერ­თი­ან­დე­ბა თუ არა გა­მო­საშ­ვე­ბი და ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი — ეს სა­კითხე­ბი შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მე­დი­ა­სე­მი­ნა­რის ძი­რი­თად სი­ახ­ლე­ე­ბად მი­ვიჩ­ნი­ეთ (მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის მო­დელ­თან ერ­თად, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ჩვე­ნი გა­ზე­თის წი­ნა ნო­მერ­ში შე­მოგ­თა­ვა­ზეთ მა­სა­ლა) და დღე­ვან­დელ წე­რილ­ში სწო­რედ ამ სა­კითხებ­ზე შე­ვა­ჩე­რებთ მკითხ­ვე­ლის ყუ­რადღე­ბას. სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის შერ­ჩე­ვის და და­ნიშ­ვ­ნის დღეს არ­სე­ბუ­ლი მო­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბას იწ­ვევს და ოპო­ნენ­ტი მე­ტი ჰყავს, ვიდ­რე მომ­ხ­რე. ოპო­ნენ­ტე­ბი არა­გამ­ჭ­ვირ­ვა­ლედ და ბევ­რი ხარ­ვე­ზის შემ­ც­ველ მო­დე­ლად მი­იჩ­ნე­ვენ. დი­რექ­ტო­რე­ბის და­ნიშ­ვ­ნის წე­სის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტ­ში, უმ­ცი­რე­სო­ბის მი­ერ, ინი­ცი­რე­ბუ­ლი იყო კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი­ვე მოს­მე­ნა­ზე ჩა­ვარ­და.
მე­დი­ა­სე­მი­ნარ­ზე მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა დი­რექ­ტო­რე­ბის შე­ფა­სე­ბი­სა და შერ­ჩე­ვის ახალ მო­დელ­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ გა­მოწ­ვე­ვას გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეცნ­ი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რიც და­დე­ბი­თად შეხ­ვ­და. და­მეთ­ან­ხ­მე­ბით, სა­ინ­ტე­რე­სოა, რას ფიქ­რობს ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, რო­გორ უნ­და ხდე­ბო­დეს სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში დი­რექ­ტო­რის შერ­ჩე­ვა და რა პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა მას? მარ­თა­ლია, ეს ყვე­ლა­ფე­რი, ჯერ­ჯე­რო­ბით, იდე­ის დო­ნე­ზეა, თუმ­ცა, რო­გორც ქალ­ბა­ტო­ნი მაია აცხა­დებს, გარ­კ­ვე­უ­ლი მო­ნა­ხა­ზი უკ­ვე არ­სე­ბობს, რო­მელ­ზეც ცენ­ტ­რი სე­რი­ო­ზუ­ლად ფიქ­რობს და მუ­შა­ობს.
მე­ო­რე, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხ­ზე — გა­ერ­თი­ან­დე­ბა თუ არა გა­მო­საშ­ვე­ბი და ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი, მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო მას შემ­დეგ ალა­პა­რაკ­და, რაც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნ­იე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის მო­დე­ლის შე­საძ­ლო ცვლი­ლე­ბა­ზე ისა­უბ­რა. რა ცვლი­ლე­ბებს უნ­და ვე­ლო­დეთ რე­ა­ლუ­რად — გთა­ვა­ზობთ შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბებს.

რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს დი­რექ­ტო­რე­ბის შერ­ჩე­ვი­სა და შე­ფა­სე­ბის ახა­ლი სის­ტე­მა
ჩვე­ნი ჯგუ­ფი მუ­შა­ობს და ფიქ­რობს დი­რექ­ტო­რე­ბის შერ­ჩე­ვი­სა და შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა­ზე. მთა­ვა­რი მი­ზა­ნია ამ სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, ფორ­მის მი­ცე­მა და სა­მი­ნის­ტ­როს­თ­ვის წარ­დ­გე­ნა. გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა თუ არა რე­ა­ლუ­რად, ეს სა­მი­ნის­ტ­როს გა­და­საწყ­ვე­ტია. ვფიქ­რობთ დი­რექ­ტო­რე­ბის ორ ნა­წი­ლად გა­ყო­ფას — პო­ტენ­ცი­უ­რი დი­რექ­ტო­რე­ბი და მოქ­მე­დი დი­რექ­ტო­რე­ბი. ზო­გა­დად ჩარ­ჩო­ზე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ვართ. ჩე­მი აზ­რით, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, შე­იქ­მ­ნას პო­ტენ­ცი­უ­რი დი­რექ­ტო­რე­ბის ბან­კი, ვი­საც დი­რექ­ტო­რო­ბის სურ­ვი­ლი აქვს და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს შერ­ჩე­ვა-შე­ფა­სე­ბის პრო­ცეს­ში. მაგ­რამ, ბუ­ნებ­რი­ვია, პა­რა­ლე­ლუ­რად, არ­სე­ბუ­ლი დი­რექ­ტო­რე­ბის შერ­ჩე­ვა და შე­ფა­სე­ბაც უნ­და მოხ­დეს. მხო­ლოდ გარ­კ­ვე­უ­ლი კა­ნო­ნე­ბის ცოდ­ნი­თა და ტეს­ტე­ბით კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის გან­საზღ­ვ­რა, ჩე­მი აზ­რით, არა­სე­რი­ო­ზუ­ლია. დი­რექ­ტო­რი სე­რი­ო­ზუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის — სკო­ლის მე­ნე­ჯე­რია, მე­ნე­ჯე­რუ­ლი უნა­რე­ბი კი მხო­ლოდ კოგ­ნი­ტუ­რი უნა­რე­ბის შე­ფა­სე­ბას არ ნიშ­ნავს. არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია არა­კოგ­ნი­ტუ­რი უნა­რე­ბის შე­ფა­სე­ბა, სწო­რედ ამა­ზე ვმუ­შა­ობთ ახ­ლა, რო­გორ მოხ­დეს არა­კოგ­ნი­ტუ­რი უნა­რე­ბის შეს­წავ­ლა-შე­ფა­სე­ბა.
რო­გორ უნ­და შე­ა­ფა­სო დი­რექ­ტო­რი, მი­სი მე­ნე­ჯე­რუ­ლი უნა­რე­ბი, თუ მას არ აქვს სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან, არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით, ის შე­ბო­ჭი­ლია, და­მო­უ­კი­დებ­ლად მერ­ხიც ვერ გა­და­უ­ტა­ნია ერ­თი ად­გი­ლი­დან მე­ო­რე­ზე. რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით უნ­და და­ვად­გი­ნოთ არის თუ არა ეს ადა­მი­ა­ნი კარ­გი მე­ნე­ჯე­რი (არ­სე­ბულ დი­რექ­ტო­რებს ვგუ­ლის­ხ­მობ), თუ­კი მას სა­კუ­თა­რი უნა­რე­ბის რე­ა­ლუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვს? რო­გო­რია, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ხელ­მ­წი­ფოს რო­ლი? ის მთა­ვარს უნ­და აფა­სებ­დეს და ამოწ­მებ­დეს — აღ­წევს თუ არა კონ­კ­რე­ტუ­ლი სკო­ლა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მი­ზანს — მოს­წავ­ლის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბელ მიღ­წე­ვებ, რაც, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მას­წავ­ლებ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. დი­რექ­ტორს უნ­და მი­ვან­დოთ ში­და სამ­ზა­რე­უ­ლო და, ამავ­დ­რო­უ­ლად, მიღ­წე­ულ შე­დე­გებ­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაც მას უნ­და და­ვა­კის­როთ. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თა­ვად­ვე იქ­ნე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, იზ­რუ­ნოს მას­წავ­ლებ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზე, სწო­რად გან­საზღ­ვ­რავს, ვის და­უ­დოს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, ვინ მო­იყ­ვა­ნოს სკო­ლა­ში, რო­გორ ააწყოს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, რა­ზე გა­ა­კე­თოს აქ­ცენ­ტი და ა.შ. უნ­და იცო­დეს, რომ წლის ბო­ლოს ან გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­დე­გე­ბი შე­ფას­დე­ბა და მას აუცი­ლებ­ლად ჰკითხა­ვენ, მა­გა­ლი­თად, რა­ტომ აქვთ მოს­წავ­ლე­ებს ცუ­დი მოს­წ­რე­ბა გე­ოგ­რა­ფი­ა­ში? შე­საძ­ლოა, არ­სე­ბობს ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზი, რო­მელ­საც დი­რექ­ტო­რი ვერ მო­უვ­ლის. მა­გა­ლი­თად, ბი­უ­ჯე­ტი არ ჰყოფ­ნის, რომ იყი­დოს რუ­კე­ბი ან სხვ. ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა, რა თქმა უნ­და, სა­ხელ­მ­წი­ფომ უნ­და აიღოს თა­ვის თავ­ზე. თუ სა­ხელ­მ­წი­ფო, თა­ვის მხრივ, ყო­ველ­მ­ხ­რივ და­ეხ­მა­რე­ბა დი­რექ­ტორს (მის­ცემს ვა­დას და ეტყ­ვის, ახ­ლა შე­ნი მე­ნე­ჯე­რუ­ლი უნა­რე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თე იმის­თ­ვის, რომ მო­მა­ვალ წელს, გე­ოგ­რა­ფი­ა­ში, მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნონ) და ის თავს ვერ გა­არ­თ­მევს, უნ­და დად­გეს მი­სი არ­ყოფ­ნის სა­კითხი. ჩე­მი აზ­რით, ასე­თი მიდ­გო­მა გა­მო­ას­წო­რებს სკო­ლებ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას.
ბო­ლო შეხ­ვედ­რი­სას მი­ნის­ტ­რ­თან ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვი­სა­უბ­რე და, ჩემ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, მან ინ­ტე­რე­სი გა­მო­ხა­ტა და თქვა, რომ ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მას ექ­ნე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი მო­ნა­ხა­ზი, რის მი­ხედ­ვი­თაც მოხ­დე­ბა არ­სე­ბუ­ლი დი­რექ­ტო­რე­ბის შე­ფა­სე­ბა. მთა­ვა­რია, ჩვენ ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ, რა და რო­გორ უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს და ამის შემ­დეგ, რო­გორც მი­ნისტრს დავ­პირ­დი, სა­მი­ნის­ტ­რო­ში გა­ვა­კე­თებთ პრე­ზენ­ტა­ცი­ას.
ბუ­ნებ­რი­ვია, პე­და­გოგ­თა პროფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა­ში დი­რექ­ტო­რებ­ზე სა­უ­ბა­რი არ არის, რად­გა­ნაც ის მას­წავ­ლე­ბელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას ეხე­ბა. დი­რექ­ტო­რე­ბის შერ­ჩე­ვა კი ისევ თვით­დი­ნე­ბით მი­დის.
