გამოდის 1998 წლიდან
2017-03-16
დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცია — სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ახალი ეტა­პი


ლა­ლი ჯე­ლა­ძე

გიორგი მაჩაბელი, მასწავლებელთა პრო­­­ფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი

მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი სერ­ვი­სის მიმ­წო­დე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის რე­გის­ტ­რა­ცი­ას აცხა­დებს. წელს ცენ­ტ­რ­მა პრი­ო­რი­ტე­ტებ­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი სწო­რედ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცესს და­უთ­მო, რო­მე­ლიც, სხვა­დას­ხ­ვა სერ­ვი­სის მიმ­წო­დე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მი­ერ, ცენ­ტ­რ­თან ერ­თად, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პროგ­რა­მე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.
მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სერ­ვი­სე­ბის დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცია მიზ­ნად ისა­ხავს, მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზით, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის ზრდას, რაც სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და შე­დეგ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბის მე­ტად გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას, სკო­ლის ბა­ზა­ზე პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და სერ­ვი­სის მი­წო­დე­ბის გზე­ბი­სა და მიმ­წო­დებ­ლე­ბის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბას გუ­ლის­ხ­მობს.
„სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­დავ­დი­ვართ და ვფიქ­რობთ, დად­გა დრო, რო­ცა აქ­ტი­უ­რად უნ­და წა­ვი­დეთ დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ის­კენ, — ამ­ბობს ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი — ეს ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ერთ-ერ­თი გზაა და გვჯე­რა, თუ­კი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვალთ, ამაღ­ლ­დე­ბა მი­წო­დე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბის ხა­რის­ხი, გაძ­ლი­ერ­დე­ბი­ან სხვა­დას­ხ­ვა პრო­ვა­ი­დე­რე­ბი, ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რად გა­იზ­რ­დე­ბა მა­თი მდგრა­დო­ბა და შე­სა­ბა­მი­სად — პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბაც.“
თუმ­ცა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ამ ეტაპ­ზე ცენ­ტ­რი რა­ღა­ცას „ვერ აკე­თებს ან შე­სა­ბა­მი­სად ვერ აკე­თებს“, უბ­რა­ლოდ, „გვინ­და, რომ ხა­რის­ხის ის მარ­ჯა, რო­მე­ლიც ცენტრს უჭი­რავს, კი­დევ უფ­რო გა­ი­ზარ­დოს და ამა­ში აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ სხვა­დას­ხ­ვა პრო­ვა­ი­დე­რებ­მა. რაც უფ­რო მე­ტი პრო­ვა­ი­დე­რი იქ­ნე­ბა ბა­ზარ­ზე და რაც უფ­რო ინ­ტენ­სი­უ­რი იქ­ნე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კონ­კუ­რენ­ცია, მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს მხო­ლოდ წა­ად­გე­ბა საქ­მეს.“ — აცხა­დებს ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი.
რე­ა­ლუ­რად ფა­რავს თუ არა ცენ­ტ­რი ბაზ­რის მოთხოვ­ნას? ამის შე­სა­ხებ ბა­ტო­ნი გი­ორ­გი ამ­ბობს, რომ: „ყვე­ლა­ფე­რი ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით ერ­თი და იმა­ვე ხა­რის­ხით რომ  ჩა­ა­ტა­რო, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლია. მო­ნო­პო­ლი­ის პი­რო­ბებ­ში ხა­რის­ხის მა­ღა­ლი მარ­ჯის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა რთუ­ლია და, შე­სა­ბა­მი­სად, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ბაზ­რის გახ­ს­ნა და კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი გა­რე­მოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბაც, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ერ­თი დღის საქ­მე არ იქ­ნე­ბა — ეს ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი და შრო­მა­ტე­ვა­დი პრო­ცე­სია და ჩვენ ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ უნ­და წა­ვი­დეთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ეს იქ­ნე­ბა ერთ-ერ­თი გა­რან­ტი იმი­სა, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე ისე­თი პრო­ვა­ი­დე­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია გაჩ­ნ­დე­ბა, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქტს შეს­თა­ვა­ზებს პე­და­გო­გებს. მას­წავ­ლებ­ლებს კი, ამით არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ, თა­ვად გა­დაწყ­ვი­ტონ, რო­მე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სერ­ვი­სი გა­მო­ი­ყე­ნონ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში.“
სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბის სის­ტე­მის დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცია სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ სხვა­დას­ხ­ვა მიმ­წო­დე­ბელს, კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მო­ში შე­ი­მუ­შა­ოს და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პროგ­რა­მე­ბი მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. სერ­ვი­სის მიმ­წო­დე­ბე­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს:
— ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ან და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­თა ქსე­ლი;
— პრო­ფე­სი­უ­ლი და უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა;
— საგ­ნობ­რი­ვი და პრო­ფე­სი­უ­ლი ასო­ცი­ა­ცია;
— კონ­კურ­სის პი­რო­ბებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მყო­ფი სხვა იური­დი­უ­ლი პი­რი.
