გამოდის 1998 წლიდან
2011-12-21
რას ნიშნავს საქართველო ჩემთვის

სო­ხუ­მი­დან დაწყე­ბუ­ლი, ლტოლ­ვი­ლო­ბა და­მე­ბე­და!
აფხა­ზე­თის გა­ნათ­ლე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შ­რო­მელ­თა შემ­ცი­რე­ბის შემ­დეგ თბი­ლი­სის ¹44 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა, ამ უკა­ნას­კ­ნე­ლის და­ხურ­ვის შემ­დეგ —კერ­ძო სკო­ლა „თა­მა­რი­ონ­ში“; აქაც არ გა­მი­მარ­თ­ლა: ისიც სხვა კერ­ძო სკო­ლას შე­უ­ერ­თ­და და კვლავ უად­გი­ლოდ აღ­მოვ­ჩ­ნ­დი (თუმ­ცა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა კი გა­ვი­ა­რე), ახ­ლა რუ­სულ კერ­ძო სკო­ლა­ში ვარ. ჩემ­თ­ვის მთა­ვა­რია, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვი­ყო და თან სკო­ლა­ში, სხვას ყვე­ლა­ფერს ეშ­ვე­ლე­ბა!
ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა სხვა­დას­ხ­ვა ეროვ­ნე­ბი­სა და მრწამ­სის ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ო­ბა. ასე მგო­ნია, დი­დი მი­სია და­მე­კის­რა: ვას­წავ­ლო ქარ­თუ­ლი მათ და ამა­ვე დროს, სა­ქარ­თ­ვე­ლო და მი­სი კულ­ტუ­რაც შე­ვაყ­ვა­რო. თუმ­ცა, ჩვენს ქვე­ყა­ნას თა­ვი­სი მა­გი­უ­რი ძა­ლა აქვს. ახ­ლა­ხან აკა­კი წე­რეთ­ლის „გან­თი­ა­დი“ გა­ვი­ა­რეთ IX კლას­ში და მოს­წავ­ლე­ებს კლას­ში­ვე და­სა­წე­რად მი­ვე­ცი თე­მა: „რას ნიშ­ნავს სა­ქარ­თ­ვე­ლო ჩემ­თ­ვის“. ძა­ლი­ან მო­მინ­და, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი თქვენ­თ­ვი­საც წა­მე­კითხ­ვი­ნე­ბი­ნა, რა­თა კი­დევ ერ­თხელ მივ­მ­ხ­ვ­და­რი­ყა­ვით ყვე­ლა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მხო­ლოდ სიყ­ვა­რუ­ლი გა­და­არ­ჩენს, ის სიყ­ვა­რუ­ლი, ასე ძა­ლუ­მად რომ აქვს გამ­ჯ­და­რი ძვალ­სა და რბილ­ში აქ მცხოვ­რებ ყვე­ლა ეროვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს.
აზა ქა­და­რია
სკო­ლა „ინ­ტე­ლექ­ტის“ ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

