გამოდის 1998 წლიდან
2011-12-14
განვითარებისა და სწავლის თეორიები

ალბერტ ბანდურა

ალ­ბერტ ბან­დუ­რა და­ი­ბა­და 1925 წელს, კა­ნა­და­ში. იყო სტენ­ფორ­დის დ. ჯორ­და­ნის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის კა­თედ­რის პრო­ფე­სო­რი და ამე­რი­კელ ფსი­ქო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე.
ბან­დუ­რამ თა­ვის თე­ო­რი­ას სო­ცი­ა­ლურ-კოგ­ნი­ტუ­რი დას­წავ­ლის თე­ო­რია უწო­და, რად­გან, მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, „სო­ცი­ა­ლუ­რი“ ხაზს უს­ვამს ადა­მი­ა­ნის შე­მეც­ნე­ბი­სა და ქცე­ვის სო­ცი­ა­ლურ წარ­მო­მავ­ლო­ბას, ხო­ლო „კოგ­ნი­ტუ­რი“ — ადა­მი­ა­ნის ემო­ცი­ა­ზე, მო­ტი­ვა­ცი­ა­სა და ქმე­დე­ბებ­ზე შე­მეც­ნე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბას.
ბან­დუ­რას თე­ო­რი­ის ძი­რი­თა­დი თე­მა არის დაკ­ვირ­ვე­ბის გზით დას­წავ­ლა. მის თე­ო­რი­ა­ში ხაზ­გას­მუ­ლია, რომ ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ძი­ნოს ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, ახა­ლი ქცე­ვა, არა მხო­ლოდ უშუ­ა­ლოდ ამ ქცე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გზით, არა­მედ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის (ე. წ. მო­დე­ლე­ბის) ქცე­ვა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით და მი­ბაძ­ვით. ეს პრინ­ცი­პუ­ლად ახა­ლი მიდ­გო­მა გა­მო­არ­ჩევს ბან­დუ­რას თე­ო­რი­ას დას­წავ­ლის სხვა თე­ო­რი­ე­ბის­გან. იგი მი­იჩ­ნევს, რომ დას­წავ­ლა შე­საძ­ლე­ბე­ლია მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი პირ­და­პირ არ იმე­ო­რებს „მო­დე­ლის“ ქცე­ვას. თა­ვი­სი პო­ზი­ცი­ის გა­სამ­ყა­რებ­ლად მას შემ­დე­გი მა­გა­ლი­თი მოჰ­ყავს:
„წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლით მი­დი­ხართ გზა­ზე და შე­ამ­ჩ­ნი­ეთ, რომ თქვენ წინ მი­მა­ვა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი ჩა­ვარ­და პა­ტა­რა ორ­მო­ში და და­ზი­ან­და. ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს წი­ნა მან­ქა­ნის შემ­თხ­ვე­ვას და ავ­ტო­მო­ბილს ისე წა­იყ­ვანს, რომ ორ­მოს თა­ვი აარი­დოს. მო­ცე­მუ­ლი შემ­თხ­ვე­ვა სო­ცი­ა­ლუ­რი დას­წავ­ლის ტი­პუ­რი მა­გა­ლი­თია, თუმ­ცა, რო­გორც ხე­დავთ, აქ დას­წავ­ლა მოხ­და არა იმი­ტა­ცი­ის (გა­მე­ო­რე­ბის, მი­ბაძ­ვის), არა­მედ სხვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის გზით. ეს ადას­ტუ­რებს, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი დას­წავ­ლის უნა­რი არ არის უბ­რა­ლოდ მი­ბაძ­ვის უნა­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი დას­წავ­ლა ბევ­რად უფ­რო კომ­პ­ლექ­სუ­რი და ფარ­თოა, ვიდ­რე ამას ფიქ­რობ­და ფსი­ქო­ლოგ­თა უმე­ტე­სო­ბა“.
