გამოდის 1998 წლიდან
2011-11-17
ლექ­სის სწავ­ლე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი

დღეს, რო­გორც არას­დ­როს, ისეა აუცი­ლე­ბე­ლი სწავ­ლე­ბის წარ­მარ­თ­ვა თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი მე­თო­დე­ბით, რაც, საგ­ნის სა­ფუძ­ვ­ლი­ან ცოდ­ნას­თან ერ­თად, ით­ვა­ლის­წი­ნებს: მოს­წავ­ლე­თა ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მის ატ­მოს­ფე­როს შექ­მ­ნას, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბით, სხვი­სი მო­საზ­რე­ბის მოს­მე­ნი­სა და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის ფონ­ზე, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.
ამ თვალ­საზ­რი­სით გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რადღე­ბოა ლექ­სის სწავ­ლე­ბის ხერ­ხე­ბი­სა და მე­თო­დე­ბის სწო­რად შერ­ჩე­ვა, რა­თა შე­სას­წავ­ლი მა­სა­ლა ერ­თი­ა­ნად აღიქ­ვან მოს­წავ­ლე­ებ­მა და არ მოხ­დეს მი­სი და­ნა­წევ­რე­ბა-პე­რიფ­რა­ზი­რე­ბა. რად­გან სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ახ­ლის ძი­ე­ბას, მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ლექ­სის სწავ­ლე­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტე­ბი; პო­ე­ტის ად­გი­ლი ქარ­თულ მწერ­ლო­ბა­ში, ლექ­სის შექ­მ­ნის ფო­ნი, ეპო­ქა, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მხატ­ვ­რუ­ლი ხერ­ხე­ბი და ლი­რი­კუ­ლი გმი­რის პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი.
ლექ­სის სწავ­ლე­ბი­სას უდი­დე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, რო­გო­რი დიქ­ცი­ით წა­ი­კითხავს მას­წავ­ლე­ბე­ლი, რა ემო­ცი­ას გა­მო­იწ­ვევს მოს­წავ­ლე­ებ­ში, რა იქ­ნე­ბა „ახა­ლი“ „აღ­მო­სა­ჩე­ნი“, „სა­ძი­ე­ბე­ლი“ აღ­ქ­მი­სა და ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ი­სათ­ვის. ე.ი. მოს­წავ­ლემ აუცი­ლებ­ლად უნ­და მი­ი­ღოს ეს­თე­ტი­კუ­რი ტკბო­ბა, იგ­რ­ძ­ნოს მხატ­ვ­რუ­ლი სიტყ­ვის ხიბ­ლი და გა­არ­კ­ვი­ოს, რა არის „მსმე­ნელ­თათ­ვის დი­დი მარ­გი“ და სა­ა­მო ამ „სიბ­რ­ძ­ნის დარ­გ­ში“. ლექ­სის ემო­ცი­უ­რი ძა­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა მოს­წავ­ლე­თა ეს­თე­ტი­კუ­რი აღ­ზ­რ­და. ლი­რი­კუ­ლი შე­დევ­რე­ბი უნ­და და­მუ­შავ­დეს მთლი­ა­ნო­ბა­ში, ფორ­მი­სა და ში­ნა­არ­სის ერ­თი­ა­ნო­ბა­ში. მოს­წავ­ლე­ებს უნ­და გან­ვუ­ვი­თა­როთ დაკ­ვირ­ვე­ბის, მწერ­ლის ჩა­ნა­ფიქ­რის გა­გე­ბის, ლი­რი­კუ­ლი გმი­რის სულ­ში წვდო­მის, ქვე­ტექ­ს­ტის ამო­კითხ­ვი­სა და მხატ­ვ­რუ­ლი სიტყ­ვით ეს­თე­ტი­კუ­რი ტკბო­ბის უნა­რი. ერ­თი სიტყ­ვით, მივ­ცეთ ლი­რი­კუ­ლი შე­დევ­რის აღ­ქ­მის ისე­თი გა­სა­ღე­ბი, რო­მე­ლიც არა მარ­ტო შე­სას­წავ­ლი მა­სა­ლის, არა­მედ ნე­ბის­მი­ე­რი პო­ე­ტუ­რი ქმნი­ლე­ბის აღ­ქ­მი­სა და გა­გე­ბი­სათ­ვის გა­მო­ად­გე­ბათ. ხაზ­გას­მით უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ — ლექ­სის სტრო­ფე­ბად და­ყო­ფა-და­ნა­წევ­რე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია, რად­გან ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში იდე­ურ-ში­ნა­არ­სობ­რი­ვი მთლი­ა­ნო­ბა ირ­ღ­ვე­ვა და ვერც ემო­ცი­ურ ტკბო­ბას გა­ნიც­დის მსმე­ნე­ლი. არც ისაა გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი, ლექ­სის წა­კითხ­ვი­სას დავ­ს­ვათ კითხ­ვა, თუ რო­მე­ლი სიტყ­ვა იყო გა­უ­გე­ბა­რი.
