გამოდის 1998 წლიდან
2011-11-10
სა­დაც არ უნ­და იყო, ვა­ჟას რომ გა­დაშ­ლი, უკვე სამშობლოში ხარ

წელს ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას სა­ი­უ­ბი­ლეო წე­ლია, ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რას 150 წლის გე­ნი­ო­სი ჰყავს. ვა­ჟას სა­ი­უ­ბი­ლეო „სა­ჩუქ­რე­ბი­დან“ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლის მი­ერ და­წე­რი­ლი ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი რო­მა­ნი — „და უფ­ს­კ­რულს დას­ც­ქე­რის პი­რიმ­ზე“ (ჩა­ნა­წე­რე­ბი ვა­ჟა­ზე) მი­ვიჩ­ნი­ეთ, რო­მელ­მაც მწე­რალს ახ­ლა­ხან პრე­მია „გა­ლაც“ მო­უ­ტა­ნა — „ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა“ ამ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის ჟი­უ­რიმ „სა­მა­გი­დო წიგ­ნად“ აღი­ა­რა. მხატ­ვ­რულ-დო­კუ­მე­ნ­ტუ­რი ჩა­ნა­წე­რე­ბის სა­ხით მწე­რალ­მა ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას ძნე­ლი და ღირ­სე­უ­ლად გან­ვ­ლი­ლი ცხოვ­რე­ბა წარ­მოგ­ვიდ­გი­ნა და ახა­ლი კუთხით დაგ­ვა­ნა­ხა მი­სი გა­ნუ­მე­ო­რებ­ლი აზ­როვ­ნე­ბის სტი­ლი.
„ვინ იცის, ეგ­რე ძა­ლი­ან რად შე­უ­ფიქ­რი­ა­ნე­ბია ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა გვე­ლე­ბი­სა­გან შვი­ლე­ბი­ა­ნად დაკ­ბე­ნილ ლა­ო­კო­ონს? თა­ვა­დაც ხომ არ გრძნობს, თუ რო­გორ ეგ­რაგ­ნე­ბი­ან მთელ სხე­ულ­ზე სი­დუხ­ჭი­რი­სა და მტრო­ბის გვე­ლე­ბი?.. და თვი­თო­ნაც ლა­ო­კო­ო­ნი­ვით, — კი არ ყვი­რის, ით­მენს... ისე ით­მენს, რომ მარ­ტო კვნე­სა თუ აღ­მოხ­დე­ბა ხოლ­მე და ამი­სიც რცხვე­ნია... ეს ყო­ფი­ლა ვა­ჟას ცხოვ­რე­ბა, სწო­რედ ეს, — რო­ცა ტკი­ვი­ლი და სი­ლა­მა­ზე ძა­ლი­ან ახ­ლო-ახ­ლოს არი­ან და რო­ცა კლდის პირ­ზე ყელ­მო­ღე­რე­ბუ­ლი პი­რიმ­ზე უფ­ს­კ­რულს ჩაჰ­ყუ­რებს ეჭ­ვით...“, — წერს ავ­ტო­რი.
ამ ბო­ლომ­დე ამო­უც­ნო­ბი გე­ნი­ის მპოვ­ნელს კი მო­მა­ვალ­ში ელო­დე­ბა მწე­რა­ლი:
„...ვა­ჟა სულ სხვა­გან არის, ჩვენ კი­დევ სულ სხვა­გან და­ვე­ძებთ და ვერ გვი­პოვ­ნია ჯერ...
ვერც ვი­პოვ­ნით...
ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა მო­მა­ვალ­ში და­ე­ლო­დე­ბა თა­ვის მპოვ­ნელს“.


