გამოდის 1998 წლიდან
2017-03-23
დე­ბა­ტე­ბი — ლი­ტე­რა­ტუ­რის გაკ­ვე­თი­ლის ნა­წი­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის

ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

ეს არ იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გაკ­ვე­თი­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი გა­გე­ბით, მაგ­რამ ეს იყო გაკ­ვე­თი­ლი, რო­მე­ლიც, ყო­ველ­გ­ვა­რი საგ­ნობ­რი­ვი გა­მო­კითხ­ვის გა­რე­შეც, ად­ვი­ლად და­გარ­წ­მუ­ნებთ, თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლე, ნე­ბის­მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბულ თე­მა­ზე, რო­გორ თა­ვი­სუფ­ლად გა­მოთ­ქ­ვამს სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას, კა­მა­თობს ოპო­ნენ­ტ­თან, ცდი­ლობს სა­კუ­თა­რი აზ­რის უპი­რა­ტე­სო­ბა­ში და­არ­წ­მუ­ნოს იგი და ამას შე­სა­შუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბით აკე­თებს. აქ არ არი­ან გა­მორ­ჩე­უ­ლად აქ­ტი­უ­რი ან პა­სი­უ­რი ბავ­შ­ვე­ბი; კარ­გად ჩანს, რომ მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი მე­თო­დი ყვე­ლას­თ­ვის თა­ნაბ­რად მი­სა­ღე­ბი და სა­ხა­ლი­სოა.
გაკ­ვე­თი­ლის პრინ­ცი­პი კი ასე­თია: ბაქ­ს­ვუ­დის სკო­ლის ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლებ­ლის, ნი­კა ჩუ­ბი­ნი­ძის მოთხოვ­ნით, მე­ხუ­თეკ­ლა­სე­ლე­ბი აწარ­მო­ე­ბენ „აზ­რე­ბის დღი­ურს“, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი დღი­ურ­ში აკე­თე­ბენ მოკ­ლე ჩა­ნა­წერს, მა­თი აზ­რით, რა­ი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხის ან მო­საზ­რე­ბის შე­სა­ხებ და გან­სა­ხილ­ვე­ლად სთა­ვა­ზო­ბენ ერ­თ­მა­ნეთს. ნი­კა მას­წავ­ლე­ბე­ლი ამ­ბობს, რომ ასე­თი დე­ბა­ტე­ბი გაკ­ვე­თი­ლის ნა­წი­ლია და სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა თა­ვი­სუ­ფა­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. აზ­რის მკა­ფი­ოდ გა­მო­ხატ­ვის, სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის დაც­ვის უნა­რის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რის (და არა მარ­ტო ლი­ტე­რა­ტუ­რის) სწავ­ლე­ბის უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნია, რაც წიგ­ნი­ე­რე­ბის გა­რე­შე ვერ მი­იღ­წე­ვა. „ჯერ არა­ვის მო­უ­ფიქ­რე­ბია ისე­თი მე­თო­დი და სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც წიგ­ნის კითხ­ვას შეც­ვ­ლის. სწო­რედ წიგ­ნი­ე­რე­ბაა სა­ფუძ­ვე­ლი იმი­სა, რომ იყოთ საზ­რი­ა­ნე­ბი, ჭკვი­ა­ნე­ბი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლე­ბი“ — მი­მარ­თა გაკ­ვე­თი­ლის დაწყე­ბამ­დე მოს­წავ­ლე­ებს ნი­კა ჩუ­ბი­ნი­ძემ.