სა­ი­დან და­ვიწყოთ? — ამ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა ძა­ლი­ან რთუ­ლია, მაგ­რამ შე­მიძ­ლია ჩე­მი მო­საზ­რე­ბა გა­გი­ზი­ა­როთ. უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია მას­წავ­ლებ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზე ზრუნ­ვა, დახ­მა­რე­ბა და არა დას­ჯა. არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი დი­რექ­ტო­რე­ბის შერ­ჩე­ვა. პი­რა­დად მე, აუცი­ლებ­ლად გა­ვა­კე­თებ­დი აქ­ცენტს სკო­ლა­ზე და დი­რექ­ტორ­ზე. ჯერ ერ­თი იმი­ტომ, რომ სა­უ­ბა­რია 2000 ადა­მი­ან­ზე (70 ათა­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი გვყავს და სულ რა­ღაც 2000 დი­რექ­ტო­რი), რომ­ლე­ბიც უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი რო­ლის მა­ტა­რებ­ლე­ბი უნ­და იყ­ვ­ნენ. დი­რექ­ტო­რი მე­ნე­ჯე­რია, რო­მელ­საც სკო­ლა აბა­რია მას­წავ­ლებ­ლებ­თან და მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რი­თა თუ რე­სურ­სე­ბით. მან უნ­და მო­ა­ხერ­ხოს და სა­თა­ნა­დო უნა­რე­ბი გა­მო­ი­ყე­ნოს იმი­სათ­ვის, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი გა­მარ­თოს. რო­გო­რია სას­წავ­ლო გეგ­მა — კუ­რი­კუ­ლუ­მი, ამას არ ვე­ხე­ბი და ვამ­ბობ, რომ სკო­ლის დი­რექ­ტორს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გან­ც­და უნ­და გა­უ­ჩი­ნო, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო მას ყვე­ლა­ნა­ი­რად და­ეხ­მა­რე­ბა, რათა თა­ვის წილ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას კარ­გად გა­არ­თ­ვას თა­ვი. თუ დი­რექ­ტო­რი და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას კარ­გად ას­რუ­ლებს, მი­სი გა­და­საწყ­ვე­ტი უნ­და იყოს, ვინ მო­იყ­ვა­ნოს სკო­ლა­ში, მაგალითად, ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლებ­ლად, მთა­ვა­რია, შე­დე­გი აჩ­ვე­ნოს. მა­გა­ლი­თად, აშშ-ში პრო­ექტს ჰყავ­და ოპო­ნენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ­ცენტს გა­მოც­დებ­ზე კი არა, მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბის შე­ფა­სე­ბებ­ზე აკე­თებ­დ­ნენ. თუ შენ გი­ჭი­რავს ბერ­კე­ტი იმი­სა, რომ 2000 სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბი გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით შე­ა­ფა­სო და ნა­ხო, რომ ერთ-ერ­თი სკო­ლის ერთ-ერ­თი კლა­სის ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბა­ში პრობ­ლე­მაა, მოს­წავ­ლე­ებს ცუ­დი შე­დე­გე­ბი აქვთ, ბუ­ნებ­რი­ვია, პა­სუ­ხი დი­რექ­ტორს უნ­და მოს­თხო­ვო. სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი ხომ მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გე­ბია და არა მას­წავ­ლებ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია. ამი­ტომ, აუცი­ლებ­ლად დი­რექ­ტორ­თან ერ­თად უნ­და დავ­გეგ­მოთ, რა ვა­კე­თოთ — რაც სა­ხელ­მ­წი­ფოს ეხე­ბა, სა­ხელ­მ­წი­ფომ უნ­და გა­ა­კე­თოს, რაც დი­რექ­ტორს — დი­რექ­ტორ­მა. თუ ცუ­დი შე­დე­გე­ბი მას­წავ­ლებ­ლის და­ბა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გა­მოა, მა­შინ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, დი­რექ­ტორ­მა მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ზე უნ­და იზ­რუ­ნოს. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ხელ­მ­წი­ფომ მას „კუდ­ში დევ­ნა“ კი არ უნ­და და­უწყოს, რა­ტომ გა­ა­ფორ­მა ამ მას­წავ­ლე­ბელ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, არა­მედ იმა­ზე, რომ მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გე­ბი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს. თუ გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, სკო­ლა­ში მდგო­მა­რე­ო­ბა არ გა­მოს­წორ­და, რა თქმა უნ­და, პა­სუხს დი­რექ­ტორს მოს­თხო­ვენ, რად­გან ის არ აღ­მოჩ­ნ­და კარ­გი მე­ნე­ჯე­რი. სკო­ლის კარ­გი მე­ნე­ჯე­რი — დი­რექ­ტო­რი, სრუ­ლად გა­ნა­პი­რო­ბებს კარგ სკო­ლას — ხა­რის­ხი­ან სწავ­ლე­ბას, მოს­წავ­ლე­თა წარ­მა­ტე­ბას, კვა­ლი­ფი­ცი­ურ პე­და­გოგს. დი­რექ­ტორ­თა ბან­კი, სწო­რედ ისე­თი დი­რექ­ტო­რე­ბის რე­ზერვს შექ­მ­ნის, რო­მელ­თაც სრუ­ლად ექ­ნე­ბათ გა­აზ­რე­ბუ­ლი ეს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და, რაც მთა­ვა­რია, შე­სა­ბა­მი­სი კომ­პე­ტენ­ცია ექ­ნე­ბათ. შე­საძ­ლოა, ბან­კ­ში მოქ­მე­დი დი­რექ­ტო­რე­ბიც მოხ­ვ­დ­ნენ.
