გამოდის 1998 წლიდან
2017-03-16
ვე­რა­სო­დეს ვი­ფიქ­რებ­დი, თუ ოდეს­მე მას­წავ­ლე­ბე­ლი გავ­ხ­დე­ბო­დი

რუბრიკის სტუმარია გაგა შეთეკაური,
შუაფხოს საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

— გა­გა, გვი­ამ­ბე მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დის შე­სა­ხებ, რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე იყა­ვი, გან­საზღ­ვ­რა თუ არა სკო­ლამ შე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი?
— ათი წე­ლი ვსწავ­ლობ­დი გა­მარ­ჯ­ვე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, XI კლა­სი და­ვამ­თავ­რე  რუს­თა­ვის მე-6 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, რუ­სულ სექ­ტორ­ზე. ვფიქ­რობ, ჩე­მი პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში ძა­ლი­ან დი­დი რო­ლი ითა­მა­შეს ჩემ­მა მას­წავ­ლებ­ლებ­მა. ყვე­ლა­ზე მე­ტად, რაც ჩე­მი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან მახ­სენ­დე­ბა, სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა, ობი­ექ­ტუ­რო­ბა და მუდ­მი­ვი რჩე­ვა-და­რი­გე­ბაა, ვყო­ფი­ლი­ყა­ვით სა­მა­გა­ლი­თო მოს­წავ­ლე­ე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. ვფიქ­რობ, კარგ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად აღ­გ­ვ­ზარ­დეს. ვერ ვიტყ­ვი, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, თუმ­ცა, ალ­ბათ, ჩე­მი კლა­სე­ლე­ბის ფონ­ზე ასე ჩან­და. მა­ინ­ც­და­მა­ინც არ მიყ­ვარ­და მე­ცა­დი­ნე­ო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე, თუმ­ცა მშობ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით და „ზე­წო­ლით“, გაკ­ვე­თილ­ზე მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი არა­სო­დეს მივ­სულ­ვარ. რო­ცა გა­ვი­ზარ­დე, უკ­ვე სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე, სკო­ლა­ში მო­უმ­ზა­დებ­ლად მის­ვ­ლა ძა­ლი­ან მე­თა­კი­ლე­ბო­და. სკო­ლი­დან­ვე ყო­ველ­თ­ვის ვგრძნობ­დი და ვი­ცო­დი, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ასე­ვე ნა­თე­სა­ვე­ბი, ჩემ­ზე ამ­ყა­რებ­დ­ნენ იმე­დებს, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რებ­დი და სწავ­ლას გა­ვაგ­რ­ძე­ლებ­დი. ხში­რად კომ­პ­ლი­მენ­ტებ­საც არ იშუ­რებ­დ­ნენ. ამის გა­მო, სულ მქონ­და ვალ­დე­ბუ­ლე­ბის გან­ც­და, მათ­თ­ვის და­მე­ნა­ხე­ბი­ნა, რომ ტყუ­ი­ლად არ ჩა­უვ­ლია მათ მცდე­ლო­ბას. ვერ ვიტყ­ვი, რომ სკო­ლამ გან­საზღ­ვ­რა ჩე­მი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი. ზო­გი ად­რე ყა­ლიბ­დე­ბა თა­ვის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ში, ზო­გიც — გვი­ან. მე მხო­ლოდ ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სა­ფე­ხუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი, თუ რის­თ­ვის მინ­დო­და მი­მეღ­წია და რო­მელ სფე­რო­ში ვიგ­რ­ძ­ნობ­დი თავს კომ­ფორ­ტუ­ლად.
— სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სწავ­ლას ჯერ თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აგ­რ­ძე­ლებ, შემ­დეგ მა­გის­ტ­რა­ტუ­რას ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, რა შე­გიძ­ლია გვითხ­რა ქარ­თუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზე?
— თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ­დი ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის გან­ხ­რით, მა­გის­ტ­რა­ტუ­რა გა­ვი­ა­რე ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო და სა­ინ­ჟინ­რო ფა­კულ­ტეტ­ზე, სპე­ცი­ა­ლო­ბა: ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის მარ­თ­ვა. ვფიქ­რობ, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა საკ­მა­ოდ და­სახ­ვე­წია. სა­ერ­თოდ არ არის მორ­გე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტის სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ნაკ­ლებ ყუ­რადღე­ბას აქ­ცევს სტუ­დენ­ტის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბას და იშ­ვი­ათ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ ამას აკე­თებს, იმა­საც ფორ­მა­ლუ­რი სტა­ჟი­რე­ბის სა­ხე აქვს. შე­სა­ბა­მი­სად, უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ვი­ღებთ კად­რებს, რო­მელ­თაც ფორ­მა­ლუ­რი დიპ­ლო­მი/ხა­რის­ხი აქვთ (ხში­რად მა­ღა­ლი წარ­მოდ­გე­ნაც სა­კუ­თარ თავ­ზე), მაგ­რამ არ გა­აჩ­ნი­ათ შე­სა­ბა­მი­სი პრაქ­ტი­კუ­ლი თუ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. წლე­ბია ასე გრძელ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. სტუ­დენ­ტის პრაქ­ტი­კუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა კი სტუ­დენ­ტო­ბის პირ­ვე­ლი წლე­ბი­დან­ვე აუცი­ლე­ბე­ლია, ასე­ვე სა­ჭი­როა სა­მეც­ნი­ე­რო ბა­ზე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა ყვე­ლა სტუ­დენ­ტის­თ­ვის. მა­გა­ლი­თად, თსუ-ს სა­მეც­ნი­ე­რო ბა­ზა ფა­რავ­ნის ტბა­ზე გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლია. მი­სი სა­თა­ნა­დოდ გა­ნახ­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სა­ვე­ლე ექ­ს­პე­დი­ცი­ე­ბის მოწყო­ბა. აუცი­ლე­ბე­ლია, ასე­ვე, სა­ხელ­მ­წი­ფომ უზ­რუნ­ველ­ყოს ფი­ნან­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბის და კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის პრაქ­ტი­კა ეროვ­ნულ ბან­კებ­ში და ფი­ნან­ს­თა სა­მი­ნის­ტ­რო­ში. ზოგს წარ­მოდ­გე­ნაც არ აქვს ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის არ­სის და საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ. თუ სად­მე სტა­ჟი­რე­ბა გა­მოცხად­დე­ბა, ის ფორ­მა­ლურ სა­ხეს ატა­რებს, სტუ­დენტს, მთე­ლი დღე, ანაზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე ამუ­შა­ვე­ბენ მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტე­ბის და­ხა­რის­ხე­ბა­ზე, იმის მა­გივ­რად, რომ კარ­გად გა­არ­კ­ვი­ონ საქ­მის არ­ს­ში.
— უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ში უცხო­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბაც გაქვს, ერ­თი სე­მეს­ტ­რი გრო­ნინ­გე­ნის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­დი. რა შე­გიძ­ლია გვი­ამ­ბო იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი პე­რი­ო­დის შე­სა­ხებ?
— გრო­ნინ­გე­ნის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში Erasmus Mundus-ის გაც­ვ­ლი­თი სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მით გა­ვემ­გ­ზავ­რე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გზაა ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. პროგ­რა­მის შე­სა­ხებ ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­ვიტყ­ვე, სა­დაც ვსწავ­ლობ­დი სა­მა­გის­ტ­რო სა­ფე­ხურ­ზე. გრო­ნინ­გენ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო საკ­მა­ოდ ნა­ყო­ფი­ე­რად გა­მო­ვი­ყე­ნე, ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე, შე­მეც­ვა­ლა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ზო­გა­დად ყვე­ლა­ფერ­ზე და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე. უფ­რო და­ვა­ფა­სე სა­ქარ­თ­ვე­ლო და მე­ტად კონ­სერ­ვა­ტო­რი გავ­ხ­დი. ჰო­ლან­დი­ა­ში ყოფ­ნის დროს მივ­ხ­ვ­დი, რომ იყო და გერ­ქ­ვას ქარ­თ­ვე­ლი, საკ­მა­ოდ დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა, რო­მელ­საც ბევ­რი ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს. შო­რი­დან და­ნა­ხუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო სულ სხვა­ნა­ი­რია, რო­მელ­საც მოვ­ლა სჭირ­დე­ბა.
გრო­ნინ­გე­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სტუ­დენ­ტე­ბი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კონ­ტი­ნენ­ტი­დან ჩა­მო­დი­ან. ბევ­რი მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე (ევ­რო­პე­ლი, აზი­ე­ლი, აფ­რი­კე­ლი, ამე­რი­კე­ლი). გა­ვი­ცა­ნი და და­ვი­ნა­ხე ყვე­ლა ქვე­ყა­ნა მის კულ­ტუ­რულ ჭრილ­ში. ყვე­ლა ქვე­ყა­ნას, მათ შო­რის სა­ქარ­თ­ვე­ლო­საც, აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კულ­ტუ­რუ­ლი  მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა, ტრა­დი­ცი­ე­ბი და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მა­თი სიმ­დიდ­რე და სი­ა­მა­ყეა. ხში­რად ქარ­თ­ვე­ლე­ბი არ ვა­ფა­სებთ ჩვენს ეროვ­ნულ სიმ­დიდ­რეს, კულ­ტუ­რას, ტრა­დი­ცი­ებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რ­დე­ბი, სხვის მი­ბაძ­ვას ვცდი­ლობთ, სა­კუ­თარს რა­ტომ­ღაც უგუ­ლე­ბელ­ვ­ყოფთ, რაც ძა­ლი­ან გულ­და­საწყ­ვე­ტია. ვფიქ­რობ, ეს გა­ნათ­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის ბრა­ლია.
ქა­ლა­ქი გრო­ნინ­გე­ნი სტუ­დენ­ტუ­რი ქა­ლა­ქია, რე­გი­ო­ნის შე­მო­სავ­ლის წყა­რო უნი­ვერ­სი­ტე­ტია, რო­მელ­საც ყვე­ლა კონ­ტი­ნენ­ტი­დან სტუმ­რო­ბენ სტუ­დენ­ტე­ბი. ეს არის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტებ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და მაქ­სი­მა­ლურ კომ­ფორტს უქ­მ­ნის მათ, ყვე­ლა­ნა­ი­რი რე­სურ­სით (გა­სარ­თო­ბი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო) და რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს სტუ­დენტს, უქ­მ­ნის ყვე­ლა პი­რო­ბას და ავალ­დე­ბუ­ლებს ხა­რის­ხი­ან სწავ­ლას.
