გამოდის 1998 წლიდან
2017-03-16
სის­ტე­მუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად


გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა გა­მო­აცხა­და კონ­კურ­სი, უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ციი­სა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის, ფარ­თო სპექ­ტ­რის გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე და მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექ­ს­პერ­ტე­ბის შე­სარ­ჩე­ვად. ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუ­სი წლე­ბია ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თ­ვის ხელ­შეწყო­ბის მიზ­ნით, თუმ­ცა, ხელ­შე­სა­ხე­ბი ცვლი­ლე­ბა მის მუ­შა­ო­ბას არ მოჰ­ყო­ლია, რა­საც სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი აზ­რიც ადას­ტუ­რებს. ამ გან­წყო­ბას, დრო­დად­რო, სტუ­დენ­ტუ­რი საპ­რო­ტეს­ტო ხმაც უერ­თ­დე­ბა ხოლ­მე.
ამ­ჟა­მად ცენ­ტ­რი ისეთ სის­ტე­მურ ცვლი­ლე­ბებ­ზე აკე­თებს აქ­ცენტს, რა­საც უნ­და მოჰ­ყ­ვეს უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სის თვი­სებ­რი­ვი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და, რომ­ლის მი­ზა­ნია ამ სის­ტე­მის ევ­რო­პულ სტან­დარ­ტ­თან და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო პრინ­ცი­პებ­თან ჰარ­მო­ნი­ზა­ცია; კონ­კურ­სის შე­დე­გად ექ­ს­პერ­ტ­თა ისე­თი კორ­პუ­სის ფორ­მი­რე­ბა, რო­მე­ლიც შეძ­ლებს უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ფაქ­ტობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის კომ­პ­ლექ­სურ და კვა­ლი­ფი­ცი­ურ შე­ფა­სე­ბას, რის სა­ფუძ­ველ­ზეც და­ი­გეგ­მე­ბა ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.
თე­მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ ცვლი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი თა­მარ სა­ნი­კი­ძე
.

— რით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­თა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუ­სის ხე­ლახ­ლა ფორ­მი­რე­ბა და რა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა თვი­სებ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბი?
— თქვენს შე­კითხ­ვას რომ ვუ­პა­სუ­ხო, ჯერ უნ­და შე­ვახ­სე­ნო ჩვენს მკითხ­ველს, შე­ფა­სე­ბის რო­გო­რი სის­ტე­მა გვქონ­და და რო­გო­რი შემ­ფა­სებ­ლე­ბი გვყავ­და. თა­ვი­დან შე­ფა­სე­ბის კორ­პუ­სის წევ­რი იყო ექ­ს­პერ­ტი, რო­მე­ლიც აფა­სებ­და — სკო­ლას, პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელს და უმაღ­ლეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, დე­ბუ­ლე­ბით გან­საზღ­ვ­რუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. აფა­სე­ბდა სა­მი სტან­დარ­ტის მი­ხედ­ვით და ძი­რი­თა­დად რა­ო­დე­ნობ­რი­ვი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. ნელ-ნე­ლა ეს სის­ტე­მა და­იხ­ვე­წა და 2014 წლის­თ­ვის გა­ი­ყო რო­გორც გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი საბ­ჭო­ე­ბი, გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე­ე­ბის მი­ხედ­ვით, ისე ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუ­სიც, თუმ­ცა დარ­ჩა იგი­ვე შე­მად­გენ­ლო­ბა. გარ­კ­ვე­ულწი­ლად კორ­პუ­სის შევ­სე­ბაც მოხ­და. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ მად­ლო­ბის მე­ტი რა გვეთ­ქ­მის. თა­ვი­ან­თი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ი­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ის, ასევე, მოქ­მე­დი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ფარ­გ­ლებ­ში მათ მაქ­სი­მუ­მი გა­ა­კე­თეს იმი­სა, რაც იმ დროს­თ­ვის მო­ეთხო­ვე­ბო­დათ. მაგ­რამ, რო­ცა სა­ჭი­რო გახ­და მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე გა­დას­ვ­ლა, არა მხო­ლოდ გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე­ე­ბის მი­ხედ­ვით, არა­მედ ახა­ლ ევ­რო­პუ­ლ სტან­დარ­ტებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით თვი­სებ­რი­ვად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ით და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბა, დღის წეს­რიგ­ში დად­გა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტ­თა ახა­ლი კორ­პუ­სის ფორ­მი­რე­ბა.
