გამოდის 1998 წლიდან
2017-03-09
მიეძღ­ვ­ნა მეც­ნი­ე­რის 100 წლისთავს


 „რო­დე­საც ღმერ­თი სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რულ­სა და სხვა ამ­გ­ვარ მცნე­ბებს ზე­ცი­დან მოკ­ვ­და­ვე­ბის­თ­ვის აფ­რ­ქ­ვევ­და, ჩვენ, ქარ­თ­ვე­ლებს „ზონ­ტი­კი“ გვე­ჭი­რა და ახ­ლაც ვერ მოვ­სულ­ვართ გონ­ზე.“ ვახ­ტანგ ჯო­ბა­ძე

რამ­დე­ნი­მე წე­ლია გა­ზეთ „ახალ გა­ნათ­ლე­ბა­ში“, პე­რი­ო­დუ­ლად, იბეჭ­დე­ბა სკო­ლა ლი­ცე­უ­მ „მწიგ­ნო­ბარ­თუ­ხუ­ცე­სის“ პრო­ექ­ტი „არ­და­ვიწყე­ბა მოყ­ვ­რი­სა, არო­დეს გვი­ზამს ზი­ან­სა“, რო­მე­ლიც ეძღ­ვ­ნე­ბა აშშ-ში მე­ო­რე თა­ო­ბის ემიგ­რან­ტ­თა გან­ვ­ლილ ცხოვ­რე­ბას. პრო­ექ­ტ­ში ჩა­ერ­თ­ნენ მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­სახ­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კა­ბი­ნე­ტის წევ­რე­ბი, პე­და­გოგ ნა­ნა ბურ­კა­ძის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით (პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს ქი­მი­ის პე­და­გო­გი ა/დ ქე­თევან ქი­ქო­ძე).

2017 წლის 18 მარტს დიდ მეც­ნი­ერს, ვახ­ტანგ ჯო­ბა­ძეს 100 წე­ლი უს­რულ­დე­ბა. ჩვენი სა­ხე­ლო­ვა­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე, ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ე­რი — მე­დი­ე­ვის­ტი, არ­ქე­ო­ლო­გი, ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე, ტაო-კლარ­ჯე­თის და შა­ვი მთის ქარ­თ­ველ­თა კო­ლო­ნი­ის უბად­ლო მკვლე­ვა­რი, ლოს-ან­ჟე­ლე­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის გამ­გე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ის­ტო­რიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­პა­ტიო წევ­რი, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­პა­ტიო დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი იმ ქარ­თ­ველ მეც­ნი­ერ­თა პლე­ა­დას მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბო­და, ვინც თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სრუ­ლი კურ­სი დი­დი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით გა­ი­ა­რა.
და­ი­ბა­და თბი­ლის­ში, 1917 წლის 18 მარტს. მა­მა — ნი­კო­ლო­ზი პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტი იყო, რო­მელ­საც პა­რიზ­ში მცხოვ­რე­ბი ქალ­ბა­ტო­ნი თაქ­თა­ქიშ­ვი­ლი ან­გე­ლო­ზად მო­იხ­სე­ნი­ებს, დე­და — ეკა­ტე­რი­ნე. 1935 წელს სკო­ლა და­ამ­თავ­რა. 1940 წელს — თსუ ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი. ას­პი­რან­ტუ­რა­ში გი­ორ­გი ჩუ­ბი­ნაშ­ვილ­თან მოხ­ვ­და, მუ­შა­ობ­და სა­კან­დი­და­ტო დი­სერ­ტა­ცი­ა­ზე: „სამ­ცხის ათა­ბა­გე­ბის პორ­ტ­რე­ტუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი სა­ფა­რა­სა და ჭუ­ლე­ში“. თით­ქოს გა­მო­იკ­ვე­თა მი­სი მო­მა­ვა­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბის კონ­ტუ­რე­ბი, მაგ­რამ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომ­მა ძირ­ფეს­ვი­ა­ნად შეც­ვა­ლა ვახ­ტანგ ჯო­ბა­ძის შემ­დ­გო­მი ცხოვ­რე­ბა.