***
მე და­ვი­ბა­დე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს ქვე­ყა­ნა, ვცხოვ­რობ თბი­ლის­ში უკ­ვე 15 წე­ლია. მიყ­ვარს ეს ქა­ლა­ქი, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ ცხოვ­რო­ბენ. არ ვი­ცი, რო­გორ ამ­ბო­ბენ სხვე­ბი, მაგ­რამ ქარ­თ­ვე­ლე­ბი ყვე­ლა­ზე თბი­ლი და გულ­კე­თი­ლი ხალ­ხია.
თბი­ლის­ში ყვე­ლა ად­გი­ლი სა­ო­ცა­რია, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს თბი­ლი­სი ღა­მით. მე არც ერ­თხელ არ მი­ნა­ნია, რომ აქ და­ვი­ბა­დე.
ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კი ჩემ­თ­ვის ად­ვი­ლია. ჩემს სამ­შობ­ლო­ში ბევ­რი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ეკ­ლე­სიაა, მა­გა­ლი­თად, სვე­ტიცხო­ვე­ლი, რო­მე­ლიც ჩე­მი აზ­რით პირ­ვე­ლი ტა­ძა­რია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. მინ­და, რომ ვნა­ხო ეს ეკ­ლე­სია.
თბი­ლი­სი ძა­ლი­ან გა­ლა­მაზ­და ამ წლებ­ში. არ ვი­ცი, რას ვი­ზამ­დი თუ სხვა ქვე­ყა­ნა­ში და­ვი­ბა­დე­ბო­დი, რად­გან ვი­ცი, რო­გო­რია ჩე­მი სამ­შობ­ლო და არ მინ­და აქე­დან წას­ვ­ლა.
მინ­და ვთქვა კი­დევ, რომ რუ­სე­თის და სა­ქარ­თ­ვე­ლოს კონ­ფ­ლიქ­ტის მე­რე რუ­სებს არ უყ­ვართ ქარ­თ­ვე­ლე­ბი. მაგ­რამ, ჩე­მი აზ­რით, ეს არას­წო­რია. მე ვმე­გობ­რობ ქარ­თ­ვე­ლებ­თან და რუ­სებ­თან და მინ­და, ამ ორ ერს შო­რის კვლავ აღ­დ­გეს მე­გობ­რო­ბა.
ვლა­დის­ლავ მი­სი­უ­რი­ნი

***
მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­ქარ­თ­ვე­ლო, მე ნა­ხევ­რად ქარ­თ­ვე­ლი ვარ. ხში­რად ჩა­მოვ­დი­ვარ სა­ქარ­თ­ველ­ში ზაფხულ­ში ან ზამ­თარ­ში, მაგ­რამ მე ახ­ლა ერ­თი წე­ლია აქ ვსწავ­ლობ. აქ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძა­ლი­ან კარ­გი ხალ­ხია. სა­ქარ­თ­ვე­ლო ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ქვე­ყა­ნაა. მე მიყ­ვარს ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად სე­ირ­ნო­ბა, ზღვა­ზე ბა­ნა­ო­ბა და კას­პის სო­ფე­ლი. მე ფიქ­რობ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო არის ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ქვე­ყა­ნა. ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვარ და დე­დით ქარ­თ­ვე­ლი ვარ.
ვახ­ტანგ ნაგ­ლე­რი

***
სა­ქარ­თ­ვე­ლო არის ჩე­მი სამ­შობ­ლო. ქარ­თ­ვე­ლი არ ვარ, მაგ­რამ ამ ქვეყ­ნის სიყ­ვა­რულს ღრმა ფეს­ვე­ბი გა­უდ­გამს ჩემს გულ­ში. აქ არის ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც მიყ­ვარს, რა­საც ვე­რა­სო­დეს და­ვი­ვიწყებ.
ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე ცუ­დია ცხოვ­რე­ბა­ში წას­ვ­ლა იქე­დან, სა­დაც ყვე­ლა გიყ­ვარს, იმ ქვეყ­ნი­დან, რო­მელ­მაც გაგ­ზარ­და...
შე­იძ­ლე­ბა, ქარ­თუ­ლი გვა­რი არ მაქვს, მაგ­რამ სუ­ლით ჩემს თავს ქარ­თ­ვე­ლად ვგრძნობ. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ვე­რას­დ­როს ასე ვერ შე­ვიყ­ვა­რებ სხვა ქვე­ყა­ნას. მე სა­ქარ­თ­ვე­ლოს პატ­რი­ო­ტი ვარ და ვა­მა­ყობ ამით.
სა­ქარ­თ­ვე­ლო ჩემ­თ­ვის არ არის უბ­რა­ლო ტე­რი­ტო­რია, ქა­ლა­ქე­ბი და გზე­ბი. ის ჩე­მი სუ­ლია. ეს ქვე­ყა­ნა ხომ არა­ვის ტო­ვებს გულ­გ­რილს. ვინც კი ერ­თხელ ნამ­ყო­ფია აქ, ვე­რა­სო­დეს და­ივიწყებს მას, ყო­ველ­თ­ვის გულ­ში ექ­ნე­ბა აქ გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო.
ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ქარ­თ­ვე­ლ­ო­ში მომ­წონს ხალ­ხის თბი­ლი გუ­ლი. რო­დე­საც მი­დი­ხარ სად­მე საზღ­ვარ­გა­რეთ, გგო­ნია, რომ იქაც ასე იქ­ნე­ბა — ასე­თი­ვე გულ­თ­ბი­ლი ხალ­ხი, მაგ­რამ თურ­მე არა!
ქარ­თ­ვე­ლე­ბი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან.
სა­ო­ცა­რი კი ისაა, რომ ყვე­ლა­ფე­რი სა­ქარ­თ­ველ­ში არის ჩემ­თ­ვის მშობ­ლი­უ­რი, ღვიძ­ლი! ყვე­ლა­ზე მე­ტად ვა­მა­ყობ იმით, რომ ამ მშვე­ნი­ერ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობ.
ოქ­სა­ნა მარ­ტი­ნენ­კო

