გამოდის 1998 წლიდან
2017-03-23
პრო­ფე­სი­ა­ში შე­მოს­ვ­ლის „გა­ნახ­ლე­ბუ­ლი“ გზე­ბი


ლალი ჯელაძე

მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წის­ნ­ვ­ლის სქე­მა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბა­ზეც აისა­ხა. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სქე­მის მი­ხედ­ვით, მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლე­ბის­თ­ვის სკო­ლა­ში საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის გზე­ბი ასე გა­ნი­საზღ­ვ­რა: ჳ გზა — ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სა­ბა­კა­ლავ­რო-სა­მა­გის­ტ­რო 300-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა; ჳჳ გზა — ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი, მა­გის­ტ­რა­ტუ­რა + საგ­ნის გა­მოც­და + მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა; ჳჳჳ გზა — ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი, მა­გის­ტ­რა­ტუ­რა + საგ­ნის გა­მოც­და + მას­წავ­ლებ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია; ჳვ გზა — სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი; ვ გზა — დოქ­ტო­რის აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი. სქე­მის წი­ნა ვერ­სი­ა­ში იყო ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მა­ი­ნორ პროგ­რა­მის გავ­ლა ერთ-ერთ გზად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და — მა­ი­ნორ პროგ­რა­მად პე­და­გო­გი­კის არ­ჩე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბაკ­ალავ­რი­ა­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მსურ­ვე­ლებს უად­ვილ­დე­ბო­დათ სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბა. ისი­ნი საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცი­ას და­ა­დას­ტუ­რებ­დ­ნენ და უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუსს მი­ი­ღებ­დ­ნენ. გა­ნახ­ლე­ბულ სქე­მა­ში ეს ჩა­ნა­წე­რი აღარ არის, შე­სა­ბა­მი­სად, იმ სტუ­დენ­ტებს, რომ­ლებ­მაც მე­ო­რად პრო­ფე­სი­ად პე­და­გო­გი­კა სწო­რედ სქე­მა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით აირ­ჩი­ეს, აღარ აქვთ შან­სი სკო­ლა­ში საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის.
ცვლი­ლე­ბამ­დე არ­სე­ბულ ჩა­ნა­წერს, რო­მე­ლიც მა­ი­ნორ პროგ­რა­მა­გავ­ლილ სტუ­დენ­ტებს, საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­დეგ, სკო­ლა­ში საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის უფ­ლე­ბას აძ­ლევ­და, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რი ალექსანდრე ჯე­ჯე­ლავა დიდ შეც­დო­მად აფა­სებს და იმედ­გაც­რუ­ე­ბულ სტუ­დენ­ტებს ასე მი­მარ­თავს: „რაც დრო გა­ვა, სკო­ლა­ში შეს­ვ­ლა მით უფ­რო რთუ­ლი გახ­დე­ბა და კი­დევ მე­ტი იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი გვე­ყო­ლე­ბა“. მი­ნისტრს საბ­ჭო­უ­რი მა­გა­ლი­თი მოჰ­ყავს, თუ ვინ აბა­რებ­და პე­და­გო­გი­ურ­ზე: „საბ­ჭო­თა სამ­შობ­ლომ“ იმა­ზე იზ­რუ­ნა, რომ პე­და­გო­გი­უ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტი ახალ­გაზ­რ­დის­თ­ვის უკა­ნას­კ­ნე­ლი არ­ჩე­ვა­ნი ყო­ფი­ლი­ყო. აბი­ტუ­რი­ენ­ტი ვერ­სად რომ ვერ ჩა­ა­ბა­რებ­და და არა­ნა­ი­რი პერ­ს­პექ­ტი­ვა აღარ ჰქონ­და, მა­შინ გა­მო­სავ­ლად „პუშ­კინ­ში“ ჩა­ბა­რე­ბას ირ­ჩევ­და. ეს მარ­თა­ლაც სა­მარ­ცხ­ვი­ნოა. იცით, რო­გო­რი პე­და­გო­გე­ბი გვჭირ­დე­ბა? თვა­ლე­ბით რომ ანა­თე­ბენ და ყვე­ლა­ზე მაგ­რე­ბი რომ არი­ან. ჩვენ ვა­პი­რებთ, პე­და­გო­გის პე­რო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლა კი­დევ უფ­რო გა­ვარ­თუ­ლოთ, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნი კად­რე­ბი შე­ვიყ­ვა­ნოთ სკო­ლა­ში, რად­გა­ნაც დღეს მას­წავ­ლებ­ლის რა­ო­დე­ნობ­რი­ვი სი­ჭარ­ბე გვაქვს, მხო­ლოდ ცალ­კე­ულ რე­გი­ონ­შია დე­ფი­ცი­ტი შექ­მ­ნი­ლი, სა­ერ­თო ჯამ­ში კი საკ­მა­რის­ზე მე­ტი პე­და­გო­გი გვყავს. ამი­ტო­მაც, სკო­ლა­ში უხა­რის­ხო კად­რე­ბის შეშ­ვე­ბას არა­ნა­ი­რი აზ­რი არ აქვს.“