ლექ­სის გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით წა­კითხ­ვის შემ­დეგ სა­ჭი­როა, და­ის­ვას კითხ­ვა იმის გა­სარ­კ­ვე­ვად, რო­გო­რი ემო­ცი­უ­რი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა მსმე­ნელ­ზე. მას­წავ­ლე­ბე­ლი კითხ­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით უნ­და და­ეხ­მა­როს მოს­წავ­ლე­ებს, გა­მოკ­ვე­თონ ძი­რი­თა­დი სა­კითხე­ბი, და­ა­დას­ტუ­რონ ისი­ნი შე­სა­ბა­მი­სი სტრო­ფე­ბით და იქ­ვე უპა­სუ­ხონ კითხ­ვას, რო­მე­ლი მხატ­ვ­რუ­ლი ხერ­ხი გა­მო­ი­ყე­ნა პო­ეტ­მა სათ­ქ­მე­ლის გად­მო­სა­ცე­მად. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ლექ­სი­კო­ნო მუ­შა­ო­ბას, იმ მიზ­ნით, რომ ლექ­სი მთლი­ა­ნო­ბა­ში აღიქ­ვან, უმ­ჯო­ბე­სია მი­სი ჩა­ტა­რე­ბა ზე­პი­რი წინ­ს­წ­რე­ბის მე­თო­დით, შე­სა­ვა­ლი სა­უბ­რის შემ­დეგ. და­ფა­ზე და­ი­წე­რე­ბა უც­ნო­ბი სიტყ­ვე­ბი შე­სა­ბა­მი­სი გან­მარ­ტე­ბით.

ნიკოლოზ ბარათაშვილი
„არაგვს“
(ნაწყ­ვე­ტი პო­ე­მი­დან „ბე­დი ქარ­თ­ლი­სა“)
გაკ­ვე­თი­ლის ფო­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს ტექ­ს­ტის მი­ხედ­ვით შექ­მ­ნი­ლი ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რის მე­ლო­დია, მოს­წავ­ლე­ებს და­ვაკ­ვირ­ვებთ გაკ­ვე­თი­ლის რუბ­რი­კა­ზე — „ადა­მი­ა­ნი და ბუ­ნე­ბა“. ვი­ნა­ი­დან მე­ხუ­თეკ­ლა­სე­ლე­ბი პირ­ვე­ლად ეც­ნო­ბი­ან ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვილს, აუცი­ლე­ბე­ლია, შევ­ქ­მ­ნათ შე­სა­ბა­მი­სი სამ­ყა­რო — მწერ­ლის ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი, არაგ­ვის ხე­ო­ბის პე­ი­ზა­ჟი...
უნ­და გა­მო­იკ­ვე­თოს, რომ ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლი, ანუ ტა­ტო, რო­გორც მას ში­ნა­უ­რო­ბა­ში ეძახ­დ­ნენ, სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რ­და, 28 წლი­სა, გარ­და­იც­ვა­ლა გან­ჯა­ში, სა­ი­და­ნაც მი­სი ნეშ­ტი ჯერ დი­დუ­ბის, ხო­ლო შემ­დეგ მთაწ­მინ­დის პან­თე­ონ­ში გად­მო­ას­ვე­ნეს. მი­სი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა 30-მდე ლექ­სის, ერ­თი პო­ე­მი­სა და რამ­დე­ნი­მე პი­რა­დი წე­რი­ლი­სა­გან შედ­გე­ბა, მაგ­რამ ესეც საკ­მა­რი­სია პო­ე­ტის სა­ხე­ლის უკ­ვ­დავ­სა­ყო­ფად. ამ­ჟა­მად გან­ვი­ხი­ლავთ ნაწყ­ვეტს (ლი­რი­კულ გა­დახ­ვე­ვას) პო­ე­მი­დან „ბე­დი ქარ­თ­ლი­სა“, რო­მელ­საც პი­რო­ბი­თად ეწო­დე­ბა „არაგვს“. შე­ვე­ცა­დოთ, ამ პა­ტა­რა ლექ­სით ჩავ­წ­ვ­დეთ პო­ე­ტის სუ­ლი­ერ სამ­ყა­როს, კერ­ძოდ, მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ბუ­ნე­ბი­სად­მი. სა­სურ­ვე­ლია, ლექ­სი ავ­ტოგ­რა­ფის სა­ხით მო­თავ­ს­დეს და­ფა­ზე მას შემ­დეგ, რაც მას­წავ­ლე­ბე­ლი მას მუ­სი­კის ფონ­ზე სა­თა­ნა­დო დიქ­ცი­ით წა­ი­კითხავს.
მოს­წავ­ლე­ებს ვთხოვთ, წა­ი­კითხონ ლექ­სი, და­ფიქ­რ­დ­ნენ და უპა­სუ­ხონ კითხ­ვებ­ზე (ყუ­რადღე­ბა მი­აქ­ცი­ონ სიტყ­ვე­ბის ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბებს).
