გამოდის 1998 წლიდან
2011-11-03
პე­და­გოგს, რო­მელ­მაც ჩვენს შვი­ლებს უნ­და ას­წავ­ლოს, საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი მოთხოვ­ნე­ბი უნ­და წა­ვუ­ყე­ნოთ

გვე­სა­უბ­რე­ბა გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ზო­გა­დი უნა­რე­ბის ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი სო­ფო დო­ლი­ძე

წელს სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დებ­ში დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის პე­და­გო­გე­ბიც ჩა­ერ­თ­ნენ. მო­მა­ვა­ლი წლის­თ­ვის მათ სი­ახ­ლე ელით — ტეს­ტი საგ­ნობ­რი­ვი სწავ­ლე­ბის პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის. რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით მოწ­მ­დე­ბა დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის პე­და­გო­გის ცოდ­ნა და სწავ­ლე­ბის უნა­რი?
2011 წელს პირ­ვე­ლად ჩა­ვა­ტა­რეთ სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­და დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის იმ პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც I-IV კლა­სებ­ში სამ ძი­რი­თად სა­განს ას­წავ­ლი­ან. მარ­თა­ლია, კა­ნო­ნით გან­საზღ­ვ­რუ­ლია, რომ დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რი I-VI კლა­სებს მო­ი­ცავს, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნ­და, მას­წავ­ლე­ბელ­თა უდი­დე­სი ნა­წი­ლი ისევ I-IV კლა­სებ­ში ას­წავ­ლის არა ერთ სა­განს, არა­მედ სამს — ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას, მა­თე­მა­ტი­კა­სა და ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბას. სწო­რედ ამ მას­წავ­ლებ­ლებს შევ­თა­ვა­ზეთ, პირ­ველ რიგ­ში, კომ­პ­ლექ­სუ­რი სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო ტეს­ტი. პე­და­გო­გის ცოდ­ნა და სწავ­ლე­ბის უნა­რი სა­მი­ვე დის­ციპ­ლი­ნა­ში მოწ­მ­დე­ბო­და. ტეს­ტი პრო­ფე­სი­ულ ცოდ­ნას­თან ერ­თად მე­თო­დი­კა­საც მო­ი­ცავ­და.
სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო ტეს­ტი ორი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბო­და: ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ამოწ­მებ­და აკა­დე­მი­ურ უნა­რებს — წა­კითხუ­ლი ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბა­სა და ანა­ლი­ტი­კურ წე­რას. ამ ორი სა­ბა­ზი­სო უნა­რის შე­მოწ­მე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც მას­წავ­ლე­ბელ­მა სწო­რედ ეს უნა­რე­ბი უნ­და გა­ნუ­ვი­თა­როს მოს­წავ­ლეს, რა­თა მას სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნის შეს­წავ­ლი­სას პრობ­ლე­მე­ბი არ შე­ექ­მ­ნას. ინ­ფორ­მა­ცი­ის აღ­ქ­მა, გა­აზ­რე­ბა და გა­გე­ბა, წე­რის უნარ­თან ერ­თად, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი კომ­პო­ნენ­ტე­ბია. სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო ტეს­ტი ყვე­ლა ამ სა­კითხს მო­ი­ცავ­და.
ტეს­ტი­რე­ბა 5-სა­ა­თი­ა­ნი იყო, მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა — 100. პე­და­გოგს, წარ­მა­ტე­ბით რომ ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა გა­მოც­და, აუცი­ლებ­ლად უნ­და და­ეგ­რო­ვე­ბი­ნა, მი­ნი­მუმ 61 ქუ­ლა, ანუ — მთლი­ა­ნი ტეს­ტის 60%-ზე მე­ტი.
ქუ­ლე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი — 80%, ცხა­დია, მო­დი­ო­და ტეს­ტის ძი­რი­თად ნა­წილ­ზე — პრო­ფე­სი­უ­ლი ცოდ­ნა და მე­თო­დი­კა (ამ ნა­წილ­ში 80 ქუ­ლა იყო და­საგ­რო­ვე­ბე­ლი); ტეს­ტის ეს ნა­წი­ლი მო­ი­ცავ­და ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის, მა­თე­მა­ტი­კი­სა და ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის და­ვა­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო პრო­ფე­სი­ულ ცოდ­ნა­სა და მე­თო­დი­კა­ზე. ჩვე­ნი პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის სი­ახ­ლე იყო კითხ­ვი­სა და წე­რის სწავ­ლე­ბის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც, ასე­ვე, აღ­ნიშ­ნულ ბლოკ­ში ერ­თი­ან­დე­ბო­და.