დარ­ჩე­ბა თუ არა ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის არ­სე­ბუ­ლი მო­დე­ლი
გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის დღეს არ­სე­ბულ ფორ­მატ­ში ღია და­ვა­ლე­ბე­ბი ვე­რაფ­რით ვერ და­ე­მა­ტე­ბა. ალ­გო­რით­მი აგე­ბუ­ლია ისე, რომ ყო­ველ ეტაპ­ზე აფა­სებს მოს­წავ­ლეს და მას უნ­და ჰქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ამ კონ­კ­რე­ტუ­ლი და­ვა­ლე­ბის შე­დე­გი მი­ი­ღოს. წი­ნაღ­მ­დე­გი ვარ, მხო­ლოდ და მხო­ლოდ და­ხუ­რულ­ბო­ლო­ი­ა­ნი და­ვა­ლე­ბე­ბით მი­ვი­ღოთ მოს­წავ­ლე უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში. ყვე­ლა­ფერ და­ნარ­ჩენს თა­ვი რომ და­ვა­ნე­ბოთ, კომ­პი­უ­ტერ­ზე ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბით, ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, წე­რი­თი მეტყ­ვე­ლე­ბა არ ფას­დე­ბა. რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ მო­მა­ვა­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, მო­მა­ვა­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რი, ფი­ლო­ლო­გი მი­ი­ღოს უმაღ­ლეს­მა სას­წავ­ლე­ბელ­მა ისე, რომ არ შე­უ­მოწ­მოს წე­რი­თი მეტყ­ვე­ლე­ბა?
რო­დე­საც სა­მი­ნის­ტ­რომ და­იწყო სა­უ­ბა­რი გა­მოც­დე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზე, ავუხ­სე­ნი და­ხუ­რულ­ბო­ლო­ი­ა­ნი და­ვა­ლე­ბე­ბის პრობ­ლე­მა და ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად  შევ­თან­ხ­მ­დით, რომ კომ­პი­უ­ტერ­ზე ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბით მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა არ მოხ­დე­ბა. იქ აუცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა ღია და­ვა­ლე­ბე­ბი. ალ­ბათ, ყვე­ლა და­მე­თან­ხ­მე­ბით, რომ ჰუ­მა­ნი­ტა­რის შე­ფა­სე­ბა წე­რი­თი მეტყ­ვე­ლე­ბის შე­ფა­სე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია. მე­ტიც, უცხო ენის ტეს­ტ­ში და­ვა­მა­ტეთ მოს­მე­ნის ნა­წი­ლი და მო­მა­ვალ­ში აუცი­ლებ­ლად და­ე­მა­ტე­ბა კი­დევ ერ­თი კომ­პო­ნენ­ტი — ლა­პა­რა­კის ნა­წი­ლიც. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­ცა და­იწყო სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ შე­იძ­ლე­ბა თუ არა გა­მოც­დე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, სა­მი­ნის­ტ­რო და ჩვე­ნი ცენ­ტ­რი შევ­თან­ხ­მ­დით, რომ აუცი­ლებ­ლად უნ­და იყოს ღია და­ვა­ლე­ბე­ბიც და უნ­და იყ­ვ­ნენ სა­თა­ნა­დო კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე გამ­ს­წო­რებ­ლე­ბიც და ა.შ.
ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თ­ვის არა­ნა­ირ პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს ახა­ლი სა­გა­მოც­დო სის­ტე­მის და მო­დე­ლის შექ­მ­ნა. მთა­ვა­რია, კარ­გად მო­ვი­ფიქ­როთ, რას ემ­სა­ხუ­რე­ბა გა­მოც­დე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. თუ უბ­რა­ლოდ იდე­ა­ფიქ­სია — აუცი­ლებ­ლად ახა­ლი მო­დე­ლი შევ­თა­ვა­ზოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ეს არა­სე­რი­ო­ზუ­ლი მიდ­გო­მაა. თუ სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი ცოდ­ვა არი­ან, ამ­დენ გა­მოც­დას რომ აბა­რე­ბენ, ამა­ზეც გეტყ­ვით, რომ გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი ჩვე­ნი იდეა არ ყო­ფი­ლა. თუ ეს ცვლი­ლე­ბა კონ­კ­რე­ტულ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა, ნამ­დ­ვი­ლად ღირს ამა­ზე მსჯე­ლო­ბა.
და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებს თუ გა­დავ­ხე­დავთ, სა­დაც ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი სა­გა­მოც­დო სის­ტე­მე­ბი კარ­გად და ეფექ­ტუ­რად მუ­შა­ობს (მა­გა­ლი­თად ფი­ნე­თის სა­გა­მოც­დო სის­ტე­მას მო­ვიყ­ვან), აუცი­ლებ­ლად ვნა­ხავთ, რომ იქ ე.წ. „მა­ტუ­რა“ გა­მოც­დე­ბია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რად მუ­შა­ობს. მარ­ტი­ვად, რომ ვთქვათ, „მა­ტუ­რა“ გა­მოც­დე­ბი გუ­ლის­ხ­მობს გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ჩა­სა­რიცხად. არ გვჭირ­დე­ბა ვე­ლო­სი­პე­დის გა­მო­გო­ნე­ბა, უბ­რა­ლოდ, შეგ­ვიძ­ლია გა­და­ვი­დეთ „მა­ტუ­რა“ გა­მოც­დე­ბის სის­ტე­მა­ზე, მაგ­რამ შე­ვეც­დე­ბი ავ­ხ­ს­ნა, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა ამ სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვ­ლა.
პირ­ვე­ლად, რო­დე­საც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, 2005 წელს, ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი შე­მო­ვი­ღეთ, 2004 წლი­დან და­ვიწყეთ მორ­გე­ბა სრუ­ლი­ად ახალ პრინ­ცი­პებ­ზე. პირ­ვე­ლი და ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის პრინ­ცი­პი. უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნა­დაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა რა­ო­დე­ნო­ბა­ზე— თუ სა­ჭი­რო­ზე ნაკ­ლე­ბი აბი­ტუ­რი­ენ­ტი მი­ი­ღო, და­ხურ­ვის სა­შიშ­რო­ე­ბის წა­ნა­შე დგე­ბა, რად­გან ფი­ნან­სუ­რად ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა; მე­ო­რე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრინ­ცი­პია აკ­რე­დი­ტა­ცია — აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ცენ­ტ­რი კონ­კ­რე­ტულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელს უსაზღ­ვ­რავს სა­კონ­კურ­სო ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, მა­გა­ლი­თად, თუ 100 ად­გი­ლი გა­ნუ­საზღ­ვ­რა, ვე­რაფ­რით ვერ მი­ი­ღებს 101-ს. გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ  ეს ორი ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პი — პირ­ველ რიგ­ში, დავ­ხ­მა­რე­ბო­დით უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს ად­გი­ლე­ბის იმ რა­ო­დე­ნო­ბის ათ­ვი­სე­ბა­ში, რო­მე­ლიც მათ­თ­ვი­საა გა­მო­ყო­ფი­ლი და პლუს გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა ისე, რომ სტუ­დენ­ტის­თ­ვის ეს სის­ტე­მა, რაც შე­იძ­ლე­ბა, ეფექ­ტუ­რი ყო­ფი­ლი­ყო. აბი­ტუ­რი­ენ­ტებს უსას­რუ­ლო რა­ო­დე­ნო­ბის გა­ნაცხა­დის გა­კე­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ (მე­ო­რე სა­კითხია კარ­გია თუ ცუ­დი). ერ­თა­დერ­თი, რაც