არაგ­ვი­ა­ნი — ჩქა­რი
ატე­ხი­ლი — აქ: ხში­რი, ტა­ნაყ­რი­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი (ტყე ჭა­ლა)
მომ­ზირ­ნო — მაც­ქე­რალ­ნო
ჩა­მოხ­დეს — ჩა­მოხ­ტეს, ჩა­მოქ­ვე­ით­დეს
ეშუ­რე­ბო­დეს — ეჩ­ქა­რე­ბო­დეს
თვალს მო­ატყუ­ებს — წა­ი­ძი­ნებს (იდი­ო­მი)
1. რო­გო­რია თქვე­ნი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ლექ­სის წა­კითხ­ვის შემ­დეგ?
2. რო­გო­რი მდი­ნა­რეა არაგ­ვი? სა­ი­დან მო­ე­დი­ნე­ბა იგი?
(მდი­ნა­რე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სიგ­რ­ძე — 112 კმ. არ­სე­ბობს თეთ­რი — მთი­უ­ლე­თის და შა­ვი — გუ­და­მაყ­რის, ხევ­სუ­რე­თი­სა და ფშა­ვის არაგ­ვი. ზე­მო და შუა დი­ნე­ბა­ში მთის მდი­ნა­რეა, ქვე­მო დი­ნე­ბა­ში კი ვა­კე­ზე იშ­ლე­ბა).
3. რო­მე­ლი ეპი­თე­ტე­ბით გა­მო­ხა­ტა პო­ეტ­მა აზ­რი, რომ არაგ­ვი და­უდ­გ­რო­მე­ლი მდი­ნა­რეა? (არაგ­ვი­ა­ნი, შე­უ­პო­ვა­რი)
4. სად მთავ­რ­დე­ბა ბუ­ნე­ბის სუ­რა­თის აღ­წე­რა, ანუ პე­ი­ზა­ჟი? გან­ვ­მარ­ტავთ, რომ „პე­ი­ზა­ჟი“ ფრან­გუ­ლი სიტყ­ვაა და ნიშ­ნავს ბუ­ნე­ბის სუ­რა­თის, ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბის სა­ერ­თო ხე­დის და­ხატ­ვას ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში.
5. სად გვხვდე­ბა პირ­ვე­ლად მი­მარ­თ­ვა? რო­გორ არის მი­მარ­თ­ვა გა­მო­ხა­ტუ­ლი? რა­ზე მი­უ­თი­თებს იგი? და­ვა­კონ­კ­რე­ტოთ, რომ ეს არის პო­ე­ტუ­რი მი­მარ­თ­ვა.
6. პო­ე­ტის წარ­მო­სახ­ვით რო­გო­რი ყო­ფი­ლა არაგ­ვის ხე­ო­ბა?
— მო­დით წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რომ ვმოგ­ზა­უ­რობთ ამ ლა­მაზ ხე­ო­ბა­ში და შე­ვე­ცა­დოთ აღ­ვ­წე­როთ, რო­გო­რი სა­ნა­ხა­ო­ბა გა­დაგ­ვეშ­ლე­ბა თვალ­წინ?
— მას­წავ­ლე­ბელს და­ფა­ზე ან ფორ­მატ­ზე წი­ნას­წარ ექ­ნე­ბა შედ­გე­ნი­ლი ასო­ცი­ა­ცი­უ­რი რუ­კა, რო­მე­ლიც შე­ივ­სე­ბა მოს­წავ­ლე­თა აქ­ტი­უ­რო­ბი­თა და მათ მი­ერ შერ­ჩე­უ­ლი ეპი­თე­ტე­ბით.
— რო­გორ ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დენს ასე­თი ლა­მა­ზი ბუ­ნე­ბა ადა­მი­ან­ზე?
— რა სურ­ვი­ლი ეუფ­ლე­ბა მშობ­ლი­უ­რი ქვეყ­ნის ბუ­ნე­ბის სი­ლა­მა­ზით მო­ჯა­დო­ე­ბულ ქარ­თ­ველს?
— ლექ­სის მი­ხედ­ვით და­ა­სა­ბუ­თეთ, რომ მნახ­ველს ამ ბუ­ნე­ბის ნა­წი­ლად ქცე­ვის სურ­ვი­ლი უჩ­ნ­დე­ბა.
— შე­ე­სა­ბა­მე­ბა თუ არა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში მო­ცე­მუ­ლი სუ­რა­თი ტექ­ს­ტის ში­ნა­არსს?
შემ­დე­გი აქ­ტი­ვო­ბა — მი­ნი-დის­კუ­სია. მოს­წავ­ლე­ებს გა­მო­ვათ­ქ­მე­ვი­ნებთ აზრს, თუ რა­ტომ უძღ­ვ­ნი­ან პო­ე­ტე­ბი ლექ­სებს მთებს, მდი­ნა­რე­ებს, მინ­დ­ვ­რებს, ყვა­ვი­ლებს.
კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მის შემ­დეგ აღ­ვ­ნიშ­ნავთ, რომ მდი­ნა­რე არაგვს, ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის გარ­და, ლექ­სი მი­უძღ­ვ­ნა ბუ­ნე­ბის დიდ­მა მგო­სან­მა ვა­ჟა-ფშა­ვე­ლამ („არაგვს“ — „დამ­წუხ­რე­ბულ­მა არაგ­ვო, რო გნა­ხე გა­ვი­ხა­რეო“). ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ კი ამ მდი­ნა­რეს მე­მა­ტი­ა­ნე უწო­და („ჩვე­ნო არაგ­ვო, რა რიგ მიყ­ვარ­ხარ, ქარ­თ­ლის ცხოვ­რე­ბის მო­წა­მე შენ ხარ”), რად­გან ამ ხე­ო­ბა­ში, ვინ იცის, რამ­დენ­ჯერ დაღ­ვ­რი­ლა წმინ­და სის­ხ­ლი ქარ­თ­ვე­ლე­ბი­სა. კლასს გავ­ყოფთ ჯგუ­ფე­ბად და და­ვუ­რი­გებთ წი­ნას­წარ შედ­გე­ნილ ბა­რა­თებს.

1. ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლი წერს:
„მორ­ბის არაგ­ვი არაგ­ვი­ა­ნი, თან მოს­ძა­ხი­ან მთა­ნი ტყი­ან­ნი და შე­უ­პოვ­რად მო­უ­თა­მა­შებს გა­რე­მო თვის­სა ატე­ხილ ჭა­ლებს“.
უპა­სუ­ხეთ შემ­დეგ კითხ­ვებს:
s გან­მარ­ტეთ არაგ­ვი­ა­ნი (ჩქა­რი), ატე­ხი­ლი (ხში­რი, აყ­რი­ლი)
s ამო­წე­რეთ სიტყ­ვა, რო­მე­ლიც გა­მო­ხა­ტავს და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას, სიმ­ტ­კი­ცეს (შე­უ­პო­ვა­რი).

2. ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლი მი­მარ­თავს არაგ­ვის ნა­პი­რებს:
„ქარ­თ­ველ­სა გულ­მან რო­გორ გა­უძ­ლოს,
ოდეს შვე­ნე­ბა თქვე­ნი იხი­ლოს,
რომ თქვენს ბუჩ­ქებ­ში არა ჩა­მოხ­დეს,
რაც უნ­და გზა­საც ეშუ­რე­ბო­დეს, რო­გორ იქ­ნე­ბა
არ გა­ნის­ვე­ნოს?
სამჯერ ხომ მაინც გადაკრავს ღვინოს,
ცხენს მოაძოვებს, თვალს, მოატყუებს,
გა­მო­იღ­ვი­ძებს, შუბლს გა­ნიგ­რი­ლებს,
ერთს ქარ­თ­ვე­ლუ­რად კი­დევ შეს­ძა­ხებს
„არაგ­ვო, მაგ შენს ამ­წ­ვა­ნე­ბულს მთებს...“

უპა­სუ­ხეთ შემ­დეგ კითხ­ვებს:
s გან­მარ­ტეთ „გულ­მან რო­გორ გა­უძ­ლოს; რაც უნ­და გზა­სა ეშუ­რე­ბო­დეს“ (რო­გორ მო­ით­მი­ნოს, რო­გორც უნ­და ეჩ­ქა­რე­ბო­დეს);
s გან­მარ­ტეთ „თვალს მო­ატყუ­ებს“ (ჩათ­ვ­ლემს); „შუბლს გა­ნიგ­რი­ლებს“ (შუბ­ლ­ზე ცივ წყალს შე­ის­ხამს ან ცივ ნი­ავს მი­უშ­ვერს);
s რას მო­ი­მოქ­მე­დებს არაგ­ვის ხილ­ვით მო­ხიბ­ლუ­ლი ქარ­თ­ვე­ლი? (ჩა­მოქ­ვე­ით­დე­ბა, ცხენს მო­ა­ძო­ვებს, მი­ი­ძი­ნებს);
s ამო­ი­წე­რეთ სიტყ­ვა, რომ­ლი­თაც ავ­ტო­რი ეროვ­ნულ გრძნო­ბას აღ­ვი­ძებს („ქარ­თ­ვე­ლუ­რად“), ე.ი. ყვე­ლა­სა­გან გა­მორ­ჩე­უ­ლად, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად.

3. ამო­წე­რეთ ლექ­სი­დან ნა­რი­ა­ნი მრავ­ლო­ბი­თი რიცხ­ვის ნი­მუ­შე­ბი (მთა­ნი ტყი­ან­ნი, ნა­პირ­ნო, მო­ბი­ბი­ნე­ნო), არ­ქა­იზ­მე­ბი და შე­ე­ცა­დეთ, გან­მარ­ტოთ ისი­ნი!
— თქვე­ნი აზ­რით, ქარ­თ­ვე­ლი, რო­მე­ლიც ამ მშვე­ნი­ერ ხე­ო­ბა­ში და­ის­ვე­ნებს, რო­მელ სადღეგ­რ­ძე­ლო­ებს შეს­ვამს და რა­ტომ?
— „არაგ­ვო, მაგ შენს ამ­წ­ვა­ნე­ბულს მთებს!“
სად არის დაშ­ვე­ბუ­ლი გრა­მა­ტი­კუ­ლი შეც­დო­მა და რა­ტომ?