მარ­თა­ლია, მას, რო­გორც უნი­ვერ­სი­ტე­ტის ას­პი­რანტს, „ჯავ­შა­ნი ჰქონ­და“ და ფრონ­ტ­ზე გაწ­ვე­ვა არ ეხე­ბო­და, მაგ­რამ იგი მო­ხა­ლი­სედ წა­ვი­და ომ­ში, ტყვედ ჩა­ვარ­და და ტყვე­ო­ბის ჯო­ჯო­ხე­თიც გა­მო­ი­ა­რა. ახალ ტყვე­თა ბა­ნაკ­ში გა­დას­ვ­ლას ბა­ტო­ნი ვახ­ტან­გი დი­დი ტან­ჯ­ვით იხ­სე­ნებს: „აქ და­იწყო ტყვე­ო­ბის ნამ­დ­ვი­ლი კოშ­მა­რი, რაც დღი­თი დღე უარეს­დე­ბო­და, ბა­ნაკს იმ­დე­ნი ტყვე­ე­ბი ემა­ტე­ბო­და, რომ კა­ცი და­საჯ­დომ ად­გილ­საც კი ძნე­ლად იპოვ­იდა. საზ­რ­დო თით­ქ­მის არ გვქონ­და, და­იწყო შიმ­ში­ლო­ბა, და­ა­ვა­დე­ბე­ბი და სიკ­ვ­დი­ლი­ა­ნო­ბის გახ­ში­რე­ბა. მდგო­მა­რე­ო­ბამ კოშ­მა­რულ დო­ნეს მი­აღ­წია, რო­დე­საც ჯა­რის­კა­ცე­ბი მკვდა­რი ამ­ხა­ნა­გის ხორ­ცის ჭა­მა­საც არ ერი­დე­ბოდ­ნენ.“ ბა­ტონ­მა ვახ­ტან­გ­მა გა­მო­სავა­ლი იპო­ვა და ბა­ნაკ­ში სამ­ზა­რე­უ­ლო ააშე­ნა, რა­მაც მდგო­მა­რე­ო­ბა ცო­ტა­თი გა­მო­ას­წო­რა. მაგ­რამ ყო­ველ­გ­ვა­რი და­ა­ვა­დე­ბა მათ დღე­ებს თი­თებ­ზე ით­ვ­ლი­და. ამ სა­სო­წარ­კ­ვე­თილ ხა­ნა­ში, ბა­ნაკ­ში გა­მოცხად­დ­ნენ ძვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბამ სამ­შობ­ლო მი­ა­ტო­ვა და უცხო ქვე­ყა­ნა­ში ლტოლ­ვა არ­ჩია. ისი­ნი სხვა­დას­ხ­ვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ცდი­ლობ­დ­ნენ ქარ­თ­ვე­ლი ტყვე­ე­ბის სიკ­ვ­დი­ლის ბა­ნა­კი­დან დახ­ს­ნას. ბა­ტონ ვახ­ტანგს გვა­რი შე­უც­ვა­ლეს, რო­გორც პავ­ლე ცი­ციშ­ვი­ლის ნა­თე­სა­ვი გა­მო­იყ­ვა­ნეს ბა­ნა­კი­დან და გა­ამ­წე­სეს ბრან­დენ­ბურ­გის მო­ნა­დი­რე­თა დი­ვი­ზი­ა­ში, რო­გორც „შო­ფე­რი“. დი­დი წვა­ლე­ბის შემ­დეგ ის ჩა­ვი­და გერ­მა­ნი­ა­ში. შვიდ ყმაწ­ვილ­თან ერ­თად, დღის ნა­ხე­ვარს მო­ტო­რე­ბის მოქ­მე­დე­ბის სწავ­ლა­ში და ავ­ტო­მო­ბი­ლის რეცხ­ვა­ში ატა­რებ­და, ხო­ლო მე­ო­რე ნა­ხე­ვარს — სამ­ხე­დრო ვარ­ჯიშ­ში. სამ­ხედ­რო სამ­ზა­დის-სწავ­ლე­ბა და­ძა­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა. ბა­ტო­ნი ვახ­ტან­გი ქა­ლაქ­ში ხში­რად და­დი­ო­და, გა­ო­ცე­ბუ­ლი იყო გერ­მა­ნე­ლი ხალ­ხის საქ­ცი­ე­ლით. უაღ­რე­სი სი­სუფ­თა­ვე, წეს­რი­გი და საქ­მი­ა­ნო­ბა „ადა­მი­ან-ფუტ­კ­რე­ბი­სა“ მის­თ­ვის თავ­ბ­რუ­დამ­ხ­ვე­ვი იყო, ამ ერის კულ­ტუ­რამ და ღირ­სე­ბებ­მა მას­ზე უდი­დე­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. 