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ლექ­ტორ­სა და სტუ­დენტს შო­რის წარ­მოქ­მ­ნილ კონ­ფ­ლიქ­ტ­ში მარ­თა­ლი ყო­ველ­თ­ვის ლექ­ტო­რია. უცხო­ეთ­ში ეს ასე არ არის. მახ­სოვს გრო­ნინ­გენ­ში ერ­თ­მა ლექ­ტორ­მა გვთხო­ვა, დაგ­ვე­წე­რა მას­ზე, რა მოგ­ვ­წონ­და ან რა არ მოგ­ვ­წონ­და მას­ში. მო­მე­რი­და და მის შე­სა­ხებ ვე­რა­ფე­რი დავ­წე­რე, ისე წა­ვე­დი შეხ­ვედ­რა­ზე. ჩემ­მა 24-მა ჰო­ლან­დი­ელ­მა თა­ნა­კურ­სელ­მა შეხ­ვედ­რა­ზე კრი­ტი­კის ქარ­ცეცხ­ლ­ში გა­ა­ტა­რეს ლექ­ტო­რი, რო­მე­ლიც მშვი­დად უს­მენ­და სტუ­დენ­ტე­ბის შე­ნიშ­ვ­ნებს. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, შემ­რ­ცხ­ვა, მე ისეთ გა­რე­მო­ში ვარ გაზ­რ­დი­ლი, ვერც კი წარ­მო­მედ­გი­ნა, თუ შე­იძ­ლე­ბო­და ლექ­ტო­რის ასე თა­მა­მად გაკ­რი­ტი­კე­ბა. მათ­თ­ვის ეს ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა. ასე­თი ურ­თი­ერ­თ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის ერთ-ერ­თი წი­ნა­პი­რო­ბაა.
— სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ მას­წავ­ლებ­ლად იწყებ მუ­შა­ო­ბას. და­მე­თან­ხ­მე­ბი, რომ მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ახალ­გაზ­რ­დებს შო­რის არც ისე ბევ­რია. რა­ტომ აირ­ჩიე ეს პრო­ფე­სია?
— მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლი ნამ­დ­ვი­ლად არც ისე ბევ­რია. ჩემს ბავ­შ­ვო­ბა­ში, მოს­წავ­ლე­ებ­ში, გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი იყო მო­საზ­რე­ბა, რომ მას­წავ­ლებ­ლო­ბა არა­სა­სურ­ვე­ლი/სა­თა­კი­ლო პრო­ფე­სიაა (არ ვი­ცი, რა­ტომ ით­ვ­ლე­ბო­და ასე).  არ ვი­ცი, დღეს რა შე­იც­ვა­ლა. პრო­ფე­სია მას­წავ­ლე­ბე­ლი, პირ­ველ რიგ­ში, ნიშ­ნავს ძა­ლი­ან დიდ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის და ქვეყ­ნის წი­ნა­შე. პრო­ფე­სია მას­წავ­ლე­ბე­ლი, პირ­ველ რიგ­ში, ნიშ­ნავს იყო სა­მა­გა­ლი­თო მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის.
მას­წავ­ლებ­ლო­ბა სრუ­ლი­ად შემ­თხ­ვე­ვით და­ვიწყე. სა­ხელ­მ­წი­ფო და­საქ­მე­ბის პორ­ტალ­ზე (hr.gov.ge), 2013 წელს, იდო ვა­კან­სია — „მო­ხა­ლი­სე მას­წავ­ლე­ბე­ლი მა­ღალ­მ­თი­ან რე­გი­ო­ნებ­ში“ და  გა­ვაგ­ზავ­ნე მო­ნა­ცე­მე­ბი. შე­სა­ბა­მი­სი ტეს­ტი­რე­ბის და გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ გა­მა­ნა­წი­ლეს ჯა­ვა­ხეთ­ში. აქ გა­დავ­დ­გი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი და აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან კარ­გად გა­მომ­დის. ვე­რა­სო­დეს ვი­ფიქ­რებ­დი, თუ ოდეს­მე მას­წავ­ლე­ბე­ლი გავ­ხ­დე­ბო­დი და ბავ­შ­ვე­ბი „მას­წავ­ლე­ბელს“ და­მი­ძა­ხებ­დ­ნენ, მით უმე­ტეს, ასეთ ახალ­გაზ­რ­და ასაკ­ში.
— გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს პროგ­რა­მის „ის­წავ­ლე და ას­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან ერ­თად“ ფარ­გ­ლებ­ში, ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ობ­დი ჯა­ვა­ხეთ­ში. გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ სო­ცი­ა­ლურ, კულ­ტუ­რულ,  გა­რე­მო­ში მო­გი­წია ცხოვ­რე­ბა და მუ­შა­ო­ბა. რო­გორ გახ­სენ­დე­ბა იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო, გაგ­ვი­ზი­ა­რე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი...
