გამოდის 1998 წლიდან
2011-12-14
სკოლა - სოფლის სიცოცხლის აუცილებელი პირობა

ვა­ნის რა­ი­ონ­ში დღე­ი­სათ­ვის 31 სა­ჯა­რო სკო­ლა ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს 4500 მოს­წავ­ლი­თა და 650 პე­და­გო­გით, რო­მელ­თა შო­რის 30 უკ­ვე სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბის ერთ-ერ­თი გა­რან­ტი ესე­ცაა, თუმ­ცა არ­სე­ბობს სხვა კომ­პო­ნენ­ტე­ბიც, რო­მელ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბაც ხა­რის­ხი­ა­ნი ცოდ­ნის მი­ღე­ბის აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა და სა­ხელ­მ­წი­ფოს თა­ნად­გო­მას ამ მხრივ გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. ასე­თი თა­ნად­გო­მის მა­გა­ლი­თე­ბი ვა­ნის სკო­ლებ­შიც თვალ­სა­ჩი­ნოა, მაგ­რამ სა­ერ­თო ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის გა­რე­შე სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მიღ­წე­ვა მა­ინც გა­ჭირ­დე­ბა. ამა­ში კი­დევ ერ­თხელ დავ­რ­წ­მუნ­დი, რო­ცა საგ­ან­მა­ნა­თ­ლებლო რესურსცენტრის უფ­როსი, ბა­ტო­ნი ივანე კორძაძე სა­­­კუ­თარ კა­ბი­ნეტ­ში, რუ­კა­ზე მიჩ­ვე­­ნებ­და მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ან სკო­­ლებს. სამ­წუ­ხა­როდ, მა­თი რიცხ­ვი არც ისე ცო­ტაა — გა­დი­დი, ონ­ჯო­ხე­თი (8 მოს­წავ­ლე), ზე­და­გო­რა, დუცხუ­ნი... ინა­შა­უ­რიც ერთ-ერ­თი მათ­გა­ნია, თუმ­ცა სხვებ­თან შე­და­რე­ბით, აქ ვი­თა­რე­ბა უკე­თე­სია — 33 ბავ­შ­ვი სწავ­ლობს სა­ბა­ზო სკო­ლა­ში. გავ­ლილ­მა 20-წლე­ულ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა სოფ­ლის სკო­ლას და­ას­ვა ეს და­ღი. რიგ შემ­თხ­ვე­ვა­ში სწო­რედ ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო დაც­ლი­ლი სოფ­ლე­ბი გახ­და სკო­ლე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის მი­ზე­ზი. ბევ­რ­გან, მათ შო­რის ვა­ნის მა­ღალ­მ­თი­ან სოფ­ლებ­ში, ასე­თი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი შე­ჩე­რე­ბუ­ლია რე­ლი­ე­ფუ­რი პი­რო­ბე­ბის გა­მო. ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ინა­შა­უ­რე­ლე­ბიც იხ­სე­ნე­ბენ, რო­გორ ში­შობ­დ­ნენ, რომ მა­თი სკო­ლაც არ მი­ე­ერ­თე­ბი­ნათ ამაღ­ლე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლის­თ­ვის, მა­შინ ხომ ფე­ხით 5-6კმ-ის გავ­ლა მო­უ­წევ­დათ ყო­ველ­დღე მოს­წავ­ლე­ებს, თუ არა­და ტრან­ს­პორ­ტის ფუ­ლი კი­დევ ერ­თი პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბო­და მა­თი ოჯა­ხე­ბის­თ­ვის. კარ­გია, რომ ეს ასე არ მოხ­და, იმე­დია არც მო­მა­ვალ­ში შე­იც­ვ­ლე­ბა რა­მე, მით უმე­ტეს, რომ სკო­ლა ახალ, მყა­რად ნა­შე­ნებ შე­ნო­ბა­ში 1976 წლი­დან გად­მო­ვი­და სულ 1კმ-ით მო­შო­რე­ბუ­ლი ძვე­ლი შე­ნო­ბი­დან. მა­შინ 8-წლი­ან სკო­ლა­ში 154 მოს­წავ­ლე და 25 მას­წავ­ლე­ბე­ლი ირიცხე­ბო­და. დღეს 9-კლა­სი­ან სა­ბა­ზო სკო­ლა­ში 33 მოს­წავ­ლე და 15 პე­და­გო­გია. სკო­ლის იმე­დი 3 პირ­ველ­კ­ლა­სე­ლი და კი­დევ ის 3 პატარაა, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ წელს შე­ა­ღებს სკო­ლის კარს, უფ­რო შო­რე­უ­ლი პერ­ს­პექ­ტი­ვი­თაც ამ­დე­ნი (იქ­ნებ 1-2-ით მე­ტი) პირ­ველ­კ­ლა­სე­ლი ეყო­ლე­ბა ინა­შა­უ­რის სკო­ლას. სოფ­ლის უმ­თავ­რე­სი საყ­რ­დე­ნიც ესაა.