გზა ვა­ჟამ­დე
გუ­ლახ­დი­ლად რომ გითხ­რათ, ვე­რა­ფე­რიშ­ვი­ლი მწე­რა­ლი ვიქ­ნე­ბო­დი (თუ ვარ რა­მე), რომ არა ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა... ვა­ჟას და­წე­რი­ლე­ბი რომ არ მდე­ბო­და წინ და სწო­რედ ისი­ნი არ ყო­ფი­ლი­ყო ნი­მუ­ში იმი­სა, რო­გორ უნ­და იაზ­როვ­ნოს მწე­რალ­მა, რო­გორ უნ­და გა­მო­ვი­დეს კონ­კ­რე­ტუ­ლი ამ­ბი­დან, რო­გორ გა­ხა­დოს შემ­დეგ ეს ამ­ბა­ვი გან­ზო­გა­დე­ბუ­ლი — და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მი­თო­ლო­გი­ას­თან, ფი­ლო­სო­ფი­ას­თან, კა­ცობ­რი­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის უღ­რ­მეს ფე­ნებ­თან — თუნ­დაც, შუ­მე­რე­ბის და ეგ­ვიპ­ტე­ლე­ბის მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბას­თან... ამის დაკ­ვირ­ვე­ბას და მხო­ლოდ ზო­გი რა­მის მიხ­ვედ­რას წლე­ბი დას­ჭირ­და, სტუ­დენ­ტო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დღემ­დე — მა­ლე 49 წლი­სა გავ­ხ­დე­ბი.
ლექ­ცი­ე­ბი უნი­ვერ­სი­ტე­ტის იმ აუდი­ტო­რი­ა­ში მი­ტარ­დე­ბო­და, სა­დაც ვა­ჟა გარ­და­იც­ვა­ლა 1915 წელს, რუ­სეთ-თურ­ქე­თის ომი­სას. წარ­მო­ვიდ­გენ­დი ხოლ­მე სამ­ხედ­რო ლა­ზა­რე­თად გა­დაქ­ცე­ულ ჩვენს მა­შინ­დელ კლა­სი­კურ გიმ­ნა­ზი­ას (უნი­ვერ­სი­ტე­ტი რომ და­ა­არ­სეს, ჯერ გიმ­ნა­ზია და­არ­ქ­ვეს), სა­დაც მო­მაკ­ვ­და­ვი ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა მომ­ვ­ლელ მედ­დებს ბა­ლა­ხებს და მცე­ნა­რე­ებს მო­ა­ტა­ნი­ნებ­და, ზედ დაწ­ვე­ბო­და, იმათ სურ­ნელ­ში და რა­ღა­ცას ეჩურ­ჩუ­ლე­ბო­და, თან ეფე­რე­ბო­და.
მარ­თა­ლია, გე­ო­ლო­გი­ურ­ზე ვსწავ­ლობ­დი, მაგ­რამ ჩემ გვერ­დით უამ­რა­ვი ფი­ლო­ლო­გი იყო, პირ­ველ კორ­პუს­ში ვი­ყა­ვით და ვა­ჟა­ზე რო­ცა იყო სა­ინ­ტე­რე­სო ლექ­ცი­ე­ბი, იქაც დავ­დი­ო­დი ხოლ­მე.
და რო­ცა მი­ნე­რა­ლო­გი­ის ლექ­ცი­ას გვი­კითხავ­დ­ნენ, ვა­ჟას თეთ­რი ბი­უს­ტი ზე­მო­დან გად­მოგ­ვ­ყუ­რებ­და. ვთქვათ და, რო­მე­ლი­მე ქა­ნის თხელ ანა­თალს გვაჩ­ვე­ნებ­დ­ნენ მიკ­როს­კოპ­ში, — ეს არის ულა­მა­ზე­სი, გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი სამ­ყა­რო და მიკ­როს­კო­პის სა­თა­ნა­დო ნა­წილს რომ და­ატ­რი­ა­ლებ, მი­ნე­რა­ლე­ბი ციმ­ციცმს იწყე­ბენ, ფე­რებს იც­ვ­ლი­ან და რა­ღაც ფან­ტას­ტი­კურ, ჯა­დოს­ნურ სამ­ყა­რო­ში გგო­ნია თა­ვი...
მიკ­როს­კო­პის ოკუ­ლარს თვალს მო­ა­შო­რებ და ვა­ჟა ისე ჩა­მოგ­ყუ­რებს, გე­გო­ნე­ბა, იმა­ნაც და­ი­ნა­ხა მი­ნე­რა­ლე­ბის ეს ფე­ი­ერ­ვერ­კი და ფე­რე­ბით ჯა­დოს­ნუ­რი თა­მა­შო­ბაო...
ან­და, ლექ­ცი­ას გი­კითხა­ვენ იმა­ზე, თუ რო­გორ წარ­მო­იშ­ვა ქვე­ბი, მი­ნე­რა­ლე­ბი და თან ამ დროს ისევ ვა­ჟა მოგ­ჩე­რე­ბია...
ვფიქ­რობ­დი, რა უნ­და ვა­ჟას გე­ო­ლო­გი­ას­თან, ქვებ­თან, მი­ნე­რა­ლებ­თან-მეთ­ქი?..
რა უნ­და და, თურ­მე, ყვე­ლა­ფე­რი იცის, გე­ო­ლო­გი­ას გვიყ­ვე­ბა კი­დე­ვაც, — „ხე­ვი მთას ჰმო­ნებს, მთა — ხევ­სა, წყალ­ნი — ტყეს, ტყე­ნი — მდი­ნა­რეთ, ყვა­ვილ­ნი — მი­წას და მი­წა — თა­ვის აღ­ზ­რ­დილ­თა მცე­ნა­რეთ და მე ხომ ყვე­ლას მო­ნა ვარ, პირ­ზედ ოფლ-გა­დამ­დი­ნა­რედ!“
ამას რომ მიხ­ვ­დე­ბი, მე­რე ად­ვი­ლია იმ თეთრ მარ­მა­რი­ლოს ბი­უს­ტ­თან ვა­ჟას ლექ­სე­ბის და პო­ე­მე­ბის ნელ-ნე­ლა, დინ­ჯად კითხ­ვა, რო­ცა თი­თო­ე­ულ სიტყ­ვას უკ­ვირ­დე­ბით რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი, ერ­თად ეძებთ ლექ­სი­კო­ნებ­ში, რას უნ­და ნიშ­ნავ­დეს...
თან ბავ­შ­ვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ჯერ კი­დევ დე­დის მო­ნათხ­რო­ბი­დან თუ წა­კითხუ­ლი­დან გახ­სოვს და აღარ გა­ვიწყ­დე­ბა იმი­სი შვლის ნუკ­რი, მო­ხუ­ცი მგე­ლი ტო­ტია და მგლე­ბის ხრო­ვა ზამ­თ­რის ყინ­ვა­ში... ხმე­ლი წი­ფე­ლი... ფეს­ვე­ბი... ია... მთა­ნი მა­ღალ­ნი, რომ­ლებ­საც უნა­ხა­ვის და­ნახ­ვა შე­უძ­ლი­ათ... ალუ­და ქე­თე­ლა­უ­რი... ზვი­ა­და­უ­რი და აღა­ზა... გვე­ლის­მ­ჭა­მე­ლი...
მეშ­ვი­დე-მერ­ვე კლა­სი­დან უკ­ვე რა­ღა­ცებს ვი­წერ­დი, ვი­ნიშ­ნავ­დი ვა­ჟას ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა მა­შინ ყვე­ლა­ფერს ვერ ვხვდე­ბო­დი.
ბევ­რი რამ შე­და­რე­ბით გა­სა­გე­ბი გახ­და, რო­ცა უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მუ­შა­ო­ბა მთა­ში და­ვიწყე, ფშა­ვის გე­ო­ლო­გი­ურ პარ­ტი­ა­ში. იმ დრო­ის­თ­ვის, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვა­ჟას შე­მოქ­მე­დე­ბა მთლი­ა­ნად წა­კითხუ­ლი მქონ­და, მაგ­რამ პო­ე­მე­ბის გა­გე­ბა მი­ჭირ­და. არა­და, ძა­ლი­ან მა­გარ მწე­რალ­თან რომ მქონ­და საქ­მე, გუ­ლი მიგ­რ­ძ­ნობ­და, — სულ გო­ნე­ბა­ში მიტ­რი­ა­ლებ­და ვა­ჟას უძ­ლი­ე­რე­სი სცე­ნე­ბი თუ სხარ­ტუ­ლა ფრა­ზე­ბი...
და რო­გორც კი ფშავ­ში მოვ­ხ­ვ­დი და იქა­უ­რე­ბის ლა­პა­რაკს და­ვუგ­დე ყუ­რი, იმა­თი ნათ­ქ­ვა­მი სიტყ­ვე­ბი ჩა­ვი­წე­რე და ავახ­ს­ნე­ვი­ნე, იმათ ყო­ფა-ცხოვ­რე­ბას და­ვაკ­ვირ­დი მთე­ლი შვი­დი წე­ლი­წა­დი, კი­დევ უფ­რო მი­ვუ­ახ­ლოვ­დი ვა­ჟას სამ­ყა­როს, მი­ვუ­ახ­ლოვ­დი, მაგ­რამ გა­გე­ბი­სა რა მო­გახ­სე­ნოთ, — ახ­ლაც, რამ­დენ­ჯე­რაც უნ­და და­ვუბ­რუნ­დე, სულ ახალ-ახალ რა­მე­ებს აღ­მო­ვა­ჩენ ხოლ­მე. ჰო­და, ვა­ჟას ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ჩემს წიგ­ნ­ში ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი ხუ­თი პო­ე­მა სწო­რედ იმ ქა­ნე­ბის ანა­თა­ლებს მა­გო­ნებს, მიკ­როს­კოპ­ში რომ ვატ­რი­ა­ლებ­დით და სას­წა­უ­ლებ­რი­ვად იც­ვ­ლიდ­ნენ ფე­რებ­სა თუ ელ­ფე­რებს...