იმ დღეს V ბ კლა­სე­ლე­ბი წარ­მოგ­ვიდ­გენ­დ­ნენ თა­ვი­ანთ „აზ­რე­ბის დღი­ურს“. გაკ­ვე­თი­ლი სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ჩა­ტარ­და, დარ­ბა­ზი პა­რა­ლე­ლურ­კ­ლა­სე­ლებ­მა (ისი­ნიც ამ მე­თო­დით მუ­შა­ო­ბენ და სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით და­ეს­წ­რ­ნენ გაკ­ვე­თილს, მომ­დევ­ნო გაკ­ვე­თილ­ზე მა­თაც მი­ე­ცე­მათ იგი­ვე შე­საძ­ლებ­ლო­ბა), მშობ­ლებ­მა და პე­და­გო­გებ­მა შე­ავ­სეს.
გაკ­ვე­თი­ლი ნი­ნო გო­ქა­ძეს მიჰ­ყავ­და Vბ კლა­სი­დან. პირ­ვე­ლი, ვინც სა­კუ­თა­რი აზ­რი გაგ­ვი­ზი­ა­რა, მა­რი­ამ კი­ლა­უ­რი­ძე იყო. ეკ­რან­ზე მო­საზ­რე­ბა გაჩ­ნ­და, რო­მე­ლიც, და­ახ­ლო­ე­ბით, ასე ჟღერ­და — ადა­მი­ა­ნი ისე­თი უნ­და იყოს, რო­გო­რიც თა­ვად უნ­და, იყოს და არა ისე­თი, რო­გორც სხვებს უნ­დათ, და­ი­ნა­ხონ, პა­რა­ლე­ლუ­რად — ერ­თი და იმა­ვე ქა­ლის ფო­ტო, სხვა­დას­ხ­ვა იმი­ჯით. რო­გორც მა­რი­ამ­მა გვითხ­რა, ეს აზ­რი ერ­თ­მა ფილ­მ­მა შთა­ა­გო­ნა. მთა­ვა­რი გმი­რი, პირ­ველ ფო­ტო­ზე, სა­კუ­თა­რი გე­მოვ­ნე­ბი­თაა ჩაც­მუ­ლი, მე­ო­რე­ზე — სხვა­თა აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და გავ­ლე­ნით. გო­გო­ნას მი­აჩ­ნია, რომ არ უნ­და და­ე­მორ­ჩი­ლო სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზრს, აუცი­ლებ­ლად უნ­და შე­ი­ნარ­ჩუ­ნო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბა. მი­სი ოპო­ნი­რე­ბა არ იყო იოლი, თუმ­ცა არც ოპო­ნენ­ტე­ბი იყ­ვ­ნენ რა­დი­კა­ლუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის.
მე­ტი აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბა მოჰ­ყ­ვა და­ნი­ელ მეს­ტი­აშ­ვი­ლის ამ მო­საზ­რე­ბას: „ადა­მი­ა­ნე­ბი შე­და­რე­ბით ნე­ლა რომ იზ­რ­დე­ბოდ­ნენ, ანუ უფ­რო დიდ­ხანს რომ ცოცხ­ლობ­დ­ნენ, უფ­რო კარ­გი იქ­ნე­ბო­და, რად­გან დიდ­ხანს არ გარ­და­იც­ვ­ლე­ბოდ­ნენ ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი“.
ჟი­უ­რის წევ­რე­ბის (ასე ჰქვი­ათ ოპო­ნენ­ტებს) ემო­ცი­უ­რი გა­მოს­ვ­ლე­ბი, ძი­რი­თა­დად, ასე­თი ში­ნა­არ­სის იყო:
• და­უს­რუ­ლებ­ლად თუ გაგ­რ­ძელ­და სი­ცოცხ­ლე, ცხოვ­რე­ბას აზ­რი და­ე­კარ­გე­ბა;
• ღმერ­თ­მა ასე და­ა­წე­სა — ადა­მი­ა­ნი იბა­დე­ბა, ცხოვ­რობს და მე­რე მი­დის — ყვე­ლას თა­ვი­სი დრო აქვს;
• ადა­მი­ა­ნი 100-ს რომ გა­დას­ცილ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა იმ­დე­ნი ვინ­მე მო­უკ­ვ­დეს, რომ ძა­ლი­ან გულ­ნატ­კე­ნი იყოს;
• რაც მეტ დროს ატა­რებ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან, მით უფ­რო მტკივ­ნე­უ­ლია მას­თან გან­შო­რე­ბა;
• ბევრ ხანს თუ იცოცხ­ლებ, ბევ­რი სევ­და და­გიგ­როვ­დე­ბა და და­ი­ტან­ჯე­ბი, ჯო­ბია ისე დარ­ჩეს, რო­გორც არის.