— პირ­ვე­ლად, 22 წლის ასაკ­ში, ინ­გ­ლი­სუ­რის მას­წავ­ლებ­ლად  გა­ნა­წი­ლე­ბით მოვ­ხ­ვ­დი ჯა­ვა­ხეთ­ში, კერ­ძოდ, ახალ­ქა­ლა­ქის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ოკამ­ში. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ მომ­ცა სკო­ლის დი­რექ­ტო­რი­სა და მას­პინ­ძე­ლი ოჯა­ხის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი, სა­დაც უნ­და მეცხოვ­რა. დი­დუ­ბის ავ­ტო­სად­გუ­რი­დან გა­ვემ­გ­ზავ­რე და სა­ღა­მოს, კითხ­ვა-კითხ­ვით, ჩა­ვაღ­წიე და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლას. მახ­სოვს, მარ­ტის ბო­ლო იყო, ძა­ლი­ან ცი­ო­და. გა­მი­მარ­თ­ლა, თბილ და სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე ოჯახ­ში მოვ­ხ­ვ­დი, ხუ­ციშ­ვი­ლებ­თან. ორი ბი­ჭი ჰყავ­დათ და მე­სა­მე მე „მიშ­ვი­ლეს“. ჯა­ვა­ხეთ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ერ­თი წე­ლი  ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პე­რი­ო­დია. აქე­დან იწყე­ბა ჩე­მი პრო­ფე­სი­უ­ლი და პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა. მახ­სოვს პირ­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლი, ძა­ლი­ან ვღე­ლავ­დი, არ ვი­ცო­დი რა უნ­და მეთ­ქ­ვა და რო­გო­რი მიდ­გო­მით  და­მეწყო სწავ­ლე­ბა, თუმ­ცა ძა­ლი­ან მა­ლე გა­ვი­წა­ფე.
ჯა­ვა­ხე­ბის სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე­ო­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით იოლად შე­ვეჩ­ვიე იქა­ურ ხალხს და კულ­ტუ­რა-ტრა­დი­ცი­ებს, მათ შო­რის ეკო­მიგ­რანტ აჭარ­ლებს (მუს­ლი­მე­ბი) და სომ­ხებს. ოკამ­ში, ერთ პა­ტა­რა სო­ფელ­ში, ეს სა­მი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რის მქო­ნე ხალ­ხი (ჯა­ვა­ხე­ბი, აჭარ­ლე­ბი და სომ­ხე­ბი) ერ­თად ცხოვ­რობს და ერ­თ­მა­ნე­თის ჭირ­სა და ლხინს იზი­ა­რებს. დღემ­დე ვი­ნარ­ჩუ­ნებ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას.
პროგ­რა­მა „ას­წავ­ლე და ის­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან ერ­თად“ ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი პროგ­რა­მა იყო, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ბევრ ახალ­გაზ­რ­და, არაპ­რაქ­ტი­კოს კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულს და­ეხ­მა­რა  და მის­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლიყ­ო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად. დღეს ბევ­რი მათ­გა­ნი „ას­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“ პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლეა.
— გა­გა, ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ, რომ „ბედ­ნი­ე­რე­ბა ხან­და­ხან იქ არის, სა­დაც სხვე­ბი შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ ვერ ხე­დავ­დ­ნენ, ქა­ლა­ქის­გან მოწყ­ვე­ტილ სო­ფელ­ში, კომ­ფორ­ტის ზო­ნის მიღ­მა, სა­დაც სულ გე­ლი­ან პა­ტა­რა ბავ­შ­ვე­ბი დი­დი თვა­ლე­ბით“. ბა­რი და­ტო­ვე და სა­მუ­შა­ოდ მთა­ში წახ­ვე­დი, ამ­ჟა­მად, შუ­აფხოს სკო­ლა­ში... რა პრობ­ლე­მე­ბია სოფ­ლის სკო­ლა­ში?
— ბავ­შ­ვო­ბი­დან ძა­ლი­ან მიყ­ვარს მთა. 7 წლი­დან მა­მა ექ­ს­პე­დი­ცი­ებ­ში და­მა­ტა­რებ­და. შუ­აფხოს სკო­ლა­ში ჩე­მი წას­ვ­ლა რა­ღაც გმი­რუ­ლი გან­ზ­რახ­ვა  არ ყო­ფი­ლა. ვი­ცო­დი, რომ ბავ­შ­ვებს არ ჰყავ­დათ ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე მათ­თან წავ­სუ­ლი­ყა­ვი. შუ­აფხო­ში ამ­ჟა­მად 13 მოს­წავ­ლე სწავ­ლობს. რო­გორც უმე­ტე­სი მა­ღალ­მ­თი­ა­ნი რე­გი­ო­ნის სკო­ლე­ბი, შუ­აფხოს სკო­ლაც საკ­მა­ოდ კე­თილ­მო­უწყო­ბე­ლია. ბავ­შ­ვებს არ აქვთ სპორ­ტუ­ლი მო­ე­და­ნი, სა­აქ­ტო დარ­ბა­ზი ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში დე­ნის სა­დე­ნე­ბია გა­საყ­ვა­ნი, არის ტრან­ს­პორ­ტის პრობ­ლე­მა. მოკ­ლედ, ყო­ვე­ლი­ვე ამის გა­მო, უნი­ჭი­ე­რე­სი მოს­წავ­ლე­ე­ბის გო­ნებ­რი­ვი და ფი­ზი­კუ­რი რე­სურ­სის მაქ­სი­მა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა და გა­მო­ყე­ნე­ბა ფერ­ხ­დე­ბა. ეფექ­ტუ­რი სას­წავ­ლო გა­რე­მოს შე­საქ­მ­ნე­ლად ამ პრობ­ლე­მე­ბის დრო­უ­ლად მოგ­ვა­რე­ბა აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა.