რე­ა­ლო­ბა კი ასე­თია: სკო­ლებ­ში ახალ­გაზ­რ­და მას­წავ­ლე­ბელ­თა შე­მო­დი­ნე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, შეწყ­და, რა­მაც მას­წავ­ლე­ბელ­თა ხა­რის­ხობ­რი­ვი დე­ფი­ცი­ტი მარ­თ­ლაც გა­მო­იწ­ვია. პრობ­ლე­მა გან­სა­კუთ­რე­ბით მთი­ა­ნი რა­ი­ო­ნე­ბის სკო­ლებ­ში შე­იმ­ჩ­ნე­ვა, სა­დაც სა­განს არას­პე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ას­წავ­ლი­ან ან რამ­დე­ნი­მე სა­განს — ერ­თი და იგი­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი. ამის შე­სა­ხებ ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვა ვრცელ კო­მენ­ტარს აკე­თებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ: „ეს პრობ­ლე­მა, მეტ-ნაკ­ლე­ბად, ყველ­გან არის, უბ­რა­ლოდ, მცი­რე­კონ­ტი­ნგენ­ტი­ან და მთი­ან სკო­ლებ­ში უფ­რო თვალ­ნათ­ლივ ჩანს. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში შე­მო­დი­ნე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად შეწყ­და. უხელ­ფა­სო­ბამ, ნე­გა­ტი­ურ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ, გა­უ­თა­ვე­ბელ­მა ატეს­ტა­ცია-შე­მოწ­მე­ბამ ძა­ლი­ან ლო­გი­კუ­რი და, ამავ­დ­რო­უ­ლად, სამ­წუ­ხა­რო შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა — შვი­ლი დე­დას რომ ეუბ­ნე­ბა, მას­წავ­ლე­ბე­ლი მინ­და გა­მო­ვი­დე, ის კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარით პა­სუ­ხობს. მა­მა­კა­ცებ­მა სა­ერ­თოდ და­ტო­ვეს ეს სფე­რო და სკო­ლებ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი გენ­დე­რუ­ლი დის­ბა­ლან­სია, რაც, თა­ვის­თა­ვად, ძა­ლი­ან ცუ­დია. თუ გა­დავ­ხე­დავთ მოს­წავ­ლე­თა გენ­დე­რულ ბა­ლანსს, გო­გო­ნა და ბი­ჭი მოს­წავ­ლე­ე­ბი, თით­ქ­მის თა­ნა­ბა­რი რა­ო­დე­ნო­ბი­თაა. აუცი­ლე­ბე­ლია, ასე­თი­ვე ბა­ლან­სი გვქონ­დეს მა­მა­კაც და ქალ­ბა­ტონ მას­წავ­ლებ­ლებს შო­რი­საც. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც მას­წავ­ლებ­ლის ხელ­ფას­ზე და­ნა­მა­ტე­ბი გაჩ­ნ­და და სა­ბა­ზო ხელ­ფა­სიც გა­ი­ზარ­და, ამ  კუთხით მცი­რე ცვლი­ლე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა. წელს, პირ­ვე­ლად გა­ვე­ცით პე­და­გო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ათა­სი გრან­ტი, სხვა­დას­ხ­ვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ანუ 1000-მა ადა­მი­ან­მა გა­დაწყ­ვი­ტა, თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბა პე­და­გო­გი­კას და­უთ­მოს, შუ­ა­ლედ­ში ეს რა­ო­დე­ნო­ბა ნუ­ლი იყო. იცით, მა­ნამ­დე რო­გორ იღებ­დ­ნენ პე­და­გო­გად მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას? მა­გა­ლი­თად, ახალ­გაზ­რ­და, რო­მე­ლიც და­ამ­თავ­რებ­და მა­თე­მა­ტი­კურ ფა­კულ­ტეტს და სა­ერ­თოდ სხვა რა­მეს გეგ­მავ­და, იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ სამ­სა­ხურს ვერ იშო­ვი­და (ანუ არა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­დო­და), გა­დაწყ­ვეტ­და, სკო­ლა­ში და­ეწყო მუ­შა­ო­ბა.“
რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლა­ში კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლის დე­ფი­ციტს, მი­ნის­ტ­რი ამ­ბობს, რომ ვიდ­რე ახა­ლი კად­რე­ბი შე­მოვ­ლენ, უნ­და შე­ვე­ცა­დოთ, იქ, სა­დაც გვყავს მას­წავ­ლებ­ლე­ბი — რე­გი­ო­ნულ ცენ­ტ­რებ­სა თუ უფ­რო მსხვილ სოფ­ლებ­ში, ისი­ნი წა­ვა­ხა­ლი­სოთ, რომ ითა­ნამ­შ­რომ­ლონ ასეთ სკო­ლებ­თან. „ძა­ლი­ან ბევ­რი შემ­თხ­ვე­ვაა, რო­ცა სკო­ლა­ში ვა­კან­ტუ­რი ად­გი­ლია, არ ჰყავთ რო­მე­ლი­მე საგ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ ვერ პო­უ­ლო­ბენ კადრს. სამ­წუ­ხა­როდ, ამი­ტო­მაც, ხში­რად, ქი­მი­კო­სი ას­წავ­ლის ინ­ფორ­მა­ტი­კას და, შე­სა­ბა­მი­სად, ინ­ფორ­მა­ტი­კის სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი და­ბა­ლია.“ — აღ­ნიშ­ნავს ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვა.
პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის ნა­წი­ლი, შე­საძ­ლოა, სქე­მი­დან ამო­ი­ღონ და ცალ­კე დო­კუ­მენ­ტად — რე­გუ­ლა­ცი­ად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, სქე­მა­ში კი მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის ნა­წი­ლი დარ­ჩეს. პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის ცალ­კე რე­გუ­ლა­ცი­ად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას მა­სა­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ექ­ს­პერტ-კონ­სულ­ტან­ტი სო­ფი­კო ლობ­ჟა­ნი­ძე გო­ნივ­რულ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას უწო­დებს და ამ­ბობს, რომ: „ამ ეტაპ­ზე ეს ვერ მო­ხერ­ხ­და, ვი­ნა­ი­დან დო­კუ­მენ­ტი პარ­ლა­მენ­ტის მი­ე­რაა დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი, თა­ვის­თა­ვად, ეს ცვლი­ლე­ბაც მის მი­ერ უნ­და დამ­ტ­კიც­დეს. სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­გა­ზაფხუ­ლო სე­სი­ა­ზე და­იწყე­ბა სა­კითხის მომ­ზა­დე­ბა-გან­ხილ­ვა.“  რაც შე­ე­ხე­ბა მა­ი­ნორ პროგ­რა­მის სქე­მი­დან ამო­ღე­ბას, ამ­ბობს, რომ კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა უმე­ტე­სო­ბა, გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სწო­რედ ამ პროგ­რა­მით ჰყავთ და ძა­ლი­ან ცუ­დია, რომ სქე­მა­ში ეს ჩა­ნა­წე­რი გაქ­რა, რად­გან ძი­რი­თად პროგ­რა­მა­ში ჩა­შე­ნე­ბუ­ლი 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პე­და­გო­გი­კის პროგ­რა­მა, რო­გორც და­მა­ტე­ბი­თი სპე­ცი­ა­ლო­ბა, სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა პრო­ფე­სი­ა­ში შე­სას­ვ­ლე­ლად: „სტუ­დენ­ტე­ბი სწავ­ლე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ებს სწო­რედ მა­ი­ნორ პროგ­რა­მით იძე­ნენ. მა­გა­ლი­თად, ახალ­გაზ­რ­დას შე­უძ­ლია, გახ­დეს ფი­ზი­კის ბა­კა­ლავ­რი და 240 კრე­დიტ­ში 60 კრე­დი­ტი პე­და­გო­გი­კა­ში, ანუ მა­ი­ნორ პროგ­რა­მა­ში აიღოს. აქამ­დე, მათ კა­ნო­ნი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და და მარ­თ­ლაც, კურ­ს­დამ­თ­ვ­რე­ბუ­ლე­ბის 90 პრო­ცენტს, ვინც გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გვყავს, სწო­რედ ეს პროგ­რა­მა აქვს გავ­ლი­ლი. ამ ეტაპ­ზე, პე­და­გო­გი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ძი­რი­თა­დი პროგ­რა­მა მხო­ლოდ დაწყე­ბი­თი სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მაა. მით უმე­ტეს, რო­ცა ასე­თი პროგ­რა­მე­ბი არ არ­სე­ბობს, მას­წავ­ლებ­ლო­ბის დაწყე­ბის მსურ­ვე­ლის­თ­ვის, ბა­კა­ლავ­რის დიპ­ლომ­თან ერ­თად, მე­ო­რა­დი სპე­ცი­ა­ლო­ბის სერ­ტი­ფი­კა­ტი, რომ მას გავ­ლი­ლი აქვს პე­და­გო­გი­კის კურ­სი, კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა შე­ვი­დეს პრო­ფე­სი­ა­ში. სქე­მა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა ცვლი­ლე­ბებ­მა, რა­ტომ­ღაც, მა­ი­ნო­რი პროგ­რა­მის 60-კრე­დი­ტი­ან კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულს ეს უფ­ლე­ბა ჩა­მო­არ­თ­ვა და კა­ნონ­ში ასე­თი ჩა­ნა­წე­რი აღარ არ­სე­ბობს. თუმ­ცა, სა­მი­ნის­ტ­როს იური­დი­ულ სამ­სა­ხურ­ში ინი­ცი­რე­ბა შე­სუ­ლია რო­გორც უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის, ისე მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის მხრი­და­ნაც. იმე­დია, ეს გა­მოს­წორ­დე­ბა. რო­გორც იური­დი­ულ სამ­სა­ხურ­ში გვითხ­რეს, მზად­დე­ბა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტი და ერთ-ერ­თი ცვლი­ლე­ბა სწო­რედ ამ ჩა­ნა­წე­რის აღ­დ­გე­ნას შე­ე­ხე­ბა.“
სო­ფი­კო ლობ­ჟა­ნი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ახალ­გაზ­რ­დებს მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა უნ­და შევ­თა­ვა­ზოთ, რომ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია აირ­ჩი­ონ და უკ­ვე არ­სე­ბუ­ლი­დან, ძა­ლი­ან კარგ გზად, სა­ბა­კა­ლავ­რო-სა­მა­გის­ტ­რო, ინ­ტეგ­რი­რე­ბულ, 300-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მას ასა­ხე­ლებს. მაგ­რამ ამ­ბობს, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, რაც უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია იმის­თ­ვის, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს მი­ე­ცეს პროგ­რა­მის მომ­ზა­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მარ­თა­ლია, კა­ნონ­ში წე­რია, რომ ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა, ექ­ს­პერ­ტებ­თან ერ­თად, უნ­და შე­ი­მუ­შა­ოს დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, რო­მელ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბი­თაც უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი მო­ამ­ზა­დე­ბენ პროგ­რა­მებს, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ჯერ ეს არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა.
პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის მე­ო­რე გზას — და­მო­უ­კი­დე­ბელ 60-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მას, რო­მე­ლიც წი­ნა სას­წავ­ლო წელს ამოქ­მედ­და ასე აფა­სებს: „პროგ­რა­მა, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე, სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ გა­მო­ყო­ფი­ლი კვო­ტე­ბის მი­ხედ­ვით გან­ხორ­ცი­ელ­და და სა­ხელ­მ­წი­ფომ და­ა­ფი­ნან­სა. რად­გან ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტს წარ­მო­ვად­გენ, შე­მიძ­ლია მის მა­გა­ლით­ზე ვი­სა­უბ­რო. ჩვენ­თან პე­და­გო­გი­კის 60-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მა­ზე საკ­მა­ოდ დი­დი მოთხოვ­ნა იყო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აპ­ლი­კან­ტ­მა საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცია რომ და­ა­დას­ტუ­როს, წი­ნა­პი­რო­ბა საგ­ნის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბაა. ამის შემ­დეგ (საგ­ნის გა­მოც­დის წარ­მა­ტე­ბით დაძ­ლე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში), მო­დი­ოდ­ნენ პროგ­რა­მა­ზე. უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც გვქონ­და ში­და გა­მოც­და, თუმ­ცა, აქ უკ­ვე სა­განს აღარ ვა­მოწ­მებ­დით, არა­მედ ისტ-უნა­რებს, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნარს და ა.შ. ში­და გა­მოც­და, ძი­რი­თა­დად, ქე­ი­სებ­ზე გვქონ­და და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც, რა თქმა უნ­და, სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბი­დან იყო. ვა­მოწ­მებ­დით, რამ­დე­ნად შე­ეძ­ლო მსურ­ველს კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში თა­ვის გარ­თ­მე­ვა, რამ­დე­ნად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი იყო მო­სუ­ლი ამ პროგ­რა­მა­ზე. სხვა­თა შო­რის, მინ­და ვთქვა, რომ ყვე­ლა, ვინც ჩვენ­თან გა­სა­უბ­რე­ბა­ზე მო­ვი­და, ვერ ან არ მი­ვი­ღეთ, რად­გან, რო­გორც გითხა­რით, მი­ღე­ბა კონ­კურ­სით ხდე­ბო­და. დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, 60-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მა­ზე, ყვე­ლა­ზე მე­ტი სტუ­დენ­ტი ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ი­რიცხა და მოთხოვ­ნაც ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტ­ზე იყო, რაც, რო­გორც ილი­ას გა­ნათ­ლე­ბის სკო­ლის წარ­მო­მად­გენელს, ძა­ლი­ან დიდ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას მა­კის­რებს. 200-მდე აპ­ლი­კან­ტ­მა მოგ­ვ­მარ­თა, აქე­დან 110 ჩა­ი­რიცხა, მათ­გან  ორ­მა, გარ­კ­ვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, წელს, დრო­ე­ბით, სტა­ტუ­სი შე­ი­ჩე­რა.“
რო­გორც გა­ირ­კ­ვა, ყვე­ლა­ზე დი­დი მოთხოვ­ნა, მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, ქარ­თულ­ზე იყო, არა­და, ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი დე­ფი­ცი­ტი სწო­რედ ამ სა­გან­შია, ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი მოთხოვ­ნა კი იმ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე აღ­მოჩ­ნ­და, რო­მელ­ზეც კად­რე­ბის ყვე­ლა­ზე დი­დი დე­ფი­ცი­ტია — სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე. მა­გა­ლი­თად, ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სულ ორი სტუ­დენ­ტი ჰყავთ. ამი­ტო­მაც, უმ­ჯო­ბე­სია უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მა მსურ­ვე­ლე­ბი სწო­რედ მოთხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად მი­ი­ღონ. „თა­ვი­დან ასეც იყო ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, უნ­და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო დე­ფი­ცი­ტის კვლე­ვა და სწო­რედ ამის მი­ხედ­ვით გა­მო­ყო­ფი­ლი­ყო ად­გი­ლე­ბი. მაგ­რამ რა­ღაც გა­რე­მო­ე­ბე­ბის გა­მო, ეს მიდ­გო­მა შე­იც­ვა­ლა. იმე­დია, სა­მო­მავ­ლოდ, ამის მი­ხედ­ვით და­ი­გეგ­მე­ბა მი­ღე­ბა, რად­გან ჩვენ მარ­თ­ლაც გვინ­და, რომ შე­ივ­სოს სკო­ლებ­ში კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტი. შე­სა­ბა­მი­სად, მი­ღე­ბაც ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნ­და