ბევ­რი იკა­მა­თეს ბავ­შ­ვებ­მა სიკ­ვ­დილ-სი­ცოცხ­ლის შე­სა­ხებ, თუმ­ცა და­ნი­ე­ლი მა­ინც თა­ვის აზ­რ­ზე დარ­ჩა — რაც შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს იცოცხ­ლონ ჩვენ­მა საყ­ვა­რელ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა, „მა­გა­ლი­თად, 300 წლამ­დე“.
მა­რი­ამ თა­ვა­ძის იდეაა სა­ხელ­მ­წი­ფო­ში კა­ნო­ნით ევა­ლე­ბო­დეთ ადა­მი­ა­ნებს გა­ჭირ­ვე­ბუ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა.
ოპო­ნენ­ტე­ბი ასე ეხ­მი­ა­ნე­ბი­ან მის მო­საზ­რე­ბას:
• ეს აზ­რი არას­წო­რია იმი­ტომ, რომ არ შე­იძ­ლე­ბა და­უს­რუ­ლებ­ლად აძ­ლევ­დ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი სხვას ფულს;
• ფულს, რა­ტომ? — პა­სუ­ხობს მა­რი­ა­მი — მთა­ვა­რია, ას­წავ­ლო რა არის აუცი­ლე­ბე­ლი იმის­თ­ვის, რომ იცხოვ­რო;
• ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლია, მდი­და­რი — ცო­ტა, სულ რომ სხვებს და­ეხ­მა­რონ, ისი­ნიც გა­ღა­რიბ­დე­ბი­ან, ამი­ტომ სხვა რა­მე უნ­და მო­ვი­ფიქ­როთ. გა­ჭირ­ვე­ბულს ის ურ­ჩევ­ნია, სა­მუ­შაო ჰქონდეს და არა ის, რომ სხვამ არ­ჩი­ნოს...
კი­დევ დიდ­ხანს გაგ­რ­ძელ­დე­ბო­და თე­მის გარ­შე­მო კა­მა­თი, რომ მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი სო­სო მჭედ­ლიშ­ვი­ლი არ ჩა­რე­უ­ლი­ყო. მან ბავ­შ­ვე­ბის ყუ­რადღე­ბა იმა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა, რომ მა­რი­ა­მი მხო­ლოდ ფუ­ლად დახ­მა­რე­ბას არ გუ­ლის­ხ­მობ­და — „უნ­და და­ეხ­მა­რო იმის სწავ­ლე­ბა­ში, რაც გუ­ლის­ხ­მობს ცხოვ­რე­ბის სწო­რად გავ­ლას“ — და­ა­ზუს­ტა ბა­ტონ­მა სო­სომ.
