გამოდის 1998 წლიდან
2017-03-30
როცა ფანტასტიკა განსაკუთრებით საინტერესოა


ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

მწერ­ლის სტუმ­რო­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნაა სკო­ლის ცხოვ­რე­ბა­ში, მით უმე­ტეს, თუ ეს მწე­რა­ლი ფან­ტას­ტი­კის ჟან­რ­ში მუ­შა­ობს და მი­სი მკითხ­ვე­ლე­ბიც სწო­რედ ამ ჟან­რის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი არი­ან. ამ ინ­ტე­რეს­თა თან­ხ­ვედ­რის შე­დე­გია მწე­რალ ნა­ტო და­ვი­თაშ­ვი­ლი­სა და 128-ე სკო­ლის ვჳ-კლა­სელ­თა შეხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლის, თი­ნა ბურ­კა­ძი­სა და სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა­რის, თეა სი­ლა­გა­ძის ძა­ლის­ხ­მე­ვით გა­ი­მარ­თა. რა­ტომ მა­ინ­ცა­და­მა­ინც ნა­ტო და­ვი­თაშ­ვი­ლი, ამის შე­სა­ხებ ქალ­ბა­ტონ­მა თი­ნა გვი­ამ­ბო: „თბი­ლი­სის მე­რი­ამ გა­მო­აცხა­და კონ­კურ­სი რამ­დე­ნი­მე თე­მა­ზე, მათ შო­რის იყო „წიგ­ნი­ე­რე­ბა და თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვე­ბი“. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ჩვენს სკო­ლას საკ­მა­ოდ მწი­რი წიგ­ნა­დი ფონ­დი ჰქონ­და (128-ე რუ­სუ­ლი სკო­ლა იყო და შე­სა­ბა­მი­სად, წიგ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა რუ­სულ ენა­ზეა) და, ბუ­ნებ­რი­ვია, გვინ­დო­და ამ ხარ­ვე­ზის შევ­სე­ბა, კონ­კურ­ს­ში ჩა­ვე­ბით. სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­ვი­მარ­ჯ­ვეთ და 2000 ლა­რით დავ­ჯილ­დოვ­დით. ამის შემ­დეგ შევ­ხ­ვ­დით მოს­წავ­ლე­ებს. მათ­თან სა­უ­ბარ­ში გა­მო­იკ­ვე­თა, რომ, ძი­რი­თა­დად, თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბა და ფან­ტას­ტი­კუ­რი ჟან­რის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი აინ­ტე­რე­სებთ. ჩვენ ეს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ — შე­ვი­ძი­ნეთ 1300 ლა­რის წიგ­ნი, 2 მა­გი­და, 8 სკა­მი და კა­რა­და ბიბ­ლი­ო­თე­კის­თ­ვის. ძა­ლი­ან გა­ი­ხა­რეს, რო­ცა გა­ნახ­ლე­ბულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ნა­ტო და­ვი­თაშ­ვი­ლის წიგ­ნე­ბი ნა­ხეს, ბევრს წა­კითხუ­ლი მხო­ლოდ ერ­თი ან ორი წიგ­ნი ჰქონ­და, ზო­გიც მე­რე და­ინ­ტე­რეს­და და მა­თი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა რომ და­მეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა, ვთხო­ვე მწე­რალს, შეხ­ვედ­რო­და ჩემს მოს­წავ­ლე­ებს. მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ტო უყოყ­მა­ნოდ დაგ­ვ­თან­ხ­მ­და. და, აი, ხე­დავთ სავ­სეა ჩვე­ნი სკო­ლის დარ­ბა­ზი“.
შეხ­ვედ­რა, თით­ქ­მის, 2 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. სტუ­მარ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და მე­ექ­ვ­სეკ­ლა­სე­ლებს ლი­ტე­რა­ტუ­რით, კერ­ძოდ ფენ­ტე­ზით, და­ინ­ტე­რე­სე­ბის გა­მო და გა­იხ­სე­ნა, თა­ვად რა­ტომ და­ინ­ტე­რეს­და ამ ჟან­რით. „ეს ასა­კი ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლია, რად­გან მეც თქვენს თა­ნა­ტო­ლებს ვას­წავ­ლი ერთ უც­ნა­ურ სა­განს, ეს არის ქარ­თუ­ლი მი­თო­ლო­გია. რა­ტომ და­ვიწყე წე­რა? უკ­ვე 40-ს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და სულ სხვა საქ­მეს ვა­კე­თებ­დი. სამ­სა­ხუ­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბულს ჩე­მი შვი­ლი გა­უ­თა­ვებ­ლად მიყ­ვე­ბო­და ჰე­რაკ­ლეს გმი­რო­ბე­ბის ამ­ბავს (მულ­ტ­ფილ­მია ასე­თი, სე­რი­ა­ლე­ბით). მე­რე მი­თო­ლო­გი­ის დი­დი წიგ­ნიც