კი­დევ ერ­თი პო­ზი­ცია, რი­თაც ბან­დუ­რა გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა თა­ვი­სი დრო­ის კო­ლე­გე­ბის­გან, ის არის, რომ მი­სი თე­ო­რი­ის თა­ნახ­მად, დას­წავ­ლა დაკ­ვირ­ვე­ბის მეშ­ვე­ო­ბით (ანუ სო­ცი­ა­ლუ­რი დას­წავ­ლა) არ სა­ჭი­რო­ებს არც გა­რე რე­აქ­ცი­ას და არც ე. წ. გან­მამ­ტ­კი­ცე­ბელს (წა­ხა­ლი­სე­ბას, ჯილ­დოს და ა. შ.). მი­სი აზ­რით, დას­წავ­ლა უწყ­ვე­ტი პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც ყო­ველ­თ­ვის არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი გა­რე­მო ფაქ­ტო­რებ­ზე. ეს დას­კ­ვ­ნა ეფუძ­ნე­ბა ბან­დუ­რას მი­ერ ჩა­ტა­რე­ბულ ექ­ს­პე­რი­მენ­ტ­თა მთელ ციკლს. ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ექ­ს­პე­რი­მენ­ტი ასე­თი იყო:
„და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი და იმა­ვე ასა­კის ბავ­შ­ვე­ბი სამ ჯგუ­ფად გა­ა­ნა­წი­ლეს ცალ-ცალ­კე ოთა­ხებ­ში. სხვა­დას­ხ­ვა ჯგუ­ფის წევ­რებს არ ჰქონ­დათ ერ­თ­მა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. თი­თო­ე­ულ ჯგუფს აჩ­ვე­ნეს პა­ტა­რა ფილ­მი, რო­მელ­შიც ადა­მი­ა­ნი (შემ­დ­გომ­ში მას ვუ­წო­დებთ „მო­დელს“) სცემს დიდ თო­ჯი­ნას. ფილ­მის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი სრუ­ლი­ად იდენ­ტუ­რი იყო, მაგ­რამ მი­სი ბო­ლო ნა­წი­ლი, ანუ და­სას­რუ­ლი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იყო თი­თო­ე­უ­ლი ჯგუ­ფის­თ­ვის. პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ფილ­მი დას­რულ­და იმით, რომ „მო­დე­ლი“ და­ჯილ­დოვ­და თა­ვი­სი აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბის­თ­ვის (და­დე­ბი­თი გან­მ­ტ­კი­ცე­ბა). მე­ო­რე ფილ­მი დას­რულ­და იმით, რომ „მო­დე­ლი“ და­ი­სა­ჯა აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბის­თ­ვის (ნე­გა­ტი­უ­რი გან­მ­ტ­კი­ცე­ბა), ხო­ლო მე­სა­მე ჯგუ­ფის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ ფილ­მ­ში „მო­დე­ლის“ ქცე­ვას არ მოჰ­ყო­ლია არა­ნა­ი­რი რე­აქ­ცია, იგი არც და­ი­სა­ჯა და არც და­ჯილ­დოვ­და.