20-ქუ­ლი­ა­ნი იყო მე­ო­რე — მცი­რე, მაგ­რამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი — აკა­დე­მი­უ­რი უნა­რე­ბი. პე­და­გოგ­თა კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვანია ამ ორი სა­ბა­ზი­სო უნა­რის — წა­კითხუ­ლი ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბი­სა და წე­რის შე­მოწ­მე­ბა.
რომ არ მომ­ხ­და­რი­ყო ისე, რომ მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი — 61 ქუ­ლა — მხო­ლოდ პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის ტეს­ტით გა­და­ე­ლა­ხათ პე­და­გო­გებს, ორი­ვე ნა­წილ­ში ცალ-ცალ­კე და­ვა­წე­სეთ ქვე­და, მი­ნი­მა­ლუ­რი ზღვრე­ბი. ეს ზღვა­რი იყო 40%-ზე მე­ტი, ანუ აპ­ლი­კანტს პრო­ფე­სი­უ­ლი ცოდ­ნი­სა და მე­თო­დი­კის ნა­წილ­ში უნ­და და­ეგ­რო­ვე­ბი­ნა 33 ქუ­ლა (80 ქუ­ლის 40%-ზე მე­ტი), ხო­ლო აკა­დე­მი­უ­რი უნა­რე­ბის ნა­წილ­ში — 9 ქუ­ლა (20 ქუ­ლის 40%-ზე მე­ტი). ცხა­დია, მხო­ლოდ 33 ქუ­ლა ერთ ნა­წილ­ში და 9 ქუ­ლა მე­ო­რე ნა­წილ­ში საკ­მა­რი­სი არ იყო იმი­სათ­ვის, რომ სა­ბო­ლო­ოდ ტეს­ტის მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი გა­და­ლა­ხუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო (61 ქუ­ლა არ იქ­მ­ნე­ბა 33-ითა და 9-ით), პე­და­გოგს უფ­რო მე­ტი ქუ­ლე­ბი უნ­და და­ეგ­რო­ვე­ბი­ნა, მაგ­რამ თვი­თონ შე­ეძ­ლო გა­ნე­საზღ­ვ­რა, რო­მელ ნა­წილ­ში მო­ი­პო­ვებ­და ამ ქუ­ლებს. მი­ნი­მა­ლუ­რი ბა­რი­ე­რე­ბი უფ­რო იმ მიზ­ნით და­წეს­და, რომ დავ­რ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით, აპ­ლი­კან­ტ­მა ორი­ვე ნა­წილ­ზე იმუ­შა­ვა.
რად­გან ბევრ სკო­ლა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს საგ­ნობ­რი­ვი სწავ­ლე­ბა, ამი­ტომ 2012 წლი­დან სი­ახ­ლეს ვთა­ვა­ზობთ ჩვენს პე­და­გო­გებს — სწო­რედ მათ შევ­თა­ვა­ზებთ სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო ტესტს, ვინც საგ­ნობ­რი­ვად ას­წავ­ლის I-VI კლა­სებ­ში. მომ­ზად­დე­ბა 4 სხვა­დას­ხ­ვა ტეს­ტი: ერ­თი იქ­ნე­ბა ისევ დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის I-IV კლა­სე­ბის სა­მი ძი­რი­თა­დი საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, რო­გო­რიც იყო 2011 წელს; გარ­და ამი­სა, და­ე­მა­ტე­ბა სა­მი ტეს­ტი — ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის, მა­თე­მა­ტი­კი­სა და ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, მათ­თ­ვის, ვინც ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, სურს I-VI კლა­სებ­ში ას­წავ­ლოს საგ­ნობ­რი­ვად და სერ­ტი­ფი­კა­ტიც ამ კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნის სწავ­ლე­ბის­თ­ვის მო­ი­პო­ვოს. ბევ­რი სკო­ლა, გან­სა­კუთ­რე­ბით კერ­ძო სკო­ლე­ბი, გა­და­სუ­ლია საგ­ნობ­რივ სწავ­ლე­ბა­ზე.
დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის საგ­ნობ­რი­ვი სწავ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პე­და­გო­გე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რია V-VI კლა­სებ­ში, სა­დაც კლა­სი­კუ­რი დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე პე­და­გო­გე­ბი აღარ ას­წავ­ლი­ან ხოლ­მე, ისი­ნი IV კლას­ში ას­რუ­ლე­ბენ მოღ­ვა­წე­ო­ბას. V-VI კლა­სებ­ში, რო­გორც წე­სი, ას­წავ­ლიდ­ნენ VII-XII კლა­სე­ბის, ანუ სა­ბა­ზო-სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბი. ასე რომ არ მოხ­დეს და კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნის დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებს ჰქონ­დეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ას­წავ­ლონ I-დან VI კლა­სამ­დე ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­გა­ნი, 2012-ში მათ საგ­ნობ­რივ გა­მოც­დებს შევ­თა­ვა­ზებთ. შე­სა­ბა­მი­სად, უფ­რო მეტ აპ­ლი­კანტს ვე­ლო­დე­ბით.
2010 წელს ჩა­ტა­რე­ბულ საც­დელ ტეს­ტი­რე­ბა­ზე საგ­ნობ­რი­ვი პე­და­გო­გე­ბი მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით იყ­ვ­ნენ წარ­მოდ­გე­ნილ­ნი. ძა­ლი­ან ცო­ტა მას­წავ­ლე­ბე­ლი მო­ვი­და ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის გა­მოც­და­ზე, სულ ათი­ო­დე, რად­გან არ იყ­ვ­ნენ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი — იცოდ­ნენ, რომ მათ­თ­ვის პირ­ველ წელს ტეს­ტი­რე­ბა არ ­ტარ­დე­ბო­და, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის პე­და­გო­გე­ბი — ცო­ტა მე­ტი, ასე­ვე — მა­თე­მა­ტი­კის. შე­დე­გე­ბი მათ უკე­თე­სი ჰქონ­დათ,
ვიდ­რე დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის I-IV კლა­სე­ბის სა­მი ძი­რი­თა­დი საგ­ნის პე­და­გო­გებს, მაგ­რამ ძა­ლი­ან ცო­ტა­ნი იყ­ვ­ნენ, ამი­ტომ რე­ა­ლუ­რი დას­კ­ვ­ნე­ბის გა­კე­თე­ბა და პროგ­ნო­ზი­რე­ბა, რა სუ­რა­თი იქ­ნე­ბა გა­მოც­და­ზე, შე­უძ­ლე­ბე­ლია.
ჩვე­ნი აზ­რით, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ერ­თი საგ­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტია, გა­ცი­ლე­ბით კომ­პე­ტენ­ტუ­რად შეძ­ლებს ამ საგ­ნის სწავ­ლე­ბას. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მას­წავ­ლე­ბელ­მა სწო­რად ას­წავ­ლოს სა­გა­ნი პირ­ვე­ლი­ვე ნა­ბი­ჯე­ბი­დან, პირ­ვე­ლი­ვე სა­ფე­ხუ­რი­დან იმი­ტომ, რომ შე­იქ­მ­ნას სა­ფუძ­ვე­ლი, რო­მელ­ზეც მო­მა­ვალ­ში ცოდ­ნა უნ­და და­შენ­დეს. ამას უდი­დე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს.

რო­გო­რი იყო დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მას­წავ­ლე­ბელ­თა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის შე­დე­გე­ბი?
წლე­ვან­დე­ლი შე­დე­გე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო არ ვართ. ის, რომ ადა­მი­ან­მა სა­მი საგ­ნის სწავ­ლე­ბა შეძ­ლოს, ძა­ლი­ან დი­დი გა­მოწ­ვე­ვა, ამავ­დ­რო­უ­ლად, სე­რი­ო­ზუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა. აპ­ლი­კან­ტე­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, 28%-მა შეძ­ლო ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა (ყვე­ლა ბა­რი­ე­რის — რო­გორც ქვე­და ბა­რი­ე­რე­ბის, ასე­ვე მთლი­ა­ნის). ვუ­ლო­ცავ მათ და წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბა­ში.
რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ დიდ­მა ნა­წილ­მა, თით­ქ­მის 70%-მა, ბა­რი­ე­რი ვერ გა­და­ლა­ხა, სამ­წუ­ხა­როდ, იყ­ვ­ნენ ისე­თი პე­და­გო­გე­ბი (თუმ­ცა ბევ­რი არა), რომ­ლებ­მაც არ იცოდ­ნენ ქვე­და ბა­რი­ე­რე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ და ამი­ტომ ვერ და­აგ­რო­ვეს საკ­მა­რი­სი ქუ­ლე­ბი ორი­ვე ნა­წილ­ში. იყ­ვ­ნენ ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც გა­მოც­და­ზე უბ­რა­ლოდ ძა­ლე­ბის მო­სა­სინ­ჯად, თით­ქოს ერ­თ­გ­ვარ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე მო­ვიდ­ნენ. არც ის უნ­და და­ვი­ვიწყოთ, რომ გა­მოც­და არ იყო ად­ვი­ლი. გა­ვი­მე­ო­რებ, რომ ეს კომ­პ­ლ­ქ­სუ­რი გა­მოც­და იყო, რო­მე­ლიც პე­და­გოგ­თა ცოდ­ნას და სწავ­ლე­ბის უნარს სა­მი­ვე სა­გან­ში აფა­სებ­და. ძა­ლი­ან მა­ღა­ლი იყო ბა­რი­ე­რი, რაც იმი­თაა გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი, რომ პე­და­გო­გებს, რომ­ლებ­მაც ჩვენს შვი­ლებს უნ­და ას­წავ­ლონ, საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი მოთხოვ­ნე­ბი უნ­და წა­ვუ­ყე­ნოთ. ასეთ მოთხოვ­ნებს უყე­ნებს მათ სტან­დარ­ტი.
წელს და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი იყო 3500 პე­და­გო­გი, თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რად 3014 სა­გა­მოც­დო ნა­მუ­შე­ვა­რი გა­ვას­წო­რეთ. ცხა­დია, პე­და­გოგ­თა ნა­წი­ლი გა­მოც­და­ზე არ გა­მოცხად­და. მათ­თ­ვის, ვინც გა­მოც­და­ზე გა­ვი­და, ეს ძა­ლი­ან კარ­გი რე­პე­ტი­ცია იყო, რად­გან ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნა­ხო სა­გა­მოც­დო გა­რე­მო და ტეს­ტი, და­გეგ­მო ტეს­ტ­ზე მუ­შა­ო­ბის დრო, ბევ­რი რამ არის ისე­თი, რა­ზეც შემ­დ­გომ­ში დროს აღარ და­კარ­გავ. სწო­რედ ამ მხრივ 2011 წლის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ბევ­რის­თ­ვის კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო, რო­მე­ლიც მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს.
აპ­ლი­კან­ტ­თა დი­დი ნა­წი­ლი მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვარს პირ­ვე­ლი­ვე გა­მოც­და­ზე თუ ვერ გა­და­ლა­ხავს, ვფიქ­რობ, ამა­ში სა­გან­გა­შო არა­ფე­რია. მათ­თ­ვის გა­მოც­და კარ­გი გა­ვარ­ჯი­შე­ბა იქ­ნე­ბა, გა­ეც­ნო­ბი­ან ტეს­ტურ და­ვა­ლე­ბებს, ტეს­ტის ფორ­მატს, შე­ე­გუ­ე­ბი­ან სა­გა­მოც­დო ატ­მოს­ფე­როს. არ არის იოლი 5 სა­ა­თი გა­მოც­და­ზე ჯდო­მა, წე­რა და შრო­მა, ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი და სტრე­სუ­ლია. ვეც­დე­ბით, მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­ფორ­ტუ­ლი ტეს­ტი შევ­თა­ვა­ზოთ პე­და­გო­გებს 2012 წელ­საც. აუცი­ლებ­ლად მო­ვამ­ზა­დებთ დამ­ხ­მა­რე მა­სა­ლა­თა კრე­ბუ­ლებს. ოთხი­ვე გა­მოც­დის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია შე­იძ­ლე­ბა ერთ კრე­ბულ­ში იყოს თავ­მოყ­რი­ლი, რად­გან ამ გა­მოც­დებს, ცხა­დია, ბევ­რი სა­ერ­თო ექ­ნე­ბა. ასე­ვე, ვეც­დე­ბით მაქ­სი­მა­ლუ­რად დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დოთ პე­და­გო­გებს სა­გა­მოც­დო ტეს­ტის შე­სა­ხებ, გან­ვი­ხი­ლავთ ნი­მუ­შებს სა­გა­მოც­დო ნა­მუ­შევ­რე­ბი­დან, რა­ტომ და რო­გორ შე­ფას­და ესა თუ ის ნა­მუ­შე­ვა­რი. ვფიქ­რობ, კრე­ბუ­ლე­ბი ძა­ლი­ან ინ­ფორ­მა­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის და იმე­დი გვაქვს, და­ეხ­მა­რე­ბა გა­მოც­დე­ბის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბა­ში.
ყვე­ლა პე­და­გოგს ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბას.
ესა­უბ­რა
ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი

25-28(942)N