***
მე ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი ვარ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, მაგ­რამ იმ­დე­ნად მო­მე­წო­ნა ეს ქვე­ყა­ნა, რომ აქე­დან წას­ვ­ლის სურ­ვი­ლი არ მაქვს. მე ვცხოვ­რობ­დი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პა­ტა­რა­ო­ბი­სას და მე­რე ჩე­მი ოჯა­ხი გა­და­ვი­და რუ­სეთ­ში. იქ დავ­ყა­ვით რვა წე­ლი და შარ­შან ისევ ჩე­მო­ვე­დით სა­ქარ­თ­ველო­ში. იმ­დე­ნად შეც­ვ­ლი­ლი დამ­ხ­ვ­და ეს ქვე­ყა­ნა, რომ არ მჯე­რო­და, თუ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვი­ყა­ვი. ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა ჩემს ქვე­ყა­ნა­ში. ბევ­რი რამ აშენ­და, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეს გზე­ბი, გა­ა­ლა­მა­ზეს ქუ­ჩე­ბი. მთა­ვა­რი, რა­საც მივ­ხ­ვ­დი, არის ის, რომ ყვე­ლა­ფერს სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში ცხოვ­რე­ბა სჯო­ბია. მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­ქარ­თ­ვე­ლო და მუ­დამ მეყ­ვა­რე­ბა.
ზა­ზა ქუ­რას­ბე­დი­ა­ნი