პრობ­ლე­მაა კლას­კომ­პ­ლექ­ტე­ბი. რო­ცა გაკ­ვე­თილ­ზე ერ­თად სხე­დან მე­სა­მე და მე­ოთხე კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი და სხვა­დას­ხ­ვა სა­ხელ­მ­ძღავ­ნე­ლო­თი  უწევთ სარ­გებ­ლო­ბა, 45 წუთ­ში ძა­ლი­ან ძნე­ლია ხა­რის­ხი­ა­ნი გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა. ზო­გა­დად, ინ­გ­ლი­სუ­რი ენის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი ძა­ლი­ან კარ­გია მათ­თ­ვის, ვი­საც რე­გუ­ლა­რუ­ლად უტარ­დე­ბათ ინ­გ­ლი­სუ­რი ენის გაკ­ვე­თი­ლე­ბი, მაგ­რამ მა­ღალ­მ­თი­ან რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც მოს­წავ­ლე­ებს წლო­ბით უც­დე­ბათ უცხო ენის გაკ­ვე­თი­ლე­ბი, ძა­ლი­ან რთუ­ლია მეცხ­რეკ­ლა­სელს, რო­მელ­მაც ან­ბა­ნიც არ იცის, ას­წავ­ლო მეცხ­რე კლა­სის პროგ­რა­მა. ასე­თი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის უნი­ვერ­სა­ლუ­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო უნ­და არ­სე­ბობ­დეს. ერ­თი და იგი­ვე პროგ­რა­მა მა­ღალ­მ­თი­ა­ნი რე­გი­ო­ნის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის და ბა­რის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ხა­რის­ხი­ა­ნად ვერ იმუ­შა­ვებს. პრობ­ლე­მად რჩე­ბა კად­რე­ბის არარ­სე­ბო­ბა. სა­სურ­ვე­ლია, მა­ღალ­მ­თი­ან სკო­ლებ­ში მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ველს მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა საგ­ნობ­რი­ვი გა­მოც­დის სა­ფუძ­ველ­ზე ენი­ჭე­ბო­დეს.
— ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი, რაც მას­წავ­ლე­ბელს, რო­გორც აღ­მ­ზ­რ­დელს, მო­ე­პო­ვე­ბა, ესაა ავ­ტო­რი­ტე­ტი, რო­მელ­საც იგი თვა­ლის­ჩი­ნი­ვით უნ­და უფ­რ­თხილ­დე­ბო­დეს. რო­გორ ფიქ­რობ, რა არის სა­ჭი­რო იმის­თ­ვის, რომ ავ­ტო­რი­ტე­ტი მო­ი­პო­ვო, შე­ი­ნარ­ჩუ­ნო და გახ­დე წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­და­გო­გი?
— ავ­ტო­რი­ტე­ტის მო­სა­პო­ვებ­ლად, ჩე­მი აზ­რით, აუცი­ლე­ბე­ლია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის უნა­რი. ერ­თი მე­ო­რეს გა­რე­შე გა­მო­რიცხუ­ლია. აუცი­ლე­ბე­ლია მას­წავ­ლე­ბელს აფა­სებ­დ­ნენ და პა­ტივს სცემ­დ­ნენ პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მე­ლიც გამ­ყა­რე­ბუ­ლია მი­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით. რო­გორც გითხა­რით, პე­და­გო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა არ მი­მი­ღია, მას­წავ­ლებ­ლო­ბა პირ­და­პირ პრაქ­ტი­კი­დან და­ვიწყე. კარ­გად მახ­სოვს, ჩე­მი მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, რა ხარ­ვე­ზე­ბი ჰქონ­დათ პე­და­გო­გებს, ამი­ტომ ყო­ველ­თ­ვის ვით­ვა­ლის­წი­ნებ. იყო კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი ნიშ­ნავს გრძნობ­დე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ი­ხარ­ჯო გაკ­ვე­თილ­ზე. მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­მართ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი უნ­და იყო, რა­თა მა­თი ნდო­ბა მო­ი­პო­ვო. გახ­დე წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­და­გო­გი, აუცი­ლე­ბე­ლია იყო აქ­ტი­უ­რი და ზრუ­ნავ­დე პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, მო­ნა­წი­ლე­ობ­დე სხვა­დას­ხ­ვა ტრე­ნინ­გებ­სა და აქ­ტი­ვო­ბებ­ში. კონ­ფ­ლიქ­ტის დროს, ვფიქ­რობ, მას­წავ­ლე­ბელ­მა მე­ტად უნ­და მო­ით­მი­ნოს, დათ­მოს, მოს­წავ­ლემ ერ­თხელ თუ აგით­ვალ­წუ­ნა, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მას ბო­ლომ­დე გაჰ­ყ­ვე­ბა.
— და­მე­თან­ხ­მე­ბი, ალ­ბათ, რომ მხო­ლოდ საგ­ნის ცოდ­ნა ეფექ­ტურ სწავ­ლე­ბას ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს. მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია მუდ­მივ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას, მას­წავ­ლებ­ლის სერ­ტი­ფი­კა­ტის რე­გუ­ლა­რულ გა­ნახ­ლე­ბა­სა და ფსი­ქო­ლო­გი­ის სა­ფუძ­ვ­ლე­ბის ცოდ­ნას მო­ითხოვს. რამ­დე­ნად ახერ­ხებ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას?