იქ­ნე­ბი­ან თუ არა პრო­ვა­ი­დე­რებს შო­რის „წამ­ყ­ვა­ნი სკო­ლე­ბი“? გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი ამ­ბობს, რომ წამ­ყ­ვან სკო­ლებს აუცი­ლებ­ლად მი­ე­ცე­მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თა­ვი­ან­თი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რონ სხვა სკო­ლებს, ჩა­უ­ტა­რონ ტრე­ნინ­გე­ბი ან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მე­ბი: „პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მთელ ციკ­ლ­ში და პროგ­რა­მებ­ში აქ­ტი­უ­რად იქ­ნე­ბი­ან ჩარ­თუ­ლი რო­გორც სკო­ლე­ბი, ისე უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი (თა­ვის­თა­ვად, ის სკო­ლა და სას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ამის­თ­ვის მზად იქ­ნე­ბა). ასე­ვე, პრო­ვა­ი­დე­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა გახ­დ­ნენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­საც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და­უგ­როვ­დათ და შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, ჩვენ მი­ერ გა­მოცხა­დე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად, მას­წავ­ლებ­ლებს სხვა­დას­ხ­ვა კურ­სე­ბი შეს­თა­ვა­ზონ. ცხა­დია, ეს პი­რო­ბე­ბი იმ კონ­კურ­სის ფარ­გ­ლებ­ში იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც გა­მოცხად­დე­ბა.“
ვინ უზ­რუნ­ველ­ყოფს პრო­ვა­ი­დერს ფი­ნან­სუ­რად და იქ­ნე­ბა თუ არა პე­და­გო­გის­თ­ვის, ისე რო­გორც აქამ­დე იყო, ეს მომ­სა­ხუ­რე­ბა უფა­სო? ამ კითხ­ვას მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი პა­სუ­ხობს, რომ ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ცენ­ტ­რი და­ა­ფი­ნან­სებს, პე­და­გო­გის­თ­ვის იქ­ნე­ბა უფა­სო (ან­გა­რიშ­ს­წო­რე­ბა მოხ­დე­ბა ცენ­ტ­რ­სა და პრო­ვა­ი­დერს შო­რის). „მაგ­რამ სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო არა­ფე­რი გვექ­ნე­ბა, თუ პრო­ვა­ი­დე­რე­ბი, ფა­სი­ან მომ­სა­ხუ­რე­ბას შეს­თა­ვა­ზე­ბენ და ამით და­ა­ინ­ტე­რე­სე­ბენ პე­და­გო­გებს. უბ­რა­ლოდ, ცენ­ტ­რი ამ სერ­ვი­სე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია იქ­ნე­ბა, ანუ მიზ­ნობ­რი­ვი გრან­ტე­ბი­სა და შეს­ყიდ­ვის კონ­კურ­სე­ბი სწო­რედ იმა­ზე გა­მოცხად­დე­ბა, რაც სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და ცენ­ტ­რის ინ­ტე­რეს­ში იქ­ნე­ბა.