მათ მო­ეთხო­ვე­ბათ, პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლის მომ­ზა­დე­ბაა — უნ­და გვითხ­რან, ყვე­ლა­ზე მე­ტად სად სურთ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა. ეს იყო ჩვენ მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც დღემ­დე მუ­შა­ობს. დღეს, რო­ცა არა­ფე­რი არ იც­ვ­ლე­ბა — არც უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის პრინ­ცი­პი, არც აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პრინ­ცი­პი — რო­გორ შევ­თა­ვა­ზოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ე.წ. „მა­ტუ­რა“ გა­მოც­დე­ბი. იმის­თ­ვის, რომ „მა­ტუ­რა“ გა­მოც­დებ­მა, რო­გორც უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­სა­რიცხ­მა გა­მოც­დებ­მა, იმუ­შა­ოს, უმაღ­ლეს­მა სას­წავ­ლე­ბელ­მა წი­ნას­წარ უნ­და გა­მო­აცხა­დოს, რო­გო­რი შე­დე­გე­ბის აბი­ტუ­რი­ენ­ტი სჭირ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად, ფი­ზი­კა­ში უნ­და ჰქონ­დეს არა­ნაკ­ლებ 10 ქუ­ლა ან ქი­მი­ა­ში — 9 ქუ­ლა და ა.შ. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მოხ­დე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლად ის, რომ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი წი­ნას­წარ ვე­რაფ­რით ვერ გან­საზღ­ვ­რავს სა­კონ­კურ­სო ად­გი­ლე­ბის ზუსტ რა­ო­დე­ნო­ბას, არც აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სამ­სა­ხუ­რის მი­ერ გან­საზღ­ვ­რუ­ლი ად­გი­ლე­ბი და­ემ­თხ­ვე­ვა რე­ა­ლურ შე­დეგს. რე­ა­ლუ­რად ჩა­სა­რიცხი აბი­ტუ­რი­ენ­ტის რა­ო­დე­ნო­ბა შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნ­დეს 20 ან 150. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში რას იზამს უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­გორ ჩა­რიცხავს? მე­ო­რე წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბაა ისიც, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტი, რო­მე­ლიც თა­ვის მო­ნა­ცე­მებს რამ­დე­ნი­მე უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­აგ­ზავ­ნის, შე­იძ­ლე­ბა ერ­თ­დ­რო­უ­ლად ხუთ­მა უმაღ­ლეს­მა ჩა­რიცხოს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ხუ­თი­ვე­ში ვერ ის­წავ­ლის, აირ­ჩევს ერთს, და­ნარ­ჩე­ნი ოთხი კი კარ­გავს აბი­ტუ­რი­ენტს, რო­მე­ლიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ჰყავ­და და ამი­ტომ სხვა არ ჩა­რიცხა. რო­გორ მო­იქ­ცეს უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი, მის­თ­ვის ხომ ფი­ნან­სუ­რად სე­რი­ო­ზუ­ლად წამ­გე­ბი­ა­ნია ვა­კან­ტუ­რი ად­გი­ლის დარ­ჩე­ნა.
არის თუ არა ეს მოგ­ვა­რე­ბა­დი? რა თქმა უნ­და, არის და გეტყ­ვით, რომ ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია. ამის­თ­ვის უნ­და შე­იქ­მ­ნას ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც სე­რი­ო­ზუ­ლად იფიქ­რებს და იმუ­შა­ვებს უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მის შეც­ვ­ლა­ზე. უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელს არ უნ­და ჰქონ­დეს იმის ში­ში, რომ 100 აბი­ტუ­რი­ენ­ტის ნაც­ვ­ლად მი­ვა 20, მან აქ­ცენ­ტი ხა­რის­ხ­ზე უნ­და გა­ა­კე­თოს და არა რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, მას პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლე­ბე­ლი 20-სთვი­საც ისე­ვე სჭირ­დე­ბა, რო­გორც 100 სტუ­დენ­ტის­თ­ვის, ისე­ვე სჭირ­დე­ბა ლა­ბო­რა­ტო­რია თუ სხვა შე­სა­ბა­მი­სი სას­წავ­ლო რე­სურ­სი. ამი­ტომ უმაღ­ლე­სის და­ფი­ნან­სე­ბას სტუ­დენ­ტის რა­ო­დე­ნო­ბა არ უნ­და გან­საზღ­ვ­რავ­დეს.