„მე არც ერთ კი­ლოს არ ვწუ­ნობ,
თუა ქარ­თუ­ლი გვა­რი­სა...“
თა­ვან­კა­რა, სუფ­თა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ქარ­თუ­ლით პრო­ზას და წე­რი­ლებს წერ­და ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა. ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბი, შვი­ლებს ვა­ჟას მოთხ­რო­ბე­ბი წა­უ­კითხეთ-მეთ­ქი, რომ აუმ­ღ­ვ­რე­ვე­ლი და წმინ­და ქარ­თუ­ლის მად­ლი გა­ი­გონ ბალ­ღებ­მა...
აი, ვა­ჟას პო­ე­ზი­ა­ში კი სხვა ვი­თა­რე­ბაა, მის ლექ­სებ­ში და პო­ე­მებ­ში თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბუ­ლი მო­დერ­ნის­ტის გა­ბე­დუ­ლე­ბით შე­მო­დის ფშა­უ­რი კი­ლო­კა­ვი. თა­ნაც იქ მთა­ვა­რი არც რით­მაა, არც მარ­ც­ვა­ლის რა­ო­დე­ნო­ბა სტრი­ქონ­ში და არც რიტ­მი, მთა­ვა­რი ამ­ბა­ვია, რო­მე­ლიც კავ­შირს აბამს იმ სიღ­რ­მე­ებ­თან, რაც მთელ კა­ცობ­რი­ო­ბას და­უგ­რო­ვე­ბია.
მარ­თა­ლია, აკა­კი წე­რე­თელ­მა ვა­ჟას ენა და­უ­წუ­ნა, მაგ­რამ ამ დი­ა­ლექ­ტ­მა უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი სიტყ­ვე­ბი შე­მოგ­ვი­ნა­ხა, შო­თა რუს­თა­ვე­ლის ენა შეგ­ვი­ნარ­ჩუ­ნა („კა­ბა-ჯუ­ბა­ნი“ რუს­თა­ველ­თა­ნაც არის და ფშა­ურ ლა­პა­რაკ­ში­ცო, — წერს ვა­ჟა თა­ვის ეთ­ნო­მოთხ­რო­ბა­ში „ფშა­ვე­ლი და მი­სი წუ­თი­სო­ფე­ლი”).
სვა­ნეთ­მა, ფშავ­მა, ხევ­სუ­რეთ­მა, თუ­შეთ­მა, მთი­უ­ლეთ­მა და, ზო­გა­დად მთამ, ძნელ­ბე­დო­ბი­სას იქ გა­და­მა­ლუ­ლი მარ­ტო ჩვე­ნი მე­ფე­თა სა­გან­ძუ­რი კი არ შეგ­ვი­ნა­ხა, არა­მედ ძვე­ლი ქარ­თუ­ლი სიტყ­ვე­ბიც (იმი­ტომ ვიტყ­ვი ხოლ­მე, რომ მთამ გა­და­არ­ჩი­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლო-მეთ­ქი)...
ვა­ჟამ ეს ენა თა­ვის პო­ე­ზი­ა­ში გა­მო­ი­ყე­ნა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს მო­დერ­ნიზ­მია. ის, რაც ჯო­ის­მა პრო­ზა­ში გა­ა­კე­თა, — და­ახ­ლო­ე­ბით, ეგე­თი­ვე რამ ჩა­ი­დი­ნა ვა­ჟამ ქარ­თულ პო­ე­ზი­ა­ში.
ეთერ თა­თა­რა­ი­ძის ლექ­სე­ბის თუ­შუ­რი სტი­ლი სწო­რედ ამ გა­მოც­დი­ლე­ბი­დან მო­დის.
აქ უმ­თავ­რე­სი ის არის, რომ მწერ­ლის სტილ­ში ლა­ღად შე­მო­დის სიტყ­ვის ის დი­ა­ლექ­ტუ­რი ფორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მშობ­ლი­უ­რი ენის სიღ­რ­მე­ებ­თან გვა­ახ­ლო­ებს.
ფშავ­ში დღე­საც ამ ენით მეტყ­ვე­ლე­ბენ, თა­ნაც მა­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ლა­პა­რა­კი ხში­რად ლექ­სია. ეგე­თი უც­ნა­უ­რი კუთხეა ფშა­ვი.
სხვა­თა შო­რის, ლა­ზებს ჰქო­ნი­ათ ამის მსგავ­სი ჩვე­უ­ლე­ბა (ახ­ლა ლა­ზებ­ზე და­ვას­რუ­ლე რო­მა­ნი და იმი­ტომ ვამ­ბობ), ისი­ნიც სიმ­ღე­რით ეპა­ექ­რე­ბოდ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს. საკ­ვირ­ვე­ლია, ლა­ზებს და ფშავ­ლებს, თით­ქოს ერ­თ­მა­ნე­თის­გან ასე და­შო­რი­შო­რე­ბუ­ლებს, რო­გორ სიღ­რ­მი­სე­უ­ლად აკავ­ში­რებთ ეს ლექ­სით პა­ექ­რო­ბა...
ვა­ჟამ სუ­ლი ჩა­ბე­რა ამ სამ­ყა­როს, უკ­ვ­დავ­ყო და სა­ჩუქ­რად გვი­ბო­ძა. ამას ფშავ­ში ჩას­ვ­ლის შემ­დეგ უფ­რო მე­ტად მივ­ხ­ვ­დი...
ბავ­შ­ვებს, სტუ­დენ­ტებს, რომ­ლე­ბიც ვა­ჟას კითხუ­ლო­ბენ და აკა­კი წე­რე­თე­ლი­ვით არ მოს­წონთ მი­სი ენა, იმას ვეტყო­დი, რომ ეგე­თი ენით თვით­გა­მო­ხატ­ვა ვა­ჟას ში­ნა­გან­მა სწრაფ­ვამ გა­ნა­პი­რო­ბა შო­თა რუს­თა­ვე­ლის­დ­რო­ინ­დე­ლი თუ გრი­გოლ ხან­ძ­თე­ლი­სა და, უფ­რო ად­რინ­დე­ლი, შუ­შა­ნი­კის ხა­ნის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ენი­სა­კენ. ვა­ჟა­სათ­ვის ხომ ძვე­ლი ქარ­თუ­ლი და ახა­ლი ქარ­თუ­ლი ენა არ არ­სე­ბობს, მის­თ­ვის ფშა­უ­რი კი­ლო­კა­ვიც არ არის, ეს ერ­თი­ა­ნი ქარ­თუ­ლი ენის გა­ცოცხ­ლე­ბაა — „მე არც ერთ კი­ლოს არ ვწუ­ნობ, თუა ქარ­თუ­ლი გვა­რი­სა“-ო, — აკი ესეც დაგ­ვი­ბა­რა...

მთვა­რე­ზეც რომ იყო, ვა­ჟას რომ გა­დაშ­ლი, უკ­ვე სამ­შობ­ლო­ში ხარ
„და უფ­ს­კ­რულს დასცქერს პი­რიმ­ზე“ — ეს დო­კუ­მენ­ტურ-ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი რო­მა­ნი ვა­ჟას მი­ვუძღ­ვე­ნი. დიდ­ხანს ვწერ­დი და ვსწავ­ლობ­დი. არ ვი­ჩე­მებ, რომ ვა­ჟა­ზე მარ­ტო მე დავ­წე­რე, ალ­ბათ, მო­ვა სხვა, ვინც კი­დევ უკე­თე­სად და­წერს მის შე­სა­ხებ.
ბავ­შ­ვებს სკო­ლებ­ში რომ ვხვდე­ბი, ვე­უბ­ნე­ბი ხოლ­მე, ვინ იცის, იქ­ნებ თქვენ შო­რის ზის მო­მა­ვა­ლი მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც ჩემ­ზე უკე­თე­სად და­წერს წიგნს ვა­ჟა­ზე და, თუ მო­ვეს­წ­რე­ბი, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­დე­ბა მეთ­ქი.
ის­რა­ელ­ში ცხოვ­რობს სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან წა­სუ­ლი პა­ტა­რა გო­გო­ნა, გვა­რად ბე­გაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ვა­ჟას რომ კითხუ­ლობს, თურ­მე, ტი­რის. ერ­თ­მა ჩემ­მა „ფე­ის­ბუ­კელ­მა“ მე­გო­ბარ­მა, შო­რე­ნა აზ­მა­ი­ფა­რაშ­ვილ­მა ჩე­მი წიგ­ნი მო­მი­ტა­ნა და ავ­ტოგ­რა­ფი მთხო­ვა, თან გა­მაფ­რ­თხი­ლა, ბე­გაშ­ვი­ლის­თ­ვის გა­მე­კე­თე­ბი­ნა წარ­წე­რა. ეს წიგ­ნი მის­თ­ვის ყვე­ლა­ზე დი­დი სი­ხა­რუ­ლი იქ­ნე­ბაო. თურ­მე, ის პა­ტა­რა გო­გო­ნა ოც­ნე­ბობს, ებ­რა­უ­ლი ენა ისე ის­წავ­ლოს, რომ შემ­დეგ ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა თარ­გ­მ­ნოს... დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს პა­ტა­რა გო­გო­ნა გა­იზ­რ­დე­ბა და მარ­თ­ლა შეძ­ლებს ვა­ჟას ებ­რა­ულ ენა­ზე ამეტყ­ვე­ლე­ბას.
წიგ­ნის და­სას­რულ­შიც ხომ ვწერ, რომ ვა­ჟა მო­მა­ვალ­ში და­ე­ლო­დე­ბა თა­ვის მპოვ­ნელს მეთ­ქი — ეს მარ­თ­ლა ეგ­რეა, რა­კი ჯერ კი­დევ არ არის ბო­ლომ­დე შეც­ნო­ბი­ლი და აღ­მო­ჩე­ნი­ლი. ვა­ჟას­თან ჯერ კი­დევ უამ­რა­ვი რა­მაა სა­პოვ­ნე­ლი. თუმ­ცა, ქარ­თ­ვე­ლი ყო­ველ­თ­ვის გრძნობ­და, რომ ვა­ჟა სამ­შობ­ლოს ერ­თი უმ­თავ­რე­სი ნი­შა­ნია — ისე­ვე, რო­გორც ფი­როს­მა­ნი...
სა­დაც არ უნ­და იყო, თუნ­დაც მთვა­რე­ზე, ვა­ჟას რომ გა­დაშ­ლი და კითხ­ვას შე­უდ­გე­ბი, უკ­ვე სამ­შობ­ლო­ში ხარ...

„და უფ­ს­კ­რულს დას­ც­ქე­რს პი­რიმ­ზე “ 
- მი­ნი­ა­ტუ­რე­ბით გა­ცოცხ­ლე­ბუ­ლი ვა­ჟა

რო­ცა ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან ვკრებ­დი წიგნს, მწე­რალ­მა თამ­რი ფხა­კა­ძემ, რო­მე­ლიც ჩი­ნე­ბუ­ლი რე­დაქ­ტო­რი­ცაა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რჩე­ვე­ბი მომ­ცა, რა დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა და რა ამოგ­ვე­ღო. ასე­ვე, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე პრო­ფე­სორ ტრის­ტან მა­ხა­უ­რის რჩე­ვე­ბი, რო­მე­ლიც ფშა­ურ სამ­ყა­როს­თან ჩემ­ზე უფ­რო ახ­ლო­საა, იქ არის და­ბა­დე­ბუ­ლი.
სა­ბო­ლო­ოდ კი, წიგ­ნ­მა თა­ვი­სე­ბუ­რი სა­ხე მი­ი­ღო.
ეს დო­კუ­მე­ნე­ტურ-მხატ­ვ­რუ­ლი რო­მა­ნია. აქ დო­კუ­მენ­ტუ­რი ჩა­ნა­წე­რე­ბის გვერ­დით თა­ნა­არ­სე­ბობს მხატ­ვ­რუ­ლი გა­მო­ნა­გო­ნიც, რომ­ლე­ბიც რე­ა­ლურ ფაქ­ტებს ემ­ყა­რე­ბა. მა­გა­ლი­თად, ცნო­ბი­ლია, რომ გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე და ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა ერ­თ­მა­ნეთს შეხ­ვ­დ­ნენ, მაგ­რამ უც­ნო­ბია, რა­ზე ისა­უბ­რეს. მა­თი ეს შეხ­ვედ­რა მე მხატ­ვ­რუ­ლად, რე­ა­ლო­ბას­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლად წარ­მო­ვად­გი­ნე.
მოკ­ლედ, ეს არის წიგ­ნი, რო­მე­ლიც პა­ტარ-პა­ტა­რა დო­კუ­მენ­ტუ­რი და მხატ­ვ­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის მო­ნაც­ვ­ლე­ო­ბაა, „ბი-ბი-სის“ დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბის მგავ­სად და უფ­რო თვალ­ნათ­ლივ გვაჩ­ვე­ნებს თა­ვად ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას, მის გა­რე­მომ­ც­ველ ეპო­ქას, ადა­მი­ა­ნებ­სა და მთლი­ან ატ­მოს­ფე­როს. აი, ეგე­თი ხერ­ხით ვცა­დე ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას გა­ცოცხ­ლე­ბა.

ვა­ჟას „მა­მუ­ლე­ბი“
რო­გორც გითხა­რით, ვა­ჟას­გან უამ­რა­ვი რა­მის სწავ­ლა შე­იძ­ლე­ბა — რო­გორ უნ­და ააგო ამ­ბა­ვი, რომ შე­ნი სათ­ქ­მე­ლი უმაღ­ლეს მხატ­ვ­რულ გან­ს­ხე­უ­ლე­ბა­ში წარ­მო­უდ­გი­ნო მკითხ­ველს.
პო­ე­ზი­ა­ზე რომ არა­ფე­რი ვთ­ქვათ, ვა­ჟა იწყებს ორი­გი­ნა­ლუ­რი მი­ნი­ა­ტუ­რე­ბის შექ­მ­ნას — „მთა­ნი მა­ღალ­ნი“, „ია“, „ქუ­ჩი“, „ფეს­ვე­ბი“... ეს ფი­ლო­სო­ფი­ურ-ლი­რი­კუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბია, სტი­ლის­ტურ-ენობ­რი­ვი პო­ზი­ცი­ით კი — იმ დრო­ი­სათ­ვის სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ახა­ლი. ვა­ჟას შექ­მ­ნი­ლი ხა­ზი გრძელ­დე­ბა გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის, რე­ვაზ ინა­ნიშ­ვი­ლი­სა და სხვა მწერ­ლე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში. მი­ნი­ა­ტუ­რის ეს ფორ­მა, რაც ვა­ჟამ შექ­მ­ნა, მთე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა და სწო­რედ ამი­ტომ ვხუმ­რობ ხოლ­მე, — აქეთ მხა­რეს სულ ვა­ჟას მა­მუ­ლე­ბია მეთ­ქი... აი, თუნ­დაც, — გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლის ნო­ვე­ლე­ბი რომ გვიყ­ვარს, ვა­ჟას გაგ­რ­ძე­ლე­ბაა; გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის „ნატ­ვ­რის ხეც“ ვა­ჟას მა­მუ­ლებ­შია, აბა სად არის — იმი­სი პერ­სო­ნა­ჟე­ბი, სტი­ლი სწო­რედ ვა­ჟა­დან მო­დის... ანუ, არ­სე­ბობს გარ­კ­ვე­უ­ლი ჯგუ­ფი მწერ­ლე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც ვა­ჟას შექ­მ­ნილ სამ­ყა­რო­ში ტრი­ა­ლე­ბენ, თა­ვი­ან­თ­სას ამა­ტე­ბენ და ამით კი­დევ უფ­რო მრა­ვალ­ფე­რო­ვან­სა და ლა­მაზს ხდი­ან. ეგე­თი მწერ­ლე­ბი ვა­ჟა­დან მო­დი­ან. ვი­სურ­ვებ­დი, რომ მეც ვა­ჟას მა­მუ­ლებ­ში მქონ­დეს ჩე­მი პა­ტა­რა ნაკ­ვე­თი...

შტამ­პი: პირ­ქუ­ში ვა­ჟა
კო­მუ­ნის­ტებ­მა შექ­მ­ნეს ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას ერ­თ­გ­ვა­რი კლი­შე, შტამ­პი — მო­ღუ­შუ­ლი პი­როვ­ნე­ბა, და­ხე­უ­ლი ქა­ლამ­ნე­ბი­თა და ჩო­ხა-ახა­ლუ­ხით, რო­მე­ლიც და­დის და იბღ­ვი­რე­ბა.
არა­და, ეს არის მხი­ა­რუ­ლი, ლა­ღი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც უყ­ვარს ქე­ი­ფი; რო­ცა ქა­ლაქ­ში ჩა­მო­დის, აქა­უ­რებ­ზე უკე­თე­სად თა­მა­შობს ბი­ლი­არდს, სა­დი­ლებს მო­უ­გებს ხოლ­მე; გა­რეგ­ნო­ბა­საც ძა­ლი­ან აქ­ცევს ყუ­რადღე­ბას, — ციმ­ბი­რის წყლუ­ლით და­ზი­ა­ნე­ბულ მარ­ჯ­ვე­ნა თვალს ფე­რა­დი პენ­ს­ნე­თი იფა­რავს, სხვას რომ ცუ­დად არ მოხ­ვ­დეს თვალ­ში; სა­ხა­ზი­ნო თე­ატ­რ­ში (დღე­ვან­დე­ლი ოპე­რის თე­ატ­რ­ში) და­დის და ჯუ­ზე­პე ვერ­დის „ტრა­ვი­ა­ტას“ ის­მენს... ანუ, ეს ადა­მი­ა­ნი სულ სხვა ვინ­მეა...
ვა­ჟას ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, თუნ­დაც უმ­ძი­მეს თე­მა­ტი­კა­ზე აგე­ბუ­ლიც კი, ისე­ვე ლა­ღად იკითხე­ბა, რო­გორც ვერ­დის ოპე­რე­ბი ის­მი­ნე­ბა.
ჯუ­ზე­პე ვერ­დი და ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა ერ­თ­მა­ნეთს ჰგვა­ნან, ორი­ვე ხომ თა­ვის ფეს­ვებს უბ­რუნ­დე­ბა.
ჯუ­ზე­პე ვერ­დი მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში ბრუნ­დე­ბა და სამ შე­დევრს წერს: „რი­გო­ლე­ტოს”, „ტრუ­ბა­დურს“ და ტრა­ვი­ა­ტას“, მაგ­რამ ვა­ჟას­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, უფ­რო მე­ტი ფუ­ლი აქვს. თუმ­ცა, იქა­უ­რი გლე­ხი­ვით და­დის და ბუზღუ­ნით იკ­ლებს ყვე­ლას, — რა­ტომ წვი­მა არ მო­ვი­და, მო­სა­ვა­ლი მი­ფუჭ­დე­ბაო... ამ დროს გლეხს ჰგავს ჯუ­ზე­პე ვერ­დი, მაგ­რამ გლე­ხი არ არის...
ვა­ჟაც ჩარ­გალ­ში დაბ­რუნ­და. ფშავ­ლებ­ში იდ­გა, კა­ფი­ობ­და, ქე­ი­ფობ­და, ყვე­ლა დღე­ო­ბას ეს­წ­რე­ბო­და, ხნავ­და და თე­სავ­და. უმ­ძი­მე­სი შრო­მის შემ­დეგ კი, შინ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, იჯ­და და „ალუ­და ქე­თე­ლა­უ­რი­დან“ მო­ყო­ლე­ბუ­ლი, შე­დევ­რებს ქმნი­და.
რე­ა­ლუ­რი ვა­ჟა, კო­მუ­ნის­ტე­ბის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი ვა­ჟას პი­როვ­ნე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ლა­ღია, მხი­ა­რუ­ლი, უფ­რო მე­ტიც — წაწ­ლე­ბი ჰყავს, ხუ­თი-ექ­ვ­სი წა­წა­ლი ჰყავ­დაო, იმი­სი სულ უმ­ც­რო­სი ძმა, სან­დ­რო რა­ზი­კაშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს. მოკ­ლედ, ვა­ჟა ცხოვ­რობ­და და თან წერ­და.
მე, ზო­გა­დად, არ მიყ­ვარს ისე­თი მწერ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ და მხო­ლოდ წიგ­ნებს წე­რენ და ცხოვ­რე­ბას ემა­ლე­ბი­ან. მწე­რალ­მაც უნ­და იცხოვ­როს, გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ი­ძი­ნოს, რომ მე­რე ამ ცხოვ­რე­ბი­დან გა­მო­ი­ტა­ნოს ისე­თი რამ, რაც ისე შე­ა­წუ­ხებს და არ მო­ას­ვე­ნებს, რომ და­სა­წე­რად გა­უხ­დის თავს. სხვა სი­კე­თეს­თან ერ­თად, ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით მდი­და­რი მწე­რა­ლია.

ვა­ჟა მო­მა­ვალს ხე­დავს
მეცხ­რა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში, რო­ცა ადა­მი­ანს ჯერ კი­დევ წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­და, რომ მეც­ნი­ე­რულ-ტექ­ნი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­დე­გად ოზო­ნის ფე­ნა გათხელ­დე­ბო­და, ტემ­პე­რა­ტუ­რა რამ­დე­ნი­მე გრა­დუ­სით მო­ი­მა­ტებ­და და მთლი­ა­ნად შე­იც­ვ­ლე­ბო­და დე­და­მი­წის გა­რე­მო, რაც კა­ტას­ტ­რო­ფებს გა­მო­იწ­ვევ­და, ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა გვაფ­რ­თხი­ლებ­და, — რო­გორც კი ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ თავს გა­რე­მომ­ც­ველ სამ­ყა­რო­ზე მაღ­ლა და­ა­ყე­ნებს, რო­გორც კი შე­ეც­დე­ბა მის და­მორ­ჩი­ლე­ბას, ბუ­ნე­ბა ძა­ლი­ან მკაც­რად უპა­სუ­ხებს — წყალ­დი­დო­ბე­ბით, მი­წის­ძ­ვ­რე­ბით, ათა­სი სხვა უბე­დუ­რე­ბით... ოზო­ნის ფე­ნის გათხე­ლე­ბა იქ­ნე­ბა, ეპი­დე­მი­ე­ბი თუ სხვა რამ. ეს კი დღეს, რე­ა­ლუ­რად, ჩვე­ნი პრობ­ლე­მაა...
ვა­ჟა მო­მა­ვალს ხე­დავს, უც­ნა­უ­რი წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბის ნი­ჭი აქვს, — თა­ვი­სი ცო­ლის, კე­კე ამი­ლახ­ვ­რის (იგი­ვე ნე­ბი­ე­რი­ძის) გარ­დაც­ვა­ლე­ბაც ხომ წი­ნას­წარ იგ­რ­ძ­ნო. ისე­თი მწერ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბის ნი­ჭი აქვთ, იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი არი­ან.
ზო­გა­დად, ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი ადა­მი­ანს წარ­მო­იდ­გე­ნენ ხოლ­მე მო­მავ­ლის­გან ზურ­გ­შექ­ცე­ულს და წარ­სუ­ლის­კენ მაც­ქე­რალს. ვა­ჟა კი პი­რი­ქით, წარ­სუ­ლის­კენ ზურ­გით დგას და მო­მავ­ლის­კენ იყუ­რე­ბა, — ხე­დავს, რა მოხ­დე­ბა იქ და ჩვენც გვიყ­ვე­ბა ამ მო­მავ­ალ­ში და­ნა­ხულს.

„არ­მუ­რი“ — ლი­ტა­რე­ნა, უფ­რო კი ბიბ­ლი­ო­თე­კა
ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­სა­ი­ტე­ბი რომ არ­სე­ბობს, ეს ძა­ლი­ან კარ­გია. ლი­ტე­რა­ტუ­რით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ანს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა, თა­ვი­სი ნა­წარ­მო­ე­ბი სა­იტ­ზე გა­ნა­თავ­სოს. ამის შე­დე­გად რე­დაქ­ცი­ე­ბის­გან კონ­ტ­რო­ლი მო­იხ­ს­ნა, თუმ­ცა, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ხა­რის­ხ­მა იკ­ლო. ცალ­კე­უ­ლი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის გარ­და, რაც ინ­ტერ­ნეტ­ში იდე­ბა, ქა­ღალ­დ­ზე ნა­წერ­თან შე­და­რე­ბით, მარ­თ­ლა ნაკ­ლე­ბი ხა­რის­ხი­საა, ამას ბევ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე თუ კრი­ტი­კო­სი აღი­ა­რებს. ამ საქ­მეს, ალ­ბათ, გა­მოც­დი­ლე­ბა და დრო სჭირ­დე­ბა. სა­ი­ტე­ბი ნელ-ნე­ლა და­იხ­ვე­წე­ბა, გა­მოჩ­ნ­დე­ბი­ან რე­დაქ­ტორ­თა ძლი­ე­რი ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც ნა­წარ­მო­ე­ბებს მხო­ლოდ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ღირ­სე­ბის გა­მო და­დე­ბენ. არ­სე­ბობს ეგე­თი ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი სა­ი­ტე­ბი...
კი­დევ ვი­ცი ერთ-ერ­თი რუ­სუ­ლი სა­ი­ტი — http://lito.ru, რო­მელ­საც ახალ­გაზ­რ­და მწე­რალ­თა დი­დი ჯგუ­ფი უძღ­ვე­ბა, — ამ პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და პროგ­რა­მის­ტი არის მწე­რა­ლი და მუ­სი­კო­სი ალექ­სეი კა­რა­კოვ­ს­კი, ხო­ლო მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი გახ­ლავთ პო­ე­ტი, ეს­ტო­ნუ­რად მთარ­გ­მ­ნე­ლი და რე­დაქ­ტო­რი ლი­ე­ნე ლას­მა. აქ რომ სა­კუ­თარ ნა­წარ­მო­ებს გა­აგ­ზავ­ნი, ჯერ რე­დაქ­ტორ­თან მი­დის და ის იღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, გა­მოქ­ვეყ­ნ­დეს თუ არა სა­იტ­ზე. თუ და­ი­დე­ბა, ნა­წარ­მო­ებს რე­დაქ­ტო­რის რე­ცენ­ზი­აც ექ­ნე­ბა წამ­ძღ­ვა­რე­ბუ­ლი. ჩე­მი რამ­დე­ნი­მე მოთხ­რო­ბაც გა­მოქ­ვეყ­ნ­და ამ სა­იტ­ზე — http://lito.ru/avtor/mikho, რაც ძა­ლი­ან მე­ა­მა­ყე­ბა. თუ იარ­სე­ბებს ასე­თი­ვე ქარ­თუ­ლი სა­ი­ტი, რო­მელ­ზეც რე­დაქ­ტო­რე­ბის მი­ერ გა­დარ­ჩე­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა გან­თავ­ს­დე­ბა, ბევ­რად უკე­თე­სი იქ­ნე­ბა.
ჩე­მი ბიბ­ლი­ო­თე­კა-ფო­რუ­მი რომ არის, სა­ხე­ლად „არ­მუ­რი“, მე იქ არ ვარ­ჩევ ნა­წარ­მო­ე­ბებს, ვი­საც მოს­ვ­ლა მო­უნ­დე­ბა, ყვე­ლა მო­დის და გა­ნა­თავ­სებს თა­ვის ნა­წე­რებს. იქ რე­დაქ­ტო­რე­ბი არ არი­ან, რად­გან უფა­სოდ ვე­რა­ვის ვთხოვ მუ­შა­ო­ბას...
ძა­ლი­ან დი­დი და მო­ბი­ლუ­რი ბა­ზა შე­იქ­მ­ნა გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის, ზა­ალ ჩხე­ი­ძის და მა­თი მე­გობ­რე­ბის სა­ი­ტით — http://www.lib.ge, რო­მელ­ზეც უამ­რა­ვი ნა­წა­რო­მოე­ბი, ის­ტო­რი­უ­ლი თუ მე­მუ­ა­რუ­ლი ხა­სი­ა­თის მა­სა­ლა იდე­ბა. მათ შო­რის ძა­ლი­ან ბევ­რი ფა­სე­უ­ლი და ღი­რე­ბუ­ლია. ამ ბო­ლო ხანს ძა­ლი­ან გა­მო­ცოცხ­ლ­და ეს პორ­ტა­ლი, თუნ­დაც ვი­დე­ო­მა­სა­ლე­ბით. უცხო­ეთ­ში წა­სუ­ლი უამ­რა­ვი ქარ­თ­ვე­ლი შე­მო­დის ამ სა­იტ­ზე, სა­ღა­მოს თუ ნა­ხავთ მაჩ­ვე­ნებ­ლებს, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი ჰყავს.
„არ­მუ­რი“ ჯერ­ჯე­რო­ბით ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი არ არის, თუმ­ცა აქაც ყო­ველ­დღი­ურ მომ­ხ­მა­რე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ხუ­თასს გა­დას­ც­და. გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლია პო­ე­ტე­ბის გვერ­დი, რო­მელ­საც „პო­ე­ტე­ბის ქვე­ყა­ნა“ და­ვარ­ქ­ვი. ვინც ცოცხა­ლი არ არის, მე ვუ­კე­თებ გვერდს, მა­გა­ლი­თად, თა­მაზ ბა­ძა­ღუ­ას სუ­რა­თი, მოკ­ლე ბი­ოგ­რა­ფია და მე­რე ლექ­სე­ბი...
რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ინ­ტერ­ნე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რი­სათ­ვის მი­სა­სალ­მე­ბე­ლია თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ძვე­ლის, უკ­ვე ქა­ღალ­დ­ზე შექ­მ­ნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას უწყობს ხელს. ამი­ტო­მაც ყვე­ლამ უნ­და შე­ვუწყოთ ხე­ლი მსგავ­სი სა­ი­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას.
„არ­მუ­რი“ უფ­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის ტი­პი­საა. მარ­თა­ლია, ჯერ­ჯე­რო­ბით მცი­რე მო­ცუ­ლო­ბი­საა, მაგ­რამ აქ ნე­ბის­მი­ერს შე­უძ­ლია გახ­ს­ნას სა­კუ­თა­რი გვერ­დი და გა­მო­აქ­ვეყ­ნოს ხოლ­მე სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბის ნი­მუ­შე­ბი. ფო­რუ­მის ფორ­მა აქვს და თან ბიბ­ლი­ო­თე­კაა, ამ ორის შერ­წყ­მა კი, წე­სით, უფ­რო ცოცხა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო უნ­და იყოს.
რამ­დე­ნი­მე გა­მომ­ცე­მელს შევ­თა­ვა­ზე, „არ­მუ­რის“ ქა­ღალ­დ­ზე გა­ცოცხ­ლე­ბა, ანუ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ჟურ­ნა­ლის ფორ­მა რომ მიგ­ვე­ცა, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ეს ვერ მო­ხერ­ხ­და...
და რაც მთა­ვა­რია, „არ­მურ­ზე“ არ­სე­ბობს ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას გვერ­დი (თე­მა­ში: „ლი­ტე­რა­ტუ­რა უსაზღ­ვ­რე­ბოდ“), სა­დაც მი­სი არა მარ­ტო ქარ­თუ­ლი, არა­მედ უცხო­ე­ნო­ვა­ნი თარ­გ­მა­ნე­ბიც არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი...

ვა­ჟა­ზე უკეთ ვე­რა­ვინ გა­აც­ნობს მსოფ­ლი­ოს ქარ­თუ­ლ ლი­ტე­რა­ტუ­რას
გერ­მა­ნულ სა­ი­ტებ­ზე მაქვს ნა­ნა­ხი, რომ მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის თაღ­ლი­თუ­რი რო­მა­ნი „კვა­ჭი კვა­ჭან­ტი­რა­ძე“ ბევ­რ­ჯერ არის გა­მო­ცე­მუ­ლი გერ­მა­ნი­ა­ში. ასე­ვე მი­ნა­ხავს ოთარ ჭი­ლა­ძის რო­მა­ნე­ბიც...
სა­სი­ხა­რუ­ლოა, რო­ცა გიო ახ­ვ­ლე­დი­ა­ნის, იგი­ვე აკა მორ­ჩი­ლა­ძის გერ­მა­ნულ ენა­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი „სან­ტა ეს­პე­რან­სას“ წა­აწყ­დე­ბი გერ­მა­ნულ სა­ი­ტებ­ზე...
წელს, ფრან­კ­ფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე, თამ­თა მე­ლაშ­ვი­ლის რო­მან­მაც მო­ი­პო­ვა წარ­მა­ტე­ბა — მი­სი „გათ­ვ­ლა“ უკ­ვე ითარ­გ­მ­ნე­ბა ერთ-ერ­თი შვე­იც­ა­რი­უ­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბი­სათ­ვი­სო, — აცხა­დე­ბენ...
კულ­ტუ­რის მი­ნის­ტ­რ­მა, ნი­კო­ლოზ რუ­რუ­ამ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, რომ ბრა­ზი­ლია ყო­ველ­წ­ლი­უ­რად რვა მი­ლი­ონ დო­ლარს ხარ­ჯავს ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­გ­ლი­სუ­რად თარ­გ­მა­ნის­თ­ვის, რა­თა მსოფ­ლი­ოს გა­აც­ნოს თა­ვი­სი მწერ­ლე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბა; ჩვენ­გა­ნაც ასე­თი­ვე მიდ­გო­მაა სა­ჭი­რო, სა­ხელ­მ­წი­ფომ გარ­კ­ვე­უ­ლი ინ­ვეს­ტი­ცია უნ­და ჩა­დოს ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, რო­მე­ლიც არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა სხვა ქვეყ­ნე­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რებ­სო...
მარ­თ­ლაც, ჩვენ გვყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მწერ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც უნ­და იც­ნობ­დეს მსოფ­ლიო.
პრო­ცე­სი დაწყე­ბუ­ლია, ვნა­ხოთ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი.
და რაც მთა­ვა­რია, ღირ­სე­უ­ლი უცხო­ე­ნო­ვა­ნი მთარ­გ­მ­ნე­ლე­ბი უნ­და მო­ვუ­ძებ­ნოთ ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას დიდ შე­მოქ­მე­დე­ბას, — ვა­ჟა­ზე უკეთ ვე­რა­ვინ გა­აც­ნობს მსოფ­ლი­ოს ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რას...

მთე­ლი ცხოვ­რე­ბაც ხომ გა­მოწ­ვე­ვაა...
მთა­ვა­რია, ქვე­ყა­ნამ თვით­მ­ყო­ფა­დო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, ამის მა­გა­ლი­თი ჩემ­თ­ვის იაპო­ნიაა. ეგ­რეთ წო­დე­ბულ „გლო­ბა­ლურ გა­მოწ­ვე­ვებს“, რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს უყ­ვართ თქმა, ამ ქვე­ყა­ნამ პა­სუ­ხი გას­ცა იმით, რომ შექ­მ­ნა უძ­ლი­ე­რე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, მაგ­რამ, ამავ­დ­რო­უ­ლად, ყვე­ლა იაპო­ნე­ლი დღე­საც თაყ­ვანს სცემს და მდაბ­ლად უხ­რის თავს ალუბ­ლის აყ­ვა­ვე­ბულ ბაღს; სა­ა­თო­ბით შეს­ც­ქე­რის მთვა­რეს და ტკბე­ბა მი­სი ნა­თე­ბით, რო­გორც თა­ვი­ან­თი წი­ნაპ­რე­ბი...
იაპო­ნე­ლებ­მა შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს ჩა­ის სმის კულ­ტუ­რა — ეს მთე­ლი რი­ტუ­ა­ლია და, სხვა­თა­ შო­რის, სწო­რედ ისე­თი­ვე ტრა­დი­ცი­უ­ლი, რო­გორც ჯან­სა­ღი ქარ­თუ­ლი სუფ­რა.
იაპო­ნია ჩემ­თ­ვის იმის მა­გა­ლი­თია, რო­გორ უნ­და გა­უფ­რ­თხილ­დეს ქვე­ყა­ნა სა­კუ­თარ კულ­ტუ­რას და, იმავ­დ­რო­უ­ლად, გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ა­საც არ აარი­დოს თა­ვი.
და ბო­ლო­ბო­ლო, მთე­ლი ცხოვ­რე­ბაც ხომ ერ­თ­გ­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა, თუ გნე­ბავთ, გა­მოც­და, რო­მელ­საც კერ­ძო კაც­მაც პა­სუ­ხი უნ­და გას­ცეს და ერ­მაც...

დრო ყვე­ლა­ზე შე­უმ­ც­და­რი რე­დაქ­ტო­რია
ყვე­ლა თა­ო­ბას თა­ვი­სი ატ­მოს­ფე­რო, თა­ვი­სი გა­რე­მო აქვს და თა­ვი­სი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი ჰყავს.
ამ თა­ო­ბა­შიც, რო­მე­ლიც ახ­ლა მო­დის, არი­ან ნი­ჭი­ე­რე­ბიც და უფ­რო ბევ­რი შემ­თხ­ვე­ვი­თი ადა­მი­ა­ნია. გარ­კ­ვე­უ­ლი დროა სა­ჭი­რო, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრო­ცე­სი უფ­რო გა­მო­იკ­ვე­თოს. ის, ვინც ჯერ არ ჩანს, ალ­ბათ, სწო­რედ ამ თა­ო­ბი­და­ნაა. ალ­ბათ, ზის თა­ვის­თ­ვის სად­მე და მუ­შა­ობს, არ ჩქა­რობს და ნა­ირ-ნა­ი­რი პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბით თუ სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბით თვალ­ში არ ეჩხი­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას. დრო მო­ვა და აუცი­ლებ­ლად გა­მოჩ­ნ­დე­ბა.
მეც სწო­რედ ის მწე­რა­ლი მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­მე­ლიც ჯერ არ ჩანს, თავ­და­უ­ზო­გა­ვად მუ­შა­ობს და თა­ვის დრო­ზე ისეთ რა­ღა­ცას მო­ი­ტანს, რი­თაც ყვე­ლას გაგ­ვაკ­ვირ­ვებს. თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა უკ­ვე არის და მე ვერ ვხე­დავ.
ვინც ჩანს, მათ შო­რის ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რ­და მწე­რა­ლი და პო­ე­ტია, ვინც შექ­მ­ნის და გა­აგ­რ­ძე­ლებს ჩვე­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რის გზას. შე­იძ­ლე­ბა, სულ სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო რა­მით მო­ვიდ­ნენ, მაგ­რამ ეს მა­ინც ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა და ისე­თი­ვე ნა­წი­ლი იქ­ნე­ბა, რო­გო­რიც მა­ნამ­დე წი­ნა თა­ო­ბას გა­უ­კე­თე­ბია. ყვე­ლა­ფე­რი ერ­თი­ან კონ­ტექ­ს­ტ­ში ჩა­ი­წე­რე­ბა. რო­გორც წე­სი, ამას დრო შე­ა­ფა­სებს — დრო ხომ ყვე­ლა­ზე შე­უმ­ც­და­რი რე­დაქ­ტო­რი, კრი­ტი­კო­სი და ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნეა...

პრე­მი­ე­ბი­სა და კონ­კურ­სე­ბის თან­მ­დე­ვი სკეპ­ტი­ციზ­მი
მითხ­რეს, „გა­ლას“ და „სა­ბას“ თა­ვი­სი „სას­ტა­ვე­ბი“ ჰყავ­სო, — ვინც ერთს მი­ი­ღებს, ის მე­ო­რეს ვე­ღარ მო­ი­პო­ვებ­სო.
ნა­წი­ლობ­რივ და­ვე­თან­ხ­მე­ბი და მთლი­ა­ნად — ვე­რა.
მო­დით, ვა­ღი­ა­როთ, რომ მრა­ვა­ლი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ორი­ვე პრე­მია მი­ღე­ბუ­ლი აქვთ ისეთ მწერ­ლებს, რომ­ლე­ბიც მარ­თ­ლა ღირ­ს­ნი იყ­ვ­ნენ. ამ კონ­კურ­სე­ბის არ­სე­ბო­ბა უკ­ვე ამი­თაა გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, 2007 წელს ჯე­მალ ქარ­ჩხა­ძის მოთხ­რო­ბე­ბის რჩე­ულ­მა აიღო „გა­ლა“. წელს კი ერ­ლომ ახ­ვ­ლე­დი­ა­ნის სა­ინ­ტე­რე­სო რო­მან­მა „კო­ღო ქა­ლაქ­ში“ და შარ­შან ზუ­რა ქა­რუ­მი­ძის წიგ­ნ­მა, რო­მე­ლიც დი­დი სა­ჩუ­ქა­რია ჯა­ზის, ზო­გა­დად, მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის — მი­ი­ღეს „სა­ბა“... რო­მე­ლი ერ­თი ჩა­მოვ­თ­ვა­ლო.
კი­დევ უფ­რო გა­მი­ხარ­დე­ბა, თუ­კი ამ პრე­მი­ებს სხვე­ბიც შე­ე­მა­ტე­ბა, ეს უფ­რო მე­ტად გა­მო­ა­ცოცხ­ლებს ლი­ტე­რა­ტუ­რულ პრო­ცესს.

გიყ­ვარ­დეს ვა­ჟა!..
„გიყ­ვარ­დეს ვა­ჟა!“ — ეს ჩე­მი მო­გო­ნი­ლი დე­ვი­ზია, ჩემს წიგ­ნ­ზე ყვე­ლას ამ წარ­წე­რას ვუ­ტო­ვებ­დი ავ­ტოგ­რა­ფად. ეს ნიშ­ნავს, — გიყ­ვარ­დეს სამ­შობ­ლო...
რა არის სამ­შობ­ლო?
სამ­შობ­ლო თა­ვად შენ ხარ, ანუ პა­ტივს უნ­და სცემ­დე სა­კუ­თარ თავს, და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე — გიყ­ვარ­დეს მთე­ლი სამ­ყა­რო.
ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა ხომ მთელ სამ­ყა­როს იტევს თა­ვის თავ­ში...
„გიყ­ვარ­დეს ვა­ჟა!“ — ეს იგი­ვეა, რაც: „გახ­სოვ­დეს, ვი­სი გო­რი­სა ხარ!“
ჰო­და, მო­დით, ვა­ჟას სიყ­ვა­რუ­ლით ვე­ძე­ბოთ სა­კუ­თა­რი თა­ვი.

ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა ლა­ზე­ბის წი­ნა­შე ვალ­შია
რა­კი ზე­მოთ წა­მომ­ც­და ლა­ზე­ბის შემ­ღერ­ე­ბით კა­ფი­ო­ბა­ზე, იმა­საც გეტყ­ვით, რომ ახ­ლა და­ვას­რუ­ლე ერთ ლა­ზურ საზღ­ვაო ამ­ბავ­ზე მუ­შა­ო­ბა...
მი­მაჩ­ნია, რომ ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა ლა­ზე­ბის წი­ნა­შე ვალ­შია. ჩვენ ვერ მოვ­ყე­ვით, ვერ ვთქვით ის, რაც უნ­და გვეთ­ქ­ვა მათ შე­სა­ხებ.
ლა­ზე­თის ის­ტო­რია დე­და­სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­რეთ დარ­ჩე­ნი­ლი ერ­თი კუთხის სევ­დი­ა­ნი, თა­ნაც გმი­რუ­ლი ამ­ბა­ვია...
თბი­ლი­სის ერთ-ერ­თი სკო­ლის, „სხი­ვის“ დი­რექ­ტო­რი, საფ­ფეთ ბა­ი­რაქ­თუ­თა­ნი ლა­ზია, გვა­რად მჟა­ვა­ნა­ძე და ის მე­უ­ბნე­ბო­და, რომ სვე­ტიცხო­ვე­ლის ტა­ძა­რი ხომ ლაზ­მა არ­სა­კი­ძემ ააშე­ნაო... და კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას „დი­დოს­ტა­ტის კონ­ს­ტან­ტი­ნეს მარ­ჯ­ვე­ნა“ და­ი­მოწ­მა. ამ თქმუ­ლე­ბას აქვს რე­ა­ლუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი: ფე­ლუ­კე­ბის და ნა­ვე­ბის გარ­და, ლა­ზი ოს­ტა­ტე­ბი აშე­ნებ­დ­ნენ თა­ღო­ვან თუ კა­მა­რო­ვან ქვის ხი­დებს, რომ­ლე­ბიც დღემ­დეა შე­მორ­ჩე­ნი­ლი, ისე­თი გამ­ძ­ლეა.
და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რომ ოდე­ბია, უმ­შ­ვე­ნი­ე­რე­სი ორ­ნა­მენ­ტე­ბით, ისი­ნიც ლა­ზი ოს­ტა­ტე­ბი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს.
მარ­ტო ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში კი არა, ლა­ზებ­მა უცხო­ეთ­შიც — შა­ვი ზღვის სა­ნა­პი­რო­ებ­ზეც და­ტო­ვეს თა­ვი­ან­თი კვა­ლი.
რუ­მი­ნეთ­ში, საზღ­ვაო პორ­ტის, კონ­ს­ტან­ცას მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე ერთ-ერთ სო­ფელს, სა­დაც ლა­ზე­ბი ცხოვ­რობ­დ­ნენ, ლა­ზუ ჰქვია...
ჩვე­ნი და­ბე­ჩა­ვე­ბის მო­სურ­ნე­ე­ბის გა­მო­გო­ნი­ლი ლე­გენ­დაა, რომ თით­ქოს ქარ­თ­ვე­ლებს ზღვა არ უყ­ვარ­დათ, — აგერ ლა­ზე­ბი ხომ ზღვით ცოცხ­ლობ­დ­ნენ. აი, ეგეთ რა­მე­საც წერს ზა­ქა­რია ჭი­ჭი­ნა­ძე: ლა­ზის ცხოვ­რე­ბა ზღვის ტალ­ღებ­ზე და­ირ­წაო...
სწო­რედ ამა­ზე მინ­დო­და მო­მე­ყო­ლა, თა­ნაც ისე, თით­ქოს კი­ნოს უყუ­რე­ბო და რა გა­მო­ვი­და, ეს, ალ­ბათ, მკითხ­ვე­ლის გან­სას­ჯე­ლია...

მო­ამ­ზა­და ლა­ლი ჯე­ლა­ძემ

25-28(942)N