***
მე და­ვი­ბა­დე რუ­სეთ­ში. ნა­ხევ­რად რუ­სი ვარ, ნა­ხევ­რად მუ­სულ­მა­ნი... მაგ­რამ, ჩე­მი სახ­ლი, ჩე­მი ად­გი­ლი მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლო­შია. ვე­რა­ნა­ი­რი სიმ­დიდ­რე, ვერც ერ­თი ადა­მი­ა­ნი ვერ გა­და­მაყ­ვა­რებს ჩემს ქა­ლაქს, რად­გან, ასე მგო­ნია, სხვა ად­გილს ჩე­მი გუ­ლი ვერ მი­ი­ღებს, რო­გორც სახლს.
აქ ჩე­მი ცხოვ­რე­ბაა, ჩე­მი პა­ტა­რა სა­მოთხეც და ჯო­ჯო­ხე­თიც. რომ­ლის გა­რე­შე ვერც თვა­ლებს გა­ვა­ხელ, ვერც ვი­სუნ­თ­ქავ. ესაა ად­გი­ლი, სა­დაც მე პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი გა­დავ­დ­გი, გა­დავ­ლა­ხე ტკი­ვი­ლის ზღვა (რაც ალ­ბათ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ). მაგ­რამ ეს ჩე­მი სახ­ლია და სხვა არ მინ­და. ისე­თი გრძნო­ბა მაქვს, თით­ქოს სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან წას­ვ­ლი­სას ჩე­მი ცხოვ­რე­ბა შეწყ­დე­ბა სწო­რედ იმ წუთ­ში, რო­დე­საც გა­დავ­კ­ვეთ საზღ­ვარს.
დავ­დი­ვარ თბი­ლი­სის და რუს­თა­ვის ქუ­ჩებ­ში. ვხე­დავ ამ ხალხს, ყვე­ლას სა­ხე­ში ვკითხუ­ლობ ცხოვ­რე­ბის აზრს. ვტი­რი ბავ­შ­ვო­ბის შეც­დო­მებ­ზე... ესაა ცხოვ­რე­ბაც, მაგ­რამ მთა­ვა­რი ისაა, რომ ჩემს გულს ამ ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი ავ­სებს და ეს სიყ­ვა­რუ­ლი და­მეხ­მა­რე­ბა ყვე­ლაფ­რის დაძ­ლე­ვა­ში.
მიყ­ვარ­ხარ, ჩე­მო სა­ქარ­თ­ვე­ლოვ!
ნი­ნო ბე­ლო­ბო­რო­დო­ვა
Рассвет
Святая гора задумалась,
На звезду смотрит, путь освещавшую.
Лучиком света окуталась,
Могила героя падшего.
Святая гора успокоилась,
Слушает речки журчание.
Река поёт колыбельную,
Тому, кто врагу не кланялся.
Святая гора в сердце спрятала
Могилу для внуков будущих,
Отцу Давиду завет дала
Передать потомкам, родину любящих.
Писатель, с чувством запутанным,
Взгляд на округу бросает.
И сердца ответами разными,
Краю красивому песни слагает.
Земля изумрудная, небо лазурное –
Моя сторона, моя родина шумная.
И вот, я вернулся, вернулся, но болен.
Стань моим лекарем, лечащим горе.
Не выдержал осиротения,
Кровавые слёзы пролил.
Душе и сердцу не хватило терпения,
Тебя я увидеть спешил!
А впереди меня встречали
Твое солнце и луна.
И звёзды группами блестали,
Земля была освещена.
Сердце забилось от радости,
В прошлом остались печали.
Роза с фиалкой увядшие,
Жизнью опять задышали.
Небо лазурное, земля изумрудная –
Край мой, лечащий душу.
Я твой, за тебя лишь умру я.
Оплакивай меня в холод и стужу.
Не мучай меня ни живым, ни мертвым,
Укрой меня под своим склоном.
А когда я умру, только помни,
О моём завещании скромном:
Родина Мать, много не надо мне,
Ты передай лишь меня земле своей,
Небо алмазное, земля изумрудная –
Ты моя родина чудная!

ნი­ნო ბე­ლო­ბო­რო­დო­ვას თარ­გ­მა­ნი

***
ჩემ­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლო ბევრს, ძა­ლი­ან ბევრს ნიშ­ნავს! ეს, ალ­ბათ, იმი­ტომ, რომ ის ჩე­მი სამ­შობ­ლოა. სამ­წუ­ხა­როდ, აქ მხო­ლოდ ორი წლის წინ ჩა­მო­ვე­დი, მაგ­რამ შო­რი­დან მიყ­ვარ­და ის. ჩა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ კი უფ­რო გა­მიღ­რ­მავ­და ეს გრძნო­ბა. მიყ­ვარს ჩე­მი თბი­ლი ხალ­ხი და არც არა­სო­დეს არ მინ­და სხვა­გან ვიცხოვ­რო. აქ არც არაფ­რის მე­ში­ნია იმი­ტომ, რომ ვი­ცი, და­მეხ­მა­რე­ბი­ან, სხვა­გან კი, სხვის ქვე­ყა­ნა­ში, მუ­დამ ვგრძნობ რა­ღაც შიშს.
მიყ­ვარს, ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­ქარ­თ­ვე­ლო.
თენ­გიზ ბე­გიშ­ვი­ლი