1944 წლის ბო­ლო თვე­ებ­ში, ყვე­ლას­თ­ვის აშ­კა­რა იყო, რომ გერ­მა­ნია ომს აგებ­და, ხალხს საგ­რ­ძ­ნო­ბი ში­ში და­ეტყო. გერ­მა­ნი­ამ კა­პი­ტუ­ლა­ცია გა­მო­აცხა­და, რი­თაც აუტა­ნე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იქ­მ­ნა და ბა­ტო­ნი ვახ­ტან­გიც შიშ­მა შე­იპყ­რო. თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში ვერ გა­და­დი­ოდ­ნენ, ამი­ტო­მაც მან და მის­მა მე­გო­ბარ­მა, როზ­მა­რიმ, თა­ვი ტყეს შე­ა­ფა­რეს. ცუ­დი ამინ­დის დროს, მახ­ლო­ბელ ნაც­ნობ გლეხ­თან მი­დი­ოდ­ნენ, რო­მე­ლიც კვე­ბავ­და და ბოს­ლის სხვენ­ზე თი­ვა­ში აძი­ნებ­და. გუ­ლი სტკი­ო­და, რომ როზ­მა­რიც იზი­ა­რებ­და მის სა­ხი­ფა­თო ცხოვ­რე­ბას, თუმ­ცა ასეთ ყო­ფას დიდ­ხანს ვე­ღარ გა­უძ­ლეს და როზ­მა­რის დე­და-მა­მას­თან მი­ვიდ­ნენ, რო­მელ­ნიც თა­ვა­დაც, რე­გენ­ს­ბურ­გის მახ­ლობ­ლად, ერთ კე­თილ­შო­ბილ მე­მა­მუ­ლეს აფა­რებ­დ­ნენ თავს.
მარ­თა­ლია ბა­ტო­ნი ვახ­ტან­გი ცოცხა­ლი გა­დარ­ჩა, მაგ­რამ იცო­და, რომ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულს დახ­ვ­რე­ტა ან გა­და­სახ­ლე­ბა არ ას­ც­დე­ბო­და. ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და უცხო­ეთ­ში დარ­ჩე­ნი­ლი­ყო და ცხოვ­რე­ბის 60 წელ­ზე მე­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­რეთ გა­ა­ტა­რა. უცხო­ე­თის ცის ქვეშ უთ­ვის­ტო­მოდ დარ­ჩე­ნილ­მა, დი­დი ტან­ჯ­ვი­თა და წვა­ლე­ბით მო­ა­ხერ­ხა ეს­წავ­ლა გი­ო­ტინ­გე­ნის, ფრა­ი­ბურ­გის, ერ­ლან­გე­ნი­სა და სორ­ბო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში, სა­დაც მი­სი ლექ­ტო­რე­ბი იყ­ვ­ნენ მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი — ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლიზ­მის უდი­დე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ფი­ლო­სო­ფო­სი კარლ იას­პერ­სი, არ­ქე­ო­ლო­გი ალ­ფონს შნა­ი­დე­რი (ნო­ქა­ლა­ქე­ვის პირ­ვე­ლი გათხ­რე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი 1930-31 წლებ­ში) და ცნო­ბი­ლი ან­დ­რე გრა­ბა­რი. 1949 წელს ვახ­ტანგ ჯო­ბა­ძე ფი­ლო­სო­ფი­ის დოქ­ტო­რი გახ­და ქარ­თუ­ლი ოქ­რომ­ჭედ­ლო­ბის უნი­კა­ლურ ნი­მუშ­ზე — ხა­ხუ­ლის ხატ­ზე და­ცუ­ლი დი­სერ­ტა­ცი­ი­სათ­ვის. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, იგი მუ­შა­ობ­და ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის სიძ­ვე­ლეთ­სა­ცა­ვებ­ში, სა­დაც იკ­ვ­ლევ­და იქ გა­ფან­ტულ ქარ­თულ ძეგ­ლებს.
