გამოდის 1998 წლიდან
2012-02-08
განვითარებისა და სწავლის თეორიები

ჯე­რომ ბრუ­ნე­რი 1915
ჯე­რომ სე­ი­მურ ბრუ­ნე­რი — ამე­რი­კე­ლი ფსი­ქო­ლო­გი, კოგ­ნი­ტუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­ის ერთ-ერ­თი თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. 1952-72 წლებ­ში იყო ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, 1972-1980 წლებ­ში კი — ოქ­ს­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი. მი­სი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სწავ­ლის თე­ო­რია კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვიზ­მის პრინ­ცი­პებს ეფუძ­ნე­ბა. ბრუ­ნე­რის მი­ხედ­ვით, სწავ­ლა აქ­ტი­უ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ცე­სია, რო­დე­საც ბავ­შ­ვი, თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ახა­ლი ცოდ­ნის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბას ახ­დენს. ამ თვალ­საზ­რი­სით, ცოდ­ნაც პრო­ცე­სია და არა პრო­დუქ­ტი. მის თე­ო­რი­ა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ლ. ვი­გოტ­ს­კის იდე­ებ­მა.
ბრუ­ნე­რის აღ­მო­ჩე­ნე­ბით სწავ­ლის თე­ო­რია კოგ­ნი­ტურ თე­ო­რი­ებს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა. კოგ­ნი­ტუ­რი თე­ო­რი­ე­ბის მი­ზა­ნი შე­მეც­ნე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის (გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა, ანა­ლი­ზი, სინ­თე­ზი, შე­ფა­სე­ბა, და­მახ­სოვ­რე­ბა) სტრუქ­ტუ­რი­სა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბის აღ­წე­რაა. ზო­გი­ერ­თი კოგ­ნი­ტუ­რი თე­ო­რია გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გა­ნათ­ლე­ბი­სათ­ვის, რად­გან ნა­თელ და თვალ­სა­ჩი­ნო პე­და­გო­გი­ურ მე­თო­დებ­სა და მო­დე­ლებს გვთა­ვა­ზობს.
კოგ­ნი­ტუ­რი ფსი­ქო­ლო­გია იკ­ვ­ლევს, რო­გორ იღებს მოს­წავ­ლე ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­რე­მო­დან, რო­გორ ახ­დენს ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ას, რო­გორ იყე­ნებს ცოდ­ნას.
ბრუ­ნე­რის მი­ხედ­ვით, სწავ­ლა გუ­ლის­ხ­მობს ბავ­შ­ვის მი­ერ ინ­ფორ­მა­ცი­ის შერ­ჩე­ვას, ჰი­პო­თე­ზე­ბის შექ­მ­ნას და ამ გზით ახა­ლი მა­სა­ლის ინ­ტეგ­რი­რე­ბას მის ცოდ­ნას­თან. სწავ­ლა უწყ­ვე­ტი პრო­ცე­სია და ბავ­შ­ვი გან­ვი­თა­რე­ბის სამ სა­ფე­ხურს გა­ივ­ლის: პრაქ­ტი­კუ­ლი — ამ სა­ფე­ხურ­ზე ბავ­შ­ვი კონ­კ­რე­ტულ გა­მოც­დი­ლე­ბას იღებს გა­რე­მოს შე­სა­ხებ (ობი­ექ­ტე­ბით მა­ნი­პუ­ლა­ცია), პრაქ­ტი­კუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი; ხა­ტო­ვა­ნი — ამ სა­ფე­ხურ­ზე ბავშვს შე­უძ­ლია ობი­ექ­ტის თვალ­სა­ჩი­ნო ხა­ტით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა და არა მხო­ლოდ ობი­ექ­ტით; სიმ­ბო­ლუ­რი — ბავშვს უკ­ვე შე­უძ­ლია ლო­გი­კი­სა და სიმ­ბო­ლუ­რი სის­ტე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. ჩვე­ვე­ბი­სა და ცოდ­ნის ათ­ვი­სე­ბა უკეთ ხდე­ბა, თუ ბავ­შ­ვი გა­რე­მოს­თან აქ­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თ­ქ­მე­დე­ბის, ექ­ს­პე­რი­მენ­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში აღ­მო­ა­ჩენს რა­ი­მე მი­მარ­თე­ბას, ფე­ნო­მენს თუ ცნე­ბას.