— რა თქმა უნ­და, მხო­ლოდ საგ­ნის ცოდ­ნა საკ­მა­რი­სი არ არის სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად. მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და შეძ­ლოს იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რად სა­მარ­თ­ლი­ა­ნი და ობი­ექ­ტუ­რი, გაკ­ვე­თი­ლი და­გეგ­მოს და ჩა­ა­ტა­როს ისე, რო­გორც ამას მოს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბა მო­ითხოვს. ჯერ არ ვარ ჩარ­თუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა­ში (რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მო­მე­ნი­ჭა სქე­მა­ში ჩა­სარ­თა­ვად), თუმ­ცა აუცი­ლებ­ლად ვა­პი­რებ ვიზ­რუ­ნო პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და და­ვე­უფ­ლო სწავ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მებს, შე­სა­ბა­მი­სი ტრე­ნინ­გე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. არ მი­მაჩ­ნია, რომ ახა­ლი მიდ­გო­მე­ბი და მე­თო­დე­ბი ყვე­ლა ვა­რი­ან­ტ­ში ამარ­თ­ლებს. ეს მას­წავ­ლე­ბელ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, აირ­ჩი­ოს და იხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს იმ მიდ­გო­მე­ბით, რო­მე­ლიც უფ­რო ეფექ­ტუ­რია შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად. ყვე­ლა ბავ­შ­ვი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია და გა­მო­რიცხუ­ლია, ყვე­ლა მე­თოდ­მა ერ­თ­ნა­ი­რი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლე­ზე, ეს თა­ვად მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და გან­საზღ­ვ­როს. ახა­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დი არ ნიშ­ნავს, რომ ის ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში და ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თ­ვის ერ­თ­ნა­ი­რად გა­ა­მარ­თ­ლებს.
— არა­ერ­თი სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის შე­დე­გად გა­მოჩ­ნ­და, რომ მოს­წავ­ლის წარ­მა­ტე­ბა­ზე, აკა­დე­მი­ურ მოს­წ­რე­ბა­სა და სა­სი­ცოცხ­ლო უნარ-ჩვე­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე მრა­ვა­ლი ფაქ­ტო­რი ახ­დენს გავ­ლე­ნას. ამ პრო­ცეს­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი ენი­ჭე­ბა პე­და­გოგს. რო­გორ ფიქ­რობ, მას­წავ­ლებ­ლის­გან მე­ტის­მეტ­საც ხომ არ ელის სა­ზო­გა­დო­ე­ბა?
— პე­და­გოგს ძა­ლი­ან დი­დი რო­ლი აკის­რია მოს­წავ­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით დაწყე­ბით კლა­სებ­ში. თუ ბავ­შ­ვის უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ვერ მოხ­და საწყის, დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის ეტაპ­ზე, სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე ამის მიღ­წე­ვა ბევ­რად რთუ­ლია. ვერ ვიტყ­ვი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა მე­ტის­მე­ტად მომ­თხოვ­ნია მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­მართ. მი­მაჩ­ნია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ არის აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. მშობ­ლე­ბი შე­ად­გე­ნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმე­ტეს ნა­წილს და აუცი­ლე­ბე­ლია მა­თი მე­ტად ჩარ­თუ­ლო­ბა სწავ­ლა-აღ­ზ­რ­დის პრო­ცეს­ში. პირ­ველ რიგ­ში, სა­ზო­გა­დო­ბამ, მშო­ბელ­მა უნ­და იზ­რუ­ნოს, რომ მოს­წავ­ლე მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი არ მი­ვი­დეს სკო­ლა­ში და მი­ი­ღოს კარ­გი აღ­ზ­რ­და-გა­ნათ­ლე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, მშო­ბელ­მა უნ­და და­ა­რი­გოს ბავ­შ­ვი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ყო­ფაქ­ცე­ვის ნორ­მე­ბის შე­სა­ხებ. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ იქ­ნე­ბა სა­მარ­თ­ლი­ა­ნი მოთხოვ­ნა მას­წავ­ლებ­ლის მი­მართ. რო­დე­საც მშო­ბე­ლი ნაკ­ლებ ყუ­რადღე­ბას აქ­ცევს ბავშვს და მას­წავ­ლებ­ლის­გან ითხოვს მეტს, სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი ვერ მი­იღ­წე­ვა. აუცი­ლე­ბე­ლია მშობ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ყუ­რადღე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით დაწყე­ბით და სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე.
— და­მე­თან­ხ­მე­ბით, ალ­ბათ, არა­მო­ტი­ვი­რე­ბულ მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მოთ­მი­ნე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რის გა­მო­ჩე­ნა. ამის­თ­ვის მხო­ლოდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, საგ­ნის ცოდ­ნა საკ­მა­რი­სი არ არის. რა პრობ­ლე­მებს აწყ­დე­ბი მოს­წავ­ლე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას, რო­გორ ახერ­ხებ მათ დაძ­ლე­ვას...