1953 წელს ვახ­ტანგ ჯო­ბა­ძემ ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ მე­გობ­რებს სთხო­ვა, მის­თ­ვის მო­საწ­ვე­ვი დო­კუ­მენ­ტე­ბი გა­ეგ­ზავ­ნათ. მა­ლე ნიუ-იორ­კ­ში მყოფ თა­ვად გუ­რი­ე­ლის­გან მი­ი­ღო მო­საწ­ვე­ვი ბა­რა­თი და აფი­დე­ვი­ტი. ამა­ვე წლის მა­ის­ში ნიუ-იორ­კ­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ. „გე­მის ცხვი­რი­დან შევ­ს­ც­ქე­რი ამ სა­ნა­ქე­ბო ქა­ლაქს და გაბ­რუ­ე­ბუ­ლი ვარ. ცა­თამ­ბ­ჯე­ნი, თვა­ლუწ­ვ­დე­ნე­ლი შე­ნო­ბე­ბით, „liberty“-ს ფი­ზი­კუ­რი გან­სა­ხი­ე­რე­ბე­ბი, ჩი­რაღ­დ­ნი­ა­ნი უზარ­მა­ზარ შა­რა­ვან­დე­დი­ა­ნი ძეგ­ლით.  მო­მად­გა პოს­ტის ვი­ღაც მუ­შა, რო­მე­ლიც ცდი­ლობ­და მსხვი­ლი თო­კე­ბით გე­მის პოს­ტ­ზე მიბ­მას. ეს პირ­ვე­ლი ამე­რი­კე­ლი, რო­მე­ლიც ამე­რი­კა­ში შემ­ხ­ვ­და, მე­კითხე­ბა: რო­გორ მოგ­წონს ამე­რი­კა? — ნა­ნახ გან­ც­დი­ლით გაბ­რუ­ე­ბულ­მა ვე­ღარ მო­ვა­ხერ­ხე პა­სუ­ხის გა­ცე­მა, მა­შინ თვი­თონ­ვე მი­პა­სუ­ხა: კარ­გი ქვე­ყა­ნაა, არა­ვინ გკითხავს თუ ვინ არის მა­მა­შე­ნი.“
მი­სი პირ­ვე­ლი მას­პინ­ძე­ლი იყო ბა­ტო­ნი სი­კო ერის­თა­ვი, რო­მელ­საც სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ში უნ­და დახ­მა­რე­ბო­და, რა­შიც იგი გა­სამ­რ­ჯე­ლოს იღებ­და.  მე­ო­რე ქარ­თ­ველ-ამე­რი­კე­ლი იყო ცა­რის­ტუ­ლი არ­მი­ის მა­ღა­ლი ოფი­ცე­რი ვა­ნო ამი­ლახ­ვა­რი.
მე­სა­მე კი — თა­ვა­დი ემ­ხუ­ა­რი, რო­მე­ლიც უსახ­ს­რო­ბის გა­მო „ზან­გე­ბის“  კვარ­ტალ­ში ცხოვ­რობ­და: „ორი­ოდ გროშს რომ იშოვ­ნი­და, ტკბი­ლე­ულს ყი­დუ­ლობ­და და ზან­გის ბავ­შ­ვებს ური­გებ­და. თა­ვი­სი გულ­კე­თი­ლო­ბის გა­მო, შავ­კა­ნი­ან­ე­ბი დიდ პა­ტივს ცემ­დ­ნენ და რო­დე­საც გარ­და­იც­ვა­ლა, მი­სი ნეშ­თი არა­ვის და­ა­ნე­ბეს და მარ­თ­ლა მე­ფუ­რად, ზან­გუ­რი გა­ლო­ბით თი­თონ და­ა­საფ­ლა­ვეს.“
ბა­ტო­ნი ვახ­ტან­გი ასე­ვე და­უ­მე­გობ­რ­და ჩი­ნე­ბულ პი­ა­ნისტს ირაკ­ლი ორ­ბე­ლი­ანს,  ლეო დუმ­ბა­ძეს — ქარ­თ­ვე­ლე­ბის სათ­ვის­ტო­მოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს, ჯუ­ნა ახ­მე­ტელს — რე­ჟი­სორ სან­დ­რო ახ­მე­ტე­ლის შვილს, გი­ვი ფო­რა­ქი­შვილს, რო­მელ­საც გერ­მა­ნი­ი­დან იც­ნობ­და, გო­გი ღო­ღო­ბე­რი­ძეს, მა­მია ზაქ­რა­ძეს, ალექ­სან­დ­რე (შუ­შუა) სულ­ხა­ნიშ­ვილს, ვა­ნო ნა­ნუ­აშ­ვილს, და­ვით მდი­ვანს, პრო­ფე­სორ კი­რი­ლე თუ­მა­ნიშ­ვილს.