***
სა­ქარ­თ­ვე­ლო ჩე­მი სამ­შობ­ლოა. აქ და­ვი­ბა­დე და აქ ვიზ­რ­დე­ბი, აქ გა­ვა­ტა­რე ბავ­შ­ვო­ბის სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი და და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით ვი­ცი, რომ, სა­დაც არ უნ­და მო­მი­წი­ოს ცხოვ­რე­ბა­ში წას­ვ­ლა, მუ­დამ ასე ძლი­ერ მეყ­ვა­რე­ბა ჩე­მი სამ­შობ­ლო და არა­სო­დეს და­ვი­ვიწყებ მას. ან რო­გორ და­ვი­ვიწყო? ჩემ­თ­ვის თი­თო­ე­უ­ლი ქუ­ჩა, თით­ქ­მის ყვე­ლა კუთხე ნაც­ნო­ბია. მარ­თ­ლაც, რომ ეს სა­ო­ცა­რი ქვე­ყა­ნაა და ამას ვამ­ბობ არა იმი­ტომ, რომ ის ჩე­მი სამ­შობ­ლოა, არა­მედ იმი­ტომ, რომ მარ­თ­ლა ასეა.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს თი­თო კუთხეს თა­ვი­სი კო­ლო­რი­ტი, თა­ვი­სი პე­წი აქვს, თა­ვი­სი ტრა­დი­ცი­ე­ბი, საჭ­მე­ლი, ცეკ­ვა, სიმ­ღე­რა და სხვა მრა­ვა­ლი რამ, თუმ­ცა იმ­დე­ნად პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა, რომ სა­შუ­ა­ლო ზო­მის პო­ლი­ტი­კურ რუ­კა­ზე ძლივს თუ იპო­ვი! მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად, ამ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნამ თა­ვი­სი ის­ტო­რი­ით და­ა­მახ­სოვ­რა თა­ვი მთელ მსოფ­ლი­ოს.
ნელ-ნე­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლოც იწყებს მა­სი­ურ გან­ვი­თა­რე­ბას. თი­თო­ე­უ­ლი მხა­რე რეს­ტავ­რა­ცი­ას გა­ნიც­დის, თბი­ლი­სის ყვე­ლა ქუ­ჩა გა­ნახ­ლე­ბულ სა­ხეს იღებს. ყვე­ლა­ფე­რი თან­და­თან უმ­ჯო­ბეს­დე­ბა და მე, რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს, ძა­ლი­ან მი­ხა­რია ეს.
რას ნიშ­ნავს სა­ქარ­თ­ვე­ლო ჩემ­თ­ვის? იგი ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რია: ცხოვ­რე­ბა, ბე­დ­ნი­ე­რე­ბა, მო­გო­ნე­ბე­ბი, და­უ­ვიწყა­რი წუ­თე­ბი, თოვ­ლის ფან­ტე­ლე­ბი, ლურ­ჯი ცა, ზურ­მუხ­ტი მი­წა, ზღაპ­რუ­ლი წარ­სუ­ლი, გა­ზაფხუ­ლის სურ­ნე­ლი და ვინ იცის, კი­დევ რა!
ერ­თი სიტყ­ვით, სა­ქარ­თ­ვე­ლო თვი­თონ მე ვარ. ის ჩემ­შია და მე — მას­ში!
ნუ­ცა ვა­სა­ძე

***
მე უკ­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, კერ­ძოდ, თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ 14 წე­ლია. აქ და­ვი­ბა­დე, აქ გა­ვი­გე, რას ნიშ­ნავს სიყ­ვა­რუ­ლი, მე­გობ­რო­ბა, მო­ნატ­რე­ბა, სევ­და. საზღ­ვარ­გა­რე­თაც ვყო­ფილ­ვარ და სი­მარ­თ­ლე რომ გითხ­რათ, სა­ქარ­თ­ვე­ლო ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბო­და. გეტყ­ვით ასე: მე სა­ქარ­თ­ველო­ში და­ვი­ბა­დე, ვცხოვ­რობ და ის ჩემ­თ­ვის ნიშ­ნავს ცხოვ­რე­ბა­ში გა­მარ­თ­ლე­ბას, კარგ და­საწყისს და იმე­დი მაქვს, რომ ეს „კარ­გი“ არა­სო­დეს შე­იც­ვ­ლე­ბა „ცუ­დით“.
მი­ხე­ილ მრა­დი

25-28(942)N