გა­მოცხად­დეს და სა­ხელ­მ­წი­ფომ სწო­რედ იმ საგ­ნე­ბი­სა და მი­მარ­თუ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს, სა­დაც კად­რე­ბის არა მარ­ტო რა­ო­დე­ნობ­რი­ვი, არა­მედ ხა­რის­ხობ­რი­ვი დე­ფი­ცი­ტი გვაქვს. კვლე­ვა­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ რე­გი­ო­ნებ­ში ერ­თი და იმა­ვე სა­განს რამ­დე­ნი­მე მას­წავ­ლე­ბე­ლი ას­წავ­ლის და, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არც ერ­თი მათ­გა­ნი არც ერ­თი საგ­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტი არ არის. ამ­დე­ნად, პე­და­გო­გი, რომ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია შე­იძ­ლე­ბა კითხ­ვის ნიშ­ნის ქვეშ და­ვა­ყე­ნოთ, ხა­რის­ხობ­რივ დე­ფი­ციტს ქმნის. ჩვენ­თან კი სტუ­დენ­ტე­ბის ყვე­ლა­ზე დი­დი რა­ო­დე­ნო­ბა სწო­რედ იმ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე და­ფიქ­სირ­და, სა­დაც დე­ფი­ცი­ტი ნაკ­ლე­ბი გვაქვს, მა­გა­ლი­თად, ინ­გ­ლი­სუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ასე­ვე, დი­დი მოთხოვ­ნა იყო გერ­მა­ნუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც, თუმ­ცა, ამას თა­ვის სუ­ბი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზი ჰქონ­და. ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, გერ­მა­ნუ­ლი ენის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მო­დუ­ლი გო­ე­თეს ინ­ს­ტი­ტუტ­სა და იენის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ერ­თად მომ­ზად­და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მის გავ­ლის შემ­დეგ,  კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულს სა­ერ­თა­შო­რი­სო სერ­ტი­ფი­კა­ტი გერ­მა­ნუ­ლის, რო­გორც უცხო ენის სწავ­ლე­ბის, უფ­ლე­ბას ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში აძ­ლევს. და­მე­თან­ხ­მე­ბით, ეს ძა­ლი­ან კარ­გი პერ­ს­პექ­ტი­ვაა. გერ­მა­ნუ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით 14 აპ­ლი­კან­ტი ჩავ­რიცხეთ. ასე­ვე, დი­დი მოთხოვ­ნა გვქონ­და სა­მო­ქა­ლა­ქოს, ის­ტო­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე, ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი — მა­თე­მა­ტი­კა, ფი­ზი­კა­სა და ბი­ო­ლო­გი­ა­ზე, ქი­მი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბა ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტს არ აქვს.“
სქე­მა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ცვლი­ლე­ბამ­დე არ­სე­ბულ მე­სა­მე გზას, რო­მელ­ზეც უკ­ვე ვი­სა­უბ­რეთ და რო­მე­ლიც 2010 წლი­დან, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ყვე­ლა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ­სე­ბობ­და (მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა, რო­გორც და­მა­ტე­ბი­თი სპე­ცი­ა­ლო­ბა), სო­ფი­კო ლობ­ჟა­ნი­ძე ძი­რი­თად და­საყ­რ­დენს უწო­დებს და სქე­მის ბო­ლო რე­დაქ­ცი­ა­ში ამ გზის გაქ­რო­ბას, უფ­რო გა­მორ­ჩე­ნი­ლად მი­იჩ­ნევს და იმე­დი აქვს, რომ სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის ეს გზა აუცი­ლებ­ლად ისევ აღ­დ­გე­ბა, რად­გან: „სქე­მა­ში სწო­რედ ეს იდეა იყო ჩა­დე­ბუ­ლი — მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბა პა­რა­ლე­ლუ­რი და მიმ­დევ­რო­ბი­თი პროგ­რა­მე­ბით უნ­და მომ­ხ­და­რი­ყო. პირ­ვე­ლი­ვე კურ­სი­დან ვირ­ჩევ მას­წავ­ლებ­ლო­ბას ინ­ტეგ­რი­რე­ბულ პროგ­რა­მა­ზე ან თა­ვი­დან ვირ­ჩევ რო­მე­ლი­მე დარგს და შემ­დეგ, და­მა­ტე­ბით სპე­ცი­ა­ლო­ბად — პე­და­გო­გი­კას, ან და­ვამ­თავ­რებ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელს და მე­რე გა­მიჩ­ნ­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლო­ბის სურ­ვი­ლი, ამი­ტომ გავ­დი­ვარ 60-კრე­დი­ტი­ან და­მო­უ­კი­დე­ბელ პროგ­რა­მას. სამ­წუ­ხა­როდ,  პა­რა­ლე­ლუ­რი, ანუ  მა­ი­ნო­რი პროგ­რა­მა ამო­ვარ­დ­ნი­ლია. ეს თუ არ გა­მოს­წორ­და, მარ­თ­ლა შეგ­ვექ­მ­ნე­ბა კად­რე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი დე­ფი­ცი­ტი, რად­გან ყვე­ლა­ზე დი­დი შან­სია, სტუ­დენ­ტ­მა მა­ი­ნო­რი პროგ­რა­მით აირ­ჩი­ოს პე­და­გო­გი­კა“.
ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­ი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი ქე­თე­ვან ჭკუ­ა­სე­ლი ამ­ბობს, რომ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ამ კრი­ზი­სი გა­ნი­ცა­და და გაჩ­ნ­და პრობ­ლე­მე­ბი სხვა­დას­ხ­ვა, ობი­ექ­ტუ­რი თუ სუ­ბი­ექ­ტუ­რი, მი­ზე­ზე­ბის გა­მო. ცვლი­ლე­ბას, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის გზებს შე­ე­ხო, შეც­დო­მას უწო­დებს და ამ­ბობს, რომ იმე­დია, ეს უფ­რო გა­მორ­ჩე­ნი­ლია, ვიდ­რე შეგ­ნე­ბუ­ლად ამო­ღე­ბუ­ლი.
უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი სა­უბ­რობს იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ გა­და­ვი­და სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ყვე­ლას­თ­ვის ცნო­ბი­ლი, საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში არ­სე­ბუ­ლი, მას­წავ­ლებ­ლის ერ­თი­ა­ნი სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი მომ­ზა­დე­ბის სის­ტე­მი­დან სრუ­ლი­ად ახალ მო­დელ­ზე, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტე­ბის არ­ჩე­ვანს და არა იძუ­ლე­ბას ეფუძ­ნე­ბა: „საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ყვე­ლა სტუ­დენ­ტი, გა­ნურ­ჩევ­ლად მი­სი სურ­ვი­ლი­სა, ვალ­დე­ბუ­ლი იყო, გა­ევ­ლო პე­და­გო­გი­ურ დის­ციპ­ლი­ნა­თა ციკ­ლი, რო­მე­ლიც სა­ერ­თო კუ­რი­კუ­ლუ­მის 11 პრო­ცენტს შე­ად­გენ­და და ასე ხდე­ბო­და მას­წავ­ლე­ბე­ლი. მაგ­რამ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის ახა­ლი მო­დე­ლი შე­მოგ­ვე­ტა­ნა და „ფონდ ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა — სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ დახ­მა­რე­ბით, მო­ვი­პო­ვეთ გრან­ტი პროგ­რა­მის­თ­ვის „მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო მომ­ზა­დე­ბა“. ევ­რო­პუ­ლი მო­დე­ლე­ბის შეს­ბა­მი­სად, 2001 წელს, შევ­ქ­მე­ნით მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის ახა­ლი ე.წ. პა­რა­ლე­ლუ­რი მო­დე­ლი. სტუ­დენ­ტი, სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში, სა­კუ­თა­რი ნე­ბით ირ­ჩევ­და მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ას და 60 კრე­დი­ტის გავ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ძი­რი­თა­დი სპე­ცი­ა­ლო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ეძ­ლე­ო­და სერ­ტი­ფი­კა­ტი. ეს ჯერ კი­დევ 5-წლი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, ბო­ლო­ნი­ის პრო­ცე­სამ­დე იყო, ანუ  2006 წლამ­დე. უნი­ვერ­სი­ტეტ­მა მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის ასე­თი მო­დე­ლით ძა­ლი­ან ბევ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი მო­ამ­ზა­და და მინ­და გითხ­რათ, რომ ეს პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი გზაა, რად­გან სტუ­დენ­ტი, ძი­რი­თა­დი სპე­ცი­ა­ლო­ბის (ქი­მია, ფი­ზი­კა ­და ა.შ.) პა­რა­ლე­ლუ­რად, სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ირ­ჩევს პე­და­გო­გი­კურ მო­დელს 60 კრე­დი­ტის ოდე­ნო­ბით და უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მას ეძ­ლე­ვა სერ­ტი­ფი­კა­ტი, რომ მო­ის­მი­ნა პე­და­გო­გი­კურ დის­ციპ­ლი­ნა­თა ციკ­ლი.“
სა­ხელ­მ­წი­ფომ ეს მო­დე­ლი, სა­მარ­თ­ლებ­რი­ვად, 2009 წელს და­ა­ფუძ­ნა, რომ­ლის შემ­დე­გაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს თით­ქ­მის ყვე­ლა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა გა­ი­ა­რა მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მის აკ­რე­დი­ტა­ცია. რო­გორც ქალ­ბა­ტო­ნი ქე­თე­ვა­ნი ამ­ბობს, სწო­რედ ამის შე­დე­გია, რომ დღეს ყვე­ლა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მას­წავ­ლე­ბელ­თა მომ­ზა­დე­ბა ყვე­ლა­ზე ფარ­თო მას­შ­ტა­ბით, ამ პა­რა­ლე­ლუ­რი მო­დე­ლით ხდე­ბა. „რაც მთა­ვა­რია, ეს სტუ­დენ­ტის­თ­ვის ძა­ლი­ან მომ­გე­ბი­ა­ნი გზაა, რად­გა­ნაც იმ სა­ვალ­დე­ბუ­ლო 240 კრე­დი­ტი­დან 60 კრე­დიტს მა­ი­ნორ­პ­როგ­რა­მას (ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში — პე­და­გო­გი­კას) ირ­ჩევს და ბა­კა­ლავ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ორი სპე­ცა­ლო­ბით შე­უძ­ლია მუ­შა­ო­ბა — ძი­რი­თა­დი და პე­და­გო­გი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით.“