ამე­რი­კა­ში ჩა­სულ­მა  სრუ­ლი სამ­სა­ხუ­რი იშო­ვა კო­ლეჯ პო­ინ­ტ­ში, სა­დაც და­იწყო მუ­შა­ო­ბა ე.წ. ლliliy Tulip-ის კომ­პა­ნი­ის ერთ-ერთ ქარ­ხა­ნა­ში, რო­მე­ლიც პა­რა­ფი­ნით გა­სან­თ­ლულ ქა­ღალ­დის ჭი­ქებს ამ­ზა­დებ­და. მი­სი დი­რექ­ტო­რი იყო თევ­დო­რე გა­ბე­ლია, ვახ­ტანგს მას­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. ეს ქარ­ხა­ნა ქარ­თ­ველ­თა თავ­შე­საფ­რად იქ­ცა.
ბა­ტო­ნი ვახ­ტან­გი დიდ მად­ლი­ე­რე­ბას გა­მო­ხა­ტავს ჯონ­დი და­დი­ა­ნის მი­მართ, ის იხ­სე­ნებს: „სამ­შო­ბი­ა­რო­ში ჩე­მი მე­უღ­ლის და ახ­ლად და­ბა­დე­ბუ­ლი ვა­ჟის ყოფ­ნა 4300 დო­ლა­რი დაჯ­და, გა­დახ­დის გა­რე­შე ბავ­შ­ვის გა­მოყ­ვა­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. სა­სო­წარ­კ­ვე­თა­ში მყოფს, ქარ­თ­ველ­თა სათ­ვის­ტო­მო­ში, ნი­ნა­ო­ბის დღეს,  ჩემ­თ­ვის უც­ნობ­მა კე­თილ­შო­ბილ­მა ჯონ­დი და­დი­ან­მა გად­მომ­ცა ჩე­კი, ჩე­მი ვა­ლის გა­და­სახ­დე­ლად.  შო­კო­ლა­დი და ყვა­ვი­ლე­ბი კი ჩე­მი ძვირ­ფა­სი მე­უღ­ლის­თ­ვის გა­მო­მა­ტა­ნა.“ ინ­ცი­დენ­ტის გა­მო მო­უ­წია სამ­სა­ხუ­რის და­ტო­ვე­ბა,  ფუ­ლი უკ­ვე დაგ­რო­ვი­ლი ჰქონ­და და ჯონ­დი და­დი­ანს ვა­ლი გა­და­უ­ხა­და.


მუ­შა­ობ­და ჰარ­ვარ­დის, იუტი­სა და ლოს-ან­ჟე­ლე­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში, სა­დაც ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის დე­პარ­ტა­მენტს გა­ნა­გებ­და. იგი უცხო­ეთ­ში მოღ­ვა­წე ერ­თა­დერ­თი მკვლე­ვა­რი იყო, რო­მელ­მაც მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის შეს­წავ­ლას მი­უძღ­ვ­ნა. დიდ­ხანს იმუ­შა­ვა ტაო-კლარ­ჯე­თის, ან­ტი­ო­ქი­ი­სა და კვიპ­რო­სის ქარ­თულ ძეგ­ლებ­ზე, რა­შიც გა­ნუ­ზო­მე­ლი იყო მი­სი მე­უღ­ლის, ფი­ლო­სო­ფი­ის დოქ­ტო­რის, საფ­რან­გე­თის, ინ­გ­ლი­სი­სა და ეს­პა­ნე­თის თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რის სპე­ცი­ა­ლის­ტის ირი­ნე ბი­ბე­რის ღვაწ­ლი, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი 6-სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი გერ­მა­ნი­ა­ში, თა­ვი­სი მა­ღა­ზი­ე­ბით, გა­ყი­და და აღე­ბუ­ლი თან­ხით, თით­ქ­მის მე­ოთხე­დი სა­უ­კუ­ნე, ამუ­შა­ვა ნოს­ტალ­გი­ა­მო­ძა­ლე­ბუ­ლი მე­უღ­ლე ტაო-კლარ­ჯე­თის ქარ­თულ ძეგ­ლებ­ზე.