ექ­ს­პე­რი­მენ­ტის მე­ო­რე ნა­წილ­ში სა­მი­ვე ჯგუფს მის­ცეს ზუს­ტად ის თო­ჯი­ნა, რო­მე­ლიც ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო ფილ­მ­ში. რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ბავ­შ­ვებ­მა გა­ი­მე­ო­რეს „მო­დე­ლის“ ქცე­ვა, გა­მო­ავ­ლი­ნეს აგ­რე­სი­უ­ლო­ბა თო­ჯი­ნის მი­მართ. ექ­ს­პე­რი­მენ­ტის არ­სი იყო ის, რომ დად­გე­ნი­ლი­ყო, იქ­ნე­ბო­და თუ არა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა რე­ა­გი­რე­ბის ფორ­მა­ში ან ინ­ტენ­სი­ო­ბა­ში იმის მი­ხედ­ვით, თუ რო­მე­ლი ფილ­მი ნა­ხეს ბავ­შ­ვებ­მა. ექ­ს­პე­რი­მენ­ტის შე­დე­გე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბამ ცხად­ყო, რომ პირ­ვე­ლი ჯგუ­ფი, სა­დაც ფილ­მ­ში „მო­დე­ლი“ წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი იყო თა­ვი­სი აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვის­თ­ვის, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სა­სტი­კით ექ­ცე­ო­და თო­ჯი­ნას და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მა­ღალ აგ­რე­სი­ის დო­ნეს იჩენ­და, და­ნარ­ჩენ ორ ჯგუფ­თან შე­და­რე­ბით. ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი აგ­რე­სი­უ­ლო­ბა მე­ო­რე ჯგუფ­მა გა­მო­ავ­ლი­ნა, მე­სა­მე ჯგუ­ფის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი კი პირ­ველ­სა და მე­ო­რეს შო­რის მერ­ყე­ობ­და. ამ ექ­ს­პე­რი­მენ­ტ­მა აჩ­ვე­ნა: მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არც ერ­თი ჯგუ­ფის არც ერთ წევრს უშუ­ა­ლოდ არ მი­უ­ღია ქცე­ვის გან­მამ­ტ­კი­ცე­ბე­ლი (ანუ წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი) და არც დას­ჯი­ლა, მათ მი­ერ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი იყო „მო­დე­ლის“ ქცე­ვა და ის რე­აქ­ცია (შე­დე­გი), რო­მე­ლიც მოჰ­ყ­ვა ამ ქცე­ვას თი­თო­ე­ულ ფილ­მ­ში“.
ამ­დე­ნად, ბან­დუ­რას აზ­რით, სო­ცი­ა­ლუ­რი დას­წავ­ლა ხდე­ბა ყო­ველ­თ­ვის, ეს მუდ­მი­ვი პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც არ სა­ჭი­რო­ებს არც ქცე­ვის წი­ნა­პი­რო­ბას და არც ქცე­ვის შემ­დ­გომ გან­მ­ტ­კი­ცე­ბას, წა­ხა­ლი­სე­ბას, დას­ჯას ან ნე­ბის­მი­ერ გა­რე­გან რე­ა­გი­რე­ბას — დას­წავ­ლა მოხ­დე­ბა ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­ნურ­ჩევ­ლად გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბი­სა.
მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ დას­წავ­ლა­ზე სა­ერ­თოდ არ მოქ­მე­დებს არა­ნა­ი­რი ფაქ­ტო­რი. ბან­დუ­რა აღ­წერს ოთხ პრო­ცესს, რომ­ლე­ბიც ზე­გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ დაკ­ვირ­ვე­ბით დას­წავ­ლა­ზე:

1. ყუ­რადღე­ბა
იმი­სათ­ვის, რომ „მო­დე­ლის­გან“ რა­ი­მე ის­წავ­ლო, მას აუცი­ლებ­ლად უნ­და მი­აქ­ციო ყუ­რადღე­ბა, უნ­და და­ი­ნა­ხო ის. თუ ოთხი წლის ბავ­შ­ვი და­ი­ნა­ხავს, რომ მის თა­ნა­ტოლს თა­მა­შის დროს ძაღ­ლ­მა უკ­ბი­ნა, შემ­დ­გომ­ში თა­ვა­დაც მო­ე­რი­დე­ბა ძაღლს, მაგ­რამ თუ ამ დროს მი­სი ყუ­რადღე­ბა მიპყ­რო­ბი­ლი იყო მე­ო­რე თა­ნა­ტო­ლი­სა­კენ, რო­მელ­მაც და­ნით ხე­ლი გა­იჭ­რა, მა­შინ ის შემ­დ­გომ­ში მო­ე­რი­დე­ბა არა ძაღლს, არა­მედ და­ნის ხელ­ში აღე­ბას.