აქ­ვე მინ­და შე­ვე­ხო და­ფი­ნან­სე­ბის ოდე­ნო­ბა­საც, ძა­ლი­ან ბევრს ვფიქ­რობ­დი, რის მი­ხედ­ვით დად­გინ­და 2250 ლა­რი? შე­იძ­ლე­ბა ერ­თი და იგი­ვე თან­ხა ღირ­დეს ნე­ბის­მი­ე­რი სტუ­დენ­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბა? მა­თე­მა­ტი­კო­სი, რო­მელ­საც უტ­რი­რე­ბუ­ლად რომ ვთქვათ, ქა­ღალ­დის და ფან­ქ­რის მე­ტი არა­ფე­რი სჭირ­დე­ბა და ექი­მი, რო­მელ­საც პრო­ზექ­ტუ­რი­დან დაწყე­ბუ­ლი, სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­თი და პა­ცი­ენ­ტით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, უამ­რა­ვი რამ სჭირ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, მა­გა­ლი­თად, მო­მა­ვა­ლი რე­ჟი­სო­რის  და­ფი­ნან­სე­ბა იგი­ვე ჯდე­ბო­დეს (თე­ატ­რის და კი­ნოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი რა დღე­შია ამის გა­მო ყვე­ლამ ვი­ცით), რაც ნე­ბის­მი­ე­რი სხვა დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტის? მო­მა­ვალ­მა რე­ჟი­სორ­მა სა­დიპ­ლო­მო ფილ­მი მა­ინც ხომ უნ­და გა­და­ი­ღოს, რის­თ­ვი­საც ოპე­რა­ტო­რი, კა­მე­რა, გა­და­სა­ღე­ბი მო­ე­და­ნი სჭირ­დე­ბა. ისიც 2250 ლა­რით უნ­და ფი­ნან­ს­დე­ბო­დეს?! იცით, რა ქნა გი­ორ­გი მარ­გ­ვე­ლაშ­ვილ­მა? მო­ი­გო­ნა რა­ღაც თე­ო­რი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი, რო­მე­ლიც მომ­ხიბ­ლა­ვია აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის და აბა­რე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, სტუ­დენ­ტებს შე­მო­აქვთ თან­ხა, შე­იძ­ლე­ბა გრან­ტიც მო­ი­პო­ვონ, ამ თან­ხას კი შემ­დეგ რე­ჟი­სო­რებს ახ­მა­რენ. ასეთ რა­მე­ებს სწო­რედ არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გა­მო აკე­თე­ბენ. უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის სა­ბა­ზო და­ფი­ნან­სე­ბის წი­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უნ­და იყოს.
ჩემ­თ­ვის გა­ცი­ლე­ბით მტკივ­ნე­უ­ლია უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მის შეც­ვ­ლა, იმი­ტომ, რომ სწო­რედ ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრინ­ცი­პი, რო­მელ­საც ერ­გე­ბა სა­გა­მოც­დო მო­დე­ლი. მხო­ლოდ იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ გა­მოც­დე­ბი გა­და­ვა­კე­თოთ, სრუ­ლი­ად არა­სე­რი­ო­ზუ­ლია. გარ­კ­ვე­უ­ლი მო­ნა­ხა­ზი მა­ინც თუ გვე­ცო­დი­ნე­ბა, რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს და­ფი­ნან­სე­ბის პრინ­ცი­პი, მა­შინ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვი­მუ­შა­ოთ და ძა­ლი­ან მა­ლე შე­მოგ­თა­ვა­ზოთ გა­მოც­დე­ბის ახა­ლი სის­ტე­მა. თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი არ მოგ­ვარ­და, მა­შინ რას მო­ვარ­გოთ ახა­ლი სა­გა­მოც­დო სის­ტე­მა?!

25-28(942)N