ბა­ტონ­მა ვახ­ტან­გ­მა ის­ტო­რი­უ­ლი ტაო-კლარ­ჯე­თის ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მოძღ­ვ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­სა და შეს­წავ­ლას შე­ა­ლია მთე­ლი თა­ვი­სი ენერ­გია. ან­ტი­ო­ქია — ეს იყო ქა­ლა­ქი, სა­დაც პირ­ვე­ლად შე­იქ­მ­ნა და წარ­მო­იქ­მ­ნა სიტყ­ვა „ქრის­ტი­ა­ნი“, მის და­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე მო­ნას­ტ­რე­ბის დი­დი ნა­წი­ლი, ვჳ სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში, კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლი მი­წის­ძ­ვ­რის შე­დე­გად, მი­წას­თან გას­წორ­და. ხ-ხჳსს-ში ქარ­თ­ვე­ლებ­მა აღად­გი­ნეს.  ან­ტი­ო­ქი­ა­ში 13 ქარ­თუ­ლი მო­ნას­ტე­რი მო­ი­ძია, გათხა­რა მხო­ლოდ სა­მი, მათ შო­რის, წმინ­და სვი­მე­ონ საკ­ვირ­ველ­მოქ­მე­დის სა­ვა­ნე და წმინ­და ბარ­ლა­ა­მის მო­ნას­ტე­რი, ად­რექ­რის­ტი­ა­ნუ­ლი ხა­ნი­სა. 1981 წელს, კუნ­ძულ კვიპ­როს­ზე, აღ­მო­ა­ჩი­ნა ღა­ლი­ის მო­ნას­ტ­რის ნან­გ­რე­ვე­ბი, რომ­ლის გათხ­რე­ბი­სა და კონ­სერ­ვა­ცი­ის მე­ო­რე ეტაპ­ზე, 2006-2007 წლებ­ში, ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის და სტუ­დენ­ტე­ბის ჯგუ­ფი მუ­შა­ობ­და. უფ­რო გვი­ან­დე­ლი პე­რი­ო­დი­საა შა­ვი ჯვრის უნი­კა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი ტა­ძა­რი „ძე­ლი ცხოვ­რე­ბის“, იგი­ვე ჯვრის მო­ნას­ტე­რი. მეც­ნი­ერ­მა მო­ახ­დი­ნა ამ იშ­ვი­ა­თი ძეგ­ლის ლო­კა­ლი­ზე­ბა, მო­ცე­მუ­ლი ეპო­ქი­სათ­ვის ნიშ­ნე­უ­ლი სივ­რ­ცი­თი ფორ­მე­ბი­სა და ხუ­როთ­მოძღ­ვ­რუ­ლი სკულ­პ­ტუ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით, და­ა­სა­ბუ­თა ქარ­თ­ველ კი­რითხუ­რო­თა და ად­გი­ლობ­რივ ოს­ტატ­თა­გან მი­სი აგე­ბის თა­რი­ღი — 1040 წე­ლი. ნა­თელ­ყო, რომ ქარ­თ­ველ ოს­ტატ­თა ხე­ლო­ბის კვა­ლი სხვა მო­ნას­ტ­რებ­საც ჭარ­ბად ატყ­ვია.