რაც შე­ე­ხე­ბა თვი­სებ­რივ ცვლი­ლე­ბებს, იგი გა­მოწ­ვე­უ­ლია შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მის ახა­ლი ვერ­სი­ი­თა და მე­თო­დო­ლო­გი­ით, რო­მელ­საც დავ­ნერ­გავთ უმაღ­ლესი სას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბი­სათ­ვის. შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სი გახ­დე­ბა მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი, გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე და სრულ­ფა­სო­ვა­ნი. ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბით მო­ვახ­დი­ნეთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ყვე­ლა იმ მი­მარ­თუ­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და და­ფარ­ვა, რომ­ლის შე­ფა­სე­ბაც და შემ­დეგ გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ო­ბაც პირ­და­პირ კავ­შირ­შია გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ზრდას­თან. ვგუ­ლის­ხ­მობ იმას, რომ 3-ის ნაც­ვ­ლად (მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბი და პროგ­რა­მე­ბი), უმაღ­ლე­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ახ­ლა 7 სტან­დარ­ტი გვაქვს. კონ­კურ­სის შე­დე­გად უნ­და მი­ვი­ღოთ აკა­დე­მი­უ­რი თუ ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლით და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი ექ­ს­პერ­ტ­თა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც 7-ვე სტან­დარ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბას და­ფა­რავს და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის გა­რე­შე არ და­ტო­ვებს არც ერ­თ დე­ტა­ლს.
— რო­გო­რი იქ­ნე­ბა შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­დუ­რა, პე­რი­ო­დუ­ლო­ბა?
— პირ­ველ რიგ­ში, სტან­დარ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდის შე­სა­ბა­მი­სად, გა­იზ­რ­დე­ბა ჯგუფ­ში შე­ფა­სე­ბის ექ­ს­პერ­ტ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, ხო­ლო შე­მოწ­მე­ბის პე­რი­ო­დუ­ლო­ბას გან­საზღ­ვ­რავს რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი: რო­ცა და­წე­სე­ბუ­ლე­ბას უწევს ავ­ტო­რი­ზა­ცია; შე­მო­სუ­ლი სა­ჩივ­რე­ბი და გან­ცხა­დე­ბე­ბი, გეგ­მი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გი, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე წლი­დან ავა­მოქ­მე­დეთ და, რა თ­ქ­მა ­უნ­და, საბ­ჭოს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. მი­მაჩ­ნია, რომ ამის გა­კე­თე­ბა აუცი­ლე­ბე­ლი იყო, რად­გან ცენ­ტ­რ­ში ყო­ველ­თ­ვის გროვ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის, მათ შო­რის, რის­კის მა­ტა­რე­ბე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის (იგუ­ლის­ხ­მე­ბა ხა­რის­ხ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბი) შე­სა­ხებ. გვაქვს საბ­ჭოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი, რაც იმ შე­ფა­სე­ბას ეფუძ­ნე­ბა, რო­მელ­საც გა­დის სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, გვაქვს ასე­ვე თვით­შე­ფა­სე­ბის ფორ­მე­ბი, ან­გა­რი­შე­ბი... ამ მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით გა­ვა­კე­თეთ იდენ­ტი­ფი­კა­ცია და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­სა, რო­მე­ლიც წელს გეგ­მი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გით უნ­და შე­მოწ­მ­დეს. ეს კარ­გია და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­სათ­ვი­საც, რად­გან ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ციკ­ლის დას­რუ­ლე­ბამ­დე ეცო­დი­ნე­ბათ რა მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­ემ­ზა­დონ. ეს კარ­გი იქ­ნე­ბა ჩვენ­თ­ვი­საც, იმი­ტომ რომ, შე­მოწ­მე­ბი­სას ყო­ფი­ლა ვი­თა­რე­ბა, რო­ცა ცენ­ტ­რის ფუნ­ქ­ცი­ის ნა­წილ­შია რა­ღაც მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი ან შე­სას­წო­რე­ბე­ლი და არა სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის. მო­ნი­ტო­რინ­გი სკო­ლებ­შიც და­ვიწყეთ და პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­შიც. იმ­დე­ნი ხარ­ვე­ზი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ და გა­ვას­წო­რეთ, რომ დავ­რ­წ­მუნ­დით პე­რი­ო­დუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის აუცი­ლებ­ლო­ბა­ში, რა­საც, პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩვე­ნი სის­ტე­მის გას­წო­რე­ბაც მოჰ­ყ­ვა. ეს კი სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, ვხე­დავ­დეთ სად რა სა­ჭი­რო­ე­ბაა — სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში. ხარ­ვე­ზე­ბის გას­წო­რე­ბას ისევ მოჰ­ყ­ვა მო­ნი­ტო­რინ­გი და ა.შ.