2. მნე­მუ­რი პრო­ცე­სე­ბი
(შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა/და­მახ­სოვ­რე­ბა)
იმი­სათ­ვის, რომ მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მო­მა­ვალ­ში გა­მო­ვი­ყე­ნოთ, აუცი­ლე­ბე­ლია მი­სი და­მახ­სოვ­რე­ბა. მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­ნახ­ვა ხა­ტო­ვა­ნი ან ვერ­ბა­ლუ­რი სიმ­ბო­ლო­ე­ბის სა­ხით ხდე­ბა. ბან­დუ­რა მი­იჩ­ნევს, რომ რა­ი­მე მოვ­ლე­ნის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ასახ­ვის დროს ვერ­ბა­ლუ­რი და ხა­ტო­ვა­ნი სიმ­ბო­ლო­ე­ბი თა­ნაბ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს. შე­უძ­ლე­ბე­ლია, სიტყ­ვის გახ­სე­ნე­ბამ არ გა­მო­იწ­ვი­ოს შე­სა­ბა­მი­სი ხა­ტის წარ­მოდ­გე­ნა და, პი­რი­ქით, სუ­რა­თის შე­ხედ­ვამ — მი­სი შე­სატყ­ვი­სი სიტყ­ვის ამო­ტივ­ტი­ვე­ბა.

3. ქცე­ვის ფორ­მი­რე­ბის პრო­ცე­სე­ბი
ეს პრო­ცე­სე­ბი გან­საზღ­ვ­რავს, რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია ჩვენ­თ­ვის იმის შეს­რუ­ლე­ბა, რაც დაკ­ვირ­ვე­ბით ვის­წავ­ლეთ, ვაც­ნო­ბი­ე­რებთ თუ არა, რა არის სა­ჭი­რო ამ ქცე­ვის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა ყუ­რადღე­ბით აკ­ვირ­დე­ბო­დეს მა­ი­მუ­ნის ხტუნ­ვას ხი­დან ხე­ზე, ზუს­ტად და­ი­მახ­სოვ­როს მი­სი მოძ­რა­ო­ბე­ბი, მაგ­რამ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ შეძ­ლოს ამ ქცე­ვის დას­წავ­ლა და გა­მე­ო­რე­ბა, ვი­ნა­ი­დან ადა­მი­ა­ნის ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი არ იძ­ლე­ვა ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, დას­წავ­ლის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ადა­მი­ანს შე­ეძ­ლოს ქცე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ქცე­ვის ფორ­მი­რე­ბის პრო­ცეს­ში ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მას­წავ­ლებ­ლის უკუ­კავ­ში­რი, რა გა­ა­კე­თა მოს­წავ­ლემ კარ­გად და რი­სი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაა სა­ჭი­რო და მოს­წავ­ლის მი­ერ სა­კუ­თარ ქცე­ვა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა.

4. მო­ტი­ვა­ცი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი
მარ­თა­ლია, ბან­დუ­რას მი­ერ გან­მ­ტ­კი­ცე­ბა (ანუ ქცე­ვის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი რე­ა­გი­რე­ბა) არ არის გა­გე­ბუ­ლი, რო­გორც ქცე­ვის ძი­რი­თა­დი გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი ფაქ­ტო­რი (რო­გორც ეს წარ­მო­ედ­გი­ნა ბევრ მეც­ნი­ერს), იგი მა­ინც მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მი­იჩ­ნევს მას და ყუ­რადღე­ბას უთ­მობს თა­ვის თე­ო­რი­ა­ში. ბან­დუ­რას თე­ო­რი­ა­ში გან­მ­ტ­კი­ცე­ბა ორ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ფუნ­ქ­ცი­ას ას­რუ­ლებს: ჯერ ერ­თი, მის სა­ფუძ­ველ­ზე დამ­კ­ვირ­ვე­ბელს (ანუ მას, ვინც სწავ­ლობს) უჩ­ნ­დე­ბა მო­ლო­დი­ნი, რომ წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი ქცე­ვის გა­მე­ო­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში მა­საც და­ა­ჯილ­დო­ე­ბენ და მე­ო­რე — მო­ტი­ვა­ცი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აღიძ­ვ­რე­ბა ნას­წავ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის მოთხოვ­ნი­ლე­ბა.