ამ სო­ფელ­მა ბევ­რი გან­საც­დე­ლი გა­მო­ი­ა­რა, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან არა­სო­დეს დაც­ლი­ლა. ძნელ­ბე­დო­ბის ჟამს, რო­ცა თურ­ქე­ბი თა­რე­შობ­დ­ნენ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ინას ყი­დუ­ლობ­დ­ნენ თურ­მე წვე­რის შე­სა­ღე­ბად. ამ მი­და­მო­ებ­ში კი ეს მცე­ნა­რე ბლო­მად ყო­ფი­ლა. პა­ტა­რა გო­გო-ბი­ჭე­ბი კრეფ­დ­ნენ, კო­ნე­ბად კრავ­დ­ნენ და თურ­ქე­ბის გა­სა­გო­ნად გაჰ­ყ­ვი­როდ­ნენ — ინა შა­უ­რი, ინა შა­უ­რიო. აი, ამი­ტომ ჰქვია სო­ფელს ინა­შა­უ­რი. ეს ერთ-ერ­თი ლა­მა­ზი, მა­ღალ­მ­თი­ა­ნი სო­ფე­ლია ვა­ნის რა­ი­ონ­ში, სკო­ლა კი მი­სი სი­ცოცხ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი და აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იღ­ვ­წი­ან, სწო­რედ ამა­ში ხე­და­ვენ სა­კუ­თარ მი­სი­ას. გარ­და იმი­სა, რომ კარ­გი პე­და­გო­გე­ბი არი­ან, ყო­ველ­დღი­უ­რად უწევთ იმის დამ­ტ­კი­ცე­ბა, რომ სოფ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თ­ვის მზად არი­ან და შეს­წევთ უნა­რი ფე­ხი აუწყონ ყვე­ლა იმ მოთხოვ­ნას, რა­საც დღე­ვან­დე­ლო­ბა უყე­ნებს სკო­ლას. ეს გა­რეგ­ნუ­ლა­დაც ჩანს და ში­ნა­არ­სობ­რი­ვა­დაც. ბევ­რად წა­ად­გა სკო­ლას და­ფი­ნან­სე­ბის ახა­ლი სის­ტე­მა — ამ­დიდ­რე­ბენ სას­კო­ლო ბიბ­ლი­ო­თე­კას, აპი­რე­ბენ სკო­ლის ეზოს მო­ას­ფალ­ტე­ბას, პე­და­გო­გე­ბი ემ­ზა­დე­ბი­ან სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბის­თ­ვის, რა­შიც დი­დი ხელ­შეწყო­ბა აქვთ დი­რექ­ცი­ის მხრი­დან. თა­ვად დი­რექ­ტო­რი, ბა­ტო­ნი ზი­რაქ ჯა­ნე­ლი­ძე დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე პე­და­გო­გია (სხვა­დას­ხ­ვა დროს მუ­შა­ობ­და კულ­ტუ­რის სფე­რო­ში, ამაღ­ლე­ბის სკო­ლის დი­რექ­ტო­რად, პე­და­გო­გად) შე­სა­შუ­რი ენერ­გი­ი­თა და ენ­თუ­ზი­აზ­მით სავ­სე, თა­ვის საქ­მე­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ბავ­შ­ვე­ბი­სა და კო­ლე­გე­ბის ერ­თ­გუ­ლი. 33 მოს­წავ­ლი­დან რომ 15 სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლია, ასე­თი სკო­ლის დი­რექ­ტო­რო­ბა და პე­და­გო­გო­ბა იოლი არ არის. მით უმე­ტეს, რომ ყვე­ლა­ფე­რი შე­და­რე­ბი­თია, თო­რემ ეს 18 მოს­წავ­ლე დი­დად არაფ­რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა და­ნარ­ჩე­ნე­ბის­გან. აქ ყვე­ლა­ფე­რი თა­ნად­გო­მის, ერ­თ­მა­ნე­თის პა­ტი­ვის­ცე­მის პრინ­ციპ­ზე და უკე­თე­სი ხვა­ლინ­დე­ლი დღის იმედ­ზეა დამ­ყა­რე­ბუ­ლი. თი­თო­ე­უ­ლი პე­და­გო­გი კარ­გად ერ­კ­ვე­ვა ყვე­ლა იმ სი­ახ­ლე­ში, რა­საც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო სთა­ვა­ზობთ, აქვთ სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მათ მი­მართ. მა­გა­ლი­თად, ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბელს, გო­დერ­ძი ხურ­ცი­ძეს მოს­წონს, რომ მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ას