— რო­მელ სიტყ­ვა­შია ნახ­მა­რი მოთხ­რო­ბი­თი ბრუნ­ვის ძვე­ლი ნი­შა­ნი.
— გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ მოს­წავ­ლე­თა პა­სუ­ხებს და შე­ვა­ფა­სებთ მათ გაკ­ვე­თილ­ში ჩარ­თუ­ლო­ბი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

და­ვა­ლე­ბა — ლექ­სის მი­ხედ­ვით ესეს შედ­გე­ნა
„მორ­ბის არაგ­ვი, არაგ­ვი­ა­ნი“
„ჰოი, ნა­პირ­ნო, არაგ­ვის პირ­ნო“ (შერ­ჩე­ვით)
შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად და­ხა­ტონ არაგ­ვის ხე­ო­ბა და ფე­რე­ბით წარ­მო­ა­ჩი­ნონ ის ეპი­თე­ტე­ბი, რომ­ლებ­ზეც ასო­ცი­ა­ცი­უ­რი რუ­კის შევ­სე­ბის დროს გა­მახ­ვილ­და ყუ­რადღე­ბა.

ვაჟა-ფშაველა
„არწივი“
მე-6 კლა­სის ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი საკ­მა­რი­სა­დაა მო­ცე­მუ­ლი, ამი­ტომ მოს­წავ­ლე­ებს მო­ვუთხ­რობთ პო­ე­ტის ცხოვ­რე­ბის იმ ეპი­ზოდს, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია გან­სა­კუთ­რე­ბულ ლექ­ს­თან. „არ­წი­ვი“ თვი­თონ ვა­ჟა­საც ძა­ლი­ან ჰყვა­რე­ბია და ხში­რად ამ­ბობ­და ხოლ­მე, რო­ცა ლექ­სის თქმას თხოვ­დ­ნენ. მი­სი შექ­მ­ნი­სათ­ვის, რო­გორც გად­მოგ­ვ­ცე­მენ, ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ფაქტს მი­უ­ცია სა­ბა­ბი. 26 წლის ჯან­სა­ღი, ძლი­ე­რი და შე­უ­პო­ვა­რი, არ­წი­ვის მსგავ­სი პო­ე­ტი მგზავრ ხევ­სუ­რებს უცე­მი­ათ. ვა­ჟას ქა­ლიშ­ვი­ლი თა­მა­რი ამ­ბობს, რო­ცა მეტყე­ვე ხი­ზა­ნიშ­ვილ­მა ხელ­შეკ­რუ­ლი ჩა­იყ­ვა­ნა თი­ა­ნეთ­ში, იქი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა და­წე­რაო. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ ნა­დი­რო­ბის დროს თა­ვად და­უ­ჭე­რია არ­წი­ვი და მი­სი წვა­ლე­ბი­სათ­ვის რომ უც­ქე­რია, ძლი­ერ შებ­რა­ლე­ბიაო. ძნე­ლია იმის დად­გე­ნა, რო­მე­ლი ვერ­სია შე­ე­ფე­რე­ბა სი­ნამ­დ­ვი­ლეს, მაგ­რამ აშ­კა­რაა, რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ეპი­ზო­დი გამ­ხ­და­რა ლექ­სის შექ­მ­ნის სა­ბა­ბი.
ყუ­რადღე­ბა უნ­და გა­ა­მახ­ვი­ლოთ პო­ე­ტის ფსევ­დო­ნიმ­ზე. ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა პო­ეტს თუშ­მა მე­გო­ბარ­მა დი­მიტ­რი ცის­კა­რიშ­ვილ­მა შე­არ­ქ­ვა პე­ტერ­ბურ­გ­ში. მან იცო­და, რომ ვა­ჟა ფშავ-ხევ­სუ­რეთ­ში ვაჟ­კაცს ნიშ­ნავ­და, ამი­ტომ ხან ვა­ჟას ეძახ­და ხან — ფშა­ვე­ლას. შემ­დეგ შე­ა­ერ­თა და და­უ­ძა­ხა ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა. უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ ისიც, რომ „ვა­ჟა“, რო­გორც მა­მა­კა­ცის სა­ხე­ლი, მა­ნამ­დე არ არ­სე­ბობ­და. ეს სა­ხე­ლი, პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და ლუ­კა რა­ზი­კაშ­ვი­ლის სა­პა­ტივ­ცე­მუ­ლოდ (ზუ­რაბ ჭუმ­ბუ­რი­ძე, „რა გქვია შენ?“).
აუცი­ლე­ბე­ლია, გაკ­ვე­თი­ლის დაწყე­ბის წინ, ვა­ჟას სამ­ყა­როს შექ­მ­ნა, რაც მცე­ნა­რე­ე­ბის, ყვა­ვი­ლე­ბის, ხავ­სის, ფო­ტო­სუ­რა­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით არც თუ ისე რთუ­ლი საქ­მეა. ასე­ვე, ამ გაკ­ვე­თი­ლი­სათ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ატ­რი­ბუ­ტია არ­წი­ვის სუ­რა­თი ცალ­კე და ყვავ-ყორ­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში.