მოქ­ნი­ლი სის­ტე­მა გვაქვს და ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ცენ­ტ­რ­მა გრან­ტე­ბის გა­ცე­მის უფ­ლე­ბა მი­ი­ღო. გრან­ტებს გარ­კ­ვე­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე და გარ­კ­ვე­უ­ლი ოდე­ნო­ბით გავ­ცემთ. მიზ­ნობ­რივ პროგ­რა­მებს იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, რაც ჩვე­ნი პირ­და­პი­რი ინ­ტე­რე­სი იქ­ნე­ბა. პრო­ვა­ი­დე­რე­ბი გრან­ტე­ბის კონ­კურ­ს­შიც მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და გრან­ტე­ბით და­ფი­ნან­სე­ბულ პროგ­რა­მებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ, სერ­ვი­სე­ბი შეს­ყიდ­ვის წე­სი­თაც გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც, კონ­კურ­ს­ში მო­უ­წევთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.“
რო­გორც ირ­კ­ვე­ვა, რე­გის­ტ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის მი­მართ, პრო­ვა­ი­დე­რე­ბის მხრი­დან, დი­დი ინ­ტე­რე­სი გაჩ­ნ­და და, და­ახ­ლო­ე­ბით, 40-მდე ორ­გა­ნი­ზა­ცია უკ­ვე და­რე­გის­ტ­რირ­და. „მინ­და გითხ­რათ, რომ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად რე­გის­ტ­რირ­დე­ბი­ან. ჩვენ შე­ვის­წავ­ლით, რა ტი­პის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი არი­ან, რა გა­მოც­დი­ლე­ბა და რე­სურ­სე­ბი აქვთ და მხო­ლოდ ამის მი­ხედ­ვით მი­ვი­ღებთ გა­დაწყე­ტი­ლე­ბას, ვის შე­უძ­ლია პროგ­რა­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რად­გან რე­გის­ტ­რა­ცია ჩვენს კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა. ყუ­რადღე­ბას ვაქ­ცევთ და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი ორ­განი­ზა­ცი­ე­ბის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პროგ­რა­მებს და მათ გა­მოც­დი­ლე­ბას, თუმ­ცა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ახალ­ბე­დებს არ შე­ეძ­ლე­ბათ პრო­ვა­ი­დე­რო­ბა. პირ­ველ ჯერ­ზე, ორი­ენ­ტირს გა­მოც­დილ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ზე ავი­ღებთ, რა­თა პირ­ვე­ლი­ვე ეტა­პი­დან მო­ვა­ხერ­ხოთ ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტის შე­თა­ვა­ზე­ბა.“ — აცხა­დებს გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი.
ვინ იქ­ნე­ბა ხა­რის­ხ­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს თუ არა ცენ­ტ­რი ხა­რის­ხ­ზე მო­ნი­ტო­რინგს? ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი ამ­ბობს, რომ, რა თქმა უნ­და, ხა­რისხს ცენ­ტ­რი გა­ა­კონ­ტ­რო­ლებს და ამ პრო­ცეს­ში ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ისეთ მე­ქა­ნიზ­მებს ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბებს, რო­მე­ლიც ხელს შე­უწყობს არა მარ­ტო გა­რე პრო­ვა­ი­დე­რე­ბის ხა­რის­ხის კონ­ტ­როლს, არა­მედ თვი­თონ ცენ­ტ­რის პრო­დუქ­ცი­ის გა­კონ­ტ­რო­ლე­ბა­საც. „ჩვენ არ ვიქ­ნე­ბით პრო­ვა­ი­დე­რე­ბის კონ­კუ­რენ­ტი ორ­გა­ნი­ზა­ცია. იქ, სა­დაც მთლი­ა­ნი და­ფარ­ვა იქ­ნე­ბა გა­რე პრო­ვა­ი­დე­რე­ბის მი­ერ, ცენ­ტ­რი და­მა­ტე­ბით ინ­ტერ­ვენ­ცი­ას აღარ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს და ფო­კუ­სი­რე­ბას მხო­ლოდ იმ მას­წავ­ლებ­ლებ­ზე მო­ახ­დენს, რომ­ლე­ბიც გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი, საგ­ნობ­რი­ვი