ას­წავ­ლის. „რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­სა­ხებ ვსა­უბ­რობ, მა­გა­ლი­თად, I სა­უ­კუ­ნე­ში, აუცი­ლებ­ლად ვა­კავ­ში­რებ ამ თე­მას­თან პარ­თი­ის სა­ხელ­მ­წი­ფოს, რო­მის იმ­პე­რი­ას. ის­ტო­რი­ი­სად­მი ამ­გ­ვა­რი მიდ­გო­მა, ჯერ ერ­თი, რომ სა­მარ­თ­ლი­ა­ნია, აფარ­თო­ებს ახალ­გაზ­რ­დის თვალ­სა­წი­ერს და მე­ო­რეც, გა­ცი­ლე­ბით მეტს იგებს ახალ­გაზ­რ­და სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის, მის და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ოს­თან ის­ტო­რი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ. ეს კი, ვფიქრობ, აუცი­ლე­ბე­ლი ცოდ­ნაა სა­მო­მავ­ლოდ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი. მომ­წონს შე­ფა­სე­ბის 10-ბა­ლი­ა­ნი სის­ტე­მაც, ის მეხ­მა­რე­ბა უფ­რო სრულ­ყო­ფი­ლად შე­ვა­ფა­სო მოს­წავ­ლის ცოდ­ნა“.
თუმ­ცა გო­დერ­ძი მას­წავ­ლე­ბელს მი­აჩ­ნია, რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში ზო­გი­ერ­თი თე­მა და­სახ­ვე­წია: „რო­ცა თე­მურ ლენ­გის შე­მო­სე­ვის შე­სა­ხებ ვხსნი გაკ­ვე­თილს, სა­სურ­ვე­ლია, უფ­­რო ვრცლად იყოს სა­უ­ბა­რი სა­ქარ­თ­ვე­ლოს იმ­დ­რო­ინ­დე­ლი მე­ფის, გი­ორ­გი VII-ის შე­სა­ხებ. ამ ხარ­ვე­ზის შევ­სე­ბას ახ­ლა თა­ვად ვა­ხერ­ხებ. ის­ტო­რია ისე­თი სა­გა­ნია, ბავ­შ­ვის და­ინ­ტე­რე­სე­ბა ძნე­ლი არ არის. არც ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან გა­მო­ნაკ­ლი­სი, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ლო­მე ბრეგ­ვა­ძეს და ანა სვა­ნი­ძეს გა­მო­ვარ­ჩევ. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შე­ძე­ნა უჭ­ირთ ბავ­შ­ვებს, მაგ­რამ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბის ხარ­ჯ­ზე გავ­დი­ვართ. იმე­დია, ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­წორ­დე­ბა და უკე­თე­სო­ბის­კენ წა­ვა“.
ეს იმე­დი ყვე­ლას აქვს, მით უმე­ტეს რომ ბო­ლო წლებ­ში ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა უკე­თე­სო­ბის­კენ — სკო­ლის კომ­პი­უ­ტე­რი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მამ აქაც მო­აღ­წია „ირ­მის ნახ­ტო­მის“ წყა­ლო­ბით. მოს­წავ­ლე­ებს ძა­ლი­ან მოს­წონთ კომ­პი­უ­ტერ­თან მუ­შა­ო­ბა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სით ეუფ­ლე­ბი­ან მას, მოს­წონთ სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლე­ბი, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არი­ან სხვა­დას­ხ­ვა წრე­ებ­ში. ერ­თი სიტყ­ვით, სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა აქაც მი­ე­დი­ნე­ბა და რაც მთა­ვა­რია, 15-ვე პე­და­გო­გი ერ­თ­ნა­ი­ა­რად ცდი­ლობს, რომ ეს პრო­ცე­სი სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სარ­გებ­ლო იყოს თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის­თ­ვის.

ანა ფირცხალაიშვილი

25-28(942)N