თით­ქ­მის მე­ოთხე­დი სა­უ­კუ­ნე შე­ა­ლია ბა­ტონ­მა ვახ­ტან­გ­მა ის­ტო­რი­უ­ლი ტაო-კლარ­ჯე­თის ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მოძღ­ვ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­სა და შეს­წავ­ლას. ამ მიზ­ნით, ხან­მოკ­ლე თუ ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მივ­ლი­ნე­ბით, არა­ერ­თხელ იმოგ­ზა­უ­რა თურ­ქეთ­ში. მას აქ გრი­გოლ ხან­ძ­თე­ლის მი­ერ ვჳჳჳ სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულ­სა და ჳხ სა­უ­კუ­ნის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში აგე­ბუ­ლი და ამოქ­მე­დე­ბუ­ლი ყვე­ლა მო­ნას­ტე­რი აინ­ტე­რე­სებ­და. დი­დი იყო მი­სი და­ინ­ტე­რე­სე­ბა და­ვით კუ­რა­პა­ლა­ტის დროს, ხ სა­უ­კუ­ნის შუ­ა­ხან­სა და ხჳ სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში, აგე­ბუ­ლი მო­ნას­ტ­რე­ბი­თაც. არა­ერ­თ­გ­ზის მო­ი­ა­რა არ­ტა­ნუ­ჯი, ენი­რა­ბა­ტის ეკ­ლე­სია, რო­მე­ლიც მი­სი ფიქ­რით შე­საძ­ლოა შატ­ბერ­დი იყოს, აგ­რეთ­ვე ბორ­ჩხი­სა და იმერ­ხე­ვის ქარ­თუ­ლი და­სახ­ლე­ბა­ნი. სამ­წუ­ხა­როდ, რიგ მი­ზეზ­თა გა­მო, აქ არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ვახ­ტანგ ჯო­ბა­ძემ ვერ შეძ­ლო. არა­და, იქ უნი­კა­ლურ ძეგ­ლ­თა სა­ქარ­თ­ვე­ლოა. ტაო-კლარ­ჯეთ­ში დღემ­დე მეტ­ნაკ­ლე­ბი მხატ­ვ­რუ­ლი და ის­ტო­რი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის მქო­ნე 300-მდე ქარ­თუ­ლი ძეგ­ლია შე­მორ­ჩე­ნი­ლი, მა­თი ნა­წი­ლი უკ­ვე დან­გ­რე­ვის პი­რა­საა მი­სუ­ლი. „უკე­თეს“ ყო­ფა­შია დო­ლის­ყა­ნა, ხა­ხუ­ლი, პარ­ხა­ლი, რომ­ლე­ბიც მე­ჩე­თე­ბად გა­და­აქ­ცი­ეს, უჭირს სამ­კონ­ქი­ა­ნი დი­დი სა­კა­თედ­რო ტაძ­რის შე­სა­ნიშ­ნავ მო­დე­ლად მიჩ­ნე­ულ ოშკს. 1973 წელს ვახ­ტანგ ჯო­ბა­ძემ ოშ­კის ტაძ­რის სამ­ხ­რეთ-და­სავ­ლეთ გუმ­ბათ­ქ­ვე­შა ბურ­ჯის აღ­მო­სავ­ლეთ მხა­რეს ჩას­მულ ფი­ლა­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნა ბაგ­რატ ჳვ ერის­თავთ-ერის­თა­ვი­სა და და­ვით ჳჳჳ მა­გის­ტ­რო­სის (შემ­დ­გომ­ში და­ვით დი­დი კუ­რო­პა­ლა­ტის) გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა­ნი, რო­მელ­თა არ­სე­ბო­ბა მა­ნამ­დე არ­ცერთ მკვლე­ვარს არ აღუ­ნიშ­ნავს.
ვახ­ტანგ ჯო­ბა­ძემ, თით­ქ­მის, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უცხო­ეთ­ში არ­სე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი  ხუ­როთ­მოძღ­ვ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნას და შეს­წავ­ლას შე­ა­ლია, მის­თ­ვის მუდ­მი­ვი თაყ­ვა­ნის­ცე­მის ობი­ექ­ტი მი­სი დი­დი მას­წავ­ლე­ბე­ლი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი იყო. ისიც ნი­შან­დობ­ლი­ვი და სიმ­ბო­ლუ­რია, რომ ამე­რი­კი­დან, უკა­ნას­კ­ნე­ლად,  ბა­ტო­ნი ვახ­ტან­გი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სწო­რედ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის 120 წლის­თა­ვი­სად­მი მიძღ­ვ­ნილ სა­მეც­ნი­ე­რო სე­სი­ა­ზე ჩა­მო­ვი­და მოხ­სე­ნე­ბის წა­სა­კითხად.