ამ მო­დე­ლის უპი­რა­ტე­სო­ბად ქე­თე­ვან ჭკუ­ა­სე­ლი, უპირ­ვე­ლე­სად, იმას ასა­ხე­ლებს, რომ სტუ­დენ­ტი მას სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ კი არ გა­დის (ისე რო­გორც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს ხდე­ბო­და), არა­მედ სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლი­სა­მებრ ირ­ჩევს: „მა­შინ, რო­ცა არ­ჩე­ვი­თო­ბა­ზე გა­და­ვე­დით, სწო­რედ სტუ­დენ­ტის მო­ტი­ვა­ცი­ას გა­ვუს­ვით ხა­ზი — ის მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით უნ­და გახ­დეს მას­წავ­ლე­ბე­ლი, რაც, თა­ვის­თა­ვად, პრო­ფე­სი­ულ კად­რებს ამ­დიდ­რებს. რო­ცა ადა­მი­ა­ნი ახალ­გაზ­რ­დო­ბი­დან­ვე ირ­ჩევს, მა­გა­ლი­თად, ქი­მი­კო­სო­ბას­თან ერ­თად, მას­წავ­ლებ­ლო­ბას, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მას­წავ­ლე­ბელ­თა კორ­პუ­სის ხა­რის­ხის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, და, ამას­თა­ნა­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ პრო­ფე­სი­ა­ში ახალ­გაზ­რ­და კად­რე­ბი შე­დი­ან.“
გა­მო­რიცხუ­ლი არ არის, ასე­თი მიდ­გო­მით, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში შექ­მ­ნი­ლი კრი­ზი­სი კი­დევ უფ­რო გაღ­რ­მავ­დეს, რად­გან „მას­წავ­ლე­ბელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის“ სქე­მის მი­ხედ­ვით, ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ­დე არ­სე­ბუ­ლი, პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის გზე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი და სტუ­დენ­ტი­სათ­ვის მი­სა­ღე­ბი, ამო­ღე­ბუ­ლია. აქ­ვე შევ­ნიშ­ნავთ, რომ ამ გზით მომ­ზა­დე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, პო­ტენ­ცი­უ­რად, გა­ცი­ლე­ბით მე­ტი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე სპე­ცი­ა­ლუ­რი ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი 300- კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მით. თუმ­ცა, ქალ­ბა­ტო­ნი ქე­თე­ვა­ნი სქე­მი­დან მა­ი­ნორ პროგ­რა­მის ამო­ღე­ბას უფ­რო გა­მორ­ჩე­ნად მი­იჩ­ნევს და ამ­ბობს, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხი ვინ­მემ შეგ­ნე­ბუ­ლად ამო­ი­ღოს სქე­მი­დან.
„მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა 2016 წელს შე­ვი­და ძა­ლა­ში. მე სა­ხელ­მ­წი­ფო კო­მი­სი­ის წევ­რი გახ­ლ­დით და გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის სა­კითხებ­ში. სქე­მამ პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტი შე­მო­ი­ტა­ნა: ერ­თი, რო­ცა აპ­ლი­კან­ტი თა­ვი­დან­ვე აკე­თებს არ­ჩე­ვანს მას­წავ­ლებ­ლო­ბა­ზე, 300-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მა­ზე შე­მო­დის და შე­დე­გად მა­გის­ტ­რის ხა­რისხს იღებს; მე­ო­რე გზაა, რო­ცა სტუ­დენ­ტი პროგ­რა­მა ზე­კონ­კ­რე­ტუ­ლი დარ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­მო­დის და, პა­რა­ლე­ლუ­რად, ე.წ. მა­ი­ნორ პროგ­რა­მად, პე­და­გო­გი­კას ირ­ჩევს. ამას­თა­ნა­ვე, შე­მო­ვი­და მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც, ძი­რი­თა­დად, იმ ადა­მი­ა­ნებ­ზეა გათ­ვ­ლი­ლი, ვინც პე­და­გო­გი­კა მა­ი­ნო­რი პროგ­რა­მით ვერ გა­ი­რა; მე­სა­მე გზა სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მაა, რო­მე­ლიც მი­ლე­ვად რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს, 2021 წლამ­დე. ეს არის პროგ­რა­მა, რო­ცა სტუ­დენ­ტი სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მით და­ამ­თავ­რებს რო­მე­ლი­მე სპე­ცი­ა­ლო­ბას და შემ­დეგ აირ­ჩევს 120-კრე­დი­ტი­ან მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­ნათ­ლე­ბის სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მას. სქე­მის მი­ხედ­ვით, ეს იყო მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის გზე­ბი. მაგ­რამ წელს, პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის მო­ნაკ­ვეთ­ში და კონ­ცეფ­ცი­ა­ში ძა­ლი­ან ცუ­დი ცვლი­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და, სა­ხეც­ვ­ლილ სქე­მა­ში აღარ არ­სე­ბობს ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტურ გზას -მა­ი­ნორ პროგ­რა­მას ეხე­ბო­და. ამ­ჟა­მად გა­მო­დის, რომ სქე­მა აღარ ით­ვა­ლის­წი­ნებს პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან და ეფექ­ტურ გზას — პა­რა­ლე­ლუ­რი მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მას.“