ბან­დუ­რას კონ­ცეფ­ცია, რო­მე­ლიც ურ­თი­ერ­თ­დე­ტერ­მი­ნიზ­მის სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი, გუ­ლის­ხ­მობს ადა­მი­ა­ნის, გა­რე­მო­სა და ადა­მი­ა­ნის ქცე­ვის თა­ნა­ბარ ურ­თი­ერ­თ­ზე­მოქ­მე­დე­ბას, ე. ი. ადა­მი­ანს შე­უძ­ლია, გარ­კ­ვე­უ­ლი ქცე­ვით ზე­მოქ­მე­დე­ბა მო­ახ­დი­ნოს გა­რე­მო­ზე. თა­ვის მხრივ, გა­რე­მოც ზე­მოქ­მე­დებს ადა­მი­ან­ზე და იწ­ვევს მი­სი ქცე­ვის ცვლი­ლე­ბას.
სქე­მა­ტუ­რად ეს ასე გა­მო­ი­სა­ხე­ბა:





ბან­დუ­რა აღ­ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნის ქცე­ვა თვით­რე­გუ­ლი­რე­ბა­დია. სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის ქცე­ვის დაკ­ვირ­ვე­ბის და სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­დე­გად, ადა­მი­ანს უყა­ლიბ­დე­ბა ე. წ. ქცე­ვის სტან­დარ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ქმნის ქცე­ვის თვით­რე­გუ­ლა­ცი­ი­სა და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის ქცე­ვის შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველს. თუ­კი სხვა ადა­მი­ა­ნის ქცე­ვა აღე­მა­ტე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის და­სა­ხულ ქცე­ვის სტან­დარ­ტებს, ქცე­ვა ფას­დე­ბა და­დე­ბი­თად, ხო­ლო თუ ის სტან­დარ­ტ­ზე ბევ­რად უფ­რო ნაკ­ლე­ბია ან შე­უ­სა­ბა­მოა, მა­შინ უარ­ყო­ფი­თად. ანა­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბაა სა­კუ­თა­რი ქცე­ვე­ბის შე­ფა­სე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ქცე­ვა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის მი­ერ შე­ფა­სე­ბუ­ლია, რო­გორც სტან­დარ­ტის შე­სატყ­ვი­სი, უფ­რო თავ­და­ჯე­რე­ბულს ხდის მას და, პი­რი­ქით, ქცე­ვამ, რო­მე­ლიც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ადა­მი­ა­ნის მო­რა­ლურ პრინ­ცი­პებს, სტან­დარ­ტებს, შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ; ამ იდე­ის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში ბან­დუ­რა აღ­ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნის ქცე­ვა სი­ტუ­ა­ცი­უ­რი ბუ­ნე­ბი­საა, გარ­კ­ვე­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ადა­მი­ა­ნი ად­ვი­ლად ახერ­ხებს აარი­დოს თა­ვი ამ უსი­ა­მოვ­ნო გან­ც­დას. ბან­დუ­რა ასა­ხე­ლებს შვიდ ასეთ მე­ქა­ნიზმს:
1. მო­რა­ლუ­რი გა­მარ­თ­ლე­ბა (იმი­ტომ მო­ვი­პა­რე, რომ ჩემს შვილს ში­ო­და);
2. წარ­მოდ­გე­ნე­ბის შეც­ვ­ლა (თუ სი­ტუ­ა­ცი­ას თა­მა­შის, ხუმ­რო­ბის სა­ხე აქვს, მა­შინ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აგ­რე­სი­ის გა­მოვ­ლე­ნა მი­უ­ღე­ბელ ქცე­ვად არ ჩა­ით­ვ­ლე­ბა);