თუ თე­მა­ტუ­რი პრინ­ცი­პე­ბით დარ­ჩე­ბი­ან სერ­ვი­სის გა­რე­შე. ცენ­ტ­რი სწო­რედ მათ შეს­თა­ვა­ზებს თა­ვის პრო­დუქ­ცი­ას. ასე რომ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რე­ბი ვიქ­ნე­ბით, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, საწყის ეტაპ­ზე მა­ინც. შემ­დ­გომ­ში, თუ გა­რე პრო­ვა­ი­დე­რე­ბი მთლი­ა­ნად და­ფა­რა­ვენ ცენ­ტ­რის მი­ერ აქ­ტუ­ა­ლუ­რად მიჩ­ნე­ულ თე­მა­ტი­კას, რა თქმა უნ­და, ცენ­ტ­რი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბას შეწყ­ვეტს და კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი გახ­დე­ბა პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­სა და ხა­რის­ხის კონ­ტ­როლ­ზე. ამით ცენ­ტ­რის ფუნ­ქ­ცია კი­დევ უფ­რო გა­იზ­რ­დე­ბა.“
რად­გან ტრე­ნინ­გე­ბი მიბ­მუ­ლია სქე­მას­თან, შე­სა­ბა­მი­სად, მიბ­მუ­ლი იქ­ნე­ბა კრე­დი­ტებ­თან, თუმ­ცა, რო­გორც ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა აღ­ნიშ­ნა, შე­იძ­ლე­ბა ისე­თი ტი­პის ტრე­ნინ­გე­ბიც ჩა­ტარ­დეს, რო­მელ­ში მო­ნა­წი­ლეო­ბაც მას­წავ­ლე­ბელს კრე­დი­ტით არ შე­უ­ფას­დე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, გა­რე პრო­ვა­ი­დე­რი უზ­რუნ­ველ­ყოფს მის მომ­ზა­დე­ბას გა­მოც­დის­თ­ვის. სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მით შე­თა­ვა­ზე­ბულ ტრე­ნინ­გებს შო­რის, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, სურ­ვი­ლი­სა­მებრ, აირ­ჩე­ვენ რო­მე­ლი­მე პრო­ვა­ი­დე­რის, და­მა­ტე­ბით, ფა­სი­ან ტრე­ნინგს და კრე­დი­ტის მი­ღე­ბის ნაც­ვ­ლად, იმ ცოდ­ნის აკუ­მუ­ლი­რე­ბას მო­ახ­დე­ნენ, რა­საც პრო­ვა­ი­დე­რი შეს­თა­ვა­ზებს.
„ამ ბა­ზარ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი წი­ნა­და­დე­ბა გაჩ­ნ­დე­ბა. პრო­ცე­სი, ჩვე­ნი მხრი­დან, რე­გუ­ლი­რე­ბა­დი იქ­ნე­ბა და დიდ ყუ­რადღე­ბას მი­ვაქ­ცევთ ხა­რის­ხ­სა და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას“ — ამ­ბობს გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი და იხ­სე­ნებს დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ის წი­ნა მცდე­ლო­ბას, რო­მე­ლიც ნა­წი­ლობ­რივ წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ნა­წი­ლობ­რივ წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და, თუმ­ცა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, წა­რუ­მა­ტებ­ლად ჩა­ით­ვა­ლა. ცენ­ტ­რ­ში ახ­ლა სწო­რედ ამ მა­სა­ლის დე­ტა­ლუ­რი გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რა­თა თა­ვი და­იზღ­ვი­ონ იმა­ვე შეც­დო­მე­ბის­გან. თუმ­ცა, სი­ახ­ლე, ალ­ბათ, შეც­დო­მე­ბის გა­რე­შე ვერც ახ­ლა ჩა­ივ­ლის, „მაგ­რამ გვინ­და, რომ რის­კი მი­ნი­მა­ლუ­რი იყოს. ამი­ტო­მაც ძა­ლი­ან ფრთხი­ლად ვე­კი­დე­ბით ყვე­ლა­ფერს და გვსურს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ წა­ვი­დეთ, რა­თა თვი­თონ პრო­ცესს არ მი­ად­გეს ზი­ა­ნი და არა­ვინ თქვას, რომ არც ეს მცდე­ლო­ბა გა­მო­ვი­და.“
დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი და­იძ­რა და 2017 აპ­რო­ბა­ცი­ის წე­ლი იქ­ნე­ბა. ცენ­ტ­რი, მის მი­ერ უკ­ვე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ეტა­პობ­რი­ვად, გა­დაწყ­ვეტს, რო­მელ ტრე­ნინ­გ­ზე გა­მო­აცხა­დოს კონ­კურ­სი.