ვახ­ტანგ ჯო­ბა­ძის თხე­მით ტერ­ფამ­დე ქარ­თ­ვე­ლო­ბა არა მარ­ტო უცხო­ეთ­ში არ­სე­ბულ ქარ­თულ ძეგ­ლებ­ზე მრა­ვალ­წ­ლი­ან ზრუნ­ვა­სა და ტაო-კლარ­ჯე­თის ქარ­თუ­ლი მო­ნას­ტ­რე­ბის ბერ-მო­ნა­ზონ­თა მუდ­მივ შემ­წე­ო­ბა­ში იკ­ვე­თე­ბო­და, არა­მედ იგ­რ­ძ­ნო­ბო­და სულ მცი­რე ნი­უ­ან­სებ­შიც. თუნ­დაც მი­სი ქალ-ვა­ჟის ქარ­თულ სა­ხე­ლებ­ში (ეთე­რი და ოთა­რი/მი­ხო), ან იმ გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბელ სი­ჯი­უ­ტე­ში, რომ­ლი­თაც იგი თა­ვის მე­უღ­ლეს, გერ­მა­ნელ ქალს, ქარ­თუ­ლად ირი­ნეს ეძახ­და და იმ ლა­მაზ, სუფ­თა ქარ­თულ­შიც, რომ­ლი­თაც სა­უბ­რობ­და. ვახ­ტანგ ჯო­ბა­ძეს — მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბულ, ევ­რო­პუ­ლი და აღ­მო­სავ­ლუ­რი ენე­ბის მცოდ­ნე მეც­ნი­ერს — არ­ცერ­თი დღე არ უცხოვ­რია სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­რე­შე. თა­ვი­სი ქვეყ­ნი­სად­მი უსაზღ­ვ­რო სიყ­ვა­რულს სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­რეთ მდე­ბა­რე ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ძეგ­ლე­ბის შეს­წავ­ლი­თა და კვლე­ვით ივ­სებ­და. 2007 წლის 18 მარტს, ლოს-ან­ჟე­ლეს­ში, ჰო­ლი­ვუ­დის მე­ზობ­ლად, ქა­ლა­ქის ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ უბან­ში, მთის კალ­თა­ზე შე­ყუ­ჟულ ულა­მა­ზეს კარ­მი­და­მო­ში, რო­მე­ლიც მა­ღალ­მ­თი­ა­ნი იმე­რე­თის პე­ი­ზაჟს მო­გა­გო­ნებთ, გარ­და­იც­ვა­ლა თა­ვი­სი ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლით და­მაშ­ვ­რა­ლი ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რი. ან­დერ­ძის თა­ნახ­მად, ბა­ტო­ნი ვახ­ტანგ ჯო­ბა­ძის ფერ­ფ­ლი მის­მა ქა­ლიშ­ვილ­მა — ეთერ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მო­ას­ვე­ნა და კუ­კი­ის სა­საფ­ლა­ო­ზე, მშობ­ლე­ბის გვერ­დით მი­ა­ბა­რა მშობ­ლი­ურ მი­წას. სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, ილია ჳჳ-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში პა­ნაშ­ვი­დი გა­და­უ­ხა­დეს და პა­ტი­ვი მი­ა­გეს სამ­შობ­ლო­სათ­ვის და­მაშ­ვ­რალ დიდ მეც­ნი­ერს.

ქე­თი ზივ­ზი­ვა­ძე
კერ­ძო სკო­ლა ლი­ცე­უმ  „მწიგ­ნო­ბარ­თუ­ხუ­ცე­სის“
 ჳხ კლა­სის მოს­წავ­ლე

P.S. მე, ქე­თი ზივ­ზი­ვა­ძე და თა­მუ­ნა ხურ­ცი­ლა­ვა პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ოთე­კა­ში, ემიგ­რა­ცი­ის­დარ­ბაზ­ში შევ­ხ­ვ­დით და ვე­სა­უბ­რეთ ბა­ტონ ვახ­ტანგ ჯო­ბა­ძის დის შვილს, მხატ­ვარ ზუ­რა ფოცხიშ­ვილს. აქ­ვე, ქალ­ბა­ტონ ნა­თია კო­ბა­ხი­ძის და ბა­ტონ ლე­ვან თაქ­თა­ქიშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბით, გა­ვე­ცა­ნით ბა­ტო­ნი ვახ­ტან­გის არ­ქივს — მის მი­ერ გა­და­ღე­ბულ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ძეგ­ლე­ბის და მო­ნას­ტ­რე­ბის ფო­ტო­მა­სა­ლას, რო­მე­ლიც ასო­ცი­ა­ცია „კვა­ლის“ პრე­ზი­დენ­ტ­მა, ბა­ტონ­მა შო­თა ვა­შა­კი­ძემ გა­დას­ცა ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას.

26(900)N