3. მომ­გე­ბი­ა­ნი შე­და­რე­ბა (მე ცუ­დად მო­ვი­ქე­ცი, მაგ­რამ მან უარე­სი ჩა­ი­დი­ნა, ასე რომ, ჩე­მი ქცე­ვა ამის ფონ­ზე სრუ­ლი­ად უწყი­ნა­რია);
4. პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის სხვის­თ­ვის გა­და­ბა­რე­ბა (იმი­ტომ გა­ვა­კე­თე, რომ ასე მიბ­რ­ძა­ნეს, და­მა­ვა­ლეს და ა. შ.);
5. პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა (გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ჯგუფ­მა მი­ი­ღო და არა მე, მე და­ვე­მორ­ჩი­ლე);
6. შე­დე­გე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბა ან და­მა­ხინ­ჯე­ბა (მე მხო­ლოდ ფე­ხი და­ვუ­დე, ის და­ე­ცა, მაგ­რამ არა­ფე­რი არ უტ­კე­ნია, წა­მოხ­ტა და გა­იქ­ცა);
7. დე­ჰუ­მა­ნი­ზა­ცია (თუ ადა­მი­ანს გა­ნი­ხი­ლავ ადა­მი­ა­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბის არ­მ­ქო­ნედ, ანუ უღირ­სად, მა­შინ მის მი­მართ ნე­ბის­მი­ე­რი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა უფ­რო მარ­ტი­ვი ხდე­ბა);
8. და­ნა­შა­უ­ლის სხვა­ზე მი­წე­რა (მარ­თა­ლია, და­ვარ­ტყი, მაგ­რამ მი­სი ბრა­ლი იყო, თვი­თონ გა­მო­მიწ­ვია, მე სუ­ლაც არ ვა­პი­რებ­დი მის ცე­მას).
ქცე­ვის თვით­რე­გუ­ლა­ცი­ა­ში, სტან­დარ­ტებ­თან ერ­თად, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს მომ­თხოვ­ნე­ლო­ბის დო­ნე. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც მომ­თხოვ­ნე­ლო­ბის მა­ღა­ლი დო­ნე აქვს, უფ­რო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი და მი­ზან­ს­წ­რა­ფუ­ლია. ბან­დუ­რა მი­იჩ­ნევს, რომ აუცი­ლე­ბე­ლია, მომ­თხოვ­ნე­ლო­ბის დო­ნე შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს ქცე­ვის რე­ა­ლურ შე­დეგს, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ადა­მი­ა­ნი გა­ნიც­დის იმედ­გაც­რუ­ე­ბას და შე­იძ­ლე­ბა მი­ა­ტო­ვოს ყვე­ლა­ნა­ი­რი საქ­მი­ა­ნო­ბა.
ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია, ქცე­ვის სტან­დარ­ტე­ბი და ადა­მი­ა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ერ­თ­მა­ნეთს არ ემ­თხ­ვე­ო­დეს. თუ სტან­დარ­ტი უფ­რო მა­ღა­ლია, ადა­მი­ანს, შე­საძ­ლოა, ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეს დეპ­რე­სია, არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის გან­ც­და ან ქრო­ნი­კუ­ლი გა­უ­ბე­და­ო­ბა. ბან­დუ­რა მი­იჩ­ნევს, რომ ადა­მი­ა­ნის ქცე­ვა უფ­რო კარ­გად გან­მ­ტ­კიც­დე­ბა, თუ ის და­დე­ბი­თად ფას­დე­ბა არა გა­რე­შე პი­რის, არა­მედ თა­ვად ამ ადა­მი­ა­ნის მი­ერ. ე. ი. თვით­შე­ფა­სე­ბით მი­ღე­ბუ­ლი გან­მ­ტ­კი­ცე­ბა გა­რე­გან გან­მამ­ტ­კი­ცე­ბელ­ზე უფ­რო ძლი­ე­რია.

25-28(942)N