ლექსს, სიმ­ცი­რის გა­მო, მო­ვა­თავ­სებთ თვალ­სა­ჩი­ნო ად­გი­ლას ფორ­მატ­ზე და­წე­რილს. ვკითხუ­ლობთ მთლი­ა­ნად და შე­სა­ბა­მი­სი ხმის ტემ­ბ­რით, სა­თა­ნა­დო ინ­ტო­ნა­ცი­ი­თა და მახ­ვი­ლით უნ­და შე­ვე­ცა­დოთ, მოს­წავ­ლე­ებ­მა წარ­მო­იდ­გი­ნონ დაჭ­რი­ლი არ­წი­ვი ყვავ-ყორ­ნე­ბით გარ­შე­მორ­ტყ­მუ­ლი. შემ­დეგ მათ ვთხოვთ ლექ­სი წა­ი­კითხონ, და­ფიქ­რ­დ­ნენ და უპა­სუ­ხონ კითხ­ვებ­ზე:
s რო­გო­რი გან­ც­და აღ­ძ­რა თქვენ­ში ლექ­სის და­საწყის­მა? რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ არ­წი­ვი და რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იხი­ლეთ ახ­ლა?
s გად­მო­ე­ცით თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ყვავ-ყორ­ნე­ბის მი­მართ.
— არ­წი­ვი რომ ფრინ­ველ­თა მე­ფეა და ძლი­ე­რე­ბის სიმ­ბო­ლო, ეს ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლია. ყვავ-ყორ­ნე­ბი მის ახ­ლოს ფრე­ნა­საც ვერ ბე­და­ვენ, ახ­ლა კი ესე­ვი­ან და კორ­ტ­ნი­ან.
s თქვე­ნი აზ­რით, რას გვე­უბ­ნე­ბა პო­ე­ტი ყვავ-ყორ­ნე­ბის მოქ­მე­დე­ბით?
s რო­გორ ფიქ­რობთ, ვა­ჟამ ამ ლექ­სით მხო­ლოდ მის მი­ერ ნა­ნა­ხი სუ­რა­თი წარ­მოგ­ვიდ­გი­ნა, თუ სხვა რა­ი­მე­ზეც მიგ­ვა­ნიშ­ნა?
— ქარ­თ­ველ­მა ხალ­ხ­მა დაჭ­რილ არ­წივ­ში და­სუს­ტე­ბუ­ლი სამ­შობ­ლო და­ი­ნა­ხა, ყვავ-ყორ­ნებ­ში კი — მტე­რი. ასე ფიქ­რობს ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას პო­ე­ზი­ის ზო­გი­ერ­თი მკვლე­ვა­რი.
s თქვენ რას ფიქ­რობთ, შე­ი­ცავს ეს ლექ­სი ამ­გ­ვარ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას?
s იგ­რ­ძ­ნო­ბა თუ არა ლექ­ს­ში მო­მავ­ლის იმე­დი, ანუ ოპ­ტი­მიზ­მი?
— შე­ვეც­დე­ბით მოს­წავ­ლე­ებს ხა­ზი გა­ვას­მე­ვი­ნოთ (მარ­კე­რით) იმ სიტყ­ვებ­ზე, რომ­ლებ­შიც პო­ე­ტი მე­სა­მე პირ­ში მოგ­ვითხ­რობს არ­წი­ვის ბრძო­ლას (2, 3, 4, 5, 6 ტა­ე­პები).
s ლექ­სის დარ­ჩე­ნილ ნა­წილ­ში რო­მელ პირ­შია თხრო­ბა?
s ვის მი­მარ­თავს არ­წი­ვი და რო­გო­რი ტო­ნით, მუ­ქა­რით თუ თხოვ­ნით?
s რო­გო­რი ხმით უნ­და წა­ვი­კითხოთ ეს სიტყ­ვე­ბი, ხმა­მაღ­ლა თუ ჩუ­მად? რა­ტომ?
s თქვე­ნი აზ­რით, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ყვავ-ყორ­ნე­ბია ძლი­ე­რი თუ არ­წი­ვი?
— ყუ­რადღე­ბას გა­ვა­მახ­ვი­ლებთ ლექ­სის ზო­მა­ზე, კერ­ძოდ, შა­ირ­ზე, რომ­ლი­თაც და­წე­რი­ლია „არ­წი­ვი“. აღ­ვ­ნიშ­ნავთ, რომ არ­სე­ბობს 8-მარ­ც­ვ­ლი­ა­ნი შა­ი­რიც, რო­მელ­საც ძი­რი­თა­დად ხალ­ხურ პო­ე­ზი­ა­ში იყე­ნე­ბენ და მას და­ბა­ლი შა­ი­რი ეწო­დე­ბა.