ქალ­ბა­ტო­ნი ქე­თე­ვა­ნის­თ­ვის ეს ყვე­ლა­ფე­რი ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სი­თაც ცო­ტა გა­უ­გე­ბა­რი ხდე­ბა, რად­გან სა­ხელ­მ­წი­ფო სქე­მი­დან იღებს პროგ­რა­მას, რო­მე­ლიც მის­თ­ვის ნაკ­ლებ­და­ნა­ხარ­ჯებს ით­ვა­ლის­წი­ნებს — უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, სტუ­დენ­ტი თა­ვად აფი­ნან­სებს სწავ­ლას და, თა­ვის­თა­ვად, და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი 240 კრე­დი­ტი­დან 60 მა­ი­ნორ­ზე ნა­წილ­დე­ბა. და­მო­უ­კი­დე­ბელ 60-კრე­დი­ტი­ან მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მას კი, სა­ხელ­მ­წი­ფო თვი­თონ აფი­ნან­სებს. ამი­ტო­მაც, ამ­ბობს: „ძა­ლი­ან მინ­და, და­ვი­ჯე­რო, რომ ეს უბ­რა­ლოდ გა­მორ­ჩათ. თუმ­ცა, ვიდ­რე სქე­მა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი სა­ბო­ლო­ოდ დამ­ტ­კიც­დე­ბო­და, წე­რი­ლით მივ­მარ­თე გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლის დი­რექ­ტორს, კო­მი­სი­ას და ყვე­ლას ვთხო­ვე, რომ ამ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი სა­კითხი­სათ­ვის ყუ­რად­ღე­ბა მი­ექ­ცი­ათ. სამ­წუ­ხა­როდ, ჩე­მი მი­მარ­თ­ვა უპა­სუ­ხოდ დარ­ჩა.“
რა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა და სა­ერ­თოდ, არის თუ არა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა, პარა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე, მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის 60-კრე­დი­ტიან პროგ­რა­მა­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლად არ­სე­ბულ 60-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მას შო­რის? ამის შე­სა­ხებ ქალ­ბა­ტო­ნი ქე­თე­ვა­ნი ამ­ბობს: „ძა­ლი­ან ბევ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­კითხს ისე მი­უდ­გა, რომ, პრაქ­ტი­კუ­ლად, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა არ უნ­და იყოს. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, პე­და­გო­გი­კუ­რი ციკ­ლის დის­ციპ­ლი­ნე­ბი ერ­თი და იმა­ვე რე­ჟი­მით მო­ი­აზ­რე­ბა და 60 კრე­დი­ტი 60 კრე­დი­ტია. კონ­კ­რე­ტუ­ლად ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და და ჩავ­თ­ვა­ლეთ, რომ პროგ­რა­მა­ზე გა­რე­დან მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, უმე­ტეს­ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ზრდას­რუ­ლე­ბი არი­ან და, თა­ვის­თა­ვად, გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან სტუ­დენ­ტ­თა ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის­გან. ამი­ტო­მაც, მათ ცო­ტა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი რე­ჟი­მით და მიდ­გო­მით სჭირ­დე­ბათ სწავ­ლე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ­სე­ბობს ძა­ლი­ან მცი­რე გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა სწავ­ლე­ბის მე­თო­დებ­სა და ტექ­ნი­კა­ში, მაგ­რამ არა სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ში, რად­გა­ნაც სწავ­ლე­ბა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, იმა­ვე რე­სურ­სით ხდე­ბა.
მინ­და სა­კითხი ასე დავ­ს­ვა: რას უპა­სუ­ხებს სა­ხელ­მ­წი­ფო ძა­ლი­ან ბევრ სტუ­დენტს, რო­მე­ლიც მა­ი­ნორ­ პ­როგ­რა­მად ხა­ლი­სით ირ­ჩევს პე­და­გო­გი­კას; სხვა­დას­ხ­ვა უნი­ვერ­სი­ტე­ტის იმ ათა­სო­ბით სტუ­დენტს, რომ­ლე­ბიც ახ­ლა მა­ი­ნორ­ პ­როგ­რა­მა­ზე სწავ­ლო­ბენ და მო­ლო­დი­ნი აქვთ, რომ მი­ი­ღე­ბენ სერ­ტი­ფი­კატს. დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბი­თაც, სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რ­დე­ბა და რაც მთა­ვა­რია, ახალ­გაზ­რ­დე­ბის მო­ტი­ვა­ცია კი­დევ უფ­რო მაღ­ლ­დე­ბა. ახ­ლაც კი, რომ შე­ვა­მოწ­მოთ, რამ­დენ­მა სტუ­დენ­ტ­მა აირ­ჩია სე­მეს­ტ­რის დაწყე­ბის­თ­ვის პე­და­გო­გი­კა, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მა­ტე­ბის ტენ­დენ­ცი­ას ვნა­ხავთ. რად­გან მე ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი ვარ მათ მი­მართ, ამი­ტო­მაც ვა­პი­რებ მივ­მარ­თო შე­სა­ბა­მის ინ­ს­ტან­ცი­ებს და შე­ვე­ცა­დო და­ვარ­წ­მუ­ნო ისი­ნი, რომ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის ეფექ­ტურ გზა­ზე უარის თქმა, პირ­ველ რიგ­ში, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ას და­ა­ზა­რე­ლებს. ძა­ლი­ან დი­დი იმე­დი მაქვს, რომ სა­კითხი და­დე­ბი­თად გა­დაწყ­დე­ბა.“

25-28(942)N