— მყავს და შე­ხე­ბა მქო­ნია სხვა­დას­ხ­ვა კა­ტე­გო­რი­ის მოს­წავ­ლე­ებ­თან. მა­გა­ლი­თად, ზო­გი სახ­ლ­ში და­ვა­ლე­ბას არ წერს, თუმ­ცა გაკ­ვე­თილ­ზე აქ­ტი­უ­რია. ასეთ მოს­წავ­ლეს სახ­ლ­ში შე­სას­რუ­ლებ­ლად მცი­რე და­ვა­ლე­ბას ვაძ­ლევ იმ პი­რო­ბით, რომ შე­მის­რუ­ლებს, მას, ძი­რი­თა­დად, სკო­ლა­ში ვა­მუ­შა­ვებ. არი­ან მოს­წავ­ლე­ე­ბი, რო­მელ­თაც კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბა უჭირთ გაკ­ვე­თილ­ზე და რო­გორც კი ყუ­რადღე­ბას მო­ა­დუ­ნებ, აღარ გის­მე­ნენ. ვცდი­ლობ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბით სწო­რედ ასე­თი მოს­წავ­ლის­კენ ვი­ყო, ხში­რად და­ვუს­ვა კითხ­ვა ან, უბ­რა­ლოდ, ვახ­სე­ნო მი­სი სა­ხე­ლი. თუ მოს­წავ­ლე ჯი­უ­ტია, არ ემორ­ჩი­ლე­ბა ჩემს მი­თი­თე­ბებს და სა­ერ­თოდ არც მპა­სუ­ხობს, ყუ­რადღე­ბას არ ვა­მახ­ვი­ლებ მას­ზე, ვე­ლო­დე­ბი, რო­დის გა­და­უვ­ლის ხოლ­მე სი­ჯი­უ­ტე. ძი­რი­თა­დად, ისევ მოს­წავ­ლის ხა­სი­ა­თი­დან და სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მოვ­დი­ვარ — თუ რა­ი­მეს გა­კე­თე­ბა არ სურს და შენ აძა­ლებ, ამით თავ­საც აძუ­ლებ და სა­გან­საც. ყო­ველ­თ­ვის სჯობს მოს­წავ­ლეს და­უთ­მო და ჯიბ­რ­ში არ ჩა­უდ­გე. ის უნ­და გრძნობ­დეს, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს მის მო­საზ­რე­ბებს და სა­ბო­ლო­ოდ, მის შეგ­ნე­ბამ­დე და­დის, რო­გორ მო­იქ­ცეს სწო­რად და ხვდე­ბა თა­ვის შეც­დო­მას. თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლეს ჯიბ­რ­ში ჩა­უდ­გა (რო­გორც ხდე­ბო­და, ხან­და­ხან, ჩემს ბავ­შ­ვო­ბა­ში), ყო­ველ­თ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლი წა­ა­გებს. ერთ მოს­წავ­ლე­საც კი თუ არ უყ­ვარ­ხარ, ჩათ­ვა­ლე, რომ ეს შე­ნი მი­ნუ­სია. ბავ­შ­ვ­თან ისე უნ­და იმუ­შაო, რომ თა­ვად მიხ­ვ­დეს სა­კუ­თარ შეც­დო­მას და არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ გა­მო­ი­ყე­ნო სა­დამ­ს­ჯე­ლო ქმე­დე­ბე­ბი — და­ბა­ლი ნიშ­ნის და­წე­რა, ტო­ნის აწე­ვა, გამ­კიცხა­ვი შე­ნიშ­ვ­ნის მი­ცე­მა, ბევ­რი სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა და ა.შ.
არა­მო­ტი­ვი­რე­ბულ მოს­წავ­ლეს  საკ­მა­ოდ დი­დი მოთ­მი­ნე­ბა და რბი­ლი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა. მე, ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც, ბავ­შ­ვის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მოვ­დი­ვარ და ვთა­ვა­ზობ, თა­ვად გან­საზღ­ვ­როს, რო­მელ და­ვა­ლე­ბას გა­მი­კე­თებს ან ვუ­თან­ხ­მ­დე­ბი, რომ მხო­ლოდ მცი­რე და­ვა­ლე­ბას მივ­ცემ, თუ ის ამას და­მი­წერს სახ­ლ­ში. ვუხ­ს­ნი, რომ ინ­გ­ლი­სუ­რი ენა, შე­საძ­ლოა, გახ­დეს მი­სი  შე­მო­სავ­ლის ძი­რი­თა­დი წყა­რო, რომ შე­ეძ­ლე­ბა მო­ემ­სა­ხუ­როს უცხო­ელ ვი­ზი­ტო­რებს. ეს მიდ­გო­მა ამარ­თ­ლებს ხოლ­მე.
— დღეს ბევრს სა­უბ­რო­ბენ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. რა არის სა­ჭი­რო იმის­თ­ვის, რომ სკო­ლა/გაკ­ვე­თი­ლის პრო­ცე­სი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო გახ­დეს?
— პირ­ველ რიგ­ში, მა­ღალ­მ­თი­ა­ნი რე­გი­ო­ნის სკო­ლა­ში აუცი­ლე­ბე­ლია კე­თილ­მოწყო­ბი­ლი სას­წავ­ლო გა­რე­მო და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი ინ­ტერ­ნეტ­რე­სურ­სე­ბი. რო­დე­საც არის გათ­ბო­ბის პრობ­ლე­მა, ინ­ტერ­ნე­ტი საკ­მა­ოდ სუს­ტია და არა­კომ­ფორ­ტუ­ლი სა­მუ­შაო გა­რე­მოა, ეს არ­თუ­ლებს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ეფექ­ტუ­რად წარ­მარ­თ­ვას.
— ეთან­ხ­მე­ბით მო­საზ­რე­ბას, რომ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია და­უ­ფა­სე­ბე­ლი და ძალ­ზე შრო­მა­ტე­ვა­დია?