„ყვე­ლას ცხოვ­რე­ბა­ში არის რა­ღაც სა­ინ­ტე­რე­სო, რაც სი­ცოცხ­ლეს უხა­ლი­სებს“ — გვე­უბ­ნე­ბა ლი­ლე ბოგ­ვე­რა­ძე. პირ­ვე­ლი, რაც მის ოპო­ნენტს აზ­რად მოს­დის, ეს კითხ­ვაა — რა გა­უ­ხა­ლი­სებს ღა­რიბს ცხოვ­რე­ბას, მას ხომ ფუ­ლი არ აქვს? ამი­ტომ ეს აზ­რი არას­წო­რია; სხვა­ნა­ი­რად ფიქ­რობს მი­სი თა­ნაკ­ლა­სე­ლი, რო­მელ­საც მი­აჩ­ნია, რომ თუ ეს ღა­რი­ბი ქა­ლია (?) და გა­უჩ­ნ­და შვი­ლი, ხომ ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დე­ბა. თუმ­ცა, პა­სუ­ხად ისევ შე­კითხ­ვას იღებს — თუ ფუ­ლი არ აქვს, რო­გორ გაზ­რ­დის? ამ თე­მის ირ­გ­ვ­ლი­ვაც არა­ერ­თი მო­საზ­რე­ბა გა­მო­ით­ქ­ვა. ერ­თ­ნი ამ­ტ­კი­ცებ­დ­ნენ, რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში, მათ შო­რის ღა­რი­ბის ცხოვ­რე­ბა­შიც, შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო ამ­ბა­ვი და რა­კი ცხოვ­რე­ბა სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს, პრობ­ლე­მე­ბი მდიდ­რებ­საც აქ­ვ­თო; მე­ო­რე­ნი, სკეპ­ტი­კუ­რად გან­წყო­ბი­ლე­ბი, ამ­ტ­კი­ცებ­დ­ნენ, თუ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად არ იქ­ნე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი, ვე­რა­ნა­ირ პრობ­ლე­მას ვერ დაძ­ლევ, მუდ­მი­ვად სხვე­ბი ხომ ვერ და­გეხ­მა­რე­ბი­ა­ნო.
მა­რი­ამ ხა­ბა­რე­ლი მარ­თ­ლაც სე­რი­ო­ზულ სა­კითხს შე­უ­წუ­ხე­ბია: „ყველ­გან, სა­დაც კი­ბე ან შე­ნო­ბის ასას­ვ­ლე­ლია, კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ყო­ფი­ლი­ყო ინ­ვა­ლი­დე­ბი­სათ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლი გზა, რო­მე­ლიც გა­უ­ად­ვი­ლებ­და გა­და­ად­გი­ლე­ბას“. თა­ნა­ტო­ლე­ბი, ძი­რი­თა­დად, და­ე­თან­ხ­მ­ნენ მა­რი­ამს, მხო­ლოდ იმა­ზე მსჯე­ლობ­დ­ნენ, სად სჯობ­და ასე­თი გზის გა­კე­თე­ბა — ლიფ­ტამ­დე, კი­ბე­ებ­თან თუ კი­დევ სხვა­გან. უფ­რო­სებ­მა კი ბავ­შ­ვებს ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის შეც­ვ­ლა ურ­ჩი­ეს და აუხ­ს­ნეს, რომ ასეთ შემ­თხ­ვე­ვებ­ში სჯობს გა­მო­ვი­ყე­ნოთ ტერ­მი­ნი „შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რი“.
გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო სან­დ­რო ურუ­შა­ძის მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი აზ­რი: „ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბა უფ­რო ად­ვი­ლია თა­მა­შით, ვიდ­რე სა­უბ­რით“. აი, რას ფიქ­რო­ბენ სან­დ­როს კლა­სე­ლე­ბი ამის შე­სა­ხებ:
• სულ თა­მა­შით ურ­თი­ერ­თო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, სან­დ­რო აკონ­კ­რე­ტებს — მხო­ლოდ გაც­ნო­ბის პე­რი­ოდს ვგუ­ლის­ხ­მობ, თა­მა­შით რომ გა­იც­ნობ, მე­რე უფ­რო გა­უ­გებთ ერ­თ­მა­ნეთს.
• პირ­ვე­ლად შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ არ უნ­და მი­ეჩ­ვი­ოს ამას, თო­რემ რომ გა­იზ­რ­დე­ბა, ეგო­ნე­ბა, რომ მა­ში­ნაც ასეა სა­ჭი­რო;
• თა­მა­შით ვერ მიხ­ვ­დე­ბი, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნია, გულ­ში რას ფიქ­რობს, ბო­რო­ტია თუ კე­თი­ლი. ეს რომ გა­ი­გო, უნ­და ელა­პა­რა­კო, ისა­უბ­როთ სხვა­დას­ხ­ვა რა­მე­ებ­ზე.