ექ­ს­პერ­ტ­თა მი­ერ შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­დუ­რა­ში სი­ახ­ლეა ისიც, რომ წი­ნას­წარ იქ­ნე­ბა შეს­წავ­ლი­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და აპ­ლი­კა­ცია, ზუს­ტად იქ­ნე­ბა გან­საზღ­ვ­რუ­ლი და შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი დღის წეს­რი­გი — ად­გილ­ზე მი­სულ ექ­ს­პერტს ეცო­დი­ნე­ბა, რა აქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი, რა დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ში ჩა­ი­ხე­დოს, ვის­გან აიღოს ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი და ა.შ.
— ევ­რო­პე­ლი პარ­ტ­ნი­ო­რე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით, შემ­ფა­სე­ბელ­თა ჯგუფ­ში პირ­ვე­ლად შევ­ლენ დამ­საქ­მებ­ლე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი. რა დატ­ვირ­თ­ვა ექ­ნე­ბა ამ ორ კომ­პო­ნენტს შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა­ში?
— შემ­ფა­სე­ბელ­თა კორ­პუ­სის ფარ­თო სპექ­ტ­რის ექ­ს­პერ­ტე­ბით და­კომ­პ­ლექ­ტე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რი­სას, პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ ამ ორ კომ­პო­ნენტს ვგუ­ლის­ხ­მობ­დი. ორი­ვე თა­ნაბ­რად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი დამ­საქ­მებ­ლე­ბი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ში ერ­თ­ნა­ი­რად შე­დის. ისი­ნიც, რა თქმა უნ­და, კონ­კურ­სის წე­სით შე­ირ­ჩე­ვი­ან. ვფიქ­რობ, დამ­საქ­მე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცია და­ინ­ტე­რეს­დე­ბა, კერ­ძო ბიზ­ნე­სის ჩარ­თუ­ლო­ბის მო­ლო­დი­ნიც გვაქვს. ეს აქამ­დეც ასე უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. ექ­ს­პერ­ტი-დამ­საქ­მე­ბე­ლი და­ინ­ტე­რეს­დე­ბა, რამ­დე­ნად არის სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა კონ­ტაქ­ტ­ზე ბიზ­ნეს­თან და დამ­საქ­მებ­ლებ­თან, რამ­დე­ნად ით­ვა­ლის­წი­ნებს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნებს და რამ­დე­ნად პა­სუ­ხობს მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლ­ება იმ გა­მოწ­ვე­ვებს, რო­მე­ლიც დღეს არ­სე­ბობს. რა თქმა უნ­და, უნი­ვერ­სი­ტეტს არა­ვინ ავალ­დე­ბუ­ლებს კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლის და­საქ­მე­ბას, მაგ­რამ მას აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ისე­თი პროგ­რა­მე­ბი შეს­თა­ვა­ზოს სტუ­დენტს, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბი­სას ახალ­გაზ­რ­და აღ­ჭურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით და­საქ­მე­ბი­სათ­ვის ყვე­ლა სა­ჭი­რო უნა­რი­თა და შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­ნით. ზო­გა­დად, რამ­დე­ნად შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი ბაზ­რის მოთხოვ­ნებ­თან, ტარ­დე­ბა თუ არა კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა და­საქ­მე­ბის კვლე­ვა, რამ­დე­ნად ხელ­შეწყო­ბი­ლია სტუ­დენ­ტი და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი — სერ­ვი­სე­ბი, კა­რი­ე­რუ­ლი ცენ­ტ­რე­ბი... თი­თო­ე­ულ ამ კომ­პო­ნენ­ტ­ში არის მარ­ც­ვა­ლი იმი­სა, რაც უნ­და შე­ა­ფა­სოს ექ­ს­პერ­ტ­მა-დამ­საქ­მე­ბელ­მა და რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია — სტუ­დენ­ტ­მა, ვის ინ­ტე­რე­სებ­ზეც უნ­და იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­რე­მო. შე­სა­ბა­მი­სად შემ­ფა­სე­ბელ­თა ჯგუ­ფი სრულ­ფა­სო­ვა­ნი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ და­კომ­პ­ლექ­ტ­დე­ბა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლით, რო­მე­ლიც პროგ­რა­მულ მი­მარ­თუ­ლე­ბას შე­ა­მოწ­მებს და შე­ა­ფა­სებს, რე­სურ­სე­ბის შემ­ფა­სე­ბ­ლით, რად­გან სხვა