— ვერ ვიტყ­ვი, რომ დღეს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია და­უ­ფა­სე­ბე­ლია, თუმ­ცა არც ძა­ლი­ან და­ფა­სე­ბუ­ლია. თუ შე­ვა­და­რებ ჩე­მი სკო­ლის პე­რი­ოდს, ვიტყო­დი, რომ დღეს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ ბევ­რი და­დე­ბი­თი ძვრა იგ­რ­ძ­ნო­ბა. რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და ყვე­ლა­ზე დიდ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს, ჩე­მი აზ­რით, არის მთი­სა და ბა­რის სკო­ლებს შო­რის საკ­მა­ოდ დი­დი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა. პირ­ველ რიგ­ში, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ უნ­და იზ­რუ­ნოს იმა­ზე, რომ მთი­სა და ბა­რის სკო­ლე­ბის­თ­ვის სხვა­დას­ხ­ვა მიდ­გო­მე­ბი შე­ი­მუ­შა­ოს. მა­ღალ­მ­თი­ან რე­გი­ო­ნებ­ში ბა­რი­დან წა­სულ მას­წავ­ლებ­ლებს საკ­მა­ოდ მძი­მე პი­რო­ბებ­ში უწევთ მუ­შა­ო­ბა და ეს პრობ­ლე­მა მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან. დღეს მთას, მთი­ა­ნი რე­გი­ო­ნის სკო­ლებს და მას­წავ­ლებ­ლებს არ ექ­ცე­ვათ სა­თა­ნა­დო ყუ­რადღე­ბა.
მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია იყოს და­ფა­სე­ბუ­ლი ნიშ­ნავს, მას­წავ­ლებ­ლის ძი­რი­თა­დი სა­ჭი­რო­ე­ბა იყოს და­­კმაყოფ­ილე­ბუ­ლი, ანუ მოგ­ვარ­დეს ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბი­სა და სას­წ­რა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის სა­კითხე­ბი, არ­სე­ბობ­დეს კე­თილ­მოწყო­ბი­ლი საცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის. ეს მი­ნი­მა­ლუ­რი აუცი­ლებ­ლო­ბაა.
— პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­შა­ობ „ფშავ-ხევ­სუ­რე­თის და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მე­გო­ბარ­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში“.  რა არის ამ ასო­ცი­ა­ცი­ის მი­ზა­ნი, რა საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვით?
— და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მე­გო­ბარ­თა ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის და­არ­სე­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნია და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მარ­თ­ვის ეფექ­ტუ­რო­ბის ხელ­შეწყო­ბა. ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი, ძი­რი­თა­დად, მუ­შა­ო­ბენ რამ­დე­ნი­მე სა­კითხ­ზე, მათ შო­რი­საა: ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის და მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბის გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სი ეკო­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ციო-ეკო­ნო­მი­კუ­რი დახ­მა­რე­ბა მცი­რე ფუ­ლა­დი გრან­ტე­ბით,
ასე­ვე, საგ­რან­ტო პრო­ექ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა და თან­ხე­ბის მო­ზიდ­ვა უცხო­ე­ლი დო­ნო­რე­ბის­გან. ფშავ-ხევ­სუ­რე­თის და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მე­გო­ბარ­თა ასო­ცი­ა­ცია და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბის მი­ერ 5-წლი­ა­ნი პრო­ექ­ტით — „და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა კავ­კა­სი­ა­ში“. ჩვე­ნი ასო­ცი­ა­ცია, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, ად­გენს სა­მოქ­მე­დო გეგ­მას. ძი­რი­თა­დი აქ­ტი­ვო­ბე­ბია ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა, მა­თი მცი­რე ფუ­ლა­დი გრან­ტე­ბით დახ­მა­რე­ბა, ახ­ლად და­არ­სე­ბუ­ლი ფშავ-ხევ­სუ­რე­თის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის ეფექ­ტუ­რი მარ­თ­ვის ხელ­შეწყო­ბა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია.
— რო­გორც ვი­ცი, ჩარ­თუ­ლი ხარ პრო­ექ­ტ­ში „მთის ამ­ბე­ბი“. რა არის პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი?
— პრო­ექ­ტის  „მთის ამ­ბე­ბი“ მი­ზა­ნია მთა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მე­დი­ა­რე­სურ­სის გან­ვი­თა­რე­ბა და მა­ღალ­მ­თი­ან და­სახ­ლე­ბა­ში პრობ­ლე­მე­ბის გა­დაწყ­ვე­ტის ხელ­შეწყო­ბა, რი­თაც პი­რა­დად ვარ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. ჩე­მი სო­ფე­ლია ხო­ნე, რო­მე­ლიც სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან ძა­ლი­ან უყუ­რადღე­ბო­დაა და­ტო­ვე­ბუ­ლი. არ არის მი­სად­გო­მი გზა. გა­ზაფხულ­ზე აუცი­ლებ­ლად მი­ვაწ­ვ­დი ინ­ფორ­მა­ცი­ას „მთის ამ­ბებს“ სო­ფელ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ, რა­თა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ხმა მი­ვაწ­ვ­დი­ნო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას.
— რამ­დე­ნად გრჩე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო და რო­გორ იყე­ნებ მას?
— თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო არც ისე ბევ­რი მაქვს. ძი­რი­თა­დად, ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ. სკო­ლის­გან თა­ვი­სუ­ფალ დროს ვმუ­შა­ობ მე­გო­ბარ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის გეგ­მებ­ზე და დროს ვუთ­მობ მას­პინ­ძე­ლი ოჯა­ხის ბავ­შ­ვე­ბის და­მა­ტე­ბით მე­ცა­დი­ნე­ო­ბას.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

25-28(942)N