პირ­ვე­ლი კონ­კურ­სი საგ­ნობ­რი­ვი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის­თ­ვის ჩა­ტარ­და და ოთხ­მა გა­მარ­ჯ­ვე­ბულ­მა უკ­ვე მი­ი­ღო გრან­ტი. ერ­თი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, მათ ცენტრს უნ­და წარ­მო­უდ­გი­ნონ კვლე­ვა, შე­და­რე­ბი­თი ანა­ლი­ზი, საგ­ნობ­რივ და მას­წავ­ლებ­ლის სტან­დარ­ტ­თან და ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. მათ მი­ერ წარ­მოდ­გე­ნილ წი­ნა­და­დე­ბებს ცენ­ტ­რი შემ­დ­გომ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს.
კონ­კურ­სის გარ­და, საგ­ნობ­რი­ვი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან საგ­ნობ­რივ ტრე­ნინ­გებ­ში, რად­გან ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი მი­იჩ­ნევს, რომ, წე­სით, ამ ასო­ცი­ა­ცი­ებ­მა ყვე­ლა­ზე უკეთ უნ­და იცოდ­ნენ თი­თო­ე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი მათ საგ­ნებ­ში. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მი­ზა­ნიც სწო­რედ ეს არის, თი­თო­ე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე გას­ვ­ლა და ტრე­ნინ­გებ­ზე მა­თი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, საგ­ნობ­რი­ვი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის კი­დევ უფ­რო გაძ­ლი­ე­რე­ბა იგეგ­მე­ბა. გარ­და ამი­სა, გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი აცხა­დებს, რომ სა­მო­მავ­ლოდ მთლი­ა­ნად სქე­მის დე­ცეტ­რა­ლი­ზა­ცი­ის­კენ წავ­ლენ და ეს პრო­ცე­სე­ბი პა­რა­ლე­ლუ­რი იქ­ნე­ბა.
რა იგუ­ლის­ხ­მე­ბა სქე­მის დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ა­ში?
„სკო­ლებს ისე გა­ვაძ­ლი­ე­რებთ, რომ შე­იქ­მ­ნას, მათ ბა­ზა­ზე არ­სე­ბუ­ლი, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მე­ბი. შე­იძ­ლე­ბა ერთ სკო­ლას თა­ვი­სი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა ჰქონ­დეს, მე­ო­რეს — თა­ვი­სი. ეს, რა თქმა უნ­და, ჯერ­ჯე­რო­ბით, მხო­ლოდ ჩვე­ნი ხედ­ვაა. მარ­თა­ლია, ვიწყებთ ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლად, მაგ­რამ ეს დაგ­ვეხ­მა­რე­ბა კად­რე­ბი­სა და სკო­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში, სა­თა­ნა­დო გა­რე­მოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, რად­გან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი გა­რე­მოს გა­რე­შე, ისევ მხო­ლოდ კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ა­ზე ვიქ­ნე­ბით ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, რო­ცა ამის­თ­ვის მზად ვიქ­ნე­ბით, ჩვენც და მთლი­ა­ნად სის­ტე­მაც, ისეთ მო­დელ­ზე გა­და­ვალთ, სა­დაც ძი­რი­თა­დი რგო­ლი იქ­ნე­ბა სკო­ლა და წამ­ყ­ვა­ნი რო­ლიც მას და­ე­კის­რე­ბა, თა­ვის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ით — დი­რექ­ტო­რით, რო­მელ­საც ეცო­დი­ნე­ბა, რო­გორ  წარ­მარ­თოს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი და რო­გორ გახ­დეს ამ პრო­ცე­სის ლი­დე­რი. სწო­რედ ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა „ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მი­ე­ბი“ და მა­თი ტრე­ნინ­გე­ბიც. თა­ვის­თა­ვად, სა­კითხი კომ­პ­ლექ­სუ­რია, მაგ­რამ მთა­ვა­რია, სის­ტე­მა­ში სტა­ბი­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და წინ­ს­ვ­ლის გა­რე­მო შე­ნარ­ჩუნ­დეს და გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ზიგ­ზა­გე­ბით აღარ ვი­ა­როთ ერ­თი უკი­დუ­რე­სო­ბი­დან მე­ო­რის­კენ, რაც არც ჩვენ გვაძ­ლევს ხელს და არც პე­და­გოგს.“ — გა­ნაცხა­და გი­ორ­გი მა­ჩა­ბელ­მა.

25-28(942)N