მა­ყი­დი­ნა. ვკითხე, ქარ­თუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის შე­სა­ხებ თუ იცო­და რა­მე, აღ­მოჩ­ნ­და, რომ — არა­ფე­რი. სამ­წუ­ხა­როდ, არც მე შე­მეძ­ლო რა­ი­მე­თი დახ­მა­რე­ბა, ამ სფე­რო­ში მეც ბევ­რი არა­ფე­რი ვი­ცო­დი, რო­ცა მო­ვი­კითხე, ვნახე, რომ ქარ­თუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იბეჭ­დე­ბო­და. რამ­დე­ნი­მე მწე­რალს ვთხო­ვე კი­დეც, გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­საც, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. არა­ვინ და­ინ­ტე­რეს­და“.
ბავ­შ­ვე­ბის გულ­წ­რ­ფე­ლი გა­ო­ცე­ბა გა­მო­იწ­ვია იმან, რომ ქალ­ბა­ტონ­მა ნა­ტომ, ოჯა­ხის მხარ­და­ჭე­რით, გა­დაწყ­ვი­ტა, თა­ვად და­ე­წე­რა ისე­თი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ფუძ­ვ­ლად ქარ­თუ­ლი მი­თო­ლო­გია და­ე­დე­ბო­და — 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მის მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი 6 წიგ­ნი­დან სა­მი სწო­რედ ასე­თია: „ამ­ბა­ვი ლი­ლე ირი­ე­ლი­სა“, „აიას გზა“ და „ნის­ლებ­ში და ნის­ლებს  მიღ­მა“. თუმ­ცა, ამ წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მას წინ 3-წლი­ა­ნი და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მა უძღო­და, ყო­ველ­დღი­უ­რი 4-5 სა­ა­თი­ა­ნი მე­ცა­დი­ნე­ო­ბით. ამი­ტო­მაც არის მი­სი წიგ­ნე­ბი ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო, ასა­კის გა­ნურ­ჩევ­ლად ყვე­ლას­თ­ვის, ვი­საც ფენ­ტე­ზი მოს­წონს. მა­ღალ­მ­ხატ­ვ­რუ­ლად აღ­წე­რი­ლი მი­თო­სუ­რი სამ­ყა­რო, გა­რე­მო, ეთ­ნოგ­რა­ფია-ეთ­ნო­ლო­გია პრე­ის­ტო­რი­ულ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გვა­მოგ­ზა­უ­რებს, სა­დაც მი­თე­ბი, თით­ქოს, ცოცხა­ლი და რე­ა­ლუ­რი იყო... რო­გორ ეც­ვათ, რით იკ­ვე­ბე­ბოდ­ნენ, რო­გორ ჭედ­დ­ნენ იარაღს, რო­გო­რი სა­ხის ის­რებს ხმა­რობ­დ­ნენ და კი­დევ ბევ­რი რამ, რაც, სი­უ­ჟეტ­თან ერ­თად, გი­ტა­ცებს ამ წიგ­ნე­ბის კითხ­ვი­სას. ამი­ტო­მაც აინ­ტე­რე­სებ­დათ ბავ­შ­ვებს ყვე­ლა­ფე­რი არა მარ­ტო წიგ­ნე­ბის, არა­მედ მა­თი ავ­ტო­რის შე­სა­ხე­ბაც. მწე­რა­ლიც ამომ­წუ­რავ პა­სუ­ხებს სცემ­და მათ შე­კითხ­ვებს.
მოს­წავ­ლე­ებ­მა: ლი­ზი ალ­გი­უ­ზაშ­ვილ­მა, თა­მარ ჭა­ბაშ­ვილ­მა, მა­რი ორაგ­ვე­ლი­ძემ, სო­ფო ნატ­როშ­ვილ­მა და ანი ღვი­ნე­რი­ამ სა­კუ­თა­რი ჩა­ნა­ხა­ტე­ბი წა­ი­კითხეს. მწე­რალ­მა რჩე­ვე­ბი მის­ცა ლი­ტე­რა­ტუ­რით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მოს­წავ­ლე­ებს, რო­მელ­თაც სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მო­სინ­ჯ­ვა უნ­დათ მწერ­ლო­ბა­ში. სწო­რედ მათ­თ­ვის ჩა­მო­ყა­ლიბ­და სკო­ლა­ში ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კლუ­ბი „ბი­ნუ­ლი“, რო­მელ­საც ქალ­ბა­ტო­ნი თინა ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს. კლუ­ბის წევ­რე­ბი სის­ტე­მა­ტუ­რად იკ­რი­ბე­ბი­ან, რა­თა ერ­თ­მა­ნე­თის შე­მოქ­მე­დე­ბა გა­იც­ნონ, აზ­რე­ბი გაც­ვა­ლონ და მას­წავ­ლებ­ლის­გან რჩე­ვე­ბი მი­ი­ღონ. მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­მარ­თ­ვას კლუ­ბი მო­მა­ვალ­შიც გეგ­მავს.
და­სას­რულ, მოს­წავ­ლე­ებ­მა და პე­და­გო­გებ­მა, სკო­ლის დი­რექ­ცი­ამ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეს სტუ­მარს სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რის­თ­ვის, მწე­რალ­მა კი ფან­ტას­ტი­კის ჟან­რის მოყ­ვა­რუ­ლებს სა­კუ­თა­რი წიგ­ნე­ბი გა­დას­ცა სა­მახ­სოვ­რო ავ­ტოგ­რა­ფე­ბით.

26(900)N