გა­რე­მოს შეც­ნო­ბი­სას ჩვენ გა­მოვ­ყოფთ სა­ერ­თო ელე­მენ­ტებს (აბ­ს­ტ­რა­ჰი­რე­ბა) რო­გორც მოვ­ლე­ნე­ბი­დან, ასე­ვე ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან. ამ აბ­ს­ტ­რაქ­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ვი­მუ­შა­ვებთ წე­სებს, რომ­ლე­ბიც გა­რე სამ­ყა­როს კლა­სი­ფი­ცი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლე­ვენ. ამ პრო­ცეს­ში ჩვენ აღ­მო­ვა­ჩენთ და თა­ვა­დაც ვქმნით ცნე­ბა­თა შო­რის უამ­რავ ურ­თი­ერ­თ­კავ­შირს. ბრუ­ნერს, „ცნე­ბის“ ნაც­ვ­ლად, შე­მო­აქვს ტერ­მი­ნი — კა­ტე­გო­რია, რო­მელ­საც იყე­ნებს მოვ­ლე­ნე­ბის ან ობი­ექ­ტე­ბის მო­ნა­თე­სა­ვე ჯგუ­ფე­ბის აღ­წე­რის დროს. ამ მო­საზ­რე­ბით, კა­ტე­გო­რია შე­იძ­ლე­ბა გა­ვი­გოთ, რო­გორც ცნე­ბა (კონ­ცეპ­ტი) და რო­გორც აღ­ქ­მის ობი­ექ­ტი (პერ­ცეპ­ტი). ბრუ­ნე­რი კა­ტე­გო­რი­ას უწო­დებს აგ­რეთ­ვე ობი­ექ­ტე­ბის ერ­თი კლა­სის­თ­ვის მი­კუთ­ვ­ნე­ბის წესს.
ბრუ­ნე­რის აზ­რით, ცნე­ბა­თა შო­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს კო­დი­რე­ბის სის­ტე­მა გან­საზღ­ვ­რავს. კო­დი­რე­ბის სის­ტე­მის მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბა არ­სე­ბუ­ლი გან­ზო­გა­დე­ბუ­ლი ცნე­ბე­ბის იერარ­ქი­უ­ლი მო­წეს­რი­გე­ბა. ამით ჩვე­ნი ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი მეხ­სი­ე­რე­ბა (ჩვე­ნი შე­და­რე­ბით მუდ­მი­ვი ცოდ­ნის, უნა­რე­ბის, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის და ა. შ. ყუ­ლა­ბა) შეგ­ვიძ­ლია გან­ვი­ხი­ლოთ, რო­გორც კა­ტე­გო­რი­ე­ბის სტრუქ­ტუ­რი­რე­ბა კო­დი­რე­ბის სის­ტე­მის სა­ფუძ­ველ­ზე. ყვე­ლა სას­კო­ლო სა­განს, მას­ში შე­მა­ვა­ლი თი­თო­ე­უ­ლი თე­მით, მსგავ­სი სტრუქ­ტუ­რა აქვს. საგ­ნის სტრუქ­ტუ­რა, ბრუ­ნე­რის აზ­რით, იმ სფე­როს ფუნ­და­მენ­ტურ ურ­თი­ერ­თ­კავ­ში­რებ­სა და იდე­ებს ასა­ხავს, რო­მელ­საც ეს სა­გა­ნი მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ იმი­სათ­ვის, რომ მოს­წავ­ლემ სა­გა­ნი ნამ­დ­ვი­ლად კარ­გად შე­ის­წავ­ლოს და გა­ი­აზ­როს, მან აუცი­ლებ­ლად უნ­და შექ­მ­ნას სა­კუ­თა­რი კო­დი­რე­ბის სის­ტე­მა — სა­კუ­თა­რი გო­ნებ­რი­ვი წარ­მოდ­გე­ნე­ბი ამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან იდე­ებ­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე.
კო­დი­რე­ბის სის­ტე­მის გრა­ფი­კუ­ლი ილუს­ტ­რა­ცია ასე­თია:



უმ­ჯო­ბე­სია, კო­დი­რე­ბის სის­ტე­მა თა­ვად შექ­მ­ნას მოს­წავ­ლემ, ვიდ­რე ის დას­რუ­ლე­ბუ­ლი სა­ხით მი­ი­ღოს მას­წავ­ლებ­ლის­გან. ბრუ­ნე­რი მი­იჩ­ნევს, რომ მოს­წავ­ლე თა­ვად ქმნის სა­კუ­თარ ვერ­სი­ას რე­ა­ლო­ბის შე­სა­ხებ, არ­სის შე­სა­ხებ, სკო­ლე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა კი უნ­და იყოს სა­ა­მი­სოდ ისე­თი პი­რო­ბე­ბის შექ­მ­ნა, რომ­ლე­ბიც გა­უ­ად­ვი­ლე­ბენ მოს­წავ­ლე­ებს ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნას. აღ­მო­ჩე­ნე­ბით სწავ­ლა დას­წავ­ლის ისე­თი სა­ხეა, რო­დე­საც მოს­წავ­ლე­ებს მა­სა­ლა და­უს­რუ­ლე­ბე­ლი სა­ხით მი­ე­წო­დე­ბათ და მათ ამ მა­სა­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა მო­ეთხო­ვე­ბათ. ეს მოს­წავ­ლე­ებს აიძუ­ლებს, მო­ნა­ხონ ის ურ­თი­ერ­თ­კავ­ში­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ მა­სა­ლის ელე­მენ­ტებს შო­რი­საა. ბრუ­ნე­რის თე­ო­რი­ა­ში აღ­მო­ჩე­ნა კა­ტე­გო­რი­ის ფორ­მი­რე­ბაა ან უფ­რო ხში­რად კო­დი­რე­ბის სის­ტე­მის ფორ­მი­რე­ბა, რაც ობი­ექ­ტებს ან მოვ­ლე­ნებს შო­რის მი­მარ­თე­ბის (მსგავ­სი და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი) ტერ­მი­ნებ­ში გა­მო­ი­სა­ხე­ბა.
აღ­მო­ჩე­ნე­ბით სწავ­ლა მას­წავ­ლებ­ლის მხრი­დან ბევ­რად უფ­რო ნაკ­ლებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას მო­ითხოვს, ვიდ­რე სწავ­ლე­ბის სხვა მე­თო­დე­ბი; თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი აღარ აძ­ლევს მოს­წავ­ლეს მი­თი­თე­ბებს მას შემ­დეგ, რაც საწყი­სი ამო­ცა­ნა და­უ­სა­ხა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მი­თი­თე­ბე­ბი იყოს ზო­მი­ე­რი, გარ­კ­ვე­უ­ლი ინ­ტერ­ვა­ლე­ბით, რა­თა არ შეზღუ­დოს მოს­წავ­ლის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, ან­და მოს­წავ­ლე არ აღ­მოჩ­ნ­დეს და­უძ­ლე­ვე­ლი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე.
აღ­მო­ჩე­ნე­ბით სწავ­ლე­ბის მიდ­გო­მის უპი­რა­ტე­სო­ბა ისაა, რომ ის აიოლებს ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ტა­ნა­სა და და­მახ­სოვ­რე­ბას, ავი­თა­რებს პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის უნარს და ზრდის მო­ტი­ვა­ცი­ას. ძა­ლი­ან ხში­რად აღ­მო­ჩე­ნე­ბი კლას­ში ისე­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­გორც ეს მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვის დროს ხდე­ბა — მოს­წავ­ლე­ე­ბი გან­ზო­გა­დე­ბუ­ლი დას­კ­ვ­ნე­ბის ძი­ე­ბა­ში სის­ტე­მუ­რად დგა­მენ ლო­გი­კურ ნა­ბი­ჯებს. მას­წავ­ლებ­ლის, რო­გორც ამ პრო­ცე­სის წარ­მ­მარ­თ­ვე­ლის, დას­წავ­ლის ხელ­შემ­წყო­ბის რო­ლი სწო­რედ იმა­შია, რომ და­ეხ­მა­როს მოს­წავ­ლე­ებს, შე­ი­მუ­შა­ონ ჰი­პო­თე­ზე­ბი, იმ­ს­ჯე­ლონ, გა­ა­კე­თონ დას­კ­ვ­ნე­ბი. ბრუ­ნე­რი მოკ­ლედ აღ­წერს აღ­მო­ჩე­ნე­ბით სწავ­ლე­ბის სა­ფე­ხუ­რებს:
n ამო­ცა­ნის ან კითხ­ვის ფორ­მუ­ლი­რე­ბა და ახ­ს­ნა;
n მა­გა­ლი­თე­ბის შერ­ჩე­ვა, შე­სატყ­ვი­სი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბა;
n ჰი­პო­თე­ზე­ბის (დაკ­ვირ­ვე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი მიგ­ნე­ბე­ბი) წა­მოჭ­რა;
n ჰი­პო­თე­ზე­ბის დამ­ტ­კი­ცე­ბის ან უარ­ყო­ფის მიზ­ნით ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბის ან რა­ი­მე სხვა დაკ­ვირ­ვე­ბე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა და ჩა­ტა­რე­ბა;
n ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა, გა­ფარ­თო­ე­ბა, გან­ზო­გა­დე­ბა ან „მი­სი საზღ­ვ­რე­ბი­დან გა­მოსვლა“.
ბრუ­ნე­რი მი­იჩ­ნევს, რომ ეფექ­ტი­ა­ნი სწავ­ლე­ბი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე ადეკ­ვა­ტუ­რია ე. წ. „სპი­რა­ლუ­რი კუ­რი­კუ­ლუ­მი“ — სას­წავ­ლო გეგ­მა ისე უნ­და იყოს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, რომ ყო­ვე­ლი ახა­ლი ცნე­ბა წი­ნათ დას­წავ­ლილ­სა და წი­ნა გა­მოც­დი­ლე­ბას ეფუძ­ნე­ბო­დეს.
ბრუ­ნე­რი გა­მო­ყოფს აღ­მო­ჩე­ნე­ბით სწავ­ლე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი ან ხე­ლის­შემ­შ­ლე­ლი ფაქ­ტო­რე­ბის ოთხ ჯგუფს:

გან­წყო­ბა — მოს­წავ­ლე გან­წყო­ბი­ლი უნ­და იყოს გან­საზღ­ვ­რუ­ლი ფორ­მით რე­ა­გი­რე­ბის­თ­ვის. გან­წყო­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა გე­ზის მი­ცე­მა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს „ზე­და­პი­რუ­ლი“, რო­ცა ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლია მხო­ლოდ ინ­ფორ­მა­ცი­ის ელე­მენ­ტე­ბის დას­წავ­ლა­ზე და „ჩაღ­რ­მა­ვე­ბუ­ლი“, რო­ცა მოს­წავ­ლე­ებს მო­ეთხო­ვე­ბათ ამ ელე­მენ­ტებს შო­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ძი­ე­ბა. სწავ­ლე­ბი­სას მთა­ვა­რია ფაქ­ტებს, მოვ­ლე­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თ­მი­მარ­თე­ბე­ბის, სტრუქ­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და მი­სი გა­გე­ბა.

სწავ­ლი­სად­მი მზა­ო­ბა — მოს­წავ­ლე და­ინ­ტე­რეს­დე­ბა ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით და არ დაფ­რ­თხე­ბა მი­სი სირ­თუ­ლით, თუ ახა­ლი მა­სა­ლა წი­ნა გა­მოც­დი­ლე­ბას და წი­ნათ ათ­ვი­სე­ბულ მა­სა­ლას ეყ­რ­დ­ნო­ბა.

სწავ­ლე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა — ეს ფაქ­ტო­რი მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია აღ­მო­ჩე­ნე­ბით დას­წავ­ლის გა­სა­ად­ვი­ლებ­ლად. მოს­წავ­ლე, რო­მე­ლიც ინ­ფორ­მა­ცი­ას იღებს სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ პი­რო­ბებ­ში, უფ­რო სწრა­ფად აგებს კო­დი­რე­ბის სის­ტე­მას და ახერ­ხებს ინ­ფორ­მა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბას. სწო­რედ ამი­ტომ, ბრუ­ნე­რი იძ­ლე­ვა რჩე­ვას, რომ ერ­თი და იგი­ვე სა­გა­ნი სწავ­ლე­ბის სხვა­დას­ხ­ვა სა­ფე­ხურ­ზე ის­წავ­ლე­ბო­დეს, მაგ­რამ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სირ­თუ­ლი­სა და აბ­ს­ტ­რა­ჰი­რე­ბის ხა­რის­ხით, იმის­და მი­ხედ­ვით, თუ რო­გორ იც­ვ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი, უნა­რე­ბი და სა­ბა­ზო ცოდ­ნა.
„სპი­რა­ლუ­რი კუ­რი­კუ­ლუ­მი“ უზ­რუნ­ველ­ყოფს სწავ­ლე­ბი­სად­მი მზა­ო­ბა­სა და მის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას.

კონ­კ­რე­ტუ­ლი ში­ნა­არ­სე­ბის ფლო­ბა — ბრუ­ნე­რის აზ­რით, აღ­მო­ჩე­ნებს უფ­რო ხში­რად ის ადა­მი­ა­ნი აკე­თებს, რო­მე­ლიც სა­ა­მი­სოდ კარ­გა­დაა მომ­ზა­დე­ბუ­ლი. თუ მოს­წავ­ლემ არ იცის ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­გან­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კონ­კ­რე­ტუ­ლი ას­პექ­ტე­ბი, ის ვერ და­ა­კავ­ში­რებს ინ­ფორ­მა­ცი­ის ელე­მენ­ტებს ერ­თ­მა­ნეთ­თან და ვერც გა­ნა­ზო­გა­დებს.

25-28(942)N