ანას­ტა­სია რუ­რუ­ამ, რომ­ლის აზ­რი­თაც „მათხოვ­რე­ბის­თ­ვის უნ­და იყოს თავ­შე­სა­ფა­რი და სა­სი­ცოცხ­ლო პი­რო­ბე­ბი“, თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან შე­ნიშ­ვ­ნა მი­ი­ღო — ასე უხე­შად არ უნ­და და­გე­წე­რა, უნ­და იყოს „მზრუნ­ვე­ლო­ბას მოკ­ლე­ბუ­ლი“... უმე­ტე­სო­ბა და­ე­თან­ხ­მა ანას­ტა­სი­ას, ზოგ­მა თქვა, რომ ასე­თი თავ­შე­საფ­რე­ბი არის, ოღონდ მე­ტი უნ­და იყოს და კე­თილ­მოწყო­ბი­ლი.
ასე­თი­ვე აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბა მოჰ­ყ­ვა ანი ღლონ­ტის, ნი­კო­ლოზ იაშ­ვი­ლის, ნი­კო აბუ­ლა­ძის და სხვა­თა მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ აზ­რებს. გაკ­ვე­თი­ლი დიდ­ხანს გაგ­რ­ძელ­და. ყვე­ლას უნ­დო­და სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მო­ხატ­ვა — ვის თან­ხ­მო­ბის, ვის ოპო­ნი­რე­ბის, ზო­გი ნაწყე­ნიც დარ­ჩა, რომ დრო­ში შეზღუ­დეს. ნი­კო მას­წავ­ლე­ბე­ლი ამ­ბობს, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში აზ­რის გა­მო­ხატ­ვის კულ­ტუ­რაც და­იხ­ვე­წე­ბა და ნელ-ნე­ლა აზ­როვ­ნე­ბის უნა­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში გა­და­იზ­რ­დე­ბა. ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­ზა­ნიც ესაა. წლე­ბის შემ­დეგ, რო­ცა თა­ვად იქ­ნე­ბი­ან მი­ნის­ტ­რე­ბი, პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი, ქვე­ყა­ნა­ში ისე­თი პი­რო­ბე­ბის შექ­მ­ნას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ, სა­დაც აღარ იქ­ნე­ბა ის პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლებ­ზე­დაც დღეს სწუ­ხან. ასე რომ მოხ­დეს, მათ აუცი­ლებ­ლად კარ­გად უნ­და ის­წავ­ლონ და ბევ­რი წიგ­ნი წა­ი­კითხონ.
გაკ­ვე­თი­ლის ბო­ლოს ბავ­შ­ვებს ქარ­თუ­ლის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა მაია ცხვე­დი­ან­მა მი­მარ­თა: „აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ ამ­დე­ნი ჭკვი­ა­ნი ბავ­შ­ვის მოს­მე­ნით, რომ­ლე­ბიც ისეთ სა­კითხებ­ზე და­ფიქ­რე­ბუ­ლან, სულ რომ აინ­ტე­რე­სებს ადა­მი­ანს; რამ­დე­ნი წლი­საც არ უნ­და გახ­დეთ, ეს ინ­ტე­რე­სი არ გა­ნელ­დე­ბა, იმი­ტომ რომ ეს მუდ­მი­ვად სა­ინ­ტე­რე­სო სა­კითხე­ბია. კარ­გია, რომ გის­წავ­ლი­ათ ფიქ­რი. ადა­მი­ა­ნი რო­ცა ფიქ­რობს, გო­ნებ­რი­ვად იზ­რ­დე­ბა და ყა­ლიბ­დე­ბა, სრულ­ყო­ფი­ლე­ბის­კენ მი­დის. ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა თქვენ­მა ინ­ტე­რეს­მა, რომ გინ­დათ გა­მოთ­ქ­ვათ სა­კუ­თა­რი აზ­რი. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უნა­რია. ჯერ მხო­ლოდ მე­ხუ­თეკ­ლა­სე­ლე­ბი ხართ და არ იცით, რამ­ხე­ლა გა­მარ­ჯ­ვე­ბა მო­გი­პო­ვე­ბი­ათ, რომ გა­გიჩ­ნ­დათ სურ­ვი­ლი თა­მა­მად გა­მოთ­ქ­ვათ სა­კუ­თა­რი აზ­რი. იფიქ­რეთ ბევ­რი, იკითხეთ ბევ­რი, დას­ვით კითხ­ვე­ბი და გა­მოთ­ქ­ვით თქე­ნი აზ­რი. ეს იმის სა­წინ­და­რია, რომ იქ­ნე­ბით ჭკვი­ა­ნე­ბი, თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა იქ­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო და არა ერ­თ­ფე­რო­ვა­ნი და მო­საწყე­ნი. მად­ლო­ბა თქვენს მას­წავ­ლე­ბელს, ცოდ­ნის წა­დი­ლი რომ გა­გიღ­ვი­ძათ და ასე ფიქ­რი გას­წავ­ლათ.
ყვე­ლა ლი­ტე­რა­ტო­რი ვერ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ მსჯე­ლო­ბის და აზ­რის გა­მოთ­ქ­მის, სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის დაც­ვის და სხვი­სი ოპო­ნი­რე­ბის უნა­რი უნ­და გქონ­დეთ.
არ­სე­ბობს ფაქ­ტობ­რი­ვი მა­სა­ლა და მი­სი ცოდ­ნა და არ­სე­ბობს უნა­რე­ბი. აი, ამ უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­კე­ნაა სკო­ლა, პირ­ველ რიგ­ში, მი­მარ­თუ­ლი. ჩვენ გვყავს უნა­რე­ბის პე­და­გო­გიც, რო­მე­ლიც ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად მუ­შა­ობს — დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე ლო­გი­კუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, მა­ღალ კლა­სებ­ში — ანა­ლი­ტი­კუ­რი უნა­რე­ბის. მარ­თა­ლია, ეს შრო­მა ამო­უ­წუ­რა­ვია და არა­სო­დეს თავ­დე­ბა, მაგ­რამ სა­ხა­ლი­სო, სა­ინ­ტე­რე­სოა და შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.
დღე­ვან­დელ­მა ჩვენ­მა შეხ­ვედ­რამ ეს კი­დევ ერ­თხელ და­ამ­ტ­კი­ცა“.
ბო­ლოს, სა­გან­გე­ბოდ შერ­ჩე­ულ­მა ჟი­უ­რიმ, დამ­ს­წ­რე­თა აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბის ფონ­ზე, სხვა­დას­ხ­ვა ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვა:
1. ნი­კო­ლოზ კაჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი  — ყვე­ლა­ზე გო­ნივ­რუ­ლი მო­საზ­რე­ბის ავ­ტო­რი;
2. მა­რი­ამ თა­ვა­ძე — ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მო­საზ­რე­ბის ავ­ტო­რი;
3. მა­რი­ამ კი­ლა­უ­რი­ძე — ყვე­ლა­ზე ლო­გი­კუ­რი მო­საზ­რე­ბის ავ­ტო­რი;
4. ნი­კო­ლოზ გუ­რა­მიშ­ვი­ლი-დარ­ჩია — ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მო­საზ­რე­ბის ავ­ტო­რი;
5. და­ნი­ელ მეს­ტი­აშ­ვი­ლი — ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კუ­ლი მო­საზ­რე­ბის ავ­ტო­რი;
6. ნი­კო აბუ­ლა­ძე — ყვე­ლა­ზე ანა­ლი­ტი­კუ­რი მო­საზ­რე­ბის ავ­ტო­რი.

25-28(942)N