რე­სურ­სებ­თან ერ­თად სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი უნ­და შე­მოწ­მ­დეს, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და სტუ­დენ­ტ­თა კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლით, რო­მელ­საც სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა თა­ნა­ტო­ლე­ბის აზ­რი გა­ი­გოს, მა­გა­ლი­თად, ნა­ხოს და შე­ა­ფა­სოს მომ­სა­ხუ­რე­ბა, კა­რი­ე­რუ­ლი ცენ­ტ­რე­ბის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა. რა­კი ლექ­ტო­რის მუ­შა­ო­ბა მხო­ლოდ სა­ლექ­ციო სა­ა­თით არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა, მო­იკ­ვ­ლი­ოს და და­ად­გი­ნოს, გა­მო­ყოფს თუ არა პრო­ფე­სო­რი დროს სტუ­დენ­ტის მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის. არა­ერ­თხელ გვსმე­ნია მა­თი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, რომ არ აქვთ სა­თა­ნა­დო კო­მუ­ნი­კა­ცია პრო­ფე­სორ­თან.
— რას გვეტყ­ვით ევ­რო­პე­ლი პარ­ტ­ნი­ო­რე­ბის როლ­ზე ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მე­ქა­ნიზ­მის სის­ტე­მურ ცვლი­ლე­ბებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში?
— პირ­ველ რიგ­ში უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ პრო­ცე­სის დაჩ­ქა­რე­ბას უთუ­ოდ შე­უწყო ხე­ლი ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბამ. ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის ფორ­მე­ბის და­სამ­კ­ვიდ­რებ­ლად ჩვენ უკ­ვე კონ­კ­რე­ტულ ნა­ბი­ჯებს ვდგამთ. რა თქმა უნ­და, ვით­ვა­ლის­წი­ნებთ მათ გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და რჩე­ვებს. მას შემ­დეგ, რაც კონ­კურ­სი დას­რულ­დე­ბა და შემ­ფა­სე­ბელ­თა კორ­პუ­სი და­კომ­პ­ლექ­ტ­დე­ბა, სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა მათ­თ­ვის გარ­კ­ვე­უ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გა­წე­ვა. მსოფ­ლიო ბან­კის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით, თბი­ლის­ში ჩა­მო­ვა ჩე­მი ავ­ს­ტ­რი­ე­ლი კო­ლე­გა, რო­მე­ლიც ერთ-ერთ ძლი­ერ სპე­ცი­ა­ლის­ტად ით­ვ­ლე­ბა ამ სფე­რო­ში და ექ­ს­პერ­ტ­თა პირ­ველ გა­დამ­ზა­დე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს, ასე­ვე, მოგ­ვიმ­ზა­დებს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბის და პრო­ცე­დუ­რე­ბის მი­ხედ­ვით შე­სა­ფა­სებ­ლად, რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იარა­ღი იქ­ნე­ბა ახ­ლად შერ­ჩე­უ­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბის­თ­ვის.
ამის შემ­დეგ, ზაფხულ­ში, ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ი­თა და უცხ­ო­­ე­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, რამ­დე­ნი­მე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ვა­პი­რებთ სა­პი­ლო­ტე შე­ფა­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას — ჩვე­ნი ექ­ს­პერ­ტე­ბი შე­ა­ფა­სე­ბენ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა გვი­ან ზაფხუ­ლი, რო­დე­საც და­იწყე­ბა შე­ფა­სე­ბის პი­ლო­ტი­რე­ბა, ე.წ. საჩ­ვე­ნე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა, უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ, სა­დაც შემ­ფა­სე­ბელ­თა ჯგუ­ფებ­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან.
ასე­ვე სა­გან­გე­ბოდ უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ჩვე­ნი ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუ­სი, ჩვენ­ნა­ირ ევ­რო­პულ სა­ა­გენ­ტო­ებ­თან ერ­თად, ჩა­ერ­თ­ვე­ბა სხვა ქვეყ­ნე­ბის სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­თა შე­ფა­სე­ბებ­ში, რაც ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია პრო­ცე­სის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით.
იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ 2018 წლის­თ­ვის ბევრ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას მო­უ­წევს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გავ­ლა, ექ­ს­პერ­ტ­თა მე­ტი ჯგუ­ფი დაგ­ვ­ჭირ­დე­ბა. ამი­ტომ, კონ­კურ­სი არ იქ­ნე­ბა ერ­თ­ჯე­რა­დი —  გა­მოცხა­დე­ბუ­ლი კონ­კურ­სი გაგ­რ­ძელ­დე­ბა ივ­ნი­სის ბო­ლომ­დე, სა­ვა­რა­უ­დოდ, ყო­ველ ორ კვი­რა­ში შე­მო­სულ ნა­კა­დებს შე­ვა­ფა­სებთ ინ­ტერ­ვი­უს გზით და კო­მი­სი­უ­რი წე­სით. ასე რომ, მსურ­ვე­ლებს გა­ნაცხა­დის შე­მო­ტა­ნა პე­რი­ო­დუ­ლად შე­ეძ­ლე­ბათ. კონ­კურ­სი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის ცალ­კე გა­მოცხად­დე­ბა — ჯგუფ­ში მუ­შა­ო­ბით მათ მი­ე­ცე­მათ სა­უ­კე­თე­სო სივ­რ­ცე და სა­შუ­ა­ლე­ბა იმი­სათ­ვის, რომ თა­ვი­ან­თი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნონ ისეთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან საქ­მე­ში, რო­გო­რიც არის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სას­წავ­ლო პრო­ცე­სის თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნა. იმე­დი მაქვს, სტუ­დენ­ტე­ბი ამ შანსს სრუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.
— რა ვა­დით ენი­ჭე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­ფა­სე­ბის ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუსს და რა რო­ლი ექ­ნე­ბა მი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენტრს?
— ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუ­სი მუდ­მივ­მოქ­მე­დი ორ­გა­ნოა და თა­ვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას მა­ნამ­დე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, ვიდ­რე პრო­ცე­დუ­რის შეც­ვ­ლის ან რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის აუცი­ლებ­ლო­ბის სა­კითხი არ დად­გე­ბა. სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, იმოქ­მე­დებს გარ­კ­ვე­უ­ლი წე­სე­ბი, მა­გა­ლი­თად, რა შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა და­ტო­ვოს კორ­პუ­სი ექ­ს­პერ­ტ­მა, რა შემ­თხ­ვე­ვა­ში მი­ი­ღებს დის­კ­ვა­ლი­ფი­კა­ცი­ას, და­ი­ნერ­გე­ბა ატეს­ტა­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მე­ბი. ინ­ტე­რეს­თა კონ­ფ­ლიქ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს ახალ რე­გუ­ლა­ცი­ებს: ექ­ს­პერტს ერ­თი წლით ეკ­რ­ძა­ლე­ბა იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მუ­შა­ო­ბა, რო­მელ­საც შე­ა­ფა­სებს, ასე­ვე, ცენ­ტ­რის თან­ხ­მო­ბის გა­რე­შე არ შე­ეძ­ლე­ბა კონ­სულ­ტა­ცია გა­უ­წი­ოს ამა თუ იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას. ამ თე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით იყო გა­დაც­დო­მე­ბი, ამი­ტო­მაც ცენ­ტ­რი­სა და ექ­ს­პერ­ტე­ბის, ასე­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბის რე­პუ­ტა­ცი­ის დაც­ვის მიზ­ნით, მი­ვი­ღეთ ასე­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა.
რაც შე­ე­ხე­ბა ჩვე­ნი ცენ­ტ­რის როლს, იგი, ძი­რი­თა­დად, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ მხარ­და­ჭე­რა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. დავ­გეგ­მავთ ისეთ გან­მა­ვი­თა­რე­ბელ ტრე­ნინ­გებ­სა და გა­და­სამ­ზა­დე­ბელ კურ­სებს, რომ­ლე­ბიც ექ­ს­პერ­ტ­თა გან­ვი­თა­რე­ბას, მა­თი ახა­ლი უნა­რე­ბით აღ­ჭურ­ვას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ. ჩვე­ნი რო­ლი შე­ფა­სე­ბის, აზ­რის გა­მო­ხატ­ვი­სა და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში არ ფი­გუ­რი­რებს.

ესა­უბ­რა  ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

25-28(942)N