ვაჩ­ვე­ნებთ სქე­მას:


შემ­დეგ მოს­წავ­ლე­ებს და­ვაკ­ვირ­ვებთ პო­ე­ტის ენობ­რივ სამ­ყა­რო­ზე და მა­თი აქ­ტი­უ­რო­ბით გა­მოვ­ყოფთ ფშა­ვურ დი­ა­ლექ­ტებს:
ეწა­და — სურ­და
ბე­ჩა­ვი — უბე­დუ­რი
ჩა­გიგ­დავთ — ჩა­გიგ­დი­ათ
თო­რო — თო­რემ
გაკ­ვე­თი­ლის ამ მო­მენ­ტ­ში მოს­წავ­ლე­ებს მო­ვა­გო­ნებთ აკა­კი წე­რეთ­ლის მი­ერ ვა­ჟა­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი ერთ-ერ­თი ლექ­სის და­საწყისს.
„ენას გი­წუ­ნებ, ფშა­ვე­ლო,
მგო­სა­ნო, მა­ღალ მთი­საო,
თუმც კი გვი­თე­სავ მარ­გა­ლიტს!
მკითხ­ვე­ლიც იმას მკი­საო!!“
(ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას)
აღ­ვ­ნიშ­ნავთ, რომ ვა­ჟამ აკა­კის ლექ­სით­ვე უპა­სუ­ხა:
„გულს მის­ვე­ნია ხა­ტა­და ენა მთი­სა და ბა­რი­სა.
მე არ­ც ერთ კილოს არ ვწუ­ნობ, თუა ქარ­თ­ველ­ის გვა­რი­სა!“
(„დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი პა­სუ­ხი აკა­კის“)
s თქვენ რო­გორ შე­ა­ფა­სებთ პო­ე­ტის დი­ა­ლექ­ტურ მეტყ­ვე­ლე­ბას?
— ლექ­ს­ში ჩავ­ს­ვათ დი­ა­ლექ­ტის შე­სა­ბა­მი­სი ლიტ­რა­ტუ­რუ­ლი გან­მარ­ტე­ბე­ბი, ვნა­ხოთ, რა მოხ­დე­ბა? ამ ვა­რი­ანტს და­ვა­წე­რი­ნებთ ერთ-ერთ მოს­წავ­ლეს და კლა­სის აქ­ტი­უ­რო­ბით გა­მო­ვა­ტა­ნი­ნებთ შე­სა­ბა­მის დას­კ­ვ­ნას, რომ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მი­ვი­ღეთ სიტყ­ვა­თა წყო­ბა და არა — ლექ­სი, რო­მელ­საც ვა­ჟა­სე­უ­ლი ელ­ფე­რი და­ე­კარ­გა. მოს­წავ­ლე­ე­ბი უნ­და მი­ვიყ­ვა­ნოთ იმ დას­კ­ვ­ნამ­დე, რომ დი­ა­ლექ­ტე­ბის ხმა­რე­ბა ლექსს კი არ აუფე­რუ­ლებს, პი­რი­ქით, უფ­რო მკა­ფი­ოდ, ნათ­ლად და შე­უ­ფე­რა­დებ­ლა­დაა გად­მო­ცე­მუ­ლი მწერ­ლის სათ­ქ­მე­ლი, გვეს­მის იმე­დი­ა­ნი გან­წყო­ბი­ლე­ბა — მარ­თა­ლია, არ­წი­ვი დაჭ­რი­ლია, მაგ­რამ ბრძო­ლის უნა­რი არ და­უ­კარ­გავს, ყვავ-ყორ­ნე­ბი კორ­ტ­ნი­ან, მაგ­რამ მა­ინც გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლია. აღ­ვ­ნიშ­ნავთ, რომ ამ­გ­ვა­რი­ვე სა­ხეა მი­ჯაჭ­ვუ­ლი ამი­რა­ნი (აკა­კი წე­რეთ­ლის „თორ­ნი­კე ერის­თა­ვი“), რო­მე­ლიც ჯაჭ­ვის გაწყ­ვე­ტის დროს ელის, რა­თა სი­ხა­რუ­ლით შე­იც­ვა­ლოს მწუ­ხა­რე­ბა.
აქ­ვე დავ­ძენთ, რომ „ვა­ჟას შე­მოქ­მე­დე­ბა­ში არ­წი­ვი და­ახ­ლო­ე­ბით სა­მას­ჯერ არის ნახ­სე­ნე­ბი. მათ შო­რის მხარ­კ­ვე­რი­ა­ნი გა­მორ­ჩე­უ­ლი ჯი­შია. მას ორი­ვე ფრთის და­საწყის­თან თეთ­რი ლა­ქა აქვს და ამით ემ­ს­გავ­სე­ბა ვაჟ­კაცს, ღვთი­უ­რი ნიშ­ნით დაღ­დას­მულს“ (ალ. ჭინ­ჭა­რა­უ­ლი — 1980 წ). არ­წივ­თან და­კავ­ში­რე­ბით მოს­წავ­ლე­ებს უნ­და მი­ვა­წო­დოთ ასე­თი ინ­ფორ­მა­ცი­აც — არ­წი­ვი ფრინ­ველ­თა სა­ხე­ო­ბაა შა­ვარ­დ­ნის­ნა­ირ­თა რი­გი­სა, წო­ნა — 6 კგ. ფრთებს შლის 2-2.5მ-ზე, ბრჭყა­ლე­ბი აქვს ბას­რი, ფრთე­ბი გრძე­ლი და გა­ნი­ე­რი, დებს 2-3 კვერცხს, 40-45 დღის შემ­დეგ ჩეკს მარ­თ­ვე­ებს. ხორ­ცის­მ­ჭა­მელ ფრინ­ველ­თა­გან არ­წი­ვი იმით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა, რომ თა­ვი­სი ნა­დავ­ლით იკ­ვე­ბე­ბა. მთებს ზე­მოთ „ცამ­დე“ მხო­ლოდ არ­წივს შე­უძ­ლია ავი­დეს. სხვა ფრინ­ვე­ლე­ბი ასეთ დიდ სი­მაღ­ლემ­დე ვერ აღ­წე­ვენ. ყუ­რადღე­ბას გა­ვა­მახ­ვი­ლებთ, რომ ვა­ჟას და­წე­რი­ლი აქვს იმა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის მოთხ­რო­ბა, რო­მელ­შიც ნაჩ­ვე­ნე­ბია, რომ ფრინ­ველ­თა მე­ფეს გა­უ­ჭირ­და, მაგ­რამ არ ისურ­ვა ნა­სუფ­რა­ლით გა­მოკ­ვე­ბა, გა­დაწყ­ვი­ტა, ბარ­ში ჩაფ­რე­ნი­ლი­ყო და იქ და­ლია სუ­ლი. ვა­ჟა შთამ­ბეჭ­და­ვად აღ­წერს ბე­ბე­რი არ­წი­ვის მთას­თან დამ­შ­ვი­დო­ბე­ბის გან­ც­დას. გა­ლაკ­ტი­ონ ტა­ბი­ძემ არ­წი­ვის თე­მა­ზე შექ­მ­ნა ლექ­სი „არ­წი­ვებს ჩას­ძი­ნე­ბო­დათ“, რო­მელ­შიც გა­მო­ი­ყე­ნა ვა­ჟას ლექ­სის პირ­ვე­ლი სტრო­ფი და გვიჩ­ვე­ნა ფრთებ­დამ­წ­ვა­რი არ­წი­ვე­ბი, რომ­ლებ­საც ღირ­სე­ბა და სი­ა­მა­ყე მა­ინც არ და­უ­კარ­გავთ.
გაკ­ვე­თი­ლის ბო­ლოს მოს­წავ­ლე­ებს მივ­ცემთ რამ­დე­ნი­მე წუთს ლექ­სის ზე­პი­რად დას­წავ­ლის მიზ­ნით და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლებს (ვგუ­ლის­ხ­მობთ ტექ­ს­ტის სწო­რად, გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით და ხმის შე­სა­ბა­მი­სი ტემ­ბ­რით კითხ­ვას) წა­ვა­ხა­ლი­სებთ არ­წი­ვის სამ­კერ­დე ნიშ­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც წი­ნას­წარ ნა­ხა­ტის სა­ხით გვექ­ნე­ბა მომ­ზა­დე­ბუ­ლი.
და­ვა­ლე­ბა — მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი თხზუ­ლე­ბა (ესე) თე­მებ­ზე:
ვა­ჟას არ­წი­ვი,
ფიქ­რე­ბი ფრინ­ველ­თა მე­ფე­ზე,
არ­წი­ვი — გმი­რო­ბი­სა და ძლი­ე­რე­ბის სიმ­ბო­ლო (არ­ჩე­ვით).
ლექ­სის სწავ­ლე­ბამ მო­ზარდს უნ­და ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბოს პო­ე­ზი­ი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი, გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბი­თი კითხ­ვის ჩვე­ვე­ბი, გა­ნუ­ვი­თა­როს სა­მეტყ­ვე­ლო უნა­რე­ბი (წე­რა, კითხ­ვა, მოს­მე­ნა, სა­უ­ბა­რი), გა­მო­უ­მუ­შა­ოს წე­რი­თი და ზე­პი­რი მეტყ­ვე­ლე­ბის კულ­ტუ­რა და, რაც მთა­ვა­რია, მოს­წავ­ლემ უნ­და შეძ­ლოს ლი­ტე­რა­ტუ­რის, რო­გორც სიტყ­ვის ხე­ლოვ­ნე­ბის, აღ­ქ­მა და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა.
ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი და გან­ხი­ლუ­ლი მე­თო­დე­ბი უნ­და ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს მოს­წავ­ლე­თა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი აზ­როვ­ნე­ბი­სა და სწო­რი მეტყ­ვე­ლე­ბის, მომ­დევ­ნო კლა­სებ­ში — კრი­ტი­კუ­ლი მსჯე­ლო­ბი­სა და მოვ­ლე­ნა­თა სა­კუ­თა­რი თვალ­თა­ხედ­ვით შე­ფა­სე­ბის უნა­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

მთვა­რი­სა კიკ­ვა­ძე
ქუ­თა­ი­სის 38-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და
ლი­ტე